| | ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად | |
| | |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Tue Dec 02, 2008 7:40 pm | |
| არ ვიცი,აქ მხოლოდ აკადემიური საუბრები უნდა იყოს?
მე ასეთი კითხვა გამიჩნდა ყველასთან: ასე თუ ისე მიცნობთ. რომელ წიგნში დამასახლებდით და რომელი ლიტერატურული პერსონაჟების საზოგადოებას აარჩევდით ჩემთვის? პასუხი შეიძლება კეთილი სურვილით - მათთან თავი კარგად რომ ვიგრძნო,ან ამირჩიოთ ,მაგალითად - ჭკუის სასწავლებლად, გამოსასწორებლად... მე , მაგალითად, ზღაპარში ბობო ბრძენის, ხელმწიფის, კეთილი და ჭკვიანი ჯადოქრის , ან ავტორის - რომელიც უშუალოდ მონაწილეობს თხრობის სიუჟეტში - ამპლუაში წარმომიდგენია. სანათა - ჭკვიანი ქურუმი ქალის , მკურნალის, გრძნეულის - ბალახის, ყვავილების ენა რომ ესმის. ნუციკო დეკანოზიშვილი - დედოფლის, თეკლე ბატონიშვილი -ამორძალის და ასე...
Last edited by არჩანდა on Tue Dec 02, 2008 8:03 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | |  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Tue Dec 02, 2008 8:17 pm | |
| მხოლოდ მე არა,ერთმანეთს ამ ფორუმის წევრები რომელ წიგნში დაასახლებდნენ და რომელი ლიტერატურული გმირების გარემოცვას შეურჩევენ...(სხვა წიგნების გმირებიც შეიძლება რომ დაასახლოთ იქ)მოკლედ ლიტერატურულ სახლს და გარემოცვას ვურჩევთ ერთმანეთს..მოსულა?  დიდი მადლობა,ბობო.ბავშვობის ოცნება ამისრულეთ.. კარგი მუშკეტერი ვიქნებოდი  აი, მაგალითად,დღეს ურაკზე ჩემი ანტიფანების კლუბს ვხსნი.ფანკლუბის გახსნა გაცვეთილი,შაბლონური იქნებოდა... ეჭვი მაქვს,რომ რიცხობრივად ძალიან დიდი გამოვა ჩემი ანტიფანების საზოგადოება მაგრამ.ვფიქრობ,მოვიგერიებ, უმრავლესობას მაინც  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Tue Dec 02, 2008 8:37 pm | |
| | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Tue Dec 02, 2008 9:14 pm | |
| აი,ერთი თამაში კიდევ რომელი ავტორის(ამ ფორუმზე მყოფი და საერთოდაც) რომელ ნაწარმოებს (ლექსს,მოთხრობას და ასე)''მოიპარავდი'',ან ''იჩუქებდი''(ბრჭყალებში,რასაკვირველია).  რომ არ დამასწრონ  ბობოს ''ფრენა უკასროდ ''და სიტყვითნახატები,ჩემია  ვუსმენ სხვებსაც.. რა კარგი ლიტერატურული ნადავლი გამომივიდა  მერე დავწერ ყველას თითო ლექსს,''მითვისებულს''... | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Wed Dec 03, 2008 11:59 am | |
| ნუციკოს ლიტერატურულ საფრანგეთში დავასახლებდი .... დედოფალი იქნებოდა და სახელმწიფოები წაეკიდებოდნენ მისი გულისთვის.  თეკლე ბატონიშვილს ლორკას ესპანეთში....  | |
|  | | nel

 Number of posts : 135 Age : 60 Registration date : 21.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Wed Dec 03, 2008 3:33 pm | |
| | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 04, 2008 2:27 am | |
| ნელი არ ვიცი.ვინც ზუსტად ვიცი სად ''წავიყვანო'' ისინი ვთქვი და ზღაპარში კეთილი გოგონა იქნებოდი.  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 04, 2008 4:40 pm | |
| აი, ხო ყველას ჰგონია, რომ სანათას დავასახლებდი ვაჟა-ფშაველასთანა! და ბაობაბსაც! არა! სანათა უნდა დავასახლოთ ტომას ელიოტის "მკვდარ მიწაში" - თუ რააად დასწერა ელიოტმა ეგეთი რამე!.. და ირლანდილებიდან - იეიტსი! აი ვისთან უნდა მიიყვანო სანათა, რო ისწავლოს - როგორ უნდა შენი კულტურის აღონძინება!!! და ბაო კიდევა - მოდი, ნინი, ავდგეთ მე და შენ და - ბაო მოვახვედროთ არტურ რემბოს წიგნში! ძააან უშველის არტურ რემბო ბაობაბს! ჰა?  | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 04, 2008 6:20 pm | |
| ვაი რა ''ცუდია'',ბობოოო  ''ცუდიიიი'' შენ გგონია ბობო რომ შენსავით ჭკვიანები ვართ ... ფოლკნერი როგორც მახსოვს პაპა სემის წერის სტილის როგორ ვთქვა ოპონენტი იყო...და საერთოდ საკმაოდ რთული მწერალია.''პატოკ საზნანიე'' მისი წერის სტილია და აისბერგები პაპა ჰემის... ეეხ,ბობო... ცოტა ჩვენთვის გასაგებიც იყავი რა .. და თაბაგარს რომ '''ხაფანგი''მოუწყვე ერუდიციაზე მახსოვს  შენი ტყის კაცი ....ფოლკნერის ეს ''პატოკ საზნანიეა''იქაც ხომ? და ხო ''ცუდია'' ხოლმე ბობო  ))))) აი ასე  | |
|  | | სანათა

 Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 04, 2008 6:21 pm | |
| ხომ არ გეგონა არჩანდას მიხოსერასა,იეტსის ირლანდიაში დასასახლებლად რომ გამიმიეტე, გული გამისკდებოდა? მე მარგარეტ მიტჩელის "სკარლეტივით" ვარ და ზუსტად შემეფერება ირლანდია... | |
|  | | ჯალალი
 Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 04, 2008 6:32 pm | |
| ნეტა მე რა როლი მერგება?!  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 04, 2008 6:35 pm | |
| ეეე, ნინი, სად იყო კონტრაბანდისტი ბილი ფოლკნერი, როცა პარიზში ჯეიმს ჯოისის ძმაკაცი იყო პაპა ჰემინგუეი! და რასაც ჰემინგუეი წერს, სუ ჯოისიდან მოდის. რომ ვითომ პეიზაჟი - მოკლე და კომპაქტური, და ამ დროს პაპა - ჯოისის სტილში მუშაობს! იმიტომ ვერ მიუბაძიათ! პაპა ჰემი - ესეც ცნობიერების ნაკადია და ისე, რომ ვერ ატყობენ!
მარტო ერთადერთი კაცი მიუხვდა ამას - და ისიც ფოლკნერი იყო. | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 04, 2008 7:40 pm | |
| ელიოტის მკვდარი მიწა თუ უნაყოფო მიწა?ამ სათაურითაც შემხვედრია .ლიტერატურულ ჟურნალში მგონის ბერწი მიწა ასე იყო....სანათას იქ დასახლება რატომ?რაღაც გრაალის მითის ქვეტექსტია მგონის ახლებურად გააზრებული ..და შენი და სანათას რედაქტორ-ავტორის ურთიერთობის ქვეტექსტი ხომ არაა.სანათას იქ დასახლების მონდომებაში  ეზრა პაუნდივით შენც აპირებ სანათას ტექსტების რადიკალურ შემოკლებას და მერე სანათა შენს მიერ ამოჭრილ ტექსტებს ცალკე დაბეჭდავს  | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 04, 2008 7:45 pm | |
| იეტსის და ირლანდიის დაზუსტება მოგიწევს.ბობო და ბაო რატომ არტურ რემბოსთან?მის ბობოქარ ცხოვრებას მოაწესრიგებდა თუ ამ ცნობილი სიმბოლისტიდან პოეტური სიმბოლოების საიდუმლოს ისწავლიდა?:  ტყის კაცზე რამე სისულელე გკიტხე.ხო  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Sat Dec 06, 2008 10:12 am | |
| - nini wrote:
- ვაი რა ''ცუდია'',ბობოოო
''ცუდიიიი'' შენ გგონია ბობო რომ შენსავით ჭკვიანები ვართ ... ფოლკნერი როგორც მახსოვს პაპა ჰემის წერის სტილის, როგორ ვთქვა, ოპონენტი იყო...და საერთოდ, საკმაოდ რთული მწერალია.''პატოკ საზნანიე'' მისი წერის სტილია და აისბერგები პაპა ჰემის... ეეხ,ბობო... ცოტა ჩვენთვის გასაგებიც იყავი რა .. და თაბაგარს რომ '''ხაფანგი''მოუწყვე ერუდიციაზე მახსოვს  შენი "ტყის კაცი" ....ფოლკნერის ეს ''პატოკ საზნანიეა''იქაც ხომ?
და ხო ''ცუდია'' ხოლმე ბობო ))))) აი ასე პაპამ ჯოისის წერის მეთოდი აიღო და უფრო ნათელი გახადა თავისი "აისბერგის" მეთოდით. ჰემინგუეის დახატული პეიზაჟი - სულაც არ არის ისეთი, როგორსაც ჯოისამდელი მწერლები წერდნენ. პაპას პეიზაჟები - ცნობიერების ნაკადით არის შექმნილი, თუ კარგად დააკვირდები. და "მოხუცი და ზღვა", რომელიც ძალიან მოსწონდა იმ ყოფილ კონტრაბანდისტს, ფოლკნერზე გეუბნები, სულ ცნობიერების ნაკადია, ოღონდ პაპას სტილშია დაწერილი. და ასევე ჯოისიდან გამოძებნა თავისი სტილი უილიამ ფოლკნერმაც, თუ შეიძლება მის ნაწერს რაიმე სტილი მიუყენო - თავად ფოლკნერი ამბობდა, მე სტილი სადა მაქვსო, არ მცალია სტილზე საფიქრალადო... და სინამდვილეში არც ეგრეა საქმე - მისი სტილიც ჯოისიდან მოდის. მოკლედ, ჯეიმს ჯოისი იმ რანგის გენიოსია, როგორც ფიზიკაში არის ალბერტ აინშტაინი - ჯოისის მერე ისე წერა აღარ შეიძლებოდა, როგორც ჯოისამდე წერდნენ. და ძალიან ბევრი მწერალი წამოვიდა ჯოისიდან და ძალიან ნიჭიერები... "ტყის კაცი" - კი, ალბათ, ცნობიერების ნაკადია. ფოლკნერიც მოგაგონდება და სხვებიც. აი, ნახე რუსულად თარგმნილი "ტყის კაცი" - Чудо лесное убито весноюМихо Мосулишвили: Чудо лесное убито весною. Это прекрасная, мифическая и какая-то очень правдивая вещь, настолько прозрачная, что хочется смотреть сквозь нее, как сквозь бытие, через которое просачивается неземной свет. Ассоциации с сюжетом и персонажами Михо у меня почему-то строго философичные, хотя Михо не водит нас подобно, скажем, Тарасову, запутанными углами и равнодушными лабиринтами сотен экзистенциональных и "диалектическиматериализменных" учений, не скармливает в каждой строке по новой гениальной в своей ажурности мысли. Напротив, такие вещи кажутся мне далеки от живой философии, живущей в душе человека, пронизывающей каждое мгновение его существования, бесхитростного чувствования и быта. Михо Мосулишвили же можно назвать автором грузинской философской сказки "Чудо лесное убито весною". Родителем живых людей Вахо, Жанго, Тамты, в которых веришь, как в настоящих, не написанных. Это довольно большая редкость для любого современного писателя - создать персонажа, которого можно чувствовать, как будто это твой сосед или знакомый, живущий через дом. Секрет, возможно, заключается в том, КАК написан "Чудо лесное убито весною". Есть такой роман-дилогия "Как все было" и "Любовь и так далее" британца( если не ошибаюсь) Джулиана Барнса. У Барнса я впервые столкнулась с приемом "допроса", когда персонажи предстают не искусственно нарисованными картинками, а раскрывают себя через живую речь со всеми ее недомолвками, ошибками, эмоциями, стилистическими погрешностями. В этом есть нечто магическое, ей богу. Чарующее. Читаешь - и не оторваться. Один и тот же случай, один и тот же оригинальный сюжет глазами разных людей, с разными характерами и интересами, с разной историей. И все же никак не могла отделаться от воспоминаний о Барнсе в процессе чтения. Редактор литературного журнала «Точка Зрения», Кэндис Ясперс აქ კენდის იასპერსს ჯულიან ბარნსი გაახსენდა...  და მე ამჟამად - კარგი ვარ... 
Last edited by არჩანდა on Sat Dec 06, 2008 3:54 pm; edited 4 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Sat Dec 06, 2008 10:39 am | |
| - nini wrote:
- ელიოტის "მკვდარი მიწა" თუ "უნაყოფო მიწა"? ამ სათაურითაც შემხვედრია ლიტერატურულ ჟურნალში, მგონი, "ბერწი მიწა" - ასე იყო....
სანათას იქ დასახლება რატომ? რაღაც გრაალის მითის ქვეტექსტია, მგონი, ახლებურად გააზრებული ... და შენი და სანათას რედაქტორ-ავტორის ურთიერთობის ქვეტექსტი ხომ არაა.სანათას იქ დასახლების მონდომებაში? ეზრა პაუნდივით შენც აპირებ სანათას ტექსტების რადიკალურ შემოკლებას და მერე სანათა შენს მიერ ამოჭრილ ტექსტებს ცალკე დაბეჭდავს?  The Waste Land - აი, ეგრე დაარქვა თავად ელიოტმა ამ პოემას. WASTE - ეს სიტყვა კიდე ინგლისურში მრავალმნიშვნელოვანი არის - ზედმეტი, არასაჭირო, გადამუშვებული, გამოყენებული, უვარგისი, გამოუსადეგარი, უდაბური, ცარიელი, უშენი, ვერანი ადგილი, უკაცური, მყუდრო, მივარდნილი, განადგურებული, გაჩანაგებული, გატიალებული... ჰოდა, ქართულად "მკვდარი მიწა" შეიძლება. რუსებმა თარგმნეს, როგორც "ბესპლოდნაია ზემლია" და ამან ზოგიერთ ქართულ თარგმანზეც იმოქმედა. სანათასთვის კარგი იქნებოდა ელიოტთან - იმდენ რამეს ასწავლიდა, რომ მეტი აღარ იქნება... T. S. Eliot
Last edited by არჩანდა on Sat Dec 06, 2008 11:21 am; edited 1 time in total | |
|  | | nel

 Number of posts : 135 Age : 60 Registration date : 21.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Sat Dec 06, 2008 10:44 am | |
| - სანათა wrote:
- ხომ არ გეგონა არჩანდას მიხოსერასა,იეტსის ირლანდიაში დასასახლებლად რომ გამიმიეტე, გული გამისკდებოდა?
მე მარგარეტ მიტჩელის "სკარლეტივით" ვარ და ზუსტად შემეფერება ირლანდია... სკარლეტი???????? მეც სკარლეტი ვარ..... | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Sat Dec 06, 2008 11:10 am | |
| - nini wrote:
- იეტსის და ირლანდიის დაზუსტება მოგიწევს.ბობო და
ბაო რატომ არტურ რემბოსთან?მის ბობოქარ ცხოვრებას მოაწესრიგებდა თუ ამ ცნობილი სიმბოლისტიდან პოეტური სიმბოლოების საიდუმლოს ისწავლიდა?: ტყის კაცზე რამე სისულელე გკიტხე.ხო  ირლანდიის და იეიტსის დაზუსტება იქნება აი ეს - მთელ ირლანდიაში თოვს. აქედან შენ დაინახავ, რომ თითქმის ქართველები არიან ეს ირლანდიელები. და მე მაგათ ხუმრობით ფშავლებს ვეძახი - ინგლისური ლიტერატურის მეტიწილი წარმომადგენლები, სულ ირლანდიელები არიან... ბაო კიდეც არტურ რემბოს "მთვრალ ხომალდზე" რომ მოხვდება, და იმის ალბატროსს რომ დაინახავს, რომელსაც მეზღვაურები დასცინიან და კიდეც სხვა ლექსებსაც ნახავს, - კარგი იქნება, უკეთესებს დაწერს. "ტყის კაცზე" ხო უკვე გიპასუხე ზემოთ?  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Sat Dec 06, 2008 11:19 am | |
| - Jalali wrote:
- ნეტა მე რა როლი მერგება?!
 ჯალალო, შენ განაწილებით მოხვდი მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა"-ში. და თუ არ მოგეწონოს, მაშინ უნდა გაგიშვათ პირდაპირ აი ამ ლექსში: ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)ტანო ტატანოტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო! | |
|  | | Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Sat Dec 06, 2008 11:53 am | |
| | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Sat Dec 06, 2008 1:55 pm | |
| საკვების მიღება ერთ-ერთი უმთავრესი რიტუალია.კვების კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ეთნოფსიქოლოგიური ,ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისებურებაა. .სწორედ შერჩეული პროდუქტები,მათი მომზადების წესი,მომზადებული საკვების მიღების წესი...ძალიან საინტერესი გამოსაკვლევია და კარგი სამეცნიერო-პოპულარული სტატიის თუ წიგნის დაწერის სტიმულიც ხდება. რა თქმა უნდა ერის კვებით კულტურაზე გავლენას ახდენს ემპირიული ცოდნა, კულტურული ტრადიციები,რელიგიური შეხედულებები (თუ აკრძალვები),ამ ერების ასე ვთქვათ საბინადრო არეალი-გეოგრაფიული გარემო და იქ გავრცელებული მცენარეულ-ცხოველების სახეობრივი სიმდიდრე.უნდა ვთქვა რომ ბუნებრივად აბსოლიტურად ''დარეგულირებულია''ეს. საერთოდ კერძების მომზადების და მრავალფეროვნების გარდა ,უმნივნელოვანესია ამ ტრაპეზის სხვასთან ერთად მიღების წესი,ტრაპეზის გაზიარების კულტურა. თვითონ სადილის მომზადების პროცესი რაღაც მხრივ წააგავს მაგიურ რიტუალს,,ხოლო დიასახლისი ქურუმ ქალს.საოცრად დიდი მნიშვნელობა აქვს მზარეულის განწყობას,პროდუქტების ენერგეტიკას.დიახ,არის ასეთიც.მახსოვს ,სოფელში ბებია მხოლოდ ერთი ადამიანისგან ყიდულობდა ხილის გარკვეულ სახეობას,რომელიც ჩვენ არ გვქონდა.ის ადამანი კეთილი აურისააო და მისი მოწეული ხილის გემო არამხოლოდ სოფლისმეურნეობის წესების სწორი დაცვით არამედ ამითაც იყო განპირობებული.საკვების მომზადების პროცესში საკვები პროდუქტების და მზარეულის ენერგეტიკაც გადადის. რატომ აქვს მხოლოდ დედის მომზადებულ სადილს ბავშვობის სურნელი, მისი ხელების სითბოა იქ ჩაღვრილი,ის სიყვარული რომლითაც ის გვიმზადებდა .არსებობს კვებითი მეხსიერებაც -გემოვნებითი რეცეპტორები და ყნოსვა მეხსიერებაში საშინელი სიცხადით აღბეჭდავს .(მაგალითად მე წამიკითხავს სტატია რუსულ პრესაში, ცნობილია რომ მაგალითად მამაკაცს, გარეგნულად აბსოლიტურად სხვადასხვა ტიპის ქალები მოსწონდა ,არადა საერთო ამ ქალებს ქონდათ ის ,რომ ზუსტად ისე ამზადებდნენ ''ბორშს'',როგორც მისი დედა,რომელიც ადრე დაიღუპა.და ფსიქოანალიზის სეანსებზე სრულიად შემთხვევით გაირკვა ეს.რომელიღაც სპეციფიკური სუნელის ხმარებაზე იყო ''აწყობილი'' ეს ურთიერთობები.ანუმართლა გადის ''კუჭზე'' ადამიანის გულისკენ გზა? მახსოვს ბებია დილით ძალიან ადრე არ დგებოდა, იმიტომ რომ გამოუძინებელი და გაღიზიანებული არ უნდა შედგომოდა საჭმლის მომზადებას.რადგან დიასახლისის (მზარეულის )განწყობაც კი აუცილებლად აისახება მომზადებულ კერძზე .საკვებთან ერთად ჩვენ ენერგიას-მზის ენერგიით ''აკუმულირებულ '' ქიმიურ ბმებს ' და 'საშენ მასალას'' კი არ ვიღებთ მხოლოდ.ის დედის ენერგეტიკით , მშობლიური მზითაა გამთბარი ,მშობლიური მიწის სურნელით და სითბოთია ''შენელებული''. ამხელა პოსტი აი რისთვის1.სხვადასხვა კუთხის თუ ხალხის კვებითი კულტურული ტრადიციები (არა მხოლოდ კულინარული !!!)რა ვიცით ამაზე. 2.და ისეთი ფენომენი როგორიცაა ქართული სუფრა (დაუმახინჯებელი ფორმებით) არა მარტო ''სამზარეულოს მრავალფეროვნება'' არამედ ტრაპეზის სხვა ადამიანებთან გაზიარების კულტურა ,საკვების მიღების და ადამიანური ურთიერთობის ''სინთეზი''. 3. მთავარი-რომელ ლიტერატურულ გმირს,რა საკვებს შეურჩევდით ,რა მენიუს სტუმრად რომ გწვეოდათ (რაღაც ასოციაციობანას თამაშივით) ...  | |
|  | | მინდია

 Number of posts : 166 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Tue Dec 16, 2008 5:31 pm | |
| ისე ბობოს ინანიშვილის მოთხრობებში დავასახლებდი. რატომ? რავი ალბათ ძალიან უშუალოა და ქართული  | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Tue Dec 16, 2008 5:57 pm | |
| ხო მინდი და კიდევ ვაჟას გმირებთან ერთად. ან დოჩანაშვილის ლიტერატურულ კარცერში,  ოღონდ რომ ეწერა, მხოლოდ მაგისთვის  და ცხოვრებისეული პირობითობისა და რუტინისგან დაცული ყოფილიყო. ვაი, და რა გვეშველებოდა მერე? თან რომ ვერ ''ვიმეტებ''  და ასევე ბევრი მწერლის მოთხრობებში ვამოგზაურებდი. ცოდვაა მიხოსნაირი ადამიანის შეზღუდვა, თუნდაც ლიტერატურულ სივრცეში.  ფართო დიაპაზონი სჭირდება.  მე ბობოს ყველა კარგ წიგნში ვამოგზაურებდი თითქმის  | |
|  | | ჯალალი
 Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად Thu Dec 18, 2008 1:57 pm | |
| - არჩანდა wrote:
- Jalali wrote:
- ნეტა მე რა როლი მერგება?!
 ჯალალო, შენ განაწილებით მოხვდი მიხაილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა"-ში. და თუ არ მოგეწონოს, მაშინ უნდა გაგიშვათ პირდაპირ აი ამ ლექსში:
ბესიკი (გაბაშვილი ბესარიონ)
ტანო ტატანო
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო! ოჰო,ვერ ვიუკადრისებ...  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად  | |
| |
|  | | | ახალი თამაში ნინი მელივასთან ერთად | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|