Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: თედო ბექიშვილი Sun Aug 02, 2009 1:14 pm
Tedo Bekishvili
თედო ბექიშვილი პოეტი
დაიბადა 1841 წლის 22 ივნისს, დუსეთის რაიონის სოფელ ნაღვარევში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში", "წიგნის სახლში", გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოს" პოეზიის განყოფილების გამგედ. 1982 წლიდან ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორის მოადგილედ. პირველი ლექსები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოცემა "პირველ სხივში". ლექსების გარდა, ლიტერატურულ პრესაში მუდმივად აქვეყნებდა სტატიებს. თარგმნიდა უცხოურ პოეზიას. მისი ლექსები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ ენაზე. გარდაიცვალა 1993 წლის 27 სექტემბერს, 52 წლისა.
წიგნები: * დილიდან დაღამებამდის : ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 408გვ. * მძიმე წელიწადი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 167გვ. * გაზაფხულიდან შემოდგომამდე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 111გვ.
*** ნისლო,მთით გადმომავალო, რა ამბავ მოგაქვ, ნეტაი? რასა იქმს ჩემი დაღლილი, ჩემი მწუხარე დედაი?
ხომ არ ჩაკეტა ნამქერმა გზა-ვიწროები სავალი? კვამლი თუ ადის ერდოზე, ისევ თუ ყივის მამალი?
ნისლო,მთით გადმომავალო, რა ამბავს მეტყვი,ნეტაი? რასა იქმს ჩემი მწუხარე, ჩემი ბეჩავი დედაი?
Guest Guest
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Aug 02, 2009 8:53 pm
მე ნამყოფი ვარ თედო ბექიშვილის ულამაზეს ეზოში - ზვიად რატიანმა და იმისმა მეუღლემ, თედოს ქალიშვილმა დაგვპატიჟეს იქ თედოს წლისთავზე. ჯარჯი ფხოველიც იყო, ბაღათერ არაბული, გივი ალხაზიშვილიც და კიდევ სხვა მწერლები... სამოთხეში გეგონებოდა თავი, ისეთი ეზო-ყურე ჰქონია თედოს... ეჰ... ნაადრევად წაგვივიდა თედო...
ამ ლექსზე სიმღერა აქვს დაწერილი თეონა ქუმსიაშვილს და თავადვე მღერის, ისე მღერის, რო... მეტი აღარ იქნება...
თეონა ქუმსიაშვილი - ნისლო
ვაჟა ხორნაული Into Armury
Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Aug 02, 2009 9:09 pm
ბობო wrote:
მე ნამყოფი ვარ თედო ბექიშვილის ულამაზეს ეზოში - ზვიად რატიანმა და იმისმა მეუღლემ, თედოს ქალიშვილმა დაგვპატიჟეს იქ თედოს წლისთავზე. ჯარჯი ფხოველიც იყო, ბაღათერ არაბული, გივი ალხაზიშვილიც და კიდევ სხვა მწერლები... სამოთხეში გეგონებოდა თავი, ისეთი ეზო-ყურე ჰქონია თედოს... ეჰ... ნაადრევად წაგვივიდა თედო...
ამ ლექსზე სიმღერა აქვს დაწერილი თეონა ქუმსიაშვილს და თავადვე მღერის, ისე მღერის, რო... მეტი აღარ იქნება...
იმ უმშვენიერეს ეზო-ყურეში მეცა ვარ ნამყოფი ორჯერ: ერთხელ ლხინის დღე იყო,მეორედ_ჭირისა...თედოს ვემშვიდობებოდით სამუდამოდ... ჯარჯი ფხოველის ხსენებაზე გამახსენდა:ღირსია ეს პოეტი(საოცრად თავისებური) ”პოეტების ქვეყანაში” გამოჩენისა.
Tabagari Tea Into Armury
Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Tue Aug 04, 2009 11:00 pm
ვეძებდი თეონას ამ სიმღერას ინტერნეტში, მგრამ ვერ ვიპოვე
ვაჟა ხორნაული Into Armury
Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Wed Aug 05, 2009 9:00 am
Tedo Bekishvili
მეგობარ პოეტს ----------------------------
თავფეხშიშველი დავდივარ, ცოლს არ მიცვია კაბაო... ვაჟა-ფშაველა
ჭკუა ხომ როგორ უჭრიდა, როგორ უჭრიდა მაჯაც, მაინც,ეტყობ,უჭირდა იმ სულცხონებულ ვაჟას.
სხვა დრო იყოო,იტყვიან, დაგიბრუნებენ ხურდას. ვინც ამას იტყვის ბრიყვია: კაცს კაცურს უჭირს მუდამ.
თორემ რა ისე ძნელია თავის სტომაქის მოვლა, სული თუ გამოგელია, კი,დააგროვებ დოვლათს.
რამდენი ვიცით უჯიშო, ვინც ცოდვის კუზი ზიდა... აწ გვიანია,ნუ შიშობ, ჩვენი გადასვლა გზიდან.
შეკრული არის კამარა, სხვას ვეწირებით ვარამს: ორიოდ ლექსის ამარა მივალთ სამარის კარად!
მინდია Into Armury
Number of posts : 168 Age : 35 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Wed Aug 05, 2009 11:12 pm
საუბარი გარდაცვლილ მეგობართან გოგი კვირკველიას ხსოვნას
ქენჯნის მტანჯველი გრძნობა არ მტოვებს სულ ყოველთვის, როცა გიხსენებ. თუ ვჭამ _ ლუკმა ყელზე მადგება. თუ ვსვამ _ უცებ სუნთქვა მეკვრება. თუ ვიცინი _ ღიმილი მეყინება. თუ ვსაუბრობ _ სიტყვა მიწყდება.
შემინდე, მეც რომ მანდ არა ვარ. შემინდე, როცა მეცოდები. შემინდე, როცა არ მახსოვხარ, როცა ჭიქას თავს არ წავუქცევ... მხოლოდ ცოცხლებს გვინდა შენდობა, მხოლოდ ჩვენ, ვისაც ცხოვრების გზებზე მრავალი ცოდვა ჩაგვსაფრებია, ვინც ჩალურჯებულ მუხლისთავებით უნდა გავლიოთ ჩვენი წილი გზა.
ისევ შენ უნდა გთხოვო შენდობა. ცოცხლები აბა რას შეგვინდობენ? არავინ, თითქოს პირი შევკარით, თითქოს ერთმანეთს ჯიბრში ვუდგავართ და თვალიც თითქოს იმიტომ გვიჭრის, რომ ერთმანეთის ნაკლი ვეძებოთ. არ გამოგვრჩება არაფერი, სულ მისხალ-მისხალ გვაქვს აწონილი ერთმანეთის ფიქრი და საქმე. რასაც ვერ ვხედავთ _ ვვარაუდობთ, განაჩენი მაინც გამოგვაქვს. შენც ხომ გახსოვს აქაური ყველა ამბავი, დავიწყებული არ გექნება, ჩემს ხვეწნასაც _ ‘შემინდე მეთქი~, ვიცი, აუგად არ გამიგებ_ მიმტევებელი შენი ღიმილი ჩემს ხსოვნაში ჯერ არ ჩამქრალა...
ამქვეყნად მოსულს ზოგს საქმე რჩება, ზოგს _ ცოლ-შვილი, ზოგს კი ცოდვები. შენგან დარჩა მხოლოდ ღიმილი, სუფთა, ნათელი, მიმტევებელი. მაგ ღიმილისთვის ღირდა, ძმაო, ამქვეყნად მოსვლა. შემინდე ისევ შენი ღიმილით და შესაშური უშურველობით. ჩემი ფიქრის მღვრიე მდინარე შენი ხსენებით კვლავ იწმინდება...
ადამიანი, ცოდვის წყაროზე მიდგმული კოკა, ნეტავ რითი განსპეტაკდება? ასე მგონია, შენ იცოდი ამის პასუხი, მაგრამ არავის გაგვიმხილე, ალბათ, ძალა არვის შეგვწევდა ამ დიდი ტვირთის აწევისა. დაგვიქნიე ხელი და წახველ, შეგვატოვე ამხელა ნაღველს, ამქვეყნიურ ცოდვა-მადლს და დავიდარაბას. ბრმა ბედისწერის არა მჯერა, ყველაფერი წესრიგით ხდება. ვინ ცოცხლობს და ვინ ცოცხლად კვდება... შენ დაგიბერა ქარმა უეცრად, რომ არ გეცქირა უნიათოდ როგორა ხრჩოლავს ბევრის სანთელი...
მიიბრუნე პირი და წახველ, შეგვატოვე ცრემლსა და ნაღველს, ფიქრს და ჯახირს დაუსრულებელს წასასვლელთ და წასულთა გამო...
მანდ როცა მოვალ... მაგრამ მანამ... ძნელია მანამ... მანამ შემინდე, შემინდე, რომ ისევ აქა ვარ, შემინდე, როცა უფრო ბედნიერი მგონიხარ, შემინდე, როცა მეცოდები, შემინდე, როცა არ მახსოვხარ..
მინდია Into Armury
Number of posts : 168 Age : 35 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Wed Aug 05, 2009 11:14 pm
მივაშრიალებ ქვიშას და სილას შEნს ნაფეხურბეს დაეძებს თვალი წუხელის ზღვიდან ზღვა გამოსულა და წაუშლია ძვირფასი კვალი
ახლა მარტო ვარ ზღვასთან და ქართან ერთად ვიყავით ჯერ კიდევ გუშინ მაგრამ რა წაშლის სიკვდილის გარდა იმ კვალს,რომელსაც მიტოვებ გულში!
მინდია Into Armury
Number of posts : 168 Age : 35 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Wed Aug 05, 2009 11:17 pm
(..შრიალებს ჩემი არაგვი)
შრიალებს ჩემი არაგვი, ჩემი ძმა დაუძინარი. მიდის, სულ მიდის... ნეტა მას, მიდის და მაინც შინ არი...
მინდია Into Armury
Number of posts : 168 Age : 35 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Wed Aug 05, 2009 11:20 pm
***
როგორ თოვს, ჩემო თეთრო დედილა, როგორი თეთრი ფიფქები გფარავს! როგორი მძიმე და ჩახერგილი ზამთარი მალე მოგადგა კარად.
თარეშობს ქარი და ქარბორბალა. ზიხარ მოწყენით. ცოტაა საქმე. გადაუყარე ჩიტებს ხორბალი და ერეკები საბძელში ქათმებს.
დღეს მზესაც თეთრი სიცივე ფარავს, თოვამ ჩაკეტა სამზერი არე. ამაოდ გასცქერ დათოვლილ შარას, არ შემოაღებს არავინ კარებს...
შინ შეხვალ, შენი სამოსის მსგავსი შემოდის ბინდი და ბინას ავსებს... მაგრამ სურათი მაღალი კაცის კვლავ ზეცასავით გახურავს თავზე.
Tekle
Number of posts : 8 Age : 28 Location : Tbilisi Job/hobbies : moscavle var :) Humor : ... Registration date : 29.09.09
Subject: თედო ბექიშვილი Tue Sep 29, 2009 8:38 pm
მთიულეთი ჯერ კიდევ შეგრჩა, მხარევ ბებერო, რაღაც მართალი და გულუბრყვილო, მინდა, მოვიდე და მოგეფერო და სული ფრთხილად გადავუბერო დროს, მტვერივით რომ ნელა გედება.
მინდა ქალაქის სიცხით გათანგულს გრილო დამხურონ შენმა მუხებმა. მოვედი ახლა, უხმოდ ვდგავარ და ვგრძნობ, ჩემი ჩრდილიც გეხამუშება...
რა უნდა გითხრა, როგორ გიამბო! ნათქვამი სათქმელს მაინც არა ჰგავს; აი, არაგვი, მთებს ხომ მიაოპბს და მაინც აქვე რჩება არაგვად...
და მეც ასევე... მხარევ ბებერო, მხარევ მართალო და გულუბრყვილო, მოვედი ახლა, რომ მოგეფერო და სული ფრთხილად გადავუბერო დროს, მტვერივით რომ ნელა გედება.
Tekle
Number of posts : 8 Age : 28 Location : Tbilisi Job/hobbies : moscavle var :) Humor : ... Registration date : 29.09.09
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sat Oct 17, 2009 7:59 pm
ალოე დგას ფანჯარაზე მწარე ყვავილი, ალოე, მწარე, მკაცრი ყვავილი. და მუდამ, როცა აქეთ ჩავივლი, ამოღებული იგი ხმალივით - ულმობლად ბასრავს ჩემს ქურდულ მზერას, თითქოს რაიმე იცის და მიხვდა... მაგრამ მე მაინც ჯიუტად, მალვით, ვცდილობ ეგების შევავლო თვალი გოგოს, რომ ცხოვრობს ამ ფანჯრის მიღმა...
Tekle
Number of posts : 8 Age : 28 Location : Tbilisi Job/hobbies : moscavle var :) Humor : ... Registration date : 29.09.09
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sat Oct 17, 2009 8:00 pm
ძმა ვიგონებ სიმშვიდეს. ვიგონებ სიხარულს. ბედნიერებასაც ვიგონებ ხანდახან... ხოლო ტკივილის მოგონება არა მჭირდება. იგი არსებობს ბუნებრივად, მოუგონებლად. თანამდევს მუდამ და ჩემს ცხოვრებას - როგორც ხეობას მდინარის დენა- ავსებს სიფხიზლით... ის ძმაა ჩემი.
Tekle
Number of posts : 8 Age : 28 Location : Tbilisi Job/hobbies : moscavle var :) Humor : ... Registration date : 29.09.09
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sat Oct 17, 2009 8:04 pm
(...რა უბრალოა ყველაფერი, როგორ ნათელი)
რა უბრალოა ყველაფერი, როგორ ნათელი, მოცვივა დაბლა მოფარფატე თოვლის ფანტელი. ბაღებს და მინდვრებს ეფინება ნაზად და ლბილად, რაღაც სპეტაკი, იდუმალი თენდება დილა. გასცქერი თოვლს და რას უღიმი თვითონ არ იცი, საიდან მოდის, რად ფოფინობს გულში ხალისი? რა უამური ნაკვალევი წაშალა თოვლმა? ტყუილად ცდილობ გადათოვლილ ბილიკის პოვნას... გადაბარდნილი, დაზნექილი რტო აიხარა, თოვლი შრიალით ჩამოშლილი ძირს დაიყარა და ტოტთან ერთად თითქოს გულიც ქანაობს შვებით... ხოლო შორს ზვავთა მრისხანებით სავსეა მთები. მიაყურადებ, მთები ზარებს როგორ რეკავენ, მიეფერები ამაყებს და მოუდრეკავებს... მხოლოდღა ხსოვნაც იმა მთების-გულს ახალისებს: იქაურ საგზლით ჯერჯერობით მიხვალ ხვალისკენ. ვით მთები ზვავებს - შენ ცხოვრების ტალახს ირიდებ- ირგვლივ რომ უხვად, ჯილდოსავით ჩამოირიგეს... ჩამოდის თოვლი... ადის ფიქრი... ელავს ფანტელი... რა უბრალოა ყველაფერი, როგორც ნათელი!...
Tekle
Number of posts : 8 Age : 28 Location : Tbilisi Job/hobbies : moscavle var :) Humor : ... Registration date : 29.09.09
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sat Oct 17, 2009 11:31 pm
თედოს ლექსების კითხვა აარასდროს მომბეზრდება...
გაგა Into Armury
Number of posts : 146 Age : 110 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
Subject: Re: თედო ბექიშვილი Thu Oct 29, 2009 11:39 pm
მინაწერი შოთა არაბულის წიგნზე "მტრების წუთისფელი" (წიგნი, რომელიც შოთამ თედოს აჩუქა)
* * *
რაც იყოს-იყოს, მივართმევ ამ წიგნს ბექიშვილს თედოსა, სიყვარულითა ძმურითა - ძმას, - ქართველს, საიმედოსა!.. იქნება გადაშალოს და იქნება ჩაიხედოსა, იქნება მოხდეს ისეცა - წაკითხვად შაიბედოსა, ...იქნება დამწერისადა მადლის თქმაც გაიმეტოსა...
შოთა არაბული 8.VIII.86წ.
Tekle
Number of posts : 8 Age : 28 Location : Tbilisi Job/hobbies : moscavle var :) Humor : ... Registration date : 29.09.09
Subject: თედო ბექიშვილი Sat Oct 31, 2009 11:55 pm
ორი მდინარე I
"სამშობლო ჩემი - უსახელო გმირების მხარე... იმათი მხოლოდ საფლავი შემორჩა ხსოვნას!..
სულ ბოლოს - სამასნი იყვნენ.
თუმცა ძნელია ითქვას - "სულ ბოლოს" ... სულ ბოლოს რამდენი იქნება, არავინ იცის...
და მე ვამაყობ! ჩემს გულუბრყვილო სიამაყეს ვერავინ ვერ გააქილიკებს - ამ მთებზე დაქნილ ვიწრო ბილიკებს საწუთროს გზებზე ღირსეული გაჰყავდა ხალხი!
იმათ უხილავ სამსჯავროზე მოხვედრის შიში გამჯდარი მაქვს ზვალსა და რბილში...
იქედან, წმინდა მდინარის გარდა კამკამა ჰაერი ჩამიაქვს ქარებს.
მე იმ ქარების სურნელსაცა ვცნობ და მოდიდებულ მტკვრის ზვირთებში არაგვის ფერსაც...
(ხანდახან ვფიქრობ, გზაარეული შვილების ძებნად ხომ არ ჰგზავნიან მთები ამ ქარებს?)
მხარე, სხვათაგან გამორჩეული არ დაერქმევა ჩემს საარაგვოს... იქ, სხვათაშორის... ამ სიტყვასაც - "გამორჩეული" - სულ სხვაგვარი შინაარსი აქვს: გამორჩეულს ეზახიან უღირსს და უგვანს, რადგან ფიქრობენ - კაი ყმობა, კაი კაცობა ჩვეულებრივგად ყველას ვალია, ხოლო ვინც ყველას გზიდან გადუხვევს - გამორჩეულიც მხოლოდ ის არის.
აი, ასეთი, ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს ჩემს ხრიოკ მთებში. უცნაურია, ჯერ კიდევ ცხოვრობს! თუმცა საკმაოდ ჩამოივაკეს - გზისპირებზე, ჭალისპირებზე... ზოგიც ნისლივით გადაიკარგა შორ ტრამალებში...
მაგრამ ჯერ ცხოვრობს ჰაერივით შეუმჩნეველი, თავის ჩამოშლილ ციხეებით, სალოცავებით, ახოებით, ნაყარნარებით, სათიბებით, ხატის ტყეებით, დარდიანი, გზის გამცქერი ბერიკაცებით, გაქსუებული ახალგაზრდობით, შაბათ დილას ერთ ავტობუსში რომ ჩამოლაგდება, ხოლო კვირას იგივე ავტობუსში რომ ვეღარ ეტევა..."
......
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Mar 10, 2019 4:49 pm
თედო ბექიშვილი
აღარ თოვს
აღარ თოვს. უკვე იძრა ღრუბელი, ატყდა კვირტების ჩუმი ფაჩუნი. დუმხარ, არაფერს არ მეუბნები, ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?! ან ღივი მაღლა როგორ მიილტვის? რა სიზმარს ხედავს ვრცელი ნახნავი? ან გაწეწილი თეთრი ტირიფი მდინარეს მღერას როგორ ასწავლის? როგორ ამოდის აღმოსავლიდან მზე საოცარი და სხივნათელი? როგორ გადიქცა ტყემლის ყვავილად, ცად მოფარფატე თოვლის ფანტელი? ნუთუ არაფერს ნაღვლობს ბუნება? ნუთუ სულ ტანჯვა იყო წარსული? დუმხარ, არაფერს არ მეუბნები, ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Mar 10, 2019 4:51 pm
Caucasian House Published on Jan 26, 2011
თედო ბექიშვილის ლექსი; ნაწყვეტი ფილმიდან "ფშავი - ჩუმი სამყარო", კავკასიური სახლის სტუდია, 2010 წ.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Mar 10, 2019 5:07 pm
თედო ბექიშვილის 75 წლისთავი
Iberia TV Published on Jun 23, 2016 თედო ბექიშვილის 75 წლისთავზე მისი მეგობრები და ახლობლები პოეტის მშობლლიურ სოფელ ნაღვარევში შეიკრიბნენ
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Mar 10, 2019 5:09 pm
თედო ბექიშვილი
*** შენ გაგიმარჯოს, ჩემო იდალგო, შუბშემართულო, მახვილგაწვდილო! ნუ გეშინია, არ დაიდარდო – ხარ საყვარელი, ხარ სასაცილო! სავსეა შენით არათუ მიწა – სავსეა შენით მთელი სამყარო... ამგვარი დაგყვა იღბალი მიწყივ, უნდა გვატირო... ხან გვახარხარო... ამ გაზაფხულის მოწმენდილ ღამით შენ გამახსენდი, შენა გნატრულობ. ცვივა მიწაზე ვარსკვლავთა ნამი – მიგორავს ჟამი უდასასრულო... დროის ბორბალზე დგახარ დანდობით, დროისგან უღვთოდ გამორიყულო. სხვა მხარეს ჩადის შენი მნათობი – ამ ხალხმა სხვაგან უნდა იყუროს. ცა – შენი წილი – გადაისარკა ლაჟვარდოვანი და უნაპრალო. შენ გაგიმარჯოს, ჩემო იდალგო, ჩემო ბრიყვო და ჩემო საბრალოვ!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Mar 10, 2019 5:10 pm
თედო ბექიშვილი
შატილი
ერბო რა ღირსო ქალაქში, ცხრა ფურს ვწველიო ღალიანს, კითხულობს ბებერ ხევსური, ახრჩოლებს მწარე ყალიონს. მთვარე ჩამოდის ერდოდან, მთვარე პირსავსე ქალიო... აბა რა გითხრა ქალაქის, დაასხი, კაცო, დავლიოთ!..
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Mar 10, 2019 5:11 pm
თედო ბექიშვილი
უცხო სტუმარი
ის აჩქარებით ამოჰყვა კიბეს, ჩამესმის მისთა ნაბიჯთა ჩქამი. აი, მოვიდა, ხელს ხელზე მკიდებს, აი, ჩემს გვერდით დაიდგა სკამი. მიყვება რაღაც უცნაურ ამბავს, თან მაშტერდება თვალებით ცივით, სიტყვებს ნაცნობი სინტაქსით ლამბავს, მაგრამ ხმა იგი – გველივით წივის. ჯერ ვერ გავიგე სტუმრობის აზრი, ჯერ ნელა, ნელა მოცოცავს შიში... მიყურებს, თითქოს ცელი პირბასრი, მიკეტავს არეს და წასვლას მიშლის. დგება ოთახში თამბაქოს ბოლი, წვება ოთახში დუმილი მძაფრი. მსურს ვითამაშო მასპინძლის როლი, ის სავსე სასმისს უკანვე მაწვდის. ვათვალიერებ ღარიბულ ბინას, რა მივცე? რითი მოვულბო გული? ღამეა, ახლა მზეობლებს სძინავთ, აი, რაცა მაქვს, ღმერთი და რჯული. ის იღიმება და ჩემთა ფერხთით გორად მიხვავებს შუქნათელ ლითონს... გონებას ვძაბავ, თანდათან ვხვდები – რისთვის მოსულა – ის სინდისს ითხოვს!.. და დამცინავი, ქილიკი მზერა თითქოს ბაგეზე მიყინავს უარს. ყვირილით ვშველი დაჭიმულ ნერვებს, მაგრამ ვინ გისმენს... ეტყობა ყრუა...
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Mar 10, 2019 5:12 pm
თედო ბექიშვილი
*** მივაშრიალებ ქვიშას და სილას, შენს ნაფეხურებს დაეძებს თვალი. წუხელი ზღვიდან ზღვა გამოსულა და წაუღია ძვირფასი კვალი. ახლა მარტო ვარ ზღვასთან და ქართან. ერთად ვიყავით ჯერ კიდევ გუშინ... მაგრამ რა წაშლის სიკვდილის გარდა იმ კვალს, რომელსაც მიტოვებ გულში!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sun Mar 10, 2019 5:13 pm
თედო ბექიშვილი
გადაფრენა
მდინარე აღმა ვერ მიბრუნდება, – ნოემბრის ქარი მიწეწს სტრიქონებს... სიზმარი იყო, ჩიტთა გუნდებმა თბილ ქვეყნებისკენ გადაიქროლეს. რაიც დატოვეს, ჩუმი ჯილდოა, – სიხარულია, რაც წარიტანეს... მძიმედ ჩამოდის თოვლი მინდვრებზე, მხოლოდ ხსოვნაში რჩება სიმწვანე...
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თედო ბექიშვილი Sat Dec 07, 2019 8:17 pm
თედო ბექიშვილი
ზოოპარკში
აქ ცხოვრება თითქოს ხელისგულზეა, ყველაფერი ცხადია და მარტივი: ყვავი ცაზე დაყრანტალებს უშიშრად, გალიიდან იმზირება არწივი. გაქუცული ლომი ლოკავს გისოსებს, შეეჩვია ამ უგემურ სიცოცხლეს... აი, ვხედავ, ონავრებმა გაბედეს - ვეფხვს ზედ ცხვირწინ ულაგებენ კანფეტებს. არვის უჭირს, ყველას თავის ჭერი აქვს. მომვლელები საათებს დასცქერიან. სადილ-ვახშამს განა დაამადლიან, ერთი სიტყვით არაფერი აკლიათ. თუმც ცხოვრება უბრალო და მარტივი კაცმა რომ თქვას, მთლად მარტივი როდია: გალიიდან იყურება არწივი - დიდებული არწივის პაროდია.