| | მარიამ წიკლაური–ძიძიგური | |
| Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Thu Dec 11, 2008 1:50 pm | |
|  მარიამ წიკლაური–ძიძიგური ბრანდი-ბრუნდიერთი დევი ხმელი წნელით ბუდეს წნიდა მთელი წელი. ბუდისათვის ტყიდან ვირმა ზურგით ზიდა ხმელი გვიმტა. დევმა დასვა ორი კრუხი, ერთი - ჭროღა, ერთიც - რუხი. შეარჩია ორი კვერცსი, ოქროსი და ერთიც - ვერცხლის. როცა ცაზე მზეს და მთვარეს ერთად ედგა დღეც და ღამეც, შეულოცა საბუდარს ცხრაჯერ დევის ბაბუდამ: "ბრანდი-ბრუნდი, ბრანდი-ბრუნდი, კვერცხო, სამჯერ გადაბრუნდი, გამოჩეკე ასი ფრთა, ბრანდი-ბრუნდი, ბრა-ბრა-ბრა!" დევიც ელის წიწილებს, დარდით ვეღარ იძინებს. განა ჭროღას? განა რუხს? თურმე, ოქრო-ვერცხლის სურს. ბრანდი-ბრუნდი, ბრა-ბრა-ბრა, კვერცხი გატყდა, ჩხაკ-ჩხუკ-ჩხაკ! - ვინ გამოძვრა? - წიწილი, იჭაჭება სიცილით: რის ოქროსი და ვერცხლისო, ქათამს, აბა, რა შემცვლისო?!
Last edited by Admin on Thu Feb 17, 2011 10:58 pm; edited 6 times in total | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 5:12 pm | |
| | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 5:14 pm | |
| კესოს ლექსი ესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს - მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს - დილის მზესო. ქვეყნის თვალი გაიზრდება - ფერიებმა ასე თქვესო. ანგელოსი ნანას უმღერს დედის ხმით და ასმევს რძესო, კესო კიდევ გულში ნატრობს ლამაზ-ლამაზ დებს და ძმებსო! ბაბალე აი, ჩემი ოჯახი - დედა, მამა, და-ძმა. ყველას უყვარს მოდურად და მოხდენილად ჩაცმა. მაგრამ სახლში, ჩვენს გარდა არის ერთი წევრიც - ლაპარაკი არ იცის, არ აქვს თმა და წვერი. არასოდეს სცხელა და არასოდეს სცივა, არც კატას ჰგავს, არც სკამს და მითუმეტეს - დივანს! ზედ აუსხამს მაისური, კაბა, კაშნე, შორტი, პალტო, რაც გვაცვია ყველას ერთად, მას აცვია მარტოდმარტოს. არ გეგონოთ ფუფალა! ასი კაბა-შარვალიც ტანს ვერაფრით უფარავს. რასაც ვიცვამთ გარედან, მას ჩაუცვამს შიგნით, ბევრი ჩანთაც ჰკიდია. მაგრამ არ აქვს ჩანთაში რვეული და წიგნი. ირგებს ჟილეტს, ჯინსს და ქურთუკს, უკეთია ქამარიც, მერე რა, თუ თავის ზომა არაფერი არ არის?! დედა სამოსს ულაგებს და ურეცხავს მალ-მალე, რადგან სუფთად ჩაცმა უყვარს ჩვენს გარდერობ ბაბალეს. აცა-ბაცა აცა-ბაცა, ფეხზე ჩაცმა ვერ ისწავლა ჩვენმა კაცმა. ორი წელი შეუსრულდა, მაინც დადის აცა-ბაცა. ბებოს ლხინი -აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე გავშლით ჩვენს ჯადოსნურ სუფრას! - ამბობს ბებო და ამზადებს სადილს. ის ყველასთვის მართავს ნამდვილ ნადიმს: პური - ჩვენ, ნამცეცი - ჩიტსო, ჩვენს ფანჯარასთან რომ ზისო, ხორცი - ჩვენ და ძვალი - ძაღლსო, ამ სახლს დარაჯად რომ ჰყავსო. მჭადი - ჩვენ და ქატო - ქათამს, ყველი - ჩვენ და შრატი - კატას, ხილი - ჩვენ, ნაფცქვენი - ღორსო, რაც დაგვრჩება - მარჯვე ცოცხსო, ჩენჩო - ბუხარს, კურკა - მიწას, ბებომ ლუკმა ყველას მისცა.  | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 5:16 pm | |
| ერთი ქალი, ხიკოკურა დედაბერმა ხიკოკურამ ვეღარ ზიდა წყლის კოკურა. ვინ უშველა? _ ჭიანჭველამ, კოკას ხელი მიაშველა. დედაბერმა დალოცა, წყლიდან თაფლი გამოცრა, გაუგზავნა ჭიანჭველას შვილებს ქილით, დედა კოვზით აყლაპებდა ყოველ დილით, მარტო შვილებს კი არა, ძმიშვილს, დიშვილს, ნათლულებს. . . მგონი ასი წელი ეყოთ, თუ ჭკუა არ მატყუებს. ციცა და პიცა კუმ დააცხო პიცა, დაპატიჟა ციცა. ციცას ჰყავდა კნუტი, ექვსი, განა ხუთი?! კნუტებს ჰყავდათ ძიძა, ძიძას ჰყავდა ბიძა, ბიძას ჰყავდა ცოლი, ცოლს _ მამიდა, ორი. იმ მამიდებს დობილები, ჯიპებით და მობილებით. დაურეკეს მეგობრებს, კლასელებს და მეზობლებს. შეიყარნენ რუსთან, აგარაკზე კუსთან. აღარ შეხვდა ციცას კუს დამცხვარი პიცა. _კუმ რაღა ქნა?_ ციცას რეცეპტიღა მისცა მოცეკვავე კალია ახტა-დახტა კალია, მოცეკვავე ქალია. _ რა იცეკვა? _ რეპი! თავს დაესხა რეტი. ფაფხაჭელა ჭიანჭველა თესავს ჭვავს. განა მარტო თვითონ ჭამს? მოიწევს და დაფქვავს, მოზელს, ძალაც ერჩის, ღონეც მოსდევს. _რას დააცხობს? _ ფაფხაჭელას. _ ვის მიართმევს? _ ჭიაყელას! ტყეში შუა ტყეში ხარობს თელა, თელა არის დევისხელა. თელას ბედი ისე წყალობს, კარზე ჩამოუდის წყარო. წყაროში რომ კენჭებია, ეგ ტყის ქალის ბეჭდებია. _ ის ტყის ქალი სადაა? _ გამოჩნდება საცაა. ფასანაურს ჩასულა, უყიდია ფარჩები, მეტსაც გეტყვით, წენგოთი შეუღებავს კლანჭები. _ რაო, რა ამბავიაო? _ ნეფეს ელის თურმე! მაყრიონი მოაგორებს ძღვენით ავსილ ურმებს. მახარობელს _ წუღები, ზედ _ ხარი და უღელი! _თაგვს? _ კაკალი უხრელი! _ყვავს? _ სიმღერა უთქმელი! _მე? _ ლექსი და ზღაპარი, ყველას კარგი ამბავი! რვაფეხა ერთ რვაფეხა დედას გაუცივდა შვილი. ყველას ასე მოუვა, ვინც უწინდოდ ივლის! დედას გული გაუსკდა, მოიტანა წამალი, ეხვეწება: _ ჩაყლაპე, სანამ გვიან არ არის და დაგიქსოვ ლამაზ ჭრელა-ჭრულა წინდებს, ჩხირებიც მაქვს, მატყლიც დასართავად მიდევს! რვაფეხუნა ატირდა: _ არ მინდაო აბები, მომიყევი მამიკოს პატარობის ამბები! დედიკომაც უამბო მართალიც და ზღაპარიც, მოყოლაში გავიდა ნახევარი ზამთარი. მერე ძაფიც დაართო, ღება ნაირფერები, ოთხი წყვილის მოქსოვით დაეღალა ხელები. თან ზამთარიც გასრულდა, ვიღას ახსოვს ანთება?! რვაფეხუნა განკურნა სასაცილო ამბებმა. ახლა კი გვაქვს წინდა, მაგრამ რაღად გვინდა? ხოჭო პელო ხოჭო პელო, ფაუხავ, საქმეს როგორ აუხვალ? ჩქარა მორწყე ბოსტანი, ქონდარს ძირი გაუხმა! ხოჭოს ვითომ არ ესმის, გზას ჩაკუნით გაუყვა. გულმავიწყი ყანჩა ერთ გუბეში აკანჭული იდგა აყლაყუდა ყანჩა. მერე სადღაც გაფრინდა და ცალი ფეხი იქვე დარჩა. ფეხმა ფესვი გამოიღო, ფესვმა _ ყლორტი, ყლორტმა _ ჩირთი, გაიფოთლა და ხედ იქცა, ღერზე ესხა ასი კვირტი. იქით _ ჩიტმა დაიბუდა, აქით კიდევ _ დახტის ციყვი, ტოტზე სიოც ჩემოსკუპდა, ციცქნა ბარტყი მოჰყვა ცხიკინს. როდის-როდის გაახსენდა დაკარგული ფეხი ყანჩას, მიიხედა-მოიხედა, მაგრამ ცალი ფეხი არ ჩანს. ეძებს, ეძებს ის საწყალი, არც გუბეა, აღარც წყალი... ხე ჩაიცვამს ლამაზ ხავსს, ჰოდა, ყანჩაც რას ნახავს?! როგორ გაჩნდა შავი არაგვი? _ ერბო? _ ასიოდ ქილა. _ კვერცხი? _ ათასი ცალი. _ ცეცხლი? _ტკაცანით დაფრთხა ტყეში ჭინკა და ალი. ერბოკვერცხს უწვავს შვილებს მელანო _ დევის ქალი. სურნელი გასცდა სამანს, ცეცხლზე ლაპლაპებს რვალი, შეწვას ვინ აცლის ან კი?! ჟრიამული აქვთ დევებს. _ ,,ლუკმას ნუ ელის ჩემგან, ვინც არ დაიბანს ხელებს!,,_ თქვა მელანომ და მშვიდად პურიც ჩააკრა თონეს, ძმებმა დახედეს ზანტად თავის ჭუჭყიან ტორებს. დევები ჰქვიათ, მაგრამ ურჩობას ვერვინ ბედავს, ვინ შეუბრუნებს სიტყვას ცხრა შვილის გამზრდელ დედას?! ცხრავე მიასკდა არაგვს, რას ეყოფოდათ ფშანი? ქვით უხეხიათ დიდხანს დევებს ტორები შავი. ჰოდა, გამუქდა თურმე ჭუჭყით ანკარა წყალი, მას მერე მოდის ასე ამღვრეული და შავი. _ის ერბოკვერცხი ჭამეს? _ გამოუყვანეს წირვა. _ ეგ როდის მოხდა? _ როდის? ალბათ დიდი ხნის წინათ...  | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 5:18 pm | |
| დიდი ჭია ალხა-მალხა, ჩვენი ჯალღა აწოწილა მაღლა-მაღლა. _ ვინ კრეფს? _ დიდი ჭია, პირი დაუღია. _ ჩამომიგდე, ჭიავ, თეთრი თუთა, მშია! ჭია კიდევ ჭამს, ავსებს ქვაბს და ჯამს. ჩვენს გემრიელ თუთას ზამთრისთვისაც ფუთავს. ხარშავს ჯემს და მურაბებს, შვილიშვილებს ულაგებს. მუხლუხოს მუხუდო ერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კალიას, უჭირდა, თანაც ძალიან. ჰოდა, კალიას მუხლუხომ აჩუქა ორი მუხუდო. სულ ორად ორი მარცვალი აი, ეგ არის, რაც არის! კალიამ ყანა დათესა, მადლობა უთხრა ნათესავს. ააბიბინა ნათესი, არ დაუკარგავს ნამცეცი. ვერც ყვავმა რამე წაართვა, ვერც მაჩვმა და ვერც მახრამ, სულ სათითაოდ დაჩურჩა მუხუდო, როცა ჩახმა. ის მოსავალი თურმე, სამ დღეს უზიდავთ ურმებს. _ მერე? _ მოხალა მუხუდო. _ მერე? _ ქალაქში გაყიდა, შვილებს უყიდა ზიზია, ხუთას ჯორ-აქლემს აკიდა. კალია კოლია კალიას, სახელად კოლიას, მინდორში ეძახდნენ გოლიათს. იიიიიიიიმხელა ნახტომი ჰქონია, ტოლებში სწორი არ ჰყოლია. ისე კი ყოფილა ზარმაცი, დილიდან იწყებდა ბორიალს. ლექსების სწავლა არ უყვარდა, ქართულში უწერდნენ ორიანს. არც ინგლისური იცოდა, თავი რით უნდა ერჩინა? კალია იყო, რა ექნა, ხტუნვა ყველაფერს ერჩივნა! მყვირალებისათვის ერთმა ვირმა გახსნა ფირმა! ფირმა არის ყროყინის. თუ გჭირდება, მოგყიდის. კია ცოტა ძვირი, მაგრამ ნაღდი ვირის! არ შეიცავს ემულგატორს, ყვირილზევე იცნობ ავტორს. ორი ჩიტი ოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ მოენატრათ, ჩაეხუტნენ გულში. დედაბერი დედუკა დედაბერი დედუკა სოფლის თავში სახლობდა. თონეს გაახურებდა, პურს ჩიტისთვის აცხობდა. კარაქს დღვებდა წყაროში, ინახავდა ხაროში. წლის მოსავალს ძლივს ტევდა გამოხვრეტილ კალოშში. გვრიტის ობოლ ბარტყს უდუღებდა ტყლაპს, გაციებულ იხვს ხშირად წმენდდა ცხვირს. მიართმევდა თათარას კატის კნუტებს ჩქარ-ჩქარა. უვარცხნიდა ნაწნავებს ჭრელ-ჭრელ ციკნებს, ცანცარებს. სტუმრად მოსულ კატებს დაუთლიდა ატმებს, ჩაისვამდა კალთაში გაუკრეჭავ ცხვრებს და ტანზევე აქსოვდა ხირაულებს, ჭრელს. ჩურჩხელაში, ნიგვზის ნაცვლად, გაკვანძულ ძაფს დებდა, საახალწლოდ მიდიოდა სტუმრად ბებერ დევთან. _ რა მიჰქონდა? _ ჩიჩილაკი, ნაზუქი და ქადა. _ რა მოჰქონდა? _ ზღაპრის კვერით ავსებული კალთა.  | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 5:31 pm | |
| ნეტავ მართალი თუა? მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას ასწავლიან? - დევთ ანა-ბანას, ალბათ. - კიდევ? - ზღაპრებს და არაკებს და დევგმირების ამბავს. მუსიკასაც რომ სწავლობენ?! ვიოლინო აქვთ ერთი, ცხრავე დევს სმენა ჰქონია, არ გასწყრომიათ ღმერთი. ჰოდა, გამებს რომ უკრავენ, თურმე ზანზარებს ხევი, თელასგან გამოუთლიათ იმათი სარგო ხემი. ასი ულაყის კუდისა ზედვე გაუბამთ ძუა, კონცერტზე მივუწვევივართ, ნეტავ მართალი თუა? მელანოს სიხარულისგან გული გაუსკდეს ლამის, ცხრა ფრაკი ჩააგვირისტა, არ უძინია ღამით. ცხრავეს დააჭრა ფრჩხილები, ცხრავეს დაბანა პირი, საგზლად ჩაუდო თითო დევს ას-ასი კვერი ტკბილი. ბოლოს თავადაც მოიგდო მხრებზე ნამზითვი ფარჩა და წაბრაგუნდნენ კონცერტზე, ხემი კი....სახლში დარჩათ.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 6:14 pm | |
| | |
|  | | სანათა

 Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 6:30 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 6:43 pm | |
| | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | |  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 8:09 pm | |
| - bao wrote:
- ღვდელს ომში რა უნდა, ღვდელი ნათლობაშია მეზობელ სოფელში
და ჩემ ძროხებზე არ იდარდო, ღამეებს მე სამსახურსი არ ვატევ, არა, ფერმაში ვარ სულ  და თუ ფერმაში ხარ სულა, რატო დისკუსიას არ წამოიწყებ, რო - რა მდგომარეობაა ჩვენ საბავშვო ლიტერატურაში? ვინა გვყავდნენ და ვინა გვყვანან კლასიკოსები - აქაც და უცხოეთშიც? რატო არ გაუხსნი თემებს საბავშვო ნაწარმოებების დამწერებსა - ვაჟა იქნება, ილია, აკაკი თუ რევაზ ინანიშვილი? შენა ფერმა სალაღობო ალაგი ნუ კი გგონია - ჭკუა უნდა ვისწავლოთ შენი ძროხებიდანა. გიიგე?  | |
|  | | bao

 Number of posts : 382 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 8:34 pm | |
| ეეჰ, მაგის მეტ რა მიწერ-მიკითხ-მილალავია, მარა მე ხო ვიცი, რო ვინც ეგ უნდა “გიიგოს”, ის აქ ცხვირს არ შემოჰყობს და ვინც აქ ცხვირს შემოჰყობს ,უჩემოდაც იცის ეგა. და აი, შენა იქა, ერთი წარმატებული გამომცემლის წიგნი რო გამოგიდევს და თან სიხარულით გვამცნობ, რო ეს დაურიგეს ბალღებსო, აბაო, კანფეტებს ხო შეჭამდნენო და მართლა გადასარევია წიგნის ჩუქება, აი, სწორედ მაგ გამომცემელი გამოდგა “წითელ ზონაში “ შარშან და იძახა, ქართული საბავშვო მწერლობა არ არსებობსო .და იცი, რატო? თავისი ნაყიდი კოპირაიტიანი პროდუქცია რო გაყიდოს უკეთ და სხვა წიგნმა ხელი არ შეუშალოს. და აბა, ძაან რო მოგწონს ეს “ბრანდი-ბრუნდი”, მკითხე, ერთი ცალი თუ მოხვდება ეგეთ სახელმწიფოს ფინანსებით ნაყიდ სასაჩუქრე წიგნებში ან რაიმე ჰუმანიტარულ პროგრამაში? არ გინდა ეხლა, ბობორიკო, “პეპისთმისფერი” ბაზარი, შენ ჩემზე უკეტ იცი, სადა თბილა და სადა გრილა და სადა სუ გაყინულია და მაზოლებზე ფეხს ნუ დაგვადგამ საბრალო ქართველ საბავშვო მწერლებსა. და ისე კი იმდენი მიქაქანია, ბოლოს მე თვითონ დავირქვი ვალოდია ჯინჭარაძე და დავამტავრე ეგ “ლალაობაც”. პრაზდნიკები სხვაგან ტარდება, მიხო, ჩვენ აქ თითო შავი პურის ლუკმითაც ვკმაყოფილდებით.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Dec 19, 2008 8:40 pm | |
| - bao wrote:
ეეჰ, მაგის მეტ რა მიწერ-მიკითხ-მილალავია, მარა მე ხო ვიცი, რო ვინც ეგ უნდა “გიიგოს”, ის აქ ცხვირს არ შემოჰყობს და ვინც აქ ცხვირს შემოჰყობს ,უჩემოდაც იცის ეგა. და აი, შენა იქა, ერთი წარმატებული გამომცემლის წიგნი რო გამოგიდევს და თან სიხარულით გვამცნობ, რო ეს დაურიგეს ბალღებსო, აბაო, კანფეტებს ხო შეჭამდნენო და მართლა გადასარევია წიგნის ჩუქება, აი, სწორედ მაგ გამომცემელი გამოდგა “წითელ ზონაში “ შარშან და იძახა, ქართული საბავშვო მწერლობა არ არსებობსო .და იცი, რატო? თავისი ნაყიდი კოპირაიტიანი პროდუქცია რო გაყიდოს უკეთ და სხვა წიგნმა ხელი არ შეუშალოს. და აბა, ძაან რო მოგწონს ეს “ბრანდი-ბრუნდი”, მკითხე, ერთი ცალი თუ მოხვდება ეგეთ სახელმწიფოს ფინანსებით ნაყიდ სასაჩუქრე წიგნებში ან რაიმე ჰუმანიტარულ პროგრამაში? არ გინდა ეხლა, ბობორიკო, “პეპისთმისფერი” ბაზარი, შენ ჩემზე უკეტ იცი, სადა თბილა და სადა გრილა და სადა სუ გაყინულია და მაზოლებზე ფეხს ნუ დაგვადგამ საბრალო ქართველ საბავშვო მწერლებსა. და ისე კი იმდენი მიქაქანია, ბოლოს მე თვითონ დავირქვი ვალოდია ჯინჭარაძე და დავამტავრე ეგ “ლალაობაც”. პრაზდნიკები სხვაგან ტარდება, მიხო, ჩვენ აქ თითო შავი პურის ლუკმითაც ვკმაყოფილდებით.
 ვიცი, რასაც ამბობ. და მაგ წიგნის გამომცემელი არის მრჩეველივით ვინმე ზემოთა და თავის წიგნს მიასაღებს ეგეთ პროექტებში, მა რას იზამს? ესეც მოგვიყევი კარგადა. და მემრე ისიც გვითხარი - გია ქარჩხაძე რო ატარებს კონკურსს - "ოქროს ბუმბული". მოგვიყევი, კაცოო, რამეები აქა. ხო კარგი რამეა ის კონკურსი? რო ქართველმა მწერლებმა დაწერონ საბავშვოები? | |
|  | | nel

 Number of posts : 135 Age : 58 Registration date : 21.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Thu Jan 01, 2009 6:22 pm | |
| მოვედი სტუმრად და მოგიკითხე, მრავალ ახალ წელს..... | |
|  | | renuari

 Number of posts : 118 Age : 60 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Mon Jan 26, 2009 11:24 pm | |
| მაიკო, შინა ხარ? აი, გესტუმრე  გესტუმრე კი არა და სულაც ურაკპარაკიდან გამოგეტირე. რა კარგია აქა! | |
|  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Thu Mar 10, 2011 10:13 pm | |
|  წიგნის დასახელება – "ჭიჭიტა" ავტორი – მარიამ წიკლაური ISBN 978–99940-26-63-0 გამომცემლობა – "ანბანი" სერია – "ნორჩი მკითხველის ზარდახშა" ყდა – რბილი გვერდების რაოდენობა – 160 წელი – 2011 | |
|  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Wed Nov 14, 2012 3:14 pm | |
| ბელა ჩეკურიშვილი ძილის წინ სამღერი წიგნები"ასე მგონია, როგორც ნიჟარებს დაჰყვება თან ზღვების ხმაური, ისე ადამიანებს მთელი ცხოვრება თან გვდევს დედის ნამღერი იავნანის მელოდია და სიტყვები," - ამბობს საბავშვო პოეტი მარიამ წიკლაური, რომლის კრებული "ნანინები" ანუ ძილისწინსამღერი ლექსების ციკლი, აუდიოდისკთან ერთად გამოსცა გამომცემლობა "პეგასმა". კრებული 12 ლექსისგან შედგება, რომლის აუდიოვერსიაც თავად ავტორის ხმითაა წარმოდგენილი, ხოლო მუსიკალური გაფორმება და მასტერინგი კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას ეკუთვნის. "ნანინა" დედაშვილობის ენაა, პირველშესაწირი ლოცვითი სიტყვა ღვთისა და ადამიანისადმი რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის გზაზე. ამ ენით იწყებს ლაპარაკს მთელს დედამიწაზე სამყაროს საოცრება - დედაშვილობის მადლი," - გვიხსნის მარიამ წიკლაური. ქართველთა წარმოდგენაში კი ამ სიტყვას სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა: ყოველგვარი "იავ-ნანა" და "ვარდოვ-ნანა" ე.წ. საბატონე სიმღერებს წარმოადგენდა, მას ავადმყოფობისას, მოსაოხებლად მღეროდნენ. მაგრამ დღეს, როცა სიტყვა "ნანა" გვესმის, უკვე ძილისწინა სიმღერასთან ასოცირდება, რასაც მსოფლიოს ყველა კუთხეში მოეპოვება ანალოგი. საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორში საკუთარი "ნანა" მოიპოვება, რომელიც დედის სიმღერას გასცდა და ხშირად ვაჟთა გუნდი ასრულებდა ხოლმე, ხოლო, როგორც პოეტურ ფორმას, ხშირად მამაკაცი მწერლებიც მიმართავდნენ. "ნანამ" ქართველ მწერალთა შემოქმედებაში საბრძოლო, გამამხნევებელი, პატრიოტული სულისკვეთებაც კი შეიძინა. ეროვნულ ფოლკლორში აღმოსავლეთ საქართველოს მთაში არსებობდა არა მხოლოდ დასაძინებელი, არამედ ბავშვის გამოსაღვიძებელ-გამოსაფხიზლებელი ნანაც. მარიამ წიკლაურის "ნანინები" ფოლკლორის მოტივებზე შექმნილი ორიგინალური ლექსებია, ერთგვარი საღიღინებელი ტექსტები, რომლითაც პოეტი ქართველ პატარებს უმღერის. მარიამ წიკლაური: "ხშირად უთქვამთ, რომ ამ ასაკში ბავშვს არ ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტექსტების კეთილხმოვანება და სიტყვების მაგია, დედაშვილური სიყვარულით წაკითხული, ბავშვის ცნობიერებაში ილექება, სიტყვები ნაცნობი ხდება. ზოგი ლექსი ვაჟის მიმართ არის, ზოგი - გოგონასი. ზოგადად კი, ამ ლექსებით ბავშვი გრძნობს დედას, როგორც თავის პირველ სამყაროს და იმას, რომ ეს სამყარო არის მისი სახლი, სიყვარულის, მშვენიერების, სიკეთის წყარო, სადაც მას დამცველად ჰყავს დედა, უფალი, მფარველი ანგელოზი, ჰყავს მზე, რომელიც მას ლამაზ დღეს გაუთენებს, ციცინათელა, პეპელა, ყვავილი და ეს ყველაფერი თანაბარი სიყვარულით არის განწყობილი მის მიმართ. და, ამავე დროს, სწავლობს, რომ თვითონაც უნდა უპატრონის ამ სამყაროს. თანამედროვე მოთხოვნებმა მოიტანა ის, რომ ეს ლექსები აუდიო სახითაც ჩაგვეწერა და "ნანინები" ძილისპირულებად გვექცია". მარიამ წიკლაურის ლექსების ეს ციკლი პირველად გამომცემლობა "ნაკადულის" სალიტერატურო გაზეთში, 90-იანი წლების ბოლოს დაიბეჭდა. როგორც პოეტი აღნიშნავს, მას ახალმა დრომ მისცა საშუალება, საბავშვო ლექსებში რელიგიური თემატიკა შეეტანა, რაც, ამავე დროს, ძალიან რთულია და ავტორისგან უდიდეს სიფაქიზეს მოითხოვს, როცა საქმე პატარა მკითხველს ეხება. რთულია, პოეზიის ენით ისაუბრო წმინდანებზე, საუფლო დღესასწაულებზე, მოყვასის სიყვარულზე, ზოგადად, ქრისტიანული მრწამსის შესახებ, თუმცა, საბავშვო პოეზია ზოგადად სიკეთის პოეზიაა და უკვე მწერლის ნიჭიერებაზეა დამოკიდებული, რომელ სახესა და ფორმას გამოძებნის. როგორც "ნანინების" ავტორი აღნიშნავს, ამ ყველაფრის საშუალება მას თვითონ ქართული პოეზიის ენამ მისცა, რომელიც, ტრადიციულად, მუსიკალურ, ფერადოვან და მარტივ "იავნანებს" ასაზრდოებს. როცა ამ კრებულზე ვსაუბრობთ, ცალკე უნდა აღვნიშნოთ წიგნის მხატვრობა, რომელიც ახლახან გარდაცვლილ ნიჭიერ მხატვარსა და ხატმწერს, გია ცხადაიას ეკუთვნის და ძველი ქართული მინიატურების მოტივებზეა შესრულებული. წიგნს ახლავს ამავე მხატვრის დაწერილი ღვთისმშობლის ხატი. "ნანინების" მხატვრობა საბავშვო ილუსტრაციებს შორის გამორჩეული და ორიგინალურია, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ბოლო პერიოდში ქართული საბავშვო წიგნის ილუსტრაციები სულ უფრო დახვეწილი და გემოვნებიანი ხდება. ის, რომ მარიამ წიკლაურის "ნანინებს", გარდა მხატვრული ღირებულებისა, განსაზღვრული ფუნქციური დატვირთვაც აქვს, ქართული საგამომცემლო საქმის განვითარებაზეც მეტყველებს: ქართული გამომცემლობები სულ უფრო აქტიურად მიმართავენ მსოფლიო გამოცდილებას და უცხოური, მზა პროექტების გარდა, აკეთებენ ზუსტ ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილ ორიგინალურ გამოცემებს, ორიგინალური ილუსტრაციებითა და ტექსტებით. წელს საბავშვო წიგნის მე-2 ფესტივალზე საუკეთესო საბავშვო წიგნის ნომინაციაში გამომცემლობა "შემეცნების" მიერ გამოცემული გასაფერადებელი ლექსები დაჯილდოვდა. გამომცემლობებმა ასევე დაიწყეს მაგარ მუყაოზე დაბეჭდილი, ერთგვარი სათამაშო წიგნების გამოცემა, რომელთა უცხოური ანალოგები მრავლად გვაქვს და საინტერესოა, რომ ქართულმა ბაზარმა უკვე ორიგინალურიც მოსინჯა. ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნებია ამ ფორმატით გამოცემული "ხალხური ზღაპრები", თამრი ფხაკაძის ლექსების კრებული "ხაჭაპური", მარიამ წიკლაურის "ზღაპარ იყო". ასევე საინტერესო ფუნქციური წიგნების ვარიანტები შესთავაზა მკითხველს გამომცემლობა "გორგამ" "ჭკვიანი წიგნების" სერიით. და ქართველი საბავშვო მწერლებიც მიეჩვივნენ მსგავს ლიტერატურულ პროექტებში მონაწილეობას, რაც ერთ დროს შეურაცხყოფადაც კი აღიქმებოდა, რადგან "შეკვეთით" წერა "შეჭმარიტი ხელოვნების სახელით" დაგმობილი იყო (რასაკვირველია, "ვეფხისტყაოსნის" ავტორს ამ შემთხვევაში არავინ ითვალისწინებდა). თანამედროვე ავტორებმა ისწავლეს პროდუქციის შექმნა ბაზრის მოთხოვნების მიხედვით, ისეთის, რაც პატარა მკითხველს სჭირდება. და რაც, საბოლოო ჯამში, საბავშვო წიგნისა და საბავშო ლიტერატურის განვითარების ერთ-ერთი გარანტიაა. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-09-15/19870.html | |
|  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Thu Dec 06, 2012 11:03 pm | |
|  წიგნის დასახელება – "ანბანის სამეფო" (ფერადი, სკოლამდელთათვის) ავტორი – მარიამ წიკლაური გამომცემლობა – "საუნჯე" რედაქტორები - მარიამ ხუცურაული, გივი ჩიღვინაძე მხატვარი - ნანიკო ბურდული სერია – "ბიბას წიგნები" ყდა და მთელი წიგნი – ნაბეჭდი მუყაოზე გვერდების რაოდენობა – 56 ISBN 978–99941-142-1-0 წელი – 2012 | |
|  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Thu May 16, 2013 11:34 am | |
|  წიგნის დასახელება - "ქართული ანბანი" (საბავშვო ლექსები) ავტორი - მარიამ წიკლაური მხატვარი - ნანა მელქაძე გამომცემლობა – "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" ISBN 978-9941-15-754-7 კატეგორიები - საბავშვო შემეცნებითი გვერდების რაოდენობა - 71 ყდა - ბალიშა ფორმატი - 15X22 გამოცემის თარიღი - 2013 ანოტაცია - ეს მშვენიერი წიგნი ერთდროულად არის ქართული ანბანი, ილუსტრირებული ლექსიკონი და საბავშვო ლექსების კრებული. თქვენი პატარა ამ წიგნით დიდხანს გაერთობა: ისწავლის ასოებს, ნახატების დახმარებით შეეცდება ლექსიკონის გვერდებიდან სიტყვების ამოცნობას, წაიკითხავს სახალისო ლექსებს თანატოლებზე, მხიარულ ფრინველებსა და ცხოველებზე. ბმული - http://sulakauri.ge/books/single/795/  | |
|  | | Admin

 Number of posts : 6467 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური Fri Jan 15, 2021 6:55 pm | |
| მარიამ წიკლაური საბავშვო პოეზია - რსებობს თუ არა?მეგობრებო, ამ საკითხზე საუბარს გაბედვა უნდა, შეიძლება, ზედმეტ შარშიც გაეხვიო, ან პირიქით, არავინ „დაინახოს“ და არც გამოგეხმაუროს და ამით „დაგსაჯოს“, საკითხი და პრობლემა კი პრობლემად დარჩეს. მაინც ვწერ: საბავშვო პოეზიაზე მინდა ვთქვა ცოტა რამ. ეს დარგი მიყვარს, მეც ვმუშაობ ამ დარგში და მეტად შემტკივა გული. მესმის მისი მნიშვნელობაც, ვიცნობ მის ტრადიციას, თანამედროვეობას და ვფიქრობ მის მომავალზეც. ამ კონტექსტში კი, საკუთარ თავზეც, არ დაგიმალავთ, და რატომ? იმიტომ, რომ სულ უფრო მეტად რთულდება ამ ჟანრის ლიტერატურის გამოცემა, სულ უფრო მეტად გაჯერებენ ამ დარგის არაკომერციულობაში, გამოუსადეგარობაში, სულ მეტად გაკომპლესებენ ავტორს, ნაცვლად იმისა, რომ წახალისდე და დაინახო , რამდენად საჭიროა საბავშვო კარგი ლექსი, დიახ, კარგი! თორემ უგემოვნო,მდარე, ცუდი არც საბავშვოა საჭირო და არც სადიდო! მაგრამ ვინ უნდა განსაზღვროს, კარგი და ცუდი ამ სფეროში? ადამიანებს წერას ვერ აუკრძალავ. ამ ახალი ათასწლეულის იდეოლოგიური „მონაპოვარი“ - მწერლობის სრული დესაკრალიზაცია, ძალიან ცუდ შედეგებს გვაძლევს. დიახ, შემოქმედება ეს თერაპიაა, თვითგამოხატვაა, თავისუფლებაა და საჯარო სივრცეებიც სოციალური ქსელების წყალობით არაა საძებნი, წერე და აქვეყნე, იკითხე და ლაიქებით დატკბი, ვერავინ აგიკრძალავს, მაგრამ სად გადის ზღვარი პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის? მეტიც, სინდისიერებასა და უსვინდისობას შორის? თანამედროვეობამ, საზოგადოდ, დაკარგა ეს „დიდი მზღვარი“. ერთის მხრივ თითქოს ფასი შეიძინა კონკურენტულობისა და თავისუფალი ბაზრის რეჟიმში პროფესიონმალიზმა და მეორე მხრივ, ამ ინტერნეტის ოკეანეში, რატომღაც იმ ცუდს უფრო აწყდები, უფრო ბევრი და თამამი და შემტევია ,ვიდრე კარგსა და მართლაც მარგალიტს. ეს ზოგადად, სოციოლოგიის საკვლევ თემად მიმაჩნია, მაგრამ მოდი ნუ მივედ-მოვედებით ყველაფერს, არამედ დავკონკრეტდეთ საბავშვო პოეზიაზე. უდიდესი ტრადიცია აქვს მსოფლიოში საბავშვო ლექსს, ფოლკორი მრავალი წლის და საუკუნის მაძილზე აშალაშინებდა გალექსილი ისტორიებისა და ამბების, განწყობილებებისა და ემოციების ალმასოვან წახნაგებს და ამ ლექსებს ხდიდა მაქსიმალურად კარგს, ლაკონურს, მწყობრს, აბრწყინებდა, გინდ ინგლისური ფოლკლორი, გინდ ფრანგული, გინდ ჩინური და გინდ ბერძნული, ესპანური და ასე ყველგან, სულო, გულო, იკითხე და დატკბი, ქართულიც არაა გამონაკლისი. მაგალითებს არ მოვიყვან, მაგრამ უსაყვარლესი სტროფები, რითაც როგორც სხვა ძველ ერებში, ასევე საქართველოშიც, ბავშვებს მეტყველებას ვაწყებინებთ და ენის ამოდგმისა და ლექსიკის გამდიდრების საუკეთესო საშუალებად რჩება. რაც შეეხება ლექსის სასწავლო რესურსად გამოყენებას, აქ ხომ საუბარიც ზედმეტია მის მნიშვნელობაზე და პოტენციაზეც. ქართული ფოლკლორიდან პირველი ურნატის საბავშვო ლიტერატურის ველზე გამვლები შიო მღვიმელი იყო და მისი ტექსტები ძალიან მაღალი თამასა გახდა საბავშვო პოეზიაში, ეკატერინე გაბაშვილი და ვაჟა-ფშაველა ტყუილად როდი ზრუნავდნენ მასზე და თუნდაც მის იუბილეზე, ამ „პატარა კაცის“ დიდი კაცად წარმოდგენა ,რომ ბევრს შესძლებოდა ჩვენ საზოგადოებაში, რაც იმასაც გულისხმობდა, რომ ის საქმე, რასაც შიო მღვიმელი აკეთებდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ამ დარგში. ეს მან აიძულა დაემუშავებინათ და ეთარგმნათ ჩვენს დიდ კორიფეებს საბავშვო ლიტერატურის ნიმუშები ქართველი ბავშვებისთვის ფოლკორიდან თუ სხვადასხვა ენებიდან. შიო მღვიმელის აქეთ ეს საქმე საუკუნის სიმაღლით აზიდა თავისი ნიჭის წყალობით: მაყვალა მრევლიშვილმა და გივი ჭიჭინაძემ. როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ ცირა ქიტიაშვილი და ნუნუ კერესელიძე. არ გავიხსენოთ გიორგი წერეთელი. არ ვიცოდეთ არა მხოლოდ ამ ადამიათა შემოქმედების მასშტაბები, არამედ მთარგმელობითი მონაპოვარი ამ დარგისა: მაყალა მრევლიშვილის თარგმილი ფრანგულ საბავშვო ფოლკლორი, ნუნუ კერესელიძის მიერ თარგმნილი ინგლისურე ნაზე შექმნილი საბავშვო ფოლკლორი, ვაჟა ყუბუსიძის მიერ თარგმნილი რუსი საბავშვო ავტორების ბრწყინვალე თარგმანები... ამათ მოჰყვა თაობები კარგი პოეტების , კარგი მთარგმნელების და როცა ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და აგერ 30 წელია, ვარსებობთ და გვაქვს ცრუ პრეტენზია, რომ ძალიან კულტურული ქვეყანა ვართ, ვამტკიცებთ, რომ საბავშვო ლექსები არავის სჭირდება. ესაა დიდი ტყუილი! ესაა დანაშაულიც კი! მეტიც - უზნეობა! მაგრამ უცეცხლოდ კვამლი არაა, ხოდა ახლა მინდა ვთქვა ერთ მტკივნეულ საკითხზე, რა იწვევს ამგვარ დამოკიდებულებას. საქართველო გაივსო პოეტებით, უფრო სწორად, კარგ პოეტს იშვიათად შეხვდები,მაგრამ მოლექსეები გვყავს 156% ანუ ჩვენს თავზეც მეტი. აბსურდში ვართ. ვერავის აკადრებ, მე უნდა ვწერო და შენ არ დაწეროო, ამას ვერავის გაუბედავ. თუმცა ვისურვებ რომ ჩვენი შეშფოთებული და დაკომპლექსებული სულების სალხენად სხვა სარელიზაციო სფეროები და სხვა თერაპიები მოვძებოთ, საქმე გამოჩნდეს და არა ჯღაბნა ვიქციოთ საქმედ და იმის სამტკიცებლად, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ვახდენთ ასე. მაგრამ საბავშვო სფეროს დავუბრუნდები: რატომ იმატა და იმძლავრა ასე სრულიად უნიჭო ლექსწერამ ? მე მინდა მჯეროდეს, რომ ყველას კარგად გვახსოვს, რამდენად რთულია საბავშვო ლიტერატურის შექმნა და რომ ამის უნარი ერთეულებს აქვთ. საბავშვო ლექსი (გინდაც პროზა) არაა ტექსტები ბავშვებზე, არც ბაბუების სადღეგრძელოები, არც ბებიების ფანტაზიებით შექმნილი გარითმული ტექსტები,არც მხოლოდ მელიებისა და წიიწლების დაუსრულებელი ორასწლიანი ომი. არამედ არის ძალიან ფაქიზი და უამრავი ფუნქციით დატვირთული, საუკეთესო ტექსტები, მსუბუქი, ლაღი, მუსიკალური,არავითარი ნაწვალები რითმები და ყურითმოთრეული თემები, არავითარი თვითტკბობა, არავითარი უნიჭობის დემონსტრირება, წვალება, წამება საბავშვო ლექსებს არ უნდა ვაკადროთ. განა რა ჟინი ჭირს ბევრს , რომლებიც კონკიას დებივით აკვეხებენ უხეშ დიდ ტერფს ფაქიზ, ლამაზ ,პატარ ზომის ფეხსაცმელში? განა ძნელია იგრძნო ადამიანმა, რაა შენი საკეთებელი საქმე? განა რთულია ერთმანეთისგან კარგის და ცუდის გარჩევა? არ მინდა სიტყვაუხვი ვიყო, წაკითხვაც დაგეზარებათ, მაგრამ აი, კონკრეტულად , ყველას ვინც წერთ საბავშვოებს, გთხოვთ, აიღოთ ზემოთჩამოთვლილი ავტორების, სწორედაც რომ განსაკუთრებული ავტორების, წიგნები და წაიკითხოთ, შეისწავლოთ, დაამუშაოთ და შეიგრძნოთ სიტკბო და სარგებლობა ამ ტექსტებისა. მე სხვა სახელებიც შემიძლია ჩამოვთვალო აქ: ნოდარ დუმბაძე, ნოდარ შამანაძე, ლიდა სტვილია, და აქეთ გამოვყვეთ საბავშვო გზას... მინდა ჩავთვალო, რომ ძველებიდან უკვე შევითვისეთ და გავიზუთხეთ აკაკი წერეთლის სიმსუბუქე და სიმწყობრე, ვაჟას სიტყვის მადლი და ვიფიქრო, რომ ვიცით, რა განძის მფლობელები ვართ. მაგრამ ასე არ ვფიქრობ. მე სამწუხაროდ მგონია, რომ ისეთი ადამიანები წერენ საბავშვო ლექსებს, რომლებსაც არც კი წაუკითხავთ ზემოთნახსენებ ავტორთა ლექსები, არც დაფიქრებულან რა არსი აქვს ამ საქმეს, რა მიზანი, რა ტრადიცია და პერსპექტივა. და არა მხოლოდ ისინი, ვინც წერენ, არამედ ვინც აზრს გამოთქვამს საბავშვო ლექსებზე ამ უთვალავ ფეისიბუქპეიჯებზე და საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს... ჰოდა ,ერთად დავფიქრდეთ, რა ვუყოთ აი, ამ პლასტმასას, რომელიც ფეისბუქგვერდებზე, საავტორო გვერდებზე, საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში, ხშირად წიგნების სახითაც, თვითგამოცემების სახითაც გროვდება, როგორც ჩვენი ბავშვებისათვის პოეზიასთან გაუცხოების საუკეთესო საშუალება? რატომ არ აკონტროლებს არც ჟურნალის რედაქცია, არც ბაღების დირექციები, არც სკოლის მასწავლებლები, რა ხარისხის მასალას სთავაზობს პატარ მკითხველს? ვინაა ორიენტირების და თუნდაც თამასების დამდგენი ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში? ა რ ა ვ ი ნ! ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ! და ნელა საბავშვო ლიტერატურაც დაემსგავსა დახლს, რომელზეც ყოველგავრი კონტროლის გარეშე გაყიდი მძორსაც, ნაგავსაც, ათასჯერმოხმარებულ კონკიძველსაც და ეს დანაშაულში არ ჩაგეთვლება. ეს წერილი საერთოდ არ ითვალისწინებს ავტორთა შეფასება-დახასიათებას და ადგილების მიკუთვნებას რაღაც მარათონში. „დრო თავისას იტყვისო“ - ეგ მე აღარ მჯერა, ისეთი ცხოვრება და ღირებულებები, ისეთი ტექნოლოგიები ამუშავდა და ისეთი „მამები“ ჰყავს დღეს ლიტერატურულ პროცესებს, თუ გინდათ მახინჯს მზეთუნახავად წარმოადგენენ და მზეთუნახავს ისე მიასამარებენ, არ შერცხვებათ. ეს რთული საკითხია, მრავალშრიანი და არც თავი მაქვს და არც სურვილი ამაზე აქ საუბრის. მინდა ჩემი ადამიანური სიმართლე, სინიდისი რასაც მკარნახობს, ის გითხრათ, არავის გატკინოთ გული, არც რისხვაში ჩაგაგდოთ, არც დაგამციროთ, არც დაგცინოთ, არამედ გაგაერთიანოთ ერთი საერთო მიზნის ირგვლივ: რომ გვიყვარდნენ ჩვენი ბავშვები და ისედაც ამ ცხოვრების მომწამვლელი ემულგატორებით ნასაზრდოებ პატარებს, ჩვენ ნუღა გამოვტენით „ლიტერატურული ნაგვით“ ნუ გავუქრობთ პოეზიის სიყვარულს, სიტყვიერებისადმი ინტერესს და მხოლოდ კარგი მასალა ვაკითხოთ. ჩვენც, თუ ეს დარგი გვიყვარს, გვინდა აქ მუშაობა , განა ვინმე ამას გვიშლის?! უბრალოდ, პატივი ვცეთ იმ დონეს, რაც წინა თაობებმა შექმნეს, შევითვისოთ და ზედ აღმოვაცენოთ ინდივიდუალური, ნამდვილად კარგი, ნამდვილად თანემდროვე, აზრიანი, მშვენიერი პოეზია და არა მოცალეობისას ორ მახინჯ რითმას რო იპოვი კაცი, პრეტენზია არ გაგიჩნდეს რომ საბავშვო ლიტერატურაში რამეს აკეთებ და აფრიალო სოციალურ ქსელებში, გამოცემაც მოახერხო და ბაღებშიც მიხვიდე, სკოლებშიც და იაფად აყიდინო ბავშვებს ეს ნაგავი. ვიცი, რომ მაინც ზოგი ამას მიიღებს პირად შეურაცხყოფად და კიდევ ერთხელ ვეცდები დაგამშვიდოთ და შეგახსენოთ: ბავშვებს სჭირდება ყველაზე კარგი ლექსიც და მოთხრობაც, და არა მაინცადამაინც ჩვენი პერსონების ყოფნა ამ დარგში. ახლა აქვე ვსვამ მეორე საკითხს: როგორ შეიძლება ქვეყნას ეწოდოს კულტურული ქვეყანა, რომელიც საერთოდ არ ზრუნვს , არც ახსოვს ბავშვი? რად ვაქციეთ ჩვენი პატარები? დავფიქრდეთ ყველა მანკიერებაზე და მათ შორის იმაზეც, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ არსებობს ნება, სატელევიზიო საბავშვო გადაცემამ იარსებოს, იქ მწერალი კარგი მწერალი, კარგ ლიტერატურას კითხულობდეს, საუბრობდეს და ა.შ. ინტერნეტრესურსებზე ვართ დამოკიდებული ყველა. ჰოდა, არაა ეს სწორი! ან თუ დამისახელებთ ადამიანებს, ლიტერატორებს, ლიტმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც წერენ საბავშვო ლიტერატურის პრობლემებზე ან ავტორებზე ამ რეცენზიებს აქვეყნებენ? არ ფიქრობენ, ამ დარგსაც რომ სჭირდება ლიტერატურული „დალაგება“, მოწესრიგება, დაკვალიანება. ნებისმიერი ადმიანი ვერ იქნება მწერალი, ვერც ნებისმიერი მასწავლებელი ვერ გახდება მწერალი, ასე არ ხდება, მეგობრებო. არის ამ დალოცვილ სიტყვიერებაში რაღაც კანონზომიერებები, თუნდაც მისტიკა, რომელსაც ყველა ვერ ვფლობთ, ამდენი ვისაუბრე და საბოლოო რეზიუმეს გავაკეთებ : თუ ჩვენი ქვეყნის ბიბლიოთეკებში არ შევა კარგი საბავშვო წიგნები, თუ სკოლის ბიბლიოთეკები დარჩება უსიცოცხლო თაროებად და არ შეივსება კარგი წიგნებით, თუ ჩვენი ტელევიზიები არასოდეს მოუბრუნდებიან მშობლიურ ლიტერატურასა და მწერლებს, თუ ლიტერატურულ კრიტიკაც ასე მარადიულად პირში წყალს ჩაიგუბებს ამ დარგის ირგვლივ და მხოლოდ კომერციაზე და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებაზე ვიფიქრებთ, ჩვენ არ ვიქნებით კულტურული სახელმწიფო. მე მიხარია, რომ წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა თბილისი. იქნებ ამ მიმართულებით ამ წელში მაინც მეტი რამ შევძლოთ! თუ არადა, საზოგადოდ, ვეცადოთ, ყველამ მართალი ,ნადვილი საქმე ვაკეთოთ და თითო აგური დავდოთ საიმისოდ, რომ ასე ადვილად არ "წამოუთაქონ" თავში საბავშვო პოეზიას, არ დაგვაჯერონ, რომ ლექსი არ სჭირდება ბავშვებს, არც პოეტები სჭირდებათ გამომცემლობებს და საერთოდ ცხოვრება ის არ ყოფილა, რაც ჩვენ გვეგონა... არც ის დავიჯეროთ ,რომ პოეტი ერთი უსაქმური გიჟია, სოფელს რომ უხდება და უნდა ჰყავდეს, თორემ მისგან ხეირი არცა ყოფილა და არც იქნება... 2021  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: მარიამ წიკლაური–ძიძიგური  | |
| |
|  | | | მარიამ წიკლაური–ძიძიგური | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|