| | ზინა სოლომნიშვილი | |
| | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Mar 12, 2021 3:12 pm | |
|  ზინა სოლომნიშვილი ნუ შემეხები ვერხვის ფოთლებში ნიავი უსტვენს, გამომაფხიზლე, მე თუ გავრინდდი... დრო წყვილი თითით მიდენის წუთებს, სხივით სავსეა უბე ამინდის... მე არყოფნაში როგორ გავბრუნდე, თუ შენს ძვალ-რბილში უკვე დავმკვიდრდი, ჩუ, ამიწივლდნენ მთვლემი განცდები, და ყველაფერი ბრუვდება ირგვლივ... ნუ შემეხები პატარა გულზე, დიდ ტკივილების ბუდეა იგი... 
Last edited by Admin on Fri Mar 12, 2021 3:49 pm; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Mar 12, 2021 3:13 pm | |
| ზინა სოლომნიშვილი *** ღამე დაუფრთხიათ მამლაყინწებს, ღვინოში ბანაობს გარიჟრაჟი... ეჰა, გულო ჩემო, რას ხარხარებ, ხომ არ გამიგიჟდი, გამიბავშვდი... მკერდში რომ ფრთხიალებ ფრთებშესხმული, რამდენი ორღობე და ეზო გელის... ბუხრებში ღრუბლები იწვებიან, გხვდება გაბადრული მეზობელი! იმდენი სიმაღლე და სილაღეა, მოკლავს სიმრუშე და დარდი ცოდვილს, რამდენი კაი ყმა გყოლია, ჩემო ქვეყანავ და არ ვიცოდი! ეხვევა ვაზი ჭიგოს, ვით გოგო ბიჭს, ბორკილი არ ჭირდება არა სურვილს; მთებიდან დილა გადმომდგარა, ლოყებატკრეცილი, ალანძული.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Mar 12, 2021 3:14 pm | |
| ზინა სოლომნიშვილი *** სისინებს ცელი, სისინებს ცელი, კვდებიან ბალახნი მოცელილნი... _ ღმერთო, მაცოცხლეო – ჩურჩულებს ენძელა მუხლებზე დაცემული მლოცველივით.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Mar 12, 2021 3:15 pm | |
| ზინა სოლომნიშვილი *** თავი დაიხრჩო ზამთარმა ხევში და მოიხადეს მთებმა ქუდები, არ მოიწყინო, მზე ისე შემშლის, რომ უსაშველოდ გავზაფხულდები; რაც ყაყაჩოა, ჩემს სისხლში ჰყვავის და ჯეჯილობა გულმა ინდომა; ცეკვით დაღლილი წაიქცა ქარი, იის თვალები სჭყიტა მინდორმა...  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Mar 12, 2021 3:16 pm | |
| ზინა სოლომნიშვილი *** მთებს აპრილი დაჰკისკისებს სერაფიტად, ცხელ მიწაზე დაკონებას მთხოვს სხეული,… აბა, მითხარ, მე უშენოდ მზე რად მინდა?! ლერწამი ვარ, სალამურად მომსხვრეული. ნუ გამისწრებთ, წლებს მივკივი მდევარივით, მე ამ ქვეყნად ვარ სიტკბოსთვის მოწვეული, კახურ ვაზზე ასაგლეჯი მტევანი ვარ, შენს ცხელ გულზე დასაწურად მოწეული.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Mar 12, 2021 3:17 pm | |
| ზინა სოლომნიშვილი *** მხარზე ხელს მირტყამს უბედურება, არვინ მძმაკაცობს უკვე მის გარდა; ჩემს სისხლს ვსვამ ღვინოდ, გულგანგმირული მისგან, ვინც ჩემზე ძლიერ მიყვარდა... გაყიდული ვარ იმ მეგობრისგან, ვისაც ჩემს თავზე მეტად მივენდე... ქუჩის კახპაა ახლა ის გოგო, მე რომ საკოცნად ვერ გავიმეტე.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Mar 12, 2021 3:28 pm | |
| ზინა სოლომნიშვილი გიორგი ლეონიძეს პატარძეულისათვის _ თეთრი კაბა შემოუხვევია ხევს ღრიალით, ვაშლის, ნუშის თოვლით გალუმპული, შენი ვებერთელა მხრები არი. გაბღავი მთებს, როგორც ხარირემი, დევის ქალამანი _ გდია ხრამი, ყაყაჩოს ღვართქაფი მოგთქრიალებს და ველურ ყვავილთა ნიაღვარი. ეს რა თაკარა მზე მოგშხაპუნობს, შენგან რა იების თქეში გვაწვიმს? _ საქართველოს ჰკოცნი, ეფერები, თავდავიწყებული ღმერთი კაცი. ვაი, რა მთვრალები დავბარბაცებთ, შენს ზღვასიყვარულის ნაპირებზე, სხეულებს ნაღვერდლები გვიშანთავენ, თუ მიხაკებივით გვაყრი ლექსებს. იმდენი ღვინო ხარ, ვერ ამოგცლით, თუმცა, გაშმაგებით გეწაფებით, ქართული ლექსების ქარიშხალო, ჟრჟოლვად მოვარდნილო, ჩვენს ძარღვებში. შენს ფართე მკერდსა და გონიერ შუბლს მზე არტყამს ცეცხლოვან ამბორს ბეჭდად, მამულის გულ-ღვიძლში ფესვებგადგმულს, რომელი საუკუნე ამოგგლეჯავს? სიალალევ, სიცოცხლევ, უკვდავებავ, მუდამ სხივთმბარდნელო, სულნათელო, რა გითხრა, რითი გაგაკვირვო? თვითონ აღტაცებავ, ჟრუანტელო. სიხარულ _ სიცოცხლე აჯანყებულს, გჩქეფს ლექსის ჩანჩქერი, შადრევანი, მამული სალოცავ სახატედ გაქვს, ცა _ ღმერთის ნაკურთხი ტახტრევანი. მხრებზე დაგიდგია დედამიწა, ალერსი ამოგწვიმს ზედ ბალახად, შთამომავლები მოგძახიან: „იცოცხლე, გოგლა, ჩვენთანა ხარ!..“ „ოლე“ - მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთის“ ჟურნალი, N1(32), 2017 ბმული: * http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/198860/1/Ole_2017_N1(32).pdf  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Mar 12, 2021 3:36 pm | |
| ზინა სოლომნიშვილი ძარღვებდაბერილო მიწავგულო, არ გამისკდე ემანდ, სისხლის გაუმაგრდი ჭიდილს... ლამის გავიკრიფო ენად, როგორც მოჟღურტულე ჩიტი. ღაწვზე ცხოველი მზე მკოცნის, სხეულს შენი სუნთქვა მიწვავს... ლამის ჩემი სული მოგცე, ფილტვებდაბერილო მიწავ! გზებზე შენი სითბო მშველის, თმაში შენს აპრილებს ვიწნავ... ქვეყნად ერთადერთი შენ ხარ, დასაბამიდანვე ვინც მწამს!.. შენთვის დავვარდნილვარ ლოცვად, როგორც მოჩურჩულე ია, შენი სიხარული მათრობს, შენი სიმძიმილი მტკივა... ჩემო უკვდავების წყაროვ, ხატად, სალოცავად გიცან; მზეწაკიდებულო ცაო, ძარღვებდაბერილო მიწავ! 
Last edited by Admin on Fri Aug 13, 2021 10:57 am; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Aug 13, 2021 10:54 am | |
|  ზინა სოლომნიშვილი *** თავბრუ ეხვევა ცეკვით ნადიკვარს, ტანს უხანძრავენ ლაღი წყვილები, რაო, ამ ხის ქვეშ ღელვა რად მიყვარს და შენს წარსულში რად ვიცქირები? ციცნათელები ღამეს ჭორფლავენ, ზღვა ყვავილების მწვდება ყელამდის, კარგი რა! ფიცით ნუ გადამრიე, გესმის, რა ტკბილად მღერის თელავი?..  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი Fri Aug 13, 2021 10:56 am | |
| ზინა სოლომნიშვილი სისინებს ცელისისინებს ცელი, სისინებს ცელი, კვდებიან ბალახნი მოცელილნი... _ ღმერთო, მაცოცხლეო – ჩურჩულებს ენძელა მუხლებზე დაცემული მლოცველივით.  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ზინა სოლომნიშვილი  | |
| |
|  | | | ზინა სოლომნიშვილი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|