| | ბორენა ჯაჭვლიანი | |
| Author | Message |
---|
ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: ბორენა ჯაჭვლიანი Wed Aug 05, 2009 11:03 am | |
|  Borena Jachvliani *** შენ აღარაფერი გქონდა სათქმელი და წახვედი. მე კი აქ დავრჩი. როგორც მდინარის ორი ნაპირი_ განუწყვეტლივ ვლაპარაკობთ მე და ტკივილი.ბორენა ჯაჭვლიანი პოეტი დაიბადა 3 თებერვალს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. წიგნები: * დღეების ხეივანი : ლექსები / რედ. ლ. თურბანდიშვილი ; მხატვ. ი. ფარჯიანი. - თბ. : მერანი, 1984. - 64 გვ. ; 17 სმ.. - 3000 ც. * რა დამრჭა შენგან : [ლექსები] / რედ. ლ. სტვილია ; მხატვ. გ. ღლონტი. - თბ. : ნაკადული, 1990. - 52 გვ. ; 16 სმ.. - 2000 ც. ბმულები: * http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ჯაჭვლიანი%20ბორენა | |
|  | | bao Into Armury


 Number of posts : 384 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Wed Aug 05, 2009 4:02 pm | |
| ბორენ ჯაჭვლიანი *** უცქირე ქარებს, გაფრენილ ყვავის ავი ყრანტალით გული გაიპე... სთქვი, მწუხარებავ, მომყვები საით, შენ ამ ცრემლებში გზას ვერ გაიკვლევ. ჩამონგრეულა სულის ტაძარი. ვის მივადგებით, ვინ შეგვიფარებს. შემოგვეყრება თვალზე ნაცარი, ვეღარც სიხარულს გავუღებთ კარებს. სიცოცხლე მაინც დარდად ქცეულა, ჩვენი ხვედრია ჯვარი და ყულფი. ნუ ეძებ ვარსკვლავს. ცას დამჩნეული ის თვალებია მომაკვდავ უფლის. ::: ძალიან მიყვარდა ბორენა აქ დავდე მისდამი მიძღვნილი ლექსი, სიცოცხლეშივე ადრე, ადრე, მიძღვნილი თემაში "პოეტი პოეტზე". | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Wed Aug 05, 2009 7:50 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი *** გათენდა და ვხედავ - თოვლი მოსულა! ისეთი სიჩუმეა ირგვლივ, თითქოს დედამიწა შეყვარებულის ბარათს კითხულობდეს. ::: *** ”რისთვის, რისთვის, ამდენი ტანჯვა, ამდენი ცრემლები?!” გაიფიქრა და ფანჯარასთან მივიდა. ის უყურებდა: ქუჩაში ხეები უკანასკნელ ფოთლებს როგორ ეთხოვებოდნენ.  | |
|  | | მინდია Into Armury


 Number of posts : 168 Age : 35 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Wed Aug 05, 2009 10:56 pm | |
| მონოლოგები
ისე დიდიხანია გელი,- რომ მოკვდა მოლოდინი... რომელიღაც უნდა მომკვდარიყო ჩვენს შორის... მე გადამარჩინა შენმა სიყვარულმა.
მომეცი, ღმერთო,ძალა, რომ მის გვერდით ამოვისუნთქო! შენ მაინც იცი- ჩემი მარტოობის უდაბნოზე რა ყვავილად ამოიზრდება ის წამი.
შენ მთვარის შუქი ხარ, მე კი ბალახის ჩრდილი... როგორ მიპოვი, როგორ დამინახავ ერთთავად გაბრწყინებული, შორეული და ზვიადი?.. როგორ შეამჩნევ- წვეთებს ბალახის ჩრდილზე?
არ დაიჩოქებს ჩემი ფიქრი შენს აჩრდილთან, არც ქვაფენილზე დაცემული ფოთოლი აჰყვება ქარის ალერსს... ორივ დაღლილი სულივით მიიცვალა,გაზაფხულო,შენს ლოდინში. | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Tue Jul 03, 2012 2:23 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი არ მინდა არ მინდა ამ ლექსს გამოჰყვეს სევდა, სიხარულისთვის ვწერდი და ვრთავდი... ვწერდი და ვრთავდი, და მაინც, ვხედავ, ყოველ სიტყვიდან მოჟონავს დარდი. მიდიან... დღეებს ოქროცურვილი შემოვლებია შენზე ოცნება... კენჭივით ფსკერზე გდია სურვილი და ჩემი მხრები ლოდინით თბება. ეს სექტემბერიც გადავა მალე, ჩამოიღვრება თაფლივით დარდი და ნაღვლიანი ფერები თვალებს გაახსენებენ - როგორ მიყვარდი... | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Tue Jul 03, 2012 2:28 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი წერილიმე მოგწერ: როცა ზამთარი მობრუნდება და მკვდარი ხეები თოვლისგან გშობენ... ფიფქებად, ცრემლებად და თოვლის გუნდებად - მიუხვალ დეკემბერს, დაკარგულ მშობელს. მე მოგწერ: წინდები მაინც რომ წაგეღო, ქუდი ან ხელთათმანი, კაშნე ან ჯემპრი... რა ცივი ზამთარია, ცას უბე გაერღვა და მოდის ფიფქებად... "ნეტა, რას შვრები..." მე მოგწერ: სიყვარულს კვლავ ნუღარ დაუჯერებ, არა ღირს... თოვლია... ცრემლია ფარად... მშვიდობით, სამხრეთის ქარებმა დაუბერეს... მშვიდობით... მშვიდობით... მშვიდობით მარად.
Last edited by Admin on Mon Feb 03, 2020 10:26 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Tue Jul 03, 2012 2:31 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი
* * * გარდაცვალების შემდეგაც მეყვარები? დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ როგორ გაუჯდება ძვლებს შენი სიყვარული; მერე მიწად იქცევა და გაზაფხულობით ყვავილებს ამოიზრდის, და სიყვარულის ფერადი მინდვრებით მოიჩითება ყოველი გაზაფხული... გარდაცვალების მერეც მეყვარები. | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Mon Dec 19, 2016 8:33 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი ოთახიოთახი - მე რომ მიყვარს და ვცხოვრობ ოთახი - სადაც მოვკვდები ბოლოს. და ვიდრე მკვდარი შევხვდები ოთახს - ოთახი - სადაც ვხარობ და ვშფოთავ. ოთახი - სადაც ძვირფასი ქალი მე შემომცქერის პოეტის თვალით; ოთახი - ქარით ნალეწი ფრთებით, ოთახი - სადაც მცივა და ვთბები; ოთახი - ჩემი ცხოვრების გემი, ოთახი - საცსე ფიქრით და წლებით; ოთახი - რომლის დაღარულ მკერდზე თავს ჩამოვდებ და სიმშვიდეს ვეძებ; ოთახი - იქნებ სიცოცხლის სუნთქვა ოთახი - ვრცელი სამყარო სულმთლად; ოთახი - ოდენ მტკივანი სულით ვწერ ლექსებს, ვხატავ, ვიოკებ სურვილს; ოთახი - ჩემი მუსიკის სახლი, ოთახი - სცენა, ოთახი - თაღი, სადაც ათასი მეფე და პრინცი მიყვარდა... მიყვარს... დავკარგე... მიცდის...  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Mon Dec 19, 2016 8:39 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი შეშლილის რექვიემიმე სიყვარულით სული დავღალე და ახლა მხოლოდ სიზმრებს ვენდობი. ნუ დამიბრუნებთ გაცემულ ვალებს, ნუ გეჩქარებათ მითხრათ შენდობა. სადღაც ნათდება ცა განთიადის და ნაწვიმარი მიწა ბოლდება, თითქოს ახლოა რაღაც დიადი, რაღაც დიადი თითქოს მშორდება. წამოიმართა ყველა ტკივილი, რაც დასაბამით ასტკივებიათ. დარდი მოცურავს ჩემსკენ ტივივით, დღეები თითქოს თეთრი ქვებია. ნუ გეფიქრებათ, სიტყვით მოკლული ისევ სიტყვებში შვებას დაეძებს, როცა დაღლილი ეშვება სული და ფოთოლივით შრება ჰაერზე. თითქოს სიზმრიდან გამოდის ბავშვი, სულიც იმგვარად მიემართება, მიემართება წამებით ქარში და საუკუნოდ ზეცას ბარდება. რად გავიხსენო მშვიდი დღეები? და თუ მახსოვან, უნდა დავმარხო, როცა სიგიჟე სხეულს შეება, ვით დრო და ჟამი გრძნეულ სამარხებს. აქ აღარავინ აღარ დამხვდება, გაქურდულია ჩემი ედემი და ზეთისხილის ბაღიც გახმება ცრუ სიყვარულით, ცრუ იმედებით. შორი ფიქრებით მხრები დამძიმდა... ჩხავის ყორანი: `აღარასოდეს!” გამომაძევეს თითქოს ტაძრიდან, ასე ინება _ აღარ მახსოვდეს. მე კი, სიგიჟის ფოთლებდაყრილი, შიშველი სულით ქარში ვკვდებოდი, არც გაზაფხული, აღარც აპრილი და არსაიდან შუქი შემოდის. რა სიმართლეა ბოლო ნაბიჯში, ბოლო სიტყვაში, ბოლო მზერაში. ერთი სიცოცხლით უკვე დავიწვი და სიყვარულის ცრემლი შემაშრა. თვალებს აწყდება დღე ელდასავით, ჩემი ყვავილის ტოტებიც ხმება. მზე მიუყვება უკვე დასავალს და სული კვდება... სხეულიც კვდება...  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Mon Feb 03, 2020 9:34 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი სიზმრიდან გამოყოლილი სიყვარული ასე არ იწყება! ასე მთავრდება სიყვარული! თთქოოს ნისლში გარბიხარ, გზა კი არსაით ჩანს, არც საგნები, არც ქალაქები, არც ქუჩები ჩანან. მხოლოდ სურვილია თვალებში - გაქცევის, დამალვის, გადაკარგვის, რადგან გჯერა - მზე აღარ ამოვა! ამ ნისლის ტბორში ვერ გამოაღწევს და შენც, სადღაც, გზის დასასრულს, ყვავილივით მუხლი მოგეკეცება, ჩაიხრები, ჩახმები, ჩაიმტვრევი. | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Mon Feb 03, 2020 9:35 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი *** სულ ასე ხომ არ იქნება?! სადრაც ხომ მაინც დადგება გაზაფხული და ნიავი შენამდეც მოიტანს მის საამო სურნელს განთიადისას. ვიდრე მზე ამობრძანდება, ჩიტების ჟირიამული თექვსმეტი წლის გოგონასავით ისე წამოგაგდებს ლოგინიდან, გაიშლებიან ყვავილები და მათი მზერით გაბრუებული პეპლები, მთვარეულივით მოეფინებიან მინდვრებს... აბა, სულ ასე ხომ არ იქნება _ საკანში გამომწყვდეული პატიმარივით შორიდან რომ გასცქერი ცხოვრებას და ნაბიჯი თუკი გადადგი, თუ მოინდომე ახლოს მისვლა, თითქოს მკვდარ ქალაქში შესულხარ, ისე გაქვავდება ირგვლივ ყოველი... არ ვიცი,მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება?! | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Mon Feb 03, 2020 9:36 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი *** სულ მეჩვენება, რომ ერთხელაც, გოლგოთიდან დაბრუნებული დამინახავ! ფეხის წვრებზე შემდგარი კი არ მოგეგეგბებეი, სადმე, გზის განაპირას, ეკლიან ბუჩქთან ქვას რომ ფეხს წამოჰკრავ, ის ქვა ვიქნები. უკვე იმდენი საუკუნეა გელოდები, რომ ჩემი სულის ნამსხვრევებით აივსო გზები... | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Mon Feb 03, 2020 9:37 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი დაფლული სევდა - საგნებზე დიდი და სგნებს ამოფარებული, თვალებზე დიდი და თვალებს ამოფარებული, სიტყვებზე დიდი და სიტყვებით გამხელილი - განა მიწაში დაიფლობა?! | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Mon Feb 03, 2020 9:38 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი *** ყველაზე მეტად ახლა მჭირდები: მზის სიყვარული რომ გამიცოცხლო, დაუბრუნო სულს სიმშვიდე. ფრთებს – სიმსუბუქე. რადგან ჭკნობაშეპარული ჩემი მზერა მიიცვალა. ყველაზე მეტად ახლა მჭირდები! გადმოდი ჯვრიდან, ან დამავიწყე, რომ ჯვარს გაგაკრეს, დამავიწყე სისასტიკე, რაც ქვეყნადაა... ჩამჭიდე ხელი და გზას გავუყვეთ. | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Mon Feb 03, 2020 9:54 pm | |
| ბორენა ჯაჭვლიანი POESIA GEORGIANA Saggio di Ivane Amirkhanashvili Borena Jachvliani, poetessa dalle ali distrutte, ispirata dallo spirito del dolore e perciò profonda conoscitrice della bellezza della vita, percepiva intuitivamente il mistero dell’esistenza. La poesia era la sua casa e il suo rifugio. Avrebbe potuto acquistare la popolarità, ma preferiva stare nell’ombra. Superava molti per talento e per gusto, ma non si proponeva di gareggiare con altri: gareggiava con sé stessa, lottava con il proprio io, passava la vita nell’autoflagellazione, anche se avrebbe potuto allevare dentro di sé una regina. Ha terminato, come un sogno amaro, la sua vita che meritava di essere molto più lunga e bella. Stanca di sogni e di versi, si lasciò sfuggire la felicità, la quale le passò davanti, come la nave notturna il Rex, in un famoso film di Fellini. Amava molto questa immagine, ritenendola desunta dai tesori di alti valori umani che rendono più facile l’esistenza terrena. Scriveva poco e pubblicava ancora meno. Era troppo esigente con sé stessa e con gli altri. Era una conoscitrice del verso, una letterata di alto gusto. Valutava la poesia con criteri severissimi. Ha lasciato poca eredità, ma quel poco è un modello di vera creatività e di responsabilità nei confronti della letteratura. * https://lombradelleparole.wordpress.com/tag/borena-jachvliani/ | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი Sat Oct 31, 2020 9:46 pm | |
| ქეთრინ ბაიერი ‒ თარგმნა ბორენა ჯაჭვლიანმა ჩემი ცხოვრება სულაც არა ჰგავს პოეტისას, როგორადაც წარმომედგინა, როცა პირველად დავიწყე ლექსების წერა. ვცხოვრობ ერთ მაღალმთიან ქალაქში, სადაც, არც ღია კაფეებია და არც ლიტერატურული ან საზოგადო ცხოვრება ჩქეფს. ვასწავლი სტუდენტებს, რომლებიც, არა მგონია, ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი პოეზიით. მყავს მეუღლე, ისიც ლიტერატურას ასწავლის უგულო სტუდენტებს. მყავს 13 წლის ქალიშვილი, რომელმაც თავისი პირველი ლექსები ადრეულ ასაკში დაწერა, ახლა კი პოეზიაზე ფიქრიც არ უნდა. ჩემი ცხოვრება ჩემს ოჯახებს დასტრიალებს, ორივეს, აქ და სამხრეთ ჯორჯიაში, სადაც დავიბადე. გასეირნება ყანაში ზაფხულის სიო მიმიძღვება ბაღის ბოლოსკენ, სადაც თავთავებს მზე უპყრიათ მწვანე ხელებით, და მეძახიან ეს ხელები, და ვიხრები გრილ სიმშვიდეში... შორიდან მესმის მარცვლის ჩურჩული: ჩემთან მოდი, ჩემთან მოდიო!‒ მომლოდინეა მათი სუნთქვაც, მათი სხეულიც. ფრთხილად ვაბიჯებ თავთავებს შორის, და მახსენდება პაპაჩემის პაწია ფერმა იქ, შორეულ ჯორჯიაში, შუა ზაფხულში... ყანა ლივლივებს, აღარ ჩანან არც ღობეები, არც თამაშით დაქანცული ბიძაშვილები, და მე მარტო ვარ, ქვეყნიერება სადღაც დარჩა, მთელი სამყარო მოხაზულია თავთავების სასახლეებით, მოკირწყლული ‒ მარცვლის ქუჩებით, მე კი ლამაზი, თავაღერილი ხორბლის სამეფოს ნაზი ქალწული,‒ დავფარფატებ ამ სურნელით გაბრუებული. თითქოს სიყვარულს ვნებდებოდი, იმგვარად ძგერდა ჩემი გული ყანის სიღრმეში, და ვერ ვამჩნევდი უცაბედად მოქუფრულ ზეცას, ელვის მაკრატელს ‒ ულმობელად გზას რომ მიჭრიდა; მე არ მესმოდა ჩემი კბილა, ბიძაშვილების წკრიალა ხმები და არც ბებიას ტკბილი ძახილი,‒ როგორც ზარების გაბმული ხმობა. ო, რა მშვიდად ვიკარგებოდი ყანის სიღრმეში, სადაც, შემეძლო თავთავებთან ერთად მემღერა, მემღერა დიდხანს, ხმის ჩაწყვეტამდე, მაშინ ყოველი მარცვლის სული ამ სიმღერისთვის მაქეზებდა. და სამყაროც თავად იყო ჩემი სიმღერა, მე ვიზრდებოდი მარცვლის სხეულში და ჩვენ ვმღეროდით. ჩემი ლამაზი ბებია როცა გარდაიცვალა ‒ ის იყო შიმშილისგან გალეული, დაუძლურებული მოხუცი, თითებდაჩხვლეტილი შავი ხელებით, რომელთაც აღარ ეტყობოდათ ადრინდელი სინაზის კვალი. სიკვდილის წინ, უკანასკნელად აიღო ნემსი ვარდისფერი ყვავილების ამოსაქარგად და მათ ნაცვლად, ეკლის ღეროებსღა ბლანდავდა, შემაზრზენს და უსახურს. მას უნდოდა წასვლა ამქვეყნიდან. და აღარავის უსმენდა. ჩამავალ მზეს ეპოტინებოდა გამხდარი ხელებით, რომ ჩაჰყოლოდა სამუდამოდ და დაესვენა. მიწას ჩასცქერდა თვალდაშრეტილი, იქით უნდოდა, იმის წიაღში, თითქოს წარსული ეძახოდა და მიიწევდა. ჯორჯიაში ახლაც ახსოვთ მისი სიტურფე, ახლად გაშლილი ყვავილივით უზადო სახე, მისი კაბის მაქმანები ისრუტავდნენ თვალებადქცეულ ყმაწვილკაცთა მომნუსხველ მზერას... და იხსენებენ ‒ მიწას ფეხს კი არ აკარებდაო, ნისლივით უხმოდ დასრიალებდა, მისი სიცილი ჰგავდა იოდელს‒ ტიროლელების სიმღერების უძველეს ჰანგებს. ზმანებას ჰგავდა მისი ცხოვრება და როცა ქალწულს შეუყვარდა ჭაბუკი კაცი, თურმე, წერილებს ქუდების ყუთში ინახავდა. დიდი ხნის მერე მე გავხსენი ის ძველი ყუთი, და გაცრეცილ ქაღალდის გულზე ამოვიკითხე: „ძვირფასო, ვითვლი წამებს, როცა ჩვენ შევვუღლდებით!“ გარდასული ხსოვნის ფურცლები, სადღაც გამქრალი წარსულის ჩონჩხი, თითქოს თაგვებს ამოეჭამოთ სიტყვების აზრი. წლები გავიდა, და როგორც ხდება, მერე ისიც გადაივიწყეს. მე მოვევლინე ახლა ქალაქს იმის სანაცვლოდ, მე, რომელსაც წლები დამჭირდა გამოვქცეოდი იმ პატარა ჯორჯიის ქალაქს, სადაც ცხოვრობდა მშვენიერი ჩემი ბებია. („ცისკარი“, 1991, N8) | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ბორენა ჯაჭვლიანი  | |
| |
|  | | | ბორენა ჯაჭვლიანი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|