არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ბესიკ ხარანაული

Go down 
+11
Tekle
არაბული
ნიკა ჩერქეზიშვილი
nuciko dekanozishvili
ჯალალი
keso
გიო
bao
Elguja Marghia
nini
სანათა
15 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptySat Dec 07, 2019 2:40 pm

ბესიკ ხარანაული

ლექსს _ დამწერიც კი რად უნდა

ლექსს _ ხასიათი რად უნდა,
სიხარულიც _ კი რად უნდა,

ცრემლი ლოყაზე _ რად უნდა,
ხელმა რომ თოვლი დაგუნდა,

წვიმა რომ გზაზე დაგუბდა,
ლექსს _ შთაგონება რად უნდა.
ტალიკანას ტანთ რად უნდა.
საგზალი მისი _ გზა უნდა,
სიყვარულიც ხომ რად უნდა,
გამოგონება _ რად უნდა...
თვითონაა _ თავის მძახი,
სხვისი ძახება რად უნდა,
ია-ენძელა _ რად უნდა,
ვარდი-ეკალი _ რად უნდა,
ლექსში ყველა სულდგმულია,
იმის ჩამოთვლა გრძლად უნდა,
ლექსს _ წამკითხველი რად უნდა,
ლექსს _ დამწერიც კი რად უნდა.

2019

jocolor
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptySat Dec 07, 2019 2:41 pm

ბესიკ ხარანაული

ვარდის ძირში ვარდი გდია

ვარდის ძირში ვარდი გდია,
ვერ შევიცან ვარდად,
არაფერი არ მერგება,
წერა-ჩხაპნის გარდა,
ცელი ნამყენს შევამტვრიე,
თოფი გამივარდა,
ბილიკი ამიყირავდა,
რომ მივყავდი ქალთან...

ახლა დროა ჭკვა ვისწავლო,
ამ სიბერის კართან,
ყველა სხვა საცთურისათვის
ჩამოვუშვა ფარდა,
არაფერი არ ვინდომო,
წერა-ჩხაპნის გარდა.

2019

jocolor
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptySun Dec 15, 2019 1:48 pm

ბესიკ ხარანაული

მკვდრების სიმღერა

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს,
როდესაც ახლები შურისგებით გაძღებიან
და სახრჩობელებიდან გვამებს ჩამოხსნიან,
საფლავებს გათხრიან, ლოდებს გადაყრიან,
ამოაშიშვლებენ, ამოატიტვლებენ
და მკვდრებს, როგორც ცოცხლებს, ისე გალახავენ,
რომ ხსენდეს ის დღე საუკუნეებში
ვით ”მკვდრების გალახვა”...
როცა ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდება,
ძეგლი აიგება თუ სახლი დაინგრევა,
წვიმა მოვა თუ მიწისძვრა იქნება,
ბატკანი გაჩნდება თუ ყრმა დაიბადება,
იტყვიან დანანებით თუ თავისმართლებით --
”ეს იყო მკვდრების გალახვის დღესაო”.

მანამდის კი, მანამდის, ვიდრე მიწაში ვართ
და ვისვენებთ ყოველივე ზედმეტობისაგან,
რითაც რომ სიცოცხლე აღჭურავს ადამიანს,
ქალი -- ქალობისგან,
კაცი -- კაცობისგან,
ღარიბი -- ძონძთაგან,
მდიდარი -- ფულისგან,
მეძავი -- სიძვისგან,
პოეტი -- ლექსისგან და სხვა ანცობისგან...
მანამდის,
ვიდრე ძალა შესწევთ ჩვენს ლანდებს,
გაფრთხილებთ:
არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,
არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
და უფრო მეტიც...
რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,
რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,
რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,
თუმცა კი ჩვენში არ ერია ერცერთი მართალი,
ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,
ჩვენ მაინც ვმღეროდით:

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი -- დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის,
ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი,
რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე,
ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს,
იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება,
ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს,
უნიჭო კი ერთხელაც არა,
რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს,
ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს,
ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი,
ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა
და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა,
ვინც იცის -- ადამიანს ისიც შთააგონებს,
რომ შეუძლია რაღაც შებილწოს,
რომ, უმჯობესია ერთი ნაკლი სრულყო,
ვიდრე მოედო ათას სიქველეს,
რომ, ვინც დალია საწამლავი, თაფლი უკვე ვეღარ უშველის,
რომ მოძულეებს ხიდი არასდროს არ ჩაუტყდებათ,
რომ გაქცეულ ცოლს მზითვით უკან არავინ მისდევს,
რომ სილამაზე არსებობს იმიტომ,
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის,
რომ ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო,
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი -- პურზე,
რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც -- უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტი პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა,
ხელი კი არ დაუცალეს, როგორც წვიმას ხელს უცლის ბავშვი,
რომ სიძულვილის გრძნობა ქონება არაა,
მაგრამ სულ უგრძნობლობას მაინც სჯობია,
რომ კაცი მაშინ მღერის ცხოვრებაზე, როცა მასში განსაქონლდება ეშმაკი,
რომ, როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება,
ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე,
რომ, განა ი მ ა ს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა
ვიდრე მე მაქვს -- გაჯავრებისა?
მე ამათში ჩარჩენილი ვარ, ის კი წავიდა,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ ”მე ვტყუი, ესე იგი - ვარსებობ”
და ასე შემდეგ.

ვინც იცის, რომ საპნის ბუშტით ვერ აფრინდები,
იმით მხოლოდ შეიძლება ძირს დაენარცხო --
ქვემოთდახრილ ქუთუთოთა გაკვირვებაში,
ვინც იხუმრა, რომ ორი რამ -- ფული და სული
არავის არ უნდა გაანდო,
ვინც სიკვდილის წინ დაიბარა --
”მეძიეთ მე დაკარგულ საგნებში”,
ვინც იცის, თუ რაზე იოცნებოს: განვითარება და ბუნებრივი კლება
(თითქოს ჭკნობა ყვავილობაში),
როცა სულიცა და სხეულიც ერთად ჩაიწვება,
ვინც იცის, რომ ცხოვრება წაგებულია დავიწყებულ სიზარმაცეებში,
რომ, საქმე და თამაში ის ორი სარკეა,
სადაც ადამიანს თავის სახის ხილვა შეუძლია
და, რომ განუწყვეტელ გადანაცვლებებში
ეს ორი სარკე ერთმანეთს ერწყმის,
ვინც იცის, რომ, თუკი გელოლიავებიან,
ესე იგი რაღაცაზე თვალსა ხუჭავენ,
ვინც იცის, რომ, თუ არ შეეგუები სიბრძნისათვის წაყრუებას და
სილამაზისთვის თითებშორის ცქერას,
ისინი გაგსრესენ,
ვინც არ დაკარგა გულუბრყვილობა, რომ გაიკვირვოს მეათასეჯერ --
რატომ არის ეს ცხოვრება ყოველ წამში ასე ახალი,
როდესაც ასე ძველია და გაცვეთილი,
ვინც იცის, კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება,
სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას,
ვინც იცის, რომ ბრძენი არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ,
ვინც იცის, რომ საქართველოში
გიჟიც კი არ არის თანმიმდევრული,
რომ ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო
და ასე შემდეგ.

ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ვინც ცოლს გაუღრინა - ჩაიცვი, წავიდეთ!..
ეს ცხოვრებაა იმათთვის,
ვინც მრავალწლის ფიქრით შეიგნო,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ საბოლოოს დარწმუნებულები მიწაში წვანან.

ასე ვიცხოვრეთ ჩვენ საქართველოში,
ხან ჯოჯოხეთად რომ ვსახავდით და ხან ლურჯ ქედებად
და თუმცა საჯდომებით სკამებზე ვემაგრეთ,
აზრები მაინც მიმოგვდიოდა
და წვერს ვიპარსავდით რადიოჰანგებზე,
საკუთარი სიმღერა კი საფლავში მიგვქონდა,

და

როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte


Female
Number of posts : 534
Age : 32
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptyFri Mar 06, 2020 6:52 pm

ბესიკ ხარანაული

***

...მოდის გაზაფხული,
რომ სიყვარულზე კვლავ შეგვახსენოს
და ღმერთმა ნუ ქნას,
შარშანდელივით ისე ჩათავდეს,
რომ შტერად მდგარმა განწირვით ვიკითხო:
– იყო გაზაფხული?
– იყო გაზაფხული!
მეუბნებოდნენ მაშინ ფოთლები.

– იყო გაზაფხული!
მეუბნებოდა უკვე ჩამუქებული ბალახი.

და აი იგი ისევ მობრძანდა,
რომ სიყვარულზე კვლავ შეგვახსენოს.
წელს მე გამუდმებით მზირზე ვიქნები
და არცერთი კვირტი უჩემოდ არ ჩაისახება.

იქნება გაზაფხული?"



jocolor

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptyFri Aug 21, 2020 9:52 pm

ბესიკ ხარანაული

ღმერთო, ამას გთხოვ, საქართველო ხო გამთლიანდა?

ღმერთო, ამას გთხოვ,
საქართველო ხო გამთლიანდა?
მკვდარი ვიყავი,
გაღვიძება დამაგვიანდა,
ანდა სხვა რამე
ნაკლთა გამო ადამიანთა -
ღმერთო, ამას გთხოვ,
საქართველო ხო გამთლიანდა?
ამერთა წყალში
იმერთა თევზი
ხო ასრიალდა,
ყველა მხრის ქარი
თავზე რისხვად
ხო დასტრიალდა,
რაც ცოდვა ჰქონდა,
დროშად ყველა
ხო აფრიალდა,
ხო განიბანა სისხლით,
ტანჯვით გამადლიანდა,
ხო გაიფანტა,
სიწმინდენი დანაგვიანდა,
ხო ჰყავ წყალობა
დავითიან-თამარიანთა,
ხო მიეც ბარი და ნიჩაბი
ადამიანთა,
რომ მიწას ოფლი დააწვიმონ,
სანთელს ცრემლები,
რომ გზაზე მგზავრი დააყენონ,
მთაზე - მცველები,
ღმერთო, ამას გთხოვ,
მთელი სულით, მთელი გულითა
რო გაიხარებს
მამა შვილით
დაკარგულითა,
გააძღე ჩემი საქართველო
არა პურითა,
არა ღვინითა,
არა წყლითა,
- სიყვარულითა!

2019

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptyMon Aug 24, 2020 12:06 am


ბესიკ ხარანაული - ყარყატი
•Aug 25, 2020

ყარყატი
© ბესიკ ხარანაული
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

ბესიკ ხარანაული

ყარყატი

ლოგინზე
პირქვე რომ დავეგდები

და სახეს რომ
ბალიშში ჩავრგავ

და ხელებს რომ
გვერდზე დავიყრი,

იცი,
რას ვბაძავ?

ყარყატსა ვბაძავ,
ჩემო კარგო,

მონადირემ რომ ჩამოაგდო
ჩემს ბავშვობაში.

ასე დაასკდა იგი მიწას
ტანმოწყვეტილი,

ასე წარგო თავი
წვიმაგამჯდარ ნახნავში,

ასე დაყარა ფრთები,
ასე დალია სული.


***
The stork
The verse by Besik Kharanauli (in Georgian)
This clip is made with: Official piano Tutorial of "Time To Remember" from the album “Tears Of The Night ℗”
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/L1p0gwDlfws

ბესიკ ხარანაული - Page 7 0110

ბესიკ ხარანაული - Page 7 1-0-810

ბესიკ ხარანაული - Page 7 0810


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptySat Oct 10, 2020 4:52 pm

ბესიკ ხარანაული

კაფია

შორით მოვიდა ამბავი,
მთვარეს დაასწრო, მზესაო,
შენ დაბერება მეუწყა,
ხარანაულო ბესაო,
ავია, ჭორი, შენც იცი,
ემანდ არ გაცხადდესაო,
იორში შიშით შედიხარ,
მუხლებს უმაგრებ ჩქერსაო,
შარვალში ხორცები გიჩანს,
ჩიტი არ გაფრინდესაო...
გავიგე უარესიცა,
ლექსებს ვეღარა კვესაო,
კაცების ამპარტიონო
და ქალებისა ქლესაო...
სიტყვის თავში და ბოლოში
სად გაგონილა კვნესაო,
გუშინ რო ვარგებულიყო,
ვერ ვიქნებოდით დღესაო.
ენავ, შე დაუშრობელო,
დანავ შე დაუკეცავო,
დასდიხარ ფეხშიშველაი,
გაგიცვდა, რაც ტანთ გეცვაო...

jocolor
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptyWed Jan 20, 2021 10:39 am


ბესიკ ხარანაული "ლიტერატურაზე მეტი რაღაცეები"
•Jan 16, 2021

თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptyWed Oct 27, 2021 6:26 pm

ბესიკ ხარანაული

ყოველნო ქართველნო!

ყოველნო ქართველნო!
რა გავბედო,
როცა ყველა,
ქალნი სადედოფლონი ხართ და კაცნი სამეფონი.

დაძინებამდე დრო მუდამ მიჭირდა.

თქვენზე ფიქრი ცოდვაში მაგდებს,
თორემ, ისე, ჩემს ცოდვებს თავს იდებდა საყდრის ბერიც კი.

ტაშში უფრო კარგი არის, ვიდრე ყეფაში,
ტაში – კაცისა, ყეფა – ძაღლისა.

მსაჯული ყოველთვის ცდება – ვინმეს სასარგებლოდ.

ყოველნო ქართველნო!
პირველ სიტყვას ვერ ვიხსენებ,
როგორ მოგმართოთ?!

არ არის თქვენს შორის უმნიშვნელო,
ნათლულიც რომ არ იყოს ვინმესი,
თქვენი გვარები მდინარესავით მოედინებიან
პატრიარქებიდან,
არა ხართ თქვენ გაზრდილნი
გაბიძგულ ღომზე და ხმელა პურზე,
სარზე აგებული მწვადი ტრიალებს თქვენს წინ
და შეექცევით დამშეული ბალღების წრეში,
შემოსეულ ძაღლების ცქერაში –
ღამე მაძღრები დაეყრებით, იღვიძებთ მშივრები –
დილის საუზმე სიზმრით გეუწყებათ.

მე კი მჭადით გამოზრდილი ვარ,
მინდა ჩემი წიგნი იმ ხალხმა ნახოს,
სადაც განსაზღვრებას ხმარობენ სახელის ნაცვლად
და “ყველაფრისადმი მოკრძალებულს” იტყვიან ჩემზე –
და არა სახელს.

ქალ-პატიოსნებო და ვაჟ-მამაცებო!

“მოთქმით გალობა” და “სიმღერით ტირილი” სინონიმებია,
რომელიმე ყელში რომ წამიჭერს,
ნება დამრთეთ სახე აგარიდოთ –
არ იფიქროთ, რომ სუნმა მომჭყანა.

ყოველნო ქართველნო!..
ცას არ ექნება უმეტესი ჟღერა ქუხილში,
ვიდრე ამ ორ სიტყვაში ფარული აზრია…
ყოველნო ქართველნო!
წეღანაც ვთქვი:
კაცნი სამეფონი ხართ და ქალნი სადედოფლონი!
ამიტომაცაა,
რომ ნემსის ყუნწზე შერჩენილი ძაფიც ვერ გაგიყვიათ,
რადგან ყოველი მეორე წინაზე მეტი ხართ,
როგორც ბორბლის ჭალებმა იდავონ უპირატესობა
გაჭედილ ტალახში –
რომელს ამჯობინებ,
ყველა დასვრილია,
ურემი კი მაინც მიღოღავს!

ყოველნო ქართველნო!
ბუნებაში ყველა ნაკლით განსხვავდება,
თქვენ მხოლოდ ღირსებით – რაც ერთ საგანს
მეორესთან გასაყოფად არ ენიჭება.
ყოველნო ქართველნო!..
თქვენ ბუნების საოცრება ხართ –
მახსენდება წიწილებმა ჭიაყელა რომ ვერ გაიყვეს,
თქვენ ხომ ნაკლი უფრომც გშვენით,
ვიდრე სხვებს – ღირსება…

ყოველნო ქართველნო, რო არ გაქოთ,
რა ვაკეთო მე უბედურმა,
სარცხვენელნი ვით დავიფარო…
სხვა ვინ შეძლებს, რომ ქვეყანა ფეხებზე ეკიდოს
და თავს გრძნობდეს, როგორც შვილებზე მზრუნველი მშობელი.
რომ დაგელოცეთ, გავიქცეოდი,
მაგრამ ახლა დაწყევლილი ვარ და არსად წავალ.

ნათქვამია, ყველა ნაგავი გემოთი რომ გასინჯოს კაცმა,
მთელი სიცოცხლე ამ საქმეში ფუჭად წაუვა…

ეეჰ, ენას ვერ ვაჩერებ…
იქნებ გამოუშვათ ხარები ურმიდან და გზაში დამტოვოთ…

ყოველნო ქართველნო,
მილიონი წელია, რაც ბალახი მწვანეა და სისხლით გააწითლეს,
მილიონი წელია მიწა დამრგვალდა და მაშინვე გაითხარა მასში დარანი –
თქვენ სცოდეთ და მე დაგმალავთო!
ჩვენ რომ წარსულს მალე ვივიწყებთ,
რა არის ეს,
სიბრძნეა თუ დანაშაული?
ზოგი ხალხი წარსულის გლოვით ქონებას აგროვებს –
მაგრამ ღმერთს არ უყვარს გლოვა და ვაგლახი,
მით უფრო, ოქროთი გადალესილი ჭრილობით კეკლუცი.

ყოველნო ქართველნო და უფრო კი, ქალ-დედროვანნო,
რადგან თქვენშია უმეტესი გაგების ძალა.

ცხოვრება ქართულ ზმნას შევალიე,
ვერ მოვდრიკე, ვერ მოვხარე,
მთელი ახალგაზრდობა გონივრულ ტანჯვაში გავლიე
და პატივად, ამ სიბერეში ზმნასღა ვხმარობ:
კარგია, მაინც მქნელია და არა ქმნული.

ქალ-დედროვანნო!
რადგან თქვენშია ახლის მიღების ძალა.

ერთხელ მაინც, ცხრა-ათ საუკუნეში
ახალს შობთ ხოლმე.
და შობილი ამოგყავთ გულის საყელოდან,
რომ ნაყოფს არაფერი წაეცხოს მიწისა –

ასე ამოვანათე მეც, ოდესღაც დედის უბიდან –
ცაში ფეტვი არ მითესია.

ყოველნო ქართველნო!
ამ არჩევნებში რა პირისკალაპოტიანი ხალხიც ჩვენ ვიხილეთ,
გურამიშვილის დანა თუ დაყვერდა,
მე კი, უბირს და უმნიშვნელოს,
ფრჩხილის წასაკვეთი მახვილიც არა მაქვს –
ერთუბრალო სადგისის გარდა,
თუმც, ჰაერით გავსილ ბუშტებს ამითაც წავჩხვლეტ –
ჰუუ… გამოუვა ჰაერი და დაიფუშება.

ყოველნო ქართველნო!
ყოველდღე რომ ახალი მოგეცეთ,
ვერვინ წაგტაცებთ.
მოძულეების მეგობრობა რა სანდო არის,
საფიხვნოზე გატანილი საჩოხე
სანიფხვედ აქციეს!

თქვენ – წაკიდებულ მამლებივით ქვემოთ ძიძგილაობთ
სერზე კი მელასავით დაყურსული დამპყრობელია.

ყოველნო ქართველნო!
ეს ის დროა,
როცა ვეფხვის ტყავივით ქართულ რუკას
ურუმებმა კალთა წაკბიჩეს.

jocolor
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptySat Nov 19, 2022 9:45 am

ბესიკ ხარანაული

***
დავდივარ და ვერ გპოულობ, თიანეთში - თიანეთო,
საქართველოში - სამშობლოვ, ჩარხუკუღმა მტრიალებო,
ნეტავ, მცხეთავ ისევ თუ ხარ, ისევ თუ ხარ, თრიალეთო,
სხვადასხვა გზით მოარულთა თავი გავიმტვრიანეთო,
აღარაფერი არ არის, თვალებს რას ვაბრიალებო,
მჭვარტლი მწვავს და კვამლი მფარავს, სარზე ძვლები ჩხრიალებსო,
ვაი, ვინაც იმკითხავა, ღმერთი გაგამთლიანებთო,
თქვენ იარეთ, იარეთო, ქარი გააფრიალეთო,
ყველამ ხორცი წაგაგლიჯათ, რითიც გული იამეთო,
ნიჭი თქვენი, თავი თქვენი, საქმე გაგატიალებთო.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptySun Dec 04, 2022 6:35 pm

ბესიკ ხარანაული

გაძარცვული პერსონაჟი ფიროსმანისა

ჩემს სიახლეში,
როცა იყო სპილენძის ხურდა,
ათი თეთრით
ქალაქს მოივლიდი;
შეიძლება,
ფუნთუშაც გეყიდა.
ახლა, სიბერეში,
არც ტაქსით მივლია,
არც მანქანით,
არც მეტროთი,
არც ავტობუსით
და,
ვბრუნდები
გაძარცვულივით.
რა მოხდა ასეთი?
წინათ ლექსებს ვაპარებდი,
ახლა ვაფრიალებ,
საქართველო არ იცოდნენ,
ახლა გაყვირიან.
მშვიდობიანად ვიარე,
ორგან ჩამოვჯექი,
დავბრუნდი სახლში.
ავი თვალის,
ავი გულის,
არავინ მინახავს,
„მშვიდობის ქალაქი“
ყელს მეკიდა ავგაროზივით.
კვირობდნენ კი,
სხვა ქალაქები,
რო გავრცელდა ეს ინფორმაცია:
შური კლავდათ,
რომ გარეთ ომია,
და,
აქ კი მშვიდობა,
ხალხიც სრულადაა
და მიწაც მრთელია,
საახალწლო დალოცვასავით,
ნაძვის ხესავით.
და მეც:
სახლის წინ,
შიშველი,
ტიტველი,
გაძარცვული
პერსონაჟი
ფიროსმანისა.

2022

jocolor
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptyThu Jan 05, 2023 4:01 pm

ბესიკ ხარანაული

მე, ბესიკი რაკი მქვია
„ვაის“ ხმაზე, ფარდაგული

მე ბესიკი რაკი მქვია, განა დანაშაულია?
ჩემი ლექსი - მილიონი, ჩემი თავი - შაურია,
გული რომ არ შეუღონდეს, ქალს ისე ვერ გაუვლია,
გაკვირვებული არიან,
- ეს რაფერი ჩაუქია?
ვაი.

მე ბესიკი რაკი მქვია, განა დანაშაულია?
სოლოლაკში ნაცხოვრები, ვცხოვრობ ნახალოვკაშია,
მშვიდად ვერც მე გამივლია, ვარ სუ თავის თოკვაშია,
აცმული ვარ ჭრელ-ჭრულებით,
სულ რაღაცას ვიღმურძლები.
ტალიკანად ვიარები, წვიმაშია, თოვაშია
ვაი...

ორი წელი მიძოვია სტუდქალაქის ყანაშია,
ტრამვაი იყო სამშობლო იმ უცხო ქვეყანაშია,
წვიმაშია, ავდარშია, თავსა ვგრძნობდი ჯავშნაშია,
ვიჯექი, წრეებს ვარტყავდი, დღე-ღამის გაყვანაშია,
- გშიაო? თავი მკითხავდა, ვეტყოდი-თუ - არა მშია!
- გცივაო? თავი მკითხავდა, ვეტყოდი-თუ - არა მცივა!
დედის გაზრდილი ვიყავი წუხილისა ფარვაშია,
არყოლაც რომ ზედ დამერთო არქონისა ვარაყშია,
სასმელისა ვერატანა, ტოლ-სწორში, ამხანაგშია,
თავი არ დამიკარგია ჩხუბში და ლაპარაკშია.
ვაი...

ერთხანს დასტაში ვუკრავდი,
ნერწყვით სავსე პირის გამო,
კინაღამ თავი წავაგე
ხალიანი გოგოს გამო,
ავდექი და წამოვედი,
სანამ კიდევ კაცსა ვგავო,
სხვას ვეარაფერს გამაკვირვებ,
მარტო სიყვარულის გამო,
ვაი...

ეს კი უნდა
ვთქვა მე,
რომე,
ნიჭი ვხარჯე,
ჭკვა ვერ ვზოგე,
ქარივითა
უსაზომე,
ვერ მოვდრიკე,
ვერ მოვკონე,
დამეკარგა
გაუგონე.
ვაი...

ეშმაკს ნაგვანს, მითხარ,
ვინ შემინახავს?
თუ ინებებ,
მინდა
მე შენი ნახვა,
არ ინანებ,
ასეთი რომ ითავე,
მურაბებს კი,
გეტყვი, გამოგითავებ.
ვაი...

ეს სიმღერა ვწერე ნერწყვით სველითა,
არც ვალითა, არც რომ საციქველითა,
ჩემი ორი მოამური ხელითა,
ჩემი პირით, ლაქარდიან ენითა,
რომ გამიცნო სრულად საქციელითა,
გარანტიით
არცკი ერთი წელითა.
ვაი...

მე რომ არა, უშნოს ვინ მოიწონებს,
უგემური დარჩება შესაჭმელი,
თუ მეორადს მესამე არ იზომებს,
სად წავიდეს ეს ამდენი საცმელი?

უშნო თუ ხარ, მოდი ჩემთან, ლამაზო,
უგემურო, ორი ყბით ვჭამ, იცოდე,
მეორადო, ენდე ჩემისთანასო,
ხელი ჩემი, ფეხი გამოგიწოდე.

ასეთი ვარ, სხვანაირი არა ვარ,
რაღა შემცვლის, გახმა გულის ფიცარი,
ჩემს ამბავში როცა მოხვალ ალალად,
გაიკვირვებ, რომ მაშინვე მიცანი.
- ვაჰ, ის იყო!
იტყვი,
სხვას მოუყვები,
ცხოვრებაში,
როგორც მშრალში იხვები,
ბლომად ყრია
ჩვენნაირი ბრიყვები,
გათრეული,
დანა-დანაღირები,
წინ გახსნილი
კონკიანი ნიფხვებით,
ზოგიც კიდევ
ნავით განარიყები...
ცხოვრებაში,
ჩვენნაირი ბრიყვები,
ცის ორმოში
კვამლად ავიჭრიხებით.
ვაი...

მე ბესიკი რაკი მქვია, განა დანაშაულია?
ვაი...

2023

jocolor
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 EmptySun Jan 15, 2023 9:58 pm

ბესიკ ხარანაული

ეშმაკთა უეშმაკესი

ქარი ქრის, თივებს აქანებს, ახარებს ეშმაკებსაო,
ფანჯრიდან სჭვრეტენ ბერიკაცს, ბუხარში ცეცხლის მგზნესაო,
გაიბრუნენენ თავებსა, _ ოხერი, ისევ წერსაო.
ან კი რა დაღლის, ცოდვილსა, ეშმაკთაც უმეტესსაო,
ლექსები მილით მოუდის, ძაბრით ჩაუდის ყელსაო,
თავად არ იღლის მაჯასა, მხარ-გვერდზე ტკბილად წევსაო...
ტუჩებს აირთხავს საყვირად, _ ზენა ხმა მაუწყესაო!
მთვარეს დაუდებს ფურცელსა, ეტყვის _ დაწერე ესაო!

ეხლა კი გასჭირვებია, დაეძებს ნაფოტებსაო:
_ მაშ რა გეგონა, ძმობილო, რო არ იტკიებ წელსაო!
მაგრამ, დახედეთ, უკიდებს თავისავ ნაწერებსაო,
“ნაფოტი დამეზოგება, ლექსებს კი დავწერ სხვებსაო!”
ქაღალდს დაჭმუჭნის, შეუგდებს, ცეცხლი პირს დაუღებსაო,
შეთანხმებული არიან, ცეცხლი წვავს, კაცი წერსაო,
სჩანს, ამდაგვარი გართობა ერთადერთი აქვთ დღესაო.

ქარი ქრის, თივებს აქანებს, ახარებს ეშმაკებსაო,
მგელი მიდმორობს, მელია ისწორებს ქვეშაგებსაო,
ბერიკაცი კი დაეძებს დაკარგულ გასაღებსაო:
“ჭუჭრუტანიდან იციან, განთუ ეძებენ გზებსაო!”

ქარი ქრის, თივებს აქანებს, ახარებს ეშმაკებსაო,
ბუხარში ცეცხლი დაენთო, მოედო ფურცელ-ხმელსაო,
ეშმაკს დაუწვა თვალები, ჭუჭრუტანიდან მთვლელსაო,
წივილ-კნავილი დაიწყო, ჩაბრუნდა ჯოჯოხეთსაო.

ბერიკაცს გული მიეცა, გახედავს განჯინებსაო,
განჯინაებში ბოთლებსა, ბოთლებში არაყებსაო,
ზოგს რომ „საძილეს“ ეძახის, ზოგსაც კი „სარწყილესაო,“
ადგება, აიზლაზნება, იტყვის, _ გადავკრავ ერთსაო!
ერთს მიაყოლებს მეორეს: _ ცალ ფეხზე ვინა დგესაო?
მესამეს მისწევს მეოთხეს: “არა ვაწყინოთ ღმერთსაო!”

სუნს დაიკრავენ რწყილები, აშლიან ბუდეებსაო,
წაასხმენ ტილის კრუხები თავიანთ ქიქილებსაო...
_ ხვალემ იკითხოს ხვალისა, რაკი გადავრჩი დღესაო!
არაყსამც გაემარჯვება, იმისამც გამომჩენსაო,
ეშმაკით ეშმაკის შემკვრელს, ბერიკაცს, მძლეთა მძლესაო,
მეტს კი ვეღარას ვიუბნებ, ჭკვას აღარც მე ვარ ჩემსაო,
რაც ამ საღამოს ვიბრძოლე, სხვას ეყოფოდა თვესაო.

2023

jocolor
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty
PostSubject: Re: ბესიკ ხარანაული   ბესიკ ხარანაული - Page 7 Empty

Back to top Go down
 
ბესიკ ხარანაული
Back to top 
Page 7 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7
 Similar topics
-
» წიგნები და ავტოგრაფები
» ლევან ხარანაული

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: