| | პროზაიკოსი - პროზაიკოსს | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: პროზაიკოსი - პროზაიკოსს Sun Jul 05, 2009 11:13 am | |
| ისე, სწორია რენუარის წინადადება: მწერლები უფრო საინტერესოდ წერენ მწერლებზე, ვიდრე სხვები... იციან, როგორ უინდა წერონ და იმიტომ...  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს Sun Jul 05, 2009 12:00 pm | |
| ზაალ სამადაშვილი
ჩემი მწერალი
ნუგზარ შატაიძე ჩემი მწერალია... "ჩემ მწერლებს" ვუწოდებ მათ, ვის წიგნებსაც, რამდენჯერმე წაკითხულებს, ხშირად ვუბრუნდები, წელიწადში სულ ცოტა, ორ-სამჯერ მაინც. მომენატრება ხოლმე სამყარო, რომელოშიც არაერთხელ მიგრძვნია თავი კარგად, ვიღებ თაროდან კრებულს და ვიწყებ კითხვას. როგორც წესი, ვკითხულობ ხოლმე ძალიან გულდასმით და ძალიან ნელა - მაქსიმალურად ვიხანგრძლივებ სიამოვნებას. ლიტერატურამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ხშირად ვიმეორებ ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ორმოცს რომ გადავაბიჯე, მერე - კარგმა წიგნებმა გადამარჩინეს, კარგ მწერლებთან, ძველებთან და ახლებთან, ქართველებთან და უცხოელებთან ვალში ვარ-მეთქი... ნუგზარ შატაიძე ერთ-ერთი მათგანია... ნუგზარ შატაიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძვრების, ხელოვნებაში მომხდარი ბუნებრივი და არაბუნებრივი ცვლილებების მიუხედავად, მხნედ და ჯიუტად მიუყვება გზას, ბილიკს თუ აღმართს, რომელზე სიარულიც, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე ძნელია. ეს გახლავთ გზა, რომელსაც მიუყვებოდნენ და დღემდე მიუყვებიან მწერლები, რომლებიც კი არ აფიქსირებენ ცხოვრებას ფოტოგრაფებივით, კი არ აკვირდებიან მას, როგორც ექსპერიმენტისთვის გამეტებულ საბრალო ცხოველს, უკვე დაწერილის ინტერპრეტაციებს კი არ სთავაზობენ მკითხველს, არამედ თანაუგრძნობენ ადამიანს, უყვართ ადამიანი და იმ დიდი ამერიკელისა არ იყოს, მწერლობას მშვენივრად რომ უთავსებდა ფერმერობას - სჯერათ, რომ ის არათუ გაუძლებს და გადარჩება, არამედ გაიმარჯვებს კიდეც! "მეოცე საუკუნის ქართული მოთხრობა". როგორი სახელია?.. რაც გნებავთ, ის წარმოიდგინეთ ამ სახელის მიღმა - გნებავთ ფანტასტიური წიგნი, გნებავთ ტირეთი დაბოლოებული სტრიქონი სქელ, ლორდთა პალატის წევრივით სოლიდურ ენციკლოპედიაში... ამ სახელის ერთ-ერთი შემქმნელია ნუგზარ შატაიძე - "ჩემი მწერალი".  |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს Sun Jul 05, 2009 8:32 pm | |
| რევაზ ინანიშვილის ”სამაგიდო რვეულიდან” ------------------------------------------------
* ნუთუ მართლა არაფერს კითხულობენ ერთმანეთისას ჩვენს საძმოში?და თუ კითხულობენ,ნუთუ არაფერი აღაფრთოვანებთ? აი,”ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა ჯემალ თოფურიძის უმშვენიერესი მოთხრობა ”მათთვის,ვინც მამებმა მიატოვეს”,ეს მოთხრობა გაუძლებს უმაღლესი დონის ევროპულ ანთოლოგიებს.ვეკითხები ხან ერთს,ხან მეორეს,_წაიკითხეთ?წაიკითხეთ?ერთნი:გამომრჩა.მეორენი,_წასაკითხი იყო?მესამენი,_არა უშავს,არა?!_ესაა და ეს. ვაი,საბრალო,საცოდავო ჯემალ! | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს Mon Jul 06, 2009 9:19 am | |
| რევაზ ინანიშვილი - "ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან"
*** "პასუხის მაგივრად ხელი წამავლო, თერთმეტ გრადუსიან სიცივეში კარში გამიყვანა და გამახედა: იქ მხოლოდ თოვლის არზნით (ხვავით - რ.ი.) ჩამოლესილი და ჯანღჩახვეული მთები მოჩანდნენ ცაზედ მიკრულები, თითქოს გოლიათები თავისავით საკვირველ დედას მკერდზედ საწოვნელად მიჰხვევიანო" - ეს ვაჟაა. აი, ასე შეეძლო დანახვა და ხატვა მას!
Last edited by ბობო on Sun Dec 06, 2009 1:15 pm; edited 1 time in total |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს Mon Jul 06, 2009 12:33 pm | |
| | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: პროზაიკოსი - პროზაიკოსს  | |
| |
|  | | | პროზაიკოსი - პროზაიკოსს | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|