| | რეზო გეთიაშვილი | |
| |
Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რეზო გეთიაშვილი Fri Jan 29, 2021 1:34 pm | |
|  რეზო გეთიაშვილი *** დღეს ვრჩები შენთან და ყველა წამთან, ცხადია ყველა სიზმარი ხვალის, დღეს სახლში შენი სურნელი წამყვა და გულზე - შენი თითების კვალი. რამდენი დამრჩა უთქმელი სიტყვა, თუმცა, სიტყვები ვერაფერს შველის, რომ უშენობაც საოცრად მიყვარს და უშენობაც სავსეა შენით. დღეს რჩები ჩემთან და ვყვები წამთა უბრალო რიტმებს და სიზმრებს ხვალის, დღეს სახლში შენი სურნელი წამყვა და გულზე - შენი თითების კვალი.
Last edited by Admin on Fri Jan 29, 2021 2:02 pm; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რეზო გეთიაშვილი Fri Jan 29, 2021 1:36 pm | |
| რეზო გეთიაშვილი *** რა თანაგრძნობა, დიდი ხანია, ბედნიერი ვარ ყველა გლახაკზე, ახლა ქარია და მიხარია, რომ ღვინო ძენძავს სულის ნახაზებს და უცხო ქალი ისევ მაორებს და ღიმილს მაყრის, როგორც ნაფთალინს, რომ მოგონების სასაფლაოებს დღეს უღვთოდ მოთხრის ღამე - აფთარი. არ გამახსენდე, ახლა ქარია და აყოლილი თვალის ზვირთები, შენი ბრალია, ჩემი ბრალია და გვიანია - ვერ ავინთები. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რეზო გეთიაშვილი Fri Jan 29, 2021 1:38 pm | |
| რეზო გეთიაშვილი მზერა – ჩახმახი, მარტოობაც...მზერა – ჩახმახი, მარტოობაც უკვე დიდი გაქვს, არადა როგორ შეიფერე, როგორ მოირგე, უფრო გამხდარხარ, გაჟონილი კეთრის სიფითრე და მთვარეც ისე გაიბერა, სონეტს მოიგებს შუაღამემდე, დასაწყისად მიოკარდიტი, რაღა თქმა უნდა, ლექსიკონი უცხო სიტყვათა, შენ შეგიძლია გაიღიმო თუნდაც ამიტომ, ხოლო ხუბჩევი ასეთ ღიმილს ვერ აიტანდა. უფრო გამხდარხარ, თორემ მზერის ჯერაც არ მჯერა, სულზე აქნილი უიქნებო, ნაღდი ეჭვები, მე შემიძლია „მენატრები“ გითხრა ამჯერად, ტუნდაც რითმისთვის, ან „დიაცი ქსლისა მბეჭველი“. მე შემიძლია ეს საღამო კოცნით მოვქლიბო (ავტოპორტრეტი, ანანურთან, გრძნობის ჩალური), ოღონდ ეს ერთი სიყვარულიც მოკლე მოგივა, ოღონდ იქნები, მომკალი და, სექსუალური.
Last edited by Admin on Fri Jan 29, 2021 2:28 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რეზო გეთიაშვილი Fri Jan 29, 2021 2:26 pm | |
| რეზო გეთიაშვილი მამზელმენატრებით, ახლა ის ციტირებს, მამზელ, მაგონდებით ათასში რამდენჯერ, მამზელ, შეემზადეთ, თქვენ უნდა იტიროთ, მამზელ, დაგეტოვათ პატარა ანდერძი. მამზელ, სიცივეა, ღიმილის ნაკეცებს, მამზელ, რა კარგია პირველი ავდრები, მამზელ, არ შეშინდეთ, თქვენ უნდა გაკოცონ, მამზელ, არაფერი, თქვენ უკვე მთავრდებით... ზუსტი ციტატები, ლამაზი სიცელქე, სავსე ძუძუები და კოცნა–ჰიბრიდი, ოღონდ არ დაიბნეთ, თქვენ უნდა იცეკვოთ, ოღონდ გაფითრება – რისკი თუ ლიბიდო, ანდა გვირილების მოთეთრო ტკარცალი, ცოთა შამპანური და უხერხულობა, მამზელ, საიდუმლოდ, თქვენ უნდა გაგცვალონ, მამზელ, არც კი იცით თითები, ხელები, მამზელ, დაგეტოვათ პატარა ანდერძი, მამზელ, გვიანდება, თქვენ უნდა იტიროთ, მამზელ, მაგონდებით ათასში რამდენჯერ... მადამ, რა კარგია, როდესაც ციტირებთ. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რეზო გეთიაშვილი Fri Jan 29, 2021 2:27 pm | |
| რეზო გეთიაშვილი როცა თვალებში შემოდიან თბილი ნისლები...როცა თვალებში შემოდიან თბილი ნისლები, კაპილარებში, ოთახებში, ძვლებში, ხსოვნაში და ბავშვობაში, სამოთხისგან ისე იცლები, როგორც ამ კერძო ხრწნის ავტორი და პერსონაჟი, როგორც სიკვდილი გაღვიძების გამო, ან კიდევ, ვინ მოიგონა, რომ მაგიდებს სხვები უსხედან, შენი ღამიდან ვარსკვლავები ჰგვანან ჭანჭიკებს, არც შენ წაგშლიან ჭანჭიკების გრძელი ნუსხიდან. როგორ დაგღუპეს ოცნებებმა და რა იცოდი, წინ სიჩუმეა და არაფრის მთელი ლირიკა, იყმუვლე მაინც, რომ ამ ფუჭი მარადისობის დიდი სხეული ტკივილებით მოასვირინგო. ეს სუსხი ისე ახალია, ისე ცხელია, გინდა-არ გინდა, სჯობს თუ არა, ვითომ _ არც ვითომ, მე შემინდვია ყველაფერი, სხვას რა ხელი აქვს, ისე მძაფრია ყველაფერი, უნდა გაწყვიტო.
Last edited by Admin on Fri Jan 29, 2021 2:34 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რეზო გეთიაშვილი Fri Jan 29, 2021 2:32 pm | |
| რეზო გეთიაშვილი წაწალიეს ზღუდე ისე მკვეთრია და ისე ბასრი – ხანჯლის პირივით, თვალის გახელა არ მჭირდება. არარსებულ სიმართლეში არსებობის გამართლება თვალთმაქცობაა. შენ კი ცდილობ დამარწმუნო, თითქოს, გხედავდე, როცა გახებ დეფორმირებულ თითის ბალიშებს. როცა თითების ფეხაკრეფა ფერმკრთალდება ვარსკვლავებივით ნისლის ღამეში ვნების ცხელ კანზე გადაკრული ჩრდილის ფენა როცა მკვეთრდება, ეს იგივეა: მე უგრძნობი ვარ (რაც ისედაც იგულისხმება ჩემი ხერხემლის მყისიერ და დრეკად ფრჩხილებში). ეს სურვილის მოძრაობაა. თითქოს თითები ერთადერთი ადგილია სამუდამო მეხსიერებით. შენ კი ცდილობ დამავიწყო აჩემება – სურნელს ვძერწავდე. იის მდელოს აკაციის მტევნით მიცვლი – თავი მტკივა და თითების დეფორმაცია. როგორც შეხება, როცა ყველა მზრუნველობა მამა ქრონოსის მზრუნველობაა. თვალდახუჭული მდინარე ვარ. არ შეიმჩნიო. არ მაღელვებს – გაფანტული ყურადღება ყურის მიღმა მიედინება სადენებში დამწყვდეული დღეებივით მოკლე ჩართვამდე. როგორც ძარღვებში. როგორც ლტოლვა მიზიდულობის ეროტიკული სიმსუბუქით დამძიმებული. სარკმელმა შიგნით შემოაბიჯა. ნიშანია: უკუნეთში გათენება ვივარაუდო. წინადადება – ჩემს ოთახში ჩაკეტილი მყარი ჰაერი, როგორც წყალი გაუვრცობელი – აბსურდია – მარტივი და თან – ქვეწყობილი. წაშლილ დროს და ჩარჩენილ ღელვას შემინული უძრაობის უამრავ ნატეხს მანეკენების მსუბუქ ფიქრში – გალატეას მღელვარებად ვერასდროს ვაქცევ, ვეღარ გავახელ დაკენტებიდან დაწყვილებამდე ერთადერთ ნაბიჯს. | |
|  | | Admin

 Number of posts : 6482 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: რეზო გეთიაშვილი Fri Jan 29, 2021 2:33 pm | |
| რეზო გეთიაშვილი თოვლითითქოს კვლავ ვხვდებით საათით ადრე და ხვდები, წუხელ რომ შემაცია, რომ ავეკარი ბაღებზე ფანჯრებს, რომ ბაღებს შენი კაბა აცვია. თოვლში მოვალო, არასდროს გითქვამს, მე ყველა ფანტელს ვენაცვალები, ჰაერი შენი კაბაა თითქოს და ფანჯრებს სტკივა შენი თვალები. ცხადია, სადღაც მაინც მიწყრები, დილაა თოვლის და ცოტა ღვინის, მინდა, გავიქცე და ცივ ფიფქებში მოვიკლა შენი თითების ჟინი. ფიქრები ფიქრებს ხელს რომ უშლიან ალბათ, თოვლისთვის არის სულერთი, ალბათ, ეს თოვლიც ჩიტის გულშია, ალბათ, ვოცნებობ ჩიტის გულისთვის, მაგრამ თუ გაწყდა დღეების ზოლი, გულში გაჟონავს სიცივის გესლი, ოთახში მოვა მუხლამდე თოვლი და ჩემს სიცოცხლეს თოვლივით გესვრი. იცოდე, თუკი შემომრჩა რამე, სულ ერთიანად წავაგო მინდა, რომ შევარჩიო ერთ-ერთი ღამე და შენს თეთრ კაბას დავაჩნდე ბინდად. თოვლად მოვალო, არასდროს გითქვამს, მე ყველა ფანტელს ვენაცვალები, ჰაერი შენი კაბაა თითქოს და ფანჯრებს სტკივა შენი თვალები. | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: რეზო გეთიაშვილი  | |
| |
|  | | | რეზო გეთიაშვილი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|