| | გასათხოვ უნდა გათხოვდეს... | |
| Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: გასათხოვ უნდა გათხოვდეს... Sun Dec 07, 2008 1:10 am | |
| ახლა მე მკითხე, - მეცინება? წავალ მე ეხლა და სუ გავწყვიტავ რაქვიაანთებსა - რაქვიაშვილებს დავუვლი და გავაგორებ სუყველასა! ვა! დედაჩემმა დამირეკა, რო - შენი ეშინიანთო! ვისა მეთქვი, კაცოო! და რაქვიაშვილებსაო! რათა მეთქი? და - როგორ თუ რათა? - წაუყვანიათ ჩემი ძმიშვილი! და დავხოცავ სუყველასა მაგათა! ვინ არიან ეგენი! რათ წაიყვანეს?! და დედაჩემმა მითხრა, შენი ძმა და მაგისი ცოლი მთელი ღამე იმათ სახლთან იდგნენ, რახან იმათმა ბიჭმა ბექამა მაიტაცა ჩვენი გოგოო! და - აბა, როგორ არ უნდა დავხოცო, კაცოო!!! და დედაჩემი იძახის, რო შენ არ გითხრეს, რო დეერეოდი იმათაო. და რათ უნდა მაკადრო, კაცოო, რო ჩემი გოგო მიგყავ მოტაცებითა - ესა, ეს ნინო მოსულიშვილი უნივერსიტეტის ჟურნალკისტიკაზე სწავლობს, მესამე კურსზედა და თავისით მეეწყო უფასოზედა და ეხლა მტაცებ არა?! სად არი ჩემი "კალაშნიკოვი" - და გადაგცხრილავთ სუყველასა!.. ვახ! ვინა ხართ თქვენა?! მამაჩემი იძახის, რო ეგაო, ეგ ბიჭი კარგიაო, მაგრამ ჩვენნაირი ვერ არიან ეგენიოო... და სწორედ მანდა ვარ მეცა, რო - მოსულაანი ჯიშიანები არიან და აბა, ჩვენნაირები სადღა არიან? და რათა მტაცებ, რათა, რო დაგანგრიო თავ-პირი, შე... შე... ვიღაცა ხარ, მე რავი, ვინ ოხერი ხარ და რა ჯიშისა გამასდგები?! მოკლედ, ავიღე ჩემი იარაღი და მივდივარ უკვე და ეს ჩემი ძმა მირეკამს, რო - მოვიდნენ და აქა ვლაპარაკობთო... ვახ, შენი! და რას ამბობს, ნინო, უნდა ეგ ბიჭი თუ არა, მარტო ეგ მითხარი მეთქი. და ზაზა ამბობსა, რო - ნინო არ მამდევს შინაო, კაცოო, აემასთან უნდა დავრჩე მეო... და წამიხდა ხასიათი, რო - თვითონ გაჰყოლია და მე რაღა ვქნა?.. თორე - რამდენი რაქვიაშვილი მეყოლებოდა ეხლა დასახოცი, - უუუჰ!..
და ამ სანათას რო ვუთხარი, ძმიშვილი გამითხოვდა მეთქვი, აეს კაფიები დამიწერა:
*** გასათხოვ უნდა გათხოვდეს, მაიხმაროს დრო სრულადა, შინაბერებ ცოტებია, არ შაჰმატონ მოსულათა.
*** სამოყვროდ გაემზადოდე, მაიშალოდეთ ტმუკები, ერთიანად ნუ დააფრთხობ, თუ სადმე რამ გყავ ფხუკები.
შენ გეცინება, სანათო, და ახლა მე მკითხე, - მეცინება? სუ უნდა გამეწყვიტნა რაქვიაშვილები და... | |
|  | | Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | |  | | Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს... Sun Dec 07, 2008 1:18 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს... Sun Dec 07, 2008 1:35 pm | |
| | |
|  | | Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს... Sun Dec 07, 2008 1:50 pm | |
| სანათა
*** ეგ დროც მალე მამივალის, არც რას გვკითხავს არცა ვისა, თამთას ვინმეს თავად მივგვრი, ცხრამეტ-ოცს თუ გადამიცდა. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს... Sun Dec 07, 2008 1:55 pm | |
| *** ისე მიჰგვრი, თითქოს იყო, თითქოს კიდეც სულ არ იყო? ეგრე მაშინ მოიქცევი, დააძინებ თუ პავლიკოს...
შენიშვნა - პავლიკო ხუცურაული, სანათას ძმა და თამთას ბიძა არის. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს... Sun Dec 07, 2008 2:04 pm | |
| სანათა
*** მძახლებს მოვძებნი ფშავლებსა, ზედ მივაყოლებ პავლესაც. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6478 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს... Sun Dec 07, 2008 2:05 pm | |
| | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: გასათხოვ უნდა გათხოვდეს...  | |
| |
|  | | | გასათხოვ უნდა გათხოვდეს... | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|