Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: ნინო სადღობელაშვილი Wed Dec 10, 2008 2:56 pm
Nino Sadgobelashvili
*** უშენობას ვმარხულობდი, წარმართ სიზმრებს ვნახულობდი, შუბლზე მეჯდა ნიშანივით წვრილ-ვარსკვლავთა ხომლი. ღმერთს აღმართში დავეწიე, ღრუბლის მგლები დამესიენ, გამგლიჯეს და, შორი გზები ხეიბარმა მოვვლე... მერე შემხვდა წმინდა შიო, ნუღარ ივლი ღამეშიო, მზის შუქიდან გაუსწორდი ვინც გიყვარსო, მითხრა. მე კი ისევ მაცილებენ, ჩუტყვავილა მაცილები და ნისლებით შეთვალული ფეხს ქვიშაში ვითრევ... გათავდება უშენობა, ცის სკნელიდან ქრისტე მოვა, სად გეძებო, სადღა გნახო, როცა მოვა ქრისტე!..
ნინო სადღობელაშვილი
ნინო სადღობელაშვილი დაიბადა 1980 წლის 30 იანვარს, თბილისში. 2002 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით (სახელოსნოს ხელმძღვანელი – ვახუშტი კოტეტიშვილი).
მუშაობდა საპატრიარქოს რადიოს ლიტერატურულ რედაქციაში, ასევე, - პედაგოგად.
2006 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული “ბამბაზიის სამოთხე”. 2008 წელს _ ლექსების კრებული “შუაღამის იავნანა”, 2009 წელს _ რომანი “ორსული”, 2011 წელს _ მოთხრობების კრებული “თავშესაფარი”.
2007 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა მისი პიესა “ბამბაზიის სამოთხე”. 2010 წელს, ავთო ვარსიმაშვილის პროდიუსერობით, გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
2008 წელს, მ.თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, არტოს ბაღის თეატრალურმა სტუდიამ წარმოადგინა მისი პიესა “კარუსელი” (რეჟისორი იოანე ხუციშვილი).
2016 წელს ნინო სადღობელაშვილის რომანი თავშესაფარი გამოსცა თურქულმა გამომცემლობა გეჯემ. წიგნის მთარგმნელია ჰარუნ ჩიმქე.
მარადიული ლტოლვა თავისუფლბისკენ. განცდები, რომელიც წიგნის ფურცლბზე გადადის და იქმნება მკითხველის შთაგონების წყარო. სტუმარი: ნინია სადღობელაშვილი - მწერალი, დრამატურგი
Last edited by Admin on Sat Apr 03, 2021 1:01 pm; edited 17 times in total
არაბული
Number of posts : 182 Age : 31 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Sat Dec 27, 2008 2:25 am
ძალიან მიყვარს ნინოს შემოქმედება, განსაკუთრებით კი ეს ორი ლექსი:
მთასვლელი
მიდის ზევითკენ. ბარში, ბალახზე შეიწმინდა ფეხისგულები, პური და სანთელი ჩაიდო, თვალები ღრუბლის ხილაბანდით აიხვია და, ზევითკენ მიდის. გზადაგზა ვარსკვლავები ქინქლებივით ეყლაპება... ადამიანები კი ჭიანჭველების მწკრივში დგანან... გარშემო მხოლოდ აღმართებია, თითქოს აყირავდა დედამიწა და შინმისასვლელი გზებიც თავქვე დაეკიდა ციდან. შინ მივა კი არა, ვინც ახლა შინ ავა, ვინც ახლა შინ ავა მშვიდობა იმას! ბუბუნით მიდის. ქალღმერთივით შემოხვდება ედელვაისი, არ ახსოვს ცოლი, თორემ მოწყვეტდა და ჯვრისწერაზე დანაპირებს აუსრულებდა... არ ახსოვს შვილი, თორემ უკანდაბრუნებაზე იფიქრებდა... გულისქაქანით ზევითკენ მიდის. მთები ისეა გადაწნული როგორც ჩუქურთმა, მიწის საყდარს სარკმელთან ადევს. იმ სარკმლიდან უნდა გადაიხედოს, ცოლის მაგივრადაც, შვილის მაგივრადაც, მამამისის მაგივრადაც, შვილიშვილის მაგივრადაც, რადგან დამპყრობელის გუმანით იცის, კარგახნით დაასვენებს მის თიხას ბუნება, სხვისაში აამღერებს ვარსკვლავთა ქარიშხლებს. მიდის ზევითკენ. მარმარილო პრიალებს ნისლში. თოვლი ისეთია, ხმა რომ გასცე, რამეს სიზმრად შემოგაგებებს... მიდის, როგორც ენისწვერზე მომდგარი სიტყვა და სულცოტაც და, მასაც დაწერს თოვლის ანბანი... მწვერვალი ქარის სიმღერაა ფეტვის მარცვალივით ცაში გაფანტული და ვაი მას ვისაც შემთხვევით გაღეღილ გულში ჩაუვარდა და ვაი მას ვისაც ჩაესმა! ვეღარავინ შეაჩერებს, ბარში, ბალახზე შეიწმენდავს ფეხს, ჩანთაში პურს და სანთელს ჩაილაგებს, თვალებს ღრუბლის ხილაბანდით აიხვევს და, თუნდაც მერე გაზაფხულდეს... მთაში თოვლი დადნეს... თოვლში ვინმე კაცი ნახონ გათოშილი სადმე... ცოლი ცხრა თვე წერილს წერდეს თურმე მკვდარი ქმრისთვის, გაალღონ და დაატირონ: თავს იკლავდი რისთვის?.. მწვერვალი ქარის სიმღერაა და შინ ვინც ავა დიდი დედა უმღერებს მას.
* * *
დედი, გახუნდა შენი კაბა და სინათლე მოგიჩანს, დედი, სინათლე დაიფარე თორე თვალს შეაჩვევენ ძაღლები, მომიტეხე პური, მეც მომიტეხე, მარტოკაცი ვარ და როგორ არ გეთანაღრები... შენმა ნაბანმა წვიმამ დედი იებზე გადამირბინა, ჩამოვარიგე ეს იები, ბღუჯა-ბღუჯა გავკრიფე ეზოდან, ჩემთვის ფესვი და ტალახი დავირჩინე. დედი, აბა შუბლზე დამადე ხელი იქნებ ძველებურად გეცხელები, ბავშვობის მერე ჩემთვის ეგრე აღარ მოგივლია... ხანდახან დედი, ისევ ის სიმღერა მესმის, მზე რომ სასწაულის ლოდინია!... შეხე, თმა როგორ გამეზარდა დედი, ცოტაც და მინდვრებზე გადავშლი. ოცნებებს რომ მივარცხნიდი, თავზე თბილად რომ მასუნთქებდი ეს სულ ის თმებია, ზეცაში ნახარში... შეხე, რამდენი ბავშვია ჩემ ეზოში, დარბიან ფერადი ნაქსოვი კაბებით! ხანდახან, მიწას რომ ღამე ასტკივდება დედი, გულში შენებურად ვიკრავ, თვალზე ხელს ვაფარებ... სიარულშიც შენ დაგემგვანე დედი, ნისლივით გამომდის ბარბაცი. ცხოვრებაც ნისლივით წამივიდა-მეთქი, ახლოში ვქრები და მარტო ზევიდან მოვჩანვარ მამაცი... დედი, ხანდახან მიქრება სანთლებიც, ვიწვი და ცეცხლს მაინც ვერ ვანთებ. მომეშველე დედი, შენს გულთან გამსუსე, თვალებით გამათბე... რაღა მაშინ აგიჩემებ ხოლმე, სხვასთან რომ გადახვალ დასანუგეშებლად, სხვებს როცა სჭირდები, ძაღლივით შენს გზას გამოვცქერი, თვალებით დაგეძებ, გიყვირი: დედი... მაინც არ უსმინო ჩემ უხმო ღრიალს, ცვილით დაიგმანე ყურები, დედი, წადი სადაც დედაშვილობისთვის გეძახიან, წადი, ოღონდ კარი არ მოიხურო!... შენს ბაღში, ატმებთან დავწვები, წამივა გულიდან ლოდინის მდინარე. როცა დაბრუნდები, ჩემი სიზმრები შეიწყალე დედი, თუ დაგხვდი მძინარე...
nukri bereTeli
Number of posts : 28 Age : 40 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Wed Mar 25, 2009 11:51 pm
* * * შენ, ვინაც ამ დილით ხეები შემოსე და დრო შეუმოწმე ქოთნიან აივნებს, შენ თბილი ხელებით ტოტზე რომ შემომსვი და გულში გამივლე...
შენი ჩანაცვამი, გუბეშენასვამი, გზაგამონაცვალი ქოშებით დავალ. საკოცნად გამოწვდილ ბაგეებს დავყვირი რომ: და ვარ... და ვარ...
შენ, ვინც მომახარე ყველა გაზაფხული, მოკუმულ მუჭში ვინც სინათლე ჩამიდე, ვინც შორს გამიტყუე... ისე გამიტყუე, რომ არც კი დამინდე!..
თოვლის სიმძიმისგან ხერხემალშემუსვრილს იმდენს მატარებდი უკაცო ღამეში!.. შენ, ვინაც მოტეხილ რტოებზე შემომსვი და ხელი გამიშვი!
ზევიდან პატარა სახლები მოჩანან პატარა ბებრები. პატარა ალაგი. ეს ალბათ, _ ძალიან რომ არ გაიმეტო პატარა ქალაქი!..
გაფრინდნენ ფრთადახრით კეთილი სიზმრები, რომლებიც ოდესღაც შენ თვითონ მანახე. ჩემს ტოტებს ათასი ქარი და გრიგალი შენ შემოალახე...
და ახლა მარტოდენ ღრუბლები მკენკავენ შემჭკნარი ხილივით უღონოდ თავდახრილს. არ გესმის, _ შორიდან ღრუბლები რეკავენ: გადახტი!.. გადახტი!..
ვერ გადავურჩები დამშეულ ნისკარტებს, ზეცას ჩამაყოლებს ყველა ამათგანი. და შენ კი, რომელმაც შიშველი მიკადრე, შენ _ ელი, შენ _ ელი, ლამა საბაქთანი!
ამ ლექსით გახდა თაისი "ჩემი უპირველესი პოეტესსა"...
nukri bereTeli
Number of posts : 28 Age : 40 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Fri Jun 05, 2009 9:25 pm
პოეტი-პოეტს
სადა ხარ ახლა... გამიტკბილდა ჩაიში თოვლი, თეთრი ნემსები გამოისხეს ქოთნის იებმა. სავარცხლით მაჯებს გადაიხსნის ხვალ შენი ცოლი და ღრუბლის ცხენებს საიქიოს კარზე მიაბამს.
გვინდოდა ყოფნა... სასწაული გამონაგონი, ცის ნამცეცებით ვაპურებდით ციცქნა ბეღურებს. მხრებზე მოვისხი ძველი სევდა_ დედის ნაქონი და შვილებს თავზე ვერხვის ჭერად გადავეხურე.
ესე გირჩიეს მოლაპლაპე შენმა სიზმრებმა? შემოგაპარეს მარტოსული თავისი თავი. მერე ლექსები დამიშინე ელდის ისრებად, ქვეყანას მოსდე დასაწყევლი ჩვენი ამბავი...
სადა ხარ ახლა... ბილიკები რომლები მოვლე?! და ცალი ცრემლით შეგიფარეს ვისმა ღაწვებმა? სავარცხლით მაჯებს გადაიხსნის ხვალ შენი ცოლი და მოელვარე სამელნეში შვებით ჩაწვება.
nukri bereTeli
Number of posts : 28 Age : 40 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Fri Jun 05, 2009 9:30 pm
გურამ რჩეულიშვილს
საშენო საქმეა – ჩამოუარო მარადისობის დამტვერილ დერეფნებს და თაროებზე წაუკითხავი ქრონიკები ეძებო: “სახლიდან გავედი და შეუძლებელს ვეტრფი, ადრე ვცხოვრობდი ქალაქგარეთ, იების სანაპიროზე, ერთხელ ერთი წიგნი ავიღე და იმის მერე ყველაფერს სამყაროში იმ წიგნს ვატოლებ, ერთი ბიჭი შემიყვარდა რომელიც თვალითაც არ მინახავს რადგან, სანამ დავიბადებოდი 30 წლით ადრე მოკვდა – ცალ ხელში მზე ამოეჩარა და მეორეთი კი ზეცას ფილტვებიდან უღებდა წყალს... იმდენი წელი ვიცოცხლე რამდენიც იმ ბიჭმა და, კიდევ ცოტათი მეტი, მაინც იმის წილ ღრუბელს მოვიჩოჩებდი ხოლმე და ხბოსავით შევუყოფდი თავს, სადაც წავედი ყველგან მარტოობის მათრახით გამომყვა, იმსიმაღლიდან დამყვიროდა და ლაჟვარდის ხმა ჰქონდა, მე ვეღარავინ მოვატყუე ლაჟვარდს ვერ ვუღალატე, სახლიდან გავედი და სახლი წყალმა წაიღო. ევკალიპტები გვედგა ეზოში და ისინიც წყალმა წაიღო.. ყველანი ქუჩაში გავედით და ზარების ნაცვლად საათები დავკიდეთ, ქარი მოდიოდა და როცა უნდოდა, რეკავდა.. ვეღარსად ვნახე მე ის ბიჭი, ან იქნებ სამუდამოდ წავიდა ჩემგან, ან იქნებ სადმე ცხენს აძოვებს და მანძილს ზვერავს – გამოექანოს, ან იქნებ გზები აღარ იცის ან თუ შეგხვდეთ რომელიმეს და ეგება უთხრათ, ქალაქის მთავარ მოედანზე ვდგავარ, (იქ ყოველთვის ვიღაცა იდგა!) მოვიდეს და თავისი სანადირო თოფიდან მესროლოს. თოფის ხმა და ზარის ხმა რამ გაყო, უთხარით – არ ამაცილოს.
საოცარი...
renuari
Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Sat Jun 06, 2009 12:30 am
*** ერატად სიბერეზე უნდა გვეფიქრა... სულები ამ ფიქრში ცხვრებივით შეგვედენა და გავლურსულიყავით... უნდა გვეოცნება, როგორ ერთად გავიდოდნენ წლები, როგორ ნაზად ჩამოგიბერტყავდი ხოლმე საყელოზე დაცვენილ ჭაღარას, და შენც ჩემს ტყუპ ნაოჭში მზის სხივებს ჩააწყობდი ჟრუანტელის წამოსანთებად... უნდა გვეფიქრა, როგორები ვიქნებოდით ოცი, ან უფრო მეტი წლის შემდეგ მე-შენი ლექსების დიასახლისი, შენ-მოელვარე ჩემი ბატონი, უფლებები დიდი ხნის წინ ქარიანღამეში რომ დავინაწილეთ და მშობლების ნაცვლად გახუნებული ფრესკებისაგან ავიღეთ კურთხევა... ოთახებზეც უნდა გვეფიქრა- როგორ დააცვდებოდათ კედლებძე ფერი და რა იქნებოდა ის მუსიკა, ცხელი უთოს ქვეშ რომ აამღერებდა ხანდახანმონატრების ცრემლით დანამული ჩვენი ტანისამოსი... სალათებზეც უნდა გვეოცნება- ერთადყოფნის ფერად დღესასწაულებძე, გამოგვეგონა ათასგვარი კერძი და ნუგბარი და უსაშველოდ გემრიელ ოხშივარში ჩაგვეხრჩო წამოტკივებული უგუნებობა. როგორ არ ვიფიქრეთ- როგორები ვიქნებოდით შვილიშვილებში, მხრებმოფუთნული ფილოსოფოსები თუ დაღლილთვალება ჯამბაზები... როგორ ამაყად შემოვისხამდით ბავშვებს მუხლებზე და უკიდეგანო წარსულიდან მომავლისკენ გავაქანებდით. ...როგორ ძალიან დაგვამსგავსებდნენ ქუჩის ბეღურებს, ასაფრენად ყოველთვის რომ მზადა აქვთ ფრთები. სიკვდილთან ახლოს, მთლად მის ფეხთით- როგორ მტკიცედ მივიდოდით მე და შენ, და რას გეტყოდა მაშინ ჩემი გული, ბალღივით შენს გულს ამომცქერალი- -ახლა საითო, ბატონო...(?)...
ერთად სიბერეზე ფიქრი დაგვავიწყდა. დრო სიყვარულში შემოგვეხარჯა.
ნინ, ისეთი მართალი სთქვი...და შენ ეს ყველაფერი იცი! ფინალი შესანიშნავია.
ვერსად ვნახე ეს ლექსი და წიგნიდან აქვე ავკრიფე, ორი კორექტურა შემხვდა
სოსო მეშველიანი
Number of posts : 97 Age : 47 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Sat Jun 06, 2009 9:26 pm
ხეებს და ნისლებს და ტყეებს რომ გავივლი, მტვერი რომ აუვა ნაბიჯებს, და ჩემგან გახდილი ცა რომ ემგვანება თეთრსა და უწყინარ საგიჟეთს!.. რტოებს რომ დავიქნევ_შვინდისფერ მარაოს, ტყემლების გამცვივა ჟრიალი და ფეხს ავუჩქარებ და შევკრავ კამარას და გადმოვეშვები რიალით!..
არ გეძინა შეგამჩნიე დაუვალო მზეო. შავკაბით ჩამოგიჯექი წითელ ლოგინზეო..
მინდვრები. Mმინდვრები ქარებს რომ მიანდე, როგორც საკრავები_მომღერალს.. ნეტა ამაღამაც არ დამაგვიანდეს, ბგერების ღვარცოფი მოვხელო! წამოვწვე მაგ შენი ზურმუხტის ბოლოზე, თავქვე ამოვიდო მდინარე და ვიწვე,, დავიწვე მზეების კორომზე, პროფილე მიგავდეს მინარეთს..
შუბლზე ცვარი მოგიწმინდე გული მოგანდეო, გეძინა თუ არ გეძინა მზე შემოგანთეო.. შავკაბიან მკლავებშუა Dდარდებს გაათევო?..
ბალახით სარეცელს ლამაზად მოვირთავ, დავგეშავ ნაზამთრალ ბეღურებს და მოვალ მარჯვნიდან და შვილებს მოვიყვან და ქარვის სიმშვიდეს შევყმუვლებ!.. როგორ გაგვითოვდა სიშორე მე და შენ, რა მყუდროდ, რა ძლიერ თოვდა! ვერხვების, ჭადრების, ცაცხვების კიდეში ვაი მარტოდმარტო მდგომთა!.. მე შენი ფესვების სამშობლო მახარებს, მოვალ და დავიწყოთ თავიდან. და კვლავ გაგიფიქრებ დამ ოვალ ახლავე და ციდან სამარხებს გავიტან!..
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Thu Jun 25, 2009 6:27 am
გილოცავ ჩემო ლამაზო და ჭკვიანო, ჩემო ნინო!
მე დღესვე შევიძენ Dღესვე გადაუდებლად და თუმც ახლა ბესიკის ახალ რომანს ვკითხულობ(მეც თქვენსავით), ნელ-ნელა, დაგემოვნებით, ჩაგაყენებ რიგში მის მომდევნოდ...
nino nadiradze
Number of posts : 94 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Tue Jun 30, 2009 10:55 pm
ნინო... ეს არის სრული საოცრება... ყველა ასპექტით...
gvantsa jobava/cicana
Number of posts : 104 Age : 36 Registration date : 30.12.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Thu Jul 02, 2009 10:32 am
ნიიინ, გილოცავ ახალ რომაანს, კიდევ მრავალი და მრავალიიი.. ბევრი წარმატება შენ ჩემო უნიჭიერესო ადამიანო..
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Number of posts : 54 Age : 49 Location : თბილისი Job/hobbies : სიტყვა Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?" Registration date : 23.07.09
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Mon Nov 23, 2009 7:59 pm
გულის ფანცქალით ველოდები 26 ნოემბერს. მანამდე კი, სიამოვნებით გიმასპინძლებ ჩემს ოთხშაბათობებში, საოცარო ადამიანო. ისეთი ფარფატელა, ისეთი ,,წმინდაურა", ისეთი ქათქათა ხარ და ამავე დროს როგორი საფიქრალიიი...
შენ ჩემი ბავშვობა ხარ, ნინ... შენ ჩემი დაც ხარ; ჩემი დედიკო რომ გიყვარს და გახსოვს, იმიტომ, ნინ... შენ ჩემი ხელახლა და ყოველ შეხვედრაზე ახლადაღმოჩენა ხარ, ნინ... გ ა ი ხ ა რ ე
bao
Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Mon Nov 23, 2009 8:05 pm
26!!! 26!!!!! 26!!!! 26!!!
შSრrიiფfტtიi აaრr წwეeრrსs
ჯალალი
Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Thu Nov 26, 2009 10:50 pm
ნინ გილოცავ! მოდი ასე მოგეფერები: ჩემო ლერწმისთვალავ! იცი,ალბათ არ მეპატიება ვერ მოსვლა,მარა შენი თბილი გულის იმედი მაქვს რომ მაპატიებს... იცი,მთელი კვირის მანძილზე ველოდი ამ დღეს,მაგრამ... უბრალოდ ასე სიცხიანი ნამდვილად ვერ მოვიდოდი...იქ ხო მარტო მე არ ვიქნებოდი და იმ ხალხს გავუფრთხილდი ვინც შენთან იყო მოსული... ისე კი დამიჯერე,რომ სულით-გულით მანდ ვიყავი...
გილოცავ კიდევ ერთხელ,ახალ წიგნს...
ჯალალი
Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Fri Nov 27, 2009 10:03 am
ნინოს ახალი წიგნის "ორსულის" პრეზენტაციის საღამო
irma shiolashvili
Number of posts : 53 Age : 48 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Thu Dec 10, 2009 3:36 am
მეც გილოცავთ ახალ წიგნს. ძალიან მომწონხართ.
თეკლე
Number of posts : 23 Age : 42 Registration date : 17.12.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Wed Dec 16, 2009 5:07 pm
შენს სიმშვიდეს თუ შეუძლია ჩემი ქაოსის მორჯულება მიყვარხარ ისე
nino nadiradze
Number of posts : 94 Age : 36 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Thu Dec 17, 2009 11:20 pm
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Sat Dec 26, 2009 10:41 am
axla rom mogiloco gvian xom araa??? ki damagvianda, magram (mizezebs ar mogiyvebi ratomac, me tviTon mombezrda wuwuni), mainc gilocav axal wigns, suliT da guliT, ho, barem damdeg shoba -axal welsac mogilocav, miyvarxar
bao
Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Wed Jan 27, 2010 6:19 pm
gilocav ninoobas da xvalindel premieras!!!
ჯალალი
Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Fri Apr 16, 2010 5:08 pm
გ.ს.ს. (ეპიგრაფი)
რატომ სრულდება მაინც ოცნებები, თუკი სიხარულით გული გაგისკდება!.. რას უნდა ნიშნავდეს ცაზე მოწმენდილი და უნატიფესი მზერის გარინდება?!.
რისთვის შეიყვარო,მერე რო მოუკვდე? ან იქნებ,თვითონვე დაგტოვოს პირველმა. ზამთარი გავიდა,მარტიც იყო უკვე და ქარიც ფოთლების სიმღერას გპირდება...
რისთვის გაუჩუმდე ან ნისლის განთიადს, ლოყა მიუწვინო წინაპრის საფლავზე, და ან ის იფიქრო-რომ ისევ ადრეა, და ან გვიანია,ბეღურებს ნათლავდე!..
დახედავ-მოგიდის გულიდან მირონი და შენუნებურად ტკივილებს აქარვებ. პერანგზე გინთია ცრემლის საფირონი წუხელ რომ ვითომდა ბრძლოაში დაკარგე...
ან ბრძლოას წაგების სურნელი რატომ აქვს, გული ტკივილისკენ რაღატომ მიიწევს, იქნებ ისწავლო ვნებებით გაძღომა და ცა მოაცალო ცარიელ სიგიჯეს!..
იქნებ ჩაუარო გასანთლულ ჩუქურთმას და ფიქრი მის ტევრში უღვთოდ არ ჩაგეხვეს, იქნებ დაიბადო ღამით და უკუღმა და სულიც ოდესმე ფესვამდე ჩაგეხეს!
ამ მიწას სისხლში აქვს რვალი და ბრინჯაო და თავის მუზარადს თვითონვე გასჭედავს. მშვიდობით იძინე და აღარ იჯავრო, შენგარდა რამდენი ქართველი გაჩნდეა!..
და მაინც,საიდან გინთია სიცოცხლე და წამის ყვავილში ათასჯერ რად კვდები... რა ძლიერ ასხია მაგ შენი ეზოს ხეს წამწამებპეპელა სიმღერის ბავშვები!..
და თუ ასრულდება მაინც ოცნებები და გულის ნაპობზეც მირონი იდინებს, მხრებით აიტანე ზეცა მოწმენდილი, ანგელოზებმა კი მსვიდობით იძინონ!..
ჯალალი
Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Fri Apr 16, 2010 6:24 pm
გურამ რჩეულიშვილს
საშენო საქმეა – ჩამოუარო მარადისობის დამტვერილ დერეფნებს და თაროებზე წაუკითხავი ქრონიკები ეძებო: “სახლიდან გავედი და შეუძლებელს ვეტრფი, ადრე ვცხოვრობდი ქალაქგარეთ, იების სანაპიროზე, ერთხელ ერთი წიგნი ავიღე და იმის მერე ყველაფერს სამყაროში იმ წიგნს ვატოლებ, ერთი ბიჭი შემიყვარდა რომელიც თვალითაც არ მინახავს რადგან, სანამ დავიბადებოდი 30 წლით ადრე მოკვდა – ცალ ხელში მზე ამოეჩარა და მეორეთი კი ზეცას ფილტვებიდან უღებდა წყალს... იმდენი წელი ვიცოცხლე რამდენიც იმ ბიჭმა და, კიდევ ცოტათი მეტი, მაინც იმის წილ ღრუბელს მოვიჩოჩებდი ხოლმე და ხბოსავით შევუყოფდი თავს, სადაც წავედი ყველგან მარტოობის მათრახით გამომყვა, იმსიმაღლიდან დამყვიროდა და ლაჟვარდის ხმა ჰქონდა, მე ვეღარავინ მოვატყუე ლაჟვარდს ვერ ვუღალატე, სახლიდან გავედი და სახლი წყალმა წაიღო. ევკალიპტები გვედგა ეზოში და ისინიც წყალმა წაიღო.. ყველანი ქუჩაში გავედით და ზარების ნაცვლად საათები დავკიდეთ, ქარი მოდიოდა და როცა უნდოდა, რეკავდა.. ვეღარსად ვნახე მე ის ბიჭი, ან იქნებ სამუდამოდ წავიდა ჩემგან, ან იქნებ სადმე ცხენს აძოვებს და მანძილს ზვერავს – გამოექანოს, ან იქნებ გზები აღარ იცის ან თუ შეგხვდეთ რომელიმეს და ეგება უთხრათ, ქალაქის მთავარ მოედანზე ვდგავარ, (იქ ყოველთვის ვიღაცა იდგა!) მოვიდეს და თავისი სანადირო თოფიდან მესროლოს. თოფის ხმა და ზარის ხმა რამ გაყო, უთხარით – არ ამაცილოს.
ვაიმეეეეეეეეე,ეს ლექსი არ მქონდა წაკითხული,გავგიჟდი...
იმდენად მიყვარს ნინოს ლექსები,ვინმემ რომ მითხრას მე უფროოო,შეიძლება ვიეჭვიანო...
ვაჟა ხორნაული
Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Fri Apr 16, 2010 7:00 pm
ამ მიწას სისხლში აქვს რვალი და ბრინჯაო და თავის მუზარადს თვითონვე გასჭედავს. მშვიდობით იძინე და აღარ იჯავრო, შენგარდა რამდენი ქართველი გაჩნდეა!..
და მაინც,საიდან გინთია სიცოცხლე და წამის ყვავილში ათასჯერ რად კვდები... რა ძლიერ ასხია მაგ შენი ეზოს ხეს წამწამებპეპელა სიმღერის ბავშვები!..
და თუ ასრულდება მაინც ოცნებები და გულის ნაპობზეც მირონი იდინებს, მხრებით აიტანე ზეცა მოწმენდილი, ანგელოზებმა კი მსვიდობით იძინონ!..
ჯალალი
Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
Subject: Re: ნინო სადღობელაშვილი Thu Apr 29, 2010 10:47 am
ნინო სადღობელაშვილი
შუაღამის იავნანა
ხეებს და ნისლებს და ტყეებს რომ გავივლი, მტვერი რომ აუვა ნაბიჯებს, და ჩემგან გახდილი ცა რომ ემგვანება თეთრსა და უწყინარ საგიჟეთს!.. რტოებს რომ დავიქნევ-შვინდისფერ მარაოს, ტყემლების გამცვივა ჟრიალი და ფეხს ავუჩქარებ და შევკრავ კამარას და გადმოვეშვები რიალით!..
არ გეძინა შეგამჩნიე დაუვალო მზეო. შავკაბით ჩამოგიჯექი წითელ ლოგინზეო..
მინდვრები. მინდვრები ქარებს რომ მიანდე, როგორც საკრავები-მომღერალს.. ნეტა ამაღამაც არ დამაგვიანდეს, ბგერების ღვარცოფი მოვხელო! წამოვწვე მაგ შენი ზურმუხტის ბოლოზე, თავქვე ამოვიდო მდინარე და ვიწვე,, დავიწვე მზეების კორომზე, პროფილე მიგავდეს მინარეთს..
შუბლზე ცვარი მოგიწმინდე გული მოგანდეო, გეძინა თუ არ გეძინა მზე შემოგანთეო.. შავკაბიან მკლავებშუა დარდებს გაათევო?..
ბალახით სარეცელს ლამაზად მოვირთავ, დავგეშავ ნაზამთრალ ბეღურებს და მოვალ მარჯვნიდან და შვილებს მოვიყვან და ქარვის სიმშვიდეს შევყმუვლებ!.. როგორ გაგვითოვდა სიშორე მე და შენ, რა მყუდროდ, რა ძლიერ თოვდა! ვერხვების, ჭადრების, ცაცხვების კიდეში ვაი მარტოდმარტო მდგომთა!.. მე შენი ფესვების სამშობლო მახარებს, მოვალ და დავიწყოთ თავიდან. და კვლავ გაგიფიქრებ დამ ოვალ ახლავე და ციდან სამარხებს გავიტან!..