| | მიხა ხელაშვილი | |
| |
Author | Message |
---|
ვიღაცა

 Number of posts : 11 Age : 120 Location : თბილისი Job/hobbies : ნაირ–ნაირი Humor : რია? Registration date : 31.05.09
 | Subject: Re: მიხა ხელაშვილი Tue Feb 23, 2010 9:29 pm | |
| მიხა ხელაშვილი
ფიქრნო ოხერნო!
ოხერნი ფიქრნი, მაფიქრებთ, გულს მიკლავთ დაღონებულსა, ვინღა დამიხსნის, წყეულნო, მე თქვენგან დამონებულსა. სულ მუდამ უნდა მატიროთ, აროდისა მყოფთ შვებულსა. მუდამ ფეხს მადგამთ, ძირსა მწევთ, არა მყოფთ განდიდებულსა. დღეს ყველა ჩემზედ იცინის, მე, ნამდვილ ასე მგონია, თავმოსაწონი საქმეი ახლა აღარა მგონია. არვის ვყოფილვარ ბატონი, არც არვინ დამიმონია, მერმე მონობით დავლიენ ჩემის სიცოცხლის დრონია, შემდეგაც მონა ვიქნები მე საწყალს ასე მგონია. თუმც მითხრეს გზები გაგეხსნა გექნა სავალი ფონია, მეტს მონობას კი ვერ შევსძლებ ვაჰმე, აღარ მაქვს ღონია. მგონავ, ეს ჩემი სიცოცხლე ასაწონ-დასაწონია, ზოგ ახლად შესაკერავი მოსაჭრელ-გასაზომია; მაგრამ ვინ მოსჭრის, ვინ გაზომს, და ვინ ჩამაცომს ტანზედა, არავინ, თუ მე არ შევსძელ, თვითონ არ მოველ ჯანზედა, რაღა ვარ მტრისგან გაცრცვილი, ნაცნობ მძლივთა მცნობ ხმაზედა; ტყვეობის ნიშნად ყველა მცნობს სამგლოვიარო თმაზედა, მოკრეჭის ნება არ მომცეს ას წელს იზარდა თავზედა. ახლა თმას ვიკრეჭ, ტანს ვიბან თავისუფლების წყალზედა. ღონეს მოვიკრეფ ყოველმხრით მოვალ იმ ძველსავ ძალზედა, და მტერს მოვუქნევ ფრანგულ ხმალს სამშობლო მოედანზედა. | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მიხა ხელაშვილი Sun Feb 28, 2010 9:57 am | |
|
***
არც წვერს მოვიპარსავ, არ გავიკრეჭ თმასა, სანამდისინ არა ვნახავ მე ჩემს მიწა-წყალსა თავისუფლად მოკაზმულსა, როგორც პატარძალსა, ხელში ეროვნული დროშით ლაღად მომღიმარსა. მაშინ ხელში თუ ავიღებ სავსე ფიალასა, ვადღეგრძელებ ჩემს სამშობლოს კეთილ მომავალსა და წარსულსაც მოვიგონებ, შოთას ენას მტკბარსა და ვადიდებ დავითსა და თამარ დედოფალსა.
1918 წელი. ბარისახო.
| |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მიხა ხელაშვილი Thu Mar 18, 2010 7:09 pm | |
| ვუძღვნი მეგობრებს
ჯერ არ ჩამქრალა,გვინათებს სხივი ნატეხი მთვარისა, ხმაურობს,ნელად იღვიძებს სიჩუმე ტყისა წყნარისა, ნისლი მოცურავს ქედებზე, გადმოტანილი ქარისა, ტყე იძრვის,თრთიან ფოთოლნი წვიმის მომლოდნი ჩქარისა, იმედიცა აქვს-მიღება სრულისა სანუკვარისა. საამო არის საცქერლად ჭალას გავარდნა ღვარისა, ვით სარდლისათვის ვაშაზე მისვლა ურიცხვის ჯარისა.
1923,წელი,ალავერდი. | |
|  | | დადა Front of Armury


 Number of posts : 61 Age : 37 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
 | Subject: Re: მიხა ხელაშვილი Tue Mar 23, 2010 1:56 am | |
| ლილე
მარტი. სუსხიანი ღამეა, სვანი გოგო ჩუმად იმღერს "ლილე"-ს. ღამეს ცამდე გადასწვდება არაყი მეტი რაღა, რაღა გვინდა ბიჭებს,
რომ დილამდე მივიტანოთ სულები, რომ დილამდე ვიხსენებდეთ ლექსებს... სამი ტყვია დაასვესო ხელაშვილს ზედ გულმკერდზე... ბოლშე-მენშევიკებს
"ბოლშე-მენშედ" მოვუკითხეთ დედები, ვიფხანთ გულებს, ხელებს, ენებს... ფილტვებს ისევ ავსებს სვანი გოგოს სიმღერა "ლილე", "ლილე"... სხვა ვერ აგვარიდებს -
ჩვენი კოშკის დანგრევას ჩვენი კაცის ღალატს...
მარტი. სუსხიანი ღამეა, სუნთქვა, სუნთქვა უჭირს ქალაქს.
იოჰან ხევსური | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მიხა ხელაშვილი Wed Mar 31, 2010 9:13 am | |
| *** ოხერო წუთისოფელო, ბალახადა ვარ,ღეროდა. რაც რომ ვიხილე თვალითა, მე ხო ეგ არა მჯეროდა. ჩამოვიარე კუდოსა, ჩემი დის დასაფეროდა. წამომიყვანა რიგშია, ძმა ვყვანდი სასახელოდა. გიქებენთ გიჟათ ნინოსა, მამეცით გასამჯელოდა. ზოგისა მქონდა გულს ჯავრი, ზოგისად გული მთელოდა. წამოვედ უპატიჟოდა, მე მანდ არავინ მელოდა- სამოკეთეოდ არ ვარგვარ, არც კიდევ ასამტეროდა. ეს მიკვირს,სხვა არაფერი- კლდენი ისხამდენ მდელოთა, ქვეყანა რად იქცეოდა, რომელიც ცასა ჰფეროდა?!
1919 წელი,ბარისახო. | |
|  | | ვაჟა ხორნაული Into Armury


 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: მიხა ხელაშვილი Sat Aug 28, 2010 6:44 pm | |
| აზნაურთა სტუმრობა
არვის ეგონოს ხუმრობა სტუმრობა აზნაურისა, თუ ვისმე დაეპქტიჟოს,ღვინო ხამს მზრდელი გულისა, მაგრამ აწ წახდა ქვეყანა გადამავალი რჯულისა, ვინ არის მქები სამშობლოს ან კიდევ თავის სულისა? ღმერთო,ნუ გჯერავ,ნურც კაცო,ხალხის ჭკვადაფანტულისა. იფიქრეთ,ვინ უნდა გახდეს მპოვნელი დაკარგულისა?
1919წ.,ხევსურეთის "დედაქალაქში"(ბარისახო).
| |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: მიხა ხელაშვილი Sat Jul 30, 2011 9:52 pm | |
| მიხა ხელაშვილი
*** იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა. შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა. როსნამდის?!როსნამდის ვიყო სულ მუდამ ყველა მხრით დაღონებული, როსნამდის ვიყო სულ მუდამ სხვისაგან დამონებული?!  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: მიხა ხელაშვილი  | |
| |
|  | | | მიხა ხელაშვილი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|