საკვების მიღება ერთ-ერთი უმთავრესი რიტუალია.კვების კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ეთნოფსიქოლოგიური ,ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისებურებაა. .სწორედ შერჩეული პროდუქტები,მათი მომზადების წესი,მომზადებული საკვების მიღების წესი...ძალიან საინტერესი გამოსაკვლევია და კარგი სამეცნიერო-პოპულარული სტატიის თუ წიგნის დაწერის სტიმულიც ხდება.
რა თქმა უნდა, ერის კვებით კულტურაზე გავლენას ახდენს ემპირიული ცოდნა, კულტურული ტრადიციები,რელიგიური შეხედულებები (თუ აკრძალვები),ამ ერების ასე ვთქვათ საბინადრო არეალი-გეოგრაფიული გარემო და იქ გავრცელებული მცენარეულ-ცხოველების სახეობრივი სიმდიდრე.უნდა ვთქვა რომ ბუნებრივად აბსოლიტურად ''დარეგულირებულია''ეს.
საერთოდ კერძების მომზადების და მრავალფეროვნების გარდა ,უმნივნელოვანესია ამ ტრაპეზის სხვასთან ერთად მიღების წესი,ტრაპეზის გაზიარების კულტურა.
თვითონ სადილის მომზადების პროცესი რაღაც მხრივ წააგავს მაგიურ რიტუალს,,ხოლო დიასახლისი ქურუმ ქალს.საოცრად დიდი მნიშვნელობა აქვს მზარეულის განწყობას,პროდუქტების ენერგეტიკას.დიახ,არის ასეთიც.მახსოვს ,სოფელში ბებია მხოლოდ ერთი ადამიანისგან ყიდულობდა ხილის გარკვეულ სახეობას,რომელიც ჩვენ არ გვქონდა.ის ადამანი კეთილი აურისააო და მისი მოწეული ხილის გემო არამხოლოდ სოფლისმეურნეობის წესების სწორი დაცვით არამედ ამითაც იყო განპირობებული.საკვების მომზადების პროცესში საკვები პროდუქტების და მზარეულის ენერგეტიკაც გადადის.
რატომ აქვს მხოლოდ დედის მომზადებულ სადილს ბავშვობის სურნელი, მისი ხელების სითბოა იქ ჩაღვრილი,ის სიყვარული რომლითაც ის გვიმზადებდა .არსებობს კვებითი მეხსიერებაც -გემოვნებითი რეცეპტორები და ყნოსვა მეხსიერებაში საშინელი სიცხადით აღბეჭდავს .(მაგალითად მე წამიკითხავს სტატია რუსულ პრესაში, ცნობილია რომ მაგალითად მამაკაცს, გარეგნულად აბსოლიტურად სხვადასხვა ტიპის ქალები მოსწონდა ,არადა საერთო ამ ქალებს ქონდათ ის ,რომ ზუსტად ისე ამზადებდნენ ''ბორშს'',როგორც მისი დედა,რომელიც ადრე დაიღუპა.და ფსიქოანალიზის სეანსებზე სრულიად შემთხვევით გაირკვა ეს.რომელიღაც სპეციფიკური სუნელის ხმარებაზე იყო ''აწყობილი'' ეს ურთიერთობები.ანუმართლა გადის ''კუჭზე'' ადამიანის გულისკენ გზა?
მახსოვს ბებია დილით ძალიან ადრე არ დგებოდა, იმიტომ რომ გამოუძინებელი და გაღიზიანებული არ უნდა შედგომოდა საჭმლის მომზადებას.რადგან დიასახლისის (მზარეულის )განწყობაც კი აუცილებლად აისახება მომზადებულ კერძზე .საკვებთან ერთად ჩვენ ენერგიას-მზის ენერგიით ''აკუმულირებულ '' ქიმიურ ბმებს ' და 'საშენ მასალას'' კი არ ვიღებთ მხოლოდ.ის დედის ენერგეტიკით , მშობლიური მზითაა გამთბარი ,მშობლიური მიწის სურნელით და სითბოთია ''შენელებული''.
ამხელა პოსტი აი, რისთვის:
1.სხვადასხვა კუთხის თუ ხალხის კვებითი კულტურული ტრადიციები (არა მხოლოდ კულინარული !!!)რა ვიცით ამაზე.
2.და ისეთი ფენომენი როგორიცაა ქართული სუფრა (დაუმახინჯებელი ფორმებით) არა მარტო ''სამზარეულოს მრავალფეროვნება'' არამედ ტრაპეზის სხვა ადამიანებთან გაზიარების კულტურა , საკვების მიღების და ადამიანური ურთიერთობის ''სინთეზი''.
3. მთავარი - რომელ ლიტერატურულ გმირს,რა საკვებს შეურჩევდით ,რა მენიუს, სტუმრად რომ გწვეოდათ (რაღაც ასოციაციობანას თამაშივით)...