| | მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური | |
| |
Author | Message |
---|
Sopio Japaridze Way at Armury


 Number of posts : 36 Age : 43 Location : თბილისი Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო... Registration date : 04.08.09
 | Subject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური Thu Aug 06, 2009 2:05 pm | |
| * * *
რა იქნებოდა პირისპირ შევყროდით ერთურთს არღუნთან. ან ერთად დავღამდებოდით, ან ვითენებდით ახუნთან. ერთმანეთს ავცდით... ეს ბედი რატომ და რისთვის გვაწვალებს. გული ლექსებით ნაფეთი როგორ ჩავტიო საძვალეს? | |
|  | | მხოლოდ მთებშია თვისუფლება Front of Armury


 Number of posts : 77 Age : 30 Location : შენქალაქი Job/hobbies : მთა, პოეზია Registration date : 25.10.11
 | Subject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური Tue Nov 15, 2011 4:24 pm | |
|
მე და შატილი
როს რუსთაველზე შენ და აპრილი დადიხართ ერთად და უხმობთ მთიებს, ლოცვად გიგზავნით მე და შატილი ფხოვის მთებიდან ლურჯთვალა იებს.
როცა აპრილის წვიმები მოვლენ და მომიტანენ ძვირფას ბარათებს, მე შენი თბილი თვალები მომკვლენ, დაეღვენთება მთვარე ქარაფებს.
როცა ჩაიცვამ ტანზე გაზაფხულს, ცად არ ივლიან რუხი ღრუბლები, მე გავლაღდები... დღეს კი არაგვზე აღარ ლაღობენ მოლაღურები.
როს რუსთაველზე შენ და აპრილი დადიხართ ერთად და ცა არ ტირის, შენს თბილ თვალებზე და ნაზ ღიმილზე ვყვებით, ვსაუბრობთ მე და შატილი.
| |
|  | | მხოლოდ მთებშია თვისუფლება Front of Armury


 Number of posts : 77 Age : 30 Location : შენქალაქი Job/hobbies : მთა, პოეზია Registration date : 25.10.11
 | Subject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური Tue Nov 15, 2011 4:24 pm | |
|
ჩამოიყეფეს მთებზე ქარებმა
ჩამოიყეფეს მთებზე ქარებმა და ქარაფიდან გაქანდა მთვარე. რიჟრაჟზე ზეცა იყო მწუხარე, უფლის კარებთან ცა მგლოვიარე. ჩამოიარეს მღვრიე ტალღებმა, მამის თვალებში დაიმსხვრა მთვარე. მარტო ხარ, აბა რა გებალღება, გზები აღმართზე ამოამთავრე...
ისევ შენი ჩურჩული
ისევ შენი ჩურჩული და ამბორი ბაგეთა, ვწევარ მზით გარუჯული ვლოცავ ციხის ამგეთა. მესიზმრე და იანვრის თეთრი ღამე ილევა. მთვარე ჩავა ალაზნის ქარი გადაირევა ეხ, გირევთან ჯანღები ალბათ ისევ ირევა შენი ქუმელაურთას მწყემსი, მონადირე ვარ.
| |
|  | | მხოლოდ მთებშია თვისუფლება Front of Armury


 Number of posts : 77 Age : 30 Location : შენქალაქი Job/hobbies : მთა, პოეზია Registration date : 25.10.11
 | Subject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური Tue Nov 15, 2011 4:25 pm | |
|
ტრისტანმახაურს, მიხეილღანიშაშვილს, სევარიონნადირაძეს,
ზურაბ ჯაფარიძეს, მანანა გოდერძაულს, გოდერძი არაბულსა და სხვა პოეტებს _________________________________ როგორც მგელი დაჭრილი ზამთრის დღეებს უყმუის სული _ მთათა ფირალი, გული _ მწირი აულის. მთვარე სანისლეთშია, როგორც ციხე მიზუის. ნუ იქნება ეს სრბოლა ჩემგან დანაშაული. თქვენ ქალაქის ხმაურით ალბათ გადაიღალეთ, მე კი თქვენთვის ლოდინმა და სიჩუმემ დამლია. ეს წუხილიც თენების ლექსად ჩამოვახველე, ირგვლივ მთელი სამზეო მტვერია და კვამლია. დაგთმეთ... თბილისის ქუჩებს უხმოდ დავემშვიდობე, მწუხრის ღამე ეხურა სულს _ კენტობის მაყრიონს... წავედი და მამულ-წყლის გადარჩენა ვინდომე, ლექსს სტკიოდა ფხოვის ცა, როგორც სისხლი ბახტრიონს. დაგთმეთ... თანამოძმენო, ლექსი არ დააბეროთ (არაგვივით დიოდნენ თქვენთან პწკართა მილები), გუროს მთებში მზეს ჩაჰყვა თოვლის დიდი ლანქერი, მელხისტიდან მოდიან ცაზე ცეცხლის ღილები. გათენდება, ალიონს ლოცვით მივეგებები, სულში მონატრებაა, ცაში ნისლის რამლია. თქვენ ქალაქის ხმაურში ალბათ ისევ “ვეფხდებით”, მე კი ამ სიმარტოვემ _ უთქვენობამ დამლია. მივატოვე ქალაქის და არმაზის დღეები, როგორც სხვავის ჭალებზე მოფენილი აული. სული ჩემი ფხოვეთის ვარსკვლავებმა დანაღმეს ნუ იქნება ეს წასვლა ჩემგან დანაშაული. ვიცი ღამე მთაწმინდის ფანტელს როგორ ჩამოჰყრის, ვიცი როგორ ტირიან ტანშიშველი ხეები, მაგრამ აქაც ლაღობენ ლურჯი საჯიხვეები, ვაგლახ, გულს ვერ შველოდნენ მანდ დამავალ მზეები. თუმცა ბევრჯერ გავტეხეთ ღამე _ ლექსის ხმიადი, გვახსოვს შორს მწვერვალების უნაზესი ამბორი. გული ფოლადისაა, კვლავაც ავხმიანდებით, თუ იქნება კრწანისი, თუ იქნება შამქორი. სად ხართ, ძმებო, მგოსნებო, ცას სად უმზერთ ხელებით, იქნებ ზედაზნის მთაზე მზეს ეხებით ხელებით, დგანან აქ შემოდგომის ფერშეცვილი დღეები და მაყრაინ ხმელ ფოთლებს გაცრეცილი ხეები. სული _ ცეცხლის ლამპარი, ლექსად ამონთებული არ ისვენებს... ქალაქის სიშორე და რამლია. როცა დაიბურება რუხი ღრუბლით ტებულო, გიხმობთ, მაგრამ არ ჩანხართ, უთქვენობამ დამლია.
| |
|  | | მხოლოდ მთებშია თვისუფლება Front of Armury


 Number of posts : 77 Age : 30 Location : შენქალაქი Job/hobbies : მთა, პოეზია Registration date : 25.10.11
 | Subject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური Tue Nov 15, 2011 4:27 pm | |
|
ამ მთებში როგორ ვიქნები...
ამ მთებში როგორ ვიქნები... თოვს... მარტოობა მეძნელა, აღარც დუმაცხო _ თბილისი, აღარც შენ, ჩემო ენძელა... შორსა ხარ, მოგონებებში კელაპტარივით ილევი, ხან თვალებს შემომანათებს ცა _ სევდით ნამტირალევი, თეთრი არაგვის ნაპირი ლუთხუბის გზებით მთავრდება და სული _ ფხოვის აპრილი ლექსებად ამოავდრდება, შენი ალალი ღიმილი როდესაც გამახსენდება, მთვარეს ჩამოვგლეჯ ღილივით, სულში კვლავ ლურჯად თენდება. აქ მთათა მარტოობაა, მრუმე საწუთროს დილემი, ცას ლოკვენ ხეთა რტოები, ყვირის ქორბუდა ირემი. შენ როგორა ხარ, ქალშავავ, ჩვენები ხომ არ გხვდებიან? მზით დაღალული დღეები თქვენს მოლოდინში კვდებიან.
| |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური  | |
| |
|  | | | მურღვა არდოტელი - ნიკო ზვიადაური | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|