| | რას წერენ "ცისკარზე" | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: რას წერენ "ცისკარზე" Wed Dec 01, 2010 1:57 am | |
| http://mymakler.ge/q55s194id9817-lgeo.html - ავტორი: elguja ნანახია: 11-ჯერ ავტორისთვის წერილის გაგზავნა ტელ: 899188093 განთავსების თარიღი: 2010-11-27 21:24 | წაშლის თარიღი: 2011-02-25 (დარჩენილია 86 დღე). განცხადების ტიპი: შემოთავაზება განცხადების ტექსტი: 2011 წლის იანვრიდან ყოველთვიურად გამოვა თქვენთვის კარგად ცნობილი, უძველესი ლიტერატურული ბრენდი, ჟურნალი „ცისკარი'“.
დარწმუნებული ვართ, რომ „ცისკარს“ ისევ შეიყვარებს გემოვნებიანი მკითხველი.
,,ცისკარი'' გთავაზობთ უპრეცედენტო გათამაშებასაც - გამარჯვებული გაემგზავრება იერუსალიმში და საკუთარი თვალით იხილავს სასწაულს-ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას...
დაუმეგობრდით „ცისკარს“, გამოიწერეთ, შეიძინეთ და გახდით უპრეცედენტო გათამაშების მონაწილე...დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: ტელ. 983643 მობ. 899188093 საკონტაქტო პირი: ელგუჯა მარღია - ჟურნალ "ცისკრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.
Last edited by გამრიგე on Thu Dec 02, 2010 12:07 pm; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რას წერენ "ცისკარზე" Wed Dec 01, 2010 1:58 am | |
| დღეს განახლებულ ჟურნალ "ცისკრის" პრეზენტაცია გაიმართება თბილისი 08:11 - 30.11.10 "ჯი-ეიჩ-ენი" დღეს, 30 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალის, "ცისკრის'' პრეზენტაცია გაიმართება. "ცისკრის" აღორძინებას მიესალმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც. "ცისკარი'' ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის წინ დაარსებული პერიოდული გამოცემაა, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში დიდად შეუწყო ხელი ქართული მწელობისა და პუბლიცისტიკის აღორძინებასა და განვითარებას, ისტორიული და ფილოლოგიური კვლევების წარმოჩენას, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას. "ცისკარი'' ყოველთვის პირუთვნელად ასახავდა ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს და ერთგვარ ორიენტირს ქმნიდა სწორი აზრის შესაქმნელად. მოხარულნი ვართ, რომ ეს პროცესი გრძელდება. მინდა დავლოცო ჟურნალის გამომცემელნი, ავტორები და მკითხველი და ვუსურვო მრავალჟამიერი სიცოცხლე ღვთის სადიდებლად და მამულის სამსახუროდ", _ ნათქვამია ილია მეორის წერილში. http://ghn.ge/news-28555.htmlეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ "ცისკარის" პრეზენტაცია გაიმართება
დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ "ცისკარის" პრეზენტაცია გაიმართება. განახლებული "ცისკარი" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოდის. "ცისკარი" ყველაზე დიდი ხნის წინ დაარსებული ერთ-ერთი პერიოდული გამოცემაა, რომელმაც მრავალი წლის მანძილზე ქართული მწელობისა და პუბლიცისტიკის აღორძინებასა და განვითარებას, ისტორიული და ფილოლოგიური კვლევების წარმოჩენას, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი. "ცისკარი" ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს ყოველთვის პირუთვნელად ასახავდა და სწორი აზრის შესაქმნელად ერთგვარ ორიენტირს ქმნიდა. მოხარულნი ვართ, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ეს პროცესი დღემდე გრძელდება", - განაცხადა უწმინდესმა. ამასთან, "ცისკრის" მკითხველს სპეციალურ გათამაშებაში ჩართვისა და იერუსალიმის საგზურის მოგების შესაძლებლობა ეძლევა. ამისთვის "ცისკრის" ყველა ნომრის გამოწერა და ჟურნალის სახელწოდების შემადგენელი შვიდივე ასოს (ც-ი-ს-კ-ა-რ-ი) შეგროვებაა საჭირო. განახლებული "ცისკრის" პრეზენტაცია 17:00 საათზე გაიმართება. – http://rustavi2.co/index.php?option=com_news&task=gourl&id=49486 "დიდი მადლობა ყველას, ვინც მობრძანდა განახლებული ,,ცისკრის'' პრეზენტაციაზე... მიხომ მომცა შესაძლებლობა, ვიყო თქვენი მასპინძელი და ვილაპარაკოთ ჩვენი ჟურნალის პერსპექტივაზე... დასაწყისი, ასე თუ ისე, კარგია და საიმედო..." ელგუჯა მარღია
Last edited by გამრიგე on Wed Dec 01, 2010 2:31 am; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რას წერენ "ცისკარზე" Wed Dec 01, 2010 2:24 am | |
| 18:43:24 30.11.2010 პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „ცისკრის“ პრეზენტაცია გაიმართასაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განახლებული სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ „ცისკრის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი „ცისკარი“ 1852 წელს დაარსდა, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მისი გამოცემა შეწყდა. 2010 წელს კი, პოეტისა და ბიზნესმენის სერგი კაკალაშვილის ფინანსური დახმარებით მისი გამოცემა კვლავ აღდგა. მომავალი წლიდან იგი ყოველთვიური გამოცემა გახდება. ჟურნალ „ცისკარში“ გარდა ცნობილი მწერლებისა და პოეტებისა, ახალგაზრდა დამწყები ლიტერატორების ნამუშევრებიც დაიბეჭდება. როგორც „მედიანიუსს“ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ზაურ კალანდიამ განუცხადა, „ცისკარი“ დიდი ტრადიციების მქონე სალიტერატურო ჟურნალია, რომელმაც თაობები აღზარდა, ამიტომაც დღევანდელი პრეზენტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. „ცისკარის“ არსებობის მანძილზე გეზი არასოდეს შეუცვლია. იგი მუდამ ქართულ სიტყვას, მწერლობას ემსახურებოდა და მომავალშიც ასევე გააგრძელებს. ჟურნალ „ცისკარის“ ერთადერთი დამფინანსებელი მისი გენერალური დირექტორი და გამომცემელი სერგი კაკალაშვილია. მისი შეფასებით, „ცისკარი“ ქართველი ერის ეროვნული საგანძურია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ქართველებს მისი ღვაწლის დავიწყების უფლება არ აქვთ. პრეზენტაციას არაერთი ცნობილი მწერალი და პოეტი დაესწრო. http://medianews.ge/index.php/ka/content/53294/ | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რას წერენ "ცისკარზე" Thu Dec 02, 2010 12:00 pm | |
|  ბელა ჩეკურიშვილი ისევ ღია ლიტერატურული ცის კარი24 საათი 01.12.10"ცისკრელობა" ნიშნავს კარგ მწერლობას, ქვეყნის სიყვარულს და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ საქმიანობას," - ამბობს პოეტი გენო კალანდია და ხელში ჟურნალ "ცისკრის" განახლებული ნომერი უჭირავს. პოეტი ბაღათერ არაბული კი გააგრძელებს: "ამ ჟურნალს ისეთივე მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვა მატერიალურ ძეგლებს, რადგან თუ რამე ღირებული შექმნილა ქართულ ლიტერატურაში, აქ იბეჭდებოდა და აქედან ეცნობოდა მას ქართველი მკითხველი." გუშინ ეროვნული ბიბლიოთეკაში ლიტერატურული ზეიმი იყო: ძველი და ახალი თაობის მწერლები ერთმანეთს ჟურნალ "ცისკრის" აღდგენას ულოცავდნენ და, ამჯერად, ეს მამებისა და შვილების საერთო ემოცია იყო. ჟურნალი, რომელსაც ბაღათერ არაბულმა ქართული კულტურის ძეგლი უწოდა, 1852 წელს გამოსცა ივანე კერესელიძემ და მე-19 საუკუნეში ამ ლიტერატურულმა ორგანომ 17 წელი იარსება. მართალია, აკაკი წერეთელმა სოფელ სავანეზე თქვა, აქ ავიდგი ფეხი, ამოვიდგი ენა და აქედან იწყება ჩემი მახსოვრობაცო, მაგრამ იგივეს თქმა მას ჟურნალ "ცისკარზეც" შეეძლო. როცა ივანე კერესელიძეს 18 წლის ბიჭმა ლექსები მიუტანა, რედაქტორს ისე მოეწონა, რომ სახლში მიიპატიჟა და სუფრა გაუშალა. ლიტერატურა ის ფენომენია, რომელსაც ყველა ეპოქასა და საზოგადოებრივ ფორმაციაში დახმარება და შემწეობის გაწევა სჭირდება. ივანე კერესელიძეს მაშინ ცოლის ბინის გაყიდვა მოუხდა, რომ სტამბის ვალები გადაეხადა. იგივე სიდუხჭირეში ჩავარდა ჟურნალი მე-20 და 21-ე საუკუნეშიც, სახელმწიფო დოტაციის შეწყვეტის შემდეგ. როგორც ამჟამინდელი რედაქტორი ზაურ კალანდია იხსენებს, ამ წლების მანძილზე დროდადრო გამოსვლას იმის ხარჯზე ახერხებდნენ, რომ ხელფასებს სანახევროდ იღებდნენ და ნახევრით ჟურნალს ბეჭდავდნენ. ამგვარი წყვეტით მოვიდა "ცისკარი" 2008 წლამდე. ზაურ კალანდია, მწერალი, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი: "რასაკვირველია, შეგვეძლო, სხვანაირი ჟურნალი გაგვეკეთებინა და გამოსვლა გაგვეგრძელებინა, მაგრამ ტრადიციებს ვერ ვუღალატეთ და ქართული სიტყვის მსახურებად დავრჩით. ერთი წელი პატრიარქის ფონდის დახმარებით გამოვდიოდით, მაგრამ ასე, საპატრიარქოზე ჩამოკიდება ცოტა უხერხული იყო და ამიტომ ისევ შევწყვიტეთ. წელს კი გამოგვიჩნდა მეოხი - კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, მაღალი გემოვნების მქონე და თვითონაც კარგი პოეტი, ბიზნესმენი სერგი კაკალაშვილი. ჩვენი შეხვედრისას მისი პირველი სიტყვები იყო, - მეც "ცისკარზე" გავიზარდეო. ხოლო მხატვარ გოგი წერეთლის დახმარებით "ცისკარმა" თანამედროვე სახე მიიღო, ისე, რომ ძველი პეწიც შენარჩუნებულია და ასე მომხიბლავადაც გამოიყურება." როცა 1957 წელს ჟურნალი "ცისკარი" ვახტანგ ჭელიძის რედაქტორობით აღდგა, პირველივე ნომერში ორი დებიუტანტი ავტორი დაიბეჭდა - გურამ რჩეულიშვილი და გურამ გეგეშიძე. მას შემდეგ ჟურნალი ამგვარ "აღმოჩენებს" მუდამ სთავაზობდა სიურპრიზად ქართველ მკითხველს. ზაურ კალანდიამაც წინამორბედებს მიბაძა და ჟურნალს კატო ჯავახიშვილის ლექსები ხსნის, რომელსაც ახალგაზრდა თაობის საინტერესო ავტორები მოსდევს: გიორგი კეკელიძე, დიანა ამფიმიადი, ნატა ვარადა, რობერტ მესხი, ნინო სადღობელაშვილი. მათ გვერდით არიან მამებიც: ტარიელ ხარხელაური, ბესიკ ხარანაული, გივი ალხაზიშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნოდარ წულეისკირი. როგორც რედაქტორი აღნიშნავს, ჟურნალი კვლავაც თაობათა გამაერთიანებელი იქნება, შორს იდგება ყოველგვარი კლანურობისა და ნაცნობობისაგან და აქ მოხვედრას მხოლოდ ავტორის ნიჭიერება განსაზღვრავს. "ცისკარი" ასევე აგრძელებს ტრადიციებს და კვლავინდებურად ეხმიანება კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებს. მკითხველი გაეცნობა დიალოგს თემურ ჩხეიძესთან, ჭაბუა ამირეჯიბის, ინგა მილორავას, ნინო დარბაისელისა და თამაზ ვასაძის ლიტერატურულ წერილებს. მომავალ ნომრებში კი დაგეგმილია მრგვალი მაგიდების მოწყობა პოეზიისა და პროზის ახლად გამოსული ანთოლოგიების შესახებ, ავტორების, კრიტიკოსების, გამომცემლების მონაწილეობით, ასევე დაგეგმილია დიალოგები ქართული კულტურისა და ეროვნული ფასეულობების გარშემო. რასაკვირველია, რედაქტორის მიზანია, ჟურნალმა ძველი ნიშა კვლავ დაიბრუნოს, და დაიბრუნოს, პირველ რიგში, მკითხველი. მკითხველი კი ნაწარმოებებს არც თაობებად ყოფს და არც რედაქტორთა კაპრიზები აინტერესებს, მას ის ლიტერატურა სჭირდება, რითაც სიამოვნებასაც მიიღებს და ხმამაღლა, ამაყადაც იტყვის: ქართველებს წერა მაინც კარგად გამოგვდისო. ერთ დროს "ციკარში" დაბეჭდვა ყველაზე პრესტიჟული იყო ავტორებისთვის, და "ცისკრელობა" ერთგვარ ხარისხის ნიშანს გულისხმობდა. იმედია, "ცისკარში" მოხვედრაზე კვლავ კონკურსი იქნება, სადაც ნიჭიერები იმაჯვებენ. ბაღათერ არაბული, პოეზიის განყოფილების გამგე: "ვაპირებთ "ცისკრის" ყოველწლიური პრემიის დაწესებას პოეზიასა და პროზაში, რომელიც ისეთი პრესტიჟული და პოპულარული გახდება, როგორც თვითონ ჟურნალი. ასევე ვფიქრობთ, სამომავლოდ გაკეთდეს საგამომცემლო სახლი, სადაც ღირებული ნაწარმოებები "ცისკრის ბიბლიოთეკის" სერიით დაიბეჭდება. მომავალი წლიდან კი, საპატრიარქოსთან ერთად, ჟურნალის მკითხველისა და ხელმომწერებისათვის დავიწყებთ გათამაშებას. ჟურნალის ყოველ ნომერზე აღნიშნული იქნება ქართული ანბანის რომელიმე ასო და ის, ვინც სრულად შეაგროვებს სიტყვა "ცისკარს", სააღდგომოდ იერუსალიმში გაემგზავრება ღვთიური ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დასასწრებად." ჩვენ კი, ვისაც ჟურნალ "ცისკარში" წაკითხული ნაწარმოებები ბავშვობიდან გვახსოვს, გვახსოვს ის მოლოდინი, როცა გაგრძელებებს თვიდან თვემდე ველოდებოდით, ანდა ვისაც არ ახსოვს და გადმოცემით გაუგია, ვისურვებდით, რომ ქართული ლიტერატურისათვის ცის კარი არასდროს დაკეტილიყოს. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-12-01/11962.html | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რას წერენ "ცისკარზე" Thu Dec 02, 2010 12:16 pm | |
| ჟურნალ “ცისკარს” სერგი კაკალაშვილი ჩაუდგა სათავეში30 ნოემბერი 2010 15:07:37 – http://www.heretifm.com/?2%2F667%2Fჟურნალ “ცისკარს” ახალი გენერალური დირექტორი და გამომცემელი ჰყავს. კახეთში ცნობილი ბიზნესმენი სერგი კაკალაშვილი, საგამომცემლო საქმიანობითაც დაკავდა. ბიზნესმენი პროფესიით ისტორიკოსია და ლექსებსაც წერს. სერგი კაკალაშვვილმა თავის დროზე ლექსი საქართველოს პრეზიდენტსაც მიუძღვნა. დღეიდან სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი “ცისკარი” ყოველთვიურად, განახლებული დიზაინით წარსდგება მკითხველის წინაშე. გამომცემლობამ რებრენდინგი უკვე დაასრულა და დღეს, 17 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში პრეზენტაციას გამართავს. ჟურნალის მთავარი რედაქტორის ზაურ კალანდიას თქმით, სერგი კაკალაშვილი ჟურნალს მეოხედ მოევლინა. “რაც მთავარია მას გაცნობიერებული აქვს ენა, მამული, სარწმუნოების ფასი და მნიშვნელობა. დღეს ყველა ცისკრელი მისი მადლიერია, ხვალ კი დარწმუნებული ვარ მის ღვაწლს მთელი საქართველო დააფასებს“-განაცხადა რადიო ჰერეთთან ზაურ კალანდიამ. ჟურნალი “ცისკარი” საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად არაერთ ღონისძიებას გეგმავს, ერთგული მკითხველი კი პრიზებით დაჯილდოვდება. “ცისკარი”, რომელიც ყველა თაობის შემოქმედს აერთიანებს, 1852 წლიდან გიორგი ერისთავის ძალისხმევით გამოიცემა და როგორც მისი რედაქტორი ზაურ კალანდია ამბობს, განვლილი გზა ძალიან გავს მისი ქვეყნის გზას. | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რას წერენ "ცისკარზე" Sun Dec 05, 2010 2:45 pm | |
| ნინო ხარაძე განახლებული ”ცისკარი” - ისტორიული სახელით თანამედროვე ბაზარზე ჟურნალ ”ცისკრის” პრეზენტაცია – 03.12.2010 – http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2237925.htmlრამდენიმე დღის წინ განახლებულ ჟურნალ ”ცისკრის” პრეზენტაცია გაიმართა. სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი უკვე მეოთხედ იწყებს ახალ ცხოვრებას. 1852 წელს გიორგი ერისთავის მიერ პეტერბურგიდან გამოთხოვილი ნებართვით დაარსებულ ჟურნალს არსებობა სამჯერ შეუწყდა. განახლებული ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი უკვე ბრენდად ქცეული სახელის გამოყენებით კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ეცდება. მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა იყო ჟურნალ ”ცისკრის” მიზანიო, ვკითხულობთ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის სახელმძღვანელოში. ”ცისკრის” ისტორიის მკვლევარი, მწერალი მიხო მოსულიშვილი ამბობს, რომ „ცისკრის“ წარმატება თავის დროზე ნოვატორული იდეებით სავსე ავტორებმა განაპირობეს: ”აკაკი ჩამოვიდა პეტერბურგიდან და სხვანაირი ლექსების წერა დაიწყო, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მოიტანა ილიამ, რაღაცნაირი აღორძინების პერიოდი აქვს ”ცისკარს” , მაგრამ მერე, როცა ილია იწყებს ”ივერიის” და ”საქართველოს მოამბის” კეთებას, მხოლოდ ანტონ ფურცელაძეღა შემორჩება ”ცისკარს” და ნელ-ნელა მწერლები ილიასთან გადადიან. ილიას სხვანაირი მიდგომა ჰქონდა, ილია საერთოდ მოდერნისტია.” განახლებული „ცისკარი“ ძველი ტრადიციებისა და თანამედროვე მკითხველის ინტერესების გათვალისწინების ნაზავს წარმოადგენს. ისე როგორც საუკუნე ნახევრის წინანდელი „ცისკარი“, ახლანდელიც ცდილობს ჟურალის ფურცლებზე გამოაქვეყნოს როგორც ახალგაზრდა, ისე უკვე ცნობილი ავტორების ნაწარმოებები. ”რაღაც ეკლექტიკური ფორმა აქვს მიღებული - წარმოდგენილია ახალი და ძველი თაობის ავტორები. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ეს ახალი და ძველი თაობის ავტორების ნაზავი, რომელიც ამ ნომერმა დაიტია. ” ასე ფიქრობს ახალგაზრა პოეტი გიორგი კეკელიძე. ჟურნალის რედაქტორს ზაურ კალანდიას სჯერა, რომ ჟურნალ „ცისკრის“ სამომავლო წარმატებას თუნდაც ის მიზეზი განაპირობებს, რომ მისი სახელი გარკვეული ასაკის მკითხველში ღრმად არის ჩამჯდარი და ეს მას დაეხმარება მუდმივი მკითხველი იყოლიოს, ამასვე ელის ავტორების მხრიდანაც: ”ცისკარი” ეს უკვე ტრადიციაა და თუ გურამ დოჩანაშვილი, რომელიც მოთხრობას წერს, სადმე მის დაბეჭდვაზე გაიფიქრებს, აუცილებლად ”ცისკარზე” გაიფიქრებს, მე ეს ვიცი, იმიტომ რომ ის ცისკრელია, იქ დაიბეჭდა პირველად. მაგრამ ჩვენც უნდა ვიმუშაოთ, უნდა მოვიპოვოთ ავტორები. ყველგან არის კონკურენცია.“ თავის დროზე „ცისკრის“ წარმატების მიზეზი ისიც იყო, რომ სალიტერატურო ჟურნალების დიდი არჩევანი არ არსებობდა ბაზარზე და ჟურნალი თავად ირჩევდა რომელი ავტორის შემოქმედება გამოექვეყნებინა საკუთარ ფურცლებზე, ანუ ჟურნალი ქმნიდა ლიტერატურულ დროს, ახლა კი „ცისკარს“ დრო და გარემოება სთავაზობს წესებს. პოეტი მარიამ წიკლაური ამბობს, რომ „ცისკარი“ ისტორიის ტკბილ მოგონებებს არ უნდა დასჯერდეს - მის გამომცემლებს დიდი შრომა დასჭირდებათ ბაზარზე თვითდამკვიდრებისათვის: ”მართლა სხვა დროა და საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოდის ლიტერატურული პერიოდიკა - ”ლიტერატურული გაზეთი”, ”ქართული მწერლობა”, ”ჩვენი მწერლობა”, ”ლიტერატურული პალიტრა”, უამრავი სხვა. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც შეგექმნას, რომ მწერალმა ვერ გაუძლოს ამ მოთხოვნას, იმიტომ რომ ყველა ჟურნალს უნდა ახალი მასალა და შეიძლება ჩვენი მწერლური ძალა არც იყოს საკმარისი ამ ყველაფრისთვის, მაგრამ, ალბათ, რაღაცას გააკეთებენ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ისტორიის ტკბილი მოგონება და იყოს ნამდვილად ავანგარდში.” ალბათ, კონკურენციის გამო მოხდა ისიც, რომ რამდენიმე ავტორის ნაწარმოები, რომელიც განახლებული „ცისკრის“ ფურცლებზეა გამოქვეყნებული, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერნეტ თუ ბეჭდურ გამოცემებში ექნება მკითხველს წაკითხული. პოეტმა გიორგი კეკელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისგან დამოუკიდებლად მოხვდა მისი ლექსები ჟურნალში, თუმცა ამის გამო მხოლოდ კმაყოფილია. განახლებული „ცისკარი“ თვეში ერთხელ გამოვა. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე წერდა: ”ცისკარმა” …აკვნობა გაუწია იმ ყმაწვილ მწერლებს, რომლებსაც მერე, სამოციან წლებში, წინანდელ მწერლებთან ერთად ძლიერი ტალღა ჰკრეს ჩვენს აზრთა დენასა.” შეძლებს თუ არა განახლებული „ცისკარი“ ისეთივე ადგილის დამკვიდრებას ქართულ სალიტერატურო სივრცეში, როგორზეც ილია ჭავჭავაძე წერდა, ალბათ, დრო გამოაჩენს. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: რას წერენ "ცისკარზე"  | |
| |
|  | | | რას წერენ "ცისკარზე" | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|