Admin

 Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
 | Subject: ზემოური – ომარ თურმანაული Wed Nov 17, 2010 8:28 am | |
| "ომარ თურმანაული, 2010" მიხო მოსულიშვილის ფოტო.სალამია: *** აგერ ხელი და აგერაც ჩემი ყანწი და ქვევრები, რაში გჭირდება დაკერვა, ჭილოფს მიგიგავს ნევრები. თუ გსურს მოიხსნა "ზაპოი", ულვაში დაბლა დაუშვი და ჩვენთან ერთად წამოი საარყო ფასანაურში. ზემოური, იგივე ომარ თურმანაული: *** არც მე მოგიველით ჩოხით, არც თქვენ გამიშალეთ ნოხი... წვერთეთრი და თმაჭაღარა, მთვრალი, ოთხით შემოვხოხდი. რა მითხარით, ან მე რა ვთქვი არყით ჩათუთქული ხოხრხით? – აღარ მახსოვს... ქე გიცანით ბუნდად, ტანის მიხვრა-მოხვრით... ესეთია ბედი ყველა მარტოსულისა და ოხრის. როგორც მოველ, ისე წავალ გულისტკივილით და ოხვრით... მშობლიური მიწა არა, მშობლიური ქვა და გოხი მიმაქვს, რომ იქ, უცხოეთში თავში ვირახუნო ორმხრივ: "ჩემი კაფიობა მოვტყან, თქვენი - კაფიების ქოხი".
Last edited by გამრიგე on Wed Nov 17, 2010 9:36 pm; edited 3 times in total | |
|