არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ვახტანგ ჯავახაძე

Go down 
3 posters
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 EmptySun Jul 05, 2020 11:53 am

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Vakhta10

ვახტანგ ჯავახაძე

***
პირამიდაში სძინავს ფარაონს,
გარეთ პალმების უხმობს მარაო,
მაგრამ არ მოსწონს სააშკარაო:
მუმიამ უკეთ დამიფარაო...
- რამდენ წელიწადს გაძლებს მუმია?
- ასი ათასი - მინიმუმია!

1982


study


Last edited by Admin on Sun Jul 05, 2020 12:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 EmptySun Jul 05, 2020 11:57 am

ვახტანგ ჯავახაძე

***
ვერ ვიტან ცოცხალ გენიოსს!
არ მჯერა, ეჭვი მერევა,
ჯერ არა, განსჯის მომხრე და
განკითხვის მომხრე მერე ვარ.
მაფიქრებს ალბათობა და
მაძალებს შესაძლებლობა,
როდესაც ამხედრებული
რაინდი ლაფში ეფლობა.
არც მუზარადი ეხურა,
არც ქოლგა გადაქოლგოდა,
პარნასზე ისე ავიდა,
არ გაუვლია გოლგოთა.
აბა, როგორღა გაარჩევ
სიკეთესა და სიავეს,
როცა საეჭვო ნისიას
სახელიც ანისიავებს,
როდესაც ახარისხებენ
ათას კილოს და კილოკავს
და როცა პირწავარდნილი
დუშმანი ხელებს გილოკავს?!
ასეა, ასე იქნება
ცთუნება ჰარმონიათა -
შემდეგამდე და შემდეგ და
შემდეგის შემდეგ - ნიადაგ.
ხოლო გვირგვინი, შეთხზული
დაფნით და გეორგინებით.
ქელეხის შემდეგ, ბატონო,
ქელეხის შემდეგ იქნებით!

flower


Last edited by Admin on Sun Jul 05, 2020 11:58 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 EmptySun Jul 05, 2020 11:58 am

ვახტანგ ჯავახაძე

***
მოდი, ბებრების უცნაური ფოტო გაჩვენო,
ყველას იცნობ და ჩამოთვლაში თვითონ მიშველი, -
სხედან: პლატონი, რუსთაველი, მიქელანჯელო;
დგანან: ვოლტერი, გოეთე და გურამიშვილი;
ფეხმორთხმით სხედან: ლევ ტოლსტოი, ვიქტორ ჰიუგო,
პაბლო პიკასო, კლოდ მონე და ჩარლი ჩაპლინი.
ქვეშ გაჭირვებით იკითხება სოფლის აუგი,
უღნო ხელით გადაწერილ-გადაჩხაპნილი:
„წუთისოფელი რა არი?
- აგორებული ქვა არი,
როდესაც დავიბადებით
იქვე საფლავი მზა არი“.

1976

flower
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 EmptyWed Jul 08, 2020 10:23 am


ვახტანგ ჯავახაძე - ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი...
•Jul 7, 2020

ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი...
© ვახტანგ ჯავახაძე
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

ვახტანგ ჯავახაძე

***
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი.
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა, მამას თვალს არ აშორებდა.
მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უცქერდა, ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი - გოგოს, გოგო - მამას, მამა - უცნობს შეჰყურებდა.
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი.

***
The carousel was spinning, spinning, spinning
The verse by Vakhtang Javakhadze (in Georgian)
This clip is made with: Indila - Dernière Danse (Amadeus - violin cover instrumental).
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/5fStKyKLCPE

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 K_9-0910


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 EmptySat Nov 21, 2020 3:34 pm

ვახტანგ ჯავახაძე

საელეგიო
(ელეგია "ყელსაბამში" ჩასამატებელი)

დაობლებულან შენი ხატები,
შენი კერპები, შენი ღმერთები,
ისე ძალიან მოგისაკლისეს,
მე სტუმარივით ვეზედმეტები.
და გელოდება თავსასთუმალთან
ხელუხლებელი შენი სერვისი,
რომელსაც ახლა - ჩიტის რძესავით -
რითმა აკლია შესაფერისი.

- ქება ცოლისა აუგიაო! -
მესმის მურმანის ავე არია
და ამ სალონის დემონები და
ანგელოზები აქვე არიან.
- ქება ცოლისა აუგიაო! -
მაგრამ შენ შენი აბესალომი
არ გაგაწბილებს კაფე-სალონის
ახირებულთა აბეზარობით
და უსათუოდ მოიგერიებს
აუგიანს და აუგიანებს,
თუ რამდენიმე ნათესავი და
ნაცნობი სალამს დაუგვიანებს.
მე კი კუნძული აღმოვაჩინე
და ჩემთან ერთად ცხოვრობს მეზობლად -
დაქვრივებული მამაკაცების
უმცირესობის უმრავლესობა.
მეპატიჟება, მაგრამ ვერა და
ვერ შევუსრულე თხოვნა ქალიშვილს,
რადგან წიგნებმა არ გამიშვეს და,
რაც მთავარია, შენ არ გამიშვი.
დამესიზმრე და მალე გათენდა,
რაკი გათენდა, უკვე აქ აღარ
დაგედგომება, თუმცა როდესაც
სახლში არა ხარ, მაინც აქა ხარ.
და ვინაიდან ამოიწურა
მინიმალური ჩვენი შანსები,
ორკარიან და ოროთახიან
დამალობანას მეთამაშები.

ივლისმა უკვე მოაღიავა
ჩვენი ფანჯრები ფარჩიანები,
მაგრამ ვინ უნდა შემოიხედოს
ჩვენთან ირაკლი ფარჯიანივით?
მოდი, ერთხელაც მიპასუხე და
ჩამონათვალი გამინახევრე:
სად მოვუპოვო ჩემი ნამუსის
ულვაშს ახალი პარიკმახერი?
ისიც მასწავლე, უკანასკნელი
განკითხვისათვის როცა წავდგები,
რით გავამართლო ჩემი უშენოდ
გატარებული წელიწადები?

2019


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 EmptyMon Jul 26, 2021 8:55 am


ვახტანგ ჯავახაძის " ელეგია "
•Nov 4, 2020

თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.

ბმული:
* https://youtu.be/SccsLKomHNE



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 EmptyThu Jul 29, 2021 4:06 pm

ვახტანგ ჯავახაძე

ქება სასვენი ნიშნებისა

მე ვადიდებ სასვენ ნიშნებს, ვიცი მათი ფასი…
წერტილიდან წერტილამდე ძლივს მიმქონდა აზრი.
არასოდეს არ ვკარგავდი კითხვის ნიშნის იმედს
და ბოროტად არასოდეს ვიყენებდი მძიმეს.
ზოგჯერ,
როცა სიტყვის შემდეგ ვერ დავწერდი წერტილს
და მძიმესაც ვერ დავწერდი, წერტილ–მძიმეს ვწერდი.
როცა რითმებს ვდარაჯობდი, როგორც მონადირე,
მწევრებივით მაქეზებდნენ დეფიზი და ტირე.
ხშირად, როცა არ მწყალობდა შთაგონების ღმერთი,
ბეწვზე გადავურჩენივარ ერთგულ მრავალწერტილს,
ხოლო როცა დადგებოდა ჟამი ყიჟინისა,
ხან ორ წერტილს მოვუხმობდი,
ხან – ძახილის ნიშანს…
ისევ ვწყალობ ნაცნობ ნიშნებს, როგორც მეცენატი,
თუმცა ზოგან სასვენ ნიშნებს აღარ სცემენ პატივს.
გრძნობის დილეგს უწოდებენ და ვნებათა კარცერს,
ზოგი ზოგჯერ გაიხსენებს, ზოგი სულაც არ წერს.
მე კი ისევ ერთგული ვარ ძველი მონაპოვრის:
სიტყვებს ვეძებ, რომ ჩავწერო სასვენ ნიშნებს შორის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ჯავახაძე   ვახტანგ ჯავახაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ვახტანგ ჯავახაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: