არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ვაჟა ხორნაული

Go down 
+17
ჯალალი
ნიკა ჩერქეზიშვილი
სოსო მეშველიანი
გიო
gio gurji
keso
nini
Elguja Marghia
თეკლე
nel
არაბული
გაგა
მათე
არგანი
gvantsa jobava/cicana
მინდია
Admin
21 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyFri Apr 06, 2012 4:37 pm

დედის ტკივილი
---------------

როგორც იქნა,დადუმდა ნაჯახი.

ჭრიალით გადაქანდა
და მწვანე ფერდობზე დაეცა ხე
და თითქოს დაიბზარა
და უფრო განათდა
სივრცის ის ადგილი,
რომელსაც ჩამოსწყდა კენწერო-
ვინ იცის,რამდენი ხნის შეზრდილი,
ვინ იცის,რამდენ ხანს ნაფერები
უბეში/გულთან ახლოს/
ჩაკრული ჩვილივით…
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptySun Apr 15, 2012 12:04 pm

***
იყო დრო,როდესაც
მე მეძინა
და გული ფხიზლობდა.

ახლა ჩვენ,ორივენი,
ერთად ვფხიზლობთ,
ერთად ვეგებებით
მზის ყოველ ამოსვლას,
ერთად ვისმენთ შუაღამეთა
სივრცეებში მიმობნეულ
ვარსკვლავთა ფეთქვას.

იყო დრო,როდესაც
მე მეძინა
და გული ფხიზლობდა.

როდესაც გული
ღმერთით აივსება-
და თანაც ისე,
რომ დაიბზარება-
ვეღარ დაიძინებ…

და აღარც საზღვარი იარსებებს
დღეებსა და ღამეებს შორის.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyTue Apr 24, 2012 10:08 am


ანზორ ერქომაიშვილს
---------------------

ცა ღმერთის თვალებით შემოგვხარის,
ქვეყანა სასწაულის ფერია,
როდესაც დარდიანი ქართველები
სიხარულის სიმღერას მღერიან.

ღამე ტაძარია,დღე უნაპიროა
და სიტყვა ელვასავით მჭრელია,
როდესაც განწირული ქართველები
გადარჩენის სიმღერას მღერიან.

სიყვარული გულების ნათებაა
და ულამაზესი მკვლელია,
როდესაც ამბოკარი ქართველები
უდაბნოს აღმართებზე მღერიან.

ჩვენი ბედისწერა მზიანი ტკივილია,
სავალი ეკლიანი და ძნელზე ძნელია.
სიცოცხლეს სიკვდილი უხარია
და სიკვდილს-სიცოცხლე,
როდესაც ქართველები მღერიან.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი




Male
Number of posts : 97
Age : 48
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyThu Apr 26, 2012 3:10 am

**
ერთმანეთთან რომ ვერ მიდიან,-
იმიტომ ყვავილობენ ხეები,
იმიტომ ბრწყინავენ ვარსკვლავები.

***

ქალში სიძულვილი არაა-
ან უყვარხარ,
ან წაშლილი ფერი ხარ მისთვის........მომავლის პოეზიდიდანაა )
Back to top Go down
http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptySun Apr 29, 2012 1:12 pm

***
ღილი_
ქმრის დაბინდული ხალათიდან
სევდიანი სინაზით ახსნილი
და კალთაში იმ ღილის მომლოდინე
ხალათი შვილისა...

***
ხიდამდე ბავშვის და კაცის კვალი
ხიდზე მხოლოდ კაცისა
და მერე ისევ
ერთმანეთში ლამაზად არეული
ნაფეხურები დიდი და პატარა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyThu May 03, 2012 9:06 pm


კელაპტარი და ხანჯალი
---------------------
მაგრამ მონები დარჩნენ მონებად
და იტანჯება მწვანე პლანეტა
ძველებურია შენი ცხოვრება-
შიგნიდან ცეცხლი ქარი გარედან.

ცისკენ მავალი რატომ იჩქარებ
(მშვენიერება ახალ მხარეთა)
ესაა შენი გზა და იღბალი-
შიგნიდან დარდი ელვა გარედან.

როცა სიყვარულს ტყვიას ესვრიან
და გამკრთალება გტკივა მზვარეთა
შენი მფარველი მაშინ ლექსია-
გინდა შიგნიდან გინდა გარედან.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyTue May 29, 2012 3:44 pm

***
დარდის აკვანი გირწიეს
თანაც_ლამაზი დარდისა
არ მოგაკლდება მიწიერს
სითბო ციური მადლისა.

ლექსი ტკივილით ლოცვაა
და ცრემლით გულის აცრაა
სიცოცხლე შორით მოსვლაა
და ისევ შორეთს წასვლაა.

სიკვდილი უფლის ჩრდილია
/უმისოდ ობლად დარჩები/
სიცოცხლესავით ტკბილია
სიცოცხლესავით მტანჯველი.

იქ სადაც გზა და ღმერთია
და მწყურვალება თვალისა
წასვლა და მოსვლა ერთია
ორი ხმა ერთი ზარისა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyMon Jun 11, 2012 10:26 am

***
გარდაცვალების წინ
რას ხედავდა
დიდი მოძღვარი?
ხედავდა თავისიანს-
ავაზაკს,მგლისთვალებას,
მაგრამ,ამავე დროს,
ხედავდა ყვავილსაც,
რომელიც, ზეციერის
სახესავით გასხივოსნებული,
თანდათან იზრდებოდა,
ავსებდა სივრცეს;
მის ნათელ ჩრდილში ავაზაკი
მოჩანდა და აღარც მოჩანდა
და ბოლოს მთლიანად წაიშალა
დახუჭული თვალების სივრცეში.

დახუჭული თვალების სივრცეში
ენთო ყვავილი,
დიდი და მშვენიერი,
ზეციერის სახესავით გასხივოსნებული.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyFri Jul 06, 2012 10:33 am

მ ო ლ ო დ ი ნ ი
---------------
ღამეო ამაღამდელო
გათენდი მალე მალეო
ვინც ასე მენატრებოდა
და სიზმრად მელანდებოდა
იმას მოველი ხვალეო
ასი ზღვა გამოვიარე
შავი ღრუბლები ვკვალეო
ხან მთებზე შემომათენდა
ხან ბარად დავიღამეო
უბეში ჩიტი მომიკვდა
საფლავი ხელით ვთხარეო
ყინულზე ცეცხლი დავანთე
და სალამური ვთალეო.

იქნება სითბო ჩრდილისა
საგალობელი დილისა
და სხივოსანი მზვარეო.

ვინც ასე მენატრებოდა
და სიზმრად მელანდებოდა
იმას მოველი ხვალეო
ღამეო ამაღამდელო
მაღლა და მაღლა ნათელო
გათენდი მალე მალეო!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyThu Sep 06, 2012 12:04 pm

***
ყვავილოვანი,ნორჩი პანტებით
ბილიკი ბილიკს გადახვეულა.
ხევებში ნისლის ფოლიანტები,
ადიდებული კაწალხეურა.

გზები სასწაულს ცისას ელიან
/მარაო ღრუბლის ფარტენებისა/.
ქედნის ხმა გესმის?-მზისყანელია,
ასე ლოცულობს გათენებისას.

მშვენიერება მადლის,მარადის,
საგალობელი საორბულასი…
უფალს ადიდებს ამ დროს ჯალათიც,
უფალს ადიდებს ამ დროს უნასიც.

ხვალ ისევ წახვალ.აქ არ იქნები
/რამდენი რამე გითხრეს კედლებმა/.
ბედნიერების გალაქტიკების
განახლება და მსხვრევა გრძელდება!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyThu Oct 11, 2012 2:52 pm


***
სიყვარულია “მტერთა მზარავი”,
ანათებს მისი ხმა და საძვალე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი სევდა აწვალებს.

სიყვარულია გულის მბზარავი,
სამოთხის ქარი,თბილი,ფრთამწვანე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი ხვედრი აწამებს.

სიყვარულია ხსნა და წამალი,
მარადიული გზა და ლაზარე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი დარდი ამწარებს.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyFri Oct 19, 2012 10:18 pm

მასპინძლის ბედნიერება
---------------------------
ინათა სიკვდილს ვესტუმრე
მიმრავლა სასწაულები:
ფერი და მელოდიები
სიცოცხლის სამკაულების
ყოველ კუთხეში ყვავილი
/ვერ შეეხება ხელიო/:
ზოგი_მორცხვი და ცისფერი
ზოგიც_თამამი ჭრელიო
...ცის ნაპირების ბიბინი
ღუღუნი მზის და ყანისა
ღვთიური ფიქრი სიმების
მოელვარის და მკრთალისა
ხე_სივრცის მამშვენებელი
ბერივით მშვიდად მდგარიო
ლამაზად გაცინებული
კელაპტარი და წყალიო.

სიკვდილს ვესტუმრე იხარა
ვიხილე ოქრო ზღვებისა
თავდავიწყება ფრენაში
ცეცხლმოდებული ფრთებისა
სიტყვა_ქცეული ხატებად
მარადიული ნათება
მარადიული ხმებისა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyThu Nov 01, 2012 10:53 am


ხანგრძლივი წუთი
---------------
სხეული დაბერდა,
დაკარგა ძალა,
დაკარგა სიმძიმე.
მაინც იარა,იარა,იარა,
მაგრან ცხრა მთა და
ცხრა მინდორი
უკვე ვეღარ გადაიარა.

გული
ძველებურად უცვლელი დარჩა.

იარა,იარა
და ის დღეც დაუდგა,
როდესაც დასჭირდა
ორი ყავარჯენი,
ორი ქუდი და ორი სათვალე.

გული
ძველებურად უცვლელი დარჩა,
გულს არ შეხებია
სიბერის ფიფქი და
სიბერის ეკალი.

ბოლოს ისე
გამსუბუქდა და დაპატარავდა,
რომ ვეღარ გაარჩევდი,
რომელი უფრო მძიმე იყო-
ჩრდილი თუ სხეული.

მერე თანდათან
გაქრა მისი საგანძურიდან:
ჯერ-ორი ყავარჯენი,
მერე-ორი ქუდი
და ორი სათვალე
და ჩაქრა სხეულში
სითბო და ტკივილი,
ხოლო სითბოსა და ტკივილის
ჩაქრობას სიკვდილი ჰქვია.

გული ძველებურად
უცვლელი დარჩა
და მზესთან ერთად
სიყვარულის ქვეყანაში
განაგრძო ფეთქვა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyTue Nov 13, 2012 4:40 pm

გზა ერთი ხატიც ერთია
----------------------------
გული გულს დაღონებული
სიხარულისას უამბობს
უამბობს როგორ გადარჩა
მისი ხომალდი უაფრო.

დღე ლამაზდება…გული გულს
უამბობს მთისას ბარისას
ხმებში კელაპტრის სითბოა
და გოლეულის სიტკბოა
და სიწმინდეა ნამისა.

გული გულს ემაისება
წუთებს უმრავლებს ამოსა
შვლებივით დასწაფებიან
უკვდავებისა წყაროსა.

სიტყვები იის სურნელით
გზა ერთი ხატიც ერთია
არ ჩაგიქრება ნათელი
სივრცეებიდან ნადენი
როცა გულებში ღმერთია.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyMon Jan 07, 2013 10:20 pm

***
მუსიკა სივრცის განათებისას
ბალახზე ნამის აციმციმების.
ბროლი და ვერცხლი ნაკადებისა,
მბრწყინავი ფრთები და ცის სიმები.

მზე-მოღუღუნე და რტომრავალი.
ღვთიური ნათლის გზებზე დინება.
ხმა-ქვესკნელიდან ამომავალი,
რომელიც ზესკნელს შეეწირება.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyWed May 01, 2013 10:07 am

***
და იმ ქვეყანაში
პატრონს მიუვიდა
ჩრდილი დანგრეული სახლისა.

***
ლამაზ_ლამაზი
ცოდვების ჟრიამულით
შევიდა სამოთხეში.


მიტინგი
-----------
ხელების უღრანი
მზეს აფარებული
და ხმები_
ჩახვეულ_ჩახლართული
ვით ეკალბარდები.


