| | სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო | |
| | Author | Message |
---|
Guest Guest
 | Subject: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო Tue Sep 29, 2009 4:49 pm | |
|
Last edited by zevsis daqali on Tue Aug 16, 2011 9:53 pm; edited 1 time in total |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 66 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო Tue Sep 29, 2009 9:18 pm | |
| - zevsis daqali wrote:
ახლა კი გავშლი კვლევას და სიკვდილის სახეზე ვისაუბრებ ლიტერატურაში. ძირითადად ქართულ და ბერძნულ ლიტერატურაში.
თუ რამე ნაწარმოები გაგახსენდეთ, სადაც მსგავსი საკითხი გამოკვეთილია, მადლობელი დაგრჩებით, თუ მიმითითებთ ან შემახსენებთ. - ბერძნულ მითებში მიწისქვეშეთის მსაჯულნი - მინოსი და რადამანტი ძმები არიან. მესამე იყო ეაკი, ტროას კედლის ერთ-ერთი მშენებელი, მირმიდონთა პირველი მეფე, პელევსის მამა და აქილევსის პაპა (არცერთი მათგანი ბერძენი არ არის). მიწისქვეშეთზე თავად ბერძნებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონიათ, ანუ ეს მითები ისევ მცირე აზიიდანაა ნასესხები. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო Wed Sep 30, 2009 7:49 pm | |
| | |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 66 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო Wed Sep 30, 2009 8:08 pm | |
| ნუ აჩქარდები ვოჟკაცი, მიწა არ ძღება მტვრიანი, ამაყი ადრე მაკვდება, დიდხანს იცოცხლებს ჭკვიანი.
ზოგს რომ ჰგონია, ქართველი სიკვდილს არად დაგიდევდა, აქაა პასუხი ყველაფერზე. სიკვდილს არ უფრთხოდა, თორე განა სიცოცხლე ჩვენზე ნაკლებ უყვარდა. და რომ უყვარდა, ამიტომ უფრო სათაყვანოა მის მიერ მამულისთვის უყოყმანოდ გაწირული სიცოცხლე.
ზევსის დაქალო, შეხსენება მინდა ასეთისაც – როცა ღვთისშვილნი ქაჯავეთს მიდიან სამძივარის წამოსაყვანად, გახუა მეგრელაურს იახლებენ თან, ოღონდ კაცი იქ ვერ ივლისო და სხეულიდან ამოსვლას ასწავლიან. სხეული ფუღუროში დარჩა გახუას დაბრუნებამდე და გახუა ჯავრობს მერე, რომა მატლებს გაუფუჭებიათო. ეგეც იმ ქვეყანას გასეირნება და თანაც როგორი!
ასევე იქნებ შეეხო შიბ–თოკის თემას, რომელიც აშკარად სამყაროთა თუ განზომილებათა შორის კავშირის სისტემაა. იგი ჩემთვის იმითაც საინტერესოა, რომ შიბ–თოკი თითქოს ორგანზომილებიანი მათემატიკური სიდიდეა, რასაც განზომილებათა შორის კავშირის თვალსაზრისითაც ვგონებ გარკვეული აზრი აქვს. | |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 66 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო Wed Sep 30, 2009 8:14 pm | |
| ვაჟაიც – თუ ეს ქვეყანა ასე სჯობს იმ საიქიოს, წყეულსა, ერთ კაცს ხო მაინც ვნახავდი იქიდან გამოქცეულსა.
ესეც ვაჟაი
მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ, უფალი მიხმობს, გშორდები, თუ რამე ვალი მიმყვება, იქიდან გაგისწორდები.
და ბოლოს, ფანტასტიური ანეკდოტი: სეროჟა კლინიკური სიკვდილიდან მოაბრუნეს და დაესივნენ ნათესავები – ჩემი ქმარი როგორ არისო? – კარგადაო – ჩემი ძმაო? – კარგადაო ხაჩიკაც ჰკითხავს – სეროჟ, მა ჩემი პაპკა როგორღააო? – ვერ ვიცი, რადგანაც რომ ეგ იქაც მკვდარი დამხვდაო... | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო Wed Sep 30, 2009 8:19 pm | |
|
*** ერთხელ შენც გნახე,სიკვდილო, ჩაგძინებოდა მთაზედა, ვიფიქრე:გავუსწორდები, ხელიც გავიკარ ხმალზედა, მაგრამ ვერ გადმოგიქნიე, მზე დაგფენოდა ტანზედა.
დავიხარე და გაკოცე ნამმოკიდებულ თმაზედა.
| |
|  | | კობა (მატეკარი)

 Number of posts : 208 Age : 66 Location : თბილისი Job/hobbies : კვლევა Humor : ვაცივით Registration date : 19.08.09
 | Subject: Re: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო Wed Sep 30, 2009 8:28 pm | |
| მოუსვენარი ბუნება კაცის
ვერ ეგუება ნაცრისფერ ყოფას მოუსვენარი ბუნება კაცის, მიილტვის, სადაც მანანა ათოვს და ოქროსფერი წვიმები აწვიმს. სულში ოცნების კელაპტარს ინთებს და წუთისოფელს ამსგავსებს ზღაპარს, მიტომ დაეძებს ჯადოსნურ ნივთებს, ნატვრისთვალსა თუ ჯინიან ლამპარს. დაეძებს, რათა გაექცეს შიმშილს, გაექცეს ტანჯვას, სევდას და ხმაურს, უაზრო მტრობას, უიღბლო ტრფობას, დამღალავ ღელვას და აურზაურს….. ვინ თასს დაეძებს, ვინ – ფრთოსან მერანს, ხალიჩას, წყაროს თუ თორღვას პერანგს, სარკეს, სალამურს, სუფრას, მალამოს, სამოთხის ჩიტს და დაუცლელ ქისას, ბორგავს და იღწვის, განიცდის, ლამობს, და ბოლოს მაინც მიაღწევს მიზანს. მიზანს მიაღწევს ყოველი მათგან, ანუ სიმშვიდეს იპოვნის, რადგან ამ წუთისოფელს, აღსავსეს შფოთით, მარად სიმშვიდის ახლავს შიმშილი… ალბათ სიცოცხლეც, დასაბამიდან, ამიტომ არის სიკვდილმისჯილი. | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო Thu Oct 01, 2009 9:18 am | |
|
მოუსვენარი ბუნება კაცის
ვერ ეგუება ნაცრისფერ ყოფას მოუსვენარი ბუნება კაცის, მიილტვის, სადაც მანანა ათოვს და ოქროსფერი წვიმები აწვიმს. სულში ოცნების კელაპტარს ინთებს და წუთისოფელს ამსგავსებს ზღაპარს, მიტომ დაეძებს ჯადოსნურ ნივთებს, ნატვრისთვალსა თუ ჯინიან ლამპარს. დაეძებს, რათა გაექცეს შიმშილს, გაექცეს ტანჯვას, სევდას და ხმაურს, უაზრო მტრობას, უიღბლო ტრფობას, დამღალავ ღელვას და აურზაურს….. ვინ თასს დაეძებს, ვინ – ფრთოსან მერანს, ხალიჩას, წყაროს თუ თორღვას პერანგს, სარკეს, სალამურს, სუფრას, მალამოს, სამოთხის ჩიტს და დაუცლელ ქისას, ბორგავს და იღწვის, განიცდის, ლამობს, და ბოლოს მაინც მიაღწევს მიზანს. მიზანს მიაღწევს ყოველი მათგან, ანუ სიმშვიდეს იპოვნის, რადგან ამ წუთისოფელს, აღსავსეს შფოთით, მარად სიმშვიდის ახლავს შიმშილი… ალბათ სიცოცხლეც, დასაბამიდან, ამიტომ არის სიკვდილმისჯილი.
... ლამაზი სიბრძნე_უბრალოდ ნათქვამი. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო  | |
| |
|  | | | სიკვდილის სახე ქართულ კულტურაში და არა მარტო | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|