Number of posts : 3 Age : 120 Location : თბილი–სი Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია Humor : ........ Registration date : 05.03.12
Subject: <3 Mon Mar 05, 2012 5:12 am
მიყვააარს გულშიიიიი! ( <3
Admin Into Armury
Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თეონა ქუმსიაშვილი Mon Jul 16, 2012 8:25 am
"ეს არქაული ტემბრი არის ღმერთის წყალობა და რა ბედნიერია ერი, ვისაც დღეს კიდევ მიეცა ეს ხმა სამყაროდან. ასეთ ხმას არ შეიძლება გამოსცემდეს მიწიერი არსება. სასწრაფოდ მაჩვენეთ ეს გოგონა!"
ჰანს ფიუეგი, ბაზელის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის დირექტორი
*** მე რა მინდა? ცრემლის ერთი უეცარი შეხება. ფიქრი ციდა !... გულს რომ მსუსხავს დარდად შემოეყრება მე რა მინდა? ზღვა და ქოხი ცისფრად შემორკალული, ისევ მშვიდად,ისევ მშვიდად ვიყოთ მე და წარსული. მე რა მინდა? არაფერი უკვე დავაგვიანე, რაც წავიდა, გაჰყვა ჩრდილად ხსოვნის მერიდიანებს მე რა მინდა? ხეტიალი სევდის სანაპიროზე, ფიქრი ციდა!.. როდის იყო ბევრი რამე მინდოდა...
***
შევუერთდები საღამოს წვიმას მე შენზე ფიქრად... და მე მტირალი ვივლი ქუჩებში წვიმასთან ერთად, დავიფლეთები ნაპირ-ნაპირ მე შენზე ფიქრად... მზე ცალკე დამწვავს, მიწა შემიპყრობს მხოლოდ შენს ფიქრად, წვიმა გაქრება, სადღაც ღრუბლებში კვლავ გაფრინდება, შენზე ფიქრები, მოლანდებები დარჩება ჩემთან... და ამ ფიქრებში ბინდი ილევა და გათენდება, მე ისევ ვივლი შენზე ფიქრით დილასთან ერთად...
მხოლოდ მთებშია თვისუფლება Front of Armury
Number of posts : 77 Age : 30 Location : შენქალაქი Job/hobbies : მთა, პოეზია Registration date : 25.10.11
დედას *** შენი დაღლილი თვალების სევდა... ტკივილიანი ცრემლების ნამი... დავტოვე ყველგან, მთებში თუ გზებთან, ახლა შეხვედრის მომწყურდა წამი...
ვინც იცის იქნებ, დაქანცულ მაგ გულს, ჩემი სიშორით დავეცი ელდა... როგორ ძნელია, ფიქრი ამაზე, რომ გაიზარდნენ შვილები, დედა...
ჭრილობა შენი არ მოშუშდება, ან ვინ დაედო, დედას მალამოდ, გავა დრო, ვიცი, და შემშურდება სხვისი შვილები, შენს საამაყოდ...
მეც შენი შვილი, შენი გაზრდილი მემგონი დედა და უკვე ქალი...
2007 წ. ნოემბერი /თეონა ქუმსიაშვილი/
Admin Into Armury
Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თეონა ქუმსიაშვილი Thu May 16, 2013 1:36 am
თეონა ქუმსიაშვილი
ო, როგორ მეწადა... (სიმღერა)
ო, როგორ მეწადა მე შენი ხილვა და... უშენოდ სუსხია, უშნოდ ყინვაა. ეგ ნაკვალევი ხომ დამრჩება იარად. იქნება არც იყავ, იქნება ხილვა ხარ.… შენს ღიმილს მიაგავს ეს ცა და ღრუბელი, ფიქრები თანდათან ისხამენ იარაღს... და შენ კი წახვედი ჩუმი და უქმელი, შენს სახელს ვარქმევდი ამ მთას და იალაღს. შენს თვალებს ვადარებ, თუ რამ ლამაზია, რამდენ დღეს დავითვლი, რამდენს არამზიანს. მე ამ გულის მეტი არა მაბადია, ეგ გამოხედვა კი ისე ამაყია. ო, როგორ მეწადა მე შენი ხილვა და... ფეხდაფეხ მოგყევი, ტყე იყო თუ ყანა. ვეღარსად გიპოვე, თუმცა კი, ძვირფასო, შევძარი მთები და შევძარი ქვეყანა. აღარ მოიგონო გზა აქეთ სავალი, არავის არ ჰკითხო ამ მთების ამბავი, როს თეთრად დამათოვს, დადგება ზამთარი, ბუხრისპირს დარჩება სათქმელად ზღაპარი...
Admin Into Armury
Number of posts : 6398 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თეონა ქუმსიაშვილი Tue Jul 02, 2013 9:18 am
2013 წლის 2 ივლისს, 19:00 საათზე გამომცემლობა "საუნჯე", ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და ა(ა)იპ "ჩვენი ფშავი" ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის დარბაზში აწყობენ თეონა ქუმსიაშვილის წიგნის და აუდიო დისკის"უფლისჩიტა" წარდგინებას. საღამოზე თეონას გაიხსენებენ მისი მეგობრები და ახლობლები. თეონას და მისდამი მიძღვნილ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლი "შავნაბადა", დათო არჩვაძე, დები ნაყეურები და ზვიადაურები, ქეთი ვარდიაშვილი და ქეთა წიკლაური. წარდგინებაზე გაიყიდება საუნჯეს მიერ გამოცემული წიგნი "უფლისჩიტა", რომელსაც ახლავს აუდიო დისკი თეონას სიმღერების ჩანაწერებით. საღამოზე დასწრება უფასოა.
წიგნის დასახელება – "უფლისჩიტა" (თან ერთვის თორმეტი სიმღერის დისკი) ავტორი – თეონა ქუმსიაშვილი გამომცემლობა: “საუნჯე" გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური რედაქტორი - მარიამ ხუცურაული ყდის დიზაინი - თეა აკობია ყდა – მაგარი ISBN 978-9941-442-74-2 გვერდების რაოდენობა - 129 გამოცემის წელი: 2013
მიხო მოსულიშვილი -- „მიყვარდა მე, ძალიან მიყვარდა ეს ხმა... ისიც ვიცოდი, რომ ეს იყო ხმა მღაღადებილსა უდაბნოში და ამიტომ უფრო მიყვარდა... მე ბედნიერი იმით ვარ, რომ ვიცნობდი კიდეც, -- ქუმსიაშვილების დიდი გვარის ჩამომავალი იყო და მოუდიოდა ეგეთი სიმღერა, თავისით მოუდიოდა... რაც აღარ არის, მით უფრო მიუახლოვდა თავის სამშობლოს და... გიყვარდეთ თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა, -- ამასღა ვიტყვი და, კიდევ -- გელა დაიაურს დიდ გაძლებას ვუსურვებ... ეს ცხოვრება სხვა არც არაფერია, დიდი გაძლებაა მარტო... და როგორც ძველი ბერძნული ტრაგედია სულს უხვეწავდა და აძლიერებდა მაყურებელს, ასევე თუღა გვიშველის თეონა ქუმსიაშვილის დარჩენილი ლექსები, თუნდაც ეს:
მეც ჩავეხვევი უფსკრულის ნისლთა
მეც ჩავეხვევი უფსკრულის ნისლთა, მერე მოვყვები ზღვასავით ლიცლიცს... ნუ მეტყვი, თითქოს სათქმელი ითქვა, თითქოს მშვენება ჩემთვის ვერ იცლის. მეც ავმღერდები უცხო არილით, შევძლებ, ორიოდ სტრიქონიც ვწერო. მეც ვინარნარებ მინდვრად ქარივით, თბილ ქვეყნად წავალ, ვით თეთრი წერო. მეც შევძლებ, ვინმე მოვხიბლო ერთი, თუ შემეწევა მაღლიდან ღმერთი..."
თეონა ქუმსიაშვილი
ნუ ყმუი, ქარო, ტიალო
ნუ ყმუი, ქარო, ტიალო, ნუ მოიყოლებ ავდრებსა, მიტირის გული ბეჩავი, ნუღარ აუშლი დარდებსა. ან ნეტავ რისთვის მოსულხარ, სიკვდილს მაგონებ ავ-ბნელსა. შინ შამო, დაჯე, მიამბე, როდის შამაბამ საბმელსა.
სულ შენი იყოს, მინდა, ეს ნაწამები სული. ვეღარც სიტყვებით გითხარ ამდენი სიყვარული... შორი ხარ ეხლა ჩემთვის, უფრო ტკბილი ხარ, ეხლა. სხვისი გულისა რა ვთქვა, ეს გული შენთვის ფეთქავს. სიცოცხლე იმად მიღირს, გეფერო უფრო მეტ ხანს. ჩემო სამშობლოვ, ტკბილო, ოღონდაც შენი მერქვას. თუნდაც გამრიყოს ბედმა, მოგეფერები ყველგან. ეს სუნთქვაც შენი იყოს, ოღონდ ქართველი მერქვას. სულ შენი იყოს, მინდა, ეს ნაწამები სული. მარტო სიმღერით გითხარ, ამდენი სიყვარული.