მიწისძვრა
--------------
მდინარეში ღრუბელი შეირხა
და გაფერმკრთალებული
ჩრდილებით
ჩაეჭიდნენ ხეები ერთმანეთს.

***
ერთი ჯოჯოხეთიდან
აიჭრა სილურჯეში
მეორე_სამოთხიდან
და ბუდე მოიწნეს
მეშვიდე ცაზე.

***
წიგნი
თაროდან ჩამოვარდა
და ავტორი
შეკრთა სამარეში.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyFri May 03, 2013 10:38 am


***
სიცოცხლე მაშინაა ლამაზი
როდესაც ერთნაირად ძნელია
ადამიანთან და ხესთან განშორება.

***
გაღმა_გამოღმა დარჩენილი
ტყუპებივით არიან ხანდახან
გული და გონება...

***
ნუ გადააბიჯებ გუბეს
რომელშიც შენთან ერთად
მოჩანან ვარსკვლავები.

თაიგულით შევიდა ზღაპარში
საიდანაც უთოთი
და ცოცხით დაბრუნდა.

***
სამოთხიდან მოსული
მგზავრებივით
წყაროსთან
ჩამომდგარან ხელადები.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyMon May 20, 2013 9:04 pm

***
ნეტავი შენა სიცოცხლევ
და შენც სიკვდილო ნეტავი-
ვინაა ასე თქვენსავით
ერთურთის გულში მფეთქავი
ერთურთის სავანეებში
სიხარულისგან ფერმკრთალი
ან მზესთან ერთად
მწვერვალზე
ლოცვის სათქმელად შემდგარი.

რომელი უფრო კარგი ხართ
ვერ გამიგია ღმერთმანი.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyFri May 24, 2013 6:39 pm


***
ღმერთი ვერ დამშვიდდება
სანამ ბუდეს ეკლიან ტოტებში
იკეთებს ფრინველი.

***
ბედნიერებაც ასეა ზოგჯერ-
გაუვალ ტყეში რომ მიდიხარ
და წყაროს წააწყდები.

***
დარდი და სიხარული
ერთმანეთს პაემანზე
გულებში ხვდებიან.

***
ღმერთის თითებივით
სხვადასხვა ზომის
და ერთმანეთზე მშვენიერი
სალამურები...

***
სიტყვებს ისე ალაგებ
ვით ღმერთი ყვავილებს
ბილიკის გასწვრივ...

***
წყაროს ირგვლივ
ჩამომსხდარ მგზავრებს
გაგონებენ საათის ისრები.

Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyWed May 29, 2013 8:41 pm

მამულო ფიქრის ერთაო
--------------------------

აღარც წინაპრის კალამი
აღარც წინაპრის ხმალია
აღარსად ბერი ლუხუმი
აღარსად მისი ძმანია
პური არ მზისა გემოთი
გაუცინარი წყალია
დავიწყებული ხატები
(მიუსაფრობა ლანდების)
გამკრთალებული კვალია
ღალატის ელვადაკრული
ჩამოგდებული კარია
გაღმა-გამოღმა დარდები
მონატრებული დარია
დაღონებული გუთანი
ბალახიანი ბანია
გადედლებული კაცი და
გამამლებული ქალია
ცხვრისტყავიანი მგლისაგან
ყელგამოჭრილი ხარია
არწივთა შთამომავალი
ბეღურასავით მფრთხალია
ყანაში გალაღებული
ღრიანკალი და კალია
ნაფუძარების ტკივილით
გაოგნებული მთანია
მზერა გზას მიჩერებული
ქვითინით ქსოვა-რთვანია
უსიხარულო საფლავზე
დახავსებული ჯვარია
მტერთან ვერტარიელობა
სიტყვა ავი და მცდარია
ლხინს მიცემული ცოცხალი
ძილგატეხილი მკვდარია.

მამულო ფიქრის ერთაო
მარადიულო სევდაო
შენი ბროლი და ლალია
ქვიშაში მიმობნეულა
ოთხივე მხრიდან შარია
ჩამოშლილია შირიმი
წყაროს ბილიკი მშრალია
კოშკებში შიში შრიალებს
ჩარხი უკუღმა ტრიალებს
დადუმებულა ზარია
მომრავლებულა საცდური
ნატყვიარი და ბზარია
ნაპირებს აღარ მფარველობს
ზეცის ნათლული-ქარია
ვარსკვლავებს ასტკივებია
შენი ცოდვა და ბრალია
ესაა ჩვენი წუხილი
(გულებს გაკრული ბრჭყალია)_
აღარც წინაპრის კალამი
აღარც წინაპრის ხმალია
აღარსად ბერი ლუხუმი
აღარსად მისი ძმანია…

ბედნიერების მწვერვალი
შორი და მიუვალია.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptySat Jun 01, 2013 12:21 pm

***
მანეკენებისგან რომ ისწავლი
ღიმილს და ჩაცმულობას
მანეკენების გულგრილობით
რომ შეხვდები
მიწაზე ყვავილთა ხოლო ცაზე
ვარსკვლავთა დაბადებას-
ცხრა ხერხეულიძის
დედას როგორ მიემსგავსები
ცხრისა კი არა ერთი აკვნის
დარწევაც კი დაგეზარება.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyThu Jun 06, 2013 10:30 am

ვაჟა ხორნაული

უფალთან ერთად გადმოდგა

თამაზ ჩხენკელს

ესაა ვაჟა-ფშაველა_
კვიცი,მხტომარე გვარზედა,
მზის ვენახებში გაზრდილი
ლექსის პურსა და წყალზედა,
ფანქრისთვის წვერის წამთლელი
ხანჯლის თუ დანის ფხაზედა,
ცის აღმართებით იარა,
სტკიოდა სამი იარა,
შუქი რჩებოდა კვალზედა,
უფალთან ერთად გადმოდგა
სამყაროს მზისფერ ბანზედა,
ჩვენს სალოცავებს დანათის,
ოქროს გვაბერტყავს თავზედა.

2013

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyThu Jun 06, 2013 7:22 pm

დიდი მადლობა,ძმაო მიხო...გაიხარე...Smile
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyWed Jun 12, 2013 8:16 pm

***
დარდის აკვანი გირწიეს
თანაც_ლამაზი დარდისა
არ მოგაკლდება მიწიერს
სითბო ციური მადლისა.

ლექსი ტკივილით ლოცვაა
და ცრემლით გულის აცრაა
სიცოცხლე შორით მოსვლაა
და ისევ შორეთს წასვლაა.

სიკვდილი უფლის ჩრდილია
/უმისოდ ობლად დარჩები/
სიცოცხლესავით ტკბილია
სიცოცხლესავით მტანჯველი.

იქ სადაც გზა და ღმერთია
და მწყურვალება თვალისა
წასვლა და მოსვლა ერთია
ორი ხმა ერთი ზარისა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 EmptyTue Jun 18, 2013 9:20 am

***
“ჩვენ ჭამა არ გვცოდნია
ამათთან შედარებით
მტრედები ვართ ძვირფასო დარეჯან”-
ჩაიბურდღუნა ლუარსაბმა
და სიგარეტის კვამლით შენელებულ
ხინკლის ოხშივარში გახვეულ სახეებს
ისე გახედა თითქოს მათგან
ხიფათი ელოდა...…

და დაბრუნდნენ იმ ქვეყანაში.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content





ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული - Page 8 Empty

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
Back to top 
Page 8 of 10Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
 Similar topics
-
» ვაჟა ხორნაული
» ქართული
» ვაჟა მოსულიშვილი
» ვაჟა გიგაშვილი
» ვაჟა კოზმანაშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: