არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება

Go down 
+5
ვაჟა ხორნაული
bao
არაბული
renuari
Admin
9 posters
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 11:09 am

რენუარი -

ბატონო გამრიგევ, გახსენით რა თემა - "პოეტი-პოეტს".

ლექსები, წერილები, მინიატურები და რა ვიცი, რაც შეიძლება ერთმა პოეტმა მეორეზე დაწეროს, კრიტიკა და რეცენზია, იყოს შარჟიც....

თუ არის ასეთი თემა აქა და მე ვერ ვიპოვე - პარდონ! - და მიმაწავლეთ.


sunny

ესეც შენი თემა, რენუარო...
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 11:17 am

დიდი მადლობა cheers

მოდით ამ თემას მე გავხსნი Very Happy


უარი
(სანათას)

შენც ფრიიი...და მეც ფრიიი....
გადაეშვა არაგვში მტრედი,

წინ-წინ მფრინავს-
ტალავარზედ გიცნობ ფშაველო!

მაღაროსკარში თუ ამიყვანს,
სანათას ლექსი,
როგორც უფლის წყალობა,
თორემ მე-სუსტს და ასფალტზე გაზრდილს,
სად შემიძლია ფშავლის ქალობა.


flower flower flower
Back to top Go down
Guest
Guest




”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 11:22 am

მურმან ლებანიძე

***
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი -
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
- საქართველოში??? - ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...
Back to top Go down
არაბული

არაბული


Male
Number of posts : 182
Age : 32
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 12:37 pm

ეს ლექსი მიყვარს ძალიან... საკუთარ თავს უძღვნა ნიკო სამადაშვილმა

ნიკო სამადაშვილი ნიკო სამადაშვილს


შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი,
შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი,
სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამოჩნდი,
გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი.
ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ,
შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,
ზეცა სივრცეებს აზანზარებდა
და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან.
შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,
თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,
ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,
ლექსები ტანზე გამონაყარი
.
ჩემი ძაგძაგი, თრთოლვა და სუსხი,
ტანის მერქანში თითქოს ძვლებსა ხრავს,
ღვინო მორეულს, ოშხივარასხმულს,
ბინაში ბევრჯერ დამიკოცნიხარ.
იქამდე, სანამ დათეთქვილ ტუჩებს
არ გალხობიან ბუერა სევდა,
შენ ძუძუს სწოვდი გაშლილ ალუჩებს
და ღვთისმშობელი აკვანს გირწევდა,
ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა,
ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,
ნეტავი ქარში გადაგეყარა.
ქარები უფრო წაიკითხავდნენ,
ჩაბჟირდებოდნენ სადმე სიცილით;
ჩემი ცრემლებით ღამეს ხატავდი
და ბეთანიას მაისის დილით.
ვერ გაოკებდი, დაგდევდი კეტით,
ხან მემეოდა მუხლებში ძალა,
ზარივით გასკდა ამდენი რეკით,
ზედ რომ მამხია ეს თავის ქალა.
ვერ მოგიარე, რა გიყო ძმაო,
ორივე შემკრთალ ბუჩქის ჩრდილს ვგავდით;
შენ კიდევ მაინც ფიქრში მძუნაობ,
მე კი ბუწუწიც გამცვივდა დარდით.
Back to top Go down
http://lib.ge/
არაბული

არაბული


Male
Number of posts : 182
Age : 32
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 12:41 pm

მურმან ლებანიძე

გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას

გურამ! ახალციხესტან ტბა ყოფილა -
მე რა ვიცოდი!
გურამ! ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა,
მე რა ვიცოდი!
იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა,
მე რა ვიცოდა!
და სანადიროდ,საკალმახოდ,ცხენთა სახედნად
რომ მპატიჟობდი,
ვეღარასოდეს თუ ვერ გნახავდი,
მე რა ვიცოდი!

''ნელი ტანგოა'' ეს ქვეყანა,გურამ!
ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მორიდებით მკითხეს!...
აბასთუმანში,ჭიქა არაყზე,
''გურამი დამხრჩვალაო'',-
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს...

აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი
გურამ!
შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი -
შენს კისერს უგავს
კისერი - მშვილდი!
Back to top Go down
http://lib.ge/
არაბული

არაბული


Male
Number of posts : 182
Age : 32
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 1:07 pm

მურმან ლებანიძე

გაბრიელ ჯაბუშანურს

ძმაო,გაბრიელ,წინ მიდევს წიგნი,
უნდა მოგწერო შთაბეჭდილება -
ვკითხულობ შენს წიგნს,ღამეა ირგვლივ,
ირგვლივ ღამეა და მეტირება.
რამდენი ტანჯვა,რამდენი ჯვარცმა,
ბეჩაო,სოფლის რა არ გინახავს.
ან კი იმედი ვით გითხრას კაცმა,
თუ რწმენა,როგორც ძმა,დაგიმარხავს.
ასე მგონია,შენ ხარ შიშველა,
სული ძლივს გიდგას,ან კი რითი ხარ,
ტანთ გახვევია ქრისტეს ჯინჭველა
და ორი ძვალი ორ ძელს ჰკიდიხარ.
სეტყვამ დაჰკრა და რომ არ გადიღო,
/თუმც სეტყვა იგი ყველას გვიშენდა!/
ან მე სად ვიყავ,ან ის სად იყო,
ჩვენ სად ვიყავით,როცა გიჭირდა!
ძმაო,გაბრიელ,წინ მიდევს წიგნი,
ამაღამ შენგნით არ მეძინება,
უნდა მოგწერო,ღამეა ირგვლივ,
ირგვლივ ღამეა და მეტირება...
მაგრამ მე ვიცი,როგორც ხევსური,
ვერ მოიწონებ ვაჟკაცის ტირილს,
შენც ხვალის დღეში უნდა შესცურო,
სარკმელში დაჩნდა ცისკარი დილის...
დამილოცნია შენთვის შარაგზა,
გული საშენოდ მხნეობას ყვირის,
მე გამოვაღე ყველა ფანჯარა,
- მაშ,გამარჯვება! -გავყვირე თბილისს.

დავით მჭელური

თამაზ ბაძაღუას ხსოვნას

აღარც დუმილი გაფანტეს წლებმა,
აღარც სამარემ შეიკრა პირი,
_არ იხმაუროთ! ვაფრთხილებ შვილებს,
_არ იხმაუროთ! მაფრთხილებ შვილი.
და სიფრთხილეში, კარგა ხანია,
უკვე დამჩემდა ცხოვრება ფრთხილი:
_ვაჰ თუ,მეგობარს დავუფრთხო ძილი.
შენი სახლია ცივი აკლდამა
და როცა ფრთხილად ვჩერდები კართან,
დაუნდობელი მსუსხავს დუმილი,
სხვა არაფერი,დუმილის გარდა .
ღრმა ძილით სძინავს ძილის სამყაროს,
შენთვის საყვარელ წიგნებს და ხატებს,
შენს კალამს ადგილს არავინ უცვლის,
დევს ისე, როგორც წასვლის წინ დადე.
სამეზობლოში წაღვრიან მიქას
და მერე დიდხან მიფრთხება დილი.
_არ იხმაუროთ.ვაფრთხილებ შვილებს
_არ იხმაუროთ.მაფრთხილებს შვილი.
Back to top Go down
http://lib.ge/
არაბული

არაბული


Male
Number of posts : 182
Age : 32
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 1:09 pm

ტარიელ ხარხელაური


***
(გოდერძი ჩოხელს)

ჩემს ფიქრებს თეთრი ფერი ერევა,
ფერი, რომელსაც ნიადაგ ვლოკლდი,
თავი მოვიკლა?
სისულელეა!
ვერც ეს გზა აგყრის პოეტის ბორკილს.
არა!
არ არი არც ეს გზა სრული,
ქარებსაც ბევრჯე ვევნე-ვესალმე...
არის სიკვდილი და არის სული,
მაგრამ არსებობს სხვა გზაც - მესამე.
იქ უნდა დადგე,
სადაც მზეების
უზარმაზარი ლანდი დაირხა,
არა?! -
მონა ხარ საშინელების,
თავს რაღად იკლავ, ისეც მკვდარი ხარ.
ძმაო, მოგბღავი,
ძმაო, მოვკივი,
შენს ბებრ სისხლში ჟრჟოლვად გავივლი;
სიცოცხლე მითხარ, თორემ სიკვდილი
წარმოუდგენლად არის ადვილი.
Back to top Go down
http://lib.ge/
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 2:39 pm

მე და გალაკტიონი

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია...

1924. გრანელი





აი, ასეთებიც ხომ არისSmile
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 2:51 pm

cheers

რენუარ, "ყოჩაღოსანი" რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ახლა კიდევ მეტად დავრწმუნდი,
შემოგიერთდებით , ფანტასტიური თემაა!!!
ადრე ნინო დარბაისელმა გახსნა ესთი თემა ლიტგეზე "არმაღანი" -ასე უწოდა და ძალიან კარგია, თუ აქაც გააქტიურდება ეს სარკმელი!!!
flower
Back to top Go down
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptySun Jul 05, 2009 9:16 pm

bao wrote:
cheers

რენუარ, "ყოჩაღოსანი" რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ახლა კიდევ მეტად დავრწმუნდი,
შემოგიერთდებით , ფანტასტიური თემაა!!!
ადრე ნინო დარბაისელმა გახსნა ესთი თემა ლიტგეზე "არმაღანი" -ასე უწოდა და ძალიან კარგია, თუ აქაც გააქტიურდება ეს სარკმელი!!!
flower

ბაოს თემა მოეწონაSmile ჰო და ახლა ბაოსადმი მიძღვნილ ლექსს დავდებ აქSmile

მაიკოს
-------------
ნეტაი ისევ
ვატარებდეთ თავზე ჩიხტიკოპს,
ოქომკერდებს, შუბლის ქინძისთავს...
მივატოვებთ მონიტორებს,
გავალთ ყაბახზე-
და ლექსებსაც იქ წავიკითხავთSmile


flower flower flower flower flower flower flower
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 07, 2009 8:33 am

ილია ვაჟას შესახებ:

”რუსთაველის შემდეგ ასეთი პოეტი არა გვყოლია.”
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 07, 2009 6:40 pm

გიორგი ლეონიძე
-----------------------

წარწერა ქართველ მწერალთა
სურათებზე

ილია_შუბლი საქართველოსი,
ბარათაშვილი_აზრთა მპყრობელი,
აკაკი_გედი და ორფეოსი,
ვაჟა_ხმაჩანჩქერდაუშრობელი
და დიდი შოთა_მათი მშობელი.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyFri Jul 10, 2009 2:02 pm

მიზეზები (თაისს-ნინო სადღობელაშვილს)
---------------
პაგანინის გადახრილი მარცხენა მხარი,
მოდილიანის ასტიგმატური მხედველობა,
ჰამლეტ გონაშვილის ჯვარედინად მბგერავი იოგები....
"გენიალობის ანატომიური მიზეზები"
(რას არ იტყვიან კოლეგა-ექიმებიSmile
ვზივარ,
შენს ლექსებს ვკითხულობ,
ერთი, შეხვედრისას-
მარჯვენა ხელის თითები
უნდა შეგითვალიერო...

Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:09 pm

ხშირად მახსენდება ხოლმე ბორენა ჯაჭვლიანი ეს ლექსი სიცოცხლეში მივუძღვენი და დავდებ აქ, იქნებ სხვებაც ახსენდებათ...

ბატონები
ბორენა ჯაჭვლიანს

ვკენკავ ნაზამთრალ ბეღურასავით შენს თვალთა სითბოს
და ღიმილის არტახებში შეხვეული ჩვილივით გიმზერ.
ვიგრძენი, როგორ გაუჩნდა ბზარი ჩვენს შორის ჰაერს
და ჭრელ ჩითებში, საკინძესთან, რძემ გამოჟონა.
ია და ვარდი დიდ ბატონებს, ია და ვარდი...
კუთხე-კუნჭულში მოგვიპნიეს პეშვით ვარსკვლავი
და სასთუმალთან აგვინთეს მთვარე ჩვენმა დედებმა.
კოკით გვასმევდნენ სიყვარულის უკვდავების წყალს
და გრძნეულებით ტანზე გვარგებდნენ ლამაზ სახელებს.
ია და ვარდი დიდ ბატონებს, ია და ვარდი...
ნათოვარ სიზმრებს როს შევამტვრევთ გაკვირტულ რტოებს,
ნამზითვარ ტილოს სხივზე გადავფენთ ოქროსფერ ქარში,
ამომავალი მზის ჩრდილივით გრძელ ნაწნავებში
მკვიდრად ჩავიწნით გაურითმავ ბედსა და კოცნას.
ია და ვარდი დიდ ბატონებს, ია და ვარდი...
თითქოს გაშალა შეკრული მუჭა დედამიწამო,
მზისკენ მიფრინავს ათასობით სიცოცხლის ბუშტი.
ქუთუთოებზე ლოლოები ლღვებიან წვეთ-წვეთ,
ჩვენც ამოვდივართ სიყვარულის დაბელტილ ხნულში.
ია და ვარდი დიდ ბატონებს, ია და ვარდი...

1998
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:13 pm

ამასაც დავდებ აქ, სამწუხაროდ ამ მიძღვნის ადრესატიც უკვე გარდაცვლილია



ნუ უჯერებ
ლ.გ.-ს

გეშინია დიდების, გეშინია ძალიან,
გახსენდება მალიმალ, რომ ის გლოვის ზარია.
რაღაც პასტორალური იდილია იწყება,
როცა ზეცის თქარუნი მრეშ ბელტებში მიწყდება...
როცა დედის წიაღი ემზადება საშობად,
როცა ტანჯვით იწყება ბედნიერი ბავშვობა.
ხედავ, ცის სილურჯეში მეხად გამოხვეული
გალურსულა ღრუბელის გაოფლილი სხეული.
და ჯერ წვიმამ არც იცის ქვის გემო და სურნელი,
ვინძლო, მიწა ჰგონია უსაზღვრო და ულევი.
გეშინია დიდების, გეშინია ძალიან.
მეხი, მზეს ჩამომტყდარი, დადაფნული ალია.
შორს, შორს მისი წყალობა!
ჯვარწერილი სიმაღლის
ურცხვად გაცამტვერება მისი წმინდა ვალია.
შეიცანი ბედ-იღბლის უცნაური ტაროსი,
შეიწყალე საბრალო, უსახლკარო ქაოსი.
და დიდების გარეშე აიარე სიმაღლე,
მხოლოდ არარსებული არსებობა იახლე.
ირწმუნე, რომ წყალობა არის შენი სიმწირე
და ღვთის მადლით, დიდებით თავს ნუღარ დაიმცირებ.
როგორც ჩემს სულს – სიცოცხლის უსაბამო ფეთება
ეჩვენება, რომ ქვეყნად არასოდეს ბერდება,
შენც ლექსის მირაჟებით გეცხადება დიდება,
ნუ უჯერებ, ბავშვივით, რასაც ჩუმად გპირდება.
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:14 pm

პოეტს
ბ. დანელიას

ყველაზე მოზეიმე სიკვდილი პოეტშია,
ყველაზე მგლოვარი სიცოცხლეც მასშია.
ქვასავით მდუმარემ ბიჯიც რომ არ წადგას,
მაინც სულ გზაშია!
ბედის ბედაურივით არის პოეტი.
მისი გზა ცისა და მიწის შუაშია.
ჰორიზონტებით მას ვერ დანალავ.
ის დროთა სკნელებზე მფრინავი რაშია.
სიცოცხლე სწყურია და სიკვდილი შია.
თუნდაც თავს იღლიდეს უამრავ სალმით,
ის უცნობია ყველასთვის ქალაქში,
რადგან დიდ ლექსებს წერს პატარა კალმით,
რადგან უყვარს ანგელოზთან და დემონთან თამაში,
ოდესღაც უბოძეს ცეცხლის ფრთა ორი,
ხან კოლიბრია და ხან ფასკუნჯი,
ხან ხმა და ნისლია თაბორის.
აწუხებს თავისივე ნიჭის უკვდავება,
ცდილობს და ვერავის ვერაფერს აგებინებს,
მოკვდავ წამს ვერაფრით უმკლავდება,
ღმერთი თუ ბედისწერა აიძულებს და
სიტყვით ბაბილონის გოდოლს აგებინებს.
მარტოობის უფლებაც არა აქვს,
პოეტმა ხალხთან ერთად უნდა იმარხულოს!
ლექსის ქსელს ბრმა ობობასავით აკვდება,
უნდა, რომ საკუთარ თვალებში ინახულოს
თავისი ბავშვობა ვარსკვლავთა აკვნებში.
უნდა, რომ დაბრუნდეს მშობლიურ კერაზე.
სტრიქონიც ბუმბულის სამაგრ ცვილს მაგონებს.
მზისკენ აფრენაა სიკვდილის მიზეზი,
არადა, მიწაზე რომ გაჰყვე ვაგონებს,
ვერაფრით მიაღწევ მშობლიურ სოფლამდე,
ბილეთში სიცოცხლეც რომ გადაიხადო,
სულსაც ვერ ჩაიტან არყოფნამდე.
დედა, დაულოცე შენს შვილს სიკვდილი.
დედებს ხომ ღმერთის სწამთ ყველაზე ძალიან.
ისე გაზრდილა შენი შვილის სული,
აღარ ეტევა სხეულში და რა მისი ბრალია?
შენი ნაჩუქარი სიცოცხლე სტკივა და
იქნება დაუამოს სიკვდილმა ლექსივით.
კი ნუ შეიცხადებ, ნურც გაეტირები,
იქნებ არყოფნისთვისაა შექმნილი!
ჩააწვინე ლურჯ აკვანში და დაურწიე,
არ უნდა მისი ძიძობა ცხოვრებას,
ის პოეტია და აპატიე,
დედისგან რომ ითხოვს ცხონებას.
მინდიასავით სიტყვების მძევალია,
ბწკარით წერა – მწერლის მძლევარია
და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კალამი აქვს,
მისი გრძნობების შეშლილივით ეშინია.
გაბუდაყებულ ადამიანს
ვითომ თვალს არიდებენ და უყრუებენ,
არადა, თანდაყოლილია პოეტისადმი რიდი,
ადრე თვითმკვლელობა ეიმედებოდა,
ახლა ეგეც არაფერია დიდი.
პოეტი – კაცობრიობის ძველი მეხამრიდი,
ნაძრახ ადგილივით გვერდს უვლიან.
მერე რა, რომ ფართეა ნილოსივით,
ლექსი ამოჰყავს ცხოვრების ქაფიდან,
როგორც აფროდიტე და ვენერა მილოსელი.
მაინც ახერხებს ყველას გაოცებას,
მაინც წერს რაღაც საოცრებას,
მაინც ხომ უწვრთნის ხალხს ოცნებას.
მას ჰქვია ლოცმანი უღუზო ხომალდის,
რომლითაც მიცურავენ ყინულეთისკენ და
მიაქვთ გრძნობების ლოცვანი.
მისი აისბერგების ეშინიათ,
მზის ყინულს აკრისტალებს სტრიქონი,
სევდა მისეული მირონია,
ფიქრია მისი ტიპიკონი.
ხსოვნის მარადიულ ებგურივით
დარაჯობს კაცთა მოდგმის ბავშვობას,
დედა, აპატიე, რომ არ აცლის
მზის ძუძუს და შენს ცრემლს გაშრობას.
ეძებეთ ნამდვილი პოეტი
და სიკვდილისთვის კი არა,
სიცოცხლისათვის აქეთ!
ლექსი ჩაუთვალეთ გმირობად!
რომ სიტყვა ჩაგეთვალოთ საქმედ!
პოეტი – ქაოსების თესლია,
პოეტი – კოსმოსის მებაღე,
და როცა ქალაქებს გესლიან
ლექსებით ჯამბაზები ღებავენ,
გახსოვდეთ ნამდვილი პოეტი,
ახსენით ჯადო მის სახელს,
რომ მერე სინანულით კი არა,
რომ მერე სიამაყით იძახდეთ:
`საქართველო პოეტების ქვეყანაა!~ –
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:15 pm

სევდის მტე
თემურ შავლაძეს

შემოუჩრდილა ხაფხივით ფიქრებს
"მთვარის ზამბახმა",
გულის ცეცხლს ვიქრობთ,
თუ ვარსკვლავი ცაზე გადახმა?
სად, რომელ დროში დაგიბინადრო?
ცრუობ, საათო!
ოცდაოთხიდან
არც ერთია, ჩვენი, საამდრო.
გახარჯულია ყოველი წამი
მისხალ და მისხალ,
ჩვენ კი სამყაროს
ლექსის სისხლი გვსურს გადავუსხათ,
ვცდილობთ, რომ ცის ქვეშ
სუყველაფერს ერქვას სახელი,
სევდისმტევ, მოდი, მომიჩრდილე
უღვთოდ გამხელილს.
სიტყვის `სამანის იასამანი~
აყვავდა მართლა?
გულს არ დაუდევს სიცოცხლესთან
სიჩუმის აღთქმა.
შემოუჩრდილე ხაფხივით ფიქრებს,
"მთვარის ზამბახო",
ოღონდ ამ ღვთიურ მარტოობას
ხელი არ ახლო.


Last edited by bao on Thu Sep 10, 2009 3:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:17 pm

ამ ქალბატონსაც ძალიან, ძალიან ხშირად ვიხსენებ


აგერ წელიწადია...
ნელი ქუთათელაძის ხსოვნას

ვერცხლის ცისკარს სიანცე შეჰპარვია ცხონებად.
აგერ წელიწადია, არ ყოფილა ივლისი.
ეს ლექსებიც მეყოფა, სანატრელო, ცოდვებად,
რომ მიყვარდი, არასდროს არ დამსჯიან იმისთვის.
აგერ წელიწადია, არ ყოფილა აგვისტო.
იწყებიან მზის ჩასვლის მეწამული წირვები.
თუ მივაგნებთ, სად არის ჩვენი სულის სამკვიდრო,
ძველთაძველი წყევლითაც აღარ გავიწირებით.
გიწილადებ ჩემეულ სევდასა და კაეშანს,
ვერაფრით დავეხსნები შენს ოქროვან ხსენებას
და თუ ერთი სიზმარიც სულის მანას აეშვა,
ჩამითვალე სიცოცხლე მარადიულ ჩვენებად.
მინდა, გიაღსარებო ჩემი გულის სოფელი,
შენმა შენანიებამ შვების ტანჯვით შემამკოს.
მსურს, ასფალტით დათალხულ ქალაქების ობელისკს
ჩვენი ყრმობის მინდვრების პანაშვიდი ემართოს.
ეჰ, სადღაა ამ ქვეყნად სიყვარული სამყოფი,
უმალ დაგაღერებენ საუკუნის კარაბინს,
აგერ წელიწადია, შევეგუე არყოფნას,
სიკვდილი თუ მიმყვება ჯოჯოხეთის კარამდის.
თორემ ჩემი ნაქები, ინაზება სიცოცხლე,
სიტყვასაც არ შემაწევს, ისე გამინაპირებს.
აგერ წელიწადია, ჩამომხმარი მზის ოლე
დგას და აყვავილებას თითქოს აღარც აპირებს.
სტრიქონების ფშანებში განათლული ზმანება
მენანება, ღმერთმანი, რომ არასდროს გაცხადდეს.
პოეზია ლოცულობს ქაოსების სამებას
და სამოთხის სამართალს ტევს ღმერთიდან კაცამდე.
როგორ შემოგაჩვიო ამ უხაო ნაკრძალებს,
როგორ შეგასმენინო უდროობის ვედრება?
აგერ წელიწადია, სიყვარული აკრძალეს,
შენი გულის ბეთლემიც ხომ არ გამონელდება?
გაიქარვებს შეშლილი შემოდგომა ტაროსებს,
ვერაფროთ დავეხსნები შენს ოქროვან ხსენებას.
როცა ცის ზედაშეთი სიყვარული დალოცეს,
იმ წამიდან სულს შენი სვე-ბერობა ენება.
აგერ წელიწადია, არ ყოფილა ზაფხული,
ნათლის მოვი მოისხეს მზეთა აისბერგებმა,
შემომცქერის თვალებში ლექსი – ჩემი მსახური,
იცის, ოცნებებიდან ცხადიც რომ არ ერგება.
იცის, ჩასაფრებია სადღაც ტყვია წერტილის,
ცრემლის ვენეციები მოიხილოს ეგება,
მესიზმრა თუ ეს ლექსიც, როგორც თეთრი შროშანი,
სიცოცხლეზე სიკვდილის ავგაროზად გვეკეთა?
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:19 pm

ვაჟა-ფშაველას
დაკრძალვიდან 20 წლის შემდეგ ვაჟას ნეშტი
დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს...

ნეტავი იმას, ვინც შენი
ნაცვამი მიწა მოირგო,
ვინც საიქიო ქორწილში
შენი საფლავით მოირთო.
შენი ნამყოფი სამარე,
ვინძლო, საყდრადაც იგულა,
შენზე ნამთხვევი შავმიწით
ბნელეთი მოიმზიგულა.
ალბათ სიცოცხლემოხდილი,
სიკვდილმა სათნოდ დაინდო,
შენზე ნატოლი ბელტები
გულზე ხატივით დაიდო.
ხომ იმავ დღეს მოკვდებოდა,
რომ მისცემოდა ნიშნადა,
ვის საბრძანებელ საფლავში
ელოდა ჩაშლა ქვიშადა.
იქნებ ვერც მიხვდა, იმ ხნარცვში
ვისი სულის მზე ესვენა,
იქნებ სიკვდილი, ბედნიერს,
ზმანებასავით ეჩვენა...
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:21 pm

ყველას, ვინც იყო, არის, იქნება
დათო აკრიანს
2006 წ. 9 აპრილი
ბოდლერის საღამო

აღარ ფეთქდება სიტყვა ნაღმებად,
აღარ სკდებიან პწკარები ჭურვად.
ფრთები? მჭკნარ ფოთლად ზედვე ახმებათ,
დეზერტირობენ ჩვენი ლექსები –
იმალებიან წიგნებში ჩუმად.
კარგა ხანია, იგრძნეს გუმანით,
რომ მოაბეზრეს თავი სამყაროს.
რა თუ, ბედის ზღვარს გასცდა ქურანი?!
საზღვრის იქით რომ სხვა საზღვრებია,
ლურჯი დაფარნა გსურს, ცას ახადო,
მაგრამ არავინ არ გამოგყვება –
არც შეშლილები, არც ღვინით მთვრალნი,
სადღაა ლექსთა სევდა და ჭმუნვა
ან საიდუმლო ნათლობა მთვარით.
ყველა თვლემს ირგვლივ... სძინავს დემონსაც,
თვლემენ ცის პირზე ვარსკვლავთ გუნდები
და ის სილურჯე, ცას რომ ემოსა,
მიმქრალა, როგორც ხაო ტუნდრების.
სუსხით დამფრთხალი, სად გაფრინდება
ბედის ვარსკვლავთა ჩიტები, ნეტა?
კარგახანია, რაც კაპიტნებმა
გემით გაცურეს თავთხელი ლეთა
და, უხიფათოდ გასულებს ცაში,
უკან ვადევნებთ ტაშს და დიდებას.
ჟამი, რომელსაც თავის ხმა არ აქვს,
სამყაროს ალბათ არც კი სჭირდება.
ჟამი, რომელსაც არ უდგას კიბე,
ცას მიბჯენილი, როგორც საკრავი,
ლექსი რომც უძღვნა, ვერ მიგიხვდება
მარადისობას თავს რად აკლავდი
და გაიხრწნება ლეშივით, ნელა
და ააყროლებს სამყაროს კიდეს,
საბრალო არის ჟამი, რომელსაც
ცას მიბჯენილი არ უდგას კიბე.
და არ დაუდის ზედ ანგელოზი –
ღმერთთან საუბარს ჩვეული, ლექსით.
არც ერთ ნაპირთან არ დგება გემი,
მისი საყვირის ხმაც არვის ესმის.
მხოლოდ ხანდახან ქარს მოაქვს ჩქამი,
ნისლებად მოსჩანს იალქნის სელი
და გინდა სიკვდილს რომ მოსდო შარი
და ჩამოართვა სიცოცხლეს ხელი.
თქვენ კი, ჩუმად ხართ და იმალებით,
საათის წიკწიკს ვერ ამჩნევთ, ნუთუ?!
სამყარო ისევ აღდგება მკვდრეთით,
ერთ პოეტს მაინც თუ გული უდუღს.
მაშ, გაედევნეთ ბედს იქით ქურანს,
საზღვარს საზღვარი მოსდევს ახალი
და თქვენს პოეტურ სინდისს და გუმანს
მოახდევინეთ ჟამის სახადი,
რომ გაწვრთნას ფიქრის ბატონმა სული,
მეორედ მოსვლის ღირსად აქციოს,
და იმ კიბეზე, ცას რომ მიადგეს,
უფრო და უფრო ზევით აგწიოს.
ზევით, იქ, სადაც მარადისობას
ყველა საზღვარი ერღვევა ერთად
და გრძნობ, საკუთარ სხეულზე უფრო
ათასჯერ ახლოს რომ დგახარ ღმერთთან...


Last edited by bao on Thu Sep 10, 2009 3:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:22 pm

სამოთხის ჩიტი
პოეტ თამარ გაბროშვილს
წიგნისათვის `გაიმეორე სიცოცხლე~

იცეკვებს ჩიტი...
უცხო ბუმბულით
შეაფერადებს ახალ გვინეას.
დღეს შენს ლექსებში გენიალურის
აღმომჩენელი ცოტა ვინმეა.
მშვენივრად იცი, რომ მოუვლია
სულს უდაბური ლურჯი ლეგენდა
და, რასაც სიზმრად გჩუქნიდა ღმერთი,
ხელზე განუმქვრელ ცხადში გეკეთა.
ძლივს რომ გიფარავს პაწია ტერფებს
ფურცლის კიმანოს აბრეშუმები,
ტანჯვით ნებივრობ და ძველ ბრძენივით
რატომღაც არსად არ ეშურები.
შენს წიგნს გადავშლი, როგორც დედოფლის
ხელმიუკარებ უწმინდეს სამარხს.
ნეტარი არის, ვინც ბედს მორჩილებს,
ტანჯვის სამკაულს ატარებს, თამარ.
იმ პაწაწინა ბეჭდის თვლებიდან
შემოგვაშუქებს მარადისობა.
გული ჩერდება, მაგრამ ლექსები
გააგრძელებენ ისევ მისნობას,
ლანდის ჭვირივით შერჩება პორტრეტს
ტანმაღალ ფიჭვთან
მარაოს ჩრდილი,
ვიცი, იქნები ისე ნამდვილი,
როგორც ყვავილზე ცვარია დილით,
ისე მაღალი, როგორც ბამბუკის
გაუვალი და ხასხასა ტევრი.
იმღერებს ლექსი – შენი ფლეიტა,
დაღლილი ცხადში სიზმრების დევნით.
შემოინუსხავ ღამეულ პეპლებს
ციცნათელების კოცონის ირგვლივ,
იცეკვებს ჩიტი
და მერამდენედ
დაიდგამს თავზე სიცოცხლე გვირგვინს.
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Jul 21, 2009 4:29 pm

გულქანო

`რატომ არ მოველ წვიმადა~

გულქანოოო, აი, გულქანო,
კარგმამის ობოლ ქალასა,
ნეტავ სკოლაში გესწავლა,
მიჰკედლებოდი კალამსა.
მაინც რა არის იღბალი,
რომ არ შეიშლის ფეხსაო,
მოვა და შუბლზე დაგვაწერს
კუთვნილ სვესა და ბედსაო.
გულქანოოო, აი, გულქანო,
მთიდან დაჰბერავს ქარიო,
ნეტა ის ქვები სად ყრია,
შენ რომ დასწერე პწკარიო.
ჩამოიწვიმებს ჟამები,
ქვებსაც ჩამორეცხს ლექსსაო,
არც ჩვენ დაგვარჩენს, გულზედა
დაგვდებს ლექსიან ქვებსაო.


ჭიამაია

ნინო სადღობელაშვილს

მე ვარ წითელი ჭიამაია,
ხელისგულზე რომ დაგიფრინდა.
ისე დაბინდდა, გზას ვერ ვიგნებ.
არც დარის რამე გამეგება,
არც ავდარისა...
თეთრი მთვარეც
ანგელოსის პეშვი მგონია,
შენ ერთმა მაინც არ დამაძალო
მე გაფრენა ჩასული მზისკენ.
ნუ მომატყუებ,
რომ მაპოვნინებ დაკარგულ დედას.
ჩემს წითელ ფრთებში ქრისტეს სისხლია.
ასე დავეშვი მაშინაც ძელზე.
ტიროდა დედა
და რა ვიცოდი,
რომ წითელ ფრთებზე შავი ხალები _
საფლავები _ აყვავდებოდნენ.
წვიმდა და ქუხდა.
როგორ მინდოდა იმ ხელისგულზე ღამის გათევა.
სისხლის წვეთები ჩემი და-ძმა რატომ მეგონა?
ცეცხლში ცვიოდნენ
პაწაწინა ანგელოსები...
იმ დღის მერე
აღარ მინახავს აღარსად დედა.
ვერ მაპოვნინებ...
ნურც მესამე დღეს დამპირდები ქრისტეს აღდგომას.
მე მისი სისხლის სამი წვეთი გამოვიყოლე.
ფრთებით დამაქვს,
რომ დავუბრუნო,
ვერ კი ვპოულობ...
ალბათ დღესაც ვერ გავიგონებ,
როგორ ააფრენს ანგელოსის ხმა
ჩემი ფრთების წითელ ხსოვნას
ხელისგულიდან:
`ჭიავ, ჭიავ, მაპოვნინე,
მე შენ ქრისტეს გაპოვნინებ!~
დაე, მეგონოს ეს ხელისგული ჩემი სამარე
და ჩავიძინო აქვე, ყვავილში _
სიზმარმღვიძარე ღმერთის თვალებში
სამი წვეთი სისხლის ამარა...
ოღონდ მადროვე,
თუნდ ერთი ღამე,
ქრისტეს ლოდინში,
შენს ხელისგულზე მაძინე ტკბილად.
Back to top Go down
nel

nel


Female
Number of posts : 135
Age : 60
Registration date : 21.11.08

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyTue Sep 08, 2009 1:03 pm

გიო არავიძეს


საყვედურები


ხელებს ამცივნებს, რომ ზედმეტად სუსტი მზე არის.
სხვა, რა საქმე გაქვს?! და ტუფლებზე ითვლი ნაკეცებს.
ვერ გაგიგია... დაეძებ... თუ თავად დაგეძებს.
(ლანდი - შეოლის. დარდი - წალდის. სუნი - ცხედარის.)

(...) ერთადერთი, რაც გელოდება...
ვინც გელოდება... თუ ასეთი - საერთოდ ვინმე...
(არის) გინდა, რომ თვალისმოკვრით, ანგელოზივით...
სიზმარში მაინც... ცაში მაინც... ან როგორც კინო,

ადგე და ფარდებ-ჩამოშვებულ, ოთახში ჩართო.
შემთხვევით ხელი შეგიშალოს, რომ არაფერმა.
(და მეჩვენება, ასე მარტო, დარჩენილს. მარტო,
თავი კი არა... მარტოობაც შემოგაბერდა.)

გაინტერესებს... წვიმაა და... გაინტერესებს,
დაბოლილები, ბორდიურზე რატომ დადიან?..
ანდა რა ნახეს?.. ან ასეთი, საინტერესო...
ასეთ ამინდში - მოარაფრო... მარტო დარდიან,

ქუჩებს, რომ თავი დავანებოთ... რადგან ქუჩების...
რადგან - ქუჩების, მიტოვებაც, გვეპატიება...
ფოთოლს შეხედე, რომ ნიაღვარს გადაუღჩეს და
რომ არ წაიღოს... ასფალტს როგორ ეპოტინება...

"სული - ტკბილია"... (სისხლი - მლაშე. ხორცი - მტკივანი.)
ასწავლეს ალბათ... უეჭველად ასწავლეს მასაც.
სხვა, რა საქმე გაქვს?.. (გეცინაბა...) არსად სიმწვანე...
ამთავრებ: არსად... არაფერი... სიცოცხლის ფასი.

გიო გურჯი.

კარგ პოეტს კარგი პოეტისაგან..... მიყვარს ეს ლექსი
Back to top Go down
http://www.kibe.ge
ბექა ოთანაძე

ბექა ოთანაძე


Male
Number of posts : 2
Age : 31
Location : Tbilisi
Job/hobbies : student
Humor : :)
Registration date : 17.09.09

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyThu Sep 17, 2009 2:32 pm

ნიკა ჩერქეზიშვილი

ფატა-მორგანა (ბექა ახალაიას)

გავროშ, მეგობარო, ეს დღეც მეუშნოვა,
ღამეს მუღამი აქვს და ჩემს ფავორშია,
წამო, მიდგას სახლში დოქით კრიუშონი,
მიყვარს, ჩემს გვერდით რომ ჩემი გავროშია.
მე არ მჭირდებიან ვიღაც კურტიები,
ყელში ამოვიდა - მთხოვონ კურტაჟები,
რა ჯანდაბას ნიშნავს სიტყვა - უტრირება,
ბიჭო, ხომ არ იცი? მხიბლავს გაშარჟება
მთელი დედამიწის, ახლაც ვიხუმრე და
ძმაკაც, ეს ცხოვრება ფატა-მორგანაა,
ჩემი სახლის კარი არ დაიხურება
შენთვის, მეც ხომ ერთი გლეხი, ბოგანო ვარ.
გავროშ, მეგობარო, ულამაზოები,
შევხვდეთ გამოწვევას ფამილიარულად,
გვიწევს ცხოვრებისთვის თვალის გასწორება,
ჰოდა, მხიარულად, ძმაკაც, მხიარულად.
Back to top Go down
irma shiolashvili

irma shiolashvili


Female
Number of posts : 53
Age : 48
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება EmptyWed Feb 03, 2010 5:12 pm

ექსპრომტი ეკა ბაქრაძეს

წეღან გითხარი რომ ჩემს სათუთ სულის ტაძარში
ჩატანებული ძვირფასი ქვა ხარ...
შენ მიპასუხე-„გეტირება ამას რომ ისმენ“.
აბა რაღა ვთქვა-მოგეხვევი, როდესაც გნახავ
სიტყვა რომ მართლაც ზედმეტია-მიყვარხარ ისე.
1.02.2010.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/-f4/-t44.htm
Sponsored content





”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty
PostSubject: Re: ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება   ”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება Empty

Back to top Go down
 
”პოეტი - პოეტს” - რენუარის წინადადება
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next
 Similar topics
-
» ერთი ლექსის პოეტი
» წიგნი "არაგვიანი" – მარიამ წიკლაურის წინადადება

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მწერლები - მწერლებზე-
Jump to: