| | გიო აბესაძე - ზედვაკელი | |
| Author | Message |
---|
irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: გიო აბესაძე - ზედვაკელი Sun Nov 29, 2009 6:25 pm | |
| მთვარეს კიბო აქვს
-ეკო მესხს-
მთვარეს კიბო აქვს... რენტგენის სურათი ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად მომავალს,რომელიც არ არის სულერთი, რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად.
მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი, გაშლილი ყვავილივით -გარე ყდით. კარებში- ჩემი თეთრი ბოტასები, ზაფხულის ღამეა და გარეთ კი... ეზოა ნათელი,მთვარიანი. ყორესთან-მეგობრების ხორხოცი. მინდორი -ისე ნამიანი, თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს...
რა ვქვნა,ვიზიარებ პოეტებო, თქვენგანაც ველოდები სამძიმარს. ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება- მოკვდა მთვარე, რაღა აზრი აქვს,
წერო...
ვის ვუწერო სონეტები, როგორ დავითენებ ალიონს... კეკეოზ,მაგის დედაც ავატირე, წამო, ძუსის პირას დავლიოთ!!! | |
|  | | irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: გიო აბესაძე - ზედვაკელი Sun Nov 29, 2009 6:29 pm | |
| <><><>(ბოლო პოეტი ვარ)
ბოლო სიგარეტი ისე, განწყობისთვის... ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო. თავს რომ მაწონებდი,მომაწონე. შენ თმებს გამოვები, არსად აღარ წავალ. ჩემი არეული ქუჩა გავასწორე, ღამე მივალაგე საწოლივით. როგორ მოგეფერო, არ მასწავლო. ისე ლამაზი ხარ დაწოლილი, აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია, რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ. სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული- სუნთქვაც მესმის შენი,თავიც არ დამადო. შენი სიახლოვე უფრო სიშორეა, შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი. სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან, მანამ ფანჯარასთან იქნებ შენ მოხვიდე. შემომხედო... მე ხომ ბოლო პოეტი ვარ, ლექსებს უგულობა ასამარებს. ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად, ჩემი პოეზია-დასამალად. | |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: გიო აბესაძე - ზედვაკელი Thu Dec 03, 2009 11:07 am | |
| თბილისი თბილისად ჩვენ უნდა გავხადოთ
თბილისს ეკიდება ხანძარი, თბილისს ტანი უდევს რომბისებრ. და შენ ისევ არაყს მაძალებ, და კვლავ ხურდებს ვითვლით, რომ ისევ შევავსოთ ეს დაცლილი ჭიქები და იქნებ, ეს ქალაქიც -თავიდან. საერთოდ,იშვიათად გვიგებენ, მინდა, სათქმელი რომ გამიგოთ: ახლა მთვრალი ვარ და მოვგორავ, ჩვენი ეს დალევის სახადიც მოსახდელია... და როგორმე, თბილისი თბილისად გავხადოთ! ამათ გონიათ თუ ღებავენ, ღებვაში დაიჭირეს მუღამი. ჩვენს მერე მილიონი დღე გავა, ჩვენ გვერდით ნუ იბღავლებს ნურავინ. დილით გამოვაღე სარკმელი, ხუნდებს დაუწყიათ ღუღუნი. როგორც ჩვენ სახეებს სარკეში, ხვალეს იმნაირად ვუყურებ. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: გიო აბესაძე - ზედვაკელი  | |
| |
|  | | | გიო აბესაძე - ზედვაკელი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|