არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 დათო ტურაშვილი

Go down 
3 posters
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed May 26, 2010 8:07 pm

დათო ტურაშვილი Datotu11
David Turashvili

დათო ტურაშვილი

დავით (დათო) ტურაშვილი (დ. 10 მაისი, 1966, თბილისი) — თანამედროვე ქართველი მწერალი.

დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ასევე ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში.

იღებდა აქტიურ მონაწილეობას1980–იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც – კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.

მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“ (1998) და „ცნობილი და უცნობი ამერიკა“ (1993), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული „მერანი“ გამოიცა 1991 წელს.

გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. დავით ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. დღეისთვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ტურაშვილი
* https://www.sulakauri.ge/author/datoturashvili/
* https://www.facebook.com/dturash/
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001027/
* https://poetry.ge/poets/dato-turashvili/prose
* http://translationlab.ge/ავტორები/დათო-ტურაშვილი/
* https://intelekti.ge/author_ge.php?id=539
* http://book.gov.ge/en/author/turashvili-dato/26/


დათო ტურაშვილი წიგნის "დასახვრეტი საქმე"-ს შესახებ
•Mar 20, 2017

ბმული:
* https://youtu.be/R84SWOn0hFw

Arrow


Last edited by Admin on Wed Mar 17, 2021 12:53 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Feb 01, 2012 11:11 am

დათო ტურაშვილი Datotu12

დათო ტურაშვილი

ჯგრაგი


გვიდო კარდულინი

(მისიონერი)

„როგორც მის უავგუსტესობას უკვე რელაციონით ვაუწყეთ, აფხაზთა და ქართველთა მეფის დავითის ლაშქრის ძლევაი სარკინოზთა ზედა ტფილისის მახლობლად, დიდად სასიხარულო იყო მთელის საქრისტიანოსათვის და ფრიადაც გავიხარენით, რამეთუ სულტანი ილღაზი ალეპოსი და სხვა მოჰამედიანთა, ეპირებოდა ნგრევასა წმიდისა ქალაქისა იერუსალიმთა და ასეც მოხდებოდა, რომ არა მტკიცენი იბერიელნი, რომელთა დალეწენ მოჰამედიანნი ველსა დიდგორისასა. გვეუწყა აგრეთვეცა მხიარულობა პაპისა ჩუენისა ამა ძლევისა გამო და აგრეთვეცა გვეუწყა ინტერესი ფრიადი მისისა უავგუსტესობისა, რომელი განაკვირვა ხსენებამ წმიდისა გიორგისი. რელაციონის აღწერილობაშიდ ბრძოლის ველზედ ჩუენ პირველმან მოვიხსენიეთ წმიდა გიორგი, რომელი გამოეცხადა მოლაშქრეთ და მხილველნი ზემორე თქმულისა, არიან მრავალნი ორთავე სპათა შინა. უკეთუ მისი უავგუსტესობა ისურვებდეს წვრილ ამბავთა თხრობასა შესახებ ამისა, ყოველს ცნობას ვაახლებდეთ პაპის კანცლერსა თქუენის მეშვეობითა და ჩუენის მეცადინეობითა…“
(თარგმანის ავტორი უცნობია. ჩვენი ვერსიით, შესაძლოა ქართულად გადმოეღო ეს ტექსტი არქანჯელო ლამბერტის (მოგვიანებით) ან პირიქით — ლათინურის მცოდნე რომელიმე ქართველს).


ალ ქალად იბნ ედჩინ ილაზი
(თბილისის მოქალაქე, XIIIს.)

„ჩვენ ალაჰს ვადიდებდით, როცა მეჩეთში შევიტყვეთ ჯურზების გამარჯვების შესახებ ნაჯმ ედ-დინის ჯარებზე და დიდადაც გავიკვირვეთ, რადგან ბაღდადის მძლეველსა და ისლამის ვარსკვლავს, როგორ უნდა გასჭირვებოდა აფხაზ-ქართველთა დამარცხება, ვერ მივხვდით და ვერც ახლა გაგვიგია. ილღაზი ხომ უძლეველი სარდალი იყო და როგორ გაიმარჯვეს ჯურზებმა, არ ვიცით და მოჰამედიანთა არმია კი უფრო მრავალრიცხოვანიც იყო და ძლიერიც. ტფილისის ქრისტიანებმა მაშინ თქვეს, რომ ქართველებს წმინდა გიორგი თვითონ დაეხმარაო და ეს წმინდა გიორგი ყოფილა მათი მფარველი მხედარი, რომელიც ალბათ გინახავთ კიდეც ეკლესიებში მათს ხატებსა და ფრესკებზე, მაგრამ რუმში, ჯერ კიდევ მოჰამედის დაბადებამდე მოკლული კატპატუკელი ჯარისკაცი, შარშან როგორ დაეხმარა ჯურზებს, მართლა ვერ გამიგია და თუ თქვენ რამეს გაიგებთ, მეც ნუ დამიმალავთ. ახლა ჩვენს ქალაქში შაჰინშაჰის დავითის შემობრძანების შემდეგ, ქართველები და ქრისტიანები ძლიერ მომრავლდნენ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ იმ დიდგორის ბრძოლის ამბავი და იქნებ ომის მონაწილეც მოძებნოთ აქვე, ქართველების უბანში…“
(ტექსტი თარგმნა არაბისტმა გიორგი ჩადუნელმა)


ბეწიკა ლიქოკელი
(დიდგორის ბრძოლის მონაწილე)

„ფხოველთა ჩონ ხელწიფის წინ დგომა გვეწადის! თუცაღა ფრანკთა შორის ჩაგვაყენეს სპასალარმან ჯუართა გამო ჩონ ტალავერზედა — ფრანკნი მრავალნი ეგონების მტერთაო. ფრანკთა დიაღაც ცოტანი იყვნენ მეომარნი და თურქთა კი უნდა სცოდნიყოთ, რო ევროპიელნი მრავალნი ბრძოდნენ ქართველთა გამო. ამადაც ვერა ვიხილენით ახლოით წმიდა გივარგი, რომელიც მეფეთ მეფესა ჩუენსა დავითსა ხელმარჯვნით სდგა სიმტკიცისა წამქეზებელათ მტერთა ზედა. ხოლო ოდენ გვესმოდის ძახილნი ქართუელთა სპათა, რო წმიდა გივარგი გამოსჩდაო თვითან თეთრსა ცხენზედ ამხედრებულნი შუბითა განგმირავითა და მფარველსა ვადიდებდეთ უფალსა ჩონსაო. ერთი ფრანკთაგანი მხრებზედ შესდგა ჯვაროსანსა ამხანიგსა თვისსა, რომელსა ესრეთა სწყუროდის და ეწადის ხილვაი წმიდისა გივარგისი და ჰყვიროდიან ფრანკთა ენაზე — ეჰა, გივარგიო!..“


გიგა ამაშუკელი
(საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ყივჩაღი)

„ჩვენი ყივჩაღი წინაპრები ახალი ჩამოსახლებული ჰყავდა დავით აღმაშენებელს, როცა დიდგორის ომი მოხდა, მაგრამ დავით მეფემ ყველას არ მიაღებინა ბრძოლაში მონაწილეობა — მხოლოდ რჩეული მეომრები გამოიყვანა ბრძოლის ველზე. თქვენ რაც გაინტერესებთ და რასაც მეკითხებით, პაპაჩემისგან ვიცი და პაპაჩემმა კი პაპამისისგან იცოდა გადმოცემით და პაპას იმიტომ ვამბობ და არა ბაბუას, რომ ჩვენი წინაპრები როცა ჩამოასახლეს ყივჩაღეთიდან, ჯერ ქართლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ XIX საუკუნეში გადავიდნენ იმერეთში. იმ დროს (და მერეც) იმერეთიდან ხალხი აქეთ გამორბოდა, მაგრამ პაპაჩემის მამა პირველი ქართველი იყო, ვინც მატარებელზე სამუშაოდ მიიღეს და იმერეთის მონაკვეთზე დანიშნეს რამდენიმე სადგურის უფროსად. თავისი ცოლიც იქ გაიცნო ამაშუკეთიდან ხაშურისკენ მომავალი და პაპაჩემის მამა გზაზე გადაუდგა, უკან მიაბრუნა და იქვე ჩაესიძა.
თბილისისაკენ მერე მათი შვილები მაინც წამოვიდნენ, მაგრამ მე საით წავედი — სულ სხვა ამბავს ვყვებოდი. თქვენც ხომ დიდგორის ამბავი გაინტერესებდათ, ეგ არ მკითხეთ, მართლა იყო თუ არა წმინდა გიორგი ბრძოლის ველზეო და რაც გადმოცემით ვიცი, იმას გეტყვით. ჩვენი წინაპრები სიხარულით კი ჩამოსახლებულან საქართველოში, ნელ-ნელა ქართულის სწავლაც დაუწყიათ, მაგრამ გაქრისტიანებას თურმე არ ჩქარობდნენ და გასაკვირიც არ არის, რომ ქრისტიანობისა მაინცდამაინც არ სჯეროდათ. მაგრამ დიდგორის ველზე ისე გამოეცხადათ თურმე წმინდა გიორგი, რომ მეფეს ომის მერე რომ ლაშქარი სახლებში გაუშვია დროებით, ყივჩაღების დიდი ნაწილი სწორედ მაშინ, სასწრაფოდ გაქრისტიანებულა და ჩემი უშუალო წინაპარიც იმათ შორის ყოფილა. ეს ვიცი გადმოცემით, რომ ბრძოლის წინ ქართველებმა ისე ილოცეს და წმინდა გიორგის დახმარება ისე სთხოვეს, რომ თვითონ წმინდა გიორგი იბრძოდა მათთან ერთადო და ყივჩაღებმაც ირწმუნეს ქრისტიანობაო. სხვა რა გითხრათ, რაც გადმოცემით ვიცი, სულ ეს არის…“


ჟან პიერ ჟან გალუა
(ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე)

„მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გემით ჩავედით გენუელ ჯვაროსნებთან ერთად, სადაც დაგვხვდა სიცხე და ნესტი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, რადგან მეორე დღესვე ვიარეთ აღმოსავლეთით და გადავიარეთ მთა ლიხი. სოფლად გზებზე ხალხი გვაწვდიდა სანოვაგეს სიხარულით და გვლოცავდა მათს მეფესთან ერთად, მაგრამ მახსოვს, რომ უკვირდათ ჩვენი საჭურვლის სიმრავლე და სიმძიმე. ხოლო საკუთრივ იბერიაში, როცა გავივაკეთ, გვჩუქნიდნენ ქალები მოტკბო პურს, რომელსაც თავიანთ ენაზე ეძახდნენ „ნაზუქს“ და ასევე გრძელ საღეჭს, რომელსაც რთული სახელი ჰქონდა და ვეღარ დავიმახსოვრეთ. ტიფლისის მახლობლად დაგვხვდნენ ასევე ჯვაროსნები ბალდუინ მეფისა იერუსალიმითგან ჩვენზე ადრე მოსულები და ბრძოლაც იყო იბერიელების დედაქალაქის ტიფლისის მახლობლად. ხოლო რაც შეეხება წმინდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული,
გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ — „წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..“
(ფრანგულიდან თარგმნა ნიაზ დიასამიძემ)


შავგოგი ალხასტაისძე
(ქართველი მოისარი, ომის მონაწილე)

„კაცმან ძლიერმან და ერ-მრავალმან ილღაზ ამირამან, როს დაიჭირა სომხითნი და მოსდგა სამძღვარსა ქართლისასა თრიალეთითგან, მეფეთ-მეფემან ჩუენმან დავით ბრძანა გაწურთვა სპათა მეომართა და აგრეთვეცა ყივჩაღთა ნათესავთა, რომელი მომტკიცებულ ჰყვანდა მრავლითა ფიცითა ერთგულობისა. ხოლო რომელი პყრობილ ყო მეფემან მსტოვარი სარკინოზთა ბათუყარ, გასტეხა იგი საიდუმლოსა შესახებ სპათა მომხვდურისა ურიცხვისა სულთა მოჰამედიანთა, რომელნი იწყეს ოხრება და კაცისა ხოცა ყოველგან ქრისტიანეთა. ამადაც განასრულა მეფემან დავით ნათესავნი ყივჩაღნი ცხენებითა და საჭურველითა, რომელთა არა აკლდეს სიმხნე, სისუბუქე და შეტევისა სიფიცხე ბრძოლასა შინა. ხოლო ქართველნი მოისარნი და მბრძოლნი ყოველნი იესოს სახელითა და მამულისა ჩუენისა გამოსახსნელად არა დაგიდევდით მოჰამედიანთა სიმრავლესა ჩუენთა ზედა, რამეთუ არა არს ძალი დათმობისა მიწისა, რომელი იყოს სახლი შენი და ოდეს შევიმოსენით ფიჩვითა საბეროითა და დავკოდენით ამირა მოჰამედიანთა, ლაშქარი მათნი აოტნეს და მრავალნიცა ტყუედ იქმნეს. ხოლო ხილვაი წმიდისა გიორგისი ჩუენთა მოისართა ვერა შემძლენი შევიქენით, რადგანცა პირველნი ვეკვეთენით მოჰამედიანთა სპასალარსა და ვერა ვიხილენით იგი წმიდა გიორგი, რომელი სდგა მეფეთ მეფისა ჩუენისა მარჯვნით — ახლოით დავითისი და შორთა ჩუენსა…“

study


Last edited by Admin on Wed Mar 17, 2021 12:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Feb 01, 2012 11:59 am

დათო ტურაშვილი Turika10

დათო ტურაშვილი

ეს არის წიგნი...

(სატელევიზიო გამოსვლა 2012 წლის 30 იანვარს, ორშაბათს, 14:49 საათზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის თოქშოუში "შუა დღე")


აი, მესამე წიგნი... შემთხვევით არ მომიტანია.

ბუნებრივია, გახსოვთ, ჩვენი აქცია გრძელდება: ხევსურეთში, ბარისახოს სკოლისათვის ვაგროვებთ წიგნებს. მე, აი, რაც კაი წიგნები მქონდა, მოვაგროვე. და მინდა, ვთხოვო ჩემ მსმენელს, რომ მიიღოს ამაში მონაწილეობა. პირველ საშუალო სკოლაში, საღამოს ექვს საათამდე შეუძლია ჩააბაროს ეს წიგნები, რომლებსაც ჩავუტანთ მერე ხევსურეთში ამ ბავშვებს, ამ უნიკალურ ცივილიზაციას.

ეს წიგნი არ არის შემთხვევითი...
ახალი წიგნია.
ის სკოლა არის ვაჟა–ფშაველას ინციატივით დაარსებული და მისი ძმა, ბაჩანა იყო იქ, იმ სკოლაში მასწავლებლად.

ეს არის წიგნი... (გვაჩვენებს წიგნს "ვაჟა–ფშაველა") მიხო მოსულიშვილი არის ავტორი. მწერალი. ჩვენი საზოგადოება მას იცნობს. და ეს არის ვაჟა–ფშაველას ცხოვრების შესახებ და, რაც ყველაზე საინტერესოა, აი, აქ შეიძლება ისეთი რამეები ამოიკითხოს ადამიანმა, რომელსაც ჰგონია, რომ იცის ვაჟა–ფშაველას შესახებ თითქმის ყველაფერი, – აი, პირველად შეხვდება ვაჟას თავგადასავალის ისეთ დეტალებს, რომლებიც მან არ იცის და დარწმუნებული ვარ...

აი, მაგალითისთვის მოვიყვან: რუსუდან ძნელაძემ გადაიღო ამაზე ფილმი, რომ ვაჟა–ფშაველამ ერთხელ ეკლესიას ესროლა თოფი. აი, რატომ შეიძლებოდა ესროლა? ხომ საინტერესოა? ხომ დაუჯერებელი რამეა, რომ ვაჟა–ფშაველამ ეკლესიის გალავანზე მიამაგრა ტირის სამიზნე და თოფს ესროდა... თონეთში, ასეთი სოფელია, სადაც ის მასწავლებლობდა და მოღვაწეობდა.

ეს ის დრო იყო, როცა მოკლა სემინარიის მოწაფემ, ჩუდეცკი იყო გვარად რექტორი, ბებუთი დაარტყა. იოსებ ლარიაშვილი იყო ასეთი, რომელიც მერე დაიჭირეს და გახდა ეროვნული გმირი. და ამის გამო... რატომ გახდა ეროვნული გმირი და, ამის გამო მერე ეგზარხოსმა, პავლე იყო ეგზარხოსი, რუსები იყვნენ აქ მაშინ, დაწყევლა საქართველო... საჯაროდ დაწყევლა, ჩუმად და ისე კი არა. საჯაროდ დაწყევლა ქართველი ხალხი ამის გამო, რაკი იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა ჩუდეცკი. ეს ის პერიოდია, როდესაც უპასუხა მერე ამას დიმიტრი ყიფიანმა, რომელიც მერე ემსხვეპლა ამას. დააპატიმრეს, გადაასახლეს და მერე მოკლეს. თავში ჩაარტყეს დიმიტრი ყიფიანს, ამ საოცარ ადამიანს. ასე მოკლეს ვერაგულად რუსებმა და ამის გამო ვაჟა–ფშაველამ, იმის გამო, რომ ქართული ეკლესია რუსეთის ეგზარხოსს ემორჩილებოდა და აღარ იყო დამოუკიდებელი, – ასეთი რაღაცა აქვს გაკეთებული.

და მე მინდა გითხრათ, რომ აქ საოცარი რაღაცაა გაკეთებული. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ვაჟა–ფშაველაზე წიგნი დაწერო. მიხო მოსულიშვილს მინდა მადლობა ვუთხრა, რაკი სიყვარულით იმუშავა... ხომ იცით, ვაჟა–ფშაველა რა საოცრებაა...

აქ ნახავთ მამამისის, – მამამისი იყო მღვდელი პავლე რაზიკაშვილი და მე არ მქონდა წაკითხული, აქ შედის... ამ კრებულში მოგონებებია სხვადასხვა ადამიანების, მაგრამ პავლე რაზიკაშვილის, მამამისის ჩანაწერებიც არის. ეს არის მართლა უაღრესად საინტერესო წიგნი და არის დეტალები, რომელიც არ ვიცით.

მე ვგიჟდები ერთ დეტალზე. აი, სადაც უყვარდა ვაჟას დალევა. სხვათაშორის ბევრს არ სვამდა ხოლმე, იმიტომ, რომ მაინც ფშაველი იყო... მთაში, სადაც ვაზის კულტურა არ არის, ცოტა განსხვავებული სიმტვრალე აქვს იმ ხალხს, მოგეხსენებათ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ცუდი... და ვაჟა განსხვავდებოდა სხვა ფშვლებისგან იმით, რომ მალევე ადგებოდა ხოლმე სუფრიდან. რომ დალევდა, რომ შეატყობდა უკვე, მალევე დგებოდა ხოლმე, რომ შარი, რამე... ისე, სხვათშორის, ბევრჯერ უწევდა ხოლმე ჩხუბი. თავის ძმებთან ერთადაც. ცოლი რომ მოიყვანა, თავის ძმებთან ერთად სახლში რომ მივიდა, სულ დასისხლიანებული იყო. ხო, გენიოსი იყო და...

მე მიყვარს, აი, ვგიჟდები ერთ ისტორიაზე, აქ ნახავთ, ამ წიგნში.
სადაც ეხლა ამჟმინდელი საარბრიუკენის მოედანია, იქ იყო "ქოსების დუქანი". ძაან უყვარდათ ვაჟა ქოსებს და გვარად ხელაშვილები იყვნენ. მაგრამ რომ გახსნეს დუქანი, პატარა ბიწები იყვნენ და ქოსები დაარქვა ვაჟა–ფშაველამ ამიტომ. მერე გაიზარდნენ, წვერ–ულვაშიც ჰქონდათ, მაგრამ შერჩათ სახელად ქოსები. იმ ქოსების დუქანში, ღამისთევით იქ რო დადიოდნენ ხოლმე საქეიფოდ, მერე ესე ღიღინით, – თბილისში ხო იცით, როგორც ხდებოდა, თავის დამკვრელებით, საზანდარი და ასე შემდეგ და... აი, რო გადმოხვიდოდი, მშარლი ხიდი სადაცაა, მაშინდელი ვორონცოვის, მიხეილ ვორონცოვის საპატივსაცემოდ აშენებულ ხიდზე... აი, იქ რომ გადმოვიდოდნენ, იქ იყო, სადაც "ლონდონი" იყო სასტუმრო, იმის მარცხენა მხარეს იყო რედაქცია, სადაც ილია იჯდა ხოლმე. ჰოდა, იქ რომ გაივლიდნენ ხოლმე, სიმღერით და რამე, – ვაჟას უყვარდა, მთვარლი რო იყო... და იქ ჩუმდებოდა ხოლმე, ილია ჭავჭავაძე იჯდა ხოლმე და იქ მუშაობდა, რომ ხმა არ გაეგო რა. იქ ფეხაკრეფით, ჩუმად გაივლიდა ხოლმე, რომ ილიამ არ გაიგოს, ილია ზის და მუშაობს, ჩვენ კიდევ აქ ვქეიფობთო.

ჰოდა, აქ, ამ წიგნში, რა ვიცი, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მიხო მოსულიშვილს და მინდა, ვურჩიო ჩვენ მსმენელს, რომ აუცილებლად წაიკითხოს. ზოგგან ცრემლებიც მოადგება, მაგრამ, შეიძლება ისეთ ფოტოებსაც ნახავს, რომლებიც, სხვათაშორის, მე არსად მინახავს...

ძალიან დიდი მადლობა.
ჩვენი დრო ამოიწურა, – ბოდიშს ვუხდი ვაჟა–ფშაველას და ყველას...
მომავალ ორშაბათმდე.

დათო ტურაშვილი Turika11

ბმული – http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=30-01-2012+14%3A49

დათო ტურაშვილი Turika12

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyFri Aug 10, 2012 11:09 am



გადაცემა "ინტერპრეტაცია". თემა - ვაჟა-ფშაველა.
ავტორი და წამყვანი გიორგი კეკელიძე, სტუმრები: ზაალ ჩხეიძე და დათო ტურაშვილი.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyThu Jan 17, 2013 11:17 pm

დათო ტურაშვილი Turika10

წიგნის დასახელება – "დოდოს მოლოდინში" (ძველი და ახალი პიესები)
ავტორი – დათო ტურაშვილი
გამოცემის დამხმარე - გუგა მამულაშვილი
გამომცემლობა - "იბერია"
ISBN 978-9941-9192-2-0
გვერდების რაოდენობა – 264
ყდა – რბილი
გამოცემის წელი - 2012


ანოტაცია:
მწერალი დათო ტურაშვილი ბევრი ცნობილი წიგნის ავტორია, მაგრამ თავისი პიესების კრებულს პირველად გამოსცემს და ეს კრებული შედგება მისი როგორც ძველი, ისე ახალი პიესებისაგან.
ამ კრებულში შევიდა მხოლოდ რამდენიმე პიესა, რომელთაგან ზოგიერთი, საერთოდ არასოდეს გამოქვეყნებულა და პირველად იბეჭდება, მაგრამ აქ შეხვდებით ისეთ პიესებსაც, რომლებიც უკვე დადგმულია სხვადასხვა თეატრალურ სცენაზე.
წიგნს კი სულაც არ ჰქვია შემთხვევით სწორედ იმ ახალი პიესის სათაური, რომელიც სიყვარულით ეძღვნება საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ათასობით ქართველ ქალს, ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება ყველაზე სანუკვარი ოცნებაა...

შინაარსი
* "დოდოს მოლოდინში" (ორმოქმედებიანი ნამდვილი ამბავი)
* "მატარებელი" (სარკინიგზო პიესა)
* "ევროჯორჯია" (ანტონიე ჟალიცასთან ერთად, უტოპიური პიესა)
* "ჯამლეტი" (გლ დანიის პრინცი)
* "На Грани Це"
* "თერთმეტი სექტემბერი" (ტრაგიკომედია შვიდ სურათად)
* "შავი კეტები" (თეთრი იუმორის თანხლებით)

დათო ტურაშვილი Turika11

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
mepe




Male
Number of posts : 3
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : IT/chess, pool, swimming
Humor : Imperator
Registration date : 19.11.12

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: ტურიკა მაგარი კაცი ხარ   დათო ტურაშვილი EmptyWed Jan 23, 2013 5:57 pm

* "ჯამლეტი" (გლ დანიის პრინცი)

ეს მომეწონა განსაკუთრებით )))
Back to top Go down
http://www.e-bookland.ge/index.php?tracking=511ddedc3aee2
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Mar 17, 2021 11:13 am


ქართული კითხვა./Gruzínská čítanka: Dato Turašvili/ დათო ტურაშვილი
•Aug 11, 2018

(c) Větrné mlýny, Česká televize, Telewizja Polska, Rozhlas a televízia Slovenska
Režie/Director: Jan Strejcovský

Datho Turašvili: Džínová generace
Narozen roku 1966 v Tbilisi. Na tamější univerzitě a na univerzitách v Londýně a Madridu studoval literaturu, film a dějiny umění, v dramaturgii byl jeho vedoucím slavný gruzínský scénárista Erlom Achvlediani. Mimo scénáře píše Turašvili romány, povídky a divadelní hry, dále působí i jako literární překladatel z ruského, španělského a anglického jazyka. Debutoval románem Útěk ze SSSR (Džínsová generace), jímavým příběhem skupiny mladých lidí, kteří se stanou obětmi uzavřeného sovětského režimu. Román založený na skutečné události se záhy stal gruzínským bestsellerem. Mimo psaní se autor účastní horolezeckých expedic na Kavkaz, do Himalájí a do And a část jeho tvorby je věnována cestování a dobrodružným příběhům. Jeho dílo bylo přeloženo do více než deseti jazyků a dvakrát se stal držitelem literární ceny Saba.

დათო ტურაშვილი: ჯინსების თაობა
მწერალი დაიბადა თბილისში 1966 წელს. სწავლობდა ლიტერატურას, კინოს და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში. დრამატურგიაში მისი მენტორი და ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი სცენარისტი, ერლომ ახვლედიანი იყო. დათო ტურაშვილი წერს სცენარებს, რომანებს და მოკლე მოთხრობებს. მას ასევე თარგმნილი აქვს ლიტერატურული ტექსტები რუსულიდან, ესპანურიდან და ინგლისურიდან. მისი რომანი „ჯინსების თაობა“ ქართული ლიტერატურის ყველა დროის ბესტსელერია საქართველოში. რომანი ნამდვილ ამბავს ეფუძნება - საბჭოთა კავშირის მკაცრი და დახურული რეჟიმით გამოწვეულ ტრაგედიას, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფის გარშემო ვითარდება. მწერალს მიღებული აქვს მონაწილეობა მთამსვლელობით ექსპედიციებში კავკასიის, ანდების და ჰიმალაის მთებში. ამ მოგზაურობებსა და თავგადასასავლებს შეეხება მისი მოთხრობების რამდენიმე კრებული. დათო ტურაშვილის პროზა 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. მწერალმა ორჯერ მიიღო საბას ლიტერატურული პრემია.

ბმული:
* https://youtu.be/5ppZ59SNKEA

Arrow


Last edited by Admin on Wed Mar 17, 2021 12:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Mar 17, 2021 11:21 am


ინტერპრეტაცია - ვაჟა-ფშაველა
•Feb 27, 2012

გადაცემა ინტერპრეტაცია. თემა - ვაჟა-ფშაველა. ავტორი და წამყვანი გიორგი კეკელიძე, სტუმრები: ზაალ ჩხეიძე და დათო ტურაშვილი

ბმული:
* https://youtu.be/3e4OHlCC-iQ

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Mar 17, 2021 11:46 am


ტიბეტი არ არის შორს - დათო ტურაშვილი
•May 14, 2018

National Geographic Magazine საქართველო აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს და წარმოგიდგენთ დათო ტურაშვილი-ს ლექციას "ტიბეტი არ არის შორს".

ბმული:
* https://youtu.be/6jnzdATASxo

@

დათო ტურაშვილი

ტიბეტი არ არის შორს

დასაწყისი


პირველად იყო ტიბეტი, როგორც შორეულზე შორეული ოცნება — ჯერ მხოლოდ შემთხვევით ამოკითხული ბავშვობის წიგნებში და მერე კი მონდომებით შესწავლილი იმავე წიგნებიდან.
ყველა სასწაული წიგნებიდან იწყებოდა კიდეც და ინტერესთან ერთად დაიბადა სურვილიც — საკუთარი თვალით მენახა სასწაული, რომელსაც ტიბეტი ჰქვია.
მერე სურვილი, უზარმაზარ მოთხოვნილებაში გადაიზარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და სერიოზულად დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გვექცია ოცნება — ახდენილ ოცნებად. ოცნების ახდენას კი, სჭირდებოდა ფინანსური მინიმუმი მაინც და ამიტომაც გაჩნდა ფილმის გადაღების იდეა, რომელსაც ყველაზე მეტად ბატონმა რეზო ჩხეიძემ დაუჭირა მხარი და უპირველესი მადლობაც სწორედ მას ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გამგზავრებამდე, ბოლო დღემდეც მრავლად გვქონდა, პირველი ქართული კინოექსპედიცია ტიბეტში მაინც შედგა და ჩვენმა ჯგუფმა უნიკალური მასალების მოძიება და გადაღებაც კი შეძლო. თუმცა გზა წარმატებამდე იყო გრძელი და რთული და ექსპედიციას ჩაშლის საფრთხე, მოსკოვში ჩასვლისთანავე დაემუქრა.
მოსკოვიდან უნდა გავფრენილიყავით კატმანდუში და მოსკოვშივე უნდა შეგვეძინა კინოფირები კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი თანხებით, მაგრამ ფირის ფასი ზუსტად სამი დღის გაძვირებული დაგვხვდა ყველა მაღაზიაში, სადაც კი მოვიკითხეთ და უკან დასაბრუნებელი გზაც უბრალოდ აღარ გვქონდა. რამდენჯერაც ვიანგარიშეთ ჩვენი ფულადი შესაძლებლობები, იმდენჯერ დავრწმუნდით, რომ ფინანსურად საკმაოდ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ კინოფირების გარეშე ტიბეტში გამგზავრებას რა აზრი ჰქონდა ჩვენი ექსპედიციისთვის და გაძვირებული, მაგრამ მაინც შეძენილი ფირით დამძიმებული ჩვენი ბარგი, საგულდაგულოდ შევკარით. კინოკამერაც საგულდაგულოდ დავშალეთ და ზურგჩანთაში გადავმალეთ, რადგან მოსკოვურ საბაჟოსთან მწარე ურთიერთობის საკმაო გამოცდილება უკვე გვქონდა სამწუხარო შედეგებით და როგორც წესი, თუ ცუდი მებაჟე შეგხვდა, მათ ცივ გულებს, ვერანაირი ხვეწნა და თვალზე მომდგარი ცრემლი ვეღარ გაალღობს.

და საერთოდ — მოსკოვში ცრემლების მართლა არ სჯერათ...

რატომ არ სჯერა მოსკოვს ცრემლების


კატმანდუში გაფრენამდე, საიდანაც უნდა დავდგომოდით ტიბეტის ნანატრ გზას, ხუთი დღე მოსკოვში გავჩერდით საბუთებისა და აუცილებელი საგზალისათვის. ჩვენი კინოექსპედიციის ოთხივე წევრს (ჩემის ჩათვლით), ûძალიანაც ეჩქარებოდა ჰიმალაების ნახვა, მაგრამ მოსკოვს ერთი უცნაური თვისება აქვს — ადვილად გითრევს და ქართველების უმრავლესობა, როგორც ცნობილია ჩათრევას, ისევ ჩაყოლას ამჯობინებს. თუმცა ზემოთქმული მხოლოდ ქართველ კაცებს ეხებათ და არა ქართველ ქალებსაც, რადგან ქართველმა ქალებმა რუსი ქალები ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში შეიძულეს — როცა ვახტანგ მეექვსეს ათას ორასი რჩეული ქართველი მამაკაცი მოსკოვში გაჰყვა და უკან არცერთი აღარ დაბრუნებულა. ადვილი წარმოსადგენია მეთვრამეტე საუკუნის მოსკოვში, მდედრობითი სქესის მოსახლეობაში რაოდენ სიხარულსა და ბედნიერებას გამოიწვევდა საქართველოდან ჩასული ათას ორასი რჩეული მამრის დანახვა. როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, შემდგომი, მეცხრამეტე საუკუნის რჩეულ ქართველთა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, არამხოლოდ ჩინ-მედლებმა და ორდენებმა განაპირობეს — სუბიექტურად ვეჭვობ, რომ რუს მდედრთა ფაქტორმაც, გარკვეული როლი შეასრულა ამ არჩევანის გაკეთებისას და ამ ვარაუდის აბსურდულობასაც, დარწმუნებული ვარ, უამრავი მომხრე ეყოლება ჩვენში. ჩემი თავხედური აზრი, განსაკუთრებით არ მოეწონებათ მეოცე საუკუნის ქართველ მამაკაცებს და კონკრეტულად კი ჩვენი მამების ûძვირფას თაობას — თაობას, რომელმაც შექმნა და მოიგონა ჩვენი დროის მოსკოვი, სადაც მათ აღარ ახსოვდათ არცერთი ბოროტება, რომელიც ამ ქალაქს უკავშირდებოდა დღიდან რუსული იმპერიალიზმის გაჩენისა და შეზარხოშებულებს სრულიად აკმაყოფილებდათ რუსი ქალების სითბო და ალერსი. რუსი ქალებისთვის კი, თუნდაც ორი საუკუნის შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობდა ლეგენდა ქართველ მამაკაცზე, რომელიც რუსეთის არმიის ჰუსართა პოლკის ქართველმა ოფიცერებმა შექმნეს.

თუმცა რუსეთის გარდა (საუკუნეების მანძილზე), ჩვენმა წინაპრებმა კიდევ მრავალი ქვეყნის სიძლიერეს შესწირეს საკუთარი ნიჭი და ენერგია, მაგრამ არსად ისე უმადურად არ მოქცევიან ქართველებს, როგორც რუსეთში და ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, დავით გურამიშვილის თავგადასავალიც იკმარებდა. დიდმა ქართველმა პოეტმა თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე რუსეთის არმიას კი მოახმარა, მაგრამ სანაცვლოდ შეურაცხყოფაც მიიღო და მთელი იმ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზეც დაუზარებლად წერდა საჩივრის წერილებს რუსეთის სამეფო კარს. დავით გურამიშვილი ითხოვდა კუთვნილი, დამსახურებული მიწის მიღებას თუნდაც შუაგულ რუსეთში, მაგრამ ამაოდ და ისე მოკვდა, რომ ის პატარა მიწაც კი არ აღირსეს რუსეთისათვის არაერთხელ დაჭრილსა და ტყვედყოფილს. პირიქით, გურამიშვილი დაასახლეს დაპყრობილი უკრაინის იმ ჭაობიან ნაწილში, სადაც ყველაფერი რუსული საშინლად სძულდათ ადამიანებს და ადვილი წარმოსადგენია, რა მწარე სიბერე ექნებოდა ქართველ პოეტს იმ უკრაინელ ნაციონალისტთა გარემოცვაში, ვისთვისაც ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი მხოლოდდამხოლოდ რუსი დამპყრობელი იყო. რუსეთი კი სწორედ ის ქვეყანაა, სადაც რიგით ჯარისკაცს თუ ყველაზე ჭკვიან მეცნიერს (მაგალითად დიმიტრი ლიხაჩოვს), იმპერიულ საკითხთან დაკავშირებით, ზუსტად ერთნაირი აზრი აქვთ და მათი აზრით კი საქართველო რუსეთის გუბერნია უნდა იყოს და როგორც არ უნდა შეეცადო საწინააღმდეგოს ან საერთოდ რაიმეს ახსნას (თუნდაც ცრემლმორეული თვალებით), აზრი არა აქვს, რადგან მოსკოვში ცრემლების მართლა არ სჯერათ.

თუმცა


მოსკოვს მაინც ყოველთვის ჰქონდა ისეთი ცდუნება, რომელიც (ზემოთქმულის მიუხედავად), მაინც ყოველთვის იზიდავდა ქართველებს და ქართველებსაც ყოველთვის ავიწყდებოდათ მთავარი მტერი და მთავარი ცდუნება კი მაინც ქალი იყო და რაც მოსკოვში და რუსეთში (ამ თვალსაზრისით) ხდებოდა ან შეიძლება მოხდეს, მგონი მართლა არსად ხდება.
მაგალითად:
მოსკოვში, ტიბეტში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე (სანამ ვიზებისა და საბუთების პრობლემებს ვაგვარებდით), ჩვენი პატარა სასტუმროს პატარა ოთახის კარზე, მორიდებით დააკაკუნა მშვენიერმა გოგონამ და გამარჯობა გვითხრა.

ჩვენც გამარჯობა ვთქვით და ასე გავიცანით რუსი გოგონა, რომელმაც ის დარჩენილი სამი დღე ჩვენთან ერთად გაატარა მოსკოვში და პირველი, რაც აღმოვაჩინეთ, იყო უცნაური რეალობა — ჩვენ ვეღარ ვლაპარაკობდით რუსულად და მხოლოდ ვუღიმოდით ქალს, რომელიც აუგუსტ სტრინდბერგისა და ლუკ ბესონის ფანტაზიების ერთობლივ ნაყოფს უფრო ჰგავდა. ისიც მხოლოდ გვიღიმოდა ხოლმე და განსაკუთრებით კი მაშინ, როცა აღელვებული გიო მგელაძე პირდებოდა მას ფილმში გადაღებას და მისთვის მართლაც სულერთი იყო ჩვენი ყველა ცრუ და მართალი დაპირება. მას არაფერი მოუთხოვია ჩვენგან, აბსოლუტურად არაფერი და ზუსტად რა უნდოდა, ვერც დავადგინეთ. სამი დღის მანძილზე იყო ჩუმად — ჩუმად გვილაგებდა საწოლებს (ან გვისწორებდა ლოგინებს, იმის მიხედვით, თუ როგორ იტყოდნენ ამას აკაკი და მზექალა შანიძეები), გვიდუღებდა ჩაის, გვირეცხავდა წინდებს (სინამდვილეში ე.წ. „ნასკებს“, რომელიც რუსული სიტყვაა და გასაგებ მიზეზთა გამო ქართული შესატყვისი არ გააჩნია), ყიდულობდა ჩვენთვის საჭირო პროდუქტებს და ასევე ჩუმად გვთხოვდა დამატებით დაგვევალებინა რამე. იმდენად გაოგნებულები ვიყავით მისი გამოჩენითა და საქციელით, ჩვენს აღფრთოვანებას ვერც გამოვხატავდით და ვდუმდით. ერთადერთმა, ისევ გიო მგელაძემ მოიფიქრა და მადლიერების ნიშნად უცნობი ფერისა და წარმოების მაისური აჩუქა მას.

მან თქვა მადლობა, მორცხვად დახარა თავი და ისევ გაიღიმა. გამახსენდა სიზმარი, რომელიც ათასჯერ მინახავს და სკოლის მერხზე მჯდარსაც ათასჯერ ამომიცნია კადრები იმ ჩემი სიზმრიდან სწორედ იმ დაფაზე, საკლასო ოთახში რომ ეკიდა. დაფა ჰგავდა კინოეკრანს, რომელზეც ადვილად შეიძლებოდა დათოვლილი რუსული სოფლის დანახვა (სადღაც ტამბოვის გუბერნიაში) და მესმოდა ფეხის ხმა — ერთადერთი სუნთქვა, რაც რუსული ზამთრის სიჩუმეს არღვევს. მესმოდა მასწავლებლის ხმაც, რომელიც რუსეთის ისტორიას გვიხსნიდა, მაგრამ გამხელილ ცოდვას რა უნდა სჯობდეს და ზოგჯერ, ცალთვალა კუტუზოვზე მეტად, ორივე თვალით ჯანმრთელი, ლოყებღაჟღაღა და რძეზე გაზრდილი მშვენიერი ქალი უფრო მაინტერესებდა, წუთი-წუთზე რომ შემოაღებდა ჩემი სახლის კარს. სინამდვილეში, წარმოდგენასა და რეალობაშიც, სახლი (თუ უბრალოდ ქოხი), მას ეკუთვნოდა, მე კი მისი სტუმარი ვიყავი და რამდენიმე წამით გაღებული კარიდან აშკარად ვგრძნობდი გარედან შემოვარდნილ სიცივეს, რომელიც მაშინებდა მხოლოდ მე, მისთვის კი მხოლოდ ღიმილის მომგვრელი იყო და მზრუნველი სახით კეტავდა კარს ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის. რა ერქვა იმ მშვენიერ ქალს, არავინ იცის (როგორი ბეჯითი მოწაფეც არ უნდა იყო, შეუძლებელია გაკვეთილზე ყველა დეტალის ზუსტად დამახსოვრება), მაგრამ ზუსტად ვიცი რა მერქვა მე, საიდან მოვდიოდი, საით მივდიოდი, ვისი გორისა ვიყავი და ვიყავი თუ არა საერთოდ გორში, ვთქვათ სტალინთან. რასაკვირველია არა — იმ წუთებში (სანამ ზარი დაირეკებოდა) ვიყავი შუაგულ რუსეთში, მიყრუებული სოფლის ჩვეულებრივ, ღარიბულ სახლში, სადაც ღარიბულ, ჩვეულებრივ სუფრას ამშვენებდა იქვე, იმავე სახლში გამოხდილი არაყი და მოხარშული კარტოფილი, მჟავე კიტრი და არანაკლებმჟავე კომბოსტო.

არაყი არ იყო ჭაჭასავით გემრიელი, მაგრამ ვთვრებოდი სწრაფად და ალბათ მათრობდა ჩემი მასპინძლის რძისფერი კანი, ღიმილი და სითბო — სითბო, რომლის წყაროც ღუმელი იყო — ღუმელი დიდი და ფართო, ღუმელი, რომელზეც მეძინა, რომელზეც ერთად გვეძინა.

მაღვიძებდა სკოლის ზარი, რომელიც გაკვეთილის დამთავრებას გვამცნობდა ხოლმე და მართლა ახალგაღვიძებულივით ვტოვებდი საკლასო ოთახს, საიდანაც ტიბეტი ჯერ კიდევ ოცნებაზე შორს იყო...

ბმული:
* https://poetry.ge/poets/dato-turashvili/prose/9634.tibeti-ar-aris-shors.htm - სრულად წავიკითხოთ აქ.


@


Last edited by Admin on Wed Mar 17, 2021 12:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Mar 17, 2021 11:48 am

დათო ტურაშვილი

როცა მეფე კვდება

რამდენიმე წლის წინ, უკვე საცივებჩავლილი იანვრის ერთ საშინელ საღამოს (როცა ცივი და ბნელი ზამთრის გადაგორება სიმღერითა და ცეკვით ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო), ლელაკო ცისკარიშვილმა მითხრა, ირაკლი ჩარკვიანს მგონი შავი დეპრესია აქვს, ერთი წელია სახლიდან გარეთ არ გასულა და იქნებ რა უჭირს - წავიდეთ, მოვინახულოთო.
წავედით.
მაშინ, მითუმეტეს, რა ფული გვექნებოდა, მაგრამ მაინც ვიყიდეთ რაღაც ჩაისთვის და ჩარკვიანებს ვესტუმრეთ ვერაზე, სადაც მათ სახლს კარი არ ჰქონდა. მეზობლებს კი თავიანთი რკინის, ტყვიაგაუმტარი და ორმაგი კარები საგულდაგულოდ ჩაერაზათ დროისა და ერთმანეთის შიშით და სადარბაზოში სინათლე ენთო. მაშინ სინათლე ისეთი იშვიათობა იყო, რომ შეგვეშინდა - ვიფიქრეთ, აი ახლა ჩაქრება სინათლე და მეფის კარს ვეღარ მივაგნებთ-მეთქი, მაგრამ მაშინ ირაკლი ჩარკვიანს მეფე არ ერქვა და ჩვენც არ ვიცოდით, რომ თურმე ამ ქალაქში და ამ ქვეყანაშიც შეიძლება იცხოვრო ბოქლომის გარეშე და კარიც, ტვინიც და გულიც ყოველთვის ღია გქონდეს.
თუმცა ირაკლის ერთოთახიან ბინას, სადაც დისკებისა და წიგნების გარდა, არაფერი იყო, კარი საერთოდ არ ჰქონდა. თვითონ კი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახე ჰქონდა იმის გამო, რომ კითხულობდა წიგნებს, წერდა რომანს და ჰგავდა ბრძენს, რომელმაც შინიდან გაუსვლელად, ისედაც ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, დანარჩენ სამყაროში გამავალი კარი ღიად ჰქონდა დატოვებული.

ირაკლის ცოლმა ისეთი გემრიელი ჩაი დაგვალევინა, შავი დეპრესია საბოლოოდ გამოვრიცხეთ, მაგრამ ირაკლის მაინც შევაპარეთ მისი თაყვანისმცემლების საყვედური და სინანული მისი გრძელი პაუზის გამო და ირაკლი ჩარკვიანმა იმ საღამოს თქვა ის, რაც მაიძულებს მაშინაც ვწერო, როცა წერა ფიზიკურად არ შემიძლია და მაშინ მივხვდი, რატომ უნდოდათ ვლადიმერ ვისოცკის ან ჯეიმს მორისონს პოეტები ან მწერლები რქმეოდათ და არა მომღერლები ან მუსიკოსები. ლელაკო ცისკარიშვილი და იმ ზამთრის ცივი საღამო რომ არა, იქნებ ვერასოდეს მომეხერხებინა ირაკლი ჩარკვიანისთვის მეთქვა ის, რასაც მისი შემოქმედების შესახებ ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობისა და ჩვენი უახლესი ისტორიისთვის იგი თითქმის იგივე მოვლენა იყო (თუნდაც სოციალური თვალსაზრისით), როგორც შორეულ სამოციან წლებში ამერიკელი ბიტნიკები - ამერიკული ლიბერალიზაციისათვის. მართალია, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ამ შედარებაში სრულიად სხვადასხვა მასშტაბის პროცესები იგულისხმება, მაგრამ ფაქტია, რომ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა თბილისსა და საქართველოში ავტომატის გარდა (ურთიერთობისათვის) სხვა ენა არ არსებობდა, ირაკლი ჩარკვიანმა და კოტე ყუბანეიშვილმა რეაქტიული კრებულები გამოსცეს და ავტომატის ნაცვლად, წიგნებით ხელში დადიოდნენ თბილისის ქუჩებში. ისინი ლექსებსა და მოთხრობებს პირდაპირ ქუჩაში კითხულობდნენ და მაშინ არავის სჯეროდა, რომ სიტყვა უფრო ძლიერი იარაღი იყო, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ულტრათანამედროვე ავტომატი.

როცა ავტომატებიანი ადამიანები ქუჩებიდან გაქრნენ, ჩვენმა საზოგადოებამ (პოლიტიკოსების დახმარებით) გადაწყვიტა, რომ ეს წარმატება პოლიტიკოსების დამსახურება იყო და ჩვენს ქვეყანაში ახლაც სჯერათ, რომ კარგ პოლიტიკოსებს კარგი ცვლილებების მოტანა შეუძლიათ. კაცობრიობის უახლესი ისტორია კი სრულიად სხვა გამოცდილებაა და თანამედროვე ინგლისური დემოკრატია და ლიბერალიზმი, მიკ ჯეგერის დამსახურება უფროა, ვიდრე რომელიმე ინგლისელი პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის. მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული აზროვნებისა და თავისუფლების ხანმოკლე, მაგრამ საოცარი ხარისხი, უპირველესად განპირობებული იყო ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის, დავით კაკაბაძისა და ელენე ახვლედიანის (და აგრეთვე სხვების) მიერ დაწყებული შემოქმედებითი პროცესებით, რამაც რუსეთის იმპერიის ყოფილი პროვინცია (ძალიან სწრაფად) ევროპული ფასეულობებისა და ენერგიის ქვეყნად აქცია. მართალია, ეს ახალი ქართული რენესანსული ეპოქა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა სახელმწიფოს შესაქმნელად და პატარა საქართველო ისევ (ამჯერად) საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას კულტურული და სოციალური მოძრაობები ქმნის და არა პოლიტიკური პარტიები, როგორც ამას გვასწავლიდნენ და დღემდე გვასწავლიან...
არც ვიცი, სად სწავლობდა ირაკლი ჩარკვიანი, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქართველი იყო მათ შორის, ვინც შემხვედრია, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ ერთმანეთს და ლელა ცისკარიშვილის დამსახურებაა რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მაშინ გავიცანი, როცა მას ძალიან უჭირდა; როცა მას ალბათ იმის მოსმენაც სჭირდებოდა, რაც მაშინ ვუთხარით და ახლა, როცა ირაკლი ჩარკვიანი ცოცხალი აღარ არის, თავს იმ ცივი საღამოს გახსენებით ვიმშვიდებ და მიუხედავად იმისა, რომ ეს დამშვიდება საკმაოდ ეგოისტურია, მაინც მიხარია, რომ ერთ ადამიანს მაინც ვკითხე სიცოცხლეში, რამე ხომ არ უჭირდა.

ერთხელ კოტე ყუბანეიშვილმა იხუმრა, - ქართველებს ცოცხალი მხოლოდ თევზი უყვართო და ამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალი კი არა, მთელი ქართული სიმართლის ისტორიაა და ალბათ, ირაკლის გარდაცვალების შემდეგ, რამდენი ქება ითქვა მასზე და რამდენი დაიწერა, მაგრამ მეეჭვება, რომ ითქვა ის, რის გამოც საერთოდ ვწერ ამ ფოტომოთხრობას მოძმე ესპანეთიდან. ირაკლი ჩარკვიანი იყო უნიჭიერესი ადამიანი, მაგრამ ის არ იყო ჯიმი ჰენდრიქსი და ჩვენ არ ვართ ორასმილიონიანი ამერიკა, სადაც ნარკოტიკების მომხმარებელი მუსიკოსისთვის ეს დეტალი მხოლოდ ბიოგრაფიული შტრიხია. ჩვენ ვართ პატარა, დაპყრობილი ქვეყანა და ჯერარშემდგარი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ნიჭი არა მხოლოდ პიროვნული საკუთრებაა და როგორ პათეტიურად, ბანალურად ან დიდაქტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც დღევანდელი საქართველოა, ეს ნებისმიერი ქართული ნიჭი - მთელი ქვეყნის საკუთრებაა და არა მხოლოდ ერთი ადამიანის და მითუმეტეს ისეთი ნიჭიერი ადამიანის, როგორიც ირაკლი ჩარკვიანი იყო. არასოდეს მინდოდა კოტე ყუბანეიშვილის მიერ ნათქვამი, უკვე ნახსენები მწარე სიმართლის ნაწილი ვყოფილიყავი და ახლაც ვცდილობ, რომ ცოცხალი ქართველებიც ისევე მიყვარდეს, როგორც მკვდარი ქართველები და როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე, ის მაინც უნდა ვთქვათ, თუ გვიყვარს...

მე კი მიყვარდა ცოცხალი ირაკლი ჩარკვიანი არა მხოლოდ მისი შემოქმედების, არამედ მისი სიმართლის გამოც და არ მინდა, რომ მისი სიკვდილი ტყუილთან იყოს დაკავშირებული და პირადად მას (დარწმუნებული ვარ), არც იმ სიმართლის შეეშინდებოდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. პირადად მინახავს ირაკლი ჩარკვიანი მოსკოვში, კონცერტზე, როცა მარტომ, გიტარით ხელში, ყველაზე რთული მოსკოვი დაიპყრო და ასეთი ენერგია ალბათ მხოლოდ თომ უეითსის კონცერტზე თუ არსებობს და ქართველი მუსიკოსი, რომელიც ასეთ კონცერტსა და მუსიკას ქმნის, მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნის და არც ასეთი სიკვდილის უფლება აქვს.
პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად ძალიან აღიზიანებდა მისი გამომწვევი და არაორდინარული ქცევა ცხოვრებასა და სცენაზე, მაგრამ არასოდეს მინახავს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისადმი გულგრილი ადამიანები და ეს შეიძლება თავად კარგი მუსიკის ბრალია და კარგი მუსიკის თვისებაა - ეს ენა ესმის ყველას, ვისაც კარგი გემოვნება აქვს და თავისუფლება უყვარს. ირაკლი ჩარკვიანს კი თავისუფლების იმდენად მძაფრი და მოჭარბებული მოთხოვნილება ჰქონდა, რომ ალბათ გადაწყვიტა კიდეც, - სიკვდილი, როგორც თავისუფლება, ისეთივე არჩევანია, როგორც სიცოცხლე.
რა თქმა უნდა, მეფესაც აქვს სიკვდილის უფლება, მაგრამ არა ასეთი სიკვდილის უფლება, რადგან როცა ქვეყანაში მეფე კვდება, ამ ქვეყანაში ვიღაცამ მაინც უნდა თქვას ხმამაღლა, დანარჩენების გასაგონად - გაუმარჯოს მეფეს!..


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Mar 17, 2021 11:49 am

დათო ტურაშვილი Dato_t10

დათო ტურაშვილი

კურკა

მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა–მარიამი ხშირად ახსენებდა ხოლმე და ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში.პირველად ვნახე ბაღის დამამთვრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და კურკას გაგაცნობო, – დამპირდა. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასაგან ვიცოდი და ზემზე ეცვა თეთრი ჩოხა, ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს.მერე ის სურათი ანა–მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა.

ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში პირდაპირ მითხრა – კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა–მარიამმა ისევ შემახსენა – კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი, როდის შემისრულებო. უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, კინაღამ საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით და კურკას მშობლებს კი ჩვენი სტუმრობა მართლა ძალიან გაუხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში და ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორად, ჩავთვალე რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. მაგრამ სურათს დავაკვირდი თუ არა მოულოდნელობისგან გამოვფიხზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ, ინტიქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია, სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ - მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ,როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია, უცებ გამაჩერა, ხელი მომკიდა და ძალიან ფრთხილად და ძალიან ფრთხილად მითხრა:
– არა უშავს, მა...
გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი,
არაფერი არ მინდოდა სიკვდილის გარდა...


Arrow


Last edited by Admin on Wed Mar 17, 2021 12:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Mar 17, 2021 11:50 am

დათო ტურაშვილი

ჩაძირული ქალაქის ღამე

(ფრაგმენტი)

შიო მღვიმელს შეჰყვარებია მეწისქვილის გოგო, სახელად ნანა, რომელსაც ხის მორებზე უწერდა ლექსებს და მდინარეში აცურებდა წისქვილისკენ, _ წაიკითხავს, შემიყვარებსო. წაუკითხავს, შეჰყვარებია.
მეწისქვილე მამა გაგიჟებულა – პოეტის სიყვარული რა სიკეთეს მოგიტანს, აშუღები ალაშა ხალხიაო. განა თავისის თვალით არ ენახა მიხეილის ქუჩაზე, ლინეიკა რო დეეყენებინათ ალაშებსა (პოეტებს რო ეძახიან თავის თავსა): კოლია რატიშვილსა, ლელო ანდრონიკაშვილსა, არუთინ ტერშმანოვსა, შიხი ტუსიშვილსა და ბექა ყარალაშვილსა. დეეყენებინათ ლინეიკა, შიგ ჩეესხათ მეზურნე ზიბიაშვილი, ხლეპუზა მედაირე, მესტვირე ბლიაძე და შიო მეჭიანურე. გადმოესოთ ძირს ჰოროტოტოს კაცი, თვითონ ჩეებერათ ჰოროტოტოსთვინ და ღრიალით მოსდებოდნენ მიხეილის ქუცას. განა წისქვილში არ მეესმინა შეწუხებულ ტფილისელ მოქალაქეთა სიტყვები: წუხელის რესტორან “სიმპატიას” დასცემიან პოეტები პუშკინოვის ქუჩაზედ; გუშინწინ დაგრეხილუას დუქანი აუკლიათ აშუღებს; ამასწინათ დამსხდარან ერმოლოვის ჯვართან და ოთხი დღე უქეიფნიათ, განა ეგრე არა ჰქვიან აემ დუქანსა _ “ნე უეზჟაი, გალუბჩიკ მოიო” _ აბა სცადეთ და აქედან დაგვითხოვეთო. გასულ თვეში პოეტები არ იყვნენ, რო “ფანტაზია” კინაღამ დასწვეს გარეთუბანში _ მეეყვანათ მუხამბაზები და ცეცხლი დეენთოთ, ლექსებს უხდებაო…
…განა ემაგ აშუღთა დოსტმა დავით ყიფიანმა არ დაარტყა დანა ტილიპუჭურის პატრონსა არტემ ქამალოვსა, კიდენ ორი თუმნის წამლობა რომ დასჭირდა ევგენი ზემელის აფთიაქიდგან, ოსპიტლის შემდეგ? ადრე იქნება თუ გვიან, ვინმე ყარაჩოღელი შეეყრება მაგათ სადმე და იგრე გაუხდისთ საქმეს, რო სუ თავისი ლექსები იწყევლონ…

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Mar 17, 2021 11:53 am

დათო ტურაშვილი Datotu10

დათო ტურაშვილი

კატმანდუ

თანამდევი ფიქრი

სარჩევი

გზა
კატმანდუ
ჰიმალაი და ალპინიზმი
ნუ დაველოდებით მაიკო შუბლაძეს
ისევ გზა…
რელიგია და ჩვენ
კალი-განდაკი
სადაც მელოდებიან
გზა, რომელიც მთავრდება


ეს წიგნი ჩემი ქვეყნიდან შორს, ძალიან შორს იწერება, მაგრამ ფიქრმა არც მანძილი იცის და არც დრო. იგი გამუდმებით გაწუხებს, სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა გრძნობდე თავს. გაწუხებს, რადგან ეს მთავარი ფიქრია და მას ვერსად გაექცევი. თუმცა ზუსტად და კონკრეტულად რას დაარქმევ, არც იცი და, ალბათ, არცა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ გაწუხებს და სამყაროს იმ პატარა ნაწილს, რასაც შენი ქვეყანა და მიწა ჰქვია, მაინც ვერ შორდება. და ეს ფიქრი გამუდმებით თან დაგყვება, სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა გრძნობდე თავს და მაინც ყველგან და ყველაფერს შენს პატარა სამშობლოს ადარებ, შენს ხალხს, წესსა და ტრადიციას, მდინარეებსა და მთებს…
სწორედ მთებიდან დაიწყო ყველაფერი – ბავშვობის მთებიდან – პირველი წიგნებიდან. იმ საოცარი წიგნებიდან, რომლებსაც ქმნიდნენ ედმუნდ ჰილარი და თენსინგ ნორგეი, მორის ჰერცოგი და ჯონ ჰანტი. წიგნები სიზმრებად იქცნენ, სიზმრები კი ცრემლნარევ ოცნებად – საკუთარი თვალით მენახა ჰიმალაი. ამ ოცნების ახდენამდე ჯერ კიდევ შორს იყო და მეგობრებთან ერთად, ფეხით მოვიარე საქართველოს მთიანეთი. ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, კავკასიონის მწვერვალები ჰიმალაის ბუმბერაზ მთებს უნდა შეეცვალა, მაგრამ სტუდენტობისა და ახალგაზრდობის შუალედური დრო, უდარდელობიდან უზარმაზარ დარდში გადაიზარდა და ჩვენი აშლილი ეპოქისა და ქვეყნის დაშოშმინებას ღვინით შევეცადეთ. სანამ კარგი ღვინოები ჯერ კიდევ არსებობდა ჩვენს ქალაქში, პირადად ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და სადღეგრძელოებს სიამოვნებით ვაყოლებდი ხოლმე ლირიულ ლექსებს. მაგრამ თანდათანობით, არაუალკოჰოლო სასმელს ნერვებისა და ხელების კანკალი მოჰყვა და, რამდენადაც მახსოვს, პირველად გული სადღაც იგოეთის ტეკთან (ან მისადგომებთან) გამიჩერდა. მეორედ და მესამედაც ექიმებმა ზუსტად იგივე თქვეს, რაც პირველად – აღარ უნდა დალიოო, მაგრამ უკვე გვიან იყო – ჭიქები შევსებული გახლდათ და თამადა სწორედ ჩემთან გადმოდიოდა ალავერდს. მაშინო, – უკან არ დაიხიეს ექიმებმა, – აი, ეს თანხა დასჭირდება ოპერაციას და შენგან სტამბულის კაჟს გამოვთლითო. კურსების გრანიტზეც თანახმა ვიყავი და მივდექ-მოვდექი, როგორც ჩვენში იტყვიან, ხალხი შევაწუხე, მაგრამ ამაოდ – ესაო, ისაო, პატივს კი გცემთ, მაგრამ ვერაო და სწორედ მაშინ გამახსენდა ჰიმალაი – კიდევ ერთხელ, როგორც ასპარეზი საკუთარი შესაძლებლობების სარეალიზაციოდ და, რაც მთავარია, როგორც საშუალება საკუთარი სხეულის დასაძლევად. გამახსენდა ჰიმალაი და სწორედ მაშინ მივხვდი და დავიჯერე, რომ ადამიანისათვის სულისა და სულიერის წარმართვა არის ურთულესი და პირიქით, თუ იგი მოინდომებს, სრულიად იოლად შეძლებს სხეულის დამორჩილებას. და გადავწყვიტე და შევძელი – გასაკვირად ჩვენი ოჯახის წევრებისა და კეთილისმსურველებისა – ჭიქა დავდგი, უფრო მეტიც – გვერდზე გადავდგი და ვარჯიში დავიწყე.
თუმცა ჰიმალაისათვის მხოლოდ სხეულის წვრთნა ვერაფერი ბედენაა და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქაური ჰარმონიის მისაღწევად, ფსიქოლოგიური მომზადებაა; ამის მიღწევა, პირადად ჩემთვის, გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ფიზიკური მზადყოფნა მწვერვალზე ასასვლელად. პირველი მწვერვალი კი, რომელზე ასვლაც პირველი ქართული ექსპედიციისათვის ღმერთმა ინება, ჰიმალაის მონბლანად წოდებული დჰაულაგირია.
ქართველი მთამსვლელების რამდენი თაობა ოცნებობდა, ჰიმალაის თოთხმეტი რვაათასიანიდან ერთ-ერთზე მაინც განეხორციელებინა ასვლა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან ქართველი ალპინისტები სამოციან წლებში იყვნენ, როცა ჩვენს ქვეყანას ნეპალის მაშინდელი მეფე ეწვია სტუმრად და, თუ ეს ლეგენდა არ არის, სვანეთის მთებში ჯიხვიც კი მოინადირა. ქართველ მთასვლელთა იმდროინდელი, უძლიერესი გუნდი, ჰიმალაიში მიიწვია, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ სასტიკი უარი განაცხადა ნეპალში ექსპედიციის გამგზავრებაზე.
1982 წელს (სხვა ინფორმაცია მე არ გამაჩნია) ჰიმალაის მთებში პირველი ქართველი მთამსვლელი აკაკი ხერგიანი მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდთან ერთად. ექსპედიციის თერთმეტმა მონაწილემ დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ღამის ასვლა განახორციელა, მაგრამ მათ შორის აკაკი ხერგიანი არ ყოფილა. მიზეზი უცნობია, ფაქტი კია, რომ იგი ჟურნალისტის მოვალეობას დასჯერდა.
1991 წელს უკვე რუსეთის გუნდი დაიძრა იმავე ევერესტის დასალაშქრად და მწვერვალზე ასვლის სიხარული, სხვებთან ერთად, 54 წლის რომან გიუტაშვილმაც გაიზიარა; თუმცა წარმატებული ექსპედიცია მისთვის კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა, როცა უკანა გზაზე, მწვერვალიდან დაშვებისას, ბატონ რომანს ტკბილად ჩამოეძინა…
წელს კი, ბატონ ასლან აბაშიძის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ქართველ მთამსვლელთა გუნდი კატმანდუში გაემგზავრა. ჩემი სპონსორობის თხოვნა ვერ გავბედე და მთავარ ჯგუფს ორი კვირით ჩამოვრჩი. ჩვენი ექსპედიცია ნეპალის მიმართულებით ინდოეთის გავლით წავიდა. მე კი, ნასესხები ფულით (ამჯერად სხვებისგან) მოსკოვიდან გავფრინდი კატმანდუს…

გზა


ძალიან მიყვარს მგზავრობა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან – დედაჩემს ზაფხულობით ზღვაზე მივყავდით დასასვენებლად, ძირითადად გაგრაში და მატარებლის ფანჯარასთან მიმსხდარნი, მე და ჩემი და, გემრიელად მივირთმევდით საგზლად წამოღებულ შემწვარ ქათამს. სკოლის კატლეტისა არ იყოს, მსგავსი აღარაფერი შემხვედრია სადმე და გაგრასთან ერთად ის საოცარი სუნიც დაიკარგა, ზღვიდან რომ შემოიჭრებოდა ხოლმე ახლადგაღვიძებულ მატარებელში და ფანჯარასთან აკრული ბავშვებისათვის ამდენი სიხარული მოჰქონდა. მინის იქით ნაწვიმარი გალი და ოჩამჩირე ჩანდა და მატარებლის გამცილებელი აჩქარებით იწყებდა ჩამოტარებული ჩაის ჭიქების ფულთან ერთად აკრეფას. აღარც ისეთი ჩაის ჭიქები შემხვედრია სადმე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც კი დროსა და საშუალებას გამოვნახავ ხოლმე, წინ და უკან დავწანწალებ გაუთავებლად. და არც მესმის იმ ადამიანების, ვისაც სურვილიც კი არ უჩნდება სხვა მიწა და ქვეყანა ნახოს, ახალი ისწავლოს და გაიგოს, ვინმე გაიცნოს და დაუმეგობრდეს. არ მესმის იმ ადამიანების, ინტერესიც რომ არა აქვთ მოგზაურობის და შეიძლება პირიქით, ჩემისთანა გიჟების ხეტიალია მათთვის გაუგებარი. ალბათ ასეც იყო მოსკოვში, მოსკოველმა რაჭველებმა, ნეპალისკენ გზა რომ დამილოცეს და ერთი კი გაიკვირვეს – რაზე მიდიხარო, რაჭულადვე შევეცადე პასუხი გამეცა და ამასობაში ჩემი წასვლის დროც მოვიდა. რაჭველთაგან გაცილების ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ: მამუკა რაზმაძე, ძმები დავით და ნიკოლოზ კახეთელიძეები, აგრეთვე, წარმოშობით რაჭველი (ამჟამად კახელი) გია ნაცვლიშვილი და მისი მეუღლე ნინო გილიგაშვილი.
ინფორმაციისათვის: ეს ის გია მილვერდის ძე ნაცვლიშვილია (დედა – თამარ ქურდოვანიძე), ვისზეც ასე ხატოვნად თქვა გოგა კალანდაძემ – ერთადერთი ქართველია, ჩვენი ქვეყნის გარეთ რომ შოულობს ფულს და შიგნით ხარჯავსო.
კვლავ ინფორმაციისათვის: თავად ეს ფრაზაც ერთადერთი, აზრობრივად გამართული წინადადებაა, რაც გოგა კალანდაძის ბაგეებს დღემდე დასცდენია.
დამშვიდობებისას ყველამ ერთად, ფეხზე ადგომით, შევასრულეთ “ქვედრულა მოდიდებულა” და “წერეთელმა დაგვიბარა”. დროის სიმცირის გამო აღარ დაგვიზუსტებია, რომელ წერეთელს ვგულისხმობდით და სუფრის წევრებს საზეიმოდ დავპირდი, რომ ჰიმალაის მთებში აუცილებლად შევსვამდი ქვემო და ზემო რაჭის სადღეგრძელოს (ღების, ჭიორას და გლოლას ჩათვლით, რასაკვირველია…).
პირველი ცდუნება კი თვითმფრინავის აფრენისთანავე გაჩნდა – ეკატერინბურგის მთამსვლელთა გუნდის წევრებმა არაყი რომ შემომთავაზეს. თავიდანვე ვთქვი უარი – ცივი, მაგრამ თავაზიანი. სხვათა შორის, თანამედროვეობის უდიდესი ალპინისტი ანგ რიტა შერპა, რომელიც მხოლოდ ევერესტზე ცხრაჯერ არის ნამყოფი, გამოუსწორებელი ლოთია. იმასაც ამბობენ, ზედ მწვერვალზე დაილოცება ხოლმეო, მაგრამ ეს ჩემთვის ცოტა ძნელი დასაჯერებელია. მჯერა იმის, რასაც ჩემი თვალით ვუყურებ – ცხრა საათის განმავლობაში (რაც კატმანდუმდე ფრენას სჭირდება) რუსებს ბოთლებისთვის ხელი არ გაუშვიათ. მე ისევ მტკიცედ ვიცავდი ჩემს ფხიზელ მდგომარეობას და სადილამდე ვიკითხე ჩემი საყვარელი მწერლის სერგეი დავლატოვის მოთხრობების წიგნი. დაშვებით კი, საწვავის შესავსებად, რომელიღაც არაბული ქვეყნის ქვიშიან ქალაქში დავეშვით და ისეთი სიცხე იდგა, იმის გარკვევასაც მოვერიდე, სად ვიყავით.
ავფრინდით და რამდენიმე მგზავრი შემოგვემატა. მათ შორის (როგორც გაირკვა) შვედი გოგონა (სიმაღლე ორი და ათი), ჩემს გვერდით რომ დაჯდა, ქამარი შეიბა და კატმანდუმდე სკამზე დაბმულმა იფრინა. ვერაფრით შევახსნევინე – ესაო, აეროფლოტის თვითმფრინავია და ყოველ წუთს შეიძლება ჩამოვარდეს, მეშინია, თავი არაფერს მივარტყაო. აეროპორტში ნეპალელი ქმარი მელოდება და დალეწილს და გაუბედურებულს რომ მნახავს, შეიძლება იქვე გამშორდესო.
ქმარი მართლაც ელოდებოდა იმ შვედ გოგონას და, მიუხედავად იმისა, რომ წელამდეც ვერ წვდებოდა ცოლს, მაინც ყურებამდე გაკრეჭილი იდგა აეროპორტის მოსაცდელში.
თვითმფრინავში სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ყველა უცხოელ მგზავრს “აეროფლოტის” მიერ შემოთავაზებული უცნაური კერძისაგან კუჭები და ნერვები აეშალა. მხოლოდ საბჭოთასინამდვილეგამოვლილნი ვისხედით მშვიდად და აუღელვებლად, ვკითხულობდი ნათან ზარეცკის ბრძნულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ კლიმაქსი ქალებს ტოტალიტარულ გარემოში უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე დემოკრატიულ ქვეყნებში…
ვიცოდი, რომ წინ იყო საოცრებების მიწა, მაგრამ პირველი აღტაცება და სევდაც იმავდროულად თურმე თვითმფრინავში მელოდა – ჩვენთან ერთად მგზავრობდა აბსოლუტურად უსინათლო სიმპათიური გოგონა, რომელსაც ძლიერ, ძლიერ უნდოდა ნეპალის ნახვა და სწორედ მაშინ მივხვდი, – ამ ქვეყანას, ხილვის გარდა შეგრძნებაც სჭირდება და ჰიმალაის მხოლოდ ნახვა სრულიადაც არ არის საკმარისი – იგი უნდა გაიგო კიდეც. გაიგო და იგრძნო…
მახსოვს, როგორი მოწიწებით შეხვდნენ იმ უსინათლო გოგონას ნეპალის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები და მაშინვე ჩვენი, თბილისის აეროპორტი გამახსენდა, სადაც ყოველ შინ დაბრუნებულ ქართველს ისე უყურებენ, როგორც დამნაშავეს, კონტრაბანდისტს, მორფინისტსა და მკვლელს. და რომ არა ჩემი მეგობარი ბასიკა, (იგივე ნუგზარ კევლიშვილი) ადამიანს საკუთარ, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნება შეიძლება ისევე შესძულდეს, როგორც ის აუტანელი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი პროცედურა, ასეთი მონდომებით რომ ასრულებენ ჩვენი რესპუბლიკის რჩეული ანგელოზები…

ბმული:
* https://poetry.ge/poets/dato-turashvili/prose/9631.katmandu.htm- სრულად წავიკითხოთ აქ.


Arrow


Last edited by Admin on Wed Mar 17, 2021 12:54 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyWed Mar 17, 2021 12:08 pm


#Rendezvous #Novelist #DatoTurashvili
Rendezvous with Novelist and Playwright Dato Turashvili
•Jan 5, 2017

TRT World

Dato Turashvili (დავით დათო) is a passionate writer who focuses on Georgia's turbulent past which is coupled with an appreciation of how love transcends borders, law and nationalities.

Rendezvous is a series of short portraits of prominent artists and intellectuals around the world.

ბმული:
* https://youtu.be/sQqyVhvMtzA

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte


Female
Number of posts : 538
Age : 32
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი EmptyMon Mar 20, 2023 11:20 am


Mar 19, 2023 #TVFormula #FormulaNews #ფორმულა
▪ „დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემს წინააღმდეგ იკადრეს... შეიძლება მართლა შევეწირო ამას,“ — დათო ტურაშვილის ემოციური მიმართვა

„სამი დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათაშორის, რომ შემოვიდდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომმ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით? საფრანგეთის აგენტობის. ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს - წითელსო...“ - დათო ტურაშვილი.

ბმული:
* https://youtu.be/lMErxK3qG48

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content





დათო ტურაშვილი Empty
PostSubject: Re: დათო ტურაშვილი   დათო ტურაშვილი Empty

Back to top Go down
 
დათო ტურაშვილი
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» მოლი ბლუმის გვერდი
» დათო კრაწაშვილი
» დათო ცერცვაძე
» დათო ოქრუაშვილი
» დათო აგიაშვილი - David Agiashvili

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: