არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ვახტანგ ელერდაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ელერდაშვილი Empty
PostSubject: ვახტანგ ელერდაშვილი   ვახტანგ ელერდაშვილი EmptyTue Aug 18, 2009 5:36 pm

ვახტანგ ელერდაშვილი 4_n12
Vakhtang Elerdashvili

ვახტანგ ელერდაშვილი
ლინგვისტუსი


ბმული:
* https://www.facebook.com/linguistuss
* https://www.facebook.com/groups/455688128924428/user/1051480269/


study


Last edited by Admin on Thu Apr 15, 2021 11:25 am; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ელერდაშვილი Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ელერდაშვილი   ვახტანგ ელერდაშვილი EmptyThu Dec 30, 2010 10:47 am

ორანგუტანი, ანუ ტყის კაცი



მიხო მოსულიშვილის ლიტერატურული დებიუტი 1984 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ მისი პირველი მოთხრობა “ტყის კაცი” გამოქვეყნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოთხრობა მალაურ ენაზე ჯერ თარგმნილი არ არის, თუმცა თუკი ამისი საჭიროება ოდესმე იქნება, მთარგმნელები რეალური პრობლემის წინაშე დადგებიან, ვინაიდან შეუძლებელია ის ღვთისნიერი კაცი, რომელზეც მოთხრობაშია საუბარი იმ სიტყვით მოიხსენიებოდეს, ქვემოთ რომ გვექნება საუბარი…

მალაურ ენაზე “ორანგ” ადამიანს აღნიშნავს. ადამიანები კი მალაურად “ორანგ–ორანგ”–ად იწოდებიან. ამ სიტყვის დაგუგვლა საკმარისი იქნება, იმის გასარკვევად თუ რაოდენ მრავალ რთულ კომპოზიტს ქმნის მალაურ ენაში ეს სიტყვა, თუმცა ყველაზე საინტერესო მოცემულ შემთხვევაში “ორანგ ჰუტან”–ია, რომელიც მალაურად სიტყვასიტყვით “ტყის კაცს” აღნიშნავს. საინტერესო ის არის, რომ თავად მალაელები ორანგუტანს “mawa”-ს უწოდებენ, Orang hutan-ები კი მათ ენაზე მალაის არქიპელაგის უსიერ ტყეებში მობინადრე განდეგილებს ჰქვიათ.

ისტორია მოგვითხრობს ჰოლანდიელ ექიმზე და ნატურალისტზე ჯეიკობ დე ბონდტზე (ლათინურ ვარიანტში Jacobus Bontius-ზე), რომელმაც იმოგზაურა კუნძულ იავაზე, მაშინდელ ჰოლანდიურ კუნძულ ბატავიაზე და იქაური დაკვირვებები რამდენიმე წიგნად გამოსცა, მათ შორის ერთ–ერთი 1658 წელს გამოცემული Historiae naturalis იყო, სადაც მან წითურბალნიანი დიდი, ადამიანის ზომების მაიმუნები აღწერა და უწოდა მათ “ორანგუტანი”, სიტყვა რომელიც მას მალაის არქიპელაგში ჰქონდა გაგონილი. სწორად იაკობუს დე ბონტიუსის წყალობით ეძახის მთელი მსოფლიო ამ უწყინარ მხეცებს ორანგუტანებს, რაც თარგმანში როგორც ზემოთ ავღნიშნე “ტყის კაცს” ნიშნავს.

მალაურ ადამიანთან, ანუ “ორანგ”–თან კიდევ ერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული, რომელიც ენტონი ბერჯესის რომანს, “მექანიკურ ფორთოხალს” უკავშირდება. ზოგი ამ რომანს “დასაქოქ ფორთოხლადაც” თარგმნის, ვინაიდან თავად რომანის ინგლისური ორიგინალი იძლევა ამის საშუალებას (clockwork orange), რაც თავის მხრივ ლონდონურ ქოქნიზე არსებულ ფრაზეოლოგიზმს უკავშირდება – როცა დედაქალაქელებს სურთ უცნაური ადამიანის დახასიათება, ისინი ამბობენ ისეთი უცნაურია, როგორც მექანიკური ფორთოხალიო (as queer as a clockwork orange).

რომანის სათაურს სხვა წაკითხვაც აქვს, რომელიც ენტონი ბერჯესის სამხედრო სამსახურს უკავშირდება. იგი ახალგაზრდობაში მალაიზიაში მსახურობდა და სიტყვა “ორანგ”–ის მნიშვნელობა რომ სცოდნოდა არ არის გასაკვირი. გასაკვირი სხვა რამ არის, თუ როგორი ოსტატური კალამბური გამოაცხო ბერჯესმა, რომელიც ერთი მხრივ უცნაურ ადამიანს უკავშირდება, მეორე მხრივ კი მექანიკურ ადამიანს, ანუ ადამიან–რობოტს. თავდაპირველად ზუსტად ასე უნდოდა თურმე დაერქმია მწერალს რომანისათვის, “ადამიანი რობოტი”, თუმცა შემდგომში მალაიზიაში გატარებული წლები გაუხსენებია და clockwork orange–ში ჩაუშიფრავს როგორც ფორთოხალი, ასევე მალაური “ორანგი” – ადამიანი.


Written by linguistuss

July 30, 2009 at 1:02 pm

Posted in სიტყვები

Tagged with ენტონი ბერჯესი, მალაური ენა, მიხო მოსულიშვილი, ორანგუტანი



წყარო – http://linguistuss.com/2009/07/30/orangutan/#comments

study


Last edited by Admin on Thu Apr 15, 2021 11:23 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ელერდაშვილი Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ელერდაშვილი   ვახტანგ ელერდაშვილი EmptyThu Apr 15, 2021 11:05 am

არტურ რემბო – ძველი კარადა

Le Buffet

C’est un large buffet sculpté; le chêne sombre,
Très vieux, a pris cet air si bon des vieilles gens;
Le buffet est ouvert, et verse dans son ombre
Comme un flot de vin vieux, des parfums engageant;

Tout plein, c’est un fouillis de vieilles vieilleries,
De linges odorants et jaunes, de chiffons
De femmes ou d’enfants, de dentelles flétries,
De fichus de grand-mère où sont peints des griffons;

- C’est là qu’on trouverait les médaillons, les mèches
De cheveux blancs ou blonds, les portraits, les fleurs sèches
Dont le parfum se mêle à des parfums de fruits.

- O buffet du vieux temps, tu sais bien des histoires,
Et tu voudrais conter tes contes, et tu bruis
Quand s’ouvrent lentement tes grandes portes noire.

ძველი კარადა

მუხის კარადის ჩუქურთმები, ხეში ნაკვეთი,
დიდი ხანია დაემსგავსა წარსულ ზმანებებს.
ღია კარიდან სურნელება სასოწარმკვეთი
უზომოდ გვათრობს, გვიზიდავს და თავს არ გვანებებს.

ბოხჩად შეკრული ძველმანების ალიაქოთი
ყვითელ თეთრეულს სიბნელეში თეთრად იგონებს.
გადაავიწყდათ დრომოჭმული დროის წალკოტი
ბებოს თავშალზე ამოქარგულ ციცქნა გრიფონებს…

აქ თქვენ შეხვდებით თმის ხვეულებს და გულსაბამებს,
ყვითელ სურათებს და თოჯინებს დაულამბავებს –
სიბნელეში რომ გვიყურებენ ნაჭრის თვალებით.

კარადას ბევრი ჭორ-მართალი ეცოდინება
და, ზანტად, მუხის შავი კარის აჭრიალებით
წარსულის ზღაპრებს მოგვიყვება, თუკი ინება.

ფრანგულიდან თარგმნა ვახტანგ ელერდაშვილმა.

გადმოტანილია აქედან - http://linguistuss.wordpress.com/2009/07/22/buffet/

study


Last edited by Admin on Thu Apr 15, 2021 11:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ვახტანგ ელერდაშვილი Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ელერდაშვილი   ვახტანგ ელერდაშვილი EmptyThu Apr 15, 2021 11:18 am

ვახტანგ ელერდაშვილი 5_n13
ღირსების მედალი, რომელსაც არ ველოდი 🙂
„პრეზიდენტმა ქართული ენის სიწმინდის დაცვასა და ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ვახტანგ ელერდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.“
მადლობა ყველას, ვინც ქართული სპელჩეკერის (http://spellchecker.ge/) განვითარებაში მეხმარებოდა და მეხმარება. ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა.

***

მცდარ-ბეჭდილ-მძებნელი

მცდარ-ბეჭდილ-მძებნი, როგორც სახელიდან ჩანს ტექსტში მცდარი ბეჭდილების (ე.წ. „ტაიპო“-ების) აღმოსაჩენი მორფოლოგიური ანალიზატორია.

ის აწითლებს უცნობ სიტყვებს, რომლებზე დაწკაპუნების შემთხვევაში გამოდის ჩასანაცვლებელი სიტყვების სია.

თუ ისეთ სიტყვას წააწყდით, რომელსაც ჩვენი ანალიზატორი „უცნობად“ აღიქვამს, ჩასანაცვლებელ სიტყვებში კი სწორ ვერსიას არ გთავაზობთ, შეგიძლიათ „დამატებას“ დააჭიროთ და ანალიზატორის ლექსიკური მარაგის შევსებაში მოგვეხმაროთ.

როგორ მუშაობს:
მორფოლოგიური ანალიზატორი ჩვენ მიერ შექმნილ ქართული ენის კომპიუტერულ მოდელს იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოდელი შეიცავს 92.400 არაზმნური და 7.500 სიტყვის ზმნურ ფორმას და ამ პარადიგმების მიერ ნაწარმოები ფორმების საერთო რაოდენობა კი რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს (ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით), მოდელი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და მუდმივ განახლებას საჭიროებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ისეთ სიტყვას წააწყდით, რომელიც უნდა გაგვეწითლებინა და არ გავაწითლეთ, ანდა ისეთს რომელიც არასწორად გავაწითლეთ და უცნობ სიტყვად მივიჩნიეთ.

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად შევიტანთ შესწორებას მოდელში! - ამაში კი თქვენი დახმარების იმედიც გვაქვს.

რა გვსურს ჩვენ:
ჩვენი მიზანი ქართულ ენაზე სრულყოფილი ანალიზატორის შექმნაა, რისი მიღწევაც მხოლოდ მორფოლოგიური ანალიზატორით შეუძლებელია.

მორფოლოგიურის გარდა სემანტიკური და სინტაქსური ანალიზატორია საჭირო, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ.

ასევე გვსურს ამოსაცვლელი სიის გაუმჯობესება და სხვა ფუნქციონალის დამატებაც, რომელსაც დროთა განმავლობაში ეტაპობრივად დავურთავთ მცდარ-ბეჭდილ-მძებნის ძრავს.

ვინ ვართ ჩვენ:
„მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ ქართული ენის მოყვარულმა ენთუზიასტების ჯგუფმა შექმნა, რომლებიც ჩვენს თავს „მცდარბეჭდილის საძმოს“ ვუწოდებთ.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ გვეწვიოთ ფეისბუქ-გვერდზე: მცდარბეჭდილის საძმო, ან მოგვწეროთ e-mail-ზე: info@spellchecker.ge.

ბმული:
* http://spellchecker.ge/
* https://www.facebook.com/groups/455688128924428
* https://www.facebook.com/linguistuss

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ვახტანგ ელერდაშვილი Empty
PostSubject: Re: ვახტანგ ელერდაშვილი   ვახტანგ ელერდაშვილი Empty

Back to top Go down
 
ვახტანგ ელერდაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: