| | ლელა გაბური | |
| | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Sun Oct 18, 2020 12:41 am | |
|  ლელა გაბური შემოდგომა არხოტშიჭიმღის ჭიუხთა ტანს ოქტომბერი შემოხვევია, როგორც საბანი... ახლა გამოვა ბანზე სწორფერი, ბანისპირ პირი უნდა დაჰბანო. თითებს სამყურას სურნელი ასდის, უცნაურ თრთოლვით ითვლი ნაბიჯებს და მისი ოდნავ მოხრილი ლანდი, ისევ ისეთი სნებით გაგიჟებს. ხრაშუნობს ფეხქვეშ გამხმარი ბალბა, კვდება და მშვიდი, ისე ამოა. (რა ენაღვლება, ახლა ჩავა და იმ გაზაფხულზე ისევ ამოვა...) როგორც არხოტელთ კეკლუცი ქალა, მზის შუქზე ქოჩორს იყვითლებს ქუჩი. მწიფს ოქტომბერი და ღელვას მალავს, წყაროზე თუნგის დახრილი ტუჩი... 15.10.2020 ჭიმღა | |
|  | | Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Thu Oct 29, 2020 12:12 pm | |
| ლელა გაბური ***ბ-ნ ავთო გავაშელს ზის მასპინძელი - ღმერთკაცს მაგონებს, (მუჭში უყრია ცხელი თამბაქო), ჰყვება: სათიბზე მართლა დავობდნენ, შქმერში - კრიმონა, ღებში- ამბაკო. რაჭა ჩემს ბოლო ოცნებად ვკერე, ვხვდები, ხილვები თუ რად დამდევდნენ, ხის სარკმლებიდან თამარის კლდეებს - ვუმზერ, ვით ჩემი სულის ნანგრევებს. ლექსი-მურმანის, ლხინი -სხირტლაძის და ნადირობა გაგნიძის გვიქო, მრავალძალს ქარვის ავგაროზივით, ეკიდა მთვარის ფერადი დისკო... 28.10.2020 | |
|  | | Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Thu Oct 29, 2020 12:15 pm | |
| ლელა გაბური რაჭულ კილოზე(სახუმარო) აგრე მითხრეს, პატარაა, შენ ვერაფერს გაგიგებსო. მაკვრიელი რომ წამოვა, გამოვატან კაკილებსო. გოგოვ, ისე ტკბილუკა ხარ, როგორც თაფლი ჯამითაო, ქვე რა მეტად გასვინტრიკდი, ბაჭულების ჭამითაო... 28.10.2020 | |
|  | | Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Sun Nov 15, 2020 1:20 pm | |
| ლელა გაბური ***აწყვეტილ ვნების კლანჭებში გაბმულს და ქარიშხალში ჭენებით მთვრალებს, ვით საიდუმლო ორდენის საბუთს, ის ყოველ ღამე ხუჭავდა თვალებს... და მის სიცოცხლეს - ორად განაპობს, შენ აერთებდი ისევ- ცისმარე, ლოყაზე ცრემლის გამშრალ კალაპოტს ერთვოდა მისი ტკბილი სიზმარი. ფარული ღვაწლით, ცოდვა უცვლელი, გეთსემანიის ამბად აქციე, მთელი სიცოცხლე მას მიუძღვენი და მის სიზმარშიც ვერ შეაღწიე... წყვდიადში სველი იფნების ჯარი ოხრავდა და წყლულს გიმხელდა ქარი. მის ფერხთით, მშვიდი ბავშვივით მჯდარი, ქრისტეს სულთმობრძავ ქერუბიმს ჰგავდი... ხსოვნას კაწრავდა ცა - ნაფერები, შენი ოცნება რომ ერქვა ერთ დროს, სასთუმალზე კი, მისი ხელები, სამადლობელი ძღვენივით ეწყო... | |
|  | | Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Tue Nov 17, 2020 2:21 pm | |
| ლელა გაბური გალაკტიონის შეხვედრა ჩემს მამასთან - დავით გაბურთანტოვებდა როცა თავის ჭიმღას, თავის ახიელს, იერი მაინც ვერ მოირგო ქალაქელ კაცთა, სტუდენტობისას ყმაწვილ მამას- ბრგეს და სახიერს - უყვარდა თურმე ხევსურული სამოსის ჩაცმა... და დადიოდა რუსთაველზე ჯვრიან პერანგით, მთიელ მოგვების და ღვთისშვილთა ჩამომავალი... გალაკტიონი დაუნახავს ერთხელაც მის წინ... (გაშეშდა მამა, უყურებს და თვალს არ აშორებს), ...ის მოდიოდა რუსთაველზე მარტო , თავისთვის და ნამთვრალევი მისი მზერა ეკიდა შორეთს. მოულოდნელად დაეფინა სახეზე შუქი, იგი მამასთან მივიდა და ჩახედა თვალში. მერე ასწია მძიმედ, დინჯად მარჯვენა ხელი: ჩამოატარა მამას თავზე, შუბლზე, სხეულზე... ჩაიბურდღუნა: ,,აი, რაა - ჯიში და გენი!! “ და უხმოდ გაჰყვა ისევ პროსპექტს ფეხარეული... გალაკტიონის არის ეს დღე ცივ ნოემბრისა... 17.11.2020 | |
|  | | Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Wed Nov 25, 2020 3:10 pm | |
| ლელა გაბური ***დათოვლილ ნაძვზე კენტად დამჯდარა, ხმამაღლა მოსთქვამს შავი ყორანი. ჩამოუჭირხლავს ნამქერს ფანჯარა, ყინულებს ჰკიდებს ციხის ყურემდე... ცას მსუბუქ ფიქრთა უზადო ელვად, მოუვერცხლია თოვლის საყურე, აღარც აქედან წამსვლელზე ვღელავ, აღარც იქიდან მომსვლელს გავყურებ... როგორც ბავშვებმა იციან, შორით, ხელს ვუშლი ფიფქებს და ცად ავდივარ... ვხარობ ამ დილას პირველი თოვლით, უმიზეზოდ და ძლიერ მარტივად... | |
|  | | Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Wed Dec 02, 2020 10:30 am | |
| ლელა გაბური პანდემიური ლექსი...სიკვდილის შიში შლეგსა თუ ჭკვიანს, ობად გვედება მოწამლულ ყოფით, ვცხოვრობთ, თუ ამას ცხოვრება ჰქვია, ჩაკეტილ წრეზე დავყვებით კოვიდს... ლოცვად შემდგარა უკვე კაენი, გამოუცვლია პერანგი გველსაც, უფერულ დღეთა მძიმე ჰაერი, ამაზრზენ ჩრდილთა ჭიდილით გვგესლავს... და პოეტები გულზე ლექსებით, მხურვალე მზერით ცრემლს რომ აშრობენ, ჰგვანან სარეცხის გაწყვეტილ თოკზე, ქარში გაბნეულ სათამაშოებს... 2.12.2020 | |
|  | | Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Fri Dec 11, 2020 3:20 pm | |
| ლელა გაბური ***..იახსრის ბეჭებს ვაკავებ სუნთქვით და ზეცის თაღებს ვზომავ არშინით, მოვედი, მთაო, რომ შენს კალთაში ჩამოვისვენო დაღლილ ბავშვივით. ჯერ არ მომიკვდე, ნისლო , აშლილო დათვისჯვარიდან- მტკვრამდე, ასამდე, ერთი ღამეა გათენებამდე, ერთი სიზმარი ცისპირგახსნამდე... | |
|  | | Admin

 Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ლელა გაბური Sat Aug 28, 2021 8:05 am | |
| ლელა გაბური მარიამობა ღამექალავ, ძალიან მიყვარდი, ვფიცავ ამ მთათა სიმაღლეს, ამ ბანზე შენი შახდომა, ბევრჯერ სიზმარში ვინატრე... დღეს შენი ფეხით მოსულხარ, აღარ გაგიშვებ არსადა, მოვალ და ხანჯლით ავკუწავ, მაგ შენს ნაფერებ ქმარსა და მემრ წავალ, გადვიჩეხები ტებულოს, გინდაც დაქუეხს, ეგ მთვარე - ის მანდილია, საჩემოდ რომ ვერ დაგხურე... არდოტი 2021წ. მარიამობა | |
|  | | Nicoletta La Chatte Admin


 Number of posts : 542 Age : 31 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
 | Subject: Re: ლელა გაბური Sat Nov 26, 2022 9:34 am | |
| ლელა გაბური ***დათოვლილ ნაძვზე კენტად დამჯდარა, ხმამაღლა მოსთქვამს შავი ყორანი. ჩამოუჭირხლავს ნამქერს ფანჯარა, ყინულებს ჰკიდებს ციხის ყორემდე... ცას მსუბუქ ფიქრთა უზადო ელვად, მოუვერცხლია თოვლის საყურე, აღარც ჩემიდან წამსვლელზე ვღელავ, აღარც ჩემამდე მომსვლელს გავყურებ... როგორც ბავშვებმა იციან, შორით ხელს ვუშლი ფიფქებს და ცად ავდივარ, ვხარობ ამ დილას პირველი თოვლით, უმიზეზოდ და ძლიერ მარტივად. _________________ Nicoletta La Chatte  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ლელა გაბური  | |
| |
|  | | | ლელა გაბური | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|