არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ტრისტან მახაური

Go down 
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ტრისტან მახაური Empty
PostSubject: ტრისტან მახაური   ტრისტან მახაური EmptyMon Feb 15, 2010 8:55 pm



ი ლ ტ ო ს პ ი რ ე ლ ი:

გუშინ საღამოს, ჩემმა ძველმა დოსტმა და კაფიის დიდმა ქურუმმა, ტრისტან მახაურმა დამირეკა.
ძალიან შეწუხებული ჩანდა:
კაცოო, მეუბნებოდა, აღარ ვიცი, რა ვქნაო, ჯერ იყო და შტატი წამართვეს უნივერსიტეტში და სანაცვლოდ რამდენიმე სალექციო საათიღა დამიტოვეს, ახლა კიდევ ამასაც მართმევენო. სხვა რომ ვეღარაფერი გავაწყე, ავდექი და აი, ეს კაფია დავწერეო. მიკარნახა კაფია და თან მთხოვა ეგება, ეგება "ურაკპარაკზეც" და დადო და მიხო მოსულიშვილსაც მიაწვდინო "არჩანდაზეო".
კი მეთქი, ვუთხარი და კიდეც ვასრულებ მის თხოვნას, მაგრამ სანამ თავად კაფიას გაგაცნობდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით საქმის არსში ჩავახედო მკითხველი.
საქმე კი, თავად ტრისტანისავე მონათხრობით, ასე ყოფილა:
ამ რამდენიმე წლის წინ ტრისტანმა ფოლკლორისტიკაში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე "ქართული ხალხური ბალადა". ქართულ მეცნიერებაში ის ამ საქმის, მგონი, სულაც ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი სერიოზული და წამყვანი სპეციალისტია. თითქოს სამართალიც პურს ჭამდა. იგი წლების მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით კითხულობდა ლექციების კურსს საგანში "ხალხური და ლიტერატურული ბალადა". წელს კი, თურმე, მას მისმა კონკურენტმა, ქალბატონმა ქეთევან სიხარულიძემ ჯერ შტატი წაართვა, ახლა კი, მეორე სემესტრიდან, სალექციო კურსიც მანვე უნდა წაიყვანოს...
აი, რას გაუბრაზებია ტრისტან მახაური და რა საფუძველზე შეუქმნია, ამასწინათ, გომეწრის ჭალაზე მიმავალს, ეს სუსხიანი და მწარე-კვიმატი კაფია:

"ხალხურ და ლიტერატურულ
ბალადას" მართმევს ქეთინო;
ეგეთა გაუმაძღარსა
მსურს ლექსით მოვაკეტინო:
რაც მიიტაცე, გეყოფა,
კმარა, გაჩერდი, კრეტინო!..

კაფიის ფინალი, ცოტა არ იყოს, შეიძლება ზედმეტად უხეშიც კია, მაგრამ ვისაც ხალხური პოეზიისა ოდნავ მაინც გაეგება რაიმე, არა მგონია მან ტრისტანი დაამუნათოს - კაფიის ისტორიას ამაზე გაცილებით უფრო მძაფრი გამონათქვამებიც ახსოვს, მაგრამ ამითი ქვეყანა არ დაქცეულა!..
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ტრისტან მახაური Empty
PostSubject: Re: ტრისტან მახაური   ტრისტან მახაური EmptyMon Feb 15, 2010 9:01 pm



ი ლ ტ ო ს პ ი რ ე ლ ი:

ანთას შემოვახვეწებდი ტრისტანის ამ ეკლიან ამბავსა: ეგება გადაეთარა ეს პოსტი "არჩანდაზედა" - და ამითი, ალბათ, მახაურიც მადლობელი დაურჩებოდა და მოსულიშვილიცა!
თან ჩემს მოკითხვასაც მიაყოლებდა ჭკვიან და გონიერ "არჩანდელებთან", რამდენი ხანია, არ მინახიან!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
 
ტრისტან მახაური
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: "ვერცხლის თასადამც მაქცია" - სტუმრად სანათასთან-
Jump to: