Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Fri Mar 15, 2019 10:50 pm
ნინო სადღობელაშვილი
მწვანე ჩაი
ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო, საქმიანი, გამიზნული. პატარა მაგიდა ავირჩიეთ, მწვანე ჩაის ვსვამდით რიგრიგობით, ბევრს ვლაპარაკობდით. დროდადრო უხერხულად ვახველებდი, როცა სიტყვები იმას არ ამბობდნენ, რაც გულში მქონდა. ისაც ოსტატურად იყო შენიღბული, სიტყვასიტყვით _ შავი სათვალით. დავცინეთ პოეტებს, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ მკვდრის გაცოცხლებას _ მკვდარი დროის, მკვდარი სიყვარულის და ამისთანა სისულელეების. რიგრიგობით ვაღიარეთ, რომ ცხოვრება პოეზიაზე მეტია და საინტერესო, რომ ლექსებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვწერთ და მასვე ვუკითხავთ მარტოობის წყვდიადში, სიცარიელის ხაროში უიმედოდ ჩავარდნილები. ვუყურებდი დაჟინებით, საფეთქლებზე ჭაღარის ბზარები მეათასედ გადავუთვალე და ფიქრში მთელი ეს სცენა ისევ ლექსად წარმოვიდგინე. მაწანწალა ძაღლი შემოვიდა და ჩვენს წინ მშვიდად გაწვა, მასაც თავისი ადგილი ჰქონდა ამ კაფეში, ამ სითბოში, არავინ არღვევდა ერთმანეთის მყუდროებას, საზღვრები იყო მტკიცედ დაცული და სანდო, მე ეს ძაღლიც მაშინვე ლექსში შევიტანე და გავაგრძელე მისი ყურება, მან კი სიჩუმე განაგრძო, უდაბნოს სიჩუმე, რომელიც თურმე ზღვის მიქცევის მერე გაჩნდა მასში. ბოლოს ჩვენი 19 წლის შვილი შემოვიდა, ძაღლს მიუწვა, მასაც თავისი ადგილი ჰქონდა, სითბოს კუნძული, ერთადერთხელ დავხედე და მორკალულ ზურგზე მზერა ხელისგულივით გადავუტარე, ჩვენს 19 წლის შვილს, რომელიც, შესაძლოა მართლაც გვყოლოდა, რომლის ადგილიც ყველგან იქნებოდა იმ ლექსის გარდა, ამ კაფეში ფიქრით რომ ვწერდი, მარტოობის წყვდიადში, სიცარიელის ხაროში ჩავარდნილი საკუთარი თავისთვის...
2019
Last edited by Admin on Thu May 21, 2020 10:33 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Tue Mar 19, 2019 1:25 am
ნინო სადღობელაშვილი
კალენდარი
ეს საქმე მაისის შუა რიცხვებში ჩავინიშნე. კალენდარზე, წითელი ფანქრით. მკაფიოდ და ომახიანად. ახლა თებერვალია და დღეების სპეკალს ქარი ამსხვრევს ლურჯი ტოტებით, მაისამდე სამი თვეა, სამი თვის აუწონელი შესაძლებლობა, რომელიც, ყველაზე ბოგანოსაც რომ შეაჩეჩო ბოლოს და ბოლოს, გზაში გალევს, ერთ ძაღლს მაინც დაიმეგობრებს, სიხარულის ნახშირორჟანგს გაუყოფენ ურთხლის ხეები. კალენდარზე, წითლად მონიშნულ მომავალზე ობობა დაეკიდა. ვუყურებ და ვფიქრობ, რა უფლებით გადავახტი დღეებს და თვეებს, რა იმედით ჩავინიშნე რაღაც, გაურკვეველ დროში როცა შესაძლოა ხვალ მანქანამ გამიტანოს, ან სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნე აღმომაჩნდეს, ან ვინმემ ქუჩაში თავი გამიხეთქოს, აი ასე, უცებ, შემთხვევით, რა, არ დარბის სიკვდილი გიჟის სამოსით? რა უფლებით შევპირდი მომავალს, რომ აუცილებლად ვიქნები მაისის შუა რიცხვებამდე, მით უფრო იმ კონკრეტული საქმისთვის, ან უფრო სხვა საქმეებისთვის? იქნებ ესაც გაქრობის ფარული შიშია, მარტო თავის კი არა, მომავლის მოტყუება, ეს თამამი თავდაჯერება, ეს გეგმები და საქმეები?.. ვინ გვაიძულებს, ცხოვრება კალენდარს მოვარგოთ, ან რაც ახლაა, იმას აწმყო ერქვას, მაისს კი მომავალი? ადამიანს თავის თავი არასდროს ყოფნის, არც დრო, არც სიცოცხლე, მხოლოდ სიზმარში ვხედავ ხანდახან: ვდგავარ ოთხ მხარეს მკლავგაშლილი თეთრი კედელი, სინათლის ყურძნებს აქანავებს ჩემს მუცელზე თხელი ნიავი და აშრება ფენა-ფენა ყველა სურათი, რაც იყო და რაც იქნება ან რაც ახლაა, ვდგავარ, ვუყურებ, კედლის თვალებში ოკეანის მარილი ჩამდის და ამ მარილით ცხრამთასიქით მყვირალობის ირმებს ვაპურებ.
2019
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Tue Mar 19, 2019 1:41 am
იფიქრე ხმამაღლა
GeolibTV Published on Aug 1, 2012
მწერალი ნინო სადღობელაშვილი პროზასა და კინოსი Non-fiction-ის ჟანრზე საუბრობს
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Sun Apr 07, 2019 12:05 pm
ნინო სადღობელაშვილი
სული ჩემი
სული ჩემი განაპირა მდინარეა... ის მოდის მინდვრიდან ჭალაზე, ყანიდან ტყისკენ... ის მოდის დიდ პაპის ყელიდან, ურმული ქვებზე თოარიკით მოაქვს და სეთიბედნიერია როცა სიმღერით მოდის!.. სული ჩემი განაპირა მდინარეა და რა ძალა აქვთ მდინარეებს რომლებიც მთვარის ძირსი წვანან? წამოაგებთ ხოლმე ხანდაან ფსკერის სიზმარი, ვარსკვლავი გადაცდებათ ელდისგან, შფოთავენ თვალებდაჭყეტილები და ეს შფოთვაც რაღაცის გასენებაა ალბათ... როცა სული განაპირა მდინარეა, შეგიძლია შენთავსვე გაუნაპირდე, მუხლებქვეშ შეიკეცო ტალღები აგაუყვე გზას... ლურჯია მისი ტევრი და ალაგ-ალაგ თევზები ბატონებად აყრია... დგახარ, მაგრამ ტანში მდინარე დაგიდის, დუმარ, მაგრამ საიდანღაც მღერი... ასე მღეროდნენ შენამდე ამვლელ-ჩამვლელები, ზაფული იყო მათი ტემბრი და თუთის წვენი-ტკბილმოვანება, მიჰქონდ-მოჰქონდათ პირით წყალი, მარტოობის ჭაში ასხამდნენ, საღამოობით წკრიალებდა ხოლმე ჭის ოწინარი და ეს დრო იყო, მდინარე რომ ფსკერზე კენჭებს ითვლიდა... თითო კენჭი- თითო წელი, თითო საათი... სიმღერა ჯობდა წარმავალის უგუნებობას... როცა სული განაპირა მდინარეა და შენ კი ვინმეს ნესტოებდაბერილი დაეძებ, ჩახედე ტალღებს, ფურცელ-ფურცელ რომ მოაქვთ ცისკრიას ფსალმუნი, მწვერვალის ცრემლივით ქვევითკენ გორავენ... ჩახედე მათ და გაიხსენი გულისპირი, შენც ის ხარ ვინც უნდა ტალღებთან იცეკვოს, ვინც მდინარეში ტაატით შევა და თავზე სივებს გადაიფარებს... სული ჩემი განაპირა მდიონარეა, მიდის, მიყავხარ მოღიღინე მარადისობა.
Last edited by Admin on Tue Apr 09, 2019 1:22 pm; edited 2 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Tue Apr 09, 2019 12:01 pm
,,ნიღბებს მიღმა" ნინო სადღობელაშვილი 23 -10 -2018
TV4. ge Published on Oct 25, 2018
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Tue Apr 09, 2019 1:20 pm
ნინო სადღობელაშვილი Published on Sep 6, 2012 ნინო (ნინია) სადღობელაშვილი კითხულობს თავის ლექსს ..
* * * შენ, ვინაც ამ დილით ხეები შემოსე და დრო შეუმოწმე ქოთნიან აივნებს, შენ თბილი ხელებით ტოტზე რომ შემომსვი და გულში გამივლე...
შენი ჩანაცვამი, გუბეშენასვამი, გზაგამონაცვალი ქოშებით დავალ. საკოცნად გამოწვდილ ბაგეებს დავყვირი რომ: და ვარ... და ვარ...
შენ, ვინც მომახარე ყველა გაზაფხული, მოკუმულ მუჭში ვინც სინათლე ჩამიდე, ვინც შორს გამიტყუე... ისე გამიტყუე, რომ არც კი დამინდე!..
თოვლის სიმძიმისგან ხერხემალშემუსვრილს იმდენს მატარებდი უკაცო ღამეში!.. შენ, ვინაც მოტეხილ რტოებზე შემომსვი და ხელი გამიშვი!
ზევიდან პატარა სახლები მოჩანან პატარა ბებრები. პატარა ალაგი. ეს ალბათ, _ ძალიან რომ არ გაიმეტო პატარა ქალაქი!..
გაფრინდნენ ფრთადახრით კეთილი სიზმრები, რომლებიც ოდესღაც შენ თვითონ მანახე. ჩემს ტოტებს ათასი ქარი და გრიგალი შენ შემოალახე...
და ახლა მარტოდენ ღრუბლები მკენკავენ შემჭკნარი ხილივით უღონოდ თავდახრილს. არ გესმის, _ შორიდან ღრუბლები რეკავენ: გადახტი!.. გადახტი!..
ვერ გადავურჩები დამშეულ ნისკარტებს, ზეცას ჩამაყოლებს ყველა ამათგანი. და შენ კი, რომელმაც შიშველი მიკადრე, შენ _ ელი, შენ _ ელი, ლამა საბაქთანი!
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Wed Apr 10, 2019 9:57 am
ნინო სადღობელაშვილი
გვირილა
ვუყვარვარ- მზის სხივმა გაშალა კალთა და ზედ გადამიგორა, სველია სინათლის ალერსი.. დედაჩემს სადაფის ქაფი სდის ძუძუდან და მჭიდროდ მიკონებს, ტაატით შევყავარ ხვალეში..
არ ვუყვარვარ- ნისლებია ბილიკებზე წებოსავით დანაგლესი, სახლში გათავებაზეა წინაპრების მარაქა, გამომიკრეს კარგადყოფნის უტყუარი განაწესი, მომიხურეს გასაფრენი დარაბა..
ვუყვარვარ- დავხუჭე თვალები. შუბლი მაქვს მცხუნვარე, თვალს უკან კრთებიან უცხო მხრის პეპლები, და მოდის სიზმარი!.. და არის სიზმარი! და მიჯნურს-სააქაოს, სიზმრებით ვეყრები!..
არ ვუყვარვარ- მარტო მივდევ ციცინათელებს. მრავალძარღვა ხე;ოსგულში ნაღველს ვახველებ, ვინღა არი ამ დახშული სულის მნახველი?.. მარტო მივდევ ციცინათელებს.
ვუყვარვარ და კაცი მქვია, მთებში ვწევარ მე. ბალახს ქარი მიშრიალებს, არას ვნატრობ მეტს.. ჩემთვის თოვს და ჩემთვის იშლის განთიადი თმებს.. ასე როგორ დამავიწყდა, მე რომ ვიყავ მე!..
არ ვუყვარვარ.. ჩემს ნაბარ ყანაში სხვისი ზღვა მოვიდა. ჩემს ნატირალ გობში სხვა პური ამოვიდა. ჩემს ნაცქერალ ცაში სხვა ჩიტი აფრინდა. ჩემს გულში უწვეთოდ გაწვიმდა.
მიყვარხარ.. მიყვარხარ.. მიყვარხარ..
Last edited by Admin on Wed May 20, 2020 7:30 pm; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Mon Nov 25, 2019 9:40 am
ნინო სადღობელაშვილი - თიბათვის მზე Published on Jul 22, 2012
ნინო (ნინია) სადღობელაშვილი თიბათვის მზე
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Sat Mar 28, 2020 3:20 pm
ბამბაზიის სამოთხე •Mar 14, 2011
ეს პატარა ფრაგმენტია სპექტაკლიდან "ბამბაზიის სამოთხე". ჩემი პიესის მიხედვით 2007 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში დადგა გიორგი სიხარულიძემ. ათი წელი ყოველ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ამ სპექტაკლით იხსნებოდა თეატრალური სეზონი ქუთაისში. რაღაც ჰქონდა ამ სპექტაკლს, რის გამოც ის პირადად ჩემთვისაც და შემოქ.ჯგუფის ყველა წევრისთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე სპექტაკლი. ამ განსაცდელიან დღეებში, ყველაზე მეტად მხნეობის და ნუგეშის გაზიარება გვინდა ერთმანეთისთვის... სიყვარულით დავიბრუნებთ საკუთარ თავებს, ერთმანეთს, მერე მიწას და მერე სამშობლოს... ყველანი ჯანმრთელად და მხნედ გვყავდეთ, ჩვენო ემიგრანტებო!
Nino Sadgobelashvili Ninia. 28.03.2020
ფეისბუქ-გვერდიდან: „ცოცხალი წიგნები - საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტი“, სადაც კორონავირუსის პანდემიისას მიმდინარეობს უცხოეთში დარჩენილი ემიგრანტების მხარდაჭერის აქცია მწერლების მხრიდან.
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Fri Apr 17, 2020 9:59 am
Nino Sadgobelashvili portrait by Levan Kharanauli, 2019
ნინო სადღობელაშვილი
იმ პარასკევს, ოცდაერთი საუკუნის წინ
მიფიქრია - იმ პარასკევს, ოცდაერთი საუკუნის წინ, იმ შავ პარასკევს რომ დავსწრებოდი, სად ვიდგებოდი, რას ვიზამდი, როგორ მოვიქცეოდი... ალბათ თითოჯერ მაინც ცხოვრებაში ყველას უფიქრია ეს, ვისთვისაც ქრისტე თუნდაც მისხალი შუქია ყველა ამქვეყნიურ შუქზე აღმატებული ისეთი ფიქრია, შეგიხვევს თავის ჯურღმულებში და ცოცხლად განგაცდევინებს ოცდაერთი საუკუნის წინანდელ მისტერიას კი არა, პირველ რიგში შენს საკუთარ სიცოცხლეს, შენს საქციელებს, შენს ჯოჯოხეთს და სამოთხეს. აქ და ახლა, შენი თანდასწრებით, შენ თვალწინ ხდება ჯვარცმის მისტერია, ოცდაერთი საუკუნეა ასეა, ზოგჯერ თავად ხარ ქრისტეს ადგილას, ზოგჯერ კი მისი ჯვარზე მლურსმავი, შენს გულში და აზრში ხდება ეს ამბავი, შენ ყურებს ესმის ის ჭახანი ძვლებში, შენი თვალები ხედავენ იმ ღვარცოფს გამსჭვალული სხეულიდან დაძრული შავი ღრუბლის... შენ ხარ ახლა ამ მისტერიაში ყველაზე მთავარი, შენ - ქრისტეს პირისპირ, შენ რას იზამ, რას იგრძნობ რას იფიქრებ, სხვას ნუ უყურებ, იმან თავისი იკითხოს, შენ ხარ შენი წილი ჯვარცმის პასუხისმგებელი, სადაა შენი რწმენა და სიყვარული, ან შენი ცოფი და ბოროტება, რა შეუძლია დღეს ამ წამს ამ მისტერიაში, ვიდრე დადგება ახალი დღე და ყველაფერი ისევ თავის დინებას მიეცემა, ვიდრე ეს ტკივილი გავა გაყვება ყოფის კანალიზაციას, - დღეს განიცადე შენითავი ბოლომდე, ბოლო უფსკრულამდე, მერე ჯვრიდანაც ჩამოხსენი და საკუთარი ნება, დარდი და სიყვარული მკლავებზე გადაიწვინე, შენვე დაიტირე შენი თავი, რომელიც ჯვარცმას დაასწარი, რომელიც ოცდაერთი საუკუნეა ჯვარს ეცმის და ჯვარს აცვამს, დაიტირე და დაელოდე ლოდს, გულიდან რომ გადაგიგორებს ქრისტე - შენივე სიყვარულის სახელით....
2020
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Wed May 20, 2020 9:10 am
წიგნები პანდემიისას. ნინო სადღობელაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/NATIONAL LIBRARY OF GEORGIA·MONDAY, MAY 18, 2020·READING TIME: 1 MINUTE
“დღეს იესო რომ ისევ მიწაზე დაბრუნდეს, თავდაცვის მიზნით მისი საჩქაროდ ისევ ჯვარზე გაკვრა მოგვიწევდა, როგორმე რომ გაგვემართლებინა და შეგვენარჩუნებინა ის ცივილიზაცია, რომელიც ასეთი ტანჯვით შევქმენით და შევაკოწიწეთ; რომლის სახელითაც უძლური გააფთრებით, წყევლა–კრულვით ვიბრძვით აგერ უკვე ორი ათასი წელიწადია, რათა ისევ და ისევ ხელახლა გამოვძერწოთ და სრულვყოთ ჩვენივე, ადამიანური სახე“ _ ეს ფრაგმენტი უილიამ ფოლკნერის „ველური პალმებიდანაა“. ისეთი დღეები გამოვიარეთ, რომ მგონი მართლა დაბრუნდა იესო მიწაზე, ყოველ შემთხვევაში, ქრისტიანულ სამყაროში კვლავ გაჩნდა ესქატოლოგიური აზრი/შიში მეორედ მოსვლის შესახებ და ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს დიდი განახლების, სამუდამო ცვლილებების მოლოდინად იქცა. იესო მართლა დაბრუნდა დედამიწაზე, როგორც გუშინ და გუშინწინ, როგორც ყოველთვის ბრუნდება ხოლმე, თუნდაც ერთი კაცისთვის, ერთი ცხვრისთვის ან ყვავილისთვის, თუკი ის ერთი მას მოუხმობს და მას ინატრებს. დაბრუნდა და თავის ფეხით შემოიარა დაცარიელებული ქალაქები, გაუკაცრიელებული ქვეყნები, ყველა კლინიკის კარს მიადგა, ყველა სახელდახელოდ შექმნილ საველე ჰოსპიტალს; თვითონ ეჯდა თავთით სიკვდილთან მებრძოლ სულებს, ჭირისუფლებს ამხნევებდა, უადამიანოდ დარჩენილ ტაძრებში სანთლებს ანთებდა და შინ დარჩენილებთან ერთად სარკმლის წინ ლოცულობდა. ყველგან იყო, როგორც იმედი, შვება -სიკეთის სურვილში იყო, საკუთარ თავთან განმარტოებაში, სინანულის ცრემლში და სიყვარულში იყო მიწაზე დაბრუნებული ქრისტე და ბევრმა, ძალიან ბევრმა ის ცოცხლად იხილა - ზუსტად ამ სიკეთის და სიყვარულის მაგალითებში, ზუსტად ამ თავგანწირულ საქციელებში, გულიდან გამოხეთქილ ნაღდ სიტყვებში, როგორებიც, რახანია, დავივიწყეთ ადამიანებმა... დაბრუნდა, რათა დედამიწის გამჭვირვალე ჰაერში იმედის სილუეტი შეგვემჩნია - მისი ჯვარცმული კონტურები, აღდგომის ცეცხლით სამყაროს გულზე ამომწვარი კონტურები და გვეფიქრა იმაზე, რომ მართლა დიდებულია სიცოცხლე, რომელსაც სიკვდილზე გამარჯვების ძალა შესწევს, რომ დიდებულია სიცოცხლის შინაარსი და დაუშვებელია, უაზროდ, უმიზნოდ და უსიყვარულოდ ვფლანგავდეთ მას, ვაქარწყლებდეთ. იმ უცნაურმა, არაბუნებრივმა მდგომარეობამ, რაშიც ყველანი აღმოვჩნდით - პანდემიის წესრიგმა - ადამიანების წინაშე დროის საიდუმლო გააცხადა. ჩვენ ის (დრო) ახლა ბევრი გვაქვს, უფრო სწორად, ზუსტად იმდენი, რამდენიც სიცოცხლის შინააარსის მოსაძებნად და შესაცნობადაა საჭირო. და, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს, ზოგადად, გვიყვარს საიდუმლოებები, მაინც არ ვიცი, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, „გვიშველის“ თუ არა რამეს დროის საიდუმლოს სიკეთეები. ვიპოვით კი სიცოცხლის საზრისს? დავეწაფებით მას და გავუხსნით ბოლომდე გულს? რა შეიცვლება ადამიანში მას შემდეგ, რაც ეს იზოლაცია დასრულდება და ისევ გავა „თავისუფლებაში“, რას წაიღებს ამ გაკვეთილიდან, რა ემახსოვრება? წინასწარი პასუხები არ არსებობს. ისინი არავინ იცის, მათ შორის არც იმ დიდმა სულებმა, ვინც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში, თავისი წილი „კარანტინი“ გამოიარა. მათ საკუთარი პიროვნული მაგალითი დატოვეს, საოცარი ადამიანური ძალისხმევის, გამძლეობის და სულიერი სიმაღლის მაგალითი. თუმცა, სამყარო ისევ კეთილის და ბოროტის ბრძოლის მითში დარჩა, სიკეთის საბოლოო გამარჯვების მოლოდინის იგავში. როცა ვფიქრობ იზოლაციაში მყოფ მწერლებზე, ცხადია, პირველ რიგში ამ იზოლაციის ყველაზე „ბუნებრივი“ ფორმა - ციხე და მისი პატიმრები მახსენდება. გულაგების და სატუსაღოების მსხვერპლი მწერლები, მათი ქარცეცხლიანი თავგადასავლები, მათ შემოქმედებაში აღბეჭდილი „იზოლაციის გამოცდილება“, როგორც სულიერი სიმხნევის გადამდები მაგალითები. „ჩემი ნურაფრის გედარდებათ. ისე ვარ, როგორც სტამბოლის კაჟი. ჩემი თვითშემეცნების ზღვა ჯერ თუ არ გადამიცურავს, შუაგულს მაინც ხომ მივაღწიე. შუაგულში კი ზღვა ამღვრეული ვის უნახავს!“ - ეს სიტყვები მერაბ კოსტავას ეკუთვნის, გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილის ფრაგმენტია. მუდმივი თვითშემეცნების პროცესში მყოფი ადამიანისთვის ყოველი ახალი განსაცდელი ახალი გამოწვევაა, უფრო დიდი გამოცდილებაა, რაც საბოლოო შედეგისთვის ამზადებს პიროვნულ სულს. კოსტავას ეს სიტყვებიც ამის დასტურია, ისევე, როგორც პატიმარ მწერალთა მიერ დატოვებული ციხის ქრონიკები თუ იმ გამოცდილებათა ანაბეჭდები. ვის არ წაუკითხავს ანა ფრანკის დღიური, ვის არ უტირია 13 წლის ებრაელი გოგოს მშვენიერი და ღონიერი სულის გამოძახილზე - მის მიერ დატოვებული ტყვეობის დღიურის საოცარ, გამჭვირვალე შუქზე, სადაც ომის სისასტიკეს ერთი ბავშვის სულიერი სილამაზე ამარცხებს?! ამ ჩვენს კარანტინულ დღეებში, უამრავჯერ მომაგონდა ანა, თავისი ფაქიზი და ძლიერი ხასიათით, თვითშემეცნების წყურვილით, დაუღალავი შინაგანი შრომით - ყოვლად აუტანელ პირობებშიც კი ბოლომდე შეისრუტოს სიცოცხლის ყველა გამოვლინება, განვითარდეს, გაიზარდოს. ბუნებრივია, ანა ფრანკის იზოლაციასთან ჩვენი მდგომარეობა ახლოსაც ვერ მივა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პანდემიას ხმამაღლა დავარქვით მესამე მსოფლიო ომი. ანა ქვემეხების ზრიალში, ტყვიების ზუზუნში ორი წელი ცხოვრობდა, ფიქრობდა და უყვარდა. ჩვენ, მართალია, სტრესის და დაძაბულობის თანხლებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს „ფეხი–ფეხზე გადადებით“ მაინც შეგვიძლია თვითშემეცნების ტალღებს მივეცეთ, ხედვა გავიფართოვოთ, რაღაც სასარგებლო ჩავიდინოთ, თუნდაც ასე - შინ გამოკეტილებმა. მახსენდება ემილი დიკინსონიც - ეს ერთი ყველაზე ნაღვლიან პოეტთაგანი, ვისი ქალური ცხოვრებაც ერთდროულად იყო მისი ჯილდოც და სასჯელიც. მე–19 საუკუნის ამერიკა, ვიქტორიანული წესებით და განათლებით. არც ომია და არც თავდასხმები, ეს იზოლაცია ემილის არჩევანია, მისი ექსცენტრული და ინტროვერტული ბუნებისთვის ერთადერთი გამოსავალია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი შეძლებულად ითვლებოდა და თავად ემილისაც ურიგო ბედი არ უნდა რგებოდა - კარგი ქმარი, მშვიდი ოჯახი, შვილები - პოეტმა ამ გზაზე უარი თქვა და სხვაგან გადაუხვია - საკუთარი ოთახისკენ, საკუთარი მწირი სივრცისკენ, სადაც ელოდა პოეზია და ტკივილები. ამ ოთახში გამოკეტილმა შექმნა თავისი მშვენიერი, მტკივნეული და სიყვარულით დაჭრილი შემოქმედება. „მე ვიმალები იმ თეთრ ყვავილში, მკერდს რომ გიმშვენებს კრძალვით დილამდე...“ _ დაწერს დიკინსონი და გადაისვრის ჩვენს ფიქრებს უთვალავი მიმართულებით, იმ თეთრ ყვავილთა და იმ მკერდის საპოვნელად, ვისაც თავად გულისხმობს... ხანდახან იზოლაცია საკუთარი თავის დამალვაცაა, გარესამყაროსგან გა–უცხო–ება, უცნობად ქცევა, რათა მოემზადო დიდი ფრენისთვის და ნახტომისთვის, რათა საკუთარი მიწურის იატაკიდან ზეცის ფსკერამდე უდანაკარგოდ აიჭრა, სხვა ამსოფლიური ზადის შეურევლად, აიჭრა ზეცაში, როგორც თავდაპირველ სამშობლოში და თუნდაც იქიდან გადმოხტომა დაგჭირდეს, მაინც ვეღარაფერი შეგაშინებს, რადგან უკვე იცი, როგორია მანძილი ზეციდან და ზეცამდე. ასეთია გალაკტიონი. მისი გოლიათური სხეულიც კი მისთვის ერთგვარი კარანტინული სივრცეა, სადაც მისივე იდუმალი სულია გამოკეტილი. აუტანელია მისი ყოფა - სახლში, კედლებში, რომელთაც „ყურები აქვთ“ და მუდმივად გითვალთვალებენ, აუტანელია, თუმცა მაინც საბედისწეროდ სასურველი, ზუსტად ისეთი - „ვით უბინაოს ყოფნა - ბინაში“. ეს ყველაზე იდუმალი იზოლაციაა, სულიერი კარანტინი, სადაც კანდელივით ჩაუქრობლად ბჟუტავს მოლოდინი და ზეცის ხსოვნა. ეს იზოლაციაა, საიდანაც „მატარებელი ხუთ წუთში გავა.“ მარადისობის საპირწონეა ეს ხუთი წუთიც - სასრული, თუმცა ყოვლისმომცველი. ჩვენი „ხუთი წუთიც“ გავა და სამყარო კვლავ დაბრუნდება თავის სივრცეებში - ქუჩებში, თვითმფრინავებში, ატომურ სადგურებში, ცხოვრება კვლავ დაიბრუნებს სილაღეს და თავისუფლებას, ახმაურდება და ამოძრავდება, თუმცა ვინ გააყოლებს თვალს დედამიწაზე ჩამოსულ ქრისტეს, ვინ გააცილებს ისევ ზეცის ბილიკებისკენ, ვინ დაიმახსოვრებს მის ნაფეხურებს, რათა მომავალ მეორედ მოსვლამდე ამ ცოდნით იცხოვროს და გაძლოს?! ამ უცნაურმა დღეებმა/თვეებმა უფრო კარგად გამოაჩინა - ადამიანს არ შეუძლია, მარტოდმარტომ სრულყოს და გამოძერწოს თავისი ადამიანური სახე. საკუთარ თავთან პირისპირ აღმოჩენილებმა, საკუთარ სივრცეებში გამოკეტილებმა პირველ რიგში იმ ვიღაცის წყურვილი ვიგრძენით, ვინც ჩვენს სახეებს სამყაროში აღბეჭდავს. მისი ნათელის გარეშე გამქრალი ჩრდილები ვართ, ულმობელი სტატისტიკა ვართ პანდემიის შკალაზე - წითელი, შავი, ლურჯი ხაზები, აღმავალი და დაღმავალი მრუდები, რომლებიც „დიდ“ და „პატარა“ ქვეყნებს ჭადრაკის ფიგურებივით გადაალაგებს, თამაში კი ისევ გაგრძელდება... ეს ჩვენი „ხუთი წუთია“, თითოეულის პირადი ხუთი წუთი - დრო საკუთარი სახლის იატაკიდან უსასრულო ლაჟვარდებში ასაჭრელად, და თუ მართლა გვინდა, ვიხილოთ სამყაროს გაზაფხული, ეს ხუთი წუთი ისე ვიცხოვროთ, როგორც მარადისობა. არც ისე რთულია. ზურგს დიდი სულების მაგალითები გვიმაგრებენ. ტკბილია აფრენის წამი და შედეგიც - ზეცა: სიყვარული, თავისუფლება, სილამაზე.
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Wed May 20, 2020 7:26 pm
ნინო სადღობელაშვილი - მღვრიე გულის საგალობელი •May 20, 2020
მღვრიე გულის საგალობელი ნინო სადღობელაშვილი (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020 მუსიკა: ლელა თათარაიძე და „კესანე“ - კავკასიური მელოდიები.
*** ნინო სადღობელაშვილი
მღვრიე გულის საგალობელი
- შენ, ჩემო მარტოყოფნაო, ნაპირო დახავსებულო, მზის ენით ძვლების ლოღნაო, ტკივილო ალმასებურო, ხან ელდავ, ხანაც ოხვრაო, წყვდიადში გაასებულო, სიზმარში თვალის მოკვრაო ქარისგან გატაცებულის... - არ ისმინო, არ გაუღო კარი მღვრიე გულის სათქმელს, რაც გეაჯოს, გეამინოს და გირჩევდეს გრძელ–გრძელ საქმეს, კარი მაგრად მოუხურე, ცეცხლის ენით ჩაურაზე და ნაღველზე დასაგეშად რუხი მგლები გაუბრაზე!.. - მოდიან ღრუბლის მხედრები, ფეხქვეშ იგებენ არწივებს, საწარღვნოდ ატრიალებენ ქარბორბალებს და ქარცივებს, ამ ყიამეთში იფშვნება წუთისოფელის ქვაწვრილი, იწყება სააქაოსთან საიქიოის ქორწილი... - ცოტაც კიდევ გაუძელი, ყურის ძაბრში გაუტარე, მას უნდა, რომ თავის ხელით სულს ბორკილი გაუყაროს!.. ვარსკვლავებად ახმაურდი, გაზაფხულის ჩინჩხლი ჰყარე, შხამიანი მღვრიე გული სათქმელისგან დაიფარე!.. - ჩემს ტკივილს არვის გავუყოფ, სხვა მეტი რა მაბადია, ამ გზაზე არვის მოვუშვებ, კაცისგან დაუცადია, ავიგებ ბროლის სასახლეს, ქვესკნელიდან და ცამდეა, რომ შორიდან თქვან - სიყვარულს, შეხედეთ, რა უწადია!.. - სუყველაფრის დამტეველო, სუყველაფრის თავ–და–ბოლოვ, პირქვე გულის მომბრუნველო და მქცეველო გიშრის - ბროლად, შენი შუქი ეფინება ყოველივეს ეულს, ოლეს და მოჰყვება შენს სიჩუმეს მღვრიე გულის წმინდა თოვლი...
2015
*** Hymn to a turbid heart The verse by Nino Sadgobelashvili (in Georgian) This clip is made with 'You Are The Reason' (Calum Scott) Violin Cover by Nanda Candra. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Sat Jan 09, 2021 10:45 am
ნინია სადღობელაშვილი "ფრთები და ხელები" •Jan 7, 2021
თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.