არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან

Go down 

კითხულობ ”ვეფხისტყაოსანს”?
1. მოგცლია, ერთი...
”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Vote_lcap10%”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Vote_rcap
 10% [ 1 ]
2. ხანდახან...
”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Vote_lcap20%”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Vote_rcap
 20% [ 2 ]
3. ყოველ წელს.
”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Vote_lcap30%”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Vote_rcap
 30% [ 3 ]
4. ხშირად!
”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Vote_lcap40%”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Vote_rcap
 40% [ 4 ]
Total Votes : 10
 
Poll closed

AuthorMessage
Guest
Guest



”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptyMon Dec 21, 2009 6:37 pm

ვასილ მაღლაფერიძე

რუსთველის ღიმილი

მაგარი სტრიქონები ერთ რამედ ღირს მისთვის, ვინც ამის ფასი იცის.
”ვეფხისტყაოსნის” დასრულებამდე სულ რამდენიმე სტროფი რჩება. ტრფობის გამო დაღვრილი ცრემლის ტბები დგას. სიყვარულის სახელით რამდენ ადამიანს გაუფხრიწეს თავი, ვინ მოსთვლის, დახოცილ ლომ-ვეფხვებზე აღარაფერს ვამბობ. ბოლოს მაინც ბოროტსა სძლია კეთილმა და, როგორც იქნა, შეირთეს ტარიელმა და ავთანდილმა ნესტანი და თინათინი. თითქოს ჩვენც გვეშველა და მათაც. მაგრამ რად გინდა, ავთანდილმა წყალში ჩაყარა ამოდენა წვალება და დაგვტოვა გაღიმებულები.
ერთი თვე გაგრძელდა არაბეთში ქორწილი, სმა იყო მამაპაპური:
”მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.”
სინამდვილეში რა არაბები და ინდოელებიც იყვნენ, ხომ ვიცით და, ნათელია, რომ ქართველებს ქეიფი და დროსტარება არ გაუჭირდებოდათ, მით უმეტეს, ასეთი მიზეზი ჰქონდათ. თუმცა, ახლა ამბავს მოისმენთ, განცვიფრდებით. ერთი თვის მერე ტარიელმა გადაწყვიტა ინდოეთში დაბრუნება. ატყდა ავთანდილი, მარტოს არ გაგიშვებ, უნდა გაგაცილოო. ტარიელი გაჯიქდა, რას ამბობ, ერთი თვის წინ შერთულ ცოლს როგორ მოგაშორებ - ”ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორებიო?”
და ამაზე ავთანდილი რას პასუხობს, თუ იცით:
”არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!
”ცოლი უყვარსო, გამწირა”, იყო ამისა მსახავად;”
უსმინეთ ერთი, რას ამბობს, რას ჰქვია, არ გამოგყვე, ეგღა მაკლია, ის გათქმევინო, ცოლი უყვარსო!!! გაინაღდა თავისი და ეთაკილება თინათინის სიყვარულზე საუბარი. რავარია?! თითქოს ეს ის ავთანდილი არ იყოს, თინათინის მზეს რომ ფიცულობდა. სრული გენიოსია, ეს ჩვენი შოთა, საიდან გამოაგდო ახლა ეს პასაჟი, ვითომ ამის გარეშე ვერ დამთავრდებოდა პოემა? ახლა უკვე ნათელია, რომ ეს დეტალი ყოვლად აუცილებელია მთლიანობისთვის. რომ არ ელი და ცივ წყალს გადაგასხამენ და გამოგაფხიზლებენ, იმას ჰგავს სწორედ. მკითხველიც უნდა გამოფხიზლდეს.
როგორი სცენაა, ერთი თვის ნაქეიფარი ავთანდილი და ტარიელი ბაასობენ ჩვენი ძმობას და მეგობრობას გაუმარჯოს, სიყვარული ჭირს წაუღიაო. თინათინი და ნესტანი სად არიან, ნეტა, ამ დროს, ალბათ სამზარეულოში ხაჭაპურებს აფიცხებენ, სხვაგან სად უნდა იყვნენ? ამას რომ წერდა, რუსთველს, ალბათ, ეღიმებოდა. კეთილად გასცინა თავის პერსონაჟებსაც, მკითხველსაც და საკუთარ თავსაც. ესე იგი, ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ავთანდილი ამბობს, ცოლის სიყვარული არ დამაბრალოს ვინმემო. არ უნდა ამას მოფიქრება?!

study

გეპატიჟებით ”ფეისბუკის” ჯგუფში -

მე ვკითხულობ ”ვეფხისტყაოსანს”


Exclamation
Back to top Go down
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
კობა (მატეკარი)

Male
Number of posts : 208
Age : 64
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptyMon Dec 21, 2009 11:40 pm

[quote="ბობო"]ვასილ მაღლაფერიძე

რუსთველის ღიმილი

მეც ხშირად დამრჩენია ეს შთაბეჭდილება, ისიც კი მითქვამს ხოლმე, რომ დროდადრო იმდროინდელ გემოვნებასა ჰკენწლავს მეთქი.
ერთხელაც ასეთი სტროფი ჩავამატე

ტარიას უზის ნესტია, ავთიას უზის თინია,
სუფრა გაშალეს ზღაპრული, შეიქმნა დიდი ლხინია,
კვლავ კენტად გვიზის ფრიდონი, არც ვისგან დასაცინია,
ცოლის მოყვანას არ ჩქარობს, ჯერ არ ღრძობია ტვინია.

წავაკითხე ეს სტროფი ჩემს მეგობარ ლევან შენგელიას
აყვირდა შენგელია – ეს არაა ვეფხისტყაოსანშიო.
აბა მე ხო არ ჩავწერდი მეთქი – ურცხვად ვაწვები.
სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა და – მე აკადემიური გამოცემა მაქვს სახლში და შენ ალბათ ბაზრობაზე გაქვს ნაყიდიო
Back to top Go down
http://alternativa.ge
Guest
Guest



”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptyTue Dec 22, 2009 12:10 pm

გია მურღულია

ფიქრის სიმაღლის მუსიკა

როსტევანი პირველად იხილავს ნესტანს და მაშინვე ხვდება, რომ მსგავსი რამ სილამაზე არ უნახავს. ეს არის ქალური და ღვთაებრივი მშვენიერება ერთდროულად - იდუმალების სინათლე; როდესაც ერთწამიერად თავზარდამცემად ხდება საცნაური ღმერთის არსებობა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ ჩააწო რუსთველმა კალამი მელანში და ფიქრობს, რა ათქმევინოს ნესტანის ხილვის წამს როსტევანს.როგორ უნდა შეხედოს არაბეთის მფლობელმა ქალს: როგორც მეფემ? როგორც მამამ? როგორც მისი მშვენებით მოხიბლულმა კაცმა (როსტევანი საკმაოდ ახალგაზრდაა ამ დროს)? როგორც ახალგაცნობილი ტარიელის (მასზე აღმატებული მეფის) კეთილმოსურნე ადამიანმა? რთული ამოცანაა ამ ყველაფრის ერთ კონტექსტში გააზრება, მაგრამ რუსთველისათვის შემოქმედებითად სიტყვა "შეუძლებელი" არ არსებობს და ის იწყებს წერას (ამ წუთას უნდა დავინახოთ ეს ამაღლებული სურათი):

"ეტყვის: "მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო,
შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,
მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,
თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო!"


თქვენი დანახვაც აღარ მინდა ამის მერეო, ვარდებსა და იებს ეუბნება როსტევანი! თითქოს არსებობს ყველაფერი დანარჩენი და ცალკე ნესტანი.და ეს ყველაფერი - ერთი სტროფითა და სიტყვის ზე- ჰარმონიით. აი, როგორია ფიქრის სიმაღლის მუსიკა.
Back to top Go down
Guest
Guest



”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptyWed Dec 23, 2009 2:27 pm

Back to top Go down
Guest
Guest



”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptySun Jan 03, 2010 11:16 am

"მე ვარ მულიდი"

ეს თამაზ ნატროშვილის წერილია მულიდებზე, იგივე ასასინებზე და ვისაც უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარა" წაკითხული აქვს, მაშინვე მიხვდება, რომ დღევანდელი მასონები სწორედ იმ მულიდებიდან მოდიან.

თამაზ ნატროშვილის სხვა წერილში – "არ ქაჯნია, კაცნიაო..." გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსთაველმა მაშინდელი მულიდები გამოიყენა თავისი პოემის ქაჯების პროტოტიპებად...

ესე იგი, რა გამოდის – რუსთაველს ჯერ კიდევ მაშინ უგუმანია, რა საშიშნი იყვნენ და როგორ საფრთხეს შეუქმნიდნენ მსოფლიოს მასონები...
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptyTue Feb 26, 2013 10:34 am

მუხრან მაჭავარიანი

***
ქალი მყავდა მშვენიერი, შავთვალწარბა, კაოსანი,
გავათხოვე, გავატანე ჩემი "ვეფხისტყაოსანი".
წაეკითხათ, ვერ გაეგოთ, თურმე იყვნენ ვიროსანნი,
ისევ უკან წამოვიღე, ჩემი "ვეფხისტყაოსანი".
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptySun Sep 20, 2020 2:36 pm

ასასინები ვეფხისტყაოსანში

ასასინ-მოლიდების სექტა, იყო ციხე-ქალაქ ალამუთში, რომელიც მდებარეობდა ირანის ჩრდილოეთით, სამი საუკუნის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა აზიისა და ევროპის იმდროინდელ მეფე გამგებელთ .ქართულ ისტორიულ წყაროებში ასასინები 1191 წ მოიხსენებიან."მასა ჟამსა შინა მოიკლა ყიზასლან ათაბაგი მოლიდთა მიერ" წერს თამარ მეფის ისტორიკოსი.არ შეიძლებოდა, ასასინების არსებობა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში არ ასახულიყო, მითუმეტეს, რომ მათი პარპაშის ხანა "ვეფხისტყაოსნის"დაწერის სავარაუდო თარიღს (1189-1207)ემთხვევა.პოემის ისტორიული ფონის მიმოხილვისას, ყურადღება მიექცა არა მარტო ასასინების ციტადელს, ალამუთსა და ქაჯეთის ციხეს, არამედ მოლიდებისა და გრძნეულ ქაჯების მსგავსებასაც "ქაჯთა ქალაქი აქამდე მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შინა მაგარი კლდეა მაღალი და გრძელი, მას კლდესა შინა გვირაბია, ასაძვრომელი ხვრელია ...ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივს გარდასწვდებიან, გზა გვირაბით შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან" ხოლო ქაჯებს ნესტან-დარეჯანი ასე ახასიათებს: “ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი გრძებისა მცოდნენი, ზედაზედ გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი, მათი შემბელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი" ეს ტაეპი თითქმის ზუსტად ემთხვევა მემატიანის მიერ ასასინ-მოლიდების დახასიათებას: “სპარსთა შორის მოლიდნი მხიბლავნი(მომნუსხავი-მაჰიპნოზებელნი)და მწამვლელნი მრავალ იპოებიან"(თამარის ისტორიკოსი) მეცნიერთა აზრით, რუსთაველმა თვალწინ გადაგვიშალა 12-13 საუკუნის მაჰმადიანური სამყარო.ამ სამყაროში კი ერთ-ერთ მნიშვნელობას წარმოადგენდა ასასინი-მოლიდები...რუსთაველს არშეძლო, გვერდი აევლო ასეთი მოვლენისათვის და თავის მხატვრულ ტილოზე არ მიეჩინა მისთვის გარკვეული ადგილი.რაც შეხება ალამუთის განადგურებაში

ქართველების წვლილს, მემატიანე ამ ამბავს ასე აღწერს:მონღოლთა წარიყვანე ქართველნი ალამუთს, ქართველნი დიდ ჭირს იყვნენ თათართა მიერ, რამეთუ მიმდები და მოუწყინებელი ბრძოლა აქუვნდა ალმუთელთა მიმართ... დიდსა ჭირსა იყვნენ მეფენი(დავით ულუ და დავით ნარინი) და ყოველნი მთავარნი, დაუცხრომლად ებრძოდეს ურჩთა და უმეტეს ალამუთს მყოფთა, რამეთუ შვიდსა წელსა ჟამსა განგრძელდა ბრძოლისა ყოფა მათი" მონღოლების, ქართველებისა და სპარსელების შეერთებულმა ძალებმა, ბოლოს და ბოლოს, გატეხეს ალამუთის სიმაგრე.1256წ 19-24 ნოემბერს მათ აიღეს უძველესი ციხე-ქალაქი, ხელთ იგდეს დიდი სიმდიდრე, ტყვე და წერილობითი დოკუმენტები...ამის შემდეგ მოეღო ბოლო ასასინთა ძლიერებას და პოლიტიკურ გავლენას.გადარჩენილი ასასინების უმნიშვნელო ნაწილი ეგვიპტეში გადასულა, "ილტვოდეს ეგვიპტედ, რომელ არს მისი, რამეთუ აღიღეს დედაწული და ხვასტაგი და ყოველი სიმდიდრე მათი და მუნ დაამკვიდრა სულთანმა მისრეთისამან", მოგვითხრობს მემატიანე.
ასასინები იყვნენ ნაზარი ისმაილის, კერძოდ სპარსი და სირიელი მიმდევრები, რომლებიც მოღვაწეობდნენ დაახლოებით 1092-1265 წლებში. ნაზარ ისმაილმა სპარსეთის ხელისუფლებას სამხედრო მუქარა წაუყენა და უამრავი ციხე-სიმაგრე ააგო ჰასან საბაჰის მეთაურობით.
სიტყვა ასასინი მომდინარეობს სპარსული სიტყვისგან Hashishin, რასაც დამამცირებელი მნიშვნელობა ქონდა და მათი მეტოქეების მიერ გამოიყენებოდა შუა საუკუნეებში. ასასინების სწორი სახელწოდებაა ჰაშიშინები ან ჰაშიშიტები. ასასინ ამ სიტყვის ფრანგულ-ნორმანული ვარიანტია. ეს იყო მეომართა ისლამური სექტა,რომელიც წარმოიშვა მე-10 საუკუნის დასასრულს სელჩუკთა ხალიფატსა და ეგვიპტის საზღვრის მიდამოებში. ასასინების მასიაფის განყოფილება 1273 წელს მამლუქმა სულთან ბაიბარსმა აიღო. თუმცა მამლუქები აგრძელებდნენ ასასინების მომსახურების გამოყენებას. მაგ: XIV საუკუნეში ასასინმა იბნ ბატუტამ დაწერა მოხსენება, რომელშიც საბოლოოდ დაადგინა მკვლელობებისთვის ანაზღაურება. ამის სანაცვლოდ ხელისუთლებამ მათ „არსებობის“ ნება დართო.
წარმომავლობა
ასასინების წარმომავლობა იწყება პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე დაახლოებით 1080 წელს. რთულია მათ შესახებ დიდი რაოდენობის ინფორმაციის მოპოვება, რადგან მათი მტრები საუკუნეების მანძილზე მათი კვალის წაშლას ცდილობდნენ. საკმაო ინფორმაცია განადგურდა ასასინთა შტაბის – ალამუტის განადგურების დროს, მაგრამ უდავოა , რომ ასასინთა ორდენი ჰასან საბაჰმა დააარსა. შესაძლოა მას გარკვეული პოლიტიკური ან პირადი მოტივი ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით ის იყო ძალაუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი და სხვა მუსლიმებთან იბრძოდა ძალაუფლებისთვის. ასასინთა ორდენი მას სხვა მუსლიმებზე უპირატესობას მისცემდა. სხვა ვერსიის თანახმად იგი მუსლიმებთან ერთად წმინდა მიწას შემოჭრილი ჯვაროსნებისგან იცავდა. ჰასან საბაჰი ორ „ფრონტზე“ იბრძოდა, კონკურენტ მუსლიმებთან და შემოჭრილ ქრისტიანულ ძალებთან.ორდენის შექმნის შემდეგ საბაჰი ეძებდა შტაბისთვის ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, რომელიც მან იპოვა ალამუტის ციხესიმაგრეში, დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. არ არის ცნობილი საბაჰმა ააგო ციხე სიმაგრე, თუ ის უკვე აშენებული იყო და მან უბრალოდ დაიკავა. როგორც არ უნდა ყოფილიყო საბაჰმა შეძლო ის გადაექცია არა მარტო აუღებელ სიმაგრედ, არამედ მისი მიმდევრების „სკოლად“. ალამუტში ფეხის მოკიდების შემდეგ საბაჰმა მისი გავლენა თანდათან ახლო-მახლო ქალაქებზე და სოფლებზე გადაიტანა. იგი იყენებდა აგენტებს ხალხში ავტორიტეტისა და სახელის მოსახვეჭად.საბაჰმა დარჩენილი ცხოვრება მის ციხესიმაგრეში გაატარა. ის მუშაობდა ასასინთა ორდენის კანონების შექმნაზე და სხვადასხვა რელიგიური ნამუშევრების შექმნაზე. მას აღარასდროდ დაუტოვებია ალამუტი თავის სიცოცხლის მანძილზე. მან დააარსა მკვლელ ასასინთა საიდუმლო საზოგადოება, რომელსაც იერარქიული წყობა ჰქონდა. საბაჰი იყო დიადი ხელმძღვანელი. მის შემდეგ წოდების მიხედვით იყვნენ კომპანიონები, მათ შემდეგ კი მიმდევრები. სწორედ ეს მიმდევრები იწვრთნებოდნენ, რომ გამხდარიყვნენ ყველაზე საშიში მკვლელები მთელ აზიაში. უცნობია როგორ აღწევდა საბაჰი მისი მიმდევდევრებისგან ასეთ ერთგულებას. ერთ ერთი ვერსიით საბაჰი აძლევდა მათ ნარკოტიკულ ნივთიერება ჰაშიშს და არწმუნებდა, რომ ამ ღვთაებრივი ნეტარების მიცემა მხოლოდ მას შეეძლო. სწორედ ეს აიძულებდა მიმდევრებს უკან დაბრუნებას და ენაზე კბილის დაჭერას. ჰასან საბაჰმა ასეთ ხერხს მიმართა, თავის რჩეულ ჯარისკაცებს იბარებდა სასახლეში და შემოქონდათ ღვინო. ცხადია სტუმრები აღშფოთდებოდნენ, რადგან

ღვინო არ ესმევათ რელიგიის მიხედვით, მაგრამ ჰასან საბაჰმა არწმუნებდა მათ რომ ის არის თვით ალაჰისგან მოგზავნილი და მის სტუმრებს ნებადართული აქვთ რაც მოესურვებათ ის აკეთონ. ცოტა ხანში ღვინით და ჰაშიშით გაბრუებული სტუმრები იძინებდნენ და ისინი მაშინვე გადაყავდათ ულამაზეს ბაღში, სადაც მათ ქალები ელოდნენ, ღვთაებრივი სიმღერებით. ეს ქალები “მომსახურების” შემდეგ ისევ დაათრობდნენ სტუმრებს და მათ უკან აბრუნებდნენ ისევ ჰასან საბაჰის სასახლეში. ამ მოვლენების შემდგომ ასასინების ქვეყანაში დაიწყო თვითმკვლელობების სერია, ჰასან საბაჰი არ ელოდა ასეთ შემოტრიალებას და ამიტომ დაამატა, სამოთხეში მხოლოდ ის მოხვდება ვინც მე მიწამებს და ერთგულად მემსახურებაო. ალბათ აღარ არის გასაკვირი რატომ კვდებოდნენ სიხარულით მისი გულისთვის.ამ უძლიერესი იარაღის საშუალებით საბაჰმა დაიწყო მკვლელობების სერიები, პოლიტიკოსებით დაწყებული გენერლებით დამთავრებული. ასასაინები იშვიათად უტევდნენ მსხვერპლს პირდაპირ. ისინი ზურგიდან ან დაფარული ადგილიდან ესხმოდნენ თავს და წამში უჩინარდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიმდევრები საბაჰის ორდენში დიადი ხელმძღვანლის პაიკები იყვნენ და მის ყველა სურვილს ასრულებდნენ, მათ წვრთნაში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯებოდა. ასასინები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რაც მათ ძალასა და მოხერხებას აძლევდა რთული მკვლელობების დროს. მიზნის მისაღწევად ასასინი უნდა ყოფილიყო მომთმენი, ცივი და გამთვლელი. ისინი არა მხოლოდ ჭკვისნები იყვნენ, არამედ განსწავლულებიც, რადგან მათ არა მხოლოდ ყველაფერი უნდა სცოდნოდათ მსხვერპლზე, არამედ მათი კულტურა და მშობლიური ენა. დამრიგებლები მათ ასწავლიდნენ შენიღბვას, მტრის ტერიტორიაზე შეუმჩნევლად შეღწევასა და უბრალო შეტევის ნაცვლად სუფთა და ჩუმ მკვლელობას. როგორც კი შუა აღმოსავლეთში საძაბულობა გამწვავდა ჯვაროსნების შემოსვლით, ასასინები ომთან დაკავშირებულ კონტრაქტებსაც ირებდნენ. ისინი კლავდნენ როგორც ჯვაროსნებს, ასევე მუსლიმებს, მანამ, სანამ დიადი წინამძღოლის გეგმას დააკმაყოფილებდნენ.ზის ამოსვლისთანავე ფანატიკოსი ჰაშიშიტების რაზმმა სულიერი ლიდერისგან წყალობა მიიღო, პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყო და სელჩუკთა დედაქალაქისკენ დაიძრა. 1092 წლის 10 ოქტომბერს ბუ ტაჰირ არრანმა როგორღაც ვეზირის სასახლის ტერიტორიაზე მოხვედრა

მოახერხა. ბაღში დამალული მოთმინებით იცდიდა. მკერდზე დიდი, გალესილი დანა მიეკრა, რომელსაც შხამი ჰქონდა წასმული. შუადღისკენ ხეივანში მდიდრულად ჩაცმული ადამიანი გამოჩნდა. არრანს არასდროს ენახა ვეზირი, მაგრამ პირადი დაცვისა და მონების გამო დაასკვნა, რომ ეს მხოლოდ ვეზირი თუ იქნებოდა. უეცრად არრანი გამოხტა, ერთი ნახტომით ვეზირთან გაჩნდა და სამჯერ ჩაარჭო მოწამლული დანა. დაცვამ დაიგვიანა. ვეზირი უკვე აგონიაში ფართხალებდა. დაცვამ უბრალოდ დაფლითა არრანი, მაგრამ ამავდროულად ასასინებმა შეუტიეს ვეზირის სასახლეს და გააჩანაგეს ყველაფერი. ამის შემდეგ საჰაბი მიხვდა, რომ ერტ ადამიანს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე მთელ არმიას. არ იყო საჭირო არც ჯარი, არც კავალერია, არც ლოდსატყორცნები. საკმარისი იყო ერთი ასასინი, რომელსაც ვერც პირადი დაცვა შეაჩერებდა და ვერც მაღალი კედლები.ასასინებმა ძალით წაართვეს მტრებს მკვდარი მოძმის გვამი და ბუ ტაჰირ არრანი მუსლიმური წესით დამარხეს. საბაჰის

ბრძანებით ალამუტის ციხის კარიბჭეზე მიამაგრეს სპილენძის ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ბუ ტაჰირ არრანის სახელი , მის გასწვრივ კი მის მიერ მოკლული ვეზირის სახელი. დროთა განმავლობაში ეს ფირფიტა გაადიდეს, რომელზეც უამრავი ვეზირის, სულთნის, შაჰის, მარკიზის, გრაფის და მეფის სახელები დააწერეს. ამ დროისთვის საბაჰს ისლამური სამყაროს ყოველ კუთხეში ყავდა აღმსარებლები, რომლებიც მას რეგულარულად აწვდიდნენ ყოველ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო ისეთი მაღალი დონის აგენტების შექმნა, რომლებიც ხელისუფლების უმაღლეს მწვერვალებს გააკონტროლებდნენ. ჰაშიშიტებმა პირველად შემოიღეს „გაწვევის“ გაგება. იმამმა საბაჰი ღვთაებად გამოაცხადა დას მისი სიტყვა კანონზე მეტი იყო.

ასასინებს ასევე ირჩევდნენ ობლებისგან. ასასინს სამუდამოდ უნდა დაევიწყა ოჯახი და ერთგულად ემსახურა დიადი მბრძანებლისთვის. საბაჰი ეუბნეოდა მიმდევრებს, რომ ისინი ინ შემთხვევაში დაბრუნდებოდნენ სამოთხეში, თუ სიკვდილს პირდაპირი ბრძანებით მიიღებდნენ, რადგან ულამაზეს ბაღში , უმშვენიერეს ქალებთან ნამყოფ მიმდევრებს ისე უნდოდათ კვლავ სამოთხეში დაბრუნება, რომ თავს იკლავდნენ სამუდამო ნეტარებისთვის.

საერთოდ საჰაბი მშვენიერი ფალსიფიკატორი იყო. მაგალითად თავის მიმდევრებში რწმენის გასამყარებლად ის მიმართავდა ერთ საინტერესო ხერხს: ციხე სიმაგრის ერთ-ერთ დარბაზში ქვის იატაკში ჩაღრმავება იყო , რომელზეც დიდ სპილენძის ჭურჭელს დებდნენ. ამ ჭურჭელს შუაში ხვრელი ჰქონდა და ქვევიდან შემძვრალი ადამიანი მასში თავს ადვილად ყოფდა, ისე , რომ მკვდრის მოკვეთილ თავს ჰგავდა. როდესაც ასასინები დარბაზში მოგროვდებოდნენ გამოდიოდა საბაჰი და „მაგიურ რიტუალს“ ატარებდა, რის შემდეგაც თავი ცოცხლდებოდა და სამოტხის შესახებ კითხვებს პასუხობდა. როდესაც შთაბეჭდილების ვეშ მყოფი ასასინები მიდიოდნენ, საბაჰის დამხნარეს თავს ჭრიდნენ და ციხეზე კიდებდნენ. ასევე საბაჰს ორეულებიც ჰყავდა, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი თავს იწვავდნენ და „ცაზე ადიოდნენ“, მაგრა გაოცებას იწვევდა მეორე დღეს საღ-სალამათი საბაჰის დანახვა. ერთ-ერთი ელჩის ვიზიტის დროს დემონსტრირების მიზნით საბაჰმა ხელის მხუბუქი მოძრაობა გააკეთა , რის შემდეგაც ორი მცველი იმწამსვე კლდიდან გადახტა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობოდა ასასინების კომუფლირებას, რადგან ასასინისთვის შენიღბვა მის ილეთებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სურვილის შემთხვევაში მათ საოცრად შეეძლოთ გარეგნობის შეცვლა. ზოგჯერ მოხეტიალე ჯამბაზების ჯგუფს განასახიერებდნენ, ზოგჯერ ქრისტიან ბერებს, ექიმებს, ვაჭრებს და სხვ. ასასინები მტრის ბუნაგის გულში აღწევდნენ, რომ მსხვერპლი მოეკლათ.

ასასინთა ამბები ისლამურ სამყაროსაც გაცდა და ბევრი ევროპელი მმართველი იხდიდა დადასახადს, რომ ასასინთა რისხვა არ დატეხოდა თავს. ამავდროულად ევროპაშიც ბევრი ასასინი მოქმედებდა. მათ იმდენად სწამდათ თავიანთი ორდენის, რომ არც კი იცოდნენ ვინ იყო დიადი მმარტველი და მას „მთის უხუცესად“ მოიხსენიებდნენ.

ასასინები ბევრ ხერხს მიმართავდნენ, მაგრამ მიზნის მიღწევა ზოგჯერ არც თუ ისე მარტივი იყო, მაგალითად ერთიევროპელი დიდებული იმდენად დაცული და წინდახედული იყო, რომ უამრავი ცდის მიუხედავად ის ვერ მოკლეს. მაშინ საბაჰი დაფიქრდა და მიხვდა , რომ ამ დიდებულის ერთადერთი სუსტი წერტილი მისი რწმენაა. 2 ასასინი გაიგზავნა ევროპაში. ისინი მოინათვლნენ და 2 წლის განმავლობაში მკაცრად იცავდნენ ყველა ქრისტიანულ წესს. ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, და იცდიდნენ რომ ალაჰის ნება აესრულებინათ. ისინი იმდენად ხშირად იყვნენ ეკლესიაში, რომ ტაძრის ერთგვარ განუყოელ ნაწილად იქცნენ. დაცვა მათ არც კი აქცევდა ყურადღებას. ერთხელ წირვის შემდეგ ერთ ერთმა ასასინმა დიდებულთან ახლოს მისვლა შეძლო და იმავე წამს დანით დაჭრა, ჭრილობა მსუბუქი გამოდგა და დაცვამ დაიჭირა მკვლელი, ამავე დროს მეორე ასასინმა არეულობით ისრგებლა, მივარდა და დიდებულს ხანჯალი ტარამდე გულში ჩაარჭო.

ასასინთა ორდენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო და ის მრავალი აზიური და ევროპული ორდენისთვის გახდა სამაგალითო. ჰასან იბნ საბაჰი გარდაიცვალა 1124 წელს 73 წლის ასაკში. მისმა იდეალურ წესრიგზე აგებულმა სტრუქტურამ, ციხე-სიმაგრეთა ქსელმა და უნიკალურმა ასასინთა ორდენმა კიდევ 132 წლის განმავლობაში იარსება.


@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptySun Sep 20, 2020 2:40 pm

ქაჯავეთი


ქაჯავეთი, ქაჯუეთი, ქაჯეთი — ქაჯთა ციხე-ქალაქი, სამეფო, რასაც ქართულ ფოლკლორში „მაშვრალი გიორგი“ ებრძვის და ამარცხებს, გამოჰყავს სამძიმარი, მზექალა, აშექალა, ნათლავს და დობილებად აქცევს. ცნობილია ხევსურული ლექსი:

„ქაჯეთს რას დაიარები, გიორგი სვილის ფერაო?...“
„...ვალი მიკიდავ, ვალსა ვთხოვ, რას მკითხავ ქრისტეს დედაო?“ (გვიანდელი ვერსია).
ძალზე საგულისხმოა ქაჯეთს ლაშქრობის და ქალის დახსნის ეს მოტივი, რაც გენიალურ პოეტურ რანგში აამაღლა რუსთაველმა.


* https://ka.wikipedia.org/wiki/ქაჯავეთი



@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptySun Sep 20, 2020 2:45 pm

ქაჯავეთი

გიორგი ნაღვარმშვენიერი - ხახმატის გიორგი მოლაშქრე ჯვარია. ქაჯავეთის გამბეგრავი ანუ მგლისფერი გიორგი, სხვა ხვთისშვილებთან ერთად გადადის დათვიჯვრის უღელტეხილს და ქაჯების ქვეყანას უტევს.ბრძოლა საარაკო გამოდგა და ფხოვის ანგელოზებმა დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ. თან წამოიყვანეს ქაჯის ქალები: სამძიმარი [ყელ-ღილიან ხელი სამძიმარი], მზექალი და აშექალი. გამოირეკეს საქონი და ალაფად სხვა განძიც წამოიღეს, მეტწილად სამჭედლო ნაწარმი ან მჭედლობასთან დაკავშირებული ნივთები.

ქაჯავეთ რად იარები, გიორგივ, მგლისა ფერაო?
ვალი მიკიდავ ვალსა ვთხოვ, რას მკითხავ, ქრისტეს დედაო?
ცომს ზელდა ქაჯის ბებერი წავასწარ ცხობაზედაო.
სინას სჭედს ქაჯის მჭედელი, მივასწარ წნობაზედაო,
ქურთემულ მაუგლიჯეი, ცხენი შავაგდი ზედაო.
ქაჯთა მჭედელმა ხელკვერი ცხენს მისცა ბეჭებზედაო.

მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, ძველ გადმოცემებში ასახული ამბავი ისტორიული ლაშქრობის ანარეკლი უნდა იყოს. ქაჯთა ქვეყანას ვაინახთა განსახლების ისტორიულ არეალს ანუ ქისტეთს უკავშირებს. თუმცა გადმოცემებში ისიც ჩანს, რომ მოლაშქრე ჯვრები კონკრეტულ ქალაქს უტევენ სადაც ჩაღწევა გაჭირდა. ქაჯეთი გეოგრაფიული არეალის გარდა, სიმბოლურადაც არის გააზრებული როგორც ბოროტების სავანე. უცხო მოდგმის, ურჯულოს სამკვიდრო. მეზობელი კავკასიელების ამგვარი აღქმა კი შედარებით გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს და ისიც ნაწილობრივ. ქართველ მთიელთა თემები ლაშქრობდნენ მეზობელ საზოგადოებებზე და რიგ შემთხვევაში ხარკავდნენ კიდევაც მათ. ვინაიდან ბრძოლა მოლაშქრე ჯვარ-ხატთა წინამძღოლობით, მათი დროშებით და უხილავი თანამონაწილეობით მოიაზრებოდა, დამარცხებულთ ბეგარაც ანგელოზთა სახელით ედებოდათ. ლაშქრობს ფშავი, თუშეთი და ხევსურეთიც. კავკასიონს გადმოდიან ქისტებიც. ეს ნორმაა მთიელთათვის, მეკობრეობა მეურნეობის ერთ-ერთი დარგიც კია. ლეგენდებში საკმაოდ კარგად ჩანს ბრძოლის ასპარეზი, მიმდინარეობა, ლოკაციები თუ გმირების სახელები. რიგ შემთხვევებში მოვლენათა მისტიფიკაცია არ აქრობს რეალურ ბატალიებს.


ამ მხრივ საინტერესოა ქაჯთა ქალების სახეები, ისინი ზებუნებრივი არსებები არიან მაგრამ გიორგი ნაღვარმშვენიერი მათ ნათლავს და სამსახურში იყენებს. ამის მიუხედავად ქალებს მაქციობის და ჯადოსნობის უნარი მაინც რჩებათ. ხევსურულ ანდრეზებში [გადმოცემები] კარგად ჩანს ზებუნებრივი უნარები ამიტომ მათი სამშობლო, ქაჯავეთიც არ უნდა იყოს სამშობლოს ჩვეულებრივი მიწა. ლაშქრობა საკმაოდ შორს შემდგარა „ზღვა-ხმელეთ გამაიარეს, დახვიეს ალან წყალიო“. უნდა აღინიშნოს, რომ ხახმატელის საგმირო საქმეში წმინდა გიორგისეული [კაპადოკიელი] ურჩხულისგან ქალის გამოხსნის პასაჟიც იკითხება და მთლიანობაშიც, ქაჯავეთს ლაშქრობა რამდენიმე ისტორიულ ფენას უნდა შეიცავდეს. ერთი ხევსურული ანდრეზით კი, ნაღვარში მაბურთვალი გახვთისშვილებამდე ხორციელი ადამიანი იყო და ქაჯეთის დალაშქვრის შემდეგ გახდა ანგელოზი როგორც კოპალა კარატიონი, ლაღი იახსარი ან პირქუში ცეცხლისალიანი.

ქალაქ ვერ ჩადის გიორგი
ფინთი ამადის ალიო,
გატეხეს ქაჯთა ქალაქი
დაასხეს ნავთის წყალიო.

ძველ გადმოცემათა პასაჟები ხშირად ექვემდებარება ცვლილებას, რიგ შემთხვევებში ლეგენდა ახალი მოტივებით ივსება ან პირიქით, მისი ტექსტი იკუმშება.
ქრისტიანული ან თუნდაც ლიტერატურული მოტივები თავის ადგილს იკავებს მითოსში, იქვეა უძველესი გადმოცემების კვალიც ან შუალედური ფენებიც. ლაშქრობის ან საარსო მიწის მოპოვების სცენები ორიგინალურადაა გააზრებული მთიელთა გადმოცემებში. აქ ბრძოლა მიმდინარეობს ბოროტ ძალასთან, ავსულებთან რომელიც ანგელოზებმა უნდა დაამარცხონ და თავიანთ მლოცველ თემებს, საყმოს მშვიდობიანი ცხოვრების ან გამდიდრების ასპარეზი გაუჩინონ. მათ უნდა განდევნონ დევები და ქაჯები, ადამიანთა მოდგმას გამარჯვება მოუტანონ. ესაა რეალური ბრძოლის, თემთა ფორმირების და ჯვარ-ხატთა კულტების გარშემო სტრუქტურირების პროცესის გამოძახილი. ასეთია ვითარება თემში არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე და უძველესი გადმოცემებიც მათ გარშემო იქმნებოდა. გიორგი ნაღვარმშვენიერის სალაშქრო ეპოპეა არ ავლენს კონკრეტულ ქრონოლოგიურ სიზუსტეს, არ ჩანს არც ქაჯავეთის ზუსტი არეალი ან ამ მხარის მკვიდრი ეთნოსი. თუმცა იკითხება იქაური საზოგადოების გარკვეული ნიშნები, მათი სოციუმი და მეურნეობის დარგები სადაც მეტალურგია ერთ-ერთი წამყვანი ჩანს.

იქ დაეჭირა გიორგის
სამი ქაჯების ქალიო
სამძიმარი და მზექალი
მესამე აშე-ქალიო
დანათლნა თავის ჯვარზედა
გვერდით დაისხნა დანიო,
იქ დაბრუნდეს ხთისშვილნი,
დაიძრა მთა და ბარიო,
ზღვა-ხმელეთ გამაიარეს,
დახვიეს ალან წყალიო.

ლითონი ყოველთვის დეფიციტური იყო არაგვის ხეობის მკვიდრი თემებისთვის. ის სიმდიდრეა, საჭიროა ომისთვის და შრომისთვის. ასე იყო მთის ფართო ათვისების პერიოდშიც და ლითონის მოპოვება ან დატაცება მიმდებარე ზონებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისათვის.
სხვადასხვა ეპოქაში, ცენტრალური კავკასიონის კალთებზე არსებობდა ისტორიული მეტალურგიული ცენტრები. იყო დარგის აღმავლობის და დაკნინების ფაზები. ეს ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი ყობანის კულტურის სახელითაა ცნობილი, რომელმაც კავკასიონის ორივე კალთაზე დატოვა თავისი კვალი. ამ მეტალურგიული კულტურის მატარებელ ერთობებს გააჩნდათ თავიანთი საწარმოო ცენტრები, რომლებიც ხშირად უცხოტომელთა ან მეზობელი თემების თავდასხმის ობიექტი ხდებოდა.
ამ მხრივ საინტერესოა ბოლო დროს გამოვლენილი ს ა უ ა რ ი ს [სავარი ოს: შავი წყალი] ე.წ. მეტალურგთა და ჯადოქართა ქალაქი ოსეთის დიგორიის Дигорæ მხარეში. სადაც ვრცელი სამაროვანი მელითონეთა სადნობი ქურების ნაშთები გამოვლინდა. სოფელ ქუმბულთასთან [რაჭის მიმდებარე ზონა] აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ეპოქის რუხთას უმდიდრესი სამაროვანი, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაუძარცვავთ. 1987 წელს არქეოლოგებს გაუმართლათ და მათ შემთხვევით აღმოჩენების კვალად გასთონ უოთას, უკვე ყობანის ეპოქის სამაროვანს მიაკვლიეს. შემდეგი გამართლება კი უკვე იმ დასახლების აღმოჩენა იყო, რომლის მოსახლეობაც გასთონ უოთას სამაროვანზე იკრძალებოდა 2500 წლის წინ. ქრისტემდე VII-VI საუკუნეების, ბრინჯაოს პერიოდის დასახლება პატრა უნდა ყოფილიყო, თუმცა ძვ.წ. V საუკუნისთვის ის გაიზარდა და სამრეწველო ტიპის დაბად იქცა, სადაც მეტალურგები და მეთუნეები საქმიანობდნენ. სახეზეა კონტაქტები სკვითურ სამყაროსთან, მაგრამ ადგილობრივი არტეფაქტები მაინც მყარად უკავშირდება ყობანის კულტურის სპეციფიკას.მეთუნეთა და მელითონეთა სახელოსნოების გვერდით, არქეოლოგებმა მიაკვლიეს ძვლის დასამუშავებელ საამქროების ნაშთებსაც. ამ სამივე საქმეს კი ცეცხლის კერა, ღუმელი სჭირდება. ნაპოვნია ნახშირის საწარმოს კვალიც. საამქროთა შორის საკერპოთა და სამსხვერპლოთა ნაკვალევი გამოვლინდა, აქვე იყო კულტის მსახურის სამარე სამარხეული ინვენტარით. ამგვარად საუარის მოსახლეობა შრომას კულტმსახურებისგან არ მიჯნავდა, რაც ზოგადად მჭედლობის სახასიათო მისტიური საბურველით აიხსნება ძველ ეპოქებში.საუარის მელითონეთა სახელოსნოები უნიკალურია, შეიცავს როგოც ჰორიზონტალურ [ინოცავიური იმ პერიოდისთვის] სადნობ ღუმელებს და სამჭედლო გრდემლებს ერთ სივრცეში. როგოც ჩანს ერთ სახელოსნოში რამდენიმე თაობა მუშაობდა, არის შემთხვევები როცა მეტალურგიული საწარმო გადატანილი ჩანს და მის ადგილს მეთუნეთა სახელოსნო იკავებს.აქაური ნაწარმი საბრძოლო და სამეურნეო იარაღების გარდა, სამკაულებსაც მოიაზრებს. ის ძირითადად ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. რაც შეეხება ნედლეულს, დასახლების აღმავლობის პერიოდში, ძვ. წ. V-IV საუკუნეებისთვის რკინამ უკვე ჩაანაცვლა ბრინჯაო და იმიერკავკასიის ამ ზონისთვის მისი მოპოვება დიდი სირთულე არ უნდა ყოფილიყო. განვითარების ადრეულ პერიოდში, ყობანის კულტური წრის ადგილობრივ მეტალურგებს სპილენძის მადანი შორიდან უნდა მიეტანათ, რადაგნ ადგილზე ის არ მოიპოვებოდა. საუარის როგორც სამრეწველო დაბის ზრდა-აღზევება კი რკინის ათვისების პერიოდზე მოდის.

საუარი ვრცელი კომპლექსია და მისი შესწავლა დღესაც გრძელდება, გასთონ უოთას სამაროვანზე კი გათხრები ფაქტიურად დასრულებულია. ეს დასახლება საშუალებას იძლევა აღდგენილ იქნას ცხოვრების სურათი, ბრინჯაოს და რკინის ეპოქების შესაყარზე. ის კარგი მაგალითია იმის გასააზრებლად თუ რა კეთილდღეობა მოქონდა მეტალურგიულ წარმოებას და რამდენად ეფექტური იყო ის როგორც ეკონომიკის დარგი. როგორ ფასობდა ტექნოლოგიური მიღწევები და რამდენად შეიძლებოდა ძველი მეტალურგების მიერ შექმნილი დოვლათი გამხდარიყო შედარებით ღარიბი მეზობლების მიზიდულობის ობიქტი.

Posted 15th April by Shalva Nakaidze


* http://mtiebistar.blogspot.com/2020/04/blog-post_15.html



@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptySun Sep 20, 2020 2:53 pm

ქაჯავეთი და მისი საგანძური

2019, 26 ნოემბერი, 2:37
მითოსისა და რეალობის შეპირისპირება, რეალობაში მითოსური პარალელების ძიება ადამიანს უძველესი დროიდანვე ახასიათებს. ამას კი თან სდევს არაერთი ლიტერატურული გამოხატულება. ამის მაგალითს წარმოადგენს მითოსური "ქაჯავეთი", რომელიც ლიტერატურაში უკავშირდება "ქაჯეთს" და მათი მიმართება ეჭვს არ იწვევს. ზოგადად, ცნების არსი გამოხატავს ქვეყანას, სადაც ვიღაც არის დატყვევებული, მოტაცებული საკუთარი ქვეყნიდან, რომელიც უცდის ხსნას. ეს არის ტყვეობის ქვეყანა და ერთიანობაში ციხის განსხიერება, რომელიც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა გატყდეს. ქაჯეთში ამას სამი გმირი განახორციელებს. თუმცა, ეს თემა ფშავ-ხევსურეთის ანდრეზებშიცაა განხილული და ჩვენამდე მოტანილი ცნობების თანახმად:-ქაჯავეთს ტეხავენ ღვთისშვილნი, რათა იქიდან წამოიღონ ან წამოიყვანონ საყმოს არსებობისათვის აუცილებელი ყოველი რამ ან ვინმე, სხვა შემთხვევაში მათი თავგანწირვა გაუგებარი იქნებოდა.

ისევე, როგორც ლიტერატურაში მოთხრობილია ქაჯეთის ციხის გატეხვა, მითოლოგიაში არსებობს ანდრეზები ქაჯავეთის გატეხვის შესახებ. კერძოდ: როდესაც ღვთისშვილნი გაემართნენ ქაჯავეთის დასალაშქრად, მათ თანახლდათ ერთადერთი მოკვდავი ადამიანი გახუა მეგრელაური. იგი იყო ჯვრის მკადრე და როგორც ამბობდნენ ჯვარი "ხელზე მოუდიოდა". თუმცა, მას მაინც არ შეეძლო ღვთისშვილებთან ყოფნა ხორციელი სახით, რადგან, როგორც მითოლოგიაში არსებული თითქმის ყველა განსხვავებული განზომილების სივრცეში მდებარე ქვეყანაში, ისე ქაჯავეთში შეღწევა მხოლოდ "უხორცო" მდგომარეობით იყო შესაძლებელი. ამ მიზეზით, ღვთისშვილებმა მისი სული სხეულიდან ამოაძვრინეს. ამის შესახებ ის თავად ამბობდა: "სულ ამამაძვრინესავ, თქვისავ გახუამა-დ’ გვამივ ქვიშაში ჩაღმარხესავ" "დამაწვინესავ, სულ ამამაძვინესავ. მეც ანგელოზებთან ვიარევ". ამის შემდეგ, ხახმატიდან დაძრულებმა მისი გვამი დათვისჯვრის მისადგომებთან სადღაც კლდეში ან მიწაში დამალეს, რათა უკან დაბრუნებისას კვლავ ჩაეძვრინათ მასში სული. მათ ეს ვერ მოახერხებს, რადგან გლახუას გვამს სუნი ასდიოდა და ამასთან, მხარზე თაგვის ნაჭამი ემჩნეოდა, რისი მომიზეზებითან მისივე სული გაუძალიანდა ღვთისშვილებს. ამ მომენტიდან მისი კვალიც ქრება.
შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილია გზა ხახმატიდან- დათვისჯვრის უღელტეხილამდე, თუმცა აქედან- ქაჯავეთამდე კვალი ქრეება, რადგან ის უკვე მხოლოდ უხილავმა არსებებმა გაიარას და მათ შორის არ ერია მოკვდავი ადამიანი. ეს ყველაფერი გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ ქაჯავეთი ფიზიკურ სამყაროში კი არა, სრულიად სხვა განზომილებაში მდებარეობს. ქაჯავეთს, ისევე როგორც საყმოს, აქვს თავისი შუაგული, როგორც კერა. საყმოს შუაგულში ჯვარი დგას, მაგრამ რას წარმოადგენს ქაჯავეთის შუაგული? ეს არის სამჭედლო.

თუკი გატყდება შუაგული, მაშინ ქაჯავეთის გატეხილად ჩაითვლება, რადგან მისი საიდუმლო ამოხსნილი იქნება. მჭედლობა ქაჯავეთის რელიგიაა და სამჭედლოში, როგორც კვრივში, გარეშემ ვერ უნდა შეიხედოს. მაგრამ ღვთისშვილი — ხახმატის წმიდა გიორგი შედის სამჭედლოში; უფრო მეტიც: გახურებულ გრდემლზე დაამჩნევს თავისი ცხენის ნალს, როგორც ქაჯავეთის გატეხის ნიშანს სამარადისოდ (ამბობენ, ქაჯავეთიდან წამოღებული ქურთემული, რომელსაც ნალის ტვიფარი აქვს, ხახმატის ჯვარის კვრივში ინახება დღემდე). მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ის საგანძური რისკენაც გლახუა და ღვთისშვილნი მიიწევენ. იგი პირობითად სამ ნაწილადაა დაყოფილი:
საკუთრივ საგნები: თასი, საკიდელი, ოქროს ფანდური, ოქროს საცერი, ქურთემული (გრდემლი), ფურის რქა;
საქონელი: ხარ-ძროხა;
ქაჯის ქალები, მთავარი მათ შორის — სამძივარი.
საკუთრივ საგნებს შორის უმაღლესს ადგილს თავი იკავებს. ის საკრალური ნივთია და როგორც მიუწვდომელი, სიმბოლურად გამხატავს კულტს. ის ყოველდღიური დანიშნულების არ არის, არამედ, უნიკალურია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთისშვილთა ხელმონაკიდი და ჯვარში მოტანილია. თასი საღვთო საგანია ფშაველთათვისაც. ის ჯვრის კუთვნილებაა და მას ფუნქციას კულტის მსახური ე.ი. „სახუცო კოჭობი“ ანიჭებს.
თასს წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებდნენ და იქიდან დალევის უფლება მხოლოდ ჯვართან ახლოს მდგარ პირებს ჰქონდათ. წარმოუდგენელი და დაუშვებელია ცარიელი თასი, რადგან ის უნდა შეიცავდეს სასმელს საყმოს საზიარებლად. ჯვრის მსახურნი და საყმოს წევრები ლუდს ხშირად ერთი თასიდან სვამდნენ, რათა ერთიანობა დაედასტურებინათ. რაც შეეხება სახუცო კოჭობს, მას დაჩოქილნი ეახლებიან და თასს მხოლოდ ბაგეებით ეხებიან.

ამ საგანძურს მიღმა განვიხილოთ ქაჯის ქალები, რომლებიც სწორედ რომ თავად წარმოადგენენ მთავარ განძს. ერთი ტრადიციის თანახმად, ქაჯის ქალები — სამძიმარი, მზექალი და აშექალი ძალით არიან მოტაცებულნი. სხვა ტრადიციით, ისინი ქაჯავეთის ტყვეობიდან არიან დახსნილნი. ზღაპრებში და ეპოსებში გამოხსნილი ქალი ან მზეთუნახავი, როგორც წესი, დამხსნელი გმირის საცოლე ხდება. გმირს საცოლე მოჰყავს ქაჯეთიდან, სადაც მზეთუნახავს არ სურს დარჩენა და ეხმარება თავის გზის გაგნებაში. ჩვენი ანდრეზი საკრალური თქმულებაა, ამის გამო გამოხსნილი ქალი, თუნდაც ის იყოს მზეთუნახავი (როგორც ქაჯის ქალი) ვერ იქნება საცოლე მისი გმირისა, რადგან ეს გმირი არის ღვთისშვილი, ანგელოზი და უხორცო არსება. ხახმატის წმიდა გიორგის ტყვე ქალები თავის მოდეებად მოჰყავს ხახმატში, მათ შორის პირველი და მთავარი სამძიმარი, ხოლო სამძიმარი ასე ალაპარაკებს თავის ქადაგს:
„წამამიყვანა გიორგიმაო,

მე ხო ქალ ვიყავ ქაჯისაო,

მამანათვლივა ქრისტე ღმერთსაო,

გავჴე ჴორციელთ სალოცავიო”

როგორც ჩანს ქაჯეთიდან დახსნას ქალწულის გაქრისტიანება სდევს თან.

სამძიმრის ნაქადაგაარი და ანდრეზი ერთმანეთს ავსებს. იგი კონკრეტული ქალის სახით ევლინება ვაჟს და ცხოვრობს მასთან, თუმცა გაურბის მასთან ახლო ურტთიერთობას -ზღურბლთან ქრება. ეს ერთგვარად თითქოს ხევსურეთში გავრცელებულ სწორფერობის ადათს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მათ შორის არა მხოლოდ ფიზიკური კავშირი, არამედ ცოლქმრობაც იკრძალება. როგორც კი ქალი შეატყობს ვაჟს, რომ მას სხვანაირად უყვარს იგი, ტოვებს მას და უკან აღარ ბრუნდება.
ამგვარად, ქაჯავეთის განძი, რომელიც იწება თასით და სრულდება სამძიმრით, ნამდვილად საკრალურია თავისი ბუნებით და ეს განაპირობებს მის უკვდავობას როგორც ქართულ მითოლოგიაში, ასევე ლიტერატურულ ცნობებშიც.

0

ავტორი:ლია ხვადაგიანი



* http://intermedia.ge/სტატია/121666-ქაჯავეთი-და-მისი-საგანძური/99/



@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6151
Registration date : 09.11.08

”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან EmptySun Sep 20, 2020 2:56 pm

ზურაბ კიკნაძე - „ჯვარი და საყმო“ (ნაწილი 3)

ქაჯავეთის განძი

«ქაჯავეთი», რომლის კავშირი «ქაჯეთთან» ეჭვს არ უნდა იწვევდეს, ტრადიციულად - ეს ტრადიცია, როგორც ჩანს, «ვეფხისტყაოსანმა» გააძლიერა - ისეთი ქეყანაა, სადაც ვიღაც უნდა იყოს დატყვევებული: ის, ვინც მოტაცებულია თავისი ქვეყნიდან და ხსნას ელის. ქაჯეთი ტყვეობის ქვეყანაა და თავად მთელი ქვეყანა ქაჯეთისა ერთიან ციხედ არის წარმოდგენილი, ციხე კი უნდა გაიტეხოს; ამაზე თათბირობს მის მისადგომებთან მისული სამი გმირი. (78, №61). ფშავ-ხევსურეთის ანდრეზებშიც ლაპარაკია ქაჯავეთის გატეხვაზე - «ქაჯავეთი რო გაუტეხავ ღვთიშვილთა...» - რომ ძალით წამოიღონ იქიდან, რაც წამოსაღებია, წამოიყვანონ, რაც წამოსაყვანია; ხოლო რაც მოაქვთ თუ მოჰყავთ, აუცილებელია საყმოსთვის, მისი არსებობისთვის (როგორც ნესტანი ტარიელისთვის), თუ არა და გაუგებარი იქნებოდა მის წინააღმდეგ გალაშქრებულ ღვთისშვილთა თანგანწირვა. რას მოგვითხრობს ქაჯავეთის გატეხის თქმულება? ხახმატის ჯვარის წინამძღოლობით ხევსურეთის ღვთისშვილნი გაემართნენ ქაჯავეთის დასალაშქრავად; თან იახლეს ერთადერთი მოკვდავი, ადამიანი, მაგრამ არა უბრალო მოკვდავი, არამედ ჯვარის მკადრე, რომელსაც ჯვარი «ხელზე მოუდიოდა». ის ხშირად, - მისი სახელი იყო გახუა მეგრელაური (ჭორმეშავიდან), - დადიოდა ჯვართან ერთად; ამბობენ, «ხანდიხან დაიკარგისაო. ერთ-ორი თვითგე მავიდისავ, საფარველ დადებულ დახყვანდისავ ხთიშვილთა თანავ» (67, 193). კიდევ ამბობდნენ, რომ «ჯვართან ჯვარ ყოფილ, ხატთან ხატ ყოფილ ის კაცი». მიუხედავად ჯვართან ასეთი სიახლოვისა, ღვთისშვილთა შორის გარევა მას არ შეეძლო ხორციელი სახით, მით უმეტეს, ქაჯავეთში შესაღწევად - ეს ახასიათებს ამ ქვეყანას, როგორც განსხვავებული განზომილების სივრცეში მდებარეს - მას უნდა დაეთმო სხეული; სული მისი უნდა გაყროდა მის სხეულს, ის უხორცო უნდა შესულიყო ქაჯავეთში. ამიტომ ღვთისშვილებმა მისი სული ამოაძვრინეს მისი სხეულიდან. შეუძლებელი იქნებოდა ამ ფაქტის მესამე პირით გადმოცემა, რომ ის თავიდანვე პირველი პირით არ ყოფილიყო თქმული, არ გაეცხადებინა ამგვარი განსაცდელი თავად მის განმცდელს. «...სულ ამამაძვრინესავ, თქვისავ გახუამა-დ’ გვამივ ქვიშაში ჩაღმარხესავ» (67,190); «დამაწვინესავ, სულ ამამაძვინესავ. მეც ანგელოზებთან ვიარევ...» (67,18)). მას შემდეგ, რაც ხახმატიდან დაძრულებმა გახუას სულამორიდებული გვამი ველკეთილზე, დათვისჯვარის მისადგომებთან, სადღაც კლდის «ეხში» დამალეს თუ მიწაში («ქვიშაში») ჩაფლეს, თუ ხეზე მიაყუდეს, რომ უკან დაბრუნებისას კვლავ ჩაეძვრინათ მასში სული, ის კი გაუძალიანდებოდა ღვთისშვილთ, რაკი მის გვამს სუნი ექნებოდა ადენილი და მხარზეც თაგვის ნაჭამი ექნებდა დამჩნეული, - ამის შემდეგ ჩვენ ვკარგავთ მათ კვალს. ცნობილია გზა ხახმატიდან დათვისჯვარის უღელტეხილამდე, რადგან მას ხორციელის ნაბიჯების კვალი ამჩნევია - მოკვდავი, სანამ ხორციელი იყო, ხომ ფეხდაფეხ მისდევდა მფრინავ ხატებს, - მაგრამ სრულიად გამოუცნობია გზა დათვისჯვარიდან ქაჯავეთამდე, რადგან ის უხილავმა არსებებმა გაიარეს ისე, რომ კვალი არ დაუმჩნევიათ მიწაზე და ვერც ვერავის მოუკრავს მათთვის თვალი. ეს უხილავი გზა, რომლის ტოპონიმები უცნობია ანდრეზისათვის, სრულიად სხვა განზომილებაში მდებარეობს. მიდიოდა გზა, მერე ის გადატყდა დათვისჯვართან, გადავიდა პირიქითში, ირეალურში, სადაც ხორციელ გახუას არ შეეძლო შეღწევა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ღვთისშვილთა დასალაშქრავი ქაჯავეთი არ მდებარეობს ფიზიკურ სამყაროში, თუმცა მისკენ მიმავალი გზა ის გზა არის, რომელსაც ტრადიციულად ადგას საყმო, როდესაც პირაქეთი ხევსურეთიდან დათვისჯვარის გადავლით მითხოს სოფლების დასალაშქრავად მიემართება. ეს მარშრუტი ასახულია საგმირო-სალაშქრო პოეზიაში: ველკეთილ ამაიარეს, ხანია შვაღამისაო, დათვისჯვარ გადაიარეს, ნამ გადაჩქვიფეს მთისაო. მითხოს პირდაპირ ჩავიდეს, ალაგზედ ლევენ ჩდილსაო (75, №48). დათვისჯვარ ერთად შაგროვდეს, დამშვენდა მთა და ბარია, დათვისჯვარს გადადიოდა შავ-ნაბადაის ჯარია არსებობს თვალსაზრისი, რომლის თანახმად ქაჯავეთის თქმულებაში ასახული უნდა იყოს ქართველთა ტომის მრავალგზისი ლაშქრობები უშუალო მეზობლების ქისტების წინააღმდეგ (67, 81-97. ეს რეალისტური მოსაზრებაა, რომელიც ეყრდნობა ამ ტომებს შორის საუკუნოვან ურთიერთობას მათი მეზობლად ცხოვრების მანძილზე. მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ანდრეზში ქაჯავეთის სახით ქისტეთი იგულისხმებოდეს. რეალური ლაშქრობები საყმოსი ქისტეთის წინააღმდეგ იძლევა მოდელს ქაჯავეთის წინააღმდეგ ლაშქრობისათვის, - აი, ამ აზრით უნდა იყოს ასახული ისტორიული სინამდვილე ქაჯავეთის ანდრეზში, რომლის მიზანდასახულობა სრულიად განსხვავდება საგმირო-სალაშქრო ეპოსისაგან. ამჟამად ინტერესის საგანს არ შეადგენს საკუთრივ ბრძოლა ჯვართა და ქაჯთა შორის; გვაინტერესებს მხოლოდ ლაშქრობის მიზანი და მისი საბოლოო შედეგი; თუ რა ნახეს მოლაშქრეებმა ქაჯავეთში, რა საიდუმლოს აეხადა იქ ფარდა. როგორი ქვეყანაა ქაჯავეთი? ქაჯავეთს, როგორც ქვეყანას, აქვს თავისი შუაგული, ისევე, როგორც ადამიანთა საზოგადოებას, საყმოს. შუაგული, როგორც კერა, სადაც ამოზრდილია მირონმდინარი ალვისხე ან ოქროს შიბით ცას გამობმული მუხა ლაშარის გორზე. ცხადია, ჯვარი დგას საყმოს შუაგულში. რას წარმოადგენს ქაჯავეთის შუაგული? ეს ის ადგილი იქნება, სადაც ყველაზე ადრე უნდა შეაჭენოს ცხენი მოლაშქრე ღვთისშვილმა. როდესაც ზურაბ ერისთავი განიზრახავს ხევსურეთის გატეხვას, ის პირველ რიგში მიადგება ხმალას სალოცავს და მის ალვისხეს მოსაჭრელად; ფშავის ხევში ასეთ ადგილად მას ეგულება ლაშარის მუხა, რომლის მოჭრით ის დარწმუნებული იქნებოდა, რომ დაიმორჩილებდა ლაშარის საყმოს ანუ ფშავის თორმეტ თემს. მომხდურმა იცის, რას დაარტყას პირველად, სად შეაჭენოს ცხენი. ქაჯავეთშიც არის ასეთი ადგილი, ეს არის სამჭედლო. ეს აღნიშნულია ლექსში: სინას შჭედს ქაჯთა მჭედელი, მივასწვერ წურვაზედაო. ქურთემულ მაუგლეჯიე, ცხენი შავაგდი ზედაო... ქაჯავეთის ცენტრი სამჭედლოა; თუ სამჭედლოს გატეხავს წმიდა გიორგი, ქაჯავეთიც გატეხილია, მისი საიდუმლო ამოხსნილია. ამას ნიშნავს «მივასწვერ წურვაზედაო...» ყოველი ხელობა საკრალურ-საიდუმლოებრივია, განსაკუთრებით მჭედლობა, რომელიც საკულტო ქმედებამდეა აყვანილი. დევები ადამგანებს უმალავდნენ მჭედლობის საიდუმლოს. ასევე ეს საიდუმლო საქმე ქაჯეთის უხილავ და მიუვალ ქვეყანაშია დაცული, სადაც ხორციელი ვერ შეაღწევს. მჭედლობა ქაჯავეთის რელიგიაა და სამჭედლოში, როგორც კვრივში, გარეშემ ვერ უნდა შეიხედოს. მაგრამ ღვთისშვილი - ხახმატის წმიდა გიორგი შედის სამჭედლოში; უფრო მეტიც: გახურებულ გრდემლზე დაამჩნევს თავისი ცხენის ნალს, როგორც ქაჯავეთის გატეხის ნიშანს სამარადისოდ (ამბობენ, ქაჯავეთიდან წამოღებული ქურთემული, რომელსაც ნალის ტვიფარი აქვს, ხახმატის ჯვარის კვრივში ინახება დღემდე). მაინც რას წარმოადგენს ქაჯავეთის განძი - ნადავლი, რომელიც ერთნაირად ესაჭიროება ბატონსა და მის საყმოს, რომლის ხორციელი წინამძღოლია გახუა? ცხადია, ეს არ იქნება გროვა შემთხვევითი საგნებისა, რომელიც ქაჯავეთის შუაგულის - სამჭედლოს აფეთქების შემდეგ შეიძლება ხელში მოხვედროდათ გამარჯვებულ მოლაშქრეებს. როცა ინანა, ურუქის ქალღმერთი და მისი პატრონი, ერიდუში გაემართა თავისი ქალაქისათვის საჭირო ფასეულობათა - ნივთიერთა თუ უნივთოთა წამოსაღებად, მან იცოდა, რა უნდა წამოეღო და რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი. მას მოჰქონდა საგანთა და მცნებათა მთელი ერთობლიობა, სისტემა, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა ურუქის ცივილიზაციას (46,161-6). ეს იყო ინანას ძღვენი, თავისი საყმოსათვის ბოძებული. მან ხომალდით მოზიდა განივთებული «იდეები», კულტისა და კულტურის საფუძვლები, და ურუქის ნავსაყუდელში გადმოტვირთა. ჩვენი ღვთისშვილების მოტანილი განძიც შეადგენს საგანთა სისტემას, რომელიც საფუძვლად უდევს საყმოთა საკულტო-საზოგადოებრივ ყოფას. ქაჯავეთის განძში შემავალი საგნები შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ. I.საკუთრივ საგნები: თასი, საკიდელი, ოქროს ფანდური, ოქროს საცერი, ქურთემული (გრდემლი), ფურის რქა. II.საქონელი: ხარ-ძროხა. III.ქაჯის ქალები, მთავარი მათ შორის - ამძივარი. როგორც ვხედავთ, ქაჯავეთური განძი არ გამოირჩევა საგანთა მრავალფეროვნებით. ცხადია, ისინი არც თანაბარი მნიშვნელობისა არიან - ვგულისხმობ საკუთრივ საგნებს, რომელთა შორის თასს უმაღლესი ადგილი უჭირავს. ის დგას საგანთა იერარქიის თავში, როგორც ყაბახზე შემოდგმული ოქროს თასი, როგორც მიზანი, რომლისკენაც არის მიმართული ყველას მზერა. ასევე მიუწვდომელია საკულტო ყოფაში საკრალიზმით შემოსილი თასი, რომელიც, როგორც დავინახეთ, სიმბოლურად გამოხატავს მთელს კულტს. შეიძლება გვეფიქრა, რომ ღვთისშვილებს თავიანთი საყმოებისათვის ამ საგნების, მათ შორის, თასის, სახით მოაქვთ საყოფაცხოვრებო კულტურა; რომ თითქოს ეს ყველასათვის ცნობილი და კარგად ნაცნობი საგნები ყოველდღიური დანიშნულებისანი არიან. მაგრამ ეს ასე არ არის. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ისინი ღვთისშვილთა მიერ არიან წამოღებულნი, მათი ხელმონაკიდია და ჯვარშია მიტანილი, რათა იქ იმყოფებოდნენ სამუდამოდ. მათ აზის ჯვარის უხილავი ნიშანი, ზოგიერთს ხილულიც (როგორც ქურთემულს წმიდა გიორგის ცხენის ნალი), როგორც ჯვარის საკუთრებას. სხვა საჭიროებისათვის მათი გამოყენება დაუშვებელია. საკრალურია და ჯვარის განძში იმკვიდრებს ადგილს ის თასიც, რომელიც მოყმეს მტრის ქვეყნიდან მოაქვს. ასე უმღერიან უკან-ხადუს სანების ყმას, მეშველას, რომელიც მოტაცებული თასითა (სახელად «სირმა») და ტყვითურთ ბრუნდება თავის საყმოში, რითაც ის თითქოს ქაჯავეთის გამტეხი ღვთისშვილის საქციელს იმეორებს: მეშველა მილხაურის ძევ, ნიავო გერგეტისაო, კივკავ დარბაზის გამტეხო, მამტანო სირმაისაო, თორმეტის შურის მძებნელო, ჴელად მამყვანო ტყვისაო (38, №25441). (ღვთისშვილთან ანალოგიაზე მიგვანიშნებს მოყმის ეპითეტი «ნიავო გერგეტისაო»: ანდრეზით ვიცით,რომ ცროლის სანება გერგეტიდან არის წამოსული). დავახასიათოთ თითოეული მათგანი, ვნახოთ, რა როლს ასრულებენ ისინი, როგორც ანდრეზების პერსონაჟები, და განვსაზღვროთ მათი საკულტო ფუნქციები ერთმანეთთან დამოკიდებულებაში.



თასი

თასი თასი ძევს კულტისა და კულტურის დასაბამში. ეს არის ნიშანი, რომლითაც ადამიანი ცხოველისაგან განირჩევა, რაც კარგად ჩანს "გილგამეშის ეპოსის" გმირის, ენქიდუს მაგალითზე. მისი განკაცება, კულტურული ცხოვრებისადმი ზიარება გამოხატულია იმით, რომ ის სწავლობს ხელში თასის დაჭერას და მით წყურვილის დაკმაყოფილებას; როცა ის ამას შესძლებს, ის უკვე ადამიანია; მისი არსებობა გადაიზრდება კულტურულ ყოფაში, რასაც ის მოკლებული იყო, როცა უდაბნოში "მარადჟამს ჯოგთან ერთად წყალს ეწაფებოდა" - არსებობა, რომელიც შეიძლება დახასიათებული იქნას, როგორც უთასობა, როგორც კულტურის ნულოვანი მდგომარეობა. როცა დიოგენმა, რომელმაც უხსოვარდროინდელი კულტურის ნიშნად ერთადერთი საგანი - თასი დაიტოვა, წყლის პეშვით ამომღებელის დანახვისას ისიც მოისროლა, როგორც უსარგებლო რამ ნივთი; ამ აქტით მან უარი თქვა კაცობრიული კულტურის უძველეს და უკანასკნელ ელემენტურ ნიშანზე. დიოგენი უკუაგდებს, უარყოფს თასს, ენქიდუს ხელში აძლევენ მას განკაცების ნიშნად. არ არის შემთხვევითი, რომ ლემნოსის უკაცრიელ კუნძულზე მიტოვებულ ფილოკტეტეს კაცობრიული კულტურის ნიშნად აქვს ერთადერთი ჭურჭელი - თავისივე ხელით გამოჩორკნილი თასი, რასაც მრავალნაცადი ოდისევსი ირონიულად "განძს" უწოდებს (იხ.სოფოკლეს დრამა "ფილოკტეტე", 35-7). ოდისევსის ირონიულ სიტყვებში, მათი წარმომთქმელის უნებურად, ჭეშმარიტებაა გაცხადებული: თასი მართლაც არის განძი კაცობრიობისათვის, კერძოდ, მისი უმცირესი უჯრედისთვის - საყმოსთვის, რომლის ცნობიერებაში ეს ორი ცნება განუყრელი ერთიანობით არის ჩაბეჭდილი და ქმნის კიდეც საკრალურ შენადუღს - ეს არის თას-განძი. როცა კულტი (და კულტურა) ისახება, აი, მაშინ გამოჩნდება თასი. ან, პირუკუ, როცა თასის ჩენა (თასჩენა) ხდება, ანდრეზი გვაუწყებს საკულტო ცხოვრების დასაწყისს. შეიძლება ასეც ითქვას და ეს დასტურდება ჩვენს ანდრეზებში: თასი თავად არის საშო საკულტო ცხოვრებისა; თასიდან, როგორც კერიიდან იფანი, აღმოცენდება კულტი. ამ დროს თასი თითქოს კარგავს თავის უშუალო, თავდაპირველ ფუნქციას და იტვირთავს იმაზე მეტს, რაც ყოველდღიურ ყოფაში აკისრია მას. ამ დროს ის აღარ ეკუთვნის ადამიანის მიერ დამზადებულ საგანთა რიგს; ის ზეციური წარმოშობისაა, როგორც საკულტო საგანი უპირატესად. ამიტომ არის, რომ თასი კულტის გენეზისში ციდან ჩამოდის, როგორც მწყემსი ქალ-ვაჟის თვალწინ კარატისწვერზე ოქროს შიბით ჩამოშვებული თასი. ამ ჯვარჩენის თასი რომ ამაღლებულია თავისი ყოფითი დანიშნულების დონიდან, იქიდანაც ჩანს, რომ ანდრეზის ვარიანტში მას ენაცვლება ჯვარი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ღვთისშვილის ნიშანი. კარატისწვერის ჯვარჩენის თასი არა მარტო განუდგა თავის პირველად, ბუნებით დანიშნულებას, არამედ სრულიად გაეთიშა ამქვენიურ საგანთა წრეს: ციდან ჩამოსული, ის იმარხება მიწაში, ეფარება ადამიანის თვალს, როგორც ჩამარხული თესლი, რომ იქიდან კულტი აღმოცენდეს. აქ თასი, როგორც ფუძე და საშო, გვევლინება თავისი დედრული ასპექტით, რაც კიდევ უფრო იკვეთება შუბნური ჯვარის (ლიქოკში) დაარსების ანდრეზში. გადმოცემით, ამ ჯვარმა თავი იჩინა იფნის სახით, რომელიც აღმოცენდა რომელიღაც მოსახლის კერიაში ჩამარხული ოქროს თასიდან (60,130). ასევე სოფ.ჩირდილში (ხევსურეთი) ვინმე დათვიას ნაციხვარში დარჩენილი სამი თასი შეიქნა საფუძველი სოფლის შუაგულში ღვთისმშობლის ჯვარჩენისა და მოსახლეობის აყრისა. თასი მიაქვს საყმოს ერთ ნაწილს, როცა ის ახალ ტერიტორიაზე ესახლება, რომ ახალ ადგილზე ძველი სალოცავი გადანერგოს. ამ დროს თასზეა დაკისრებული კულტის მთელი სიმძიმე, მისი სიცოცხლისუნარიანობა. თასი კულტის აღორძინების ჭურჭელია. საიდუმლოებრივია ჯვარის აღმოცენება თასიდან; ხილული ნივთიდან უხილავის წარმოშობა — ვგულისხმობ ჯვარჩენას თასის ფუძეზე, როცა თასი არა მხოლოდ ნიშანია ჯვარჩენისა, არამედ მისი წარმოშობის წიაღიც არის. ჯვარის მკადრეთა ლეგენდურ ხანაში თასი იყო ანდამატი, რომელიც იზიდავდა «მფრინავ ხატს», ღვთისშვილისაგან თავისი ნების გამოსაცხადებლად მოვლენილს. იმ ხანაში თასი, როგორც სასწაულმოქმედი ჭურჭელი, თითქოს აჩენდა ჯვარს და ეს იყო ჯვარჩენის დემონსტრაცია მცირე მასშტაბში საყმოს თვალწინ. «იმ მჴრით მფრინავ ხატს სხვა ხალხიც ხედავდ. მამაშჩემიც მინახავ. საკადრი ხქონდავ. გადაიფინისავ, აიმაში კოჭობა ჩადგისავ. რო მავიდისავ, ცით მავიდისავ ი ხატიო-დ’ იმასავ (კოჭობას) ხან ერთ გვერდზე მიეკრისაო, ხან მეორეზედავ. ეხვეწისავ, ეხვეწისავ ე მკადრეიო, მემრ შიგ ჩაჯდისავ, აი კოჭობაშიავ» (68,98). ეს «ცით მოსული ხატი» (ანუ ჯვარჩენის ნიშანი), რომელიც ეკვრის სახუცო კოჭობის კიდეს, მტრედის სახითაც ეცხადება საყმოს. თასი, როგორც ჯვართენის ჭურჭელი, ანდამატივით იზიდავს მტრედს, ჯვარის მანიფესტაციის ფრინველს. «...საყეენოს რო სვემდეს, ამ დროს უცბად გამოცხადდ ჴახმატის ჯვარის ხატი მტრედის სახით, საყეენოს თასის პირზე დაჯდ...» (62,569). ზოგჯერ მტრედი ამოფრინდება თასიდან, როგორც ჯვარი საშოდან: «ჴელში ნაჭერ ლუდიან თასჩიით წინწელ ამადიოდისავ ტრედი» (1,48). ამგვარი ჯვარჩენის ნიშნად ვერცხლის საკულტო თასების კიდეს ამკობს წყვილი მტრედის ვერცხლისავე ფიგურები, რომლებიც ერთმანეთისაკენ არიან პირისახით მიმართულნი. მტრედები თასზე იმასაც მოასწავებენ, რომ თასი ჯვარის, ღვთისშვილის საკუთრებაა. თასის კიდეზე მჯდარ მტრედს და მტრედებს ვხვდებით ადრექრისტიანულ ხანაში კატაკომბების კედლებზე: მტრედები ეწაფებიან ბარძიმს და ისინი გამოხატავენ ქრისტიანთა სულებს, რომლებიც ეზიარებიან უკვდავების სასმელს (140,176). კატაკომბების მტრედებსაც, მსგავსად ჯვარის თასების მტრედებისა, თავზე ჯვარი აზით. მტრედებიანი თასის უძველეს ნივთიერ დადასტურებას წარმოადგენს მიკენური ოქროს თასი, ე.წ. «ნესტორის თასი» ძვ.წ. XVI ს.-ისა, რომლის მსგავსი «ილიადას» XI სიმღერაშია აღწერილი (148, №1085)). თუმცა ეს მტრედები, როგორც ფიქრობენ, კი არ ეწაფებიან თასში მდგარ სასმელს, რომელიც ამბროსია უნდა იყოს, არამედ თავად არიან მისი მომტანნი. რას გულისხმობს თასი ფშავ-ხევსურეთის საკულტო ყოფაში? «სასმელ ჭურჭელს (ყანწი იქნება, ჭიქა თუ ჯამი) ფშაველი თასს უწოდებს, მეტადრე თუ ხევისბერს უპყრია ხელთ დასამწყალობებლად ან ხატის დასადიდებლად. თასი საღვთო საგანია ფშაველისათვის». - მარტივად, მაგრამ ამომწურავად პასუხობს დ.ხიზანიშვილი ამ კითხვაზე (105). «თასი სამღვთო საგანია» - ეს განმარტება მეტი სიღრმის მომცველი ხდება, როცა ჩავუკვირდებით წინა ფრაზაში ნათქვამს: «...მეტადრე თუ ხევისბერს უპყრია ხელთ...». ჩვეულებრივი, ყოველდღიურად სახმარი ჭურჭელი იქცევა თასად მხოლოდ მაშინ, როცა მას ხევისბერი დაიჭერს ხელში. თასი ჯვარის არის, მაგრამ მას თასობას, როგორც ფუნქციას, კულტის მსახური ანიჭებს. აქ იგულისხმება ე.წ. სახუცო კოჭობი, რომელშიც, როგორც ხევისბერის კუთვნილ თასში, დაუნჯებულია მისი საკრალურობა, რისი ნივთიერი გამოხატულებაც არის შემოწირულობანი, რომლებითაც დახუნძლულია სახუცო კოჭობი. სამკაული გამოხატავს თასის პატივს და ამავე დროს მის კუთვნილებას ჯვარისადმი: ჯვრები, მტრედები, შიბები - სამკაულებია, მაგრამ ისინი ჯვარჩენის ნიშნებიც არის და ამიტომაც თასი მათი ბუნებრივი შესაკრებელია. თასის საკრალურობას მოწმობს აგრეთვე საკულტო პრაქტიკა, მისი გამოყენების წესი: მთავარი თასიდან სვამენ მხოლოდ და მხოლოდ ჯვართან ახლოს მყოფი პირები - ჯვარის ხელკაცნი, რომელთაც უფლება აქვთ მისი ხელში დაჭერისა. ზოგიერთ საყმოში იმდენად ძლიერია მთავარი თასის საკრალიზმი, რომ მისგან «პირით შასმა არ შეიძლებდა, ვავსებდით, სანთელ დავაკრავდით და იქიდან სხვაში გადავიღებდით...» ეს იყო ხიტალეში (ხევსურეთი) პეტრე მოციქულის საყმოს თასი (38). თასი ჯვარის თას-განძის ნაწილია, ამიტომაც ის იზიარებს მის იდუმალებრივ ბუნებას (თას-განძი ხომ სამალავშია, შეიძლება ითქვას, საფარველდადებული), რასაც წარმოაჩენს სწორედ სახუცო კოჭობი - თასობის უმაღლესი გამოხატულება, რომელსაც წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებენ (მხოლოდ ასე ითქმის თასზე) საყმოს თვალწინ, რომელიც მას მუხლმოყრილი ელოდება; მხოლოდ ერთხელ, როგორც ძველი აღთქმის მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედის წმიდათა წმიდაში - ის შედის საღვთო წყვდიადში, ეს კი, საღვთო თასითურთ გამოდის დღის სინათლეზე: პირველი წარდგება უხილავი ერთის წინაშე, მეორე კი წარუდგება მთელს საყმოს, რომელიც შეჰყურებს მას, თასს, სასოებით, როგორც წმიდა გრაალის თასს შეხედავდნენ მრგვალი მაგიდის რაინდები, გრაალის საყმო, როგორც საყოველთაო ჯვარჩენას. მისი დაკარგვით ხომ გამოეცლებოდა საყმოს სასოება და შუაგული, რომელიც უჭირავს თასს მის საკულტო ცხოვრებაში; ისეთივე შუაგული, როგორც სამი ანგელოზის წინაშე ტრაპეზზე მდგარ ბარძიმს. მოაცილეთ ეს ბარძიმი და იშლება სამებაც: ისინი ხომ ამ ჭურჭელისთვის სხედან, მათ წინაშე სიცარიელე წარმოუდგენელია. ასევე წარმოუდგენელია ცარიელი თასი; ის მაინც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯვარჩენის სიმბოლური საგანია, რჩება ჭურჭლად, რომელმაც უნდა მიიღოს წმიდა სასმელი საყმოს საზიარებლად. თასი ზიარების ჭურჭელია უპირატესად და ამაშია მისი საკრალურობა და სიმბოლური დანიშნულება. მაგრამ ეს სიმბოლიზმი არ არის განყენებული. ზიარება რეალურია საბოლოო აქტით — საღვთო ლუდის შესმით საერთო თასიდან - და მისი განმაპირობებელი საერთო შრომითი აქტებით: მთელი საყმო რეალურად და პოტენციურად მონაწილეობს ჯვარის მამულების დამუშავებაში, რომლის ჭირნახულიდან მზადდება სადღეობო ლუდი. ჯვარის მსახურნი და პოტენციურად მთელი საყმო, წარმომადგენლობის სახით, სვამს ლუდს საერთო თასიდან, რითაც ისინი ერთიანობას ადასტურებენ. საყმოს ერთიანობის გამომხატველია დღეობის დასასრულს საგანგებო რიტუალით დადგმული საყეინო თასი, პირთამდე სავსე, რომელსაც სათითაოდ ხელშეუხებლად უნდა დაეწაფოს თითოეული მოყმე. რა წარმოშობაც არ უნდა ჰქონდეს ისტორიულად და ეთნოგრაფიულად საყეინო თასის დადგმის წეს-ჩვეულებას, თავად მისი შესრულების წესი მიგვანიშნებს, რომ ამ რიტუალის დროს, რითაც ფაქტიურად მთავრდება დღესასწაული და იწყება ფერხისაით ჩამოსვლა სალოცავიდან, საყმო ერთხელ კიდევ ადასტურებს თავის ერთიანობას. სახუცო კოჭობს ეახლებიან, იჩოქებენ მის წინაშე თავდახრილნი, გულხელდაკრეფილნი შეახებენ ბაგეს, მოსვამენ; საყეინო თასთან, რომელიც სიპზეა დასვენებული, მიდიან და ასევე მუხლმოყრილნი ეწაფებიან, ეხებიან მხოლოდ ბაგეებით. ამ დროს საყმო თითქოს სტუმარია თასისა. თასი დგას, საყმო ეახლება მას. მაგრამ ჩვენ ვიცით და ეს ისედაც ცხადია, რომ თასი არ არის თავისი ბუნებით უძრავი საგანი, განსხვავებით ქაჯავეთიდან წამოღებული ქურთემულისა, რომელიც უძრავად დევს ხახმატის ჯვარის კვრივში და მასზეც, როგორც სხვაგან საგანგებო სიპზე, იდგმის საყეინო თასი. თასი, როგორც მეტეორი გამოჩნდა კარატისწვერზე; ის გუდით პურთან ერთად წაიღეს სახლში და როცა გუდას თავი მოხსნეს, მტრედად ქცეული ლამობდა ამოფრენას თუ, სხვა ტრადიციით, ამოფრინდა და გაუჩინარდა ცაში. თასი მოძრავია; ის გრაალის თასივით ხან აქ გამოჩნდება, ხან იქ. ის შემოუვლის საყმოს, რომ ყველა აზიაროს ერთს. ძველი აღმოსავლური ჩვეულებით, რომელიც დღესაც მოქმედებს აღმოსავლეთის ქვეყნებში, ერთმა თასმა უნდა მოიაროს თანამეინახენი და დაუბრუნდეს მას, ვინც პირველად შესვა და გადასცა სხვას. რიტუალის აზრი ნათელია: ერთი თასი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, თითქოს ერთიანი ჯაჭვის რგოლებად აქცევს ერთ სუფრასთან მსხდომთ. თორმეტი მოციქული მოიარა ერთმა თასმა და ისინი ეზიარნენ ქრისტეს სისხლს. პავლე მოციქული წერს: «პური, რომელსაც ჩვენ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულის ზიარება არ არის? ვინაიდან პური ერთია, ჩვენ კი მრავალნი - ერთი სხეული, რადგან ყველანი ერთი პურიდან ვეზიარებით» (1 კორ.,10,17). მოციქულს შეეძლო ეთქვა (რადგან ქრისტიანი ეზიარება როგორც ქრისტეს ხორცს, ასევე სისხლს): «ვინაიდან თასი ერთია, ჩვენ კი მრავალნი - ერთი სხეული, რადგან ყველანი ერთი თასიდან ვეზიარებით» (თასში აქ, ცხადია, იგულისხმება ის სასმელი, რომელიც წმიდა სულის მოქმედებით ქრისტეს სისხლად არის გარდაქმნილი, - თასი არა როგორც მხოლოდ თასი, არამედ ჭურჭელი, რომელშიც დგას ზიარების სასმელი). თასზე, როგორც საკულტო საგანზე და ერთიანობის ნიშანზე, უადგილო არ იქნება მოვიტანო ერთი ელინური ლეგენდა, რომლის პერსონაჟებია შვიდი ბრძენი და ოქროს თასი. დიოგენეს ლაერტიუსი გადმოგვცემს, რომ ერთმა არკადიელმა სიკვდილის შემდეგ დატოვა ოქროს თასი ასეთი ანდერძით: მიეცეს მას, ვინც ყველაზე მეტი სიკეთე გააკეთა თავისი სიბრძნით. მისცეს თალესს, როგორც ყველაზე ბრძენს, თალესმა სხვას გადასცა და თასმა მოიარა ექვსი ბრძენი. საბოლოოდ ისევ თალესს დაუბრუნდა თასი, მან კი აპოლონს შესწირა ის (122,71). სხვა ტრადიციით, ოქროს ბარძიმი ვიღაც ბერძენმა მიიღო კრეზესგან იმ პირობით, რომ მას ელინთა შორის უბრძენესისთვის მიეძღვნა იგი. მან ბარძიმი მიართვა თალესს, რომლის ხელიდან გასულმა მოიარა ყველა ბრძენი და ბოლოს ქილონის ხელში რომ მოხვდა, ქილონი დაეკითხა პითიელ აპოლონს: «ვინ არის ჩემზე ბრძენიო» და მიიღო პასუხად: მუსონი (122,72). რას გვასწავლის ეს ლეგენდა? პირველ რიგში იმას, რომ თასი არ შეიძლება იყოს პირადი საკუთრება ვინმესი, თუნდაც ყოვლად ბრძენისა. ის გაივლის თითოეულის ხელში, მაგრამ არავისთან არ დაყოვნდება. გამოგზავნილი თასი აღმოაჩენს შვიდ ბრძენს, დაარტყამს წრეს და გავა წრიდან, დასტოვებს რა უხილავ კვალს, ჯაჭვს, მათ შემაკავშირებელს ერთ სხეულად. თასი უბრუნდება პირველს არა იმიტომ, რომ ის ყველაზე ბრძენია, არამედ იმიტომ, რომ შეიკრას წრე. აგრეთვე იმიტომ, რომ ამ თასით გამოცხადდეს მათი თანასწორობა სიბრძნის წინაშე, როგორც ღვთიური არსისა, რომელმაც ადამიანის ხელით მოუვლინა მათ ეს თასი. წრიდან გამოსული თასი, რომელიც არ ეკუთვნოდა არავის, ლეგენდის ლოგიკური დასასრულით, შეწირულ იქნა საწმიდარში, ისევე როგორც პარალელური თქმულების (გვიამბობს იგივე დიოგენეს ლაერტიუსი) ოქროს სამფეხი, რომელიც მეთევზეთა ბადეს ამოყვა და დელფოს ორაკულის გადაწყვეტილებით ელინთა შორის უბრძნესს, თალესს მიეკუთვნა; თალესისაგან კი ყველა ბრძენის გავლით სოლონამდე მივიდა, რომელმაც დელფოს შესწირა ის, - ღმერთია ყველაზე ბრძენიო. ჭეშმარიტად, ყველა ნივთი უბრუნდება თავის პატრონს. ესეც ძველი სიბრძნეა, ოქროს სამფეხი, რომელიც ოკეანის უფსკრულიდან ამოისრლა სიბრძნის ღმერთმა (მისი ტახტი ხომ ოკეანეში დგას ძველი აღმოსავლური წარმოდგენით სიბრძნის ღმერთსვე უბრუნდება ელადაში. დაბოლოს, თასი, ხუცესთა მნიშვნელოვანი ატრიბუტი, უშუალოდ არის დაკავშირებული ხუცობის, როგორც საკრალური ქმედების, პროცესთან. როგორც სავსეა ის ლუდით ხუცესის ხელში, ასევე სავსე უნდა იყოს ხუცესის პირი წარმოსათქმელი სიტყვით, რომელიც დაუბრკოლებლივ უნდა მოედინებოდეს მისი ბაგეებიდან. როგორც თასი მოითხოვს წმიდა სასმელს, ასევე ხუცესს მოეთხოვება წმიდა მეტყველება. თასს არ უყვარს დუმილი, არც მაშინ, როცა საერო სუფრის გამძღოლს უჭირავს იგი, არც მით უფრო მაშინ, როცა ხუცესის ხელს უპყრია. ეს კარგად ჩანს სიზმრებში, რომლებიც ჯვარისაგან სახუცოდ ამორჩეულ კაცებს ესიზმრებათ: «...მოიდა ერთი გათეთრებული კაცი... ხელში ვერცხლის თასი ეჭირა... მოიდა, დაწოლილი ვიყავ და მარჯვენა ხელი მხარზე დამადო, მამაწვადა ის თასი და მე, ლოცვა არ ვიცი-მეთქი, ვუთხარი...» (38, №25456).


* http://saunje.ge/index.php?id=1192&lang=ka


@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty
PostSubject: Re: ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან   ”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან Empty

Back to top Go down
 
”ვეფხისტყაოსანი” - შედევრი ჰარმონიული საქართველოდან
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: