Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გაგა ნახუცრიშვილი Thu Dec 03, 2020 8:02 pm
გაგა ნახუცრიშვილი
მთვარის რიტმი
მთვარე ანათებს - თეთრი ნაჭერი, მოდით დაჭერით ყვითელი დანით... მოაქვთ ჯალათებს უძლური ტანი, და სულს კაფავენ ყვითელი დანით. ფანჯრის რაფაზე ყვავილი ქოთნით, ქუჩას აბრაზებს ბებერი ლოთი, ჩანს სილუეტი და სიუჟეტი, გვინდოდა მეტი, რატომღაც მეტი...
მალე დაჭერით, მოწმინდეთ სისხლი თეთრი ნაჭერით ფიქრები შენზე, ო, როგორ მძულდი უცნაურ გემზე ვიყავი ქურდი, სიჩუმის ქურდი ვპარავდი აკორდს, ვიყავი მარტო, უაზროდ მარტო და მაინც მარტო... მალე დაჭერით მთვარე მაგონებს ღამის ვაგონებს და ფიქრებს შენზე, უცნაურ გემზე, ო, როგორ მძულდი...
Last edited by Admin on Thu Dec 03, 2020 8:05 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გაგა ნახუცრიშვილი Thu Dec 03, 2020 8:03 pm
გაგა ნახუცრიშვილი
სამყარო... მერე...
სამყარო... მერე სამყარო ისევ, ჰორიზონტია ჰორიზონტს იქით, შენ ახლა ეძებ ერთადერთ მიზეზს დარჩენის? არა, წასვლის, პირიქით.
არ არის არსად კიდე, არც ზღვარი და დედამიწა თურმე მრგვალია, ყველგან ზღვაა და ტალღები მთვრალი და ყველგან მხოლოდ ზურგის ქარია.
სიშორეს ასე რატომ უფრთხიან, თუ ეშინიათ სხვა სინამდვილის... სიშორემდე ხომ ერთი წუთია, სიახლოვემდე — დიდი მანძილი.
Admin
Number of posts : 7092 Registration date : 09.11.08
Subject: Re: გაგა ნახუცრიშვილი Thu Dec 03, 2020 8:04 pm
გაგა ნახუცრიშვილი "სადგურები" •Dec 3, 2020
თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.