არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ზინა სოლომნიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyMon Mar 15, 2010 9:46 am

ზინა სოლომნიშვილი Zina_s10
Zina Solomnishvili

***
როცა აპრილი ქალწულის ფიქრებს
მკერდზე დაიყრის ფერად ვარდებად...
ირმის ბღავილი ზეცას აიკლებს...
ქარებს ქოშინი აუვარდებათ...

შეიბორკება როდესაც ღამე
შეყვარებულთა ცრემლთა მტევნებით...
თავს აიწყვეტავს სურვილი... და მე...
ვარსკვლავთ პაემანს ავედევნები...

მე გამაგჟებს დროის სიმოკლე,
გინატრებ ჟინით, თავდავიწყებით...
და თუ სიყვარულს ვერ დავიოკებ,
მზეს ჩავიხუტებ და დავიწვები....


ზინა სოლომნიშვილი
პოეტი

დაიბადა 1944 წელს.
ცხოვრობს თელავში.

წიგნები:
* „სხვისი წვიმები“, საგამომცემლო სახლი ,,ემ-პი-ჯი”, 2014
* „სიყვარულის წვიმა“, 1976


ბმულები:
* https://knews.ge/?p=24664
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=სოლომნიშვილი%20ზინა


ზინა სოლომნიშვილის პოეზიის საღამო
•Dec 11, 2014

ტელეკომპანია თანამგზავრი
დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თელაველი პოეტის, ზინა სოლომნიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და რექტორის ინიციატივით განხორციელდა. ღონისძიებას თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სხვადასხვა ხელოვანი ადამიანებიც ესწრებოდნენ. პოეზიის საღამოს ორგანიზატორის განცხადებით, სულ ახლახანს, საგამომცემლო სახლმა „ემ-პი-ჯმა“ გამოსცა ზინა სოლომნიშვილის ლექსების კრებული.

Arrow


Last edited by Admin on Wed May 27, 2020 9:40 pm; edited 9 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyMon Mar 15, 2010 9:47 am

ზინა სოლომნიშვილი

***
ბუდეებში ვფენ
ახლა ჩემს სიცილს,
რომ იჭიკჭიკონ
ლაღად ჩიტებმა...
ვაიმე,
მე რომ
სიცოცხლეს ვფლანგავ,
იქნებ ვიღაცას
როგორ სჭირდება!


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:10 pm

ზინა სოლომნიშვილი

აღსარება

ჩემს სიგიჟმაჟეს და აღტაცებას
გადაიფრქვევენ პირზე კოკრები,
მკერდში მიფეთქავს გული ისეთი,
გადამთიელსაც დავემოყვრები.
უცოდველ ღიმილს - ფერად ყვავილებს
არ დავიშურებ, მზეში მოკრეფილს,
ჰე, ჩემო სულო, ისე გრძელი ხარ,
რა სათქმელია, არ დამოკლდები!
ძარღვში ბობოქრობს სისხლი ისეთი,
არა მგონია, მე თუ მოვკვდები,
უნდა ვიარო კაციდან კაცში,
გულიდან გულში ვიცი, მოვხვდები!
მიწა მწვავს ისევ, ცა მზით მაგიჟებს
და სიყვარულით ვერა ვოკდები!

---

ბმული:
* https://www.facebook.com/ზინა-სოლომნიშვილის-ლექსები-540314129360133/

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:11 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
რად ვერ დარწმუნდი,
რატომ არ გჯერა,
ყალბი ხარხარი
ღრიალს არ გიჯობს!
ო, როგორ მინდა
ახლა გულიდან
დარდი ძეძვივით
ამოვიგლიჯო!
რად მიატოვა?
ალბათ მობეზრდა!
რატომ მიენდო?
ალბათ უყვარდა!
ღმერთო,
მიშველე, მე გავუმართლო,
ვისაც არასდროს
არ გაუმართლა!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:12 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
ვაიმე,
სუსტი სხეული მტკივა,
როგორც ქარისგან
დაღლილ ყაყაჩოს...
ეგ შენი კოცნა
მკუწავს ხმალივით,
რა შემომფიცე?
რავი, არ მახსოვს.
კივილი მინდა -
ვერ მისუნთქია,
ცრემლი მწყურია -
ელდამ დამაზრო...
ჯამბაზს ფეხებქვეშ
თოკი უწყდება...
შენ ჩემს ნერვებზე
ისე თამაშობ!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:13 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
მოდი და გული
ნუ გეტკინება,
უსამართლობის
წარღვნა რომ მოგღლის...
ყველა კანონი,
ყველა მათრახი
არსებობს მხოლოდ
უპატრონოსთვის...
რომ ამოვხეთქო
ლოდი ძალღონით,
ო, როგორ მინდა
ვიქცე ბალახად...
ბიძებით სავსე საუკუნეში,
ვაი, მას, ვისაც
ბიძა არა ჰყავს!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:14 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
რომ არ წაიქცე,
ხელს შეგაშველებ.
ოღონდ მიმოყვრე,
სულს არ დაგიჭერ!
შემცივნული ხარ?
აჰა, ჩემი მზეც!
ჩემთვის ფერგამკრთალ
სანთელს ავირჩევ.
შეშფოთებული
გავურბი ღალატს,
გეხვევი,
გკოცნი,
ეჭვი მაგიჟებს...
მთელი სიცოცხლე
შეცდომებს ვნანობ
და მაინც ვცდები
ყოველ ნაბიჯზე.

Arrow

ზინა სოლომნიშვილი Zina_s11


სოლომნიშვილი, ზინა

***თავი დაიხრჩო...; ***მხარზე ხელს მირტყამს...***მოალაჯუნებდა ვაჟა...; ***ჰო, მოდი, მოდი...; ***მოიცა, სად მიდიხარ?...; ***გეალერსები პირქვე...; ***დღე დამზრალია...; მარჯორი უორდროპი - დანაბარები ქართველებს! : ლექსები / ზინა სოლომნიშვილი // ოლე : საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი. - თელავი, 2009. - ISSN: 1512-3995. - N2(16). - გვ.29-30[MFN: 34553]

UDC: 821.353.1-1

Photos: სოლომნიშვილი ზინა

Subjects: ქართული პოეზია.

Arrow

***თვალებით სჭამენ...; ***ღამე დაუფრთხიათ...; ვერ გავძლებ; ***კაბად ვიცმევ...; ვისაც უყვარდა და სძულებია; სიცოცხლე; ***დღეს ასდის სუნი...; ***-აღუუ, აღუო!...; ***მთებს აპრილი...; ***ნეტავი ატმებს...; ***-არ მომჭამონო თხებმა...; ნუ შემეხები; ***ფიქრს გავაბოლებ : ლექსები / ზინა სოლომნიშვილი // ლიტერატურა და ხელოვნება. - თბილისი, 2009. - ISSN: 1512-3189. - ნოემბერი. - N11(47). - გვ.19-21[MFN: 44531]

UDC: 821.353.1-1

Photos: სოლომნიშვილი ზინა

Subjects: ქართული პოეზია.

Arrow


Last edited by Admin on Wed May 27, 2020 9:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:15 pm

ზინა სოლომნიშვილი

არ ერქმეოდა

დანაღმულია მიწა ფიქრებით,
მზისკენ მიჰქრიან მთებიც ქვემოდან.
ყველა სურვილი რომ აგვხდენოდა,
მაშინ ოცნება რა იქნებოდა!
რომ ვერა მწვდები, მე ეს მალაღებს,
დე, მარად ჩემი სევდა გტკიოდეს.
არ ერქმეოდა ზეცას მაღალი,
რომ კაცთა მოდგმა ზედ დადიოდეს!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:16 pm

ზინა სოლომნიშვილი

ხედავ?

იის გვირგვინი მადგია თავზე,
ყაყაჩოს ალით ჯეჯილს ცა მიაქვს...
მე შენი ეჭვით ისე ვარ სავსე,
უნდა გიყვარდე უფრო ძალიან.
ალერსის ღვარით მახრჩობ, მიტაცებ,
ჭორი მიჰყვება შრიალა ნიავს;
ხედავ? მზე დადის ატყორცნილ მთაზე,
როგორც ჩემს ხელზე ჭიამაია.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:17 pm

ზინა სოლომნიშვილი

სიყვარულის ღმერთი

ქვეყანა გაუვსიათ ანგელოზებს,
ეშმაკი ჯანდაბას მიტიალობს,
ტაძრებს ებარდნება კაშკაშა მზე,
პირჯვარი გადიწერე ქრისტიანო!
მამლებს წაუღიათ მთვრალი ღამე,
დილავ, დაილოცე, დარიანო!
ნიავი ისე ჩამჩურჩულებს,
ლამის ჟრუანტელმა დამიაროს!
ტყემლის ფანტელები არ გეგონოთ,
თმებზე დამაბერტყეს დარდი წლებმა...
პურის ნამცეცს ფეხი არ დაადგათ,
თორემ... პურის მადლი გაგიწყრებათ!
აღვართქაფებულან ენძელები,
მირბიან, მინდვრები გვიცდიანო...
სიყვარულის ღმერთი მობრძანდება,
პირჯვარი გადიწერე ქრისტიანო!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:18 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
რძისფერ მხრებით
პეპლები და ენძელები მომყავს...
ჩემს მზეჭაბუკს მოგიხდება
მწვანე,
მწვანე ჩოხა;
გაგახარებ საყვარელო,
მოწყენილი რომ ხარ,
ვარდები გსურს?
აჰა, ორი ალეწილი ლოყა...
რძისფერ მხრებით
მტრედები და
ბეღურები მომყავს...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:18 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
მე...
შენთან
მოველ
გვიან,
ადვილად
და ახლა
ადრე
გტოვებ
მე ძნელად...
გემშვიდობები,
მაგრამ,
ვაი, რომ
ეს გული
შენთან
ყოფნით
ვერ ძღება...
დამილოცია
დღე და მზე
შენთვის,
თუ მარტოდმარტო
ჩემთვის ღამდება...
ჩემი
ლამაზი
სიცოცხლე იმ ქალს,
ვინც ჩემზე ძლიერ
შეგიყვარდება.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:19 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
ცას მთა ჰკიდია, როგორც გიდელი.
ჩოხებს იხევენ ხენი, მთვრალები;
დედაო მიწავ, ისე გიდნები,
რომ სიყვარულად აგიზღვავდები.
ყაყაჩოსავით ვიწვი, ვწითლდები,
მწვანე სიცილში მხვევენ ყანები.
სერზე მზის ირგვლივ როკვენ იფნები,
როგორც კოცონთან ბოშა ქალები.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:20 pm

ზინა სოლომნიშვილი

წიქარა

ჩემი ფიქრები
ზამბახებივით
ზეცამ თავ-პირზე
გადაიყარა.
ვაიმე,
იქნებ
მგლებმა შეგჭამეს,
რომ აღარ მოხველ
ჩემო წიქარავ !
გეძებ,
გეძებ და
უკან მომყვება,
ჩემივ ცრემლებით
დანამული გზა.
თუ ცოცხალი ხარ,
ნუთუ არ გესმის
წიოკი, ჩემი სალამურისა?..

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:20 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
კვლავ ვიხარხარებ
და ვიკისკისებ.
ჩემს უშენობას
ასე შევნიღბავ.
ისე ვფითრდები,
ისე ვცახცახებ,
თითქოს მესმოდეს
ისევ შენი ხმა!
მარჯვედ ვაკავებ
ლაგამ-აღვირით
ამ შმაგ სურვილებს,
როგორც იორღებს.
წვიმს.
რადგან ცრემლებს
ვერ შემამჩნევენ,
უხმო ტირილით
გულს მოვიოხებ.
შემოიფხრეწენ
მღელვარედ ჩოხებს
ხეები,
ქარის ხვევნით მთვრალები,
შემომხვდები და
ნაწვიმარ მზეებს
მოგაგებებენ
ჩემი თვალები.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:21 pm

ზინა სოლომნიშვილი Zina_s12

ზინა სოლომნიშვილი

***
გულში ჩაიკრა
ბიჭმა გოგონა.
ხელი იფარა
ფიჭვმა თვალებზე...
არ ენაღვლება
ქვეყნის ჭორები,
ჰკოცნის და ჰკოცნის
მიწას ცხარე მზე...
და ტიტლიკანა
ნაკადულები
ალაზნისაკენ
მიტანტალებენ...

Arrow


Last edited by Admin on Wed May 27, 2020 9:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 7:22 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
როგორც
ორი წლის
ბალღი
აკვანში,
ვეღარ ეტევა
ფუჩეჩში ტარო.
ქარმა აიშვა
თავი ხარივით.
მინდორს
სხეულზე
აშლია ტაო.
-რად მომპარეთო
ახალგაზრდობა?!-
მოხუცი
წლებთან
ბობოქრობს,
დაობს...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 9:17 pm

ზინა სოლომნიშვილი

ჩემი თელავი

დახარხარებენ,
დაღმუიან
ცაზე ღრუბლები,
მზეს ყველგან,
ყველგან
სიცილი და
მოაქვს სალამი...
ბალახობს მიწა,
საქართველოს
ჩემი თელავი
უჭირავს, როგორც
გაპენტილი იასამანი...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 9:27 pm

ნინო აფციაური

სახისმეტყველებაში დამწყვდეული სიბრძნისმეტყველება

2011 წლის ნოემბერში გამოვიდა თანამედროვე ქართველი პოეტის, ზინა სოლომნიშვილის, ლექსების კრებული სათაურით - ,,სხივთა წვიმები’’ (რედაქტორი ლექსო დორეული; წიგნის სახელწოდება თავად პოეტის მიერ არაერთ ლექსში გამოყენებული მხატვრული სახიდანაა აღებული). ქალბატონ ზინას წიგნი უკვე 30 წელია არ უნახავს მკითხველთა საზოგადოებას. ეს კი არც ისე მცირე დროა. დღესაც ზინა სოლომნიშვილის წიგნის გამოცემას სტუდენტთა მცირერიცხოვან ჯგუფს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებმაც თავდადებული შრომის წყალობით აჩუქეს ეს წიგნი ქართველ მკითხველს. სამწუხაროა, რომ ისეთი შემოქმედის ნაღვაწის გამოცემას, როგორიც ზინა სოლომნიშვილია, ამდენი დაბრკოლების გადალახვა უხდება და ეს მაშინ, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით იბეჭდება ე.წ. დამწყებ ,,პოეტთა’’ წიგნები, რომელთა ღირებულება საზოგადოებისათვის სულიერი საზრდოს მისაწოდებლად ნოლის ტოლფასია. ზინა სოლომნიშვილი კი ნამდვილად იმსახურებს ჭეშმარიტ ქართველ პოეტთა გვერდით დგომას. სწორედ ამის ჩვენებას შევეცდებით დღეს ჩვენს სტატიაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამომწურავად ქალბატონ ზინას შემოქმედებაზე ერთ საგაზეთო რეცენზიაში შეუძლებელია საუბარი, ვინაიდან მასში განსახილველ თემათა მთელი წყება იჩენს თავს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, წარმოვაჩინოთ ძირითადი შრეები და მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი. წერილის დასაწყისშივე მეტი თვალსაჩინოებისათვის ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ამ სასაუბრო თემათა ჩამონათვალს:
1. სიყვარულის თემა ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში;
2. ისტორიულ-საგმირო თემატიკის დატვირთვა და პატრიოტიზმის სიმძაფრე ,,სხივთა წვიმებში’’;
3. ბუნების თავისებური ხედვა;
4. წუთისოფლის ამაოების განცდა, რომელშიც აშკარად იჩენს თავს პოეტის მსოფლმხედველობა;
5. ზინა სოლომნიშვილის შემოქმედების მხატვრული მხარე -ტროპული მეტყველების ესთეტიკა თანამედროვე პოეტის ლირიკაში, რაც, სხვათა შორის, ძალზედ საინტერესო საკითხს წარმოადგენს.
სიყვარულის თემა ერთ-ერთი წამყვანია პოეტის შემოქმედებაში. მას სამყაროს გრძნობითი განცდა და ემოციათა მკვეთრი სიჭარბე ახასიათებს. სიყვარული, თავისთავად, არაა ნოვატორული ხაზი ლიტერატურულ ასპარეზზე და, მით უფრო, პოეზიაში. საქმეც ისაა, როგორ ახერხებს ან, საერთოდ, ახერხებს თუ არა პოეტი, იხსნას თავისი ლექსები ბანალურობისაგან და მოგვცეს ახალი მხატვრული სახეები და ორიგინალური ფერები.ვნახოთ, ამ კუთხით რაა ახალი ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში და როგორ იშლება მასთან მარად აქტუალური თემა ლირიკულ სახეებში: სასიყვარულო პოეზია აქ რამდენიმე მიმართულებით იღებს გეზს, რაც, შესაბამისად, თემატური სპექტრის იდეურ მრავალფეროვნებას ქმნის. თუკი დავშლით ამ თემატურ სპექტრს, შემდეგი სახის სურათს მივიღებთ: სატრფიალო პოეზია - ქალ-ვაჟის სიყვარული, სიყვარული სამშობლოსადმი-პატრიოტიზმის მძაფრი განცდა, ბუნებისადმი გასაოცარი სითბო, უსაზღვრო კაცთმოყვარეობა. როგორც ვხედავთ, სიყვარულის გამოვლინებანი ემთხვევა დანარჩენ თემათა უმეტეს ნაწილს, რაც პოეტის შემოქმედების მყარ, სიყვარულით განმსჭვალულ საფუძველზე მიგვითითებს.
ზემოთ უკვე ითქვა, რომ ზინა სოლომნიშვილის შემოქმედება ემოციათა სიჭარბით გამოირჩევა. ეს, ბუნებრივია, ყველაზე მკვეთრად სატრფიალო ლირიკაში იჩენს თავს. ქალვაჟური სიყვარული აქ მთელი მგზნებარებითაა დახატული: იგი არსად ცდილობს, საკუთარი თავი ცივ გონებას დაუმორჩილოს და ამით შეაფაროს თავისი სწრაფვა მიჯნურისადმისწორედ ამიტომ ქალბატონ ზინას თვალით დანახული სიყვარული მართლაც გვაგონებს ,,მოვარდნის მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს’’. აი, ამის დამადასტურებელი სტრიქონებიც:

,,მდუღარე სისხლში
ეროსი ბრდღვინავს
და დასაბმელი არის
ყველა დღე...
ისე მთვრალი ვარ,
საკუთარ სხეულს
ფიალასავით
ზეცას შევამტვრევ...’’

გრძნობათა გასაოცარი სიჭარბე, სიყვარულისადმი ადამიანისა და ბუნების დაუოკებელი სწრაფვა და სწორედ სიყვარულის ნიადაგზე მათი ერთიანობ, უჩვეულო ჰარმონია ჩანს ლექსში-,,მოლოდინი’’:

,,როცა აპრილი ქალწულის ფიქრებს
მკერდზე დაიყრის ფერად ვარდებად,
ირმის ბღავილი ზეცას აიკლებს,
ქარებს ქოშინი აუვარდებათ.

შეიბორკება როდესაც ღამე
შეყვარებულთა ცრემლთა მტევნებით,
თავს აიწყვეტავს სურვილი და მე
ვარსკვლავთ პაემანს ავედევნები.
მე გამაგიჟებს დროის სიმოკლე,
გინატრებ ჟინით, თავდავიწყებით...
და თუ სიყვარულს ვერ დავიოკებ,
მზეს ჩავიხუტებ და დავიწვები’’

ვფიქრობ, ლექსისკულმინაციადსწორედუკანასკნელიფრაზაუნდაჩაითავლოს. აქ პოეტი სიყვარულის ძალის საუკეთესო გამომხატველად მზეს, სითბოს, სინათლისა და, შესაბამისად, სიცოცხლისწყაროს, აცხადებს და ჭეშმარიტი მიჯნურის შვებასაც მასთან ერთობაში,მასში გაერთებაში ხედავს, რაც, ალბათ, ზინა სოლომნიშვილის სატრფიალო შემოქმედების გასაღებიცაა.
გარდა ზემოთ მოხმობილი მაგალითისა, გრძნობათა ჭეშმარიტი წარღვნა კიდევ არაერთ ლექსში იჩენს თავს. აი, კიდევ ერთი მათგანი:
,,მოლზე ვცეკვავ და
ცახცახებენ
ფურისულები,
რასაც გული მთხოვს,
რატომ,
რატომ ვუთხრა უარი...
მოდი, მაყარე
გვირილის და
ვარდის ფანტელი,
ჩემო სიცოცხლევ,
ეს შუადღე
თრობის დრო არის’’

სატრფიალო ლირიკის მიმოხილვის დასასრულს მსურს, ჩვენი მკითხველის ყურადღება მივაპყრო კიდევ ერთ ლექსს, რომელიც თავისი გამორჩეული სტილით სხვაობას ქმნის დანარჩენებთან: იგი დიალოგური ფორმითაა დაწერილი და სახუმარო ხასიათს ატარებს. აი, ისიც:

,, - მინდვრები რას შვრებიან?
- წვანან.
- ქარები ჭიდაობენ.
- განა?
- ამ ხესთან როგორ მოხვედ?
- ცალად.
- ჩემგან რას გაურბი?
- ღალატს.
- თვალებს რას უშვრები?
- ვმალავ...
- სხვაცა გკოცნის ხოლმე?
- არა!
- ცოტაც მოითმინე...
- კმარა!
- რაღაც უნდა გითხრა!
- ჩქარა!
- შეხე... რას ჰგავს მთვარე?
- ფარანს.
- ვაიმე, ე ვინ მოდის?
- ჰჰჰ... მამა...’’

ცხადია, ზინა სოლომნიშვილი ამ სტილის ლექსსაც გამორჩეული სითბოთი უდგება და არაჩვეულებრივი გულწრფელობით აღგვიწერს ახალგაზრდების წამიერ შეხვედრას მშობლების უჩუმრად. დიალოგს ვაჟი იწყებს და მინდვრებზე, ქარზე საუბრის შემდეგ ძლივს აღწევს მთავარ სათქმელს, რაც, თავისთავად, უკვე ქმნის კომიკურ ელფერს, რომელსაც ლექსის დასასრულს მამის გამოჩენა ამძაფრებს. ეფექტი მიღწეულია ორიოდ შორისდებულით. პირველი მათგანი - ,,ვაიმე’’ - მოულოდნელობისაგან გამოწვეულ წამოძახილს წარმოადგენს, ხოლო მეორე - ,,ჰჰჰ’’ - დანანებისაგან მოგვრილი ამოოხვრაა. ლაკონიურად წარმართულ დიალოგში სწორედ ამ ორი შორისდებულის მოხდენილად ჩასმით ავტორი აბსოლუტური სიზუსტით ახვედრებს მიზანს და ჩვენც თითქოს ცხადად ჩაგვესმის პირდაპირ კბილებიდან გამოცრილი ამოოხვრა შეყვარებულისა, რომელსაც სანუკვარი წუთი ჩაუშხამეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში ასახულისიყვარული არაა მხოლოდ ქალვაჟური გრძნობის აპოთეოზი. იგი კიდევ უფრო მაღალ იდეალს ისახავს მიზნად და ეს იდეალი ზოგადსაკაცობრიო სიყვარულია, რომელიც ყველას დარდის გაზიარების სურვილში, ყველას სატკივარის შემსუბუქებისაკენ სწრაფვაში გამოიხატება. ლირიკული გმირი აშკარა მზაობას აცხადებს, ენაცვალოს სხვათა გასაჭირს და მწედ გაუხდეს ყველა ეულსა და მიტოვებულს. თავად ,,ადამიანთა სევდის’’ თანამოზიარე პოეტი სხვების წყლულთა წამალს ეძიებს და ღმერთს ევედრება, სხვათა სანაცვლოდ მიიღოს მისი სიცოცხლე, მისი სიყვარული კი ,,მიხაკებად დაურიგოს’’ ადამიანებს. აი, ამის მაგალითიც:

,,დე, მოვკვდე,
ჩემი ბედნიერება
ოღონდ თანაბრად გაგინაწილოთ’’
აგრეთვე სტრიქონები:
,,პირად ტკივილით
აბღავებული
ვეძებ მსოფლიოს
ტკივილის წამალს’’
და კიდევ:


,,თუ არვის ვარგე,
ბობოქარ გულში
ჩემივ ფიქრები
მიყრიან ხანჯლებს’’

აღნიშნული თემატიკის კულმინაციას წარმოადგენს ლექსი ,,ვედრება’’:

,,ღმერთო, იმოდენა ძალა მომე,
ქვეყნის საზრუნავმა ვერ დამღალოს!
ღმერთო, იმოდენა სისხლი მომე,
ყველას მაგიერ რომ მე დავღვარო...
ღმერთო, გეხვეწები გამაკლდევე,
მტრის წინ არასოდეს არ ვიტირო!..
ღმერთო, იმოდენა ცეცხლი მომე,
ყველა ყინული რომ მე გავალღო...
ღმერთო, ყველას ნაცვლად მე მომკალო,
დე, ყველას მაგიერ მე დამმარხონ...’’

შემდეგი საკითხი, რაზეც მსურს, მივაქციო ჩვენი მკითხველის ყურადღება, პატრიოტული თემატიკაა, თუმცა, როგორც ითქვა, რა თემასაც უნდა შევეხოთ ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში, ყველა მათგანი სიყვარულზე იქნება დაფუძნებული და მორიგზე გადასვლა არც ერთ შემთხვევაში არ იქნება პირველის დახურვის ტოლფასი.
პატრიოტული ხასიათის ლექსებში პოეტი, ძირითადად, სამშობლოსათვის მუხლმოყრილ მლოცველად გვევლინება. იგი ღმერთს ავედრენს საქართველოს და ამ სიყვარულს თითოეული კუთხე-კუნჭულისადმი არაჩვეულებრივი სითბოთი და სიყვარულით ავლენს. ლიტერატურულ კრიტიკაში პატრიოტიზმის გამოხატვის ორი გზაა აღიარებული: ერთი ესაა ტერიტორიული პატრიოტიზმი, ხოლო მეორე მათგანი სამშობლოს, როგორც იდეის, სიყვარულს წარმოადგენს. პირველ შემთხვევაში პოეტი კონკრეტულ კუთხეს დასტრიალებს თავს და მის ფონზე გვიშლის თავის გრძნობებს, მეორე კი სამშობლოს არა ამა თუ იმ კუთხის მიხედვით, არამედ მთლიანობაში მოიაზრებს. ქართულ მწერლობაში ამ ორი გზის ოსტატურად შემზავებლად ვაჟა-ფშაველაა მიჩნეული. აღიარებულია, რომ ფშაველი პოეტი თავისი კუთხის სიყვარულიდან უნიკალურად მაღლდება იდეამდე და ამგვარი ხერხით საოცრად გამომსახველ სურათებს გვიშლის წინ. ვფიქრობ, სწორედ მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე ქალბატონ ზინას შემოქმედებაშიც: პოეტი აქ ყოველი სიტყვით ეალერსება, თავს ევლება თითოეულ ბალახს, თითოეულ ჩირგვს, ქმნის მათგან არაჩვეულებრივ მხატვრულ სახეებს და საქართველოსადმი საზოგადო სიყვარულამდე მაღლდება, რის კარგ მაგალითსაც წარმოადგენს მისი ლექსები:

,,გახედეთ, ზვრები ერთი-მეორეს
ზედ ასკდებიან კუმსი მტევნებით...
ჩემო მოყვრებო, დარჩით, ნუ წახვალთ,
თორემ მეც უკან აგედევნებით...
დახედეთ, ვარდი წითელლოყება
მიმზერს და მიმზერს, მიცქერს რა მორცხვად...
ახლა მამულის შესავედრებლად
მუხლებს მოვუყრი ყველა სალოცავს!’’

აქვე მსურს დავიმოწმო ლექსი - ,,დაბალი? - არა!’’:

,,როგორც
ქორბუდა ირმების ჯოგი,
გადაგრეხილან
რქებით ქედები...
იმედი გქონდეს,
ჩემო მამულო,
ვიდრე ცოცხალვარ,
შენთვის ვენთები...
- დაბალი?
- არა!
დაჩოქილი ვარ...
და საქართველოს დღეგრძელობას
ღმერთს ვევედრები...’’

როგორც ზემოთ აღინიშნა და როგორც მაგალითებიც გვიმოწმებენ, გამომდინარე პოეტის თავისებურებიდან, ბუნება პატრიოტული გრძნობის გამხსნელად გვევლინება(გარდა ამისა, როგორც გვახსოვს, იგი სიყვარულის გამოვლენის ადრესატთაგანიცაა).სწორედ ამიტომ მისი ცალკე განხილვა, ვფიქრობ, ერთ-ერთ უცილობელ ფაქტორს წარმოადგენს. მით უფრო, რომ იგი სრულიად დამოუკიდებელ მნიშვნელობასაც იძენს და ჩინებულ მხატვრულ სახეებად გარდაიქმნება.
რთულია, ქართულ რეალობაში იყო პოეტი, წერდე ბუნებაზე, ხატავდე მის უჩვეულო პეიზაჟებს და ნოვატორული, ინდივიდუალური და, ამავდროულად, შინაარსობრივად გამართული და ღრმა იდეებით ქმნიდე დიდ ქართველ პოეტთა გვერდით ჭირსეულ ლირიკას. როდესაც ვეხებით აღნიშნულ თემატიკას, შეუძლებელია, არ ვახსენოთ ვაჟა-ფშაველა, რომელმაც ბუნების სურათთა ხატვას პრინციპულად ახალი მწვერვალები დაუსახა მის აღწერას ავტონომიური დატვირთვა მიანიჭა. საინტერესოა, რა სიახლეს გვთავაზობს ამ კუთხით ზინა სოლომნიშვილი, რით იმსახურებს იგი, თუნდაც ზემოხსენებული საკითხის მიხედვით, იხსენებოდეს ნამდვილ ქართველ პოეტად? ქალბატონ ზინას შემოქმედებაში ბუნების სურათთა უჩვეულო სიხშირეს ვხედავთ. როგორც პატრიოტული თემატიკის განხილვისას აღვნიშნეთ, აქ ბუნება, გარესამყაროს პოეტური განცდა, არცთუ იშვიათად, ბუნებუს ცალკეული წარმომადგენლის - იის, ჩირგვის, ,,ტიტლიკანა’’ წყაროს... - მაგალითზეა წარმოდგენილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოეტი შემოქმედს არა მხოლოდ ,,ადამიანთა გულთან’’ მიუშვია, არამედ მას შესწევს უნარი, სწვდეს ბუნების გულსაც. ამაში კი უმთავრეს როლს ისევ და ისევ სიყვარული თამაშობს:
,,სულყველაფერი
მოგიჩანს, სოვრცევ,
რა გამჭვირვალე
კაბა გაცვია!
მიწა გააპო,
ერთი ახედეთ,
რა ძალ-ღონე აქვს
იას პაწიას!
ჯეჯილნი წვანან
ტრიალ მინდვრებზე,
ესენი რაღას
დაუქანცია...
მთები,
მწვერვალნი
ვერა სწვდებიან,
ცა რა მაღალი
ვაჟიკაცია!
სულყველაფერი
მოგიჩანს, სივრცევ,
რა გამჭვირვალე
კაბა გაცვია!’’

როგორც ვხედავთ, ამ პატარა სიყვარულით გამთბარი მხატვრული სახეები იყრის თავს: ,,ია პაწია’’, დაქანცული, ტრიალ მინდორზე მიწოლილი ჯეჯილი, ცა - ვაჟიკაცი, ცისკენ მსწრაფი მთები. ის ფაქტი კი, რომ პოეტი საოცრად მიახლოებია ბუნების გულს, საუკეთესოდ ლექსის ,,თავბოლოერთიდან’’ ვლინდება (სივრცე გამჭვირვალე კაბაში). ეს გამჭვირვალობა უფრო შორსაც მიდის, რაც, ვფიქრობ, პოეტის ნოვატორულ მხარეს ქმნის. აქ ნაგულისხმეს სიახლეს, რომელზეც ქვემოთ შედარებით დაწვრილებით ვისაუბრებ, განბუნებოვნებას, ბუნებაში პოეტის ან ლირიკული გმირის განთქმა-გაერთებას ვუწოდებდი. ვნახოთ ნიმუშები და მათს საფუძველზე განვიხილოთ აღნიშული საკითხი:

,,მიწის დიდ ფილტვებით
ვსუნთქავ და ვმზიანობ,
ველურ ყვავილებით
ვხარობ ფუტკარივით’’

ცხადია, აქ პოეტი დედამიწის სულით საზრდოობაზე, მისით არსებობაზე მიგვანიშნებს და მასთან ერთიანობაზე გვესაუბრება. მსგავს შემთხვევას ვხვდებით შემდეგ ტაეპებშიც:

,,ხევში წაიქვა ღამე ბანცალით,
მთებს ჩანჩქერების წასკდათ სიცილი...
მწვანე მინდვრებმა სხივად დამცალეს
და შემიერთდა მიწა ღვიძლივით’’

ბუნებაში განთქმის საინტერესო მაგალითს ვხვდებით შემდეგ სტრიქონებშიც:

,,ცხელ სხეულზე
შემოვიწვავ
ცას და მინდორს,
დავიწყვიტე
დაბრკოლების არტახები’’

იმაცე ლექსში ვხვდებით საოცრად ცოცხალსა და უშუალო დამოკიდებულებას ბუნებასთან:
,,მზე კალთაში
ჩამოგირეს
მთებმა
ახლადდაბადებულ პირმშოსავით’’

ბუნებასთან უშუალო კავშირის ერთ-ერთ საუკეთესო ამსახველად შემდეგი ლექსი გვევლინება:

,,მზის სხივებმა
ოქროს თმები მომცეს,
ყელს მიმშვენებს ალუბლების მძივი...
ლურჯ სიმღერად
აქაფებულ მოლზე
ვილუმპები სიყვარულის წვიმით...’’

ერთ-ერთი ლექსი ზინა სოლომნიშვილისა კიდევ უფრო ღრმად გვიშლის პოეტის იდეურ საიდუმლოებას: მასში განცხადებულია, რომ არა მხოლოდ ბუნებაა ლირიკული გმირის განუყრელი ნაწილი, არამედ ბუნების გვირგვინის, ცის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს თავად მგოსანიც. აი, ამის დამადასტურებელი სტრიქონები:

,,ოღონდ გათენდეს მუდამ ლამაზად,
ტანზე ვეწვოდე მინდა ცას კდემით’’

კიდევ ერთი ფართოდ წარმოდგენილი თემა ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში ჩვენს დროში უმწვავესად წამოჭრილი და სრულიად გაშიშვლებული პრობლემის, პატიოსნების საკითხს გვთავაზობს. მასთან დაკავშირებით პოეტს არაერთი ლექსი აქვს დაწერილი, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ:

,,ასპარეზზეა უსინდისობა,
მიხვდი?
ჭკუაზე მოხველ კაი დროს,
ვის უნდა, ნეტავ,
შენი სინდისი,
შენი სინდისით კუჭს ვინ გაიძღობს?!
დღეს სიბინძურე
ზეიმობს მხოლოდ,
ეგ რა ეჭვების
დაგჭრა ისრებმა!
ვინ რა ქვად იხლის
მაგ შენს სიწმინდეს,
არც შეიჭმება,
არც ჩაიცმება!
თავს გაჭარბებენ
ყველა როსკიპნი,
რა გრიგალივით
დახვალ მწყრალი დღეს...
რითი ქედმაღლობ,
პატიოსნებით?
გზაზე რომ ეგდოს,
არვინ წაიღებს’’

პატიოსნების ხვედრი შესანიშნავადაა წარმოჩენილი ლექსში - ,,სურათი’’:

,,დაბღლაძუნობდნენ მთვრალი ალვები
და საჭიდაოდ ერთურთს ელტვოდნენ...
ღამე მიჰქონდათ ქაფი სიმღერით
შიშველ ქალებით შეშლილ რესტორნებს...
გაჭყლეტილ თვალებს ჰგავდნენ ფანჯრები,
მთვარე ხტებოდა მტკვარში ხიდიდან...
შიმშილი ჰკლავდა ლამაზ ქალს სახლში,
რადგან სიყვარულს არა ჰყიდიდა’’

როგორც ვხედავთ, ორივე ზემოთ დამოწმებული ლექსი ერთსა და იმავე პრობლემაზეა შექმნილი, მაგრამ პრინციპულად განსხვავებულია ამ პრობლემის ჩვენების ფორმები მათში. კერძოდ, პირველი მათგანი უფრო მეტად მენტორულ ტონს ატარებს. აქ პოეტი საკმაოდ ირონიულად აყალიბებს თანამედროვეობის ხედვას, მის იდეოლოგიას და, ამგვარად, ,,ირიბად ნასროლ ქვას’’ დღევანდელობის ნამდვილი სურათისა ზუსტადაც ახვედრებს მკითხველის გულს. მეორე ლექსი კი ტავისუფალია ყოველგვარი მენტორულ-დიდაქტიკური ელფერისაგან: მასში პოეტი მხატვრულ რეალობას გვიხატავს და კონტრასტულ სურათთა ფონზე უპირისპირებსმოქეიფე როსკიპთა საზარელ სახეს პატიოსნებას შეწირულ ქალს.
წუთისოფლისწარმავლობის, ამაოებისგანცდადიდშემოქმედთანაღვაწსლაიტმოტივივითსდევსთან, ვინაიდანთავისუფალიმოაზროვნეშესანიშნავადხედავსყოველივესცვალებადობას და სხვებზე უკეთ აანალიზებს, რამდენად არასანდოა ცხოვრება. სწორედ ამის განცდა წამოაძახებინებს ხშირად შემოქმედს: ,,ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო!” იმავე პრობლემას არცთუ იშვიათად ვხვდებით გალაკტიონის, რუსთაველის შემოქმედებაში. საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ ზინა სოლომნიშვილის ლირიკაში. აქ დროის წარმავლობის სიმძაფრე ხშირად დროის მიერ პოეტზე დაჩნეული ნაკვალევის მაგალითზეა დანახვებული:

,,თვალთა უპეებზე - მტრედის კვალი,
შუბლი - დამჭკნარი და დაზოლილი,
სახე - შერუჟღული ოხვრის კვამლით,
ტუჩებზე - ღრუბელი გაწოლილი...
ცეცხლის ბურთს უჩივის ყელი ცალკე,
გული გასკდა, როგორც ლამპის მინა...
ცივად დაიკივლა წრფელმა სარკემ -
ეს რა დაგმართნია, ჩემო ზინა!’’

კიდევ უფრო მძაფრად ჩანს ბედის ცვალებადობა და სიმუხთლე ლექსში - ,,სადღეგრძელო’’:

,,ლოდქვეშ მწოლარეს გაუმარჯოს,
მზე რომ ღვინოსავით სწყურებია...
ბრძენსაც, გენიოსსაც გაამასხრებს
ბედი თავხედი და სულელია...’’

ძალზედ საინტერესოა პოეტის თვალით ამგვარად დანახულ სამყაროში მცხოვრები ადამიანის ბედი, ადამიანისა, რომელსაც აჰბნევია გზა-კვალი და აღარ უწყის, ვინ არის იგი, ,,საიდან მოდის ან სად მიდის’’. შესაბამისად, კარგავს იგი საკუთარ თავს და ინდივიდად, პიროვნებად ფორმირების შესაძლებლობას, რაც მას თანდათნ სიტუაციათა შესაბამის მარიონეტად აქცევს და ცხოვრების სცენაზე გამოსულ მსახიობად ხდის. სწორედ ამ თემაზეა დაწერილი ზინა სოლომნიშვილის შესანიშნავი ლექსი - ,,მსახიობის აღსარება’’:



,,გიჟიც,
ჭკვიანიც,
სულელიც,
ბრძენიც -
ყველაფერი ვარ.
არა, არ ვმასხრობ!
ხან ვდონკიხოტობ,
ვმეფობ,
ვდედოფლობ,
თან ვდედაკაცობ
ქალი, თან ვბავშვობ...
ოხ, ღმერთო ჩემო,
მეძავის როლიც
მე
როგორ,
როგორ
გავითამაშო?!’’

ამა თუ იმ საკითხის განხილვისას სტატიაში ჩვენ არაერთხელ დავიმოწმეთ ლექსები ,,სხივთა წვიმებიდან’’. დაკვირვებული მკითხველი მათში ადვილად შეამჩნევდა მხატვრული სახეების სიჭარბესა და, რაც მთავარია, გამორჩეულობას, ვინაიდან, ვფიქრობთ, მხატვრული სახე სარკეა პოეტური სულისა. სამწუხაროდ, ჩვენს თანამედროვეობაში ძალზედ ხშირია ნაძალადევი მხატვრული სახეები, რომელთა სიჭარბეს, ვფიქრობ, ოდენ ევფონიაზე ზრუნვა განაპირობებს. არადა, ჩავუკვირდებით თუ არა შინაარსს, უმალ კარგავს ჩვენს ყურში ,,პოეტური სახე’’ თავის რიხიან ჟღერადობას. ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში სწორედ რომ გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამ გამორჩეულობას პოეტურ სახეთა ბუნებრიობა, მათი გულწრფელი და უშუალო შინაარსი ქმნის. რასაკვირველია,ამას საუკეთესოდ ისევ და ისევ ლექსები გვიჩვენებენ:

,,მთებს აპრილი დაჰკისკისებს სერაფიტად,
ცხელ მიწაზე დაკონებას მთხოვს სხეული,
აბა, მითხარ,მე უშენოდ მზე რად მინდა,
ლერწამი ვარ, სალამურად მომსხვრეული.
ნუ გამისწრებთ, წლებს მივკივი მდევარივით,
მე ამქვეყნად ვარ სიტკბოსთვის მოწვეული,
კახურ ვაზზე ასაგლეჯი მტევანი ვარ,
შენს ცხელ გულზე დასაწურად მოწეული’’

როგორც ვხედავთ, ლექსი პოლითემატურია: მასში თავს იყრის სიყვარული, ბუნების სურათი, დროის ქროლის განცდა. ამჯერად თქვენს ყურადღებას სამ სტროფზე შევაჩერებ: მეოთხე ტაეპში სამყაროზე შეყვარებული პოეტი სალამურად მომსხვრეულ ლერწამს ედრება. ამით კი, როგორც ჩანს, იგი თავს სამყაროსა და სიყვარულის მომღერლად აცხადებს, რაც შინაარსობრივად აბსოლუტურად ბუნებრივად ეხმიანება კონტექსტს და, ამავდროულად, როგორც მხატვრული სახე, უდიდესი ესთეტიზმის მატარებელია. ამ მხრივ, ვფიქრობ, ლექსის გვირგვინად უნდა ჩაითვალოს ორი უკანასკნელი სტრიქონი, რომელთა ახსნაც, ვფიქრობ, საჭიროც კი არაა. იგი, უბრალოდ, უნდა წაიკითხო და განიცადო.
ულამაზეს მხატვრულ სახეებს გვთავაზობს ლექსი ,,მზით ბურთაობენ...’’:

,,მზით ბურთაობენ
მთაში მუხები, მინდორზე ცეკვავს ერთი მათგანი....
- ძუძუ ვის უნდაააა?! - ბღავიან ცხვრები;
- მეეე! - პასუხობს ყველა ბატკანი’’

საოცრადმოქნილისტილითაქბუნებისუმშვენიერესისურათიადახატული. მართლაც, მინდორზე ეულად მოცეკვავე მუხა უმალ მოგვაგონებს ქართან სერკინებულ ხეს, ხოლო მთასი მზით მობურთავე მუხები წარმოსახვას მზიანი დარის საოცრად ორიგინალურ გადმოცემას სთავაზობს. საინტერესოა ის ხერხიც, რომლითაც ავტორი უკვე კალმის ბრწყინვალე მოსმით დახატულ მინდორზე ცხვრის ფარას გვიშლის: ჩვენ თავდაპირველად ვერ ვხედავთ მას, თუმცა პოეტური სამყაროდან მისი ხმები აღწევს ჩვენამდე, რაც გონების თვალთა წინაშე უმშვენიერეს სურათს წარმოგვიდგენს.
ბუნების უნიკალურ სურათს ვხვდებით შემდეგ ლექსშიც:

,,ხევები
გულიანად
ხარხარებენ...
აპრილს
თეთრი კაბა დახევია;
მე შენი
მკლავები მახარებენ,
მხრებზე შენი სუნთქვა
მახვევია...’’

აქ ,,ახარხარებული ხევები’’, ვფიქრობ, გვითითებენ მდინარეთა ენით მოლაპარაკე ჭიუხებზე, რომლებიც გაზაფხულზე, თეთრკაბაშემოფლეთილი აპრილის დროს ძალამოცემულნი და, მართლაც რომ, მოხარხარენი აყრუებენ არემარეს.
ამრიგად, ზინა სოლომნიშვილის შემოქმედება არაერთ საყურადღებო და საინტერესო სიახლეს გვთავაზობს, რაც, რომ არა სტუდენტთა ზემოხსენებული ჯგუფის მონდომება, უცნობი დარჩებოდა მკითხველთათვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალბატონი ზინა უყურადღებოდ დარჩა როგოც მწერალთა კავშირს, ისე ამ საკითხებში კომპეტენტურ ყველა პირს, თუმცა ამას მათს პასიურობას ვერ მივაწერთ, ვინაიდან პრემიათა მინიჭება მათთვის დიდი ხანია, განსაკუთრებულ სიამოვნებად და არცთუ დიდ იშვიათობადაა ქცეული, თუმცა გვირგვინის უღირსთ რომ ადგამენ გვირგვინს, ეს ყველას კადრს მიღმა რჩება. ჩვენ ამ საკითხშიც ქალბატონ ზინას დავუთმობთ ასპარეზს, ვინაიდან მისი ერთ-ერთი ლექსი სწორედ რომ საუკეთესოდ იტყვის ჩვენს სათქმელს:

,,ისე მირბიხართ ცისკენ, ხეებო,
რომ დედამიწას ფეხს არ აკარებთ.
რატომ აყივლებთ დედლებს, მამლებო?!
დედლებო, მამლებს რად აკაკანებთ?!
გოგრებს ადგამენ დაფნის გვირგვინებს,
ვერსად ხედავენ თავებს და კეფებს,
ძაღლებით სავსე საუკუნეში,
ვაი, თქვენ, ვინაც კატებს აყეფებთ!’’


ბმული:
* http://urakparaki.com/?m=4&ID=58721

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 9:29 pm


გილოცავთ
•Jun 18, 2013


GeolibTV
ლექსო დორეული უერთდება ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-რადიოს ლიტერატურულ პროექტს - "გილოცავთ!" და კითხულობს ზინა სოლომნიშვილის რამდენიმე ლექსს.

@


ლექსო დორეული

,,მიჭირავს ხელში პლანეტის მაჯა” - ზინა სოლომნიშვილი

არსთა გამრიგე ისე რად ინებებს, რომ ჯერაც ჩვილ, მარადიული ყრმობით დაძაბუნებულ, წელში ოთხად ნასხეპ წუთის სოფელს თვალის ჩინიც ისე დაეშრიტოს, რომ ხელის ცეცებით ძლივს აგნებდეს თავის კალაპოტსა და ბუდეს. მაგრამ ადამის ძეს თუ ავი ქარი დაეცა, კაცმა თუ ეშმაკის უხედნზე უკუღმა ჯირითს მიჰყო ხელი, ვაითუ გაბერწებულ მუზებშიც ანგელოზებმა დაიწყონ ქივქივი. მართალია, ზოგჯერ დუმილი ჯვარზე უფრო მძიმე და სიტყვაზე მეტად ბარაქიანია, მაგრამ თუ იფეთქა, იქნებ მტერს სამუდამოდ ჩაეკენჭოს გულში მისი საზარელი ზრიალი! იქნება ისე არიოს მონასტერი, რომ ლექსის წერის გარეშე ქართველობაც ვეღარ დავიჩემოთ!... მავანი ახლა გულწრფელი სიამაყით, საფანტივით მომაყრიდა თანამედროვე პოეზიის გულშეუვლებ, მეტაფიზიკის საცერში გაცრილ ნიმუშებს, მაგრამ ალილო და ხვალაო! ვაგლახ, რომ ეგ საცერი უბეგარღვეულია და თქვენი ვაშლის ხეც მწიფესა და მკვახეს ერთად ბერტყავს.
მკითხველო, ეგ შავთეთრი ეკრანივით ფართოდ ახელილი თვალები ცოტა ხანს მოხუჭე და სცადე ასე წამიკითხო. შენც იცი (თუმცა რატომ უნდა იცოდე), კაცს ჭკუა უწინარესად საგულეში უნდა ჰქონდეს, მერე – თავში.
ჩვენს დროში (არადა აქამდე დრო მუჭში იშვიათს თუ მოუმწყვდევია და დაუგულვებია აზრში არსისა) ძლიერ მომრავლდნენ ლექსის მწვალებელი ჯალათები. რა უჭირს! წერას წინ არაფერი უდგას სინდისის გარდა და ესენიც მიერეკებიან თავის პოსტმოდერნისტული იდეებით ტვინგალაღებულ, უფრო სწორად, სიტყვაგამწყრალ აზრთა ფარას. “გალაქტიკებიც ჩაცხრნენ, / გალაკტიონის მერე”- ო თქვა ქართველმა პოეტმა ზაზა კაც_იაშვილმა; შენ როგორღა შეიძელ, რა გულის ყურით, რომ მზის გულის თაფლით დაძერწილ, ქართველის ხელით ღვთისმშობლის ვენახში მორთლულ სიტყვებს, შესისხლულ, წარმართთა ძვლებით შეკონილ საწნახელში წვეთ–წვეთ მჟავე ბადაგად სწურავ!... ზეცას მიგიჭერია გლობალურ დათბობას გამოხიზნული ტერმინებით ამოვსებული თავის ქალა და ამასაც არ სჯერდები; ღმერთშემოსილი, მადლშესხმული სხივით ნალოლიავებ, ცხრა ცის მირონდანაწვიმ, ჭეშმარიტების სისავსით მოვლენილ შემოქმედებსაც გზას უღობავ. შე კაი კაცო, ამ ეკონომიკურ ფუნდამენტზე შვეიცარიული საათივით აწყობილ ქვეყანას რად ირთულებ?!! უმჯობესია, მავანი ნაღველს თუ არ აიშლის; ლექსსაც მოასვენებს, მკითხველსაც და იქნებ იმ პოეტების დაფასებაც შევძლოთ, ძარღვებდაბერილი ლექსი რომ აწუხებთ და არა პირიქით. მომკალი და მართალი ვარ! იცოდე, “თითო ნაოჭი გაგლეჯილი შუბლის ძარღვია!”(ლ.დ). შე დალოცვილო, რამ გამოგაპოეზია! აცალე, იქნებ უშენოდაც დაგვიზამთრდეს გაზაფხული!... თოთო არსის აკვანში გახრწნილ ყოფიერებას რომ არ ჩაჰკირკიტო და მარადი ილუზიის ორეულივით არ აეტორღიალო შენს გარეშედაც თავგაბეზრებულ, თვალებდაწყლულებულ ხელოვნებას, ცოცხალი ლეშივით მომართე ცნობიერების ლაგამი და.... ეჰეჰეეეე!!! მერე იდეოლოგიის ხმა თავად გაგიტყუებს მღვრიე წყალში თევზის დასაჭერად. ნუ იფიქრებ, რამეს გატყუებდე! თუ არა და, აჰა, შენი ხმალი და ჩემი კისერი!
ცოდვა გამხელილი სჯობს! არც მე ვარ დაუჭიანებელი თოვლი! შენც და მეც თანაბარი წილი გვიდევს იმაში, რომ პოეზიის უპატრონო საყდრიდან გასვლისას ჭიშკარი ღია დაგვრჩა და შიგ კენტი კელაპტარიც არ ავაკიაფეთ ვირეშმაკების დასაფრთხობად, შთაგონების სამსხვერპლოზე სიტყვის აღსაზევებლად. რა გულმოდგინედ ცდილობ, ბედო მსახვრალო, რა მონდომებითა და თავგამეტებით, დაამცრო და შავ მიწას წააღებინო ჩვილი, შეურყვნელი, მარადისობას საგზლად აკიდებული სტრიქონები....
ჩემო პეტრე და სხვისო პავლე, შენ რომ ორგანული კანონებივით დაგიზეპირებია უცხო სიტყვათა ლექსიკონით პირთამდე აფუებული ლექსები და ყოველდღე ჩეკავ უშრეტი მუზის ცოდვიან გერებს, მთლად არ მგონია პოეზია იყოს წმინდა სახით.
პოეზია უნდა წარმოადგენდეს დროსა და სივრცეში მოუხელთებელ იმ წამს, რომელიც უსასრულოდ გრძელდება და ამ მარადიულ წრებრუნვაში იშვიათად თუ დაიგულვებს საკუთარ თავს ყოფიერების ცნობიერების ცნობიერებად. მან, პირველ რიგში, აბსტრაქტულად უნდა შეიმეცნოს საკუთარი თვითმყოფადობა და წარმოგვიდგეს “მარადიულ აწმყოდ”, სადაც ისტორიული ნაკადი მუდმივად თანადროულია და გადამწყვეტი მნიშვნელობა არა სინამდვილესთან გრძნობად კონტაქტს, არამედ გარესინამდვილის მიმართ გამიზნულ ორიენტირებას აქვს. ფილოსოფია, - როგორც უნივერსალური ჰერმენევტიკა _ პოეზიაში უნდა განსხეულდეს, განივთდეს და თვითშემეცნების, როგორც თვითქმნადობის “მარადიული კვლავდაბრუნების” პროცესი, სიცოცხლის სტიქიონი დროით სისტემებში ირაციონალურად “ადღვებისაკენ” მიმართოს.
თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ჰერმენევტიკული ტექსტების შექმნა _ ნაწარმოებებისა _ რომელთა არამდგრად, უფსკერულ სიღრმეებში საუკუნოვანი სხივია ჩაკარგული იმ ღვთაებრივი ნასახისა, რომელიც გაჩენის დღიდან აზროვნებას გვიხშობს და გვიბორიალებს.
ასე რომ, შენს უკან ერთი კაცი მაინც იგულისხმე, სადაც შენსას იტყვი, იქ იმის სახელიც ახსენე, ვისშიც წამზე უსწრაფესად გაუელვებია ზეგრძნობად სივრცეში არეკლილ ნაპერწკალს; ვისაც სამყაროს სულით უსუნთქია, მისი გულის ფეთქვა და ძაგძაგი საკუთარ მკერდში უგრძვნია და სულთმობრძავ დედამიწას მაჯისცემას დღესაც უთვლის; და სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, მადლიანად დააბიჯებენ გაუცხოვებულ მიწაზე და ლექსებიდან მირონი მთის წყაროსავით გადმოსჩქეფთ, დააფასე, მკითხველო! იგრძენი, მოეფერე და უთხარი, რომ გიყვარს!
ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი მოთინათინე ვარსკვლავი მომწყდარა პოეზიის დახუნძლული ცარგვალიდან და კიდევ რამდენი ჩაპირქვავდება უკვალოდ საუკუნეთა მიმქრალ მეხსიერებაში მერმისის მემკვიდრეობად. ვინც აწმყოს ფეხის თრევას კნავილით აჰყვა, უთუოდ დააჩნდება თანადროულ სივრცეს, მაგრამ ჟამთა შეუმცდარი სამსჯავრო უსიკვდილოდ ქაფად მოიგდებს; ფსკერზე კი მხოლოდ რჩეულთა ნაღვაწსა და ნაგრძნობს დაილექავს..
ნამდვილად ქუდბედდაყოლილი ვარ, რომ ასეთ შემოქმედთაგან გამორჩეულს თავად ვიცნობ და ძალმიძს, შენც გაზიარო მის ამღერებულ პოეზიას, მკითხველო! მის არაამქვეყნიურ მეტაფორულ სამყაროში ფარღიატიდან მაინც შეგაჭვრიტო ცალი თვალით. დე, ლამაზ მკერდზე შენც შეგდგნენ ნუკრები! შეიძელ კაბად გადაპენტილი ველ-მინდვრები ჩაიცვა და უბე მერცხლებითა და ჩიტებით აივსო! ჰა, და უცქირე, კავკასიონი ქორბუდა რქებზე ხარირემივით როგორ იფხრეწავს ღრუბლებს. ფეხებტიტველა ყვაწვილებივით როგორ ცეკვავენ მოლზე ღიღილოები. დაე, შენს თვალწინ გასკდეს მთაზე მზე ღვინის კასრივით. მერე მიაყურადე, მწვანე ბალახში მწოლიარე ნაკადული როგორ ასწავლის ყვავილებს ტიტინს. აქეთაც გამოიხედე, ჩიტებს პაწაწკინტელა თივის აკვნები რტოებზე აუტანიათ; მთვარით დაბარდნილ ეზოს გარშემო აკაციები დაშაირობენ; ტყემლებს ისე გადმოსდის თეთრი ნამქერი, როგორც დედის რძე პირიდან თოთოს! ვაზებს კი მტევნები ისე დაჰკიდებიათ, როგორც ძუძუებს თოთო ბალღები. გახედე, ზვრები კუმსი მტევნებით ზედ ასკდებიან ერთიმეორეს. იასამნით გადახუნძლული ზეცა, - ფიროსმანის ლურჯი სუფრა, ხმელეთს იის ზღვად ჩამომსკდარა. გინდა, მზეს ხელში თასივით დაგაჭერინებ?... და მერე, მოდი და ყველა ლექსი ტიტველ ბარტყებს ბუდეებში ჩავუფინოთ.... იარე გალაქტიკებში გაყვანილ ბილიკზე და იქნებ დალანდო კიდეც მიწაზე მდგარი მაღალი ღმერთი, როგორ ეფერება საქართველოს.... მერე კი.... სისხლად მომწყდარი წინაპრების ხმა კვირტებად შენც გამოგაყრის და საწუთროში მორგებული ყველა სახის ნიღაბიც აგტკივდება....
ეს ლაღი, ხალასი და მშვენიერებით სრულქმნილი სამყარო, ქართველი პოეტის, ზინა სოლომნიშვილის შექმნილია და ყოველი თვალის შევლებისას, ხელახლა ცოცხლდება რკილდაუდებელ სურათებად. შენ კი, ჩემო გემოწამხდარო, თვალზე ბინდგადაკრულო, გაბოროტებულო მკითხველო და კალმოსანო, ნაცვლად იმისა, რომ ხელის გულზე ატარო, საკადრისად დააფასო, მისი ცხადი სიზმრის თანამგზავრი გახდე და იამაყო შენი მამულის ღირსეული შვილით, უკვდავი პოეტით, რომელსაც ხელში “პლანეტის მაჯა” უჭირავს, შეიძელ და ათქმევინე - “ცოცხალი იყო - ვერვინ ხედავდა, მოკვდა და თავებს ახლიან კუბოს”. აფერუმ შენს მონდომებასა და გარჯას! არ გეგონოს, რამეს გსაყვედურობდე!.. რაც არ მოიწადინე, ისევ შენს სულიერებას, ნამუსს დააკელი და პირისწყალი ძმართან ითანაზიარე. ამიტომაც ჩამოხმი უჟამოდ და ადრე თუ სიზმრები სისხამზე მაინც მოგისწრებდნენ ხოლმე, ახლა ტყავიდან რომც ამოვძვრეთ მეც და შენც, ვერ გაიგონებ რიჟრაჟის ჭყივჭყივ-ჟღივჟღივს, ბუდეებიდან გადმოცვენილ ნიბლიებს ხელისგულზე ვერ დაისვამ, ცახცახატანილი, მზეს ვერ მოიყუდებ პირზე, აღტაცებით ვეღარ შეაჩერდები ცაში ავარდნილ ნუშთა შადრევნებს და რაც მთავარია, ვერ იხილავ, გადაპენტილი საქართველო პლანეტას თაიგულივით რომ უჭირავს ხელში და იმშვენებს გულმკერდს.... განა იმიტომ, რომ ვინმე ღვთის წყალობას დაგიმალავს. არა! უბრალოდ, ახლა, ასე მოქუფრულსა და მოგუდულს საკუთარ ფშვინვაში, ვეღარ გაგიშვებ იმ სიყვარულის სუფრასთან, რომელიც არასდროს გღირსებია. ვაითუ ზედ შეახოცო ზიზღი და შური სინამდვილისა.... აკი-ღა თავის ლექსშიც წერს ზინა სოლომნიშვილი –
“ათასნაირად
ფერად გზა-ქუჩებს
ცრემლები რწყავენ,
ქარები ჰგვიან...
უმჯობესია განსჯა
თავიდან,
ვიდრე თავ-პირში
იცემო გვიან...
დახურულია ბოროტის გული,
კეთილის გული –
უსაზღვროდ ღია;
სიღატაკეა ზოგი
სიმდიდრე,
ზოგ სიღარიბეს
სიმდიდრე ჰქვია.”

ახლა თავად განსაჯე რა ავლადიდების პატრონიც ყოფილხარ. ეჰ, რა ტყუილად ეფოფინებოდი და დაჰკანკალებდი ოქროს ზოდებს!... არაფერი გაგვაჩნია ლექსის გარდა და ხედავ?... მაინც შენზე მდიდრები გამოვდექით! თუ შეგშურდება, ვიფიქრებ, რომ შენი შველა კიდევ შეიძლება, თორემ, აბა, ისე, შენთვის პოეზია რა სანატრელი და შესაშურია....
ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, - დროთა შეუმცდარი სამსჯავრო მისხალ-მისხალ ასწონის ყველას ნაღვაწსა და ნაშრომს. ზინა სოლომნიშვილის ბუნებით სრულქმნილი, მადლმყოფელი შემოქმედების შემცნობი და შემგრძნობი კი უყოყმანოდ დამეთანხმება, რომ მისი პოეზია იმოძღვრებს მესამე ათასწლეულში და საუკუნოდ დააჩნდება არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების ისტორიასაც, როგორც უბადლო, უთანაზიარი, განუმეორებელი ხატება სილამაზისა, მშვენიერებისა.
ზინა სოლომნიშვილის შემოქმედებაში შემთხვევითი არაფერია და ის გრძნობად-იდეალური ხატების ჰარმონიული, სინთეზური ურთიერთდაკავშირებაა შემეცნების რაციონალურ სტრუქტურასთან. ეს ის პოეზიაა, სადაც მეტაფორული აზროვნება ზოგადონტოლოგიური არსის საზრისის პარალელურად ვლინდება და ყალიბდება, როგორც ემპირიული ცნობიერება. თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ აქ ერთი პარადოქსი თავისთავადად იჩენს თავს _ ზინა სოლომნიშვილის პოეზია გაიდეალებაა სამყაროსი, არა როგორც თავის თავში არსებული და მოძრავი სუბსტანციის, არამედ როგორც ჯერარსში გამოვლენილი დასაბამისა, რომლის იმანენტური ფორმაც ტრანსცენდენტალურ სივრცეში აბსტრაქტულად ყალიბდება ცხოველმოქმედ, დაუდგრომელ ორგანიზმად.
აზრის წმინდა ქმნილება – აი, რა არის ზინა სოლომნიშვილის თითოეული ლექსი. მართალია, მისი არაამქვეყნიური, “წარმოუდგენელი” მეტაფორები მკითხველს იმდენად აბრუებს, რომ შეიძლება, ნაკლები ყურადღება მიაქციოს ტექსტის შინაარსობრივ მხარეს (რაც სავსებით ნორმალურია), მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პოეზიაზე, რომელიც აზროვნებს და შეიმეცნებს, ქმნის და რეალიზდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ტექსტის მხატვრულობით განცვიფრებული მკითხველი იმ სიღრმეებსაც “გამოეკიდოს”, რომელიც სიტყვებს შორის არის დავანებული. ეს კი ყველას როდი გონეწიფება.
ზინა სოლომნიშვილის პოეზია თავის თავშივეა არსებობის, როგორც ყოფიერების თვისების, მატარებელი და, ამდენად, ის განვითარების მუდმივ წრეში ყალიბდება დროულობის პარალელურად. ბუნებრივია, გადაულახავ სირთულეს ის ქმნის, რომ წარმოქმნილი სააზროვნო სივრცის ინტელექტუალურად ათვისება-დაძლევა, ნაწარმოებზე მეტად მკითხველზეა დამოკიდებული. ამიტომაც ზინა სოლომნიშვილის პოეზიის აღქმა შეიძლება, მხოლოდ თანადროულობის გავლენის გათვალისწინებით, რაც მეტად არამდგრად და, პირდაპირ ვთქვათ, არაობიექტურ ფონს ქმნის მისი ცვალებადი საწყისის განხილვისათვის.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შესაძლებელი მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთებაა – ზინა სოლომნიშვილის პოეზიის ერთ მთლიან ხატად გათავისება და გააზრება საჭიროებს ესთეტიკური შემეცნების უნარების აბსოლუტიზაციას. ეს ის სივრცეა, სადაც მოსალოდნელი არაფერია და, ამდენად, მკითხველს თითოეული მისი ლექსის კითხვისას თანაბრად მოეთხოვება ცნობიერების ინტელექტუალური და გრძნობადი შრის დაძაბვა. მის შემოქმედებას საკუთარი მხატვრული საზრისის სიცოცხლე გააჩნია, რაც უსაზღვრო ეგზისტენციალური თავისუფლების, სილაღის ანარეკლია.
ქალბატონი ზინა თავის ერთ-ერთ ლექსში წერს - “სანამ გიყვარვარ, მე არ მოვკვდები”. მშვიდობით იყავ, საქართველო! ის სიყვარული, რაც ზინა სოლომნიშვილმა ადამიანებში დათესა (მისი ლექსები კი ამ საქმეს სამარადჟამოდ გააგრძელებენ), საწინდარია მისი პოეზიის უკვდავყოფისა!.

Monday, April 4, 2011

ბმული:
* http://literalsalon.blogspot.com/2011/04/blog-post.html

Arrow


Last edited by Admin on Wed May 27, 2020 9:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 9:30 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
ათასნაირად
ფერად გზა-ქუჩებს
ცრემლები რწყავენ,
ქარები ჰგვიან...
უმჯობესია განსჯა
თავიდან,
ვიდრე თავ-პირში
იცემო გვიან...
დახურულია ბოროტის გული,
კეთილის გული –
უსაზღვროდ ღია;
სიღატაკეა ზოგი
სიმდიდრე,
ზოგ სიღარიბეს
სიმდიდრე ჰქვია.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი EmptyYesterday at 9:41 pm

ზინა სოლომნიშვილი

***
მორჩა, ვეღარ იტანს
გული აღვირს,
გრძნობები ჰგვანან
ცხენებს გასახედნებს;
მე ძლივს ვიგერიებ
მგლების ალყას,
შენ კი, უგუნურო,
რას აკეთებ?!
ვაიმე, ურჯულომ არ მიყიდოს,
თვალი ქართული ცის
გაჰყვა ლივლივს...
საბას გამოჩენას
ველოდები,
სტამბოლის ბაზარზე გაყვანილი.


***
მხარზე ხელს
მირტყამს უბედურება,
არვინ მძმაკაცობს
უკვე მის გარდა;
ჩემს სისხლს ვსვამ
ღვინოდ, გულგანგმირული,
მისგან, ვინც ჩემზე
ძლიერ მიყვარდა...
გაყიდული ვარ
იმ მეგობრისგან,
ვისაც ჩემს თავზე
მეტად მივენდე...
ქუჩის კახპაა
ახლა ის გოგო,
მე რომ საკოცნად
ვერ გავიმეტე.



***
მთებს აპრილი დაჰკისკისებს სერაფიტად,
ცხელ მიწაზე დაკონებას მთხოვს სხეული...
აბა მითხარ, მე უშენოდ მზე რად მინდა,
ლერწამი ვარ, სალამურად მომსხვრეული.
ნუ გამისწრებთ, წლებს მივკივი მდევარივით,
მე ამ ქვეყნად ვარ სიტკბოსთვის მოწვეული,
კახურ ვაზზე ასაგლეჯი მტევანი ვარ,
შენს ცხელ გულზე დასაწურად მოწეული.



***
თვალებით სჭამენ
ალვები მინდორს,
როგორც ეულ ქალს-
მრუში კაცები...
ვიღაც ვაჭრულად
მიმზერდეს ვითომ,
ისე ვღელავ და
მეწვის ღაწვები...
მზემ გადაიძრო
ნისლის პირბადე,
დასკდნენ ღრუბლები,
როგორც ბოთლები...
ო, მაპატიე,
არ გამიბრაზდე,
თუ შენი ნატვრით
დღესაც ვლოთდები...
გემივით მიაქვს
სხეული ფიქრებს,
ქარი მაწყნარებს
უცრემლოდ მტირალს;
ეჭვების კვამლში
ვაგდივარ პირქვე,
და ყველა სახის
ნიღაბი მტკივა...






***
გულში ჩაიკრა
ბიჭმა გოგონა,
ხელი იფარა
ფიჭვმა თვალებზე...
არ ენაღვლება
ქვეყნის ჭორები,
ჰკოცნის და ჰკოცნის
მიწას ცხარე მზე...
და ტიტლიკანა
ნაკადულები
ალაზნისაკენ
მიტანტალებენ...





იქნებ აღარ ვიყო ხვალ


თვალები მიგავს
ვარსკვლავებს,
ბაგე
აკოკრილ ვარდს...
ვდგავარ
დამწიფებულ ბალივით,
ქურდები მივლიან
გარს...
თუ იცი,
ნეტავი თუ იცი,
რამხელა
უგულო
ხარ!
მოდი,
დამამტვრიე ტოტები,
იქნებ აღარ ვიყო
ხვალ...




***
სისინებს ცელი,
სისინებს ცელი,
კვდებიან ბალახნი მოცელილნი...
_ ღმერთო, მაცოცხლეო –
ჩურჩულებს ენძელა
მუხლებზე დაცემული მლოცველივით.



ღრუბელი


_წყალი თუ მწყურია,
როგორ ვერ დავლიო, -
თქვა მთვარემ და ზღვაში შეცურდა ტივივით...
მთამ: _თეთრი მერანი ვარ!
მუხამ: _მხედარიო!
_მე რაღას წარმოვადგენ? –
ქრის ქარი კივილით...
_ცამ მზე დაიკიდა როგორც მედალიო, -
ცაშია ხეების
თვალები ირიბი...
_ რატომ ვარ ასეთი შეუხედავიო! –
თავი მოიკლა ღრუბელმა ტირილით...




***
მზე მთაზე გასკდა,
ღვინის კასრივით,
ხევში ჩაიხრჩო
ღამე უძლური...
გადაღეღია
ჩოხა ორღობეს
და მოდის ბიჭი
ვაშლის კუნწულით.
იცინის, როგორც სოფლელი გოგო,
ცა იასამნით
გადახუნძლული...




სურათი


მწყემსი ცხვრის ტალღებს მიდენის სტვენით,
წამოუნთიათ ატმები შუკებს...
ნეტავი რაღა დრო არის წყენის,
როცა ალერსით სავსე ვარ უკვე.
დღე მიდის, მიდის ხვალით დევნილი,
მზის წარღვნა წასკდა ცის კალთა-უბეს,
კავკასიონი ხარირემივით
ქორბუდა რქებზე იფხრეწავს ღრუბლებს.





***
წევს, მწვანე ბალახს იცოხნის მიწა,
დილა მაწყნარებს ეჭვით გადაღლილს...
თუ გადამრიე, გაფიცებ ვინც მწამს,
მოვალ და ჩემს თმებს მკერდზე დაგაყრი,
როცა ხანძარი მოქუხს ძარღვებში,
უფსკრულიც შეგხვდეს, უნდა გადახტე...
შმაგი გრძნობები კლდეებს არღვევენ,
რა შეუძლიათ ცოდვილ არტახებს,
მოვღელავ, როგორც გიჟი მდინარე,
გზად დაბრკოლებებს ვლეწავ სიაშრით;
ქვეყანას ვფიცავ, ისე მიყვარხარ,
ყველა სიძულვილს ნეკნებს მივაფშხვნი,
ჩემი ძარღვები შენს გულღვიძლს ერთვის,
და შენი ტრფობა მაწვიმს გნიასით...
სასწაულია, ახედე ერთი,
მზე გაუჩრია ცას იღლიაში.




***
ცას მთა ჰკიდია, როგორც გიდელი,
ჩოხებს იხევენ ხენი მთვრალები;
დედაო მიწავ, ისე გიდნები,
რომ სიყვარულად აგიზღვავდები.
ყაყაჩოსავით ვიწვი, ვწითლდები,
მწვანე სიცილში მხვევენ ყანები.
სერზე მზის ირგვლივ როკვენ იფნები,
როგორც კოცონთან ბოშა ქალები.



***
თვალთა უპეებზე მტრედის კვალი,
შუბლი დამჭკნარი და დაზოლილი;
სახე შერუჟღული ოხვრის კვამლით,
ტუჩებზე – ღრუბელი გაწოლილი...
ცეცხლის ბურთს უჩივის ყელი ცალკე,
გული გასკდა, როგორც ლამპის მინა...
ცივად დაიკივლა წრფელმა სარკემ,
_ ეს რა დაგმართნია, ჩემო ზინა!



***
რომ მოვკვდები,
მზეს მიეცით
ჩემი ცეცხლი,
ყველას,
ყველას
ჩემი გულით გაუცინეთ...
არ გაახმოთ,
ყველა ყვავილს,
ყველა ბალახს
ჩემებური
მზრუნველობა გაუწიეთ...
მთელი ჩემი
სათნოება, სინატიფე
ობლებს გზებზე
ენძელებად დაუბნიეთ...
აიღეთ და
მერე ჩემი
ყველა ლექსი
ტიტველ ბარტყებს
ბუდეებში ჩაუფინეთ...



პლანეტის მაჯა


წლებს ფოთლებივით
სცვივათ დღეები...
ვარსებობთ,
ვცოცხლობთ
ავად თუ კარგად...
ყველა წელს ჩვენთვის
სიახლე მოაქვს,
ყველა წელს
ძვირფას ახლობელს ვკარგავთ...
სიცოცხლის წუთებს
გვითვლის საათი,
დროს სულ არ ესმის მუდარა, აჯა...
მე, შიშისაგან
თვალებად ქცეულს,
მიჭირავს ხელში პლანეტის მაჯა...



ვერვინ ხედავდა


ო, ვეღარ
ვუძლებ
გულს, გაჩრილს
ყელში...
ცრემლი კუნწულობს,
ნაღველი
ღრუბლობს...
ცოცხალი იყო –
ვერვინ ხედავდა,
მოკვდა და
თავებს
ახლიან
კუბოს.




***
მზით ბურთაობენ
მთაში მუხები,
მინდორზე ცეკვავს
ერთი მათგანი...
_ ძუძუ ვის უნდაააა?!
ბღავიან ცხვრები.
_ მეეე! – პასუხობს
ყველა ბატკანი.
მწყემსის ჟინიან
ბაგეებს, თვალებს
გადმოშხაპუნობს
ტრფობა მართალი...
მირბის გოგონა
და მის უბეში
უმანკო მტრედებს
გააქვთ ფართხალი...




***
მხრებგალუმპული ველურ ყვავილით
გაშმაგებული ვკოცნი სამყაროს...
რად შევძრა ზეცა ფურის ბღავილით,
თუ ძალმიძს, მხრებზე ვარდი გაყარო...
მორჩა, ლოდინის არ ვარ გამძლები,
შემოვიფხრეწავ ამ მზეს,
ამ მინდვრებს...
ახლა ან შენი სუნით გავძღები,
ან გრიგალივით
თავ-პირს დავიმტვრევ...
ეს გადარევა ვეღარ გამივლის,
გინდაც ცხელ გულში
ტყვია მახალონ;
ჟინატეხილი, უქმრო ქალივით
იის ღვართქაფში
გორავს სამყარო...


ბმული:
* http://literalsalon.blogspot.com/2011/04/blog-post_04.html

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ზინა სოლომნიშვილი Empty
PostSubject: Re: ზინა სოლომნიშვილი   ზინა სოლომნიშვილი Empty

Back to top Go down
 
ზინა სოლომნიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: