არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ეკა ტალახაძე

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6620
Registration date : 09.11.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyThu Jul 23, 2009 6:36 pm

***
დეე...
სვეძალი მეგონე და ქალი ყოფილხარ...
გახსოვს, რომ ქალი ხარ, დეე?
ზღაპრებს რომ გვიქსოვდი და თან გვაჯერებდი,
დღესაც ასე ფიქრობ, დეე?
სულ ერთხელ დამსაჯე – ბუწუწი მომწიწკნე,
ბერჯერ რატომ არა, დეე?
შენ რომ გვიქარგავდი, სულს რომ უბერავდი
ის ბაღი სად არის, დეე?
გზადაგზა სხეული ბარდებზე ჩამოკიდე –
ნაფლეთადქცეული, დეე...
ჩვენი მაჯისცემა რომ გაიგულისგულე,
შენ გული არ გტკიოდა, დეე?
ერთი დანა–ჩანგლით ცხოვრება რომ დაიწყე,
მეტი არ გინდოდა, დეე?
გაასებულის და ჭერის დამკარგავი
დღეს რითი არსებობ, დეე?
ბურჯი რომ წაგვექცა, კვირტიც მიასხრიპნეს,
მაჯა გაგვიჩერეს, დეე...
შენ არ გვიმტყუნო და ციდან მეხად მოვა,
ის არ მიგვატოვებს, დეე...
ქალი მეგონე და იმედი ყოფილხარ,
მეც შენთან მიგულე, დეე...
ისე როგორ მოვა ზამთრის შემოდგომა,
ვალსი არ გაცეკვო, დეე?
პირველი ვიოლინო ჩვენს ნიშანს ელოდება,
ხემი შეუმართავს, დეე...
მხოლოდ დავიბრუნოთ, ვიდრე დაგვჭკნობია,
კვირტი დავიბრუნოთ, დეე!
შენი მონაქსოვი ზღაპრების გარეშე
დღემდე დაჭკნებოდა, დეე...
ერთი ვარდისფერი ფურცელიც გაუჩნდა,
შენც ხომ დაინახე, დეე?
სხვის კერას რომ დარაჯობ, ის მაინც ჩევნია,
იქ ხომ შენ იძინებ, დეე?
მეტი ქვეყანაზე რაღა დაგვრჩენია?
გზები ერთად ვკვალოთ, დეე!
გულში ციცქნა შიში რომ შემოგპარვია,
გულში არ დატოვო, დეე!
მე არ გიღალატებ, ოჯახს გეფიცები!
შენ ნუ გეშინია, დეე!


Last edited by Admin on Sun Feb 10, 2019 5:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
bao

bao

Female
Number of posts : 382
Age : 61
Registration date : 11.12.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyFri Jul 24, 2009 1:40 pm

გილოცავ მოარმურებას!!!! flower
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyFri Jul 24, 2009 11:47 pm

სიყვარულის ენაზე



Adieu, mon amour, adieu,

ედემის ბაღიდან წადიო!

Je me fais tous les jours plus petit,

ამ ბაღებს მოვივლი მე ფეხით!

J’ ai change de domicile, aujourd’hui,

გავფლანგე, დავკარგე ეს განძი!

Quel dommage! – Vive la guerre, vive la vie!

იცოდე! გახსოვდეს! – C’est la vie!



29.06.06
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptySun Jul 26, 2009 10:32 pm

* * *



ავი ამბავი აქვს ღოჯებში გაჩრილი,

თავზე თმის მაგივრად მავთულხლართს იწონებს,

დორბლიან ღრიალით დარაბებს მილეწავს,

სარკმელსაც მიწუნებს!

ხელის გაწვდენამდეც არ მიახლოვდება...

გამიღეთ გალია!

დამპალი ხახიდან, იქნებ, ამოვგლიჯო ამბავი ბინძურ ყბებს,

დორბლიან ღრიალით წელში გავტეხო და

დავაკვდე ბითურ ძვლებს!

გამიღეთ გალია!

გამიღეთ გალია!!!

გამიღეთ გალია?

მზე რატომ ანათებს?

აქ ყვავლის რა უნდა?

ქარიც ჩამდგარია...

ჩემი ამბავია წამწამზე რომ მწვეთავს,

ვგლოვობ რახანია...
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyMon Jul 27, 2009 11:41 am

გელა დაიაურს



დაიაურო, გახედე, ზვიადაური მოდის,

მურღვაის კოშკში მონათლულს, თან მოატარებს დობილს,

მუცოში ცეცხლი დაანთე, არ გააციო მუცო!

მიღმახევს ბარი ესტუმრა – პირქუშს, პირმზეს და უცნობს.

ყონისფერნაწნავიანი მაყვალა შეაღვიძე,

შატილის ასულს უთხარი – გზიდან მოდისო სიძე,

როკვით და მღერით ვასველოთ ობოლი ნატვრისთვალი,

მომახდევინე სამშობლოს ჩრდილოის კარის ვალი.

დაიაურო, გახედე, ზვიადაური მოდის,

გზადაგზა ემშვიდობება გზადაგზა ნაპოვნ დობილს,

მუცოში ცეცხლი დაანთე, არ გააციო მუცო!

ბარი ვერ გშველის, გელაუ,

ბარი ვეღარ გცნობს უცნობს...



01.11.2006


Last edited by ეკატო (ეკა ტალახაძე) on Sun Aug 09, 2009 11:39 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
მინდია

მინდია

Male
Number of posts : 168
Age : 35
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyMon Jul 27, 2009 12:02 pm

ეკატო (ეკა ტალახაძე) wrote:
გელა დაიაურს



დაიაურო, გახედე, ზვიადაური მოდის,

მურღვაის კოშკში მინათლულს, თან მოატარებს დობილს,

მუცოში ცეცხლი დაანთე, არ გააციო მუცო!

მიღმახევს ბარი ესტუმრა – პირქუშს, პირმზეს და უცნობს.

ყონისფერნაწნავიანი მაყვალა შეაღვიძე,

შატილის ასულს უთხარი – გზიდან მოდისო სიძე,

როკვით და მღერით ვასველოთ ობოლი ნატვრისთვალი,

მომახდევინე სამშობლოს ჩრდილოის კარის ვალი.

დაიაურო, გახედე, ზვიადაური მოდის,

გზადაგზა ემშვიდობება გზადაგზა ნაპოვნ დობილს,

მუცოში ცეცხლი დაანთე, არ გააციო მუცო!

ბარი ვერ გშველის, გელაუ,

ბარი ვეღარ გცნობს უცნობს...



01.11.2006

უი ეს თქვნი წაკითხვით მაქვს მოსმენილი Smile cheers
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: პირველად ვცადე...   ეკა ტალახაძე EmptyFri Jul 31, 2009 12:12 am

ჩემს ბარათს ნუ გათელავ, მეგობარო,

იქნებ, წაგეკითხა ბოლომდე,

დავრჩე უცნობ ქალად, აღარ მხიბლავს,

შენი ფართო გზების კორომზე.



წარბი გახსენი და ნუ მიბღვერი,

მე ხომ სულ შენი ვარ – მონაგონი,

აღარც მწყემსი ვარ და აღარც დედოფალი,

მით უფრო, აღარა ვარ მონაზონი.



კაბა უღიმღამო – წინათ შენაკერი,

ფეხზე ძველიძველი მოდა...

მაგრამ, როგორც ადრე, ვნება მენატრება,

შიში მელანდება... ჰოდა...



ჩემს ბარათს ნუ დაჭმუჭნი, მეგობარო,

ტყუილი ოცნებებით გადაფარე,

შენი მწირი აბგის კუნჭულებში

სადმე, ყველაზე შორს გადამალე.





* * *



Ты письмо мое, милый, не комкай.
До конца его, друг, прочти.
Надоело мне быть незнакомкой,
Быть чужой на твоем пути.

Не гляди так, не хмурься гневно.
Я любимая, я твоя.
Не пастушка, не королевна
И уже не монашенка я -

В этом сером, будничном платье,
На стоптанных каблуках...
Но, как прежде, жгуче объятье,
Тот же страх в огромных глазах.

Ты письмо мое, милый, не комкай,
Не плачь о заветной лжи,
Ты его в твоей бедной котомке
На самое дно положи.



Анна Ахматова
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
სანათა

სანათა

Female
Number of posts : 331
Age : 61
Registration date : 10.11.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyFri Jul 31, 2009 6:51 am

ეკატო (ეკა ტალახაძე) wrote:
გელა დაიაურს



დაიაურო, გახედე, ზვიადაური მოდის,

მურღვაის კოშკში მინათლულს, თან მოატარებს დობილს,

მუცოში ცეცხლი დაანთე, არ გააციო მუცო!

მიღმახევს ბარი ესტუმრა – პირქუშს, პირმზეს და უცნობს.

ყონისფერნაწნავიანი მაყვალა შეაღვიძე,

შატილის ასულს უთხარი – გზიდან მოდისო სიძე,

როკვით და მღერით ვასველოთ ობოლი ნატვრისთვალი,

მომახდევინე სამშობლოს ჩრდილოის კარის ვალი.

დაიაურო, გახედე, ზვიადაური მოდის,

გზადაგზა ემშვიდობება გზადაგზა ნაპოვნ დობილს,

მუცოში ცეცხლი დაანთე, არ გააციო მუცო!

ბარი ვერ გშველის, გელაუ,

ბარი ვეღარ გცნობს უცნობს...



01.11.2006


დილა მშვიდობისა!

მეც ამ ლექსით გაგიცანი და დამამხსოვრდი, ეკა!
flower flower
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyTue Aug 04, 2009 11:54 pm

მურღვა არდოტელს

სული გეღლება ბარში, ხევსურო,
ამოგიკაწრავს გულში მზეც, სუროც,
ლეჩაქით თავზე მუხლზე ვდგავარ და
არდოტის სიზმარს ვნატრობ ვესტუმრო.


– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
არდოტში მურღვას რომ ვსტუმრობდი, მაშინ დაიჩივლა: ბარში ვერ ვძლებო.
რატომ, გული გეღლება–მეთქი ვკითხე და არაო, სული მეღლებაო – მითხრა...
ჰოდა, ეს ლექსიც დაღლილი სულისათვის...
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
bao

bao

Female
Number of posts : 382
Age : 61
Registration date : 11.12.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyWed Aug 05, 2009 4:09 pm

გამიყოლე, ეკა, არ შეგარცხვენ Very Happy
Back to top Go down
bao

bao

Female
Number of posts : 382
Age : 61
Registration date : 11.12.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyWed Aug 05, 2009 4:20 pm

ეკა ტალახაძე D552ca9c26dd
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyWed Aug 05, 2009 4:23 pm

ვაიმეეეე, ბაოოოოო cheers
შენი აქტიურობისა და ჯავარიანობის იმედი მაქვს და იქნებ ყველა კიკლიკოსანთან აღმბეჭდოთ ფოტოზე lol!
ხომ იცი, როგორ მტკივა გული იმ საღამოს გამო Sad
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyThu Aug 06, 2009 12:43 am

ფარველი ანგელოზის მონოლოგი

კაც–ი უღელში შებმული და ეჟვნებით ყელზე;
კაც–მა დათმო და გადამალა ლექსები სხვენზე;
კაც–ს რომ მიწაზე აღარ ზრდიან ზეციურ ხმებზე;
კაც–ის ხორცით რომ იკვებება ნახირი ველზე;
კაც–ით რომ ვეღარ გაიხარებს ვაზის რქა მზეზე;
კაც–ად გასახულს რომ შევნატრი აკლდამის მტვერზე;
კაც–ო, თვალები გაახილე, დამისვი მხრებზე!

კაცი კაცმა კაცს კაცის ენით რომ გადაკიდა,
კაცით უნდოდა კაცად ქცევა;
კაცო, რა გინდა?
2007
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
bao

bao

Female
Number of posts : 382
Age : 61
Registration date : 11.12.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyThu Aug 06, 2009 9:14 am

ვახ, ეკა, ეგეთი რამე - "ჯავარიანობა" ანუ "შე ჯავარიანო, შენაო"
ჩემთვის არავის უთქვამს, არადა რას დააკმაყოფილებდა თავის დამშეულ ამპარტავანობას ეს მეცოცხე დედაკაცი მარუსა Very Happy იფ, იფ, წარმომიდგენია, რა ერბოს მოიყენებს მაგის კუპრიანი ქვაბიიიი! აუცილებლად შეგიტან მემუარებში. სადღაც ,ასე 67-ე გვერდზე.
Shocked

აქ არ იციან რაა სიტყვა "კიკლიკოსანი"
ალბათ კი ღირს რო ავხსნათ.
შენ რომ იცი, "ფუფინუფიზე", კი დავდეთ მასალები
მაგრამ პერსონალურად არ დაგვისახელებიხართ იქ კიკლიკოსნები.


თქვენ იცინეთ, იცინეთ და ჩვენ რომ შვეიცარიის ბანკში ანგარიშებს გაგვიხსნიან მადლიერი შთამომავლები 139 წლის მერე, ვინ იცის რამდენ მილიონს ჩაიჯიბავს თქვენი შვილთაშვილები ღირსეული ბებია-პაპების "კიკლიკოსნობის" გამო Question და ესენდუკშიც დაისვენებენ, მე რომ ახლა ქობულეთშიც ვერ მომიხერხებია გასაშლელი ლარიანი "კოიკა-ლეჟანკის " შოვნა ამ პოეტ ქალსა. და ისევ ცოცხზე ვაპირებ ღამის გათევას და მეორადებში ნაყიდი ტილოს წაფარებას, კოღოებმა რო უფასოდ არ დაკბინონ ჩემი ნიჭიერი მარჯვენა...

queen


Last edited by bao on Thu Aug 06, 2009 9:47 am; edited 2 times in total
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyThu Aug 06, 2009 9:34 am

king ეს რანაირებს იტყვი ხოლმე, მარიამოოოოო Shocked მემუარებში 67–ე გვერდზე მომიხსენიებ კი არა და საერთოდ რომ მახსენებ ხოლმე, ისე, ზეპირსიტყვიერებაში, ამაზეც დიდად მადლობელია თქვენი ტალახიანი და იმერულად წელშიგადაწყვეტილ–გადამწყდარი კატო (თუ ეკატო, თუ გრიაზნოვა, თუ რა ვიცი კიდევ ვინ? Smile )
რაც შეეხება ზღვისპირეთში წაუსვლელობასა და კოღოებდაკბენილ მარჯვენაზე ჯავრსა, არ იდარდო! დაანებე, მარიამო, მაგ კოღოებს შენი მარჯვენა და მერე ნახე, ღამ–ღამობით, პოეტის ლეიკოციტებს ნაზიარები კოღო როგორ იწუილებს ლექსებადა lol!
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Guest
Guest



ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyThu Aug 06, 2009 11:46 am

lol!

ვახ, თქვენ გაიხარეთ, როგორც ეხლა მე მახარხარებთ ამ დისციპლინიანი სამსახურის შუაგულ მუშაობაშია!..

ეგრე რა, თქვე კაი ხალხო!

და ცოცხიანო მარუს! შენ კი დაწერე კაი გამოხმაურება ვანიჩკას მძინარება-მღვიძარებაზედა, მაგრამა ეს ახალი მოსული ეკატოები და სოფიოები კი რაად არ იტყვიან რამესა?

მეც ვაპირებ მემრე, ჯერ ვერა - ჯერ-ჯერობით ამ დისციპლინიანებში მოსაკლავი ვყავარ რამდენიმე კაცსა და ისე უნდა მოვიქცე, რო ვერ გამაგორონ... მე შენ გეტყვი და იარაღი არა აქვთ... პირველი ნომერი უნდა გამოვუშვა აგვისტოშია და, - ეს ამბავია...

sunny cheers drunken
Back to top Go down
bao

bao

Female
Number of posts : 382
Age : 61
Registration date : 11.12.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyThu Aug 06, 2009 11:55 am

განა შენზე ნაკლები ნომრები მაქვს, ბობო, გამოსაშვები, მარა მაგარი მაშინ ხარ, ყველაფერს თუ მოასწრებ, ზედ ხარხარმოყრილი ჩაროზებით
იმ გამოხმაურებას მეც მინდა, რო სხვები გამოეხმაურონ და ნახონ და ვიმსჯელოთ, ეგება და ვცდებით, კაცო და ერთმანეთი მართლა გვესიზმრება?
გვძინავს და ისე გვძინავს, რო ვანოს ნათქვამი კოღოს წუილადაც არ ჩაგვესმის?

მე აქ მარტო "სამტანცუიუსამპაიუ" კი არ მინდა, რო იყოს, მეტს მოვითხომ შენგან, თორემ ხო იცი, რა მწარე -მწარე სახელების ნათლიაცა ვარ და დაგარქმევ რამეს ისეთს, რომ , ვანოს ძილი მოგონილი იქნებაSmile

ბობოგუდა
ან ხვრინსერა(მიხოსერას მაგიერ)
ან უბრალოდ სიზმარაSmile)
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyThu Aug 06, 2009 2:39 pm

,,და ცოცხიანო მარუს! შენ კი დაწერე კაი გამოხმაურება ვანიჩკას მძინარება-მღვიძარებაზედა, მაგრამა ეს ახალი მოსული ეკატოები და სოფიოები კი რაად არ იტყვიან რამესა?"


ეეეჰ, ჩემო ბატონო... ზუსტად ამ ორიოდე დღის წინ იყო, მე და ჩემი კოლეგა სოფიო, ღამის ფარვანებივით რომ ვიყავით მიფიცხებულები ამ ,,ეშმაკის მანქანას" და გაგვქონდა და გამოგვქონდა აქაურობა Basketball ვწერეთ და ვიკითხეთ, ვიდრე მამლები თავზე არ დაგვასხდნენ და კი არ იყივლეს, სულ ნისკარტის რაკა–რუკით გაგვლალეს საწოლებისკენ bounce bounce bounce მაშინ კი ვუთხარი სოფიოს: რა დრო დაგვიდგა სოფიო–თქვაააა king ჩვენდა საბედნიეროდ ამ საარმუროში კაციშვილის ჭაჭანება არ ისმის, თორემ ჩვენი სათქმელი სადღა დარჩებოდა–თქვააააა, ქე ვიყოთ პაწა ხანს, შე ჩემსავით ,,დასაზოგადოებრივებულო" და სანამ ნამდვილი პოეტები მოვლენ, ქე ვაჩხაკუნოთ ჩვენთვის ეს ფანდური–თქვააა lol!
მერე ჩაგვეძინა... სოფიოს სიზმრებისა არაფერი ვიცი, მაგრამ მე კი ვნახე ის ქართული პოეზიის იავნანის ავტორი ადამიანი. რა ტკბილად მღეროდაააააა... Sleep მე იქაც ჩამეძინა, მე უბედურს მაგრამ, მერე მითხრეს; პარნასზეო, დიიიდი მუხა რომ დგას, ხომ იციო? აი, იქაო გვირილებიო, ნიჟარებიო, წმინდაურებიო, ფოთლებიო, მთის ყვავილებიოოოო ამაყად მიდიოდნენო, უთქმელადო და თან რამდენიმე გამოუცდელი კვირტიც აედევნებინათო flower
ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს, ჰააა???
P.S. - ძილის მინისტრი გამომეხმაუროს სასწრაფოდ! დავიბენი და გამარკვიოს ამ ლაბირინთებში!!!
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyFri Aug 07, 2009 1:36 pm

ვაიმეეეეე, ახლაღა შევნიშნე როგორ შემიცვლია ფერი ამ საიტზე lol! lol! lol!
გუმანით კი ვხვდები ვის უნდა ვუმადლოდე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს Question
ყველას გემადლიერებით ეს პატარა ოაზისი რომ აღმომაჩენინეთ flower flower flower
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Admin

Admin

Male
Number of posts : 6620
Registration date : 09.11.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyFri Aug 07, 2009 1:43 pm

ეკატო (ეკა ტალახაძე) wrote:
ვაიმეეეეე, ახლაღა შევნიშნე როგორ შემიცვლია ფერი ამ საიტზე lol! lol! lol!
გუმანით კი ვხვდები ვის უნდა ვუმადლოდე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს Question
ყველას გემადლიერებით ეს პატარა ოაზისი რომ აღმომაჩენინეთ flower flower flower

Exclamation

ეკატო, თქვენ გადახვედით ”ახალმოსულთა ჯგუფში”, რაკი 25-ზე მეტი პოსტი დაწერეთ.
50 პოსტის მერე გადაინაცვლებთ ”საფიხვნოსთან მდგომთა” ჯგუფში, ხოლო 100 პოსტის შემდეგ - ”საფიხვნოზე მჯდომთა” ჯგუფში. ეს ბოლო მოვლენა აღინიშნება თქვენი ნიკის გამწვანებით და სიახლეებში დაწერით.

ამ ჯგუფების წევრები შეგიძლიათ იხილოთ ფორუმის თემების ქვემოთ, შესაბამის წარწერებში.

პატივისცემით,
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyFri Aug 07, 2009 4:16 pm

Smile განმარტებისათვის მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ ისე დავიბენი, წერილის დასრულება დამავიწყდა და შესაბამისად ჩემი სიხარულიც ასე უმისამართოდ გაყვა თან.
ანუ:
მე ისე მიყვარს ეს ფერი – იასამნისფერი, მინდოდა მეთქვა, თუ საიტის წესებს არ დავარღვევ, საერთოდ ასე დამტოვეთ–მეთქი king
ეს იყო და ეს Smile
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyFri Aug 07, 2009 4:19 pm

ია-სამანი

გზის პირას დაგელოდები - სახსრებში გადალეწილი,
ფერებს იოლად ვერ დავთმობ, მზისგან ვარ გამოძერწილი;
ვიდრე დავმჭკნარვარ უსულოდ, გამომისყიდე, წაწალო,
იქნებ, მე და შენ იმ ერთ ქალს სასწაულები ვაწამოთ?!
ია ვარ, ია - სამანი, სიცოცხლისათვის მიჩუქეს,
ჩემი სხეული გზის პირას ჩემგანტკივილებს იშუშებს...


Last edited by ეკატო (ეკა ტალახაძე) on Fri Aug 07, 2009 8:01 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ჯალალი



Female
Number of posts : 215
Registration date : 11.11.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyFri Aug 07, 2009 4:56 pm

ეკატო (ეკა ტალახაძე) wrote:
ია-სამანი

გზის პირას დაგელოდები - სახსრებში გადალეწილი,
ფერებს იოლად ვერ დავთმობ, მზისგან ვარ გამოძერწილი;
ვიდრე დავმჭკნარვარ უსულოდ, გამომისყიდე, წაწალო,
იქნებ, მე და შენ იმ ერთ ქალს სასაწაულები ვაწამოთ?!
ია ვარ, ია - სამანი, სიცოცხლისათვის მიჩუქეს,
ჩემი სხეული გზის პირას ჩემგანტკივილებს იშუშებს...



lamazi leqsi!
flower
Back to top Go down
Tabagari Tea

Tabagari Tea

Female
Number of posts : 122
Age : 35
Registration date : 27.12.08

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptySat Aug 08, 2009 2:50 pm

Quote :
ია ვარ, ია - სამანი, სიცოცხლისათვის მიჩუქეს


flower
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)

Female
Number of posts : 54
Age : 48
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე EmptyMon Sep 14, 2009 11:04 pm

ქალ-ვაჟური

ბუხართან ფიქრობს ვაჟაი:
- ქალი შამამხვდა, ბალღიო,
მიგრიხ-მოგრიხა სურვილი,
ამიჩუხჩუხა ძარღვიო.
სიტყვები წამამაყარა
ხან ნარი, ხანაც ყოილი,
გადავიბღერტე, გადვიგდე
ნაბადი ჩამოთოილი!
მე რა გიშველო, ქალაუ,
ჩემთან რა დიდი ხიბლია?
ჩემი სახლ-კარის დირესთან
აღარ ფრთხიალებს ნიბლია...
თუ მახვალ, გამეხარდება,
ფარებს კი მაინც ვერ დავთმობ,
თუ წახვალ, ვერ დამაღონებ,
მუხას - დარდების ვეღარმცნობს.
ადრე ლექსადაც ვბედავდი,
ახლა სიტყვაც კი სენია,
ბევრს ნუ იფიქრებ, გახედე,
ცხოვრება მშვენიერია!

* * *

- თუ ამის თქმა გსურს, იცოდე,
გამოქვაბული ჩემია!
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Sponsored content




ეკა ტალახაძე Empty
PostSubject: Re: ეკა ტალახაძე   ეკა ტალახაძე Empty

Back to top Go down
 
ეკა ტალახაძე
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: