არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლელა ოჩიაური

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლელა ოჩიაური Empty
PostSubject: ლელა ოჩიაური   ლელა ოჩიაური EmptySat Aug 28, 2010 12:50 pm

ლელა ოჩიაური Lela_o10
Lela Ochiauri Portrait by Mimos, 2015

ლელა ოჩიაური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან - https://ka.wikipedia.org/wiki/ლელა_ოჩიაური

პროფესია – ხელოვნებათმცოდნე
დაბადების თარიღი – 21 მაისი, 1957
დაბადების ადგილი – თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა – საქართველო
ეროვნება – ქართველი
მამა – ირაკლი ალექსის ძე ოჩიაური (1924)
დედა – ირინე ჯანდიერი (1932)


ლელა ირაკლის ასული ოჩიაური (დ. 21 მაისი, 1957, თბილისი) — ქართველი კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.


ბიოგრაფია

მშობლები: მამა – ირაკლი ოჩიაური (1924), მხატვარი. დედა – ირინე ჯანდიერი (1932), ინჟინერი. და – ბუბა ოჩიაური, (1962), მხატვარი.

ლელა ოჩიაური დაიბადა 1957 წლის 21 მაისს, თბილისში. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ფაკულტეტი მკვლევარის განხრით. 1980–1981 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში. 2005 წელს ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო წოდების მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე – “პოეტური ტენდენციები თანემდროვე ხასიათის ძირების საძიებლად”.


პედაგოგიური გამოცდილება

1982–2006 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს სამეცნიერო–კვლევითი სექტორის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლია. პარალელურად კითხულობს ლექციებს ქართულ და მსოფლიო კინოს ისტორიაში, კინოკრიტიკის თეორიაში, ჟურნალისტიკაში. 2005–2006 წლებში დაინიშნა კინოს ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კათედრის გამგედ. 2006 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორია. სალექციო კურსები: კინოკრიტიკის ოსტატობა, ტელერეპორტიორის ოსტატობა.


მუშაობდა

1981–1982 – საქართველოს თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1991–1992 წლებში საქართველოს ტელე–რადიო კორპორაციის მეორე არხზე მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. 1991–1992 – “არიან – ქართლის” მთავარი რედაქტორად. 1991–1992 – სატ.პროგრამა “ტელე–სინე–ვიდეოს” თანაავტორად და წამყვანად; 1993–1994 ამავე პროგრამის კონსულტანტად და სხვ.

ქართულ ჟურნალ–გაზეთებში: „ომეგა“, „ამარტა“, „კარნავალი“, „სახეები“, „ეპოქა“, "ევროპა“, „ქართული გაზეთი“, „ეს კვირა“, „დილის გაზეთი“, „ჯორჯიან თაიმსი“, „მთავარი გაზეთი კვირას“ და სხვა აქვეყნებდა წერილებს, ინტერვიუებს და ანალიტიკურ სტატიებს ქართული კულტურის, საზოგადოებისა და განათლების შესახებ.

1996 წლიდან დღემდე გაზეთ “რეზონანსის” კულტურის მიმომხილველია. 1999 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. პირადად დააფუძნა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ასევე არაერთხელ ყოფილა სხვადახვა კონკურსების და კინოფესტივალების ჟიურის წევრი.


წევრობა

ქ. თბილისის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი
ქ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
კრიტიკის დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
კინოკრიტიკის საერთაშორისო გაერთიანების “ფიპრესი ჯორჯიას” (FIPRESCI) წევრი. 2000 წ.
კინემატოგრაფისტების დამოუკიდებელი გილდიის წევრი


გამოქვეყნებული შრომები

„ქართული კულტურის პოეტური საწყისების ძიებაში“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, №1, 2004 წ.
„მითების ევოლუცია ანტიკური ხანიდან თანამედროვე საქართველომდე“, კრებული „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, №2 (22), 2004წ.
„დროისა და ეპოქის ადგილი ხელოვნების ნაწარმოების შექმნის პროცესში“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, №2, 2005 წ.
„ალექსანდრე რეხვიაშვილის იგავები ძალადობის თემაზე“, კრებული „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, №4 (23), 2005წ.

ლელა ოჩიაური Lela_o10

რესურსები ინტერნეტში

* ლელა ოჩიაური

* პეტრე ოცხელი

* ერთი კოლექციიდან კაცობრიობის ისტორიამდე

* კინოსტუდია „დამოუკიდებელი პროექტი“

* ოჩიაური ლელა

* https://www.facebook.com/lela.ochiauri


ლელა ოჩიაური Lela_o10

study


Last edited by Admin on Thu Oct 15, 2015 11:01 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლელა ოჩიაური Empty
PostSubject: Re: ლელა ოჩიაური   ლელა ოჩიაური EmptySun Dec 09, 2012 2:42 pm

ლელა ოჩიაური Me_mov10

ლელა ოჩიაური

როდესაც დილა გათენდება

რეჟისორის "თავგანწირული სულისკვეთება" ადამიანის სიმარტოვის, საზოგადოების გულცივობისა და ურთიერთობის დეფიციტის შესახებ


"მე მოვალ დილით"
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
წელი: 2009
რეჟისორი: ნინო ხატიაშვილი
პროდუქცია: ქართული

შემოქმედებითი ჯგუფი: ნინო ხატიაშვილი - რეჟისორი
ნინო ხატიაშვილი - სცენარისტი
ნიკოლოზ (ნიკა) შამუგია - კომპოზიტორი
ლევან პატარაია - ოპერატორი

ტექნიკური პერსონალი: ზურაბ სიხარულიძე



როდესაც რაღაც ნაბიჯს დგამ ან არ დგამ, ალბათ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რა მოჰყვება ამ ნაბიჯს, როგორ აირეკლება ის ჩვენს ბედზე, შინაგან სამყაროზე, ურთიერთობებსა და თუ მომავალზე, რომელიც შეიძლება არცთუ ხანრგძლივი და პერსპექტიული (თუნდაც, რამეს გამოსწორების შანსის მიმცემი) აღმოჩნდეს და მაშინ, ვითარების გამოსწორების, რაიმეს შეცვლის, დანაპირების ასრულების შანსი და დრო აღარ გექნება.
ამ საკითხებს მოიცავს ნინო ხატიაშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მე მოვალ დილით" და ამ, მარადიული თემების თავისებურ გაშლასა და გადაწყვეტას ახდენს, უცნაური და მოულოდნელი ფორმით.

თავისუფლებიდან დაბრუნება
"მე მოვალ დილით" ახალგაზრდა რეჟისორის დებიუტია, მისივე თქმით, "განწირული სულისკვეთება", ის, რაც აწუხებს დიდი ხანია, რაც ტკივა და აფიქრებს, რისი გამოუთქმელობის შემთხვევაში, უბრალოდ, მოკვდებოდა და სადამდეც იგი დიდი ხანი მიდიოდა - მთელი 20 წელი.
თავისთავად, უკვე ამბავი, რომელშიც რეჟისორი სათქმელს დებს, ჩვეულებრივისა და ვიტყოდი, ბანალურის ფარგლებს საგრძნობლად სცილდება. იმას, რაც ერთი შეხედვით, ქართულ კინოში (განსაკუთრებით, ახალგაზრდულში) "ტრადიციად" დამკვიდრდა და "მოდურადაა ქცეული", ნინო ხატიაშვილთან საერთო არაფერი აქვს.
პირველი ეპიზოდი ორიენტაციას მაყურებელს თითქოს აქეთკენ აძლევს. თითქოს მოვლენათა ამგვარი განვითარებისკენ მომართავს - ჩაბნელებულ ქუჩაში ვიღაც ქალს ხელჩანთას წაართმევს და გაიქცევა. ელოდები, რომ ვნახავთ - სოციალურად დაბალი ფენის, ნარკომანის, უსაქმური ახალგაზრდების ჯგუფის ისტორიას და ა.შ. ნაცნობი დიალოგებით, ნაცნობი სიტუაციების გათამაშებითა და ასევე, გარდაუვალი ტრაგიკული ფინალით. საბედნიეროდ, ეს მოლოდინი არ მართლდება და ფილმში წამოჭრილი პრობლემებიცა და მათი მხატვრული გადაწყვეტაც, მეორე ეპიზოდშივე განსხვავებულ ფორმას იძენს და ასე, ბოლომდე.
ესაა ახალგაზრდა კაცის (რომლის მსგავსი, უამრავია) დრამა, ცხოვრების ერთი დღის, უფრო ზუსტად, ერთი ღამის ფარგლებში მოქცეული, რომელიც, შეიძლება ითქვას, მთელ ცხოვრებას იტევს, არსებობის წესს, სულიერ მდგომარეობასა და განვილილი (ალბათ, არასწორად) გზის შედეგსაც.
სამყარო ამ ფილმში თითქოს ორადაა გახლეჩილი, მაგრამ ეს ნაწილები, ერთი, მთლიანის ორი მხარეა, ურთიერთგამომდინარე და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული.
სასოწარკვეთილი, ახალგაზრდა კაცი (მსახიობი პაატა ვახტანგიშვილი) დანაშაულს ჩადის და ჩვენ პირველივე ეპიზოდში ამის მომსწრეები ვართ. ძარცვა ძარცვისთვის, სხვა რა უნდა იყოს, მაგრამ, ამბავი სხვა "შინაარსისაა". თუმცა, რეჟისორი საიდუმლოს ბოლომდე მაინც არ ხსნის და არ აკონკრეტებს, ვინაა ეს ადამიანი, რა აკავშირებს გარშემომყოფებთან, რატომ აეწყო მისი ცხოვრება ასე, რატომ ხდება იძულებული იქურდოს, ვინაა მამაკაცი, რომელსაც ნაქურდალი ფულით ვალი უნდა გადაუხადოს და რომელიც ანგარიშსწორებას პირდება; ვინაა და რა ურთიერთობები აქვს ქალთან, რომელიც ტელეფონზე ურეკავს და მორიგი ლოდინისგან გაწბილებული, განშორებით ემუქრება. დაგვიანებისა თუ არმისვლის მიზეზი, ახსნა-განმარტება კი არც ერთს არ აინტერესებს.
ქურდობის ჩადენის შემდეგ, მძარცველი, ბუნებრივია, გარბის, დანაშაულის ადგილს სცილდება, თავშესაფარს ეძებს, ბედისწერა კი არც მეტი არც ნაკლები, მორგში ახვედრებს.
ფილმის გმირი ხაფანგში ექცევა, მას გამოსავალი აღარ აქვს იმ ცხოვრებაში, რისი გულისთვისაც იქურდა, სადაც მას თანამდგომი არავინ აღმოაჩნდა, რომელიც ყველამ გაწირა და ამის ნათელი მეტაფორა გარემოა, რომელსაც რეჟისორი სამოქმედო არედ იყენებს.
რეჟისორი მინიმალისტურ ხერხებსა და ლაკონურ თხრობას იყენებს, ძუნწ დიალოგებში აქა-იქ გამომკრთალი ინფორმაცია, მოკლე ფრაზები თუ დიალოგები, შინაგანი მონოლოგი, მეტყველი მუსიკა (კომპოზიტორი - ირაკლი შამუგია), რომლებიც ავსებენ სივრცეს, რომელიც ჩაკეტილობის მძაფრ შეგრძნებას იწვევს, მაშინაც კი, როდესაც მისი ფარგლები ირღვევა და მოქმედება ნატურაზე გადადის (ოპერატორი - ლევან პატარაია) ქმნიან გარემოს, რომელსაც თავისი კანონები აქვს.
რეჟისორი "თამაშობს" რეალურისა და ირეალურის ზღვარზე, სინამდვილისა და პირობითობის, მისტიკურისა და ცხოვრებისეული განზომილებების სხვაობა აქ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია. ერთი შრე იმდენად ორგანულად გადადის მეორეში, იმდენად ბუნებრივია, რომ ერთიან მოცემულობად აღიქმება.
ამავე დროს, სინამდვილის არსებობის ჩვეული განცდა, ერთგვარ სიურეალისტურ, სიზმრისეულ რეალობაში გადადის და ახალ შეფერილობასა თუ დატვირთვას იძენს.
მეორე მხრივ, მაყურებლისთვის ბოლომდე (სანამ ფინალი არ დადგება და მოვლენა ისევ არ შეიცვლება) ცხადი არაა - რა არის ეს - გმირის თავსგადახდენილი ნამდვილი ისტორია, თუ ის, რაც მას ეზმანა, მისი სიზმარი თუ წარმოსახვა, ცხოვრებისეული თუ თავსდატეხილი პრობლემების, სულიერი მდგომარეობის გავიზუალებული გამოძახილი. განვლილი გზის ლოგიკური შედეგი.
თავისებური ზღვარის დადებას მხოლოდ მოქმედების ადგილი ახდენს, მაშინ, როდესაც ფილმის გმირი ზღურბლს გადააბიჯებს და მორგში - მიცვალებულების გარემოცვაში აღმოჩნდება.
მორგის კარი დილამდე იკეტება, ფანჯრის გისოსები ამ სამყაროს იმ სამყაროსგან მიჯნავს და მარტოსული, საკუთარი საქციელის წყალობით დევნილი ადამიანი ფიზიკურადაც მარტო რჩება საკუთარ თავთან, სრულიად მარტო.
ამ ჩაკეტილ სივრცეში გარეთ გამოდის გმირის შინაგანი მდგომარება, ფიქრები თუ ჩადენილი დანაშაულით გამოწვეული ახალი განცდა. გამოდის სამსჯავროზე, რომელსაც თავადვე (მისი ქვეცნობიერი) უწყობს საკუთარ თავს. იგი არაა ჩვეულებრივი მძარცველი, თუმცა, დანაშაულს ჩადის, რასაც გამართლება არა აქვს.
გმირის გაორება და თვითმხილება მიცვალებულთა გარემოცვაში, შემაშფოთებელ ეფექტს იწვევს. ამ ჩაკეტილ სივრცეში სულიერი არავინაა და არც შეიძლება იყოს, ამ ახალგაზრდა კაცის გარდა. სახეები, რომლებიც მის წინაშე ცოცხლდებიან, რომლებიც მას ევლინებიან - მოხუცი ქალისა თუ მისივე სახით, მისივე ზმანებაა, ხილვებია, უტყვი თუ მეტყველი და მრავლისმეტყველი გადაწყვეტის მხრივ და საოცრად მძაფრი ზეგავლენის მქონე.
ფილმის სახელწოდებაც ორმაგ დატვირთვას ატარებს, თუმცა, მაყურებლისთვის ეს მხოლოდ ფინალში ხდება ნათელი - ახალგაზრდა კაცი, რომელიც ორ ადამიანს პირდება, რომ მივა დილით და ყველაფერს აუხსნის, რომ ყველა ანგარიშს გაასწორებს, მათთან შეხვედრაზე ვეღარასოდეს მივა, რადგან იმ დილით იგი, ერთღამიანი ტყვეობდან დახსნილი, გათავისუფლებული უკანვე ბრუნდება, მორგში, ოღონდ, ამჯერად, უკვე მიცვალებული, ქუჩაში დაუსრულებელი, დამქანცველი გარბენის შემდეგ.
რეჟისორი იმგვარ გარემოსა და ატმოსფეროს ქმნის, რომ მაყურებელი ფილმის პირველი კადრებიდან რაღაცას ელის, ელის, რომ "რაღაც" მოხდება; შედეგ, რომ რაღაც შეიცვლება. დაძაბულობა თანდათან მატულობს და მოლოდინის გრძნობაც ძლიერდება. მაყურებელი ელის მაშინაც, როდესაც თენდება და მას შემდეგაც, როდესაც ფილმი სრულდება. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ოცწუთიანი ფილმი უსასრულოდ გრძელდება. იმდენად ტევადი და არაერთგვაროვანია ის.

ეს ფილმი რომ არ გადამეღო, უბრალოდ, მოვკვდებოდი

ნინო ხატიაშვილს ფილმის ნახვამდე (რასაც, წესითა და კანონით, არასოდეს ვაკეთებ) შევხვდი. ინტერვიუც მაშინ ჩავწერეთ და სხვა მრავალ თემაზეც ვისაუბრეთ. იშვიათად მინახავს ხელოვანი, რომელიც მასავით კრიტიკულია საკუთარი თავისა და ნამუშევრის მიმართ, რომელსაც კინოსთვის "ბრძოლა" თავის დასამკვიდრებლად დაუშვებლად მიაჩნია, რადგან კინემატოგრაფი მისთვის წმინდათა წმინდაა და ხელშეუხებელი. ამიტომაც ელოდა პირველი ფილმის რეალიზებას 20 წელი და ამ ხნის განმავლობაში, ბევრისგან განსხვავებით, გადასაღები ფულის საშოვნელად, კინოსივრცეში გზის გასაკვალად არავინ "შეუწუხებია".

"მთელი კვირა": როგორ მოხვედით ფილმამდე?
ნინო ხატიაშვილი: მეათე კლასში გადავწყვიტე, რომ კინორეჟისორობა მინდოდა, მაგრამ მშობლები სასტიკი წინააღმდეგი წავიდნენ და უნივერსიტეტში, ფიზიკურზე, ძალით ჩამაბარებინეს. ჩემი თავი სიებში რომ ვნახე (გამსვლელზე ორი ქულით მეტი აღმომაჩნდა), ბევრი ვიტირე. ხალხი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ ჩავიჭერი.
შემდეგ, პარალელურად, სარეჟისოროზე, ე.წ. მეორად ფაკულტეტზე, ჩავაბარე. ბუბა ხოტივარის ჯგუფში ვიყავი, ოთარ იოსელიანი, ტატა თვალჭრელიძე, გოგი გვახარია გვასწავლიდნენ. მთელი დღეები ველოდებოდი, როდის მოვიდოდა საღამო, როდის დაგვეწყებოდა მათი ლექციები. სხვათა შორის, ძალიან სერიოზული სწავლა გვქონდა. ვუყურებდით ფილმებს, შემდეგ გარჩევებს ვაწყობდით. გოგი გვახარია ძალიან მონდომებული იყო - ხან კინო "გაზაფხულში" მივყავდით, ხან "კინოს სახლში", ჩვენებების შემდეგ ვრჩებოდით და ნანახზე ვმსჯელობდით ხოლმე.
კინოთი ვცხოვრობდი, მაგრამ დიპლომი ვერ გავაკეთე. მაშინ ვიდეო არ იყო და ფირზე გადაღება 1000 მანეთამდე ჯდებოდა (ეს კი, დაახლოებით, "გაზ 24-ის" ღირებულებას უდრიდა).
შემდეგ ხან სად ვმუშაობდი, ხან, სად. ბოლო ორი წელი, სპეციალურად, ვაგროვებდი ფულს და "მე მოვალ დილით" სწორედ ამ დანაზოგით გადავიღე.
გადავიღე, პრემიერაც მქონდა, მაგრამ ფილმის ფესტივალებზე გასაგზავნი თანხა აღარ დამრჩა. მივედი კინოცენტრის დირექტორთან, კოტე ჩლაიძესთან და მას შემდეგ, თუ რომელიმე ფესტივალზე ქართულ ფილმებს აგზავნიან, ჩემიც, უკვე ჩემგან დამოუკიდებლად, მათ რიცხვშია.
"მ.კ.": ფილმი ბუბა ხოტივარისთვის არ გიჩვენებიათ? საინტერესოა, მისი, როგორც პედაგოგის აზრი.
ნ.ხ.: ბუბა ხოტივარი უნივერსიტეტის დამთავრებიდან მხოლოდ ოცი წლის შემდეგ ვნახე. ადრე, დაახლოებით, რვა წლის წინ დავურეკე, მოვიკითხე, მაგრამ შემდეგ აღარ შევხმიანებივარ.
ბატონი ბუბა ძალიან გვიყვარდა, მაგრამ სპეციალობის პედაგოგს ნამუშევრის გარეშე (თუნდაც, საშუალო დონის ფილმის) ვერ ვნახავდი. დავურეკე მაშინ, როდესაც ფილმი გავაკეთე. დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩვენება მინდოდა. როდესაც ნახა, მოვიდა და შუბლზე მაკოცა. არ ველოდიო, მითხრა, ვფიქრობდი, ამ ლამაზმა, ჭკვიანმა, რომანტიკულმა და ნიჭიერმა გოგომ, რომელსაც კინო უყვარს, რა უნდა გააკეთოსო?! (მოგეხსენებათ, არსებობს ქალი-რეჟისორის რაღაც სტერეოტიპი). თუმცა, თვითონ თემაა ისეთი, რაც ქალი-ავტორისთვის, საზოგადოდ, თითქოს, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს და ალბათ, აქედან გამომდინარე, შედეგიც, მისგან ნაკლებად მოსალოდნელი.
"მ.კ.": რა "ჩადეთ" ფილმში?
ნ.ხ.: მინდა გითხრათ, რომ ფილმი, პირადად, დიდად არ მომწონს. თუმცა, ბევრმა მითხრა და თვითონაც მაქვს ასეთი განცდა, მინდა ან მგონია, რომ "მე მოვალ დილით" (საერთოდ, ვფიქრობ, ასეც უნდა ხდებოდეს) ისეთი გამოვიდა, რომ პირველი შთაბეჭდილება, არის ერთი და შემდეგ მას სხვანაირად ხედავ. პირველი აღქმა რამდენიმე დღე მიგყვება და დროის გასვლის შემდეგ, განსხვავებულად აღიქვამ.
აქედან გამომდინარე, პირველი სათქმელი ისაა, რომ ახალგაზრდა კაცმა, ვთქვათ, დააშავა და ამისთვის დაისაჯა. მეორე, სიღრმისეული შრე კი ადამიანების გულცივობაზე, ურთიერთობის დეფიციტზეა. მინდოდა, იმისთვისაც მიმეღწია, თუ როგორ გადადის, მოქმედების განვითარებასთან ერთად, მაყურებელი უარყოფითი გმირის მხარეზე და როგორ სხვა თვალით ხედავს მას.
"რ.": სცენარებს თვითონ წერთ, თუ არსებულ ლიტერატურას ეყრდნობით, თუნდაც, თემის, ამბის გამოყენების დონეზე?
ნ.ხ.: არა, არაფერს ვეყრდნობი, თვითონ ვწერ. ცხადია, მირჩევნია, სცენარისტთან ერთად ვიმუშავო, მაგრამ ყველაფერი ისევ ფულთანაა დაკავშირებული, ისეთი ახლობელი სცენარისტი კი არავინ მყავს, რომ თემა ავიღო და მასთან ერთად დავამუშავო, ამიტომ, იძულებული ვარ, თვითონ ვწერო.
რამდენჯერ ვიტყვი, რომ მეტს აღარ დავწერ, მაგრამ შემდეგ გადის დრო, რაღაც იდეა ამეკვიატება, დავდივარ და თან დამდევს. მერე უკვე კადრებს ვხედავ, რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს. დავჯდები ხოლმე და უკვე წყალივით "ვკრეფ" სინოფსის და ვამბობ, ვრცელ ტექსტებს აღარ დავწერ-მეთქი. ერთი-ორი თვე გავა და წერას ისევ ვაგრძელებ, ეგრევე, ჩქარა-ჩქარა, რომ ყველაფრის ჩამოყალიბება ერთბაშად მოვასწრო. როდესაც თრითმენთი არსებობს, მერე სცენარი უფრო ადვილად იწერება.
"მ.კ.": რატომ აირჩეთ ეს სცენარი პირველი ფილმისთვის?
ნ.ხ.: არსებული სცენარებიდან, რის გადაღებაზეც შეიძლებოდა მეფიქრა, ერთი თრითმენთი მქონდა, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. ესაა ფსიქოლოგიური თრილერი, რომელსაც შესაბამისი ბიუჯეტი სჭირდება. მქონდა კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის თრითმენთი, რომელიც ადრე დავწერე და იმ დროისთვის, ძალიან მარტივად და ჩემთვის უინტერესოდ მეჩვენებოდა.
"მე მოვალ დილით" კი იყო ის, რაც ძალიან მტკიოდა. სული მტკიოდა. რომ არ გამეკეთებინა, უბრალოდ, მოვკვდებოდი. ასე ვთქვათ, "ჩემი თავგანწირული სულისკვეთება" იყო.
ყველაფერი, რაც ფილმში ხდება, ისაა, რაც მე მეხება, მაწუხებს, თუმცა მოქმედების, ამბის დეტალიც კი არ შეესაბამება საკრისებურად თუ სიტყვა-სიტყვით ჩემს ისტორიას. არანაირად. მაგრამ განწყობა და სათქმელია ჩემეული, ჩემი შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ არ შემეძლო, არ გამომეთქვა. იმის გაკეთება, რაც არ მაინტერესებს, საერთოდ, არ შემიძლია.
ფილმიც მანამდეა ცოცხალი და საინტერესო, სანამ დასრულდება და დაიბეჭდება, რადგან მანამდე კიდევ შეიძლება რაღაცები აკეთო, შემდეგ უკვე აღარ მაღელვებს. თუმცა, ამ შეთხვევაშიც ჩემი თავის უკმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ბევრი რამ, რაც მინდოდა, ვერ გავაკეთე.
ძალიან მინდა და ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს გავაკეთო ე.წ. ქალური კინო.
"მ.კ.": ახალი სცენარები არა გაქვთ, რომლებსაც გადაიღებდით, შესაძლებლობა რომ გქონდეთ?
ნ.ხ.: ერთი მაქვს, ოღონდ სცენარი არა.

გაზეთი "რეზონანსი", 28.09.2009
ბმული - http://resonancedaily.com/index.php?id_rub=6&id_artc=150




კინორეჟისორი ნინო ხატიაშვილი - "მე მოვალ დილით" (Expect Me in the Morning), 2009

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლელა ოჩიაური Empty
PostSubject: Re: ლელა ოჩიაური   ლელა ოჩიაური EmptyFri Oct 16, 2015 7:53 am

ლელა ოჩიაური

პეტრე ოცხელი

ყველაფერი ,,ურიელ აკოსტადან” დაიწყო.1929 წლის პირველი თეატრალური სეზონი ახალმა ქართულმა თეატრმა კარლ გუცკოვის ამ პიესით გახსნა. კოტე მარჯანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული დასი პირველ ნაბიჯებს დგამდა ზეაღსასვლელად. გასაოცარი უნარი ძიებისა, წინასწარგანჭვრეტისა იყო ნიშანდობლივი დიდი რეჟისორისთვის და წარმატების საწინდარიც ალბათ. სწორედ ამან უბიძგა დამდგმელს, როდესაც სრულიად უცნობ, გამოუცდელ სტუდენტს ,,ურიელ აკოსტასთვის” ესკიზების შესრულება დაავალა.
პეტრე ოცხელი მაშინ 22 წლისა იყო! მას შემდეგ ნახევარმა საუკუნემ განვლო და დღეს ქართულმა საზოგადოებამ კვლავ იხილა საგამოფენო დარბაზებში ,,ურიელ აკოსტას”, ,,ბეატრიჩე ჩენჩის”, ,,აპრაკუნეს”, ,,სურამის ციხის”, ,,ყაჩაღების” და სხვა სპექტაკლების ესკიზები. ასამდე ნამუშევარი ამშვენებდა ,,მხატვრის სახლის” ერთ-ერთი დარბაზის კედლებს. საინტერესო ექსპოზიცია კარგად აშუქებდა ოცხელის შემოქმედებას, მის თავისებურებებს, აქცენტს აკეთებდა მნიშვნელოვანზე.
პეტრე ოცხელის შემოქმედებაზე დღეს მხოლოდ ესკიზებით ვმსჯელობთ, მაგრამ ისინიც სრულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა ხდებოდა სცენაზე ჩვენი საუკუნის დასაწყისში, მარჯანიშვილის თეატრში. მრავლისმნახველი მოწმეებივით ბევრს გვეუბნებიან ვიწრო ჩარჩოებში ჩასმული სურათები, შექმნილნი სრულიად ახლგაზრდა მხატვრის მიერ. როდესაც ამ ნამუშევრებს ვუმზერთ, ვიმსჭვალებით მოკრძალებით შემოქმედებისადმი, რომელიც ცხოვრობდა და გარდაიცვალა დიდი ხნის წინათ, ხოლო დატოვა ხელოვნება, რომელიც უბერებელი და ცოცხალი დარჩება მარად. ამ ხელოვნებაზე ძნელია ლაპარაკი, ვინაიდან ეს არის ხალასი გრძნობა, სიყვარული და გასაოცარი სიბრძნე ცხოვრებისა. ოცხელის შესახებ მის თანამედროვებსააც და დღევანდელ მნახველსაც ერთი და იგივე აზრი გააჩნიათ: ეს არის იშვიათი ხელოვნება, ოცხელი იყო და არის შემოქმედი, როგორიც ქართულ თეატრალურ მხატვრობას ძალზე ცოტა თუ ჰყოლია. მხატვრის პიროვნულ თვისებებსაც ყველა ერთნაირად იხსენებს: თავმდაბალი, ცოცხალი, მხიარული ახალგაზრდა; არ ყოფილა ადამიანი ის არ ჰყვარებოდა, რადგან თვით ოცხელს უყვარდა ყველა! ამბობენ, ღმერთებსაც რჩეულნი უყვართო!.. უდროოდ გარდაცვლილი ჭაბუკი მარად ახალგაზრდა , მარად ცოცხალი და ჩვენთან მყოფია, რაზეც მისი შესანიშნავი ხელოვნება მეტყველებს. პეტრე ოცხელს სრულიად არ გადაღობია წინ წელთა სიმცირე, რათა შეექმნა ნამდვილი ოსტატური სურათები. მისი აზროვნება, წერის მანერა, ჩანაფიქრის განხორციელება, იდეის წვდომის სიღრმე გამოცდილ ხელოვანს უფრო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე ოცდაათს ცოტა გადაცილებულს. როდესაც პეტრე ოცხელის შემოქმედებაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ,,ურიელ აკოსტა” უნდა გავიხსენოთ, რადგან თეატრის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნებაასეთი ძლიერი სრულყოფილი სპექტაკლი. იგი მართლაც ხომ ხელოვნების ზეიმად იქცა. წარმატებას ხელი შეუწყო ყველა კომპონენტმა: რეჟისურამ, მსახიობებმა, მუსიკამ, მხატვრობამ. კარლ გუცკოვის პიესა სიყვარულის, ადამიანობის, თავისუფლებისადმი სწრაფვის სადიდებელი ჰიმნია. გასაოცარი კავშირი თანამედროვეობასთან გახდა საფუძველი წარმატებისა. ეპოქას, როდესაც მკვიდრდებოდა მაღალი ჰუმანური იდეები, სრულად შეესატყვისებოდა ნაწარმოების თემა, მისი ხასიათი. რეჟისორული გადაწყვეტის ამაღლებულ, დიდებულ ხასიათს ხაზს უსვამს მხატვრობა: ასევე მკაცრი, დიდებული და მღელვარე. შავ-თეთრი გამა, კიბეების და სვეტების თეთრი სისადავე კონტრასტშია შავ ხავერდთან. განათება აძლიერებს სამოსის გამომსახველობას. პლასტიკური ნაკეცებით და ფორმებით იგი შერწყმულია მსახიობების სტილიზებულ პლასტიკასთან, მათ ვნებებთან. მხატვარი ფორმებს ანზოგადებს და ხაზს უსვამს მთავარს, დამახასიათბელს. ის, რასაც ვკითხულობთ ნაწარმოებში, ესკიზებშია გადმოტანილი. სიმკაცრე, მღელვარება, ლაკონიურობა არა მარტო ნაწარმოების ხასიათიდან მომდინარეობს, არამედ საერთოდ შუა საუკუნეების ეპოქის შეგრძნებასაც განაპირობებს. დეკორაციებთან ერთად არანაკლებ საინტერესოა და დახვეწილობით გამოირჩევა მოქმედ გმირთა კოსტუმებით, კოტე მარჯანიშვილი დიდად აფასებდა ოცხელის შემოქმედებაში ამ მხარეს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ივდითის, ურიელის, დე-სანტოსისა და სხვა პერსონაჟთა კოსტიუმები მხატვრული შემოქმედების იშვიათი ნიმუშებია. თითოეული დეტალი, ელემენტი, ხაზი გარკვეულ დანიშნულებას ასრულებს და ქმნის სახეს, ხსნის გმირის ხასიათს.
ივდითი __ ვერიკო ანჯაფარიძე, ესკიზზე ასახულია ქალური გრაციით, კდემამოსილებით აღსავსე. მისი პროფილი, ჩვენთვის აგრერიგად ცნობილი და დაუვიწყარი, გარდასახულია ივდითის სახედ. თხელი, ლამაზი ხელები, მოსხლეტილი მოძრაობა, სიამაყე და ღირსების გრძნობა ახასიათებს ივდითის როლის შესრულებას. პეტრე ოცხელის თითოეული კოსტუმი ითვალისწინებს მსახიობს, გამომდინარეობს სახის არა მარტო გარეგნული, არამედ შინაგანი თვისებებიდან და ოსტატურად არის შერწყმული გმირის ხასიათთან. როგორც მარად ცოცხალი დარჩება ვერიკო ანჯაფარიძის ივდითი, ასევე უკვდავი იქნება მხატვარი, რომელსაც გასაოცარი სიფაქიზით, ალღოთი შეუქმნა მსახიობს ისეთი სამოსი და ვარცხნილობა, რომელსაც ვერცერთი სხვა კოსტუმი ვერ შეცვლის, ვერ მიაღწევს ისეთ სრულყოფას ივდითის სახის, მისი ბუნების გახსნაში. მხატვარს ცოცხალ სახეებთან ქონდა საქმე, მათი ხასიათის თავისებურებებთან. გარეგნულ ინდივიდუალურ ნიშნებთან. ყველა ისინი გარკვეულ გარემოში ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ, გარემოში, რომელმაც თვით ისინი შექმნა. ეს გარემოც ასევე მახლობელი უნდა ყოფილიყო მათთვის, მსგავსი და მათგან განუყოფელი. ოცხელი ზუსტად აგნებს სახასიათოს და, ამავე დროს, კოსტუმებსა და დეკორაციებში მინიმალურად იყენებს. მხოლოდ მთავარი და მნიშვნელოვანი, მხოლოდ ის დეტალი, რაც უფრო მეტად გააღრმავებს და ხაზს გაუსვამს პიესის და დადგმის იდეური შინაარსის ხასიათს. მკაცრად მოწესრიგებულია სცენა, სამოქმედო მოედანი. კიბეები, შესასვლელები მაყურებლის ყურადღებას არ ფანტავს. დეკორაციები, კოსტუმები ქმნიან იდეალურ გარემოს მსახიობთა მოქმედებისათვის, ანიჭებენ მათ თავისუფლებას და ახვედრებენ მათ კონკრეტულ სამყაროში, რომელიც რეალურად არსებობდა და დარჩა სადღაც, საუკუნეების მიღმა.
პეტრე ოცხელმა წარმოადგინა სცენური სამყარო, რომელმაც გაუადვილა მსახიობებს გარდასახვა, მოეხმარა, ხელი შეუწყო ეპოქის და პიესის არსის გაგებაში. რადგან ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ის გარემოა, რომელშიც გმირი მოქმედებს. თითოეულ ნაწარმოებზე მუშაობისას მხატვარი სხადასხვა კუთხით უდგებოდა ამოცანას და ქმნიდა რეჟისორულ ჩანაფიქრს დაქვემდებარებულ ესკიზებს, შესაბამისად, იცვლებოდა ბუნება, იცვლებოდა მხატვრული ხერხი. თუ გადავხედავთ ესკიზებს სპექტაკლებისა ,,ყაჩაღები“, ,,სურამის ციხე“, ,,ჩატეხილი ხიდი“, ,,აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, ,,მუნჯები ალაპარაკდნენ“ და სხვ. დავინახავთ, თუ რაოდენ განსხვავებულია მათი გადაწყვეტა. იდეურად, თემატურად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნაწარმოებებს ოცხელმა მოუძებნა თავისებური, ინდივიდუალური სახვითი ენა. წლების განმავლობაში ცვლილებებს განიცდის მიმართულება მხატვრის შემოქმედებაში. პირველი წლებისათვის დამახასიათებელი კონსტრუქტივიზმი, აბსტრაგირება იცვლება ნატურალიზმით, რომელიც მხატვრისთვის უცხო აღმოჩნდა და ვერ ჰპოვა სათანადო გამოვლინება-განვითარება. ნატურალიზმის შემოჭრამ საერთოდ შეუშალა ხელი თეატრალური ხელოვნების განვითარებას. ოცხელი, რომელიც თავის ნამუშევრების პრინციპად იღებდა ლაკონიზმს, გეომეტრიზმს, რიგ ნამუშევარში კარგავს ინდივიდუალობას, საკუთარ სახეს, თუმცა, ამავე დროს, დეტალებში მაინც იგრძნობა მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი მეტყველება (,,მუნჯები ალაპარაკდნენ“, ,,აპრაკუნე ჭინმჭიმელი“) ძირითადად პეტრე ოცხელი მაინც რჩება მხატვრად, რომელმაც შექმნა ხელოვნება, მხატვრული ძიებების მრავალფეროვნებითა და მიღწევების სიუხვით რომ გვაოცებს. თითოეულ სპექტაკლში იგი ხსნის ეპოქის სულს, ხატავს გარემოს, დროს. ,,სურამის ციხე“ საბავშვო სპექტაკლი იყო და მხატვარმაც გარკვეულად ზრაპრული ხასიათის, ბავშვისთვის გასაგები და ახლობელი გარემო შექმნა, ნათელი, ცოცხალი ფერებითა და შედარებით კონკრეტული დეკორაციებით. სპექტაკლში ,,ბეატრიჩე ჩენჩი“ ოცხელი სულ სხვაგვარად წყვეტს მხატვრული გაფორმების ამოცანას. ,,ურიელ აკოსტას“ მონუმენტურობას, დიდებულებას და მღელვარებას ცვლის სხვა ემოციური გარემო, თუმცა გეომეტრიზმი და განზოგადებულობა კვლავ შენარჩუნებულია. ამ ოჯახური დრამის გაფორმებაში დეტალები შემცირებულია და უფრო დანაწევრებული, სივრცის შეგრძნებაც შენელებულია. როდესაც ვათვალიერებთ ოცხელის გამოფენას, ვგრძნობთ, რომ დანაკარგი მართლაც აუნაზღაურებელია. მხატვარმა ჭეშმარიტად თქვა თავისი სათქმელი, და ბევრი მოასწრო ხანმოკლე სიცოცხლის გზაზე.

პეტრე ოცხელის ხელოვნება დღესასწაულს გავს, რომელიც სამუდამოდ ტოვებს კვალს მხილველთა ხსოვნაში, კვალს, რომელსაც წაშლა არ უწერია, რადგან იქ, სადაც ნიჭი და სიყვარული ქმნის ხელოვნებას, მარადიული უკვდავების გვირგვინიადგას.

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ლელა ოჩიაური Empty
PostSubject: Re: ლელა ოჩიაური   ლელა ოჩიაური Empty

Back to top Go down
 
ლელა ოჩიაური
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ლელა ლაჩაშვილი
» ლელა გაბური
» ლელა ცუცქირიძე
» ლელა სამნიაშვილი
» ლელა კოდალაშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: