არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მარიამ წიკლაური

Go down 
+11
კობა (მატეკარი)
nino kadagidze
ჯალალი
ეკატო (ეკა ტალახაძე)
მინდია
keso
სანათა
Tabagari Tea
renuari
ვაჟა ხორნაული
bao
15 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
AuthorMessage
keso

keso


Female
Number of posts : 95
Registration date : 28.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyThu Jul 09, 2009 4:36 pm

კარგი, თუ გინდა, ეგრე იყოს... flower flower flower flower
მარიამო, მათხოვებ შენი ლექსის სტრიქონებს სტატუსად რომ დავიყენო?
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyThu Jul 09, 2009 10:09 pm

კესო, სტატუსად კი არა, თუ გინდა პაგონებად წაიღე, რა თხოვნა მაგას უნდა, პირიქით გამიხარდება
bounce
Back to top Go down
keso

keso


Female
Number of posts : 95
Registration date : 28.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyFri Jul 10, 2009 9:27 am

sunny sunny sunny
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyWed Jul 15, 2009 10:53 am

Crying or Very sad

ომის ვერლიბრი

იმ ზაფხულს ატამს სიტკბო აკლდა,
სამშობლოს - მიწა,
მე სატრფოს ვყავდი,
როგორც ქრისტეს - მკვდარი ლაზარე,
ასიათასი სიყვარულის მოწყენისათვის
მონადირემ რომ მიწაში ჩაფლა,
აზარივით გულს დაიწმენდსო.
და ჰა, მესიჯი: "გამოველო",
გავახილე ომში თვალები.
ჩემი მართა და მარიამი,
დები, დედები - გმირიანები
ცრემლის ზარებს ასლოკინებდნენ ტელეფონებით,
ეკრანებიდან ცხრა პურითა და ორი ძეხვით
აპურებდნენ დამფრთხალ სამშობლოს.
გზადაგზა ჭურვის ჰერბარიუმებს
ფუთავდნენ ფრთხილად,
ერთმანეთის ტკივილების მთებზე სხდებოდნენ
და ქადაგებდნენ.
მე სათამაშო ჯარისკაცი მიყვებოდა,
როგორ ჩაემტვრა ტანკით ნეკნები
და ვეღარასდროს გამაჩენდა მისგან უფალი.
მიყვებოდა გაუთავებლად,
რომ ომსა ჭამდა, ომსა სვამდა,
ამვლელ-ჩამვლელს უნაწილებდა,
სამხრე კი არა, მზე ენთო მხარზე
და ვერ ამჩნევდა, ტუჩის კუთხესთან
"კოკა-კოლის" გემო დაჰკრავდა.
ჭრილობებიდან სისხლი კი არა,
ბატი-ბუტი უცვიოდა ჭურვის ტკაცანით.
გმირობასავით
ჩამაკვდა ხელში.
მღვიძარებაში მესიზმრებოდა,
ჩემს შემოხსნილ სახვევებში ფეხებგაბლანდულს,
როგორ ეგონა,
დედის ნამზეურ ლოგინს ეღირსა,
უმტკივნეულოდ გაილია სიკვდილში ისე,
ბავშვობის ზღაპარს რომ შეაფარებ ხოლმე დიდობას .
მღვიძარებაში სხვაც ბევრი ვნახე:
მაცხოვარი იწვა მინდორში,
შუაგულ ომში,
ცეცხლმოდებულ პურის ყანებში,
ტყვიის პეპლები ეხვეოდნენ,
ალბათ სინათლე ეგონა ყველას ცეცხლის პარპალი.
არადა იწვა მაცხოვარი,
ჩამქრალი იწვა...
აბა, ვინ მიხმო, "გამოველო",
ვინ დამარწმუნა,სიყვარულში ისე შედი, როგორც ომშიო?
ღრუბლის ძებნა დავიწყე ცაზე,
ზედ რომ შემეგდო ჩემი იმედი,
სანგრის ძაფებით ამოგლეჯილი
კბილივით რომ მეჭირა ხელში.
რომ ამეგდო ანგელოზისთვის,
რომ მემუდარა ატირებულს:
- ჰა, ანგელოზო, ჩემი ჭიანი იმედები,
მომეცი შენი გამძლეობა!
ღრუბელი რაა, ერთი ღრუბელიც ვერსად დავლანდე.
სანამ გრძნობებით სახელს ვდებდით ომს და სიყვარულს,
სანამ შევთანხმდით, რომ ჩვენ გმირებად არ გავჩენილვართ,
მტერს გაერეკა თავის მამულში.
და ეს ომიც, სათამაშო ჯარისკაცებიც, ჩემი უფალიც
იმ უგემური და ლამაზი ატმებივით ვეკიდეთ ხეებს.
ცაში ვეკიდეთ, ფესვებს მიწას ვეღარ ვაწვდენდით,
სიტკბო გვინდოდა ამოგვეწოვა არაფრობიდან.
არადა სიტკბო მიწაშია,
საფლავებივით, მიწაშია სიტკბო, ვიცოდით,
მაგრამ ცეცხლს თურმე ვეებერთელა ფრთები ჰქონია,
აგვიტაცა და ცადატყორცნილებს
გადმოვარდნა შეგვეშინდა ჩვენი სიზმრიდან
ჰოდა, მორჩილად, ნება-ნება ავუყევით არარსებობას.
ნუ დაგვიძახებთ, სულერთია, ვერ დავბრუნდებით!
ნუღარ ამსგავსებ შენს ხმას, სამშობლოვ, მაცხოვარისას!
ნურც სიყვარულს ეგონება, რაღა ჩემი ხმა, რაღა უფლისო!


