არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 "ცისკრის" თავგადასავალი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

"ცისკრის" თავგადასავალი Empty
PostSubject: "ცისკრის" თავგადასავალი   "ცისკრის" თავგადასავალი EmptyWed Dec 01, 2010 1:53 am

"ცისკრის" თავგადასავალი 113

"ცისკარი"

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 და 1857-1875 წლებში. 1852-53 წლებში ”ცისკარს” ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. ”ცისკარმა” ფართო საზოგადოებას გააცნო სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილი და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

1857 წელს ჟურნალის გამოცემა განაახლა ივანე კერესელიძემ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. ”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები. ”მოლაყბის” ფელეტონები და ანტონ ფურცელაძის წერილები, ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.

1957 წელს განახლებულ ”ცისკარს” სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი ვახტანგ ჭელიძე. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: კოსტანტინე ლორთქიფანიძე, ხუტა ბერულავა, ჟანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, მორის ფოცხიშვილი, ჯანსუღ ღვინჯილია, იორამ ქემერტელაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, დავით მაღრაძე, 1992 წლიდან დღემდე ”ცისკრის” მთავარი რედაქტორია ზაურ კალანდია.

2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა განახლებული, მეათე ნომერი.

"ცისკრის" თავგადასავალი 411
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
"ცისკრის" თავგადასავალი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: "ცისკარი" – სტუმრად ძველ მეგობართან-
Jump to: