| | წიგნები თეატრზე | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: წიგნები თეატრზე Tue Mar 16, 2010 4:06 pm | |
| წიგნები თეატრზე – თარგმნილიც და ორიგინალურიც... 
Last edited by Admin on Sun Jan 30, 2011 6:12 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: წიგნები თეატრზე Sat Jan 29, 2011 2:11 pm | |
|  წიგნის დასახელება – "საუბრები თემურ ჩხეიძესთან" ავტორი – ნინო ჩხიკვიშვილი ISBN 978-99941-9179-1-2 გამომცემლობა – "პეგასი" ყდა – თხელი გვერდების რაოდენობა – წელი – 2011 ფასი – ანოტაცია – ინტერვიუები ჩვენი დროის ერთ–ერთ გამოჩენილ რეჟისორთან.  თამარ კიკნაველიძე 24 საათი 22.01.11ახალი გამოწვევა თეატრმცოდნეებს
გამოვიდა "საუბრები თემურ ჩხეიძესთან"კარგი ინტერვიუს გაკეთება რთულია. მით უფრო მაშინ, როდესაც რესპონდენტი სიტყვაძუნწია, რთულად იხსნება, ან იმდენად საინტერესო პიროვნებაა, რომ არ იცი საიდან დაიწყო, რა შეეკითხო ისეთი, რომ მასზე გულწრფელად პასუხის სურვილი გაუჩნდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ თემურ ჩხეიძესთან დიალოგი ნამდვილად გამოუვიდა ნინო ჩხიკვიშვილს, რომლის წიგნის, სახელწოდებით "საუბრები თემურ ჩხეიძესთან", პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში გაიმართება. ნინო ჩხიკვიშვილის ინტერვიუები რეჟისორთან, რომელმაც ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, სხვადასხვა ჟურნალში (მაგალითად: "ქართული მწერლობა" და "თეატრი და ცხოვრება") გამოქვეყნდა და მკითხველი დააინტერესა. ეს მასალაა თავმოყრილი წიგნში, რომელიც გამომცემლობა "პეგასში" დაიბეჭდა. მისი რედაქტორია თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე, გამოყენებულია ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები. თემურ ჩხეიძესთან ჩაწერილ და რამდენიმე შეხვედრად გადანაწილებულ ინტერვიუებამდე, წიგნს ავტორის წინასიტყვაობაც ახლავს, სადაც წერია: "თემურ ჩხეიძე, დიდი მაესტრო, მსოფლიო რანგის რეჟისორია... მსოფლიოს წამყვან თეატრებში აქვს სპექტაკლები დადგმული. სხვა რომ არაფერი, "მეტროპოლიტენ ოპერა" და "ლა სკალა" რად ღირს?! თემურ ჩხეიძე ჩვენი თანამედროვეა... და რა გულდასაწყვეტია, რომ მის შემოქმედებას საქართველოში ახალი თაობა ნაკლებად იცნობს... ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელ რეალობაშიც გვიწევს ამ რეჟისორის თანამედროვეთ ცხოვრება... ვერც წიგნს მოძებნით ამ დიდ შემოქმედზე. არადა, დალაგებულ ქვეყანასა და ყოფაში რომ ვცხოვრობდეთ, წიგნი წიგნზე უნდა გამოდიოდეს. თეატრმცოდნეები ერთმანეთს უნდა ასწრებდნენ თემურ ჩხეიძეზე წიგნის დაწერას, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაა... და იქნებ ამიტომაც, გავკადნიერდი და მოვინდომე ეს სიცარიელე შეძლებისდაგვარად ამომევსო. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გამომეწვია ის სპეციალისტები, რომელთაც ეს საქმე ევალებათ და ხელეწიფებათ კიდეც..." თანამედროვე თეატრალური პროცესებისა და ავტორების შემოქმედების კვლევა თეორეტიკოსების მთავარი საქმე და დანიშნულება უნდა იყოს, მაგრამ ამ მიმართულებით რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, რაზეც ახლა და ამ წერილში არ დავკონკრეტდები. შესაბამისად, არ ვიცი რამდენად "წამოვეგებით" გამოწვევას, რომელიც ქართულ რეჟისურაში მართლაც სერიოზულ ფიგურად აღიარებულ ხელოვანს ეხება. ერთი კი ფაქტია, მკითხველი აუცილებლად გამოუჩნდება გამოცემას, სადაც თემურ ჩხეიძე საკუთარ შემოქმედებით ძიებებსა და სხვადასხვა საკითხებზე გახსნილად საუბრობს. მაგალითად, ნინო ჩხიკვიშვილის შეკითხვას, რა შემთხვევაში ცოცხლობს სპექტაკლი დიდხანს, ასე უპასუხა: - "პირველ რიგში, აუცილებელია, სპექტაკლი არა მხოლოდ შთაგონებაზე, არამედ, მყარ ლოგიკაზე იყოს აგებული. არ უნდა იფიქროს რეჟისორმა, აბა, ერთი ვნახო, დღეს როგორ წავაო?! რას ჰქვია როგორ წავა? სპექტაკლი ზუსტად ისე უნდა წავიდეს როგორც გაქვს აგებული და თუ ამას შთაგონებაც დაემატება, ამას რა სჯობს? არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი: სპექტაკლი, რომელიც არ გამოიწვევს მაყურებლის ინტერესს, მერე იმას რაც არ უნდა უჩხიკინო, არაფერი გამოვა. ეს ორი პირობა განსაზღვრავს სპექტაკლის სიცოცხლისუნარიანობას". წიგნის ავტორის რესპონდენტთან პირველი შეხვედრა დასათაურებულია როგორც "სცენაზე ფეხაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება", მეორე - "სცენაზე იმის გაკეთება, რაც მოგესურვება, იმპროვიზაციას არ ნიშნავს", ხოლო მესამე - "როლების განაწილება სიუჟეტის გადაწყვეტასაც ნიშნავს"; ამის შემდეგ, აქცენტი გაკეთებულია რეჟისორის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ "ჰაკი აძბასა" და "ჯაყოს ხიზნებზე". მათზე ამომწურავი ინფორმაციის მოწოდების მერე გამოცემაში შეტანილია მცირე ინტერვიუები ხელოვანების (მაგალითად: ოთარ მეღვინეთუხუცესის, გურანდა გაბუნიას, ჟანრი ლოლაშვილის, მარინე ჯანაშიას, მიხეილ გომიაშვილის, ალეკო მახარობლიშვილის, ავთანდილ მახარაძის, ზურაბ ყიფშიძის, ნანა ფაჩუაშვილის, გოგა პიპინაშვილის, დიმიტრი ჯაიანის, გივი ჩუგუაშვილის, ქეთი დოლიძის, გოგი ქავთარაძის, გოგი ალექსი-მესხიშვილის და სხვების), რომლებსაც თემურ ჩხეიძესთან მუშაობის საშუალება ჰქონდათ. მათ შორის გია ბურჯანაძე იხსენებს: - "ბავშვობაში არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე, კალათბურთელი ვიყავი. ერთხელ, ნაკრების მწვრთნელმა, მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე, იბსენის "მოჩვენებანზე" წაგვიყვანა. სპექტაკლში სულ ხუთი მსახიობი თამაშობდა: ვერიკო, ვასაძე, სოფიკო ჭიაურელი, ნოდარ მგალობლიშვილი, გივი ბერიკაშვილი. ვასაძე და ვერიკო ძველი ქართული ფილმებიდან მახსოვდნენ და მაინცდამაინც არ მხიბლავდნენ. მაგრამ აქ, ამ სპექტაკლში, სასწაული ხდებოდა: ისეთი ორგანულნი იყვნენ, გამიკვირდა. კი არ თამაშობდნენ, სცენაზე ცხოვრობდნენ. მაშინ გავიფიქრე, ნეტავი, მეც ასეთი გავხდე-მეთქი"... მის მსგავსად თეატრალური ხელოვნება არაერთ მაყურებელს შეაყვარა რეჟისორმა, რომლის "არტ ხელოვნებაც" ახალგაზრდა თაობისთვისაც კი ყველაზე საყვარელი სპექტაკლია. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-01-22/13323.html გამომცემლობა "პეგასი" ფეისბუკზე – https://www.facebook.com/pages/gamomtsemloba-pegasi/112320335485701#!/pages/gamomtsemloba-pegasi/112320335485701?v=wall | |
|  | | Admin

 Number of posts : 7098 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: წიგნები თეატრზე Sun Jan 30, 2011 6:10 pm | |
|  წიგნის დასახელება - "კამინო რიალი" სერია: ავანსცენა ავტორი: თენესი უილიამსი ინგლისურიდან თარგმანი: მანანა ანთაძე კატეგორია: პროზა, პიესა ISBN 978-9941-9149-6-6 გამომცემლობა: "აგორა" გამოცემის თარიღი: 2010 ყდის დიზაინი: ნინო ხოსრუაშვილი ყდის ტიპი: რბილი, ლამინირებული ყდის ზომა: 115X175 გვერდების რაოდენობა: 180 ფასი: 6.90 მანანა ანთაძის წინათქმა ტენესი უილიამსის "კამინო რიალისთვის""კამინო რიალი" ტენესი უილიამსის (1911-1983) პოეტურ ენიგმატურ პიესებს შორის, განსაკუთრებული მოვლენაა. ავტორმა ამ სათაურით 1945 წელს ჯერ ლექსი დაწერა, შემდეგ ერთაქტიანი პიესა შექმნა (10 ბლოკი), ბოლოს კი 1952 წელს პიესის მეორე ვერსია შექმნა 16 ბლოკად, რომელიც ბროდვეიზე დაიდგა (რეჟისორი ელია კაზანი). სპექტაკლი ჩავარდა და ისეთი საშინელი რეცენზიები მოჰყვა, რომ ორივე, იმ დროს უკვე სახელგანთქმულ (ოსკაროსან!) შემოქმედს 1953 წლის 19 მარტი მოუშუშებელ ტკივილად დარჩა... დღეს კი "კამინო რიალი" "ამერიკის უდიდესი დრამატურგის ყველაზე მნიშვნელოვან პიესად ითვლება, რომელმაც ტრადიციული ნატურალისტური თეატრის დანგრევა და პოეტური თეატრის დამკვიდრება სცადა. ამ პიესაში უმთავრესი თავისუფლების ხარისხია. სასიამოვნო, უსაზღვრო, შვების მომგვრელი, უცნაური გათავისუფლების შეგრძნება… იგი არც ქაოსია, არც ანარქია, პირიქით, ასეთი ზუსტი ფორმა და მყარი კონსტრუქცია ჯერ არასოდეს შემიქმნია. ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი გონი სავსეა ხატებით, სიმბოლოებით, რაც კომუნიკაციის საშუალებას ქმნის. მე ისინი მხატვრულ სახეებად გამოვიტანე, რადგან უფრო ზუსტად გამოხატავენ სათქმელს, ვიდრე ტექსტი... ზოგჯერ, უტყვი ჟესტი ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე უამრავ ფურცელზე აღწერილი იდეა." (ტენესი უილიამსი) კამინო რიალი იყო უძველეს გზათა სისტემა ლათინური ამერიკის ქვეყნებში... პიესაში კამინო რიალი ეწოდება საპორტო ქალაქს. იგი ჰგავს ნებისმიერ სხვას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის. ანუ არის ყველგან და არსად. ამ ადგილიდან გაღწევა თითქოს შეუძლებელია. დიდი ქვის გალავანი დგას მასა და მთელ სამყაროს შორის. კედლის მიღმა ტერა ინკოგნიტაა. პირველი, ვინც ამ ქალაქში მოდის, დონ კიხოტია. იგი იძინებს, და "ამბავი" მისი სიზმარია. მოქმედი პირები არიან რეალურად არსებული და მხატვრული ლიტერატურიდან აღებული პერსონაჟები - სიმბოლოები! ეს პიესა ეძღვნება მათ, ვინც უღრან ტყეში აღმოჩნდა და გზა დაკარგა. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: წიგნები თეატრზე  | |
| |
|  | | | წიგნები თეატრზე | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|