არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ვაჟა ხორნაული

Go down 
+17
ჯალალი
ნიკა ჩერქეზიშვილი
სოსო მეშველიანი
გიო
gio gurji
keso
nini
Elguja Marghia
თეკლე
nel
არაბული
გაგა
მათე
არგანი
gvantsa jobava/cicana
მინდია
Admin
21 posters
Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyTue Dec 09, 2008 2:52 pm

ვაჟა ხორნაული 8-5-25+7+copper+beech

ეს-ესაა გაფრენილი საუკუნის 60-იან წლებში ბარისახოს სკოლა-ინერნატიდან რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი (მგონი,მე-9 კლასში ვიყავი) ჩამოგვიყვანეს დუშეთში,სადაც იყო შეხვედრა მიხეილ ხერგიანთან...მეც წავიკითხე "კლდის ვეფხისადმი"(შოთა რუსთველი "ვეფხს" ამბობს,ჩვენ რა დაგვემართა_რატომ ვამძიმებთ ამ სიტყვას კიდევ ერთი "ვ"_თი?)მიძღვნილი ლექსი,რომელიც ჩემს არქივში ვერ აღმოვაჩინე და ძალიან დამწყდა გული...
მიხეილ ხერგიანმა მოხიბლა დარბაზი მშვენიერი ქართულით,უბრალოებით,ბავშვური ღიმილით(განსაკუთრებით ეს დამამხსოვრდა)და იმ დროისათვის დაუჯერებელი სითამამით_რუსებსა და რუსულ პოლიტიკას ისე ამათრახებდა ტრიბუნიდან,ჩვენ სიხარულისაგან ცაში დავფინავდით,ხოლო ჩინოსნებს(რაიონს რომ "ხელმძღვანელობდნენ")ფერფური მისდიოდათ და ჭირის ოფლში იწურებოდნენ...როცა ფშავში ავდივარ,იქაური მთების სიჩუმეში სულ თვალწინ მიდგას მიხეილ ხერგიანი,ხოლო ის საღამო,ათას წელიწადსაც რომ ვიცოცხლო,სულ ჩემთან იქნება,როგორს სევდიანი და ულამაზესი ხილვა...


ქარის მოყვასი და ძმა გვირილის
მიხეილ ხერგიანს

სტკიოდა ფესვი და ხმა მერმისის
და სევდა დიდი მდინარეების,
ის დაიბადა ამაღლებისთვის
და დაამშვენა სიმაღლეები.

ქარის მოყვასი და ძმა გვირილის,
მარადი ტაძრის მარადი სვეტი.
სახეზე მუდამ ბავშვის ღიმილი,
სიტყვაში მუდამ სიკეთე ღმერთის.

როგორ უყვარდა სამყარო მთელი,
სარკმელთან ახლოს ბრწყინვა რტოების,
ჰორიზონტების ნამი და მტვერი,
ყინულის ლურჯი ციცაბოები...

მწვერვალთა სიბრძნე იგრძნო აკვნიდან,
გზა დაულოცეს ზეცის ხედებმა.
ის არ მომკვდარა_უცებ გაფრინდა
და მზისკენ ფრენა ისევ გრძელდება.


Last edited by არჩანდა on Wed Jan 07, 2009 1:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySat Dec 13, 2008 1:03 pm

მარადიული ზარივით რეკავს
---------------------------------
სამყაროს ათბობს და ალამაზებს
მისი სიმღერა თუ მისი სევდა...
სიყვარულისგან დაბრმავებული
ადამიანი ყველაფერს ხედავს.

სულ სხვაა ფერი და სურნელება
მის სინათლეში გაზრდილი ვარდის.
სიყვარულისგან მუხლმოკვეთილი
ადამიანი მწვერვალზე ადის.

ისაა ოქრო ზესკნელ-ქვესკნელის,
ზღაპრის მტრედი და სამოთხის შველი.
სიყვარულისგან ძილგატეხილი
ადამიანი სამყაროს შვენის.

ბედნიერია,ვინც შეიყვარებს,
ვისაც უყვარს და ვისაც უყვარდა.
სიყვარულისგან გზააბნეული
ადამიანი მივა უფალთან.

გებრალებოდეს,ვინც ვერ იგემებს
მისეულ ნექტარს,შხამსა თუ ეკალს.
სიყვარულისგან მოკლული გული
მარადიული ზარივით რეკავს.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySun Dec 14, 2008 9:41 am

***

ამქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე,
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა
(ის მომირჩენდა იარებს),
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე...

შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავაგვიანე.

***
თუ გესტუმრება სიკვდილი,
მოყვარე ძველზე ძველია,_
მეც შენთან ერთად ჩამკიდოს
თავის მზისფერი ხელია,
მივენდოთ...ერთად გვატაროს,
ერთად გვტანჯოს და გვახაროს
მილიონობით წელია!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySun Dec 14, 2008 11:03 am

Vaja Xornauli wrote:
***

ამქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე,
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა
(ის მომირჩენდა იარებს),
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე...

შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავაგვიანე.

***
თუ გესტუმრება სიკვდილი,
მოყვარე ძველზე ძველია,_
მეც შენთან ერთად ჩამკიდოს
თავის მზისფერი ხელია,
მივენდოთ...ერთად გვატაროს,
ერთად გვტანჯოს და გვახაროს
მილიონობით წელია!

cheers cheers cheers

საკარგყმო ვაჟიკა კაწალხეველსა
(ექსპრომტ არისა, ექსპრომტ!..)

ლექსებით ყველა გვახარა,
რითმების დასტრფის დევებსო!..
როგორ კაი ყმა გვყავხარა,
ვაჟიკა კაწალხეველო!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySun Dec 14, 2008 11:35 am


სადაც არჩანდას ხმა ისმის,
იქ გამხმარი ხეც ხარობსო,
დაღონებული ბულბული
იმედიანად გალობსო,
ქარი აღარა ხიპიშობს,
წყალი აღარა ჩქარობსო...

გზა და საქმენი კაცური
ღმერთმა ნუ მოგიშალოსო!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySun Dec 14, 2008 11:40 am

amas ucxourad mogwer:striqonebi rogor gavamsxvilo(adre iyo amisi saSualeba).ramdeni leqsisi dadeba SemiZlia(ramden xanSi erTxel). Question bounce
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySun Dec 14, 2008 11:48 am

Vaja Xornauli wrote:
amas ucxourad mogwer:striqonebi rogor gavamsxvilo(adre iyo amisi saSualeba).ramdeni leqsisi dadeba SemiZlia(ramden xanSi erTxel). Question bounce

Idea Wink cyclops
Quote - ამას რო დაუწკაპუნებ და ფანჯარა გამოვა, ვაჟიკავ, იქა, ზემოთკენა პატარა ოთხკუთხედი ნიშნები არის და მარცხნიდან გადათვალე - მეოცე ნიშანზე ახატია ორი ლათინური A და იმას უნდა დაჰკრა წკაპი. და ოცდამეერთეთი კიდე - ფერები შაურჩიო შენ ტექსტსა.

ლექსები კიდე - რამდენიც გინდა, იმდენი დადე - შენი ნებაა!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySun Dec 14, 2008 1:57 pm

ცისა და მიწის დობილო

შენ გაგიმარჯოს, აღაზა,
გულითა დადაგულითა,
ტკივილიანი ფიქრებით,
აუმღვრეველი რჯულითა,
მავედრებელი ცრემლებით,
ქვეყნისთვის დამალულითა,
დაღონებული დაისით,
უჩრდილო სიყვარულითა,
ზეცამდე ამაღლებულო
კაი ყმის სიბრალულითა.

დევნილო, გაწამებულო
ხმებითა, კრულზე კრულითა,
გლოცავს და გეალერსება
ღმერთი სიტყვებით შუმითა,
ვერა... ვერ წარმოგიდგინე
სამტროდ შემართულ ცულითა.

მარადიულო ჯავარო,
მზეო, ჩასულო ლამაზად,
ცისა და მიწის დობილო,
შენ გაგიმარჯოს, აღაზა!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySun Dec 14, 2008 6:16 pm


საოცარი ხარ,ძმაო არჩანდა!
მარცხნიდან რო ოცი ფანჯარა დამათვლევინე(შვიდჯერ მომიცურდა თვალები),
მარჯვნიდან რამდენი იქნებოდა?!?!?!
ლექსი აღაზაზე შენი გალამაზებულია,ძაან კაი შრიფტი აქვს მორგებული,ჰოდა მითხარი,რა ჰქვია და რა ზომისაა?

Question cheers bounce Basketball bounce
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySun Dec 14, 2008 7:27 pm

Laughing
ჰოო, ბოლოდან რომ წამოჰყვე, მეოთხე - ფერები იქნება, მეხუთე - შრიფტის ზომა.

Arrow
ამ აღაზას - 14-იანი შრიფტი მივეცი.
და აქ თავად შრიფტი მარტო ერთია და სილფაენი ჰქვია. შრიფტის სახელი არ იცვლება, მარტო ზომა და ფერი.

drunken bom santa
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyMon Dec 15, 2008 8:55 am

bounce Basketball bounce
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მინდია

მინდია


Male
Number of posts : 165
Age : 37
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyMon Dec 15, 2008 1:00 pm

Vaja Xornauli wrote:
***

ამქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე,
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა
(ის მომირჩენდა იარებს),
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე...

შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავაგვიანე.

ძალიან კარგია
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyTue Dec 23, 2008 9:18 am

მზესავით ღმერთის ერთაა
------------------------------------
სიზმრის ციდან რომ დამნათის,
შენი სახე და ხმა არი.
თოვლშიც რომ იისფერაობს,
შენკენ სავალი გზა არი.
ეს სიყვარული ნეტავი
რა იყო ანდა რა არი?
უნაპირო და უძირო,
ყვავილოვანი ზღვა არი.
მზესავით ღმერთის ერთაა,
მხარზე არწივის ფეთქვაა,
გულში სანთლების წვა არი.
ხან სიკვდილისგან,ხან კიდევ
სიცოცხლისაგან ხსნა არი.

***
მე როგორ უნდა მემღერა,
როცა სიჩუმე გალობდა;
როცა ია და ვარსკვლავი
ერთ სალოცავში ხარობდა;
როცა ცა ღმერთის თვალებით
დამნათოდა და მწყალობდა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyThu Dec 25, 2008 2:15 pm

***
მშობლები აკვანთან_
როგორც სინათლის ორი ტალღა,
მიწიდან ამოზრდილი,
უკვდავების წყაროზე დახრილი.

***
ალბომში ბავშვობის სურათები,
ვით სამოთხის ყვავილის ფურცლები.

***

ლექსი წყაროსავით მოქნილი
(ქორწილი გულისა და ზეცისა),
უბრალო პაპისეულ დოქივით.

ახალი აღმართი
-----------------------
აქ ერთმანეთზე მშვენიერია
სიკვდილ-სიცოცხლის ნატერფალები,_
მხოლოდ ცა თუ გაარჩევს...

***

უჯრაში ერთად შემოვიდნენ
ხელი და სინათლე
და უბედნიერესი ტყუპებივით
ხარობენ კალამი და ფანქარი.

***
ზედმეტი სიტყვა წააგავს სტუმარს,
დაუპატიჟებელს,
სხვებისგან მოყვანილს...

***
ყოველთვის ერთადა ვართ
და მაინც შეგნატრი,
ვით კარის შიდა მხარე გარეთას.

***
სიყვარული_სამყაროს ხნისა,
სანთლის ალივით სუფთა და ნაზი,
ცის ნაპირს მოსხლეტილი
ზვავივით ღონიერი...

მიწამ და სივრცემ ქალი და კაცი
ერთმანეთს ყველაზე მშვენიერი
პლანეტებივით დაუახლოვა,
შეატყუპა და ღმერთი ახარა.

ოკეანის ჰორიზონტი
---------------------------
ცის სიმშვიდე რომ არა,_
გემი ჩავიდა თუ ჩაიძირა,
ხომ ვერ გაიგებდი...

***
დედაკაცი და მამაკაცი
ხარობენ ერთმანეთით,
როგორც კუნძული და
მზიანი წვიმა...

***
ტანი კელაპტარს რომ მიგიგავს,
არაა შემთხვევითი,
შვიდთვალა სასწაულო,
დედის ბარათივით მსუბუქო სალამურო.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySat Dec 27, 2008 2:09 pm

***



aumRvreveli,mkrTali ieri.

dumilSi-siTbo mzis da zarebis.

jibe-patara da carieli

da siyvaruliT savse Tvalebi.



sityvaSi-oqro Zveli tkivilis.

fexis xma-Cqami idumalebis.

fermkrTal saxeze iis Rimili

da monatrebiT savse Tvalebi.



daRlili-mainc cisken mavali.

gulSi-winapris Cangis simebi.

RmerTis Svilebis STamomavali,

mSobeli RmerTis SviliSvilebis.



erTguli didi,wminda krebulis,

gadamrCeneli obol wyaroTa,

tkbili tanjvisTvis dabadebuli,

mosuli TiTqos sxva samyarodan.

Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyTue Dec 30, 2008 4:53 pm



საწუთროს მამშვენებელი
-------------------------------------
მადლი და იდუმალება
სხვაა ხალხური ლექსისა,
ჭირიმე მისი შემქმნელის,
მისი გზისა და ფესვისა.

ისაა ბრძენი მოძღვარი
ღმერთკაცის,კაცის თუ ქალის,
ამ ლექსით
სულ სხვა სივრციდან
გვესაუბრება უფალი.

ვაჟა-ფშაველას ლოცვები,
შოთა რუსთველის შაირი_
შესვამ და არ დაეცემი,
ბეწვის ხიდებზე გაივლი.

ამ ლექსითაა ნათქვამი
(სასწაულების თოვანი):
"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა
სიკვდილი სახელოვანი!"

ამ ლექსითაა ნათქვამი
(გაგიჩირაღდნებს უკუნეთს):
"ღმერთო,სამშობლო მიცოცხლე!_
მძინარიც იმას ვდუდუნებ."

ამ ლექსითაა ნათქვამი
(სიტყვა_ცეცხლი და ფრთებია):
"რაც მტრობას დაუქცევია,
სიყვარულს უშენებია."

ამ ლექსითაა ნათქვამი
(მტერო,შენც გაიხარეო):
"ცა_ფირუზ,ხმელეთ_ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!"

ამ ლექსითაა ნათქვამი
(დაგეწერება ძვალზედა):
"როგორც უფალი,სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა..."

ამ ლექსითაა ნათქვამი
(ეს კელაპტარი ჩემია):
წუთისოფელი სევდაა
და მონატრების ცრემლია.

საწუთროს მამშვენებელი
და წყარო უკვდავებისა.
გულში მზის გამცოცხლებელი,
ოქრო სამოთხის ზღვებისა.

ლექსი!
რა ლექსი!
მოძღვარი
ღმერთკაცის,კაცის თუ ქალის.
ამ ლექსით
სულ სხვა სივრციდან
გვესაუბრება უფალი.








Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyFri Jan 02, 2009 10:43 am

საგალობელი

შავით და თეთრით ნაქარგო
ნისლის ყდიანო რვეულო,
ფურცლებზე ეკალასხმულო,
დარდო გულს შემოფრქვეულო,
ცუდაის გამხარებელო,
კარგის წამებას ჩვეულო,
ზოგისთვის დასაფიცარო
და ზოგისთვისაც წყეულო,
ხან ჭირხლო გაზაფხულისა,
ხან ცეცხლო თოვლში რხეულო,
ხან სიხარულის ტაძარო,
ხან კოშკო ჩამოქცეულო,
ბურუსო ყვავილოვანო
სამყაროს შემოხვეულო,
ნათებავ ქვესკნელებისა
ზესკნელში ამოღწეულო,
მახვილო სიყვარულისა
უფლისგან გადმოქნეულო_
წუთისოფელო,ლამაზო,
მძლეველო,ზოგჯერ ძლეულო,
ხან ლხინო ერთი წამისა,
ხან ტანჯვავ ათასწლეულო!


***
აღმართებს მშვიდად აივლი
დამდგარი გულის კვალზედა,
ღრუბლის კარავში მგალობელს
მზეს მიადგები კარზედა,
დედის თვალებით დაგლოცავს,
იებს აგინთებს ქვაზედა.
ბედნიერების სანთლები
აციმციმდება ცაზედა...


***
ამბავი წუთისოფლისა
ლამაზია და უბრალო:
ერთი ჭაობში ნეტარებს,
მეორე ზეცას უგალობს,
მესამე აკვნის მთლელია,
ვენახში ნარის მთხრელია,
ღმერთის მარჯვენა ხელია,
მეოთხე კვდება უკვალოდ,
მეხუთე_პიროფლიანი,
ხმალგატეხილი,უფარო,
მტერს ებრძვის...ხოლო მეექვსე
ლაჩარია და უწყალო,
მეშვიდე არავისა ჰგავს,
ჯავშანს ქსოვს არაფრისაგან,
შენი მსგავსია,უფალო...
ამბავი წუთისოფლისა
ლამაზია და უბრალო.


სალოცავები

თვალების შეხმატკბილება,
დროის ღიმილით დინება,
გაზაფხულობა ბედისა.
ტუჩებზე ნამი მაისის
(ჩაუქრობელი აისი),
თაფლისწვეთობა კერტისა.
სიტყვა_სამოთხის ბულბული,
გულის სიღრმეში ღუღუნი
ციდან მოფრენილ მტრედისა.
შენ_
სალოცავი იმისთვის,
ის_
სალოცავი შენთვისა...
სიცოცხლის თავდავიწყება,
ბედნიერება ღმერთისა!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyFri Jan 02, 2009 11:37 am

santa

შენ გაიხარე, კაწალხეველო ვაჟიკავ, - აემ კარგ ლექსებისთვისა!
ბედობის დღეა და სუ ეგეთა ლექსები მოგეტანოს აქა!
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyFri Jan 02, 2009 3:04 pm

არჩანდა wrote:
santa

შენ გაიხარე, კაწალხეველო ვაჟიკავ, - აემ კარგ ლექსებისთვისა!
ბედობის დღეა და სუ ეგეთა ლექსები მოგეტანოს აქა!


ლამაზი ბედი და ბრწყინვალე ნაწარმოებები
ნუ მოგიშალოს ღმერთმა!
ასეც იქნება!

Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySat Jan 03, 2009 12:09 pm



როგორ ამშვენებს
--------------------------
"ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,"_
ამ სასწაულის გამგონეს
რა სიბრძნე გაგიკვირდება?!
როგორ ამშვენებს სამყაროს
მიზეზი დარდის,ლხენისა_
მშვენიერება უთქმელი
სოფლისა,ბინდისფერისა.

"რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,"_
იტყვი და გულის სიღრმეში
ეს ფიქრი გაგიბრწყინდება:
როგორ ამშვენებს სამყაროს
ხატი მზისა და ჩრდილისა_
მშვენიერება სიცოცხლის,
ჩიტივით გაფრენილისა.


უფალი გეტყვის სიტყვებსა
-------------------------------
გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა,_
მტერიც დაგლოცავს,ზურგს უკან
აღარ გაგითხრის ხაროსა,
შუქი რამ, აუმღვრეველი,
შემოგეხვევა სამოსად,
ისეთი სითბო ექნება,
როგორც წინაპრის ჯვალოსა,
ტყვია და ხმალი კი არა,
ელვაც ვერ გაეკაროსა.

ფიქრი გასცდება სივრცეებს,
რომ მზის თვალს ეწამწამოსა,
უფალი გეტყვის სიტყვებსა
სურნელოვანსა,ამოსა,
იის ხმით მოგეფერება
მგალობელს უსახლკაროსა...

მაღლა ცამ,დაბლა ქვეყანამ
როგორ არ გაიხაროსა,_
გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა!

***
ფესვების დღესასწაულო,
ბედნიერებავ ფუძისა,
სხვაგვარად გასხივოსნებავ
ხმისა,სუნთქვისა,შუბლისა,
ფეთქვავ იის და ვარსკვლავის,
სითბოვ მიწის და ღრუბლისა,
სასუფეველშიც ტარებავ
მარადიული უღლისა,
ჯავარდენო და ჯავარო,
მზევ,გულში ამომავალო,
დასაფიცარო უფლისა!

Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyTue Jan 06, 2009 11:46 am



სამშობლოში დაბრუნება
-----------------------------------
ერთმანეთის გადასწრებას
ცდილობენ თითქოს
მგზავრი და მისი ჩრდილი.

***
ტანი კელაპტარს რომ მიგიგავს,
არაა შემთხვევითი,
შვიდთვალა სასწაულო,
დედის ბარათივით მსუბუქო სალამურო.

***
შენი სიყვარულით გაოცებულს
შენ აღარ მახსოვხარ...

***
ღამის სიღრმეებში
ვინც ჩაიძირება,
დღის სანთლებს იხილავს.

***
როგორც აკვარიუმში კალმახი,
პოეტი რედაქტორის კაბინეტში.

***
მათი დაშორება ვინა თქვა?!_
ლოცვის სიტყვებივით არიან.

***
აკვნის თავზე სინათლის გუმბათი,
გუმბათზე მტრედები,
დედის გულიდან ამოფრენილი.

გაზაფხული
-------------
ირმის რქაზე რტო ყვავილოვანი,
მწვანე და თეთრი ძაფით
გაკერილი ბზარები კედლისა.

***
კვლავ შენკენ მოიჩქარის,
როგორც შუქი ნაპირისაკენ,
ტალღებზე მომავალი...

***
ჯერ კიდევ დედის წიაღიდან
დედის თვალით ხედავდი ქვეყანას
და აბა როგორ არ გეყვარება,
ან როგორ არ გაგიძნელდება
მასთან განშორება...

***
მოგონებები სევდიანი ექოებივით
შეერწყა ერთმანეთს
და ღვთიურ მელოდიად გაისმა.

***
სამოთხის მტრედებივით გამოჩნდნენ
და გაუჩინარდნენ
უთქმელი სიტყვები გულის სინათლეში.

***
ცა ლამაზია,
სივრცე_საოცარი.

***
სინათლე თუ არ მიიცვალა,
თუ არ ჩამობნელდა,_
ვარსკვლავები ვერ უნდა დავინახოთ?!

***
ღმერთის წინაპარიც
შენა ხარ,სიყვარულო!

***
ყვავილები მაღალი,მაღალი_
ერთი გულზე დაგადებს თავს,
მეორე მზესთან ერთად დაგნათის,
მესამე ღრუბლებს შორის ქანაობს.

***
აღმოსავლეთით მზე გამოჩნდა,
დასავლეთით ადამიანი...
პაემანი_სამყაროს მშვენება.

***
უკვდავების წყაროს წყალი
ან უდაბნოშია,
ან_უღრანის შორეულ სიღრმეში.

***
ლექსის ბოლოში უხერხულად
შეიშმუშნა,დაღონდა წერტილი:
"ასე ადრე?.. რატომ ასე ადრე?!"

***
უბედნიერესი მყვინთავი_
კალამი...

ცხოვრება
-------------
ჭაობი_მშობლიური სიღრმეებით
და ოქროს მარცვლებით,
ფსკერზე უკვდავების წყაროთი.

***
მღეროდა გული,ხოლო გონება
ღრუბლებიდან ამომავალ
მზეს ემსგავსებოდა...

***
და გადაინაცვლა სურათმა
მარცხენა ჯიბიდან მარჯვენაში,
მერე_საიდუმლო უჯრაში
და ბოლოს_უზარმაზარ ალბომში.

***
სივრცეში შენი ფიქრი დავინახე,
სამოთხის ყვავილებად გაშლილი.

***
ანგელოზი ბრბოშია მშვენიერი
და არა უდაბნოში...

***
მომავლის აღმართებსაც გინათებს
თავგანწირულთა
სევდიანი ბედნიერება.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyWed Jan 07, 2009 11:05 am



გაზაფხულის პირისპირ
-------------------------
სანამ სიცოცხლის გზები ფეთქავენ,
სანამ ანთია მზე და ვარსკვლავი,_
შენ უნდა გიძღვნა,
როგორც ერთადერთს,
სიტყვა_ლამაზი მეცხლის ფრთასავით.


აპრილის მინდორს მე არ შევღობავ,
გადავივიწყებ წყენას ადრინდელს,
აქ დაგიხვდები,
როგორც დედოფალს,
და მარადიულ კოცონს აგინთებ!


სხვა კუნძულებზე როგორ გადავალ
ამ ღვთაებრივი სივრცით შეძრული...
და სიხარულის დღეთა ქარავანს
მოვყვები შენთან,
როგორც მეგზური.


თვალებში შვიდი ზეცა ბიბინებს,
ქარს მოაქვს სითბო
და ოქროს მტვერი,
შენს სალამურებს და შენს გვირგვინებს_
საგალობელი და ლოცვა ჩემი!..


სიზმრიდან ვისმენ ცხადის სიმღერებს,
ცხადში მიმყვება სიზმრების ფერი,
სად_სიყვარული და სად_სიბერე!
შენს სიმაღლეებს სიცოცხლე ჩემი!


შენ ერთადერთმა შესძელი მხოლოდ,
იების კონით და არა ხმლებით,
დაგეპყრო ქვეყნის თავი და ბოლო
და მონატრებით გაგეთბო ფრთები!


სანამ სიცოცხლის გზები ფეთქავენ,
სანამ ანთია მზე და ვარსკვლავი,_
შენ უნდა გიძღვნა,
როგორც ერთადერთს,
სიტყვა_ლამაზი მერცხლის ფრთასავით.


ელავენ შენი ქეიბურები
და ტაძრებიდან შუქი გამოდის,
შენ ვერასოდეს გაიძულებენ,
რომ გაიხურო კარი სამოთხის,
ჩვენი ხარ ზღაპრის თაიგულებით
და უკვდავების ლურჯი წყაროთი!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyMon Jan 12, 2009 7:49 pm

[quote="Vaja Xornauli"]
[size=14]

***
სასწაულს როგორ დაარქმევ
სიყვარულს იმისთანასა,
ერთხელ მაინც თუ არ ჩაგცემს
გულში მოწამლულ დანასა
და ნისლით არ დაგიღონებს
ცამდე შეფენილ ყანასა...


სასწაულს როგორ დაარქმევ
სიცოცხლეს იმსთანასა,
სიკვდილით თუ არ დაგიდგამს
სულის მოსათქმელ კარავსა,
რომ მერე მშვიდად გაუყვე
ღვთისკენ მიმავალ შარასა.


მ ა ი ს ი ს ს ა ვ ა ნ ე შ ი
-------------------------------------
სიყვარულს ცრემლისთვალებას
თუ არ გაუღე კარია,_
ამაოდ დაიხარჯება
შენი ხმალი და ფარია,
როგორც გულიდან,ციდანაც
ჩამოგიწყდება ზარია,
აღარც ცოცხალი იქნები,
არც დაგერქმევა მკვდარია,
სადღაც ნაპირზე დარჩები,
გზას გააგრძელებს გვარია.


ცეცხლი არ წაგეკიდება,
არ გაგიკარებს წყალია,
ერთხელ არ გაგიცინებენ
წვიმა,ელვა და ქარია,
არც მხსენებელი დაგრჩება,
არც_ნაკვალევი მკრთალია,_
ღვთაებრივ ფერისცვალებას_
სიყვარულს ცრემლისთვალებას
თუ არ გაუღე კარია!


***
ნისლში არ დავიკარგებით,
ქარში არ დავიღლებითა,
უდაბნოშიაც ვიხარებთ
ერთურთის მწვანე გზებითა,
მაგრამ გაგვწირავს ქვეყანა
ლამაზი ჩვენი ხმებითა...


"ერთმანეთს დაგვაშორებენ"
და ცაში შავიყრებითა.



Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptyFri Jan 16, 2009 9:40 am



***
სიჩუმე უცნაური და მოულოდნელი_
თითქოს ცის
რომელიღაც ნაწილი მოღიავდა.

***
სასწაულთა სასწაული შენთანაც მოვა
და სიცოცხლე იქცევა სიზმრად
და ბოლოს იმ სიზმრიდან
გადახვალ სამოთხეში...

***
ჩუმად მიიცვალა,ვით ალი სანთლისა,
თითქოს მეორედ დაიბადა,
თითქოს ღმერთის ერთი უბიდან
მეორეში გადაინაცვლა...

***
რომ არა შვილობა
პატარა და ტანჯული ქვეყნისა,_
ყაზბეგი ხანჯლებით არ აცეკვდებოდა.

***
ახვალ მაღლა,ძალიან მაღლა
და გაგეღიმება_
თურმე არ არსებულან
ნაპირები და ჰორიზონტები,
ჩვენი მოგონილი ყოფილა.

***
დღეებისა და ღამეების ბედნიერება_
ღმერთის სითბო,
თანაბრად გაყოფილი...

***
როგორ ენატრება მატარებელს
მგზავრები.რომლებიც ტვირთს
მხოლოდ გულით დაატარებენ.

***
ღმერთის სალამური_პოეტი.

***
ყვავილოვანი სათიბის მერე
სარეველაზე მიშვებული
გამსუბუქდა,გალაღდა ცელი
და მთიბავის სიმღერა გაისმა.


ერთადერთი რეპეტიცია
---------------------------
ორიოდე თავდახრილი მაყურებელი.
გამხდარი,ფერმკრთალი მსახიობი:
"კეთილო ხალხო,მოიღეთ მოწყალება."
პრემიერა იქნება ხვალ,ქუჩაში.

***
ქურთუკი_ბინდისფერი,გამოხუნებული,
მარჯვნივ და მარცხნივ_
პალტოები მბზინავი,უცხოური.
კრიალა ღილები,დიდი ჯიბეები...
ჯვარცმული ავაზაკთა შორის.

***
გაჩერდა გული...საათი დაემსგავსა
მომღერალს,რომელიც მარტო დარჩა
მკრთალად განათებულ სცენაზე.

***
წარსულისათვის ნასროლმა ტყვიამ
მტრედი მოკლა
მომავლის სივრცეში...

***
ადამიანი ცის ნაპირზე_
როგორც ხორცშესხმული
ხმა დედამიწისა...

***
ერთგულება_სიყვარულის
ფარი და მახვილი...

***
ბედნიერია გზით და აღმართით,
როგორც ნემსი
ძაფით და ტილოთი...

***
პირველი სიყვარულით ბედნიერი
ბიჭი და გოგო,
ვით ხეები მზიან წვიმაში...

***
ჯერ საკუთარ ჩრდილს გაუსწარი
და მერე ეძებე
წყარო უკვდავების...


ფერისცვალება
-----------------
საკუთარი თავის ნანგრევებზე
გადაიარა ყვავილის ნაბიჯებით
და სივრცეს შეუერთდა...
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული EmptySat Jan 17, 2009 5:03 pm



ე რ თ ო ბ ა
---------------
როგორც ყოველთვის,მოულოდნელად
იძრა დედამიწა
და კედლიდან დაცვივდა ფარდაგები
ბუნების სითბოსა და
სურნელს მოკლებული,
ხელოვნური ფერებით გაჟღენთილი;
კედლიდან დაცვივდა სურათები
დახატული და არა შექმნილი,
ბაზრობაზე იაფად შეძენილი;
ყანწმა და გიტარამ
წამით ერთად იფრინეს
და მერე იატაკზე
ერთმანეთის გვერდები გაბზარეს.


კედლიდან დაცვივდა ყველაფერი,
გარდა წინაპრის სურათისა,
რომელიც სახლთან ერთად ირხეოდა,
სახლთან ერთად დამშვიდდა
და კვლავ მშობლიური
დარდის სიმაღლეებს მიაპყრო მზერა.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content





ვაჟა ხორნაული Empty
PostSubject: Re: ვაჟა ხორნაული   ვაჟა ხორნაული Empty

Back to top Go down
 
ვაჟა ხორნაული
Back to top 
Page 1 of 10Go to page : 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  Next
 Similar topics
-
» ვაჟა ხორნაული
» ქართული
» ვაჟა-ფშაველა
» ვაჟა მოსულიშვილი
» ვაჟა გიგაშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: