| | ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება | |
|
+5ვაჟა ხორნაული bao არაბული renuari Admin 9 posters | |
Author | Message |
---|
irma shiolashvili

 Number of posts : 53 Age : 48 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
 | Subject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Wed Feb 03, 2010 5:23 pm | |
| ეს ლექსი ჩემს თანათაობელ ნიჭიერ პოეტს ეძღვნება, რომელიც ჩემსავით შერჩა ევროპას...
ბაჩუკი ჩაბრაძეს „ალბათ სული უფრო მალე მოაღწევს შენამდე, ვიდრე ჩემი ბარათი“ მეგობრის წერილიდან ბარათი იყო ისეთი თბილი, ისეთი სავსე და ცრემლნარევი, შემომრჩა სულზე ცისფერი თრთვილი Dდა აღსარებით სავსე თვალები ვიხილე ცხადად... ახლა ვრწმუნდები, სულმა ნამდვილად მოასწრო ბარათს... დამეწევიან თეთრი გუნდები, დღეებს გამითბობს ფიქრების ფარა და იმ მესამე გზის ძიებაში დაფარავს სული ცისფერ გზაწვრილებს. ჩვენ ხელმეორედ დავიბადებით თუ მზის სხივებმა არ გაგვაწბილეს. 1990. | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Sun Mar 06, 2011 7:40 pm | |
| გიორგი გიგაური-ფრიდონ ხალვაშს.
როცა ტკივილი ტკივილს აჯობებს, დაეფინება თმა-წვერს ჭირხლივით, მშიერ ძაღლივით როცა მაცოფებს დაუნდობელი ბედის ჭიხვინი.
დარდის ქარტეხილს რა ვუყო ფრიდონ, ან ვის შევჩივლო უძმოდ დარჩენა? რწმენის პოეტო,იმედო დიდო, დაგტირი,როგორც მოჭრილ მარჯვენას.
თავზე გევლება გუნდი არწივთა, უგულოებზე ნუღარ ინაღვლებ, მოგეფერება შენი მთაწმინდა, შენი აჭარის მზე და სიმაღლე. 2010 | |
|  | | ნინო ჭინჭარაული

 Number of posts : 82 Age : 34 Location : tianeti Job/hobbies : journalistic.literature Humor : . Registration date : 06.02.11
 | Subject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Sun Mar 06, 2011 7:45 pm | |
| ნინო ჭინჭარაული-მაია ჭინჭარაულს შინშიშენ შინში გქვია,მეც... ერთი ხელის ორი თითი ვართ ასხმული მკლავზე, ვინ იცის,იქნებ რამდენჯერ შენში სული ილხენდეს, მე ჯავრი მკლავდეს. ვიცი,მიფარებ.. რკინა-რვალივით აისხლეტ ჩემსკენ მოქცეულ ხანჯალს. მეტყვი-"რას გოდებ სუსტი ქალივით. ან ძვირფას ცრემლებს რა ფუჭად ხარჯავ?!" ან მიაფურთხებ ცხოვრების კანონს, რომ გაჩენილა ტანჯვისთვის კაცი, "დამდუღრულ" ლექსებს ავაკრავთ პანოს და ორ ტკბილ სიტყვას კბილებში გავცრით. მერე ვიცინებთ(ჰო) გიჟებივით, ლუდს კაფიებად ამოვამღერებთ, თავს მოვიტყუებთ,(გულებს კი ვეღარ) რომ სატკივარი აღარ გვაღელვებს. რომ აღარ გვტკივა წარსული, აწმყო და მომავალი,მტვრად რომ გვიქციეს. რომ ვეღარ ვამჩნევთ გარშემო ამდენ სიცრუეს,სპექტაკლს,შირმას,ფიქციას და გულისტკენას! უზომოს,რამდენს, (თმას არ ასხია ამდენი ღერი!) რომ არ გვიტოვებს ცხოვრება სამღერს და გიჟებივით ჩვენ მაინც ვმღერით. რომ იღბლიანიც,უიღბლოც,კაცი სულით ყოველთვის მარტოა,მარტო(!) და წლების შემდეგ,როდესაც დაცლილ ცხოვრების გზაზე გადაშლილს,ფართოს და უსახელოს ავყვებით აღმართს, (თუ სახელიანს-ვიწროს და ქვიანს) არ მოვიხედავთ ზურგსუკან და ღმერთს უსიტყვოდ ვეტყვით მადლობას,რომ კვლავ ორი თითი ვართ, შინშები გვქვია.. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება  | |
| |
|  | | | ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|