Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: ირმა შიოლაშვილი Tue Dec 02, 2008 6:39 pm
Irma Shiolashvili
ირმა შიოლაშვილი
ირმა ივანეს ასული შიოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს რაიონში. 1991 წელს დაამთავრა დედოსფლისწყაროს პირველი სასუალო სკოლა, 1996 წელს - უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე ასპირანტურაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა". ირმა შიოლაშვილი ათი წელია გერმანიაში ცხოვრობს. წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანება "კოლგეს" წევრი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ და გერმანულ ენებზე. არის ჟურნალისტი Dr. der Philologie-ში. ცხოვრობს Bonn, Germany-ში დაქორწინებული Knows German, Georgisch, ჰყავს ორი შვილი. ”ფოთლების ხიდი” ირმა შიოლაშვილის მეოთხე პოეტური კრებულია, რომელშიც სხვადასხვა წელს შექმნილი ლექსებია შესული.
გამოცემული წიგნები: * "არარსებული სიტყვა" (ლექსები), რედაქტორი ლია შარვაშიძე, თბ. "მერანი", 1992 * "მოლურჯო თაღი" (ლექსები რუსულად და ქართულად), თარგმანი ბექა ლაშხიასი, ქართული ტექსტის რედაქროტრი შოთა ნიშნიანიძე; რუსული ტექსტის რედაქტორი მაია გაიდაროვა, თბ. "მეცნიერება", 1996 * "ცრემლის ნაფეხური" (ლექსები), რედაქტორი ლეილა მესხი - თბ. "მერანი", 2002 - ISBN 99928-946-0-1 * "ფოთლების ხიდი" (ლექსები), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, თბ. "საარი", 2009 – ISBN 978-99940-60-75-7
ირმა შიოლაშვილი, დაჯილდოვება " წარმატებული ემიგრანტი" Published on Mar 16, 2017
Last edited by Admin on Thu Jun 06, 2019 8:22 am; edited 19 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Tue Dec 02, 2008 6:40 pm
ირმა შიოლაშვილი
პოეტის მონოლოგი
რაღაცა ტყდება და ბოლო წერტილს სვამს ფოთოლცვენა და გაორება, ვერ შევიყვარე ცხოვრება მეტად,_ სახეში ისე მცემა ცხოვრებამ, გავდივარ ჩემი შეშლილი წრიდან და ზეცის თაღებს ვესათუთები, მწერდა და მშლიდა, მწერდა და მშლიდა ამ დასაქცევი ყოფის წუთები და ახლა ასე დაღლილს და მართალს და უსაშველოდ ნათელს და მარტოს ლოდინი გულზე ლოდივით მადევს და სიზმრებივით არეულ მარტებს ვიგონებ თრთოლვით და ვინც მიყვარდა ბოლო წერტილს ვსვამ იმის თვალებთან, რადგან, ყოველი ყოფა იყო და სიზმარი იყო სიზმრისგარეთა.
1995.
Last edited by Admin on Tue Mar 29, 2011 12:07 pm; edited 1 time in total
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Tue Mar 10, 2009 7:44 pm
ბარათი საქართველოს
მე შენ გეკუთვნი და არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ უსაზღვრო და მარტოობით შეღებილ ცის ქვეშ- სადაც ბეღურებს წელიწადის ყოველ დროს სცივათ, სადაც სწავლობენ, რომ წარსულზე მარადი დარდი სისუსტის დიდი ნიშანია და... არ დარდობენ. მე კი ვდგავარ და ბედნიერებას ვთამაშობ უცხო კედლების დუმილში შეყუჟული და ამ ყოფიდან ამოზრდილი ეკლები მაღრჩობს; შენი სურნელი შერჩენია სამშვივნელს სარჩოდ და საოცარი, მადლიანი სიტყვების სარჩევს ვალაგებ გულში, საგანგებოდ, ხმაურით გდარდობ ასე ძალიან ავადმყოფს და მაინც მშვენიერს, და ვამჩნევ, როგორ უკვირთ კედლებს, როგორ ირეკლავს გერმანული ბიურგერტუმის ცივი მშვენება- ჭრელი, ნატიფი პორცელანი ოქროს ხაზებით,- ჩემს ემოციის მდინარეებს, უსიტყვოდ სუნთქავს ძველისძველ ბგერებს-კავკასიის ჩამონათალებს- ქართულ სატკივარს რას გაუგებს დედინაცვალი.. მე კი შენს მკერდზე დამბნევია ყველა მარცვალი, შენი შვილი ვარ და არ ვიცი, როგორ მოგბანო ეგ სისხლიანი ჭრილობები, რა დაგაფინო დაღლილ თვალებზე, დაჟეჟილ და ნაწამებ მხრებზე, სიტყვებს და სიტყვებს, კიდევ სიტყვებს შენთვის ვაქუჩებ და მტკივა გული-შენ რომ გგავს და... შენ რომ მაჩუქე.
2008
Guest Guest
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Tue Mar 10, 2009 8:07 pm
ირმა შიოლაშვილი
გაზაფხულის და ფოთლის ბალადა
რაღაცნაირად მიყვარდება ეს გაზაფხული- თბილი, გულწრფელი სურვილებით, ცოცხალი მზერით და თითებს ვიწვდი მისი მწვანე მიმართულებით. თავადაც ისე მაკვირდება, თითქოს მისი ნაწილი ვიყო,- მისი გულიდან ჩამოჭრილი- ფოთოლივით გამძლე და სადა, არ მაწუხებდეს ღამეები, არ ვწერდე ლექსებს, არ მივტიროდე ჭაობებს და საწუთროს ავდარს;
მაგრამ რადგანაც ფოთოლს ვგავარ - უნდა ვუძლებდე ავდრებსაც, მზესაც, კალიებსაც, მიყვარდეს უნდა ყოველი მწვანე გაზაფხული, ყოველი წვიმა, სიოს ჩურჩული, აპრილების ჩვეული სურდო და არასოდეს დამავიწყდეს ჩემი წარსული - მიწის მადლი და შემოდგომის მარადი შიში და დატოტვილი მდუმარება - ცამდე ასული და ჩემს ძარღვებში მოთქრიალე გენი და ჯიში, სანამდე ფოთლის დარდი მაწევს - უფლება არ მაქვს ეს გაზაფხული გავაწბილო - მზეს რომ არ იშლის და პოეზია - გულის შიგნით ფრთხილად რომ დამაქვს, აპრილის ფოთლებს ვუსახსოვრო ღვთიურ სანიშნედ.
2008
პოეზიის კალენდარი, 2011
nini Into Armury
Number of posts : 651 Registration date : 17.11.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Tue Mar 10, 2009 8:59 pm
ძალიან გამიხარდა ირმას აქ ყოფნა. მეც გამორჩეულად მომეწონა,ბობო, ეს ლექსი. ირმას ლექსები ერთი კრებულიდან ვიცი ...შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ. როგორც ვიცი ,ირმაც ქიზიყელია და ვ ვაშემ პალკუ პრიბილო ნიჭიერი ადამიანები ჰყავს თქვენს მადლიან კუთხეს
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Wed Mar 11, 2009 2:12 pm
ლუკას
ოდესმე აღარ დაგჭირდები- ამ ჯინსისფერი ქურთუკივით გამიხდი და სახლიდან წახვალ... მე, ალბათ, კალთას ჩამოვაწყობ გადაღლილ მაჯებს და სევდაში და მოლოდინში დავიდნობ სახეს
და, ჩემს სიცოცხლეს ოქროს ტოტი ჩამოატყდება... შენ კი... შენ- დედა გენაცვალოს-უნდა იარო მხრებგამართულმა, ლამაზმა და სავსემ მარტებით, სიყვარულებით, სურვილებით, ყოფის ხვიარებს
მხარი უქციო და ხანდახან ხელის წავლებით უსიტყვოდ ჰკითხო დედის მაჯას-რატომ წრიალებს... მხოლოდ ხანდახან-თორემ, დედა დაგეწამლების,- შენ უდარდელად, უტკივილოდ უნდა იარო....
სანათა Into Armury
Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Wed Mar 11, 2009 3:12 pm
irma shiolashvili wrote:
ლუკას
ოდესმე აღარ დაგჭირდები- ამ ჯინსისფერი ქურთუკივით გამიხდი და სახლიდან წახვალ... მე, ალბათ, კალთას ჩამოვაწყობ გადაღლილ მაჯებს და სევდაში და მოლოდინში დავიდნობ სახეს
და, ჩემს სიცოცხლეს ოქროს ტოტი ჩამოატყდება... შენ კი... შენ- დედა გენაცვალოს-უნდა იარო მხრებგამართულმა, ლამაზმა და სავსემ მარტებით, სიყვარულებით, სურვილებით, ყოფის ხვიარებს
მხარი უქციო და ხანდახან ხელის წავლებით უსიტყვოდ ჰკითხო დედის მაჯას-რატომ წრიალებს... მხოლოდ ხანდახან-თორემ, დედა დაგეწამლების,- შენ უდარდელად, უტკივილოდ უნდა იარო....
"დეეედამც გეწამალებაო..." ირმა, მომწერე პირადში შენი სკაიპის სახელი და დღესვე უნდა გამოგიგზავნო ჩემი თეოს ნამღერი ეს სიმღერები და გაგათბო და გაგახარო...
სანათა Into Armury
Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Thu Mar 12, 2009 9:54 pm
ირმა , გახსენი ამ საფიხვნოს მეილბოქსი წერილები გაქვს.
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Wed Mar 18, 2009 2:20 am
nini wrote:
ძალიან გამიხარდა ირმას აქ ყოფნა. მეც გამორჩეულად მომეწონა,ბობო, ეს ლექსი. ირმას ლექსები ერთი კრებულიდან ვიცი ...შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ. როგორც ვიცი ,ირმაც ქიზიყელია და ვ ვაშემ პალკუ პრიბილო ნიჭიერი ადამიანები ჰყავს თქვენს მადლიან კუთხეს
nini, madlobas gixdit Tbili sityvebisTvis.
keso Front of Armury
Number of posts : 95 Registration date : 28.12.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Mon Mar 23, 2009 12:26 pm
irmas mivesalmebi, Zalian gamexarda Seni gverdis danaxva, leqsebic siamovnebiT wavikiTxe. am zafxuls unda Segxvedrodi, magram, samwuxarod, omma ar dagvacala.. imedia, momaval jerze yvelaferi sxvanairad iqneba
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Thu Dec 10, 2009 3:52 am
*** დიდი ხანია, სამი რამე კარგად გამომდის: წერა, ტკივილში შეყუჟვა და გრძელი დუმილით დამორჩილება შენი ღრმა და ლურჯი თვალების; დიდი ხანია, რაც მიწოდებ პირველ ნახევარს და გებრალები. და ხანდახან არც გებრალები როცა ვცდილობ, რომ მზარეულის როლი მოვირგო და დავწვა ტაფა, ანდა კვერცხი, ანდა წავიდე აღელვებული სასეირნოდ, რადგან გავწბილდი და შენი გრძელი მოლოდინის ცოდვა დავიდე. დიდი ხანია, აკვირდები, როგორ მეშლება ბაგიდან ლექსი და თავიდან თმების თავშალი და თვალებიდან გრძელი სევდა როგორ ეშვება მრგვალი მიწისკენ, რომ ბალახის სუნი წაშალოს და გითხრას, როგორ ვარჯიშობდა მთელი ცხოვრება რომ ყოფილიყო თეთრი მიწა-შენი ნაწილი, როგორი თმენიტ მოელოდა გამეორებას ამ სამყაროში-ხანდახან რომ ასე აწბილებს. 17.11.2009
ვაჟა ხორნაული Into Armury
Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Thu Dec 10, 2009 10:48 am
*** დიდი ხანია, სამი რამე კარგად გამომდის: წერა, ტკივილში შეყუჟვა და გრძელი დუმილით დამორჩილება შენი ღრმა და ლურჯი თვალების; დიდი ხანია, რაც მიწოდებ პირველ ნახევარს და გებრალები. და ხანდახან არც გებრალები როცა ვცდილობ, რომ მზარეულის როლი მოვირგო და დავწვა ტაფა, ანდა კვერცხი, ანდა წავიდე აღელვებული სასეირნოდ, რადგან გავწბილდი და შენი გრძელი მოლოდინის ცოდვა დავიდე. დიდი ხანია, აკვირდები, როგორ მეშლება ბაგიდან ლექსი და თავიდან თმების თავშალი და თვალებიდან გრძელი სევდა როგორ ეშვება მრგვალი მიწისკენ, რომ ბალახის სუნი წაშალოს და გითხრას, როგორ ვარჯიშობდა მთელი ცხოვრება რომ ყოფილიყო თეთრი მიწა-შენი ნაწილი, როგორი თმენიტ მოელოდა გამეორებას ამ სამყაროში-ხანდახან რომ ასე აწბილებს. 17.11.2009
... მართალი გულის ლამაზი სევდა.
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Mon Dec 14, 2009 3:03 am
... იმ სურვილებით უნდა გავქვავდე ხეს რომ დაადნა წვიმის წვეთებად, ყველას წვიმების მადლი გფარავდეთ- მე... ჩემი მადლიც მეიმედება და გდარდობთ. და ეს შეშლილი მარტი როცა ტკივილებს აცლის მზეტიალს, მე გამოვდივარ სახლიდან მარტო და დაღლილ ცრემლში ვიწყებ ხეტიალს 1992.
ეკატო (ეკა ტალახაძე) Front of Armury
Number of posts : 54 Age : 47 Location : თბილისი Job/hobbies : სიტყვა Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?" Registration date : 23.07.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Tue Dec 15, 2009 12:14 am
დიდი ხანია აქ არ შემომიხედავს, ირმა. მართლაც გამახარა თქვენმა დანახვამ და სიმართლე გითხრათ, ისევ იმ საღამოს შთაბეჭდილებით ვარ დღემდე. მოგიკითხეთ და უღრმესი მადლობა ჩემს ნაცოდვილარზე გამოხმაურების გამო. ღმერთმა მიმრავლოს სულით ხორცამდე ადამიანები და მე მათზე წერა-კითხვა არ მომწყინდება
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Wed Dec 16, 2009 12:20 am
ეკატო (ეკა ტალახაძე) wrote:
დიდი ხანია აქ არ შემომიხედავს, ირმა. მართლაც გამახარა თქვენმა დანახვამ და სიმართლე გითხრათ, ისევ იმ საღამოს შთაბეჭდილებით ვარ დღემდე. მოგიკითხეთ და უღრმესი მადლობა ჩემს ნაცოდვილარზე გამოხმაურების გამო. ღმერთმა მიმრავლოს სულით ხორცამდე ადამიანები და მე მათზე წერა-კითხვა არ მომწყინდება
Number of posts : 24 Age : 40 Registration date : 17.12.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Wed Dec 16, 2009 4:50 pm
irma shiolashvili wrote:
ლუკას
ოდესმე აღარ დაგჭირდები- ამ ჯინსისფერი ქურთუკივით გამიხდი და სახლიდან წახვალ... მე, ალბათ, კალთას ჩამოვაწყობ გადაღლილ მაჯებს და სევდაში და მოლოდინში დავიდნობ სახეს
და, ჩემს სიცოცხლეს ოქროს ტოტი ჩამოატყდება... შენ კი... შენ- დედა გენაცვალოს-უნდა იარო მხრებგამართულმა, ლამაზმა და სავსემ მარტებით, სიყვარულებით, სურვილებით, ყოფის ხვიარებს
მხარი უქციო და ხანდახან ხელის წავლებით უსიტყვოდ ჰკითხო დედის მაჯას-რატომ წრიალებს... მხოლოდ ხანდახან-თორემ, დედა დაგეწამლების,- შენ უდარდელად, უტკივილოდ უნდა იარო....
ისეთი სითბოა მხოლოდ დედას რომ შეუძლია შვილისთვის გაიღოს მოგიკითხე მონატებულო და დამდეგი ბარბარობა მოგილოცე!
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Mon Dec 21, 2009 3:06 pm
ორი სიტყვა ცრემლზე და პოეტზე
მე ვარ ცრემლი, რომელიც მეგობრებმა მიატოვეს იმიტომ, რომ ბავშვობა ვერ დატოვა. ვიცი, მზარდია ინტერესი, როცა ცხოვრებაზე მსჯელობენ პოეტები; მე მიყვარს პოეტები, რომელნიც ბავშვობას ვერ ტოვებენ და რჩებიან ცხოვრებაში აუხსნელ განტოლებად. მე მიყვარს ყვავილებიც, რომლებიც პოეტებს ეჭირათ ოდესღაც, მერე კი ქუჩაში ვიღაცას აჩუქეს, რადგან არ შეეძლოთ, აღტაცება არ გაებნიათ და არ შეეკრთოთ მიწიერები და ხელები... პოეტის ხელები მთვარეაკრული და გაცრეცილი, მარჯვენა შუათითი აქერცლილი (მთვარის სიზმრებისგან) მიყვარს, დამიჯერეთ! სიზმარი დილამ გამიჩერა, როდესაც ჩემი დაჭორფლილი მარტოობიდან ამოშალეს მზის აღტაცება და განმეორდა რაღაც მარადი... ბავშვობას მუდამ სიზმრებს ვპარავდი რომ არ გავეძევებინე თავის სამფლობელოდან, ყელზე ბავშვობის სიზმრებმოხვეული, თმებზე ვარსკვლავებით, ხელში საკრავით, რომელიც იასამნის ჩურჩულს გამოსცემდა ვდარაჯობდი გულუბრყვილობას და ცხოვრებაში ვბრუნდებოდი ჭრელი პირობით რომ არასოდეს შევმტვერავდი შემოქმედის დიდ მარტოობას, არ უარვყოფდი მარადიულ შინაგან გვემას... და დღეს, გაზრდილმა მეგობრებმა უხმოდ დამტოვეს მარადიული ბავშვობის და სინათლის გამო.
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Thu Dec 24, 2009 1:09 am
*** გემუდარები, გამიღე კარი. სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა, მე მოგიტანე ახლა პეშვებით, გემუდარები, კარი გამიღე! ასე ადვილად ვერ შევეშვები დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს და რწმენისა და იმედის ლოდებს ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას, ...სისულელეა ჯიუტი ღობე ყინულოვანი, თეთრი თითებით, მე, თუმცა, მთვარის სატრფოდ ვითვლები მაინც მთავარი დავტოვე შენთან_ უბავშვურესი სულის მითები და მოყვავილე სინათლე ფერთა; და ახლა, სიტყვა მომაქვს პეშვებით, რომლითაც უნდა გადავარჩინო შენს სულში თითქმის გახუნებული ჩემი თითების ანაბეჭდები, სავსე ვარ შენი დიდი სურვილით და სურვილს იქეთ არ ვიხედები.
გემუდარები, კარი გამიღე 1999.
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Thu Dec 24, 2009 1:38 am
----------------- ისეთი ვნებით ველოდები წელსაც გაზაფხულს, სიცოცხლედ ვწვეთავ, როგორც მაშინ,- როცა შენი ნაბიჯების გაგონებისას კიბეზე გულის მზეს გიფენდი კართან სიტყვის უცნაურ ღრუბელს და ვწითლდებოდი- როცა შენი ხშირი სუნთქვიდან ამოზრდილ სურნელს მეცხრე ცაზე კვამლად ავყავდი. ---- დღესაც მზადა ვარ- შენი რწმენის ფესვთან ავყვავდე გაჩუქო კიდევ ორი შვილი-ტყუპი თვალებით დრო წარსულიდან მომავლამდე სიტყვით გამყავდეს და თეთრ ღაწვებზე გამოყრილი ეჭვის ხალები კანს ავაცალო, ხელუკუღმა ვესროლო ღამეს და მერე გულზე დაგეხვიო სხივად ირიბად რომ სისხლში ჩაგრჩეს საუკუნის მდუღარე წამი აყვავებული შვილებად და ზღაპრის გმირებად. .... შენს გრძელ ღამეში შემოვალ და ზღაპრად ჩავწვები მარტის მომწვანო თვალებით და თეთრი ღაწვებით. 2010.
Last edited by irma shiolashvili on Mon Apr 19, 2010 2:17 am; edited 2 times in total
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Thu Dec 24, 2009 3:14 am
irma shiolashvili wrote:
*** გემუდარები, გამიღე კარი. სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა, მე მოგიტანე ახლა პეშვებით, გემუდარები, კარი გამიღე! ასე ადვილად ვერ შევეშვები დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს და რწმენისა და იმედის ლოდებს ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას, ...სისულელეა ჯიუტი ღობე ყინულოვანი, თეთრი თითებით, მე, თუმცა, მთვარის სატრფოდ ვითვლები მაინც მთავარი დავტოვე შენთან_ უბავშვურესი სულის მითები და მოყვავილე სინათლე ფერთა; და ახლა, სიტყვა მომაქვს პეშვებით, რომლითაც უნდა გადავარჩინო შენს სულში თითქმის გახუნებული ჩემი თითების ანაბეჭდები, სავსე ვარ შენი დიდი სურვილით და სურვილს იქეთ არ ვიხედები.
გემუდარები, კარი გამიღე 1998
ai, am leqsis germanuli Targmani:
* * *
Mein Herz fleht dich an: Öffne bitte die Tür! Eine handvoll vergessene Worte Hab ich dir wieder gebracht. Ich flehe dich an, öffne bitte die Tür! Ich verzichte nicht einfach auf die Hoffnung im Türspalt und die winzigen Klumpen von Glauben und Hoffnung. Ich kann mich nicht lösen vom Einsamkeitsfluch. Zäune des Starrsinns sind Unsinn. Mit Eiszapfenfingern steh’ ich – die Geliebte des Mondes genannt, ließ ich das wichtigste bei dir, den überkindlichen Mythos der Seele und blühendes Licht der Farben; Jetzt bring’ ich zurück eine Handvoll vergessene Worte, damit deine Seele den früheren Abdruck meiner farblos gewordenen Finger erkennt … Nur ein einziger Wunsch Überflutet mein Herz Und blickt nicht darüber hinaus. Ich flehe dich an Offne bitte die Tür!
1998
Übersetzt von Agnes Giesbrecht
bao Into Armury
Number of posts : 384 Age : 60 Registration date : 11.12.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Fri Dec 25, 2009 8:18 pm
mokitxva irmas! verc me vwer aq qartuli SriftiT,magram qarTulad mogikiTxav,Svilebian-leqsebianad.
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Sat Dec 26, 2009 12:01 am
bao wrote:
mokitxva irmas! verc me vwer aq qartuli SriftiT,magram qarTulad mogikiTxav,Svilebian-leqsebianad.
mariam, Zvirpaso, didi madloba, rogor damwyda guli, wels piradad rom ver gagiCani!arada, Zalian Cemiani mgonixar:-)
keso Front of Armury
Number of posts : 95 Registration date : 28.12.08
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Sat Dec 26, 2009 3:28 pm
madloba irma, mokiTxva-molocvistvis, mec damwyda guli, rom ver gnaxe, magram iseTi zafxul-Shemodgoma zamTari maqvs mezobelsac ki ver vnaxulob karis... eg araferi Shen xom kargad xar , Zalian momewona leqsebi, eseni bolos rom dade, ar mqonda wakiTxuli:)
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Thu Jan 21, 2010 4:11 pm
უზარმაზარი სიყვარული მომისაჯეს შენი ქალაქის თოვლიანმა ქუჩებმა. მაშინ, როდესაც სხეულიდან თოვლის გუნდად ჩამომიგორდი.
უკვე ვიცოდი რომ უსიტყვოდ უნდა მებრძოლა ყველა ქუჩასთან, სადაც ლამაზ ტერფებს დადგამდი უნდა გამეყო შენი მზერა, შენი სიცილი ყველა დაღმართთან, მოსახვევთან, და გრძელი სიტყვით მოგწვდომოდი ჩემგან გაქცეულს.
დღესაც ასეა-სიტყვის ლაგამს გამოგდებ-ხოლმე და ჩემთვის უცხო დედა-ქალაქს ვეჯიბრები ხასხასა ხმებით, დედის ხმებით... რომ მოგახედო წუთით მაინც ჩემი მუცლისკენ სადაც თოვლის და სიყვარულის გუნდები დნება.
იანვარი, 2010.
Irma Shiolashvili
Lukas
Mit riesiger Liebe haben mich bestraft Die verschneiten Straßen deiner Stadt, Damals als du aus meinem Körper Als Schneeball hinunterfielst. Ich wusste es schon, Dass ich ohne Worte kämpfen sollte Mit jeder Straße,
Die du in der Zukunft betreten würdest mit deinen schönen Fußsohlen…
Ich sollte dein Schauen, dein Lachen Mit jedem Gefälle und mit jeder Kurve teilen, Um dich von mir Davongelaufenen Mit weitreichendem Wort wiederzuerlangen. Heute ist es genauso: Mit Wort-Zügeln ziehe ich an dir Und trete mit klaren Worten, Mutterworten In Wettstreit mit deiner Stadt ... Damit du nur für eine Minute Zu meinem Bauch zurückblickst, Wo Schnee- und Liebesbälle schmelzen.
übersetzt von Joachim Britze
irma shiolashvili Front of Armury
Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
Subject: Re: ირმა შიოლაშვილი Thu Jan 21, 2010 4:14 pm
ორშაბათი
დატეხილია ჩემი თითები და მზერა- ისე სევდიანი რომ სიზმრებსაც გადააბრუნებს. ჩემში მთავრდება ორშაბათის მშვიდი საღამო და თითებიდან სისხლთან ერთად საღამო წვეთავს.
ხოლო ის კაცი, ვინც ჩემს მზერას ძაფი გამოსდო და გულზე ძაფის გორგალივით გადაიხვია, დგას ორშაბათის ჩამოთოვლილ გზაგასაყარზე... ჩემი ცხოვრება ორშაბათის შეჯამებაა და აღარ ვიცი, რას მივენდო,- ამ კაცის ღიმილს- რომელმაც ჩემი სევდა გულზე გადაიხვია თუ ბრძნულ ნათქვამს, რომ ორშაბათით იწყება კვირა და ხვალე ყველა ორშაბათებს ჩამოიტოვებს.