Last edited by bao on Mon Aug 03, 2009 6:05 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyWed Jul 15, 2009 3:06 pm

და ეს ომიც, სათამაშო ჯარისკაცებიც, ჩემი უფალიც
იმ უგემური და ლამაზი ატმებივით ვეკიდეთ ხეებს,
ცაში ვეკიდეთ, ფესვებს მიწას ვეღარ ვაწვდენდით,
სიტკბო გვინდოდა ამოგვეწოვა არაფრობიდან,
არადა სიტკბო მიწაშია,
საფლავებივით, მიწაშია სიტკბო, ვიცოდით,
მაგრამ ცეცხლს ვეება ფრთები ჰქონია,
აგვიტაცა ზეცისაკენ,
გადმოვარდნა შეგვეშინდა ჩვენი სიზმრიდან
და მორჩილად, ნება-ნება ავუყევით არარსებობას.
ნუ დაგვიძახებთ, სულერთია, ვერ დავბრუნდებით!
ნუღარ ამსგავსებ შენს ხმას, სამშობლოვ, მაცხოვარისას!
ნურც სიყვარულს ეგონება, რაღა ჩემი ხმა, რაღა უფლისო!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyWed Jul 15, 2009 9:40 pm

ბაო, რამდენჯერმე გულდასმით წავიკითხე. მტკივნეული თემაა და შენებურად დახუნძლული. კიდევ რაღაცას ამბობს და ჯერ ვერ ჩავწვდი.
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyMon Jul 20, 2009 11:41 am

ჩიტების შელოცვა

სინათლის ღერებით ნაშენი ბუდე ვარ,
სიცოცხლის ტოტებში ღამის ხმა მარწევდა.
ჩიტების რეტდასხმულ ჟივჟივით ავსილი,
ისე ვარ, ცა როა ვარსკვლავით ნაწერი.
თენება სისხლია, ტანში ჩამიდგება,
გაბორჯავს სევდისგან მომთვარულ ყვავილებს.
სულის ჟრუნ სიხარულს – საცისკრე მოსავალს –
გალობის ჟრუანტელს – არასდროს დამილევს.
ბზარები ნაჭუჭზე ჩემი სიზმრებია,
ირაო ეზრდებათ ნაკრტენის ღინღლიდან.
სიჩუმე ვაბარტყე, სიკვდილის გრილ ჩეროს
ხმა _ ფრთებად გაშლილი, აჩქამებს ღიღინით.
ჩიტების მომკილი ხვავი მაქვს, მადროვე,
დგას ჩემი ღამის ხე სინათლის ყანაში,
გვირილებს სითეთრე აუდით ტანიდან,
მაცალე, მაცალე სიცოცხლის თამაში!
ნეტა მერამდენედ ვთენდებით, უფალო,
მზის ქნარს რომ ჩამოკრავს სულის ფრთა, ნაღამი,
მომფინეთ სამყაროს – ფერფლი სიხარულის,
გათენებასავით ჩვილი და ახალი.
ვყვავილობ, ვმწიფარობ საცისკრე ალიონს,
შენსავით, არც მე მსურს დალევა, ნათელო,
ერთად შევულოცოთ, ჩიტებო, განთიადს,
იქნება, დღე-ღამე დღეს მაინც გამთელდეს.
ვინ იცის, ვინ იცის, მეორედ მოსვლამდე
არც ისე შორია. . . ვკითხოთ განთიადებს.
ერთად შევულოცოთ, ჩიტებო, სამყაროს,
ღმერთო, სიყვარულშიც ეგებ გავმთლიანდეთ.
ან იქნებ არც არის საშველი?! ომია _
სულის ფრთის რომ მესმის _ პირველი შეკრთომა.
რადა ჰგავს სისხამზე ჟივჟივი ჩიტების
სიყვარულს, რომელიც არაფრით გეთმობა.







წერილი მეზობელს

შენ მშვიდად გძინავს ჩემი ფანჯრის წინ,
შენი ფანჯრის შიგნითა მხრიდან.
ჩემს მწვანე ნაძვს
შენი სახლის საძირკველიც შეუდგამს ფესვზე.
გირჩებში მოსჩანს, როგორ იღვიძებ,
მტრედებს აყოლებ ბუნდოვან მზერას.
შენი ოთახიც იმავე მზის სხივზე ფენია,
რომელზეც ჩემი და ზუსტად ვიცი,
რომ ფერები გადაუვათ ერთმანეთისგან,
როგორც პეპლები და მწვანე მტვერი,
სიყვარულის ჰამაკებივით ნაძვებს შორის გაკიდებული.
გამთენიისას ჩვენი ქუჩის კენწეროზე,
მუდამ ერთი ფირფიტა ბრუნავს -
"ასიათასი ჩიტის ნისკარტით გამოთქმული ბედნიერება
მეეზოვის დირიჟორობით".
როგორც გვირილებს მიწის სიშავე
გულისპირზე ყვითლად უღვივით,
ჩვენ სიზმრებშიაც მღვიძრება გვიჩანს მუხლივით.
ვერც ვიფარებთ სიშიშვლეზე პატარა ქუჩას,
არა გვწვდება ერთი მთვარე, სამი ნაძვი და ჰორიზონტი -
ეგ სულ მუდამ წკიპზე ჰკიდია,
სულ ცალ ანჯამზე
და ჭრიალით იბერტყავს დღეებს,
ნამცეცებიან ტილოს რომ ვფერთხავთ ჩიტებისთვის,
სწორედ იმგვარად.
ჩვენს ფანჯრებს მინის მაგიერი ქარები უდგათ,
ხეებმაც ქარი გამოისხეს კარგახანია
და როცა არ გვაქვს სალაპარაკო,
ისე გვივსებენ სიჩუმეს და გვეხეთქებიან,
ისე გვაგლეჯენ პირიდან სიტყვებს,
რომ აღარც ვაცლით ერთმანეთს სათქმელს.
თმებს გვიწეწავენ,
მტვრის თაიგულებს გვიკრეფენ ხოლმე,
რომ გაუჩინონ საქმე როგორმე
ჩვენს უღონოდ ჩამოყრილ ხელებს -
ერთმანეთისკენ გაგვაწვდენინონ,
რადგან საქმედ იმას სულაც არავინ გვითვლის,
რომ ყოველ დილით ნისლში ვფუთნით და
ვარკაჭაჭას სილურჯეებს ვაწვეთებთ თვალში
ამვლელ-ჩამომვლელს,
სიყვარულის უმისამართო ბარათებსაც ვკითხულობთ ღამით.
ნაგავსაყრელზე კი არ გაგვაქვს ურიკებით და რახა-რუხით,
სახლის უკან, მწვანე მინდორზე,
ვმარხავთ უხმოდ და ვჭირისუფლობთ,
როგორც მკვდარ ჩიტს - უბნის ბავშვები.
ვინ გითვლის რამედ ან მარტოობას,
ან სიხარულს ვინ გითვლის რამედ.
ამათ ჰგონიათ, უნდა დაგვღალოს ცხოვრებამ ისე,
როგორც თვითონ დაიღალნენ ჩვენი გაძლებით.
მე კიდევ მოგწერ...


Last edited by bao on Sat Oct 24, 2009 9:38 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyMon Jul 20, 2009 4:36 pm

ბაო, თქვენს სამეზობლოში ბინას ვერ მიშოვით?

მეც მინდა ასეთი ლექსიSmile

ოჰ, როგორი კარგები ხართ-შენაცა და შენი ხუჭუჭა მეზობელიცა flower flower flower flower
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyMon Jul 20, 2009 4:51 pm

რენუარ, კი არ იცის ჩემმა ხუჭუჭა მეზობელმა, რომ ეს ლექსი შარშანდელი ზაფხულის ლექსის "ბაზაზე " დაიწერა ამ დილით Very Happy
ანუ შარშან დამიწერია რაღაც და ამ დილით ხელახლა გადავწერე ოდნავი ცვლილებებით...
ბინას გიშოვით ან საკუთარს დაგითმობთ, შენ ოღონდ მოდი მაგ ქუჩაზე. მაგ უბანში უამრავი პოეტი ცხოვრობს: თამარ გაბროშვილი, ცოტნე ალბუთაშვილი, დიანა ანფიმიადი, ვაჟა ხორნაული, მარუსა მეცოცხე, თინა მღვდლიაშვილი, ნინო სადღობელაშვილი, დათო ყანჩაშვილი და რა ვიცი, ვინ აღარ...
ისე რომ "აგიტანთ" Very Happy


Last edited by bao on Tue Jul 21, 2009 11:52 am; edited 1 time in total
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyTue Jul 21, 2009 11:51 am

Sad

დილაადრიან

დილაადრიან მოაკითხავენ
შენი ჩიტები ჩემს მონატრებას.
აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი,
გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე.
გადაიყოლებს ჩემი სიზმარიც
დღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს.
ესეც ბედია, მთელი სიცოცხლე
რომ სიყვარულის ჯვარი გეწეროს.
ქარის ექოში შენს ხმას დავეძებ
გაფაციცებით, ყველას ვაჩუმებ.
გამოგვაკერეს ავგაროზივით
ჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს.
აღარც ვაჩნივარ ცხადის ქალაქებს,
როგორც დღეს - თეთრი მთვარის ფრანები.
სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრე
ბედნიერების გადაბრალებით.
ან რად მინდოდა, ოდესღაც ღვთისგან
სიხარულივით რომ ვინათხოვრე
ყველაზე დიდი და სევდიანი
უსიყვარულო ცის სიმარტოვე.


Last edited by bao on Thu Aug 20, 2009 10:03 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
მინდია

მინდია


Male
Number of posts : 165
Age : 37
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyTue Jul 21, 2009 5:24 pm

Quote :
შენი ოთახიც იმავე მზის სხივზე ჰფენია,
რომელზეც ჩემი და ზუსტად ვიცი,
რომ ფერები გადაუვათ ერთმანეთისგან,
როგორც პეპლები და მწვანე მტვერი,
სიყვარულის ჰამაკებივით ნაძვებს შორის გაკიდებული.

ძალიან flower
Back to top Go down
http://www.xevsureti.ge
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyWed Jul 22, 2009 11:15 am

ბაო, ბაო!

ვფიქრობ რომ შენს პოეზიას, ბოლო დროს-განსაკუთრებით სწყალობს უფალი!

არც მანამდე გაკლდაSmile მაგრამ ,ამდენი კარგი ლექსი, ასეთ მცირე დროის შუალედში. რა ბედნიერი ხარ!

როგორი მწიფე და ხვავრიელი მოსავალია. flower
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyThu Jul 23, 2009 3:22 pm

Crying or Very sad
არ ვიცი, რადავარქვა, დამეხმარეთ, დეიდებო, ბიძიებოოოოო





ხეს კი ვერ ხედავ
ოკეანის ცრემლებია აისბერგები.
კითხეთ თოლიებს ან თევზის გუნდებს,
გეტყვიან, რომ არასოდეს დაუნახავთ
ამ წყლის ტირილი.
მე კი ასე არ გამომდის,
ვერაფრით ვყინავ ჩემს ტკივილებს,
სულ ორსული ვულკანივით ვარ,
და როცა ცეცხლის ფარვანებს ვაჩენ,
ირგვლივ ისეთი ნოყიერი ხდება მიწა, რომ
ზედ ვენახსა და ბაღს აშენებს ჭკვიანი გლეხი.
მსხმოიარობენ ზეთისხილის ხეები და
როგორც ჩვილი საკუთარ თითებს,
გატრუნული ვაკვირდები -
არსაიდან ამოზრდილი ტოტების ვარჯი
როგორღა გახდა ნეტავი ჩემი?
ვერც გამზომავ,
რომ დამატოლო მეზობლის გოგოს.
სულ ვიფრქვევი და ვიფერფლები,
სულ ცეცხლი ამდის.
იცით, რამდენჯერ მინატრია,
ვარდკაჭაჭების ტყუპისცალივით
განთიადის ლიტურგიების ლურჯი ნათება ავიკეცო
როცა ძეძვივით გზაზე მგზავრი გმრავლდება,
ჰაერში – ალხი,
წამოვკრიფო ხოლმე სიცისფრე –
ჩემი ფარა ბეკეკოების
და გავუყუჩდე მდუმარების გრილ ჩეროებში
სიტყვის ნიავქარს,
რომ ვერავინ დაგვიბრალოს,
ვერვინ გვიპოვოს, რომ არავის ეძვირფასოს
ჩვენი ცეცხლის აცეტება, აბალახება.
ნეტა ვერავინ გამოგვარჩევდს ასეთ წუთებში
იმ ხრიოკიდან, სადაც უთვლელი
გორაკი და ბორცვი და მთაა
და ღვთის სუნთქვის ჩქამიც არ ისმის,
მაგრამ იცი, რომ ჰა, საცაა
წამოიწყებს ჩიტი გალობას,
ხეს კი ვერ ხედავ…


Last edited by bao on Thu Aug 20, 2009 10:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptySun Aug 02, 2009 9:42 pm

study


ბედისწერისთვის

ვერც იმას იტყვი, დილააო.
დიდი ხნით ადრე იყო დილა და დაილია.
ახლა ის დროა,
ჩიტები რომ ნაგალობევს აყუჩებენ ბუდეებში გასაღვივებლად.
ფიქრს რომ მოიწევ - რომ გაღოჯავ დამშეული
და შედგები ბედისწერაზე.
აი, ვის აქვს სატრაბახო,
სინანულში ვინ უნდა იყოს!
მას ხომ სულ გლოვის ქორწილი ჰქონდა,
ლხინსა სტიროდა,
თავის თავსაც ვერ ემთხვეოდა,
სულ წინ იყო და
კუდში მოგვდევდა.
ზევსზე დიდია ბედისწერაო!
ქრისტეზე დიდიც!
ამირანმა რაღა უნდა სთქვას.
უმისობა არ დაწერილა.
მაინც ვბედავდით შეტოლებას:
"თითო გოჯით ვყოფილვართ თურმე ერთმანეთზე მეტიც, ნაკლებიც"*,
ძლიერიც, სუსტიც.
მე შენ გეტყვი, სანდალივით წაიძრობდი, ხრამში ისროდი,
ან ქვასავით დასწვდებოდი,
შარაგზაზე დაღერილ ძაღლს დააფეთებდი,
ყვავს დააფრთხობდი;
ან გაცვეთდი, გაიზრდებოდი და ბიძაშვილი
გაჩუქებდა გამონაცვალს დაუნანებლად.
არაო, არა!
ვერც სოფლის ბოლოს, მდინარეში მოისვრიდი კატის კნუტივით.
ვერც უსურმაგის სისხლით გასვრიდი, გაანელებდი.
თუ სახლი იყო ჩვენი - ყველას დამპურებელი,
ან თუ სამშობლო,
სათოფურები თავუკუღმა ნეტა ვინღა შემოუშენა?
რა ყეყეჩია, კაცი, ვინაც ომს განიზრახავს,
რა ბრძენია ერთგული და მორჩილი შენი,
ჰე, ბედისწერავ,
ზევსზე დიდო, ქრისტეზეც დიდო,
ვინ მოგცა ძალა,
ასე ზურგით სამყარო ზიდო და არ მოგბეზრდეს
ხეტიალი, ცირკივით, გზებზე.
არც დრო ითვალო, არც სიხარული, არც დარდი სხვებზე.
სად იბანები, სისხლიანი შენი ხელები მთებზე რომ მოჰქუხს,
და ვარსკვლავებად ანთია ცაზე,
რას გვიპირებ ადამიანებს, რას გვემართლები,
რით ვეღარ დაგვთმე, ვერ მოგვიყირჭე,
ვერ ისწავლე ჩვენიანობა?
მაგრამ ეგ გზები, თემ-შარები და ბილიკები,
ჩვენი საბრალო ზურგებია, ჩვენი მხრებია.
როგორ შესძელი, ასე სუფთად გვეტარებინე,
ფეხის თითიც არ დაგსვროდა ჟამთა წუთხეში,
ნაპატივებს გლოცავთ, გენდობით.
ხედავ, რას გვიგავს შენი ტარებით ბებერი ზურგი,
მაგრამ არასდროს დაგვიგდიხარ.
გაჩენის დღიდან ერთგულება ვიცით ისეთი,
თანამებრძოლის მხრით ტარება სამშვიდობომდე ჩვენი წესია.
ბოლოს მკლავებად გამოგვეზარდე, ფრთებად შეგვესხი,
ჩაგვიგუბდი სისხლში სიმღერად,
თვალის სევდად შემოგვეშუქე,
საქმედ გვექეცი, იმედადაც!
მაგრამ ჩვენსავით შენც გაილიე,
საბელსღა გავს შენი ორი გამხდარი მკლავი,
ზურგიდან მკერდზე გადმოღოღდი ახლა ჩვილივით,
დაიღალე, შუბლი მოგვადე გულებზე და
ყელზე გვკიდიხარ.
ნაკურთხი წყლით გიგრილებთ ტუჩებს,
მაგრამ როდემდე უნდა გატაროთ,
ზევსზე დიდო, ქრისტეზე დიდო?
ჩვენ ხომ ძალიან პატარები ვართ,
დავიღალეთ, დაგვიბერდა ძალა მკლავებში.
ცაც ისე ახლოს ჩამოგვიჯდა, შემოგვეჩვია,
რომ ცოტა გზარა დაგვრჩა ალბათ მამის სახლამდე,
იქ კი, იცოდე, იმოდენა საქმე მოგველის,
ვიღას ეცლება შენს საფერებლად,
იქ შიშიც არვის გადაჰყვება, რომ მოგიფრთხილდეს,
იქ ვერც გიცნობენ,
აანგელოზთა სამოსახლოა.
ნეტა ჩაყუჩდე ჩიტის ბუდეში,
აბა, სცადე, იქნებ ეტევი,
ადამიანი იქნებ არც ღირს ამდენ დევნად,
ამდენ თვალთვალად.
უერთმანეთოდ იქნებ, როგორმე, ბედსაც ვეწიოთ.
წამით მადროვე,
მგონი ქვიშა ჩამეყარა ხამლში, დავფერთხავ...
ვერც გავიგე, ამ მწვანიანზე როდის შევდექით?
ჰოდა, იმას გეუბნებოდი...

_
*ერლომ ახვლედიანის "ვანო და ნიკო და სიმაღლე და სიდაბლე"


Last edited by bao on Mon Aug 03, 2009 5:19 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
Guest
Guest




მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptySun Aug 02, 2009 10:07 pm

Question
მოკლედ რო გეთქვა, არ იქნებოდა?
ეგეთები იციან ხოლმე...

აი, სხვებმა რო არ იციან, ისეთებს მოვითხოვ მე შენგანა...

flower
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptySun Aug 02, 2009 10:38 pm

მოკლე რად გინდა, კიბე ხო გაქვს?
ვახ!

და თუ იციან, კაია! რას სჯობს მაგას!
ეგრე, მაშ მოკლეებიც იციან და ვინც რას ისხმას,იმითაა სარგებლიანი!

მოკლედ , არა, რა, სუ ტყუილად ვირჯები! მე მგონი, ვერ გავაგებინე,რაზეა აქ ბაასი! Sad


ეხ, ბაო, ადე ,საქმე ნახე, დოს მარილი მოაყარე! არ არის საშველი და შეეკამათო, აზრიც არ აქვს. წავედ წავიკიტხო რამე. study

მე რომ თქვენ გიყუროთ , ლექსის წერასაც ამიკრძალავთ მალე.
მარა არა, მე მაინც იმას ვიტყვი, რო "ბრუნავს" დედამიწა პოეტის "ხოშის" გარშემო!!! აი, ეგრე!!

geek
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyTue Aug 04, 2009 12:25 pm

queen



ირგვლივ

დაბადება თითქმის არ მახსოვს.
რაც აქამდე ცხადად მომყვა,
ეგ იყო რაღაც ორიათას ექვსასი წლის წინ,
ან უფრო ზუსტად,
სამიათას ოთხასის წინათ,
ან იქნებ შარშან...
რა აზრი აქვს რამდენით წინ, რამდენით – უკან?
ეს იყო ირგვლივ:
გევედრებოდი, აფროდიტევ,
სიყვარული მოგევლინა ჩემთვის მფარველად.
მაგრამ შენ ისე გეღიმებოდა,
თითქოს დამშეულს რძით გატიკნილ ძუძუს მაჭმევდი,
მე კი ბაგიდან თეთრი ვარდის სიტკბო მდიოდა,
ჩემგან პირველი სიყვარულის აღუ გესმოდა და გიხაროდა,
რომ ყრუ-მუნჯი არ გამოვდექი,
არც უსინათლო –
შენგან გამოწვდილ ალიონის ვარდისფერ მძივებს
აღტაცებით და ღონიერად ეჭიდებოდნენ
ჩემი თითები.
გაფაციცებით გადევნებდი დიდრონ თვალებს,
რომ დაიქნევდი ბეღურებს და მტრედების გუნდს
ფრთებად მიწამდე,
ცის პერანგს რომ შემომფუთნიდი.
გაყურადებდი,
როგორ სთხოვდი აყვავებულ მთებსა და მინდვრებს,
არ ეტკინათ ჩემთვის თოთო მუხლისთავები,
როცა თამამდ მივფორთხავდი სიყვარულისკენ,
ყველა ხევი რბილ ხელისგულად მეშლებოდა შენი ბრძანებით.
თეთრი პეპელა დამაფრინდა ერთხელაც მხარზე,
მისი ფრთების თრთოლვა მეამა,
შენ იცინოდი, რადგან იცოდი,
რომ ვერაფრით მივხვდი, რა იყო და ავზლუქუნდი.
შენ კი სიცილით მითვლიდი ცრემლებს,
როგორც ბატკნებს _ ერთგული მწყემსი
და ჭდეებს თლიდი
ბედისწერის გალიტულ ჯოხზე
თან პეპელას ეუბნებოდი,
გაანებეო თავი, ცოდოა.
ახლა ისე ვარ,
ვით წვიმის მერე
ჭიანჭველების ძველი ქალაქი.


Last edited by bao on Wed Aug 05, 2009 7:28 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyWed Aug 05, 2009 4:07 pm

*
დილით
თმის ღერი რომ ჩამომვარდა,
ნეტა ვიცოდე,
რა გაიყოლა ჩემი ხსოვნიდან.


Last edited by bao on Thu Aug 06, 2009 9:16 am; edited 1 time in total
Back to top Go down
renuari

renuari


Female
Number of posts : 118
Age : 62
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyWed Aug 05, 2009 5:39 pm

დარდები, ბაო! დარდები გაიყოლა .
flower
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyThu Aug 06, 2009 8:55 am

flower


ნეტავი ღმერთო

რაც ამ მიწაზე ყვავილი ყვავის,
რაც ამ ყანებში მზეკაბანია,
მწყემსი ბავშვივით, ასე მგონია,
უფალო, შენგან მეც მაბარია.
რაც აქ სიტყვაა ნათქვამ-უთქმელი,
რაც ნისლებს მთებზე ცვარ-ნამად დასდით,
ასე მგონია, მეც უნდა ვზიდო
ბედნიერებად მაგათი დარდი.
სულში მიყვავის ერთი შროშანი
ანგელოზების ნამოსახლარის,
ასე მგონია, უსაზღვროდ მწყალობ,
როცა თენდება დილა ახალი
და ყველა ჩიტი ჩემთვის ლოცულობს,
მზე მაწვდის რძეს და თაფლიან ფიჭას.
გამჭვირვალე ვარ, როგორც ჰაერი,
გული კერიის ცეცხლივით მიჩანს.
შემოეფიცხოს დაღლილი მგზავრი,
გვაქვს სიხარულის ღვინოც და პურიც.
შენს განთიადებს რომ ვაყურადებ,
მესმის მწუხრის ხმაც, სევდაგაბმული.
დილის ნიავი შენი სუნთქვაა,
ბილილებს მზერას მოავლებ,ფერადს.
სიკვდილი ქვისფერ თვალებს გარიდებს,
სიცოცხლის ჭალებს ბელავს და ბელავს.
უთვალავ ყვავილს გაუშლი მიწას,
უთვალავ დილას ცას შეაშუქებ.
დიდი მაგითაც ხარ, სახიერო,
მე რომ სიცოცხლეს კიდევ მაჩუქებ.
არც ჩემი გული გეცოტავება,
რომ ცნობ და კარგად გესმის ჩემი ხმაც.
ნეტავი ღმერთო, ვით ეს ქვეყანა,
ორთავ სოფელში მარტო შენი მქნა.


Last edited by bao on Sat Sep 19, 2009 4:38 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
ეკატო (ეკა ტალახაძე)

ეკატო (ეკა ტალახაძე)


Female
Number of posts : 54
Age : 50
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyThu Aug 06, 2009 9:21 am

flower
,,ადრე დგებიან, დილით, დედები,"
საადრო ვაშლებს გამოისხამენ,
ყველას ოთახში შევიხედები,
ვიდრე დედები მზეს აისხამენ.
გადავფრინდები, გადავევლები,
დედების დედებს, იმათ დედებსაც,
თვალით ვიხილავ უხილავ ლექსებს,
უკვე მზით გამთბარ ციცქნა ედემსაც.

flower
Back to top Go down
http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyThu Aug 06, 2009 9:43 am

Rolling Eyes Embarassed
ერთად ვიხილოთ ხოლმე, მე მაქვს ადგილები ცოცხზე და გავქროლდეთ!

აბა, ედემში, ედემშიიიიი, 2 ადგილიღა დარჩაააააააააა, გავდივართ თორე მერე მაგრა დააჭერს მზეეეეეეეეე, აბა, ლილოს გავლით, ლილოსიიიიიიიიი

queen
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyFri Sep 11, 2009 5:11 pm

Sad


Last edited by bao on Thu Dec 10, 2009 2:17 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
ჯალალი




Female
Number of posts : 214
Registration date : 11.11.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptyFri Sep 11, 2009 5:15 pm

bao wrote:
შენ მაინც წერე

წერე, პოეტო, შენ მაინც წერე,
რომ სიყვარული არის მარადი.
თორემ რითიღა უნდა გავმართლდე,
უფალს საკუთარ თავს რომ ვპარავდი
და ავაზაკებს ვატანდი ლუკმად
ბედნიერების გემრიელ ალაფს.
სულში მაფურთხეს. დღემდე სხეულზე
ცეცხლით მოხატულ სვირინგებს ვმალავ.
წერე, პოეტო, შენ მაინც წერე,
რომ სული ცაში პოვებს სამართალს.
მე ბოლო ლუკმად გულიღა შემრჩა,
ვფრენ და საზღვარი მაინც არა სჩანს.
ჩემმა ფასკუნჯმა მკორტნა და მკორტნა,
ტკბილი ყოფილა ხორცი ადამის.
ბედისწერისგან მრგებია მარცხი,
საკუთარ თავთან ომი - კარამდის.
წერე პოეტო, შენ მაინც წერე,
რომ არ შეშლილა მთელი სამყარო.
თორემ მე უკვე აღარ მაქვს ძალა,
ერთ მართალს მაინც სიტყვა ვახარო.
პეშვი წყალივით ვარ და არცა ვარ,
გზა-გზა და ბილიკ-ბილიკ ვილევი.
რომელ ჭალაში გაიხლართება
ჩემი იმედის თეთრი ირემი?
წერე პოეტო, უფრო თამამად
შემოუძახე მარადისობას.
თორემ რაღა ვქნა, რომ დავიჯერო
წარმავლობა და არავისობა...
ძველი საყდრიდან ჩამოვარდნილი,
კენჭივით ვგდივარ კედელთან ახლოს.
ჩემო უფალო, რა იქნება რომ
შენს გარდა ხელი არავინ მახლოს?
და არ დააფრთხოს ჩემით ის მტრედი
სამრეკლოსთან რომ მშვიდად ღუღუნებს,
წერე პოეტო იმ სასწაულზე,
ცრემლი რომ ჰქვია, რაღას უყურებ!
ეს სინანულის ჭირნახულია,
აგვევსოს ეგებ სულის ბეღლები.
რა ძლიერია უსუსურობა -
ქარიშხალივით ღმერთს რომ ვეხლებით.
ჩამჭიდე ხელი, ჩემო მფარველო,
ნუ მცდი, დამინდე, სული მელევა,
ჩემთვის სიცოცხლის მთელ საგზლად კმარობს,
შენგან რაც წამისუმალ მეძლევა.
შენ სადიდებელ ხმას ნუ დამილევ,
სხვა არაფერი არ მინდა მეტი.
წერე პოეტო, შენ მაინც წერე,
რომ არასოდეს დაგვტოვებს ღმერთი!


მარიამ წიკლაური - Page 2 Icon_flower გენაცვალე,გოგო!
Back to top Go down
bao

bao


Female
Number of posts : 379
Age : 63
Registration date : 11.12.08

მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 EmptySun Sep 13, 2009 1:47 pm

მარიამ წიკლაური - Page 2 75d55e026502
Back to top Go down
Sponsored content





მარიამ წიკლაური - Page 2 Empty
PostSubject: Re: მარიამ წიკლაური   მარიამ წიკლაური - Page 2 Empty

Back to top Go down
 
მარიამ წიკლაური
Back to top 
Page 2 of 6Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6  Next
 Similar topics
-
» მარიამ ხუცურაული
» მამუკა წიკლაური
» ივანე წიკლაური
» დიმიტრი წიკლაური
» ირინკა - ირინე წიკლაური

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: