არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლევან ბრეგაძე

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyWed Jun 10, 2009 6:36 pm

ლევან ბრეგაძე Levan_13
Levan Bregadze

ლევან ბრეგაძე
კრიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია
ლევან ბრეგქძე დაიბადა 1947 წლის 11 იანვარს, ტყიბულში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს.
1978-1986 წლებში იყო ჟურნალ „კრიტიკის“ პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991 წლებში იგივე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990 წლებში გაზეთ „მამულის“ რედაქტორის მოადგილე. იყო კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 2003 წლიდან „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - „კავკასიური თემატიკა გაზეთ კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე (1906-1914)“, დაიცვა 2005 წელს.
1984 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, 1978 წლიდან — საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი წევრი.

ჯილდოები
* 2009 - ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
* 2007 - ლიტერატურული პრემია „საგურამო“
* 2003 - ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
* 1993 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, ლიტერატურული კრიტიკა

წიგნები:
* „პოლემიკას რა უნდა“: კრიტიკულ - პოლემიკური წერილები (ავტორი), თბილისი: ლომისი, 2001, გვ. 304.
* „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“: 600 ჟარგონ. სიტყვა (ავტორი), თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 1999, ISBN: 99928-52-28-3, გვ. 198.
* „სიტყვა ძველი, სიტყვა ახალი“: ლიტ. წერილები (ავტორი), თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1988, გვ. 248.
* „დაკარგული გასაღების ძიებაში“: კრიტიკული წერილები (თანაავტორი), თბილისი: მერანი, 1985, გვ. 162.
* „პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს“: ლიტ. წერილები (ავტორი), თბილისი: მერანი, 1982, გვ. 173.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ბრეგაძე
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000594/
* https://www.facebook.com/levan.bregadze.3
* https://www.artanuji.ge/author_ge.php?id=28
* http://www.lib.ac.ge/index.php?option=com_djcatalog2&view=item&id=5948&cid=300&Itemid=487&prod=1#.X_v4sjozY2w



"ხაზის რადიო" 07.03.14 ლევან ბრეგაძე /I ნაწილი/
•Nov 21, 2014

„ ...ომი იყოს აზრებით, ომი იყოს ჭადრაკის დაფაზე, შემოქმედებაში იყოს ომი. არ შეიძლება?“ - ლევან ბრეგაძე.

სტუმარი: ლევან ბრეგაძე - ლიტერატურის კრიტიკოსი; მთარგმნელი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
წამყვანები: ეკა ტალახაძე და ნინო დათუკიშვილი.


"ხაზის რადიო" 07.03.14 ლევან ბრეგაძე /II ნაწილი/
•Nov 21, 2014

სად და როგორ გაჩნდა ჟარგონი?

სტუმარი: ლევან ბრეგაძე - ლიტერატურის კრიტიკოსი; მთარგმნელი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
წამყვანი: ნინო დათუკიშვილი.


study


Last edited by Admin on Mon Jan 11, 2021 12:16 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyWed Jun 10, 2009 6:42 pm

თეა ყიფშიძე

ლევან ბრეგაძე:
" ჯობს, ერთი წიგნი წავიკითხოთ
ხუთჯერ, ვიდრე ხუთი წიგნი - თითოჯერ"


ვფიქრობ, ჩვენს რესპონდენტს, ბატონ ლევან ბრეგაძეს, სპეციალური წარდგენა არ სჭირდება. ისცნობილი ლიტერატორია, მთარგმნელი და კრიტიკოსი. ლიტერატურული პროცესებისა დაცალკეული ნაწარმოებების მისეული ანალიზი, შეფასება ყოველთვის ღირებულია.
- ამ რამდენიმე ხნის წინ ოთარ ჭილაძე ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა: "პირადად მე ნამდვილ ლიტერატურულ პროცესებზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევად მიმაჩნია. თუმცა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება". ამავე ინტერვიუში ის წუხდა იმის გამო, რომ დღევანდელმა ქართველმა მწერალმა უარი თქვა "მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე, ანუ ჩვენი ისტორიული პრობლემა გადაწყვეტილად მიიჩნია და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით უაღრესად "თანამედროვე" და "აქტუალური" თემებით დაინტერესდა..." მწერალი ასახელებს კოსმოპოლიტიზმს, გლობალიზაციას, მშობლიური კულტურის უარყოფას... "ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ თავისუფალი ადამიანისათვის. დღეს კი, მეტ-ნაკლებად თავისუფალ საქართველოში, ძირითადად მონებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება..."
ეთანხმებით თუ არა ცნობილი მწერლის ამ მწვავე მოსაზრებას და როგორ შეაფასებდით საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს?

- იცოცხლეთ, კარგი რამ იყოს ნამდვილი ლიტერატურული პროცესები და სისხლსავსე ლიტერატურული ცხოვრება (ისევე როგორც სისხლსავსე თეატრალური, სისხლსავსე სპორტული და სისხლსავსე ეკონომიკური ცხოვრებანი)! მაგრამ ჩემს მახსოვრობაში სულ ასე ხდებოდა: თუკი ამ ჩვენს საყვარელ სამწერლო სფეროში ნამდვილი ლიტერატურული პროცესის გაჩენის მომასწავებელი ნაპერწკალი აკიაფდებოდა (გახშირდებოდა შეხვედრები, განხილვები, დისკუსიები, კრიტიკული აზრი გაჩნდებოდა), ყველაფერს იღონებდნენ მის ჩასაქრობად და მერე წუწუნებდნენ, ნამდვილი ლიტერატურული ცხოვრება არა გვაქვსო! ახლაც მეგულება თბილისში კულტურის რამდენიმე კერა, სადაც ლიტერატურული ცხოვრება, ვერ ვიტყვი, დუღს და გადმოდის‑მეთქი, მაგრამ იმის თქმა კი თამამად შემიძლია, რომ საიმედოდ წარიმართება. ამჯერად ჭკუას ვიხმარ და მათ არ დავასახელებ, რათა კეთილი საქმის მესვეურთ მტრები არ მოვუმრავლო.

(განაგრძე კითხვა)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyWed Jun 10, 2009 6:45 pm

Arrow

წავიკითხოთ ლევან ბრეგაძის ესეები ლიბ.ჯი-ზე - http://www.lib.ge/each_author.php?237

Exclamation

ინტერვიუ ლევან ბრეგაძესთან

გიორგი კილაძე: ბატონო ლევან, თქვენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული CV.

ლევან ბრეგაძე: დავიბადე 1947 წლის 11 იანვარს, ტყიბულში, გეოლოგ სოლომონ ბრეგაძისა და ექიმ-სტომატოლოგ ცაცა ბოჭორიშვილის ოჯახში. 1965 წელს წარჩინებით (ოქროს მედალზე) დავამთავრე ტყიბულის მეორე საშუალო სკოლა და სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1971 წელს დავამთავრე ჟურნალისტის დიპლომით. 2005 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კავკასიური თემატიკა გაზეთ „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე (1906-1914)“. 2003 წლიდან ვარ გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

სხვადასხვა დროს ვმუშაობდი მწერალთა კავშირის ალმანახ „კრიტიკის“ რედაქტორის მოადგილედ, მთარგმნელობითი კოლეგიის უფროს რედაქტორად, გაზეთ „მამულის“ რედაქტორის მოადგილედ, გაზეთ „მშობლიური კერის“ რედაქტორად, გაზეთ „ალტერნატივის“ რედაქტორის მოადგილედ, „კავკასიური სახლის“ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ვასწავლიდი და ვასწავლი ჟურნალისტიკას, ლიტერატურის თეორიასა და ისტორიას უნივერსიტეტებში, ამჟამად ვმუშაობ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად, ვრედაქტორობ „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალს“ და გამომცემლობა „ინტელექტის“ სალიტერატურო ჟურნალს „ქართულ მწერლობას“.

ვარ თერთმეტი წიგნისა და 300-ზე მეტი მეცნიერული და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებული მაქვს პოეტური და პროზაული თარგმანები რუსული, გერმანული და ფრანგული ენებიდან.

მიღებული მაქვს ლიტერატურული პრემიები:

ვაჟა-ფშაველას პრემია (1993),

ლიტერატურული პრემია „საბა“ (2003),

ლიტერატურული პრემია „საგურამო“ (2007),

ლიტერატურული პრემია „საბა“ (2009).

მყავს ორი შვილი – რუსუდანი და გიორგი. მეუღლე, გულიკო ლეგაშვილი, 1991 წელს გარდამეცვალა.

გიორგი კილაძე: ბატონო ლევან, მრავალმხრივი მეცნიერი ბრძანდებით და მაინც ძირითადად, რაზე წერთ და ვინ არიან თქვენი „ხმამაღალი ფიქრების” ადრესატები?

ლევან ბრეგაძე: ვწერ უმთავრესად ლიტერატურაზე და მისი მეშვებოთ (გაშუალებულად) ცხოვრებაზეც, ადამიანზეც (ანუ: თუკი რომანისტის, პოეტის შემოქმედების საგანი უშუალოდ ცხოვრებაა, მე, როგორც კრიტიკოსი, ცხოვრებას მათი ტექსტების მეშვეობით შევისწავლი, უფრო ზუსტად: მათი ტექსტებისა და პირადი გამოცდილების ურთიერთშეჯერებით); ვწერ ლიტერატორებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის, და ჩემთვისაც, რა თქმა უნდა – წერის პროცესი არის მცდელობა იმ გრძნობებში სიცხადის შეტანისა, მხატვრული ტექსტების კითხვის დროს რომ გეუფლება, ვცდილობ ჩავწვდე მკითხველზე მხატვრული ტექსტის ზემოქმედების საიდუმლოებებს. ეს ერთობ მიმზიდველი საქმიანობაა – დეტექტივის მუშაობას მოგვაგონებს.

გიორგი კილაძე: ბატონო ლევან, ქართულ სინამდვილეში ესეი არც თუ ისე ბევრი იწერება. მეთანხმებით? მიზეზებს ხომ ვერ ჩამოგვითვლით? თქვენ ესეის ხშირად წერთ, რატომ?

ლევან ბრეგაძე: მიშელ მონტენის მიერ მე-16 საუკუნეში შექმნილი ეს ჟანრი კარგად მოერგო იმ ხანას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რომ დადგა. ესეისტურობა (ესეისტური აზროვნება) ამ ეპოქის დამახასიათებელ ნიშნად იქცა. ესეისტური ნაკადი მხატვრულ ტექსტებშიც შეიჭრა (პროზაულშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოეტურშიც, ანუ ლექსშიც).

არა მგონია, რომ ჩვენში ესეი ცოტა იწერება. შედარებით ძველთაგან გერონტი ქიქოძის, ოთარ ჩხეიძის, აკაკი ბაქრაძის და გურამ ასათიანის ესეების გახსენებაც იკმარებს. დღეს ჩინებულ ესეებს წერენ ბაჩანა ბრეგვაძე, თამაზ ნატროშვილი, ემზარ კვიტაიშვილი, დავით წერედიანი, ლია სტურუა, ნაირა გელაშვილი, როსტომ ჩხეიძე, მაკა ჯოხაძე, ივანე ამირხანაშვილი, გია ბენიძე, ნუგზარ მუზაშვილი, გია არგანაშვილი, მალხაზ ხარბედია, ია ანთაძე, ნოდარ ლადარია, გიგი თევზაძე, ზაზა შათირიშვილი, სოსო ტაბუცაძე, გაგა ლომიძე… სხვებიც. ეს ცოტაა?

გიორგი კილაძე: ბატონო ლევან, პირდაპირ გკითხავთ, მოგწონთ თანამედროვე ქართული პოეზია, საერთოდ რას გვეტყვით ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოეზიაზე? თქვენი აზრით, რა მდგომარეობაა ახლა და რა ელის მომავალში?

ლევან ბრეგაძე: თანამედროვე პოეზია (ქართულიც და უცხოურიც) ახალი, ეპოქის შესაფერისი სათქმელის და მისი გამოხატვის ფორმების ძიებაშია. ეპოქა კი მეტისმეტად რთული გვიდგას (ყველა ეპოქას თავისი მთავარი თემები აქვს. ჩვენი ეპოქის რამდენიმე მთავარ თემას დავასახელებ და გასაგები გახდება, რა პრობლემების, ანუ როგორც ახლა ამბობენ, რა გამწვევების წინაშე დგას დღევანდელი ადამიანი და დღევანდელი მწერლობაც, ცხადია: გლობალიზაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, ეკოლოგია, გენდერი…). მომწონს ის თავგამოდება, რა თავგამოდებითაც ეს ძიება მიმდინარეობს. იმდენი ლექსი დაუგროვდა კაცობრიობას, რომ ახალ პოეტურ ტექსტებზე მოთხოვნილება მცირეა – ძველების, აპრობირებულების კითხვა ურჩევნია მკითხველს სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამის გამო უმძიმეს ვითარებაში არიან თანამედროვე პოეტები. მაგრამ, ვიმეორებ, მომწონს ის თავგამოდება, რა თავგამოდებითაც ისინი ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ კლასიკას.

გიორგი კილაძე: „მხატვრული ტექსტი თოვლის გუნდასა ჰგავს. რაც უფრო კარგად დააგუნდავებ, მით უფრო მტკიცედ შეიკვრება და მიზანსაც ზუსტად მოხვდება“ – ბრძანა ინტერვიუში ბატონმა გია არგანაშვილმა; თქვენთვის რა არის მხატვრული ტექსტი და რა გავლენას ახდენს ის სხვადასხვა თაობის მკითხველზე? პირადად თქვენზე?

ლევან ბრეგაძე: ბატონი გიას ნათქვამი მწერლის ოსტატობას ეხება, კერძოდ, იმას, რომ ტექსტი კომპაქტური უნდა იყოს, არაფერი არ უნდა იყოს იქ ზედმეტი მხატვრულ იდეასთან მიმართებით (კარგი შედარება მოუნახავს ბატონ გიას ამის გამოსახატავად!). მიზანი კი მხატვრული ტექსტისა, ჩემი აზრით, იმ ნაკლოვანების კომპენსაციაა, რასაც ავტორები გრძნობენ საკუთარ თავში. მკითხველიც ნაკლის კომპენსაციის მიზნით კითხულობს. ეს უნდა იყოს ის, რასაც არისტოტელე კათარსის უწოდებდა.

გიორგი კილაძე: რას ფიქრობს ზოგადად თანამედროვე ქართულ პროზაზე ბატონი ლევან ბრეგაძე? რაზე წერენ ქართველი პროზაიკოსები დღეს? ვის ახალ ნაწარმოებს ელოდებით ყველაზე უფრო და რატომ?

ლევან ბრეგაძე: დიდი ინტერესით ველოდები ნაირა გელაშვილის თხზულებებს. მათ რომ ვკითხულობ, ლიტერატორი აღარა ვარ, ჩვეულებრივ მკითხველად ვიქცევი ხოლმე (კიდევ ჯემალ ქარჩხაძის კითხვისას მემართება ასეთი რამ – „რიგითი“ მკითხველის ერთობ სასიამოვნო სტატუსს ვიბრუნებ!).

გასული საუკუნის 90-იანი წლების ქართული პროზა თემატურად შეზღუდული და ერთფეროვანი იყო (თითქმის მხოლოდ სამოქალაქო ომსა და ქუჩის გოგო-ბიჭებზე იწერებოდა), ბოლო რამდენიმე წელიწადში კი გამრავალფეროვნდა. ველოდებოდი როდის დაიწერებოდა გატაცებით საკითხავი რომანი ბიბლიოთეკაზე (მოგეხსენებათ, ეს პოტმოდერნისტთა საყვარელი თემაა!) და აი გამოჩნდა აკა მორჩილაძის „მეიდ ინ ტიფლის“. დავით ქართველიშვილის რომანში, რომელსაც „ახალი წიგნი“ ჰქვია, თემებიც ახალია („ახალი“ ქართველების ცხოვრება, მწერლის როლი და ადგილი ახალ დროში და სხვ.). ლაშა იმედაშვილის თემატურად და ფორმის თვალსაზრისითაც გამორჩეული მოთხრობები დიდი ინტერესით იკითხება. ლევან ბერძენიშვილმა არაჩვეულებრივი მწერლური ოსტატობით აღწერა თავისი ცხოვრება პოლიტპატიმართა „ლაგერში“ და იქ გაცნობილ დისიდენტთა შთამბეჭდავი პორტრეტები შექმნა წიგნში „წმინდა წყვდიადი“. მანანა ამირეჯიბმა გულახდილობით, გულწრფელობით აღბეჭდილი ჩინებული ავტობიოგრაფიული რომანი შემოგვთავაზა – „მე და ჩემი წილი მამა“. როსტომ ჩხეიძის ბოლოდროინდელი ბიოგრაფიული რომანებიც ადრინდელებივით დიდი შემეცნებითი და მხატვრული ღირებულებით გამოირჩევიან… მოკლედ, მკითხველი არ მოიწყენს…

გიორგი კილაძე: დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალ პროზაიკოსთა რიცხვი. მეთანხმებით? არსებობს თუ არა რაიმე დამახასიათებელი ნიშანი, თემა, რომელიც ქართველ ქალ პროზაიკოსებს გამოარჩევს მამაკაცი პროზაიკოსებისგან? მწერალი მაკა მიქელაძე თვლის, რომ „მამაკაცების მოთხრობების ნაწილი უფრო თავმობმულია და ნაკლებ მელოდრამატული… სამაგიეროდ ქალების პროზა – უფრო ინტუიტურია, ხშირად მამაკაცურზე თამამიც, თითქმის ყველა აკრძალული თემა, პირველად ქალებმა წამოწიეს… ვერ მიაჩუმათეს“. ეთანხმებით თუ არა? რატომ?

ლევან ბრეგაძე: მე ვერ ვამჩნევ არსებით განსხვავებას ქალ და მამაკაც პროზაიკოსთა (ვერც პოეტთა) ნაწარმოებებს შორის ვერც თემატიკის და ვერც თემის მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით. არც სხვასთან წამიკითხავს რამე ამის თაობაზე. ინტელექტუალურად ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან (ადრე ეგონათ, განსხვავდებიანო; გასული საუკუნის შუა ხანებში „დაადგინეს“, ანალიზის უნარი (მეცნიერული ანალიზი იგულისხმება) ქალსა და მამაკაცს თანაბრად აქვთ განვითარებული, ოღონდ ქალებს სწორად ჩატარებული ანალიზიდან დასკვნების გამოტანა უჭირთო, მაგრამ არ გამოდგა მართალი – ანალიზიც ეხერხებათ და არც დასკვნების გამოტანის უნარი შესწევთ მამაკაცებზე ნაკლებად. მე-20 საუკუნის ბოლოს დასრულდა ადამიანის გენეტიკური „რუკის“ შევსება და ბიოლოგები გვარწმუნებენ, იქ გარკვევით იკითხება, რომ ქალი მამაკაცზე ნიჭიერიაო).

ქალ პროზაიკოსთა და პოეტთა რიცხვი მართლაც გაიზარდა. ეს იმის შედეგი უნდა იყოს, რომ ინტელექტუალური შრომისთვის ახლა ქალს მეტი დრო რჩება, ოჯახური საქმეებით ძველებურად დატვირთული აღარ არის – ჭკვიანმა მანქანებმა და გულისხმიერმა მამაკაცებმა შეუმსუბუქეს შრომა.

გიორგი კილაძე: „აკრძალული თემები“ ვახსენე. როგორ ფიქრობთ. არსებობს თანამედროვე ლიტერატურაში ასეთი თემები? ქართულში?

ლევან ბრეგაძე: ცხადია, არა. რაკი ცენზურა არ არსებობს, არც აკრძალული თემები არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დღევანდელ პროგრესულ მსოფლიოში იკრძალება ომის, რასისტული იდეებისა და ძალადობის პროპაგანდა. საერთოდ, აკრძალვა მიზანს ვერ აღწევს. შეიძლება რომელიმე თემა გულზე არ გვეხატებოდეს, მაგრამ მისი აკრძალვით რას მივაღწევთ? უფრო იმის საწინააღმდეგოს მივაღწევთ, რასაც ვესწრაფით. რას მიაღწია საბჭოთა იდეოლოგიამ იმით, რომ ხან ერთ მწერალსა და თემას აკრძალავდა, ხან მეორეს? იმას მიაღწია, რომ აკრძალული მწერლები და მათი ნაწერები იდუმალების შარავანდით შეიმოსნენ და ამის შედეგად მართლა შეიძინეს რეჟიმის დამანგრეველი ძალა. ასევე იზრდებოდა აკრძალულ თემათა მიმზიდველობა. მოკლედ, თუ რამე გინდა გაძლიერდეს, ის უნდა აკრძალო!

რა თქმა უნდა, ყველა თავისუფალი უნდა იყოს თავის ქმედებებში, მაგრამ ამავდროულად ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას ამ ქმედებების გამო. როცა შენს ქმედებებში თავისუფალი არ ხარ, არც პასუხს აგებ მათთვის, ხოლო როდესაც თავისუფალი არჩევანის უფლება გეძლევა, პასუხისმგებლობაც გეკისრება არჩევანის გამო. სარტრის სიტყვებია, ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო.

ოღონდ თავისუფლება ზოგს ის ჰგონია, წითელ შუქზე რომ გაივლის. თუ გვინდა ქალაქის ქუჩაში თავისუფლად ვიმოძრაოთ, მოძრაობის წესები უნდა დავიცვათ.

გარდა ამისა არსებობს მორალი, ზნეობა – ეს უცნაური ფენომენი (ხომ გახსოვთ კანტის ფრაზა: „ორი რამ აღავსებს ჩემს სულს სულ უფრო მზარდი განცვიფრებითა და მოწიწებით – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში“). ადამიანი იმით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ იგი მორალურ ტაბუთა გარემოცვაში ცხოვრობს (ტაბუირებულია, მაგალითად, მიცვალებულის ცხედართან სიცილი, თეატრში საშინაო ტანსაცმლით წასვლა, ქუჩაში ტიტველი სიარული, იმ ჭაში ჩაფურთხება, საიდანაც წყალს ვსვამთ და სხვ. და სხვ.). ამ მორალური აკრძალვების დარღვევა ადამიანს ცხოველს ამსგავსებს. თუ პოლიტიკური ტაბუს დარღვევისთვის სახელმწიფო გვსჯიდა (რაც ცუდი იყო), მორალური ტაბუს დარღვევისთვის ჩვენივე არაცნობიერი გვსჯის (რაც კარგია), საამისოდ მას მრავალფეროვანი საშუალებანი მოეპოვება, ერთი მათგანია ნევროზი და ის პრობლემები, რაც ამას მოსდევს.

გიორგი კილაძე: დღეს ბევრს საუბრობენ ქართული სალიტერატურო ენის პრობლემებზე… ლიტერატურულ ნაწარმოებებში გახშირდა ჟარგონიც… – „ჟარგონი ენისთვის ერთგვარი შემოლაწუნებასავითაა“, – ბრძანა ბატონმა ბესო ხვედელიძემ. მწერალ ბაჩო კვირტიას აზრით, ჟარგონი მკითხველისთვის არის „შემოლაწუნება“, ქალბატონი მაკა მიქელაძე თვლის, რომ „თუ ნაწარმოები მოითხოვს, ასეთ დროს შემომლაწუნებელს მეორე ლოყა უნდა მიუშვირო“. თქვენთვის რა არის იგი? თქვენ რომ გამოგეყენებინოთ, ვერ ვიხსენებ…

ლევან ბრეგაძე: ჟარგონი, დიალექტიზმები, ბარბარიზმები, კანცელარიზმები, არქაიზმები, მოდური სიტყვები. ნეოლოგიზმები, ოკაზიონიზმები… შეიძლება შევადაროთ ფერებს მხატვრის პალიტრაზე. ესენი თავის დანიშნულებას მხოლოდ მაშინ ასრულებენ, როცა ფონად ნეიტრალური ენობრივი პლასტი აქვთ. რომელიმე მათგანის ამოჩემება და მისი უმთავრეს „ფერად“ გამოყენება არაეფექტურია. ძალიან მიყვარს თომას მანის ერთი გამონათქვამი – ყოველი ახალი რომანის დაწერა ჩემთვის გერმანული ენის შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება არისო.

ჟარგონს ვიყენებ, როგორ არა! ესეებშიც და თარგმანებშიც. ერთ მაგალითს ესეიდან მოვიტან და ერთსაც თარგმანიდან:

„…[ინტელექტუალთა გულის მოსაგებად] დიქტატორმა ერთადერთი რამ უნდა მოიმოქმედოს: ტაში გაუხერხოს (ჟარგონით თუ ვიტყვით, გაუჩალიჩოს) ინტელექტუალს, ანუ მისთვის ტაშის ორგანიზება შეძლოს“ (ციტატა ესეიდან „ტაში: ბანგი ინტელექტუალთათვის“).

მომეჩვენა, რომ სათქმელს უფრო კარგად მივიტანდი მკითხველამდე, თუკი მის გამოსახატავად სამი სხვადასხვა სტილური დონის სინონიმებს გამოვიყენებდი: „გაუხერხოს“ (ნეიტრალური სტილი, ოდნავ გადახრილი სასაუბრო მეტყველებისაკენ), „გაუჩალიჩოს“ (ჟარგონი), „ორგანიზება შეძლოს“ (კანცელარიზმი).

ლესინგის ერთი ეპიგრამის თარგმანში ბოლო სიტყვად დავსვი ჟარგონი და, მგონი, მოუხდა. ლექსის სათაურია „გაქცევა ბრძოლის ველიდან“:

„გავრბივარ, რათა კიდევ ბევრჯერ ვიომო მერმისს!“ –

თქვა გაქცევისას მამაცთაგან უმამაცესმა.

ნამდვილი აზრი ამ ქადილის მე ასე მესმის:

გავრბივარ, რათა კიდევ ბევრჯერ შევძლო… ათესვა.

გიორგი კილაძე: საუბარი კრიტიკის თემით განვაგრძოთ. კრიტიკოსს ლიტერატურულ ცხოვრებაში სიმძაფრე შემოაქვს. რამდენად იგრძნობა დღეს ეს სიმძაფრე, თუ ჰყავს დღეს ლიტერატურას კრიტიკოსები, შემფასებლები? ვინ გაგაკრიტიკათ და რატომ?

ლევან ბრეგაძე: პირველ ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისაც გავუკრიტიკებივარ. კრიტიკა გვიცავს თვითკმაყოფილებისგან, რაც უბედურებაა (სენეკას ნათქვამია: „უძლიერესი დაბრკოლება ჩვენი აღმასვლის გზაზე არის ის, რომ ჩვენ სწრაფად ვხდებით საკუთარი თავით კმაყოფილნი“). ძირითადად მაკრიტიკებენ იმისათვის, რომ ჰგონიათ, ვცდები, რადგან არაორდინარული აზრების გამოთქმა მჩვევია (მაგალითად, თანამედროვე ლიტერატურის თავისებურებებზე [მხედველობაში მაქვს პოლემიკა მიმეტური და არამიმეტური ხელოვნების შესახებ], მხატვრული და დოკუმენტური პროზის თაობაზე [მხედველობაში მაქვს პოლემიკა ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა ჟანრული თავისებურებების შესახებ], ქართული სუფრის თაობაზე და სხვ.). მაკრიტიკებენ იმის გამოც, რომ მე თვითონ ვაკრიტიკებ სხვებს საკმაოდ მწვავედ, ანუ ჩემს „აგრესიას“ ბუნებრივად მოჰყვება გაკრიტიკებულთა „აგრესია“. ამას კრიტიკოსი შეგუებული უნდა უნდა იყოს – ყველა ისე დაიცავს თავს, როგორც მოახერხებს. ზოგს მარტო გინება შეუძლია და შეგაგინებს. ვინ დაუშლის! თუ კაცს უნდა თავი მოიჭრას – მოიჭრის, როგორ აუკრძალავ!

დღეს გვყავს კარგი კრიტიკოსები, ლიტერატურის კარგი ექსპერტები. როცა ამბობენ კრიტიკა არ გვაქვსო, მე მგონი, იმას გულისხმობენ, რომ სისტემატურად არ ხდება ახალგამოსული წიგნების შეფასება, ბევრი წიგნი რჩება შეუფასებელი. ამას სახსრები სჭირდება. კრიტიკოსის შრომა მძიმე შრომაა და მას სათანადო ანაზღაურება სჭირდება. კრიტიკული აზრის გამოთქმა დიდ სულიერ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული (მე-17 საუკუნის ესპანელი ბრძენკაცი ბალტასარ გრასიანი ამბობდა, სიმართლის თქმა გულიდან სისხლის გამოშვებასა ჰგავსო). მარტო იმის შეგნება, რომ, როცა აკრიტიკებ, ამით დიდ საქმეს ემსახურები, საზოგადოებრივად დიდმნიშვნელოვან საქმეს, არ კმარა. პროფესიონალი კრიტიკოსის, ლიტერატურის სისტემატურად შემფასებლის შრომა დაუფასებელია და ამიტომ ნაკლებად ეტანებიან მას.

გიორგი კილაძე: ლევან, ლიტერატურა მკითხველისთვის იქმნება, მწერლის მკითხველებთან პირისპირ შეხვედრის მნიშვნელობაზეც გვითხარით რამე. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველებთან თქვენს შეხვედრაზე რა აზრის ბრძანდებით?

ლევან ბრეგაძე: მკითხველებთან შეხვედრა ნებისმიერ ამპლუაში მიყვარს – რედაქტორის ამპლუაშიც, ავტორის ამპლუაშიც, რიგითი მსმენელის როლშიც (როცა სხვასთან შეხვედრას ვესწრები). ასე რომ, დიდი სიამოვნებით.

გიორგი კილაძე: ბატონო ლევან, ლიტერატურული კონკურსების თემასაც შევეხოთ. რა მნიშვნელობა აქვს მწერლისთვის ლიტერატურულ კონკურსებს? რამდენად ობიექტურად იმართება კონკურსები საქართველოში? საქართველოში ჩატარებულ რომელ ლიტერატურულ კონკურსს გამოარჩევდით, რომელი კრიტერიუმებით?

ლევან ბრეგაძე: მწერლობის განვითარებისთვის ლიტერატურულ კონკურსებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ტურნირებს სპორტის განვითარებისთვის. ობიექტურობა ამ სფეროშიც ძალიან სასურველია, მაგრამ მთავარი ეს როდია – მთავარი ის არის, რომ ლიტერატურული კონკურსები აცოცხლებს ლიტერატურულ ცხოვრებას; ლიტერტურულ ცხოვრებას აცოცხლებს ის კამათიც, თუ რამდენად მართებულია ჟიურის გადაწყვეტილებები. დიდი მნიშვნელობა აქვს კონკურსის დამაგვირგვინებელი აქტის – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალის – სანახაობით მხარეს. ამ მხრივ ყველასაგან გამოირჩევა „საბა“ – იგი ლიტერატურის მოყვარულთ ნამდვილ ზეიმს უმართავს, რასაც ტელევიზიით ადევნებს თვალს ურიცხვი მაყურებელი.

გიორგი კილაძე: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე… რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ, საქართველოში? საკმაო რაოდენობის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი გამოდის? როგორ ფიქრობთ უჭირთ ავტორებს წიგნების გამოცემა? ჟურნალ „ქართული მწერლობის“ რედაქტორი ბრძანდებით, რა გამოარჩევს ამ ჟურნალს სხვა ლიტერატურული ჟურნალებისაგან?

ლევან ბრეგაძე: ეტყობა, ჩვენ წიგნის ხალხი ვართ. ასე რომ არ იყოს, ამდენი წიგნი, რომელთა დიდი ნაწილი ეკონომიკურად წამგებიანია, დღეს ვერ გამოვიდოდა. ასე რომ, ქართველი გამომცემლებიც და ქართველი მწერლებიც ძალიან პატივსაცემი ხალხია, ამ ვითარებაში ამდენს რომ ახერხებენ!

არა მგონია ახლა წიგნის გამოცემა ვინმეს უჭირდეს, მაგრამ ცხოვრების სახსარს მწერლობით ვერ მოიპოვებ (ამიტომ მიკვირს და მიხარია, მაინც ამდენი ქართული წიგნი რომ გამოდის, ამიტომ ვფიქრობ, წიგნის ხალხი ვყოფილვართ-მეთქი).

ჩვენი ჟურნალი „ქართული მწერლობა~, რომელსაც გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს, ყველა თაობის მწერალთა ჟურნალია. სხვა ლიტერატრული ჟურნალებისაგან უწინარეს ყოვლისა ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა (მისი ავტორი პაატა ნაცვლიშვილია), რაც საშუალებას გვაძლევს უხვად და ეფექტურად გამოვიყენოთ საილუსტრაციო მასალა. გამოცემის ვიზუალურ მხარეს დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს.

გიორგი კილაძე: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… თითქმის 40 წელი. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს თანამედროვე ლიტერატურისმოყვარული კაცი ვასიკო კეჟერაძეს. ჰგავს კი საერთოდ? „კარცერ ლუქსის“, უფრო ზუსტად წიგნის „იძულებით“ შეყვარების იდეაზე რას მეტყვით?

ლევან ბრეგაძე: გურამ დოჩანაშვილის „კარცერი ლუქსი“ გროტესკია (თუმცა 80-იან წლებში გამოქვეყნდა ერთი კრიტიკოსის წერილი, რომელიც სერიოზულად ამტკიცებდა, ამ მოთხრობის ავტორი ძლადობას ქადაგებსო!). სინამდვილეში ძალით ვერც წიგნსა და ვერც სხვა რამეს ვერავის შეაყვარებ. ლიტერატურის მოყვარულები, ძველებიც და ახლებიც (ძველი კეჟერაძეებიც და ახალი კეჟერაძეებიც), ერთმანეთს იმით ჰგვანან, რომ უკეთ ართმევენ თავს ცხოვრების სირთულეებს.

გიორგი კილაძე: თარგმანზეც ვისაუბროთ, თქვენი ნაწარმოებების სხვა ენებზე გამოცემა თუ გიფიქრიათ? მოდით, აქვე გკითხავთ, დღეს ბევრი ნაწარმოები ითარგმნება ქართულად? ხარისხი მოგწონთ? მათი გავლენა თუ იგრძნობა ქართულ ლიტერატურაში?

ლევან ბრეგაძე: ჩემი ნაწერების სხვა ენებზე წიგნად გამოცემა არასოდეს მიფიქრია. რამდენიმე ჩემი სტატია არის გამოქვეყნებული რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ბულგარულ და ოსურ ენებზე. აქედან ყველა გამოცემა თბილისურია, გარდა ბულგარულისა (1989 წელს სოფიაში გამოცემულ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებულს ახლავს ჩემი ბოლოსიტყვაობა).

ქართულად სათარგმნელი იმდენი რამ არის, რომ არ ვიცი, რაც ითარგმნება ბევრია თუ ცოტა. თარგმანთა უმეტესობის ხარისხი დაბალია, ნაჩქარეობა ატყვია. იგრძნობა, რომ ახალგაზრდა მთარგმნელები არ ითვალისწინებენ ძველების გამოცდილებას (გამოცდილების გათვალისწინება ასე უნდა მოხდეს: უნდა გაეცნონ იმ ნაშრომებს, რომლებშიც ადრინდელი თარგმანების ღირსება-ნაკლოვნებებზეა საუბარი).

თაგმანები ყოველთვის ახდენდა გავლენას ქართულ ლიტერატურაზე და ახლაც ახდენს. თამაზ ჩხენკელის, დავით წერედიანის, გურამ გოგიაშვილის თარგმანების კეთილისმყოფელი გავლენა ჩვენს დღევანდელ მწერლობაზე თვალსაჩინოა.

გიორგი კილაძე: დაბოლოს რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და პასუხი ჯერჯერობით არ იცით? აქვე, კითხვა რომლის პასუხი ზუსტად იცით? (ლიტერატურულ კითხვებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა).

ლევან ბრეგაძე: ყველაზე ხშირად ჩემს თავს ამას ვეკითხები: როდის დაიკავებს ქართული ლიტერატურა საკადრის ადგილს მსოფლიო ლიტერატურაში? – პასუხი არ ვიცი.

ლევან ბრეგაძე: ზუსტად ვიცი პასუხი კითხვისა: დაიკავებს თუ არა გამორჩეულ ადგილს ქართული ლიტერატურა მხოფლიო ლიტერატურაში? – დიახ.

წყარო – http://taobebi.site.ge/wordpress/?p=2054#more-2054


Last edited by Admin on Mon Feb 14, 2011 4:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
satori

satori

Female
Number of posts : 15
Age : 43
Location : Brooklyn, NY
Job/hobbies : Legal/poetry
Humor : Fine
Registration date : 27.03.10

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyMon Mar 29, 2010 12:10 am

უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი პირველი გერმანულის მასწავლებელი. მისი პირველი გაკვეთილი რილკეს ლექსით დაიწყო.

ლევან ბრეგაძე 112

ათასზე მეტი ჟარგონული სიტყვა შედის მის მიერ შედგენილ ლექსიკონში, რითაც მართლა კარგი საქმე გააკეთა...

დღეს შემხვდა ლევან ბრეგაძე და მითხრა, რომ "არმურის საფიხვნოზე" შემოვდივარ და ვკითხულობ ხოლმეო...
სახიხარულოა, როცა ამ დონის კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე მოგვინახულებს ხოლმე და თუ დარეგისტრირდება და დაგველაპარაკება კიდევაც, შენიშვნებს მოგვცემს - ამას რა აჯობებს...

Idea
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyThu Sep 30, 2010 12:40 am

ლევან ბრეგაძე


ოცი წლის შემდეგ


ჩვენს კრიტიკაში უკვე აღინიშნა _ “საკმარისია სოსო პაიჭაძის შემოქმედებას ტრადიციული პროზის კრიტერიუმებით მიუდგე, რომ ან განიარაღებული აღმოჩნდე, ანდა მწერალს მოსთხოვო ის, რაც მის მხატვრულ ამოცანას არ წარმოადგენდა” (თ. დოიაშვილი). მართლაც, თვალის ერთი გადავლებითაც აშკარაა, რომ სოსო პაიჭაძის პროზა გადის კონვენციური, ტრადიციული პროზის ფარგლებიდან. იგი ისეთ მოტივებს ამუშავებს, ადრე რომ ყურადღება არ ექცეოდა, გვერდი ევლებოდა ან მხოლოდ ქვეტექსტებში იგულისხმებოდა. არაორდინარული, რთული, ძნელად გასაცნობიერებელი განცდების გადმოსაცემად, ბუნებრივია, ახლებური მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები შეიქნა საჭირო. რთული სინტაქსი, რთული და უჩვეულო ასოციაციები, რთული შედარებები, რთული კომპოზიცაა დამახასიათებელი სოსო პაიჭაძის მოთხრობებისათვის. მოკლედ, ამ ბოლო დროს გავრცელებული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, იგი “ძნელ” მწერალთა რიცხვს განეკუთვნება. ერთადერთი, რაც შედარებით მარტივია მის ნაწარმოებებში, ეს არის ფაბულა.

მოთხრობაში “ბაქანი “ბოტანიკური ბაღი” პირველ სიყვარულთან ოცი წლის შემდეგ მოულოდნელი შეხვედრის ამბავია გადმოცემული. კობამ, რომელიც ორი თვით იყო მივლინებული ერთ ზღვისპირა ქალაქში პროფტექნიკური სასწავლებლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ლექციების წასაკითხად, ერთ მშვენიერ დღეს თავის მსმენელთა შორის შენიშნა ქალი, თორმეტი წლისას გაუმხელელი და ძლიერი გრძნობით რომ უყვარდა. მასზე ხუთი წლით უფროსი გოგონა მაშინ კობას მშობლიურ სოფელში დასასვენებლად იყო ჩამოსული ნათესავებთან და შემდეგ აღარსად უნახავს. გამოხდა ხანი, კობა დაოჯახდა და ეს პირველი სიყვარული ამ ოცი წლის განმავლობაში არც არასოდეს მოჰგონებია. ის კი თურმე არ ჩამქრალა, მისი სულის სიღრმეში ყოფილა მინავლული და ახლა, ხელმეორედ შეხვედრისას, ახალი ძალით იფეთქა.

ძლიერმა განცდამ ვაჟს ადვილად დააძლევინა ჩვეული მორიდება, გამოელაპარაკა ქალს, დაუახლოვდა, ოღონდ ბავშვობისდროინდელი ნაცნობობა არ შეუხსენებია მისთვის, ამ საიდუმლოს გულში ინახავდა: მოსწონდა, რომ ეს ამბავი იდუმალების შარავანდით მოსავდა მის ურთიერთობას ივლიტასთან (ასე ჰქვია ქალს). გაირკვა, რომ ისიც დაოჯახებულა, დედაა. ურთიერთობა, კობასთვის მოულოდნელად, ძალიან ადვილად გაიბა, თუმცა მათ შორის ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთად სეირნობენ ლექციების შემდეგ და ასე ატარებენ მივლინების დამთავრებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს. ოღონდ ვაჟი იმას კი გარკვევით გრძნობს, რომ მისმა ახლადაღორძინებულმა სიყვარულმა ქალის გულში გამოძახილი პოვა.

აქ, წესით, კობა ლიტერატურაში კარგად ცნობილი ზნეობრივი პრობლემის წინაშე უნდა დადგეს (ქალიც, რასაკვირველია, მაგრამ მარტო კობაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მოთხრობა, ბოლო რამდენიმე პასაჟის გარდა, მისი პოზიციიდანაა დაწერილი, მის განცდებს გვაცნობს): ვაჟის არსებაში ერთმანეთს უნდა შეეჯახოს ოჯახის წინაშე მოვალეობის გრძნობა და მისი ახლანდელი გატაცება. ასეც იქნებოდა, ეს რომ ჩვეულებრივი სასიყვარულო თავგადასავალი იყოს. მაგრამ კობას არსებაში უცნაური რამ მოხდა: იგი ახლა ერთდროულად ცხოვრობს აწმყოშიც და თავის გარდასულ ბავშვობაშიც. მისთვის აწმყო და წარსული გაერთიანდა, იგი თავის თავს აღარ ეკუთვნის. მთელი ეს დღეები ბურანში დააბიჯებს, ბავშვობისდროინდელი სიყვარული ყოვლისწამლეკავ სტიქიონად მოევლინა.

“ეს იყო, _ როგორც მწერალი გვეუბნება, _ რაღაც პირველყოფილი, ველური ლტოლვა არა ქალისადმი, არამედ თვით ბუნებისადმი, მისი სილამაზისა და დაუჯერებელი ჰარმონიის შეცნობით გამოწვეული ღვთაებრივი ძრწოლა, პირველხილვის შიში და სასოება...”

მარტო ეს განცხადება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და მწერალი დაწვრილებით გვიხატავს პერსონაჟის განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობას; იგი ახერხებს ჩვენს დარწმუნებას, რომ კობას წინაშე არ შეიძლებოდა ზემოთ ნახსენები მორალური პრობლემა დამდგარიყო, რადგან იგი ამ დროს ლამის შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა. “ოჯახი ახლა მოუხელთებლად გამფრინვალე, გაუაზრებელი ცნება იყო კობასათვის და ამაზე არც ფიქრობდა, რადგან წამოუდგენელი იყო სხვა, ნამდვილად არსებული ძალის მეტოქეობა იმ გრძნობებთან, მის გულს რომ ავსებდა”.

აქ მწერალს დიდი ოსტატობა მართებდა, რათა დამაჯერებლად დაეხატა თავისი გმირის არაჩვეულებრივი სულიერი მდგომარეობა და იგი წარმატებით ართმევს თავს ძნელ ამოცანას. პირველ სიყვარულთან შეხვედრით გამოწვეული სულის ამაფორიაქებელი განცდა იმ კონკრეტულმა ვითარებამ გააძლიერა, რომელშიც ეს შეხვედრა მოხდა. ორთვიანმა, მისთვის და მისი მსმენელებისთვისაც ძალიან დამღლელმა, მოსაწყენმა, “გაგანია სიცხეში” უთუოდ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მოწვეულმა კვალიფიკაციის ასამაღლებელმა კურსებმა სულიერად გამოფიტა კობა. რეალისტური, შთამბეჭდავი შტრიხებით არის დახატული მისი და მისი მსმენელების თავმომაბეზრებელი ყოფა ლექციებზე. და აი, ასეთ ვითარებაში “მის დაოსებულ და ზიზღიან გულს უცებ გამოეცხადა რაღაც შორეული და ძვირფასი გრძნობა, სადღაც ჟამის წიაღში ჩაძირულმა და აქამდე უჩუმრად გალურსულმა მოგონებამ გაიფაჩუნა ანაზდად და მონატრებულ სამყაროში მოუხმო”. არასასურველ გარემოს კობას ცნობიერება “მონატრებულ სამყაროში” _ საკუთარ ბავშვობაში გაურბის. ეს რთული ფსიქიკური პროცესი ასეთი მხატვრული ხერხით არის მინიშნებული მოთხრობაში: ავტორს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადავყავართ აწმყოდან წარსულში და პირიქით, ისე, რომ დროში განსხვავებულ პასაჟებს ხშირად აბზაცებითაც არ გამოყოფს ერთმანეთისგან. ოღონდ ეს გადასვლები უთავბოლოდ და ნებისმიერად კი არ ხდება, არამედ აწმყოსეული ვითარება წარსულში მომხდარ მსგავს სიტუაციაში პოულობს გაგრძელებას. მაგალითად, პირველი გასაუბრების შემდეგ, როცა ქალ-ვაჟი ერთმანეთს დაშორდა, კობას დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, რომ აუცილებლად იმ დღესვე ხელახლა ენახა ქალი. მობრუნდა და ძებნა დაუწყო. “სამჯერ შემოირბინა მთEელი პარკი, შადრევნის ირგვლივ შემოწყობილ მერხებზე ჩამომსხდარ ხალხსაც შემოუარა და ბოლოს ქუჩაში გავიდა... მაგრამ ქალი არსად იყო... სასოწარკვეთილი განაგრძობდა ძებნას. სად უნდა წასულიყო!..”

ეს აწმყოში ხდება. და იქვე, ყოველგვარი გადასვლის გარეშე, ვკითხულობთ: “სულმოუთქმელად გაირბინა ტრიფოლიატების ღობე და მინაძეების ეზოს მიადგა, იქნებ სადმე თვალი მოეკრა გოგოსთვის” და ა. შ. და ა. შ. ეს უკვე ოცი წლის წინათ იყო, როცა ბავშვური ეჭვებით შეპყრობილი იგი მას სოფელში დაეძებდა.

ცხადია, ეს არ იწვევს მკითხველის დაბნევას; ვხვდებით, რომ ამ ხერხით ავტორი პერსონაჟის განსაკუთრებულ სულიერ მგომარეობას გვიხატავს.

თვითონ ივლიტასაც, მის საუბარსა და ქცევას კობას თვალში რაღაც ბავშვური ელფერი დაჰკრავს. ერთგან, მაგალითად, ვკითხულობთ: კობა “იმასაც ხვდებოდა, რომ თვითონ ქალიც გრძნობდა თავის უპირატესობას კაცის წინაშე _ ასეთი უპირატესობის შეგნებით მიაქვს პატარა გოგონას შინიდან გამოტანებული ტკბილეული ან საყვარელი სათამაშო თავის ავადმყოფ მეგობართან სინანულისა და ვერგამეტების, მაგრამ, ამასთანავე, გამარჯვების, საკუთარი ღირსებისა და მარადიული სიკეთის ბუნდოვანი შეგრძნებით...”. სხვა ადგილას ივლიტა კობას “სცენაზე გამოსულ ბაბთიან გოგონას” აგონებს, რომელიც “ქალური სიკეკლუცითა და უხერხულობის მომგვრელი დედაკაცური მანერებით კითხულობს ყველასათვის ნაცნობ საბავშვო ლექსს და თოჯინების საუბარში მისთვის შეუფერებელი ამაზრზენი სიბრძნით გადააქვს დიდი ცხოვრების სერიოზული და ყალბი ინტონაციები”.

ეს რთული, ობიექტური და სუბიექტური პლანების შემცველი ასოციაცია-შედარებებია. ცხადია, არ არის გასაკვირი, რომ ყურადღებით განებივრებული ლამაზი ქალის ქცევაში ბავშვური კეკლუცობის ნიშნებმა იჩინოს თავი, მაგრამ, მეორე მხრივ, კობას მიერ ამ ნიშნების ასეთი სიმძაფრით აღქმა ვაჟის ფსიქიკის საგანგებოდ მომართულობაზე მეტყველებს _ ქალში იგი პატარა გოგონასაც ხედავს.

კობასთვის გარემოც კი როგორღაც ბავშვური გახდა. აი, რა თვალით უყურებს იგი აეროპორტის შენობას: “შუშის კედლებს მიღმა თითქოს თვითმფრინავის მომლოდინე მოწიფული ადამიანები კი არა, ბავშვები დაცუნცულებდნენ თავიანთი ბავშვური საზრუნვებით და საერთოდ, მთელი ეს ფერადი, მოფუთფუთე შუშის კოლოფიც თითქოს საბავშვო სათამაშო იყო, სათამაშო მაგიდებითა და ჩანთებით და ყველაფერი საყვარლად და ღიმილისმომგვრელად ჰგავდა ნამდვილს”.

ეს პასაჟიც იმას მიგვანიშნებს, რომ სუბიექტურად კობა თავის ბავშვობაში იმყოფება, ობიექტურ პლანში კი ამ სტრიქონებით გარემოსა და ადამიანებისადმი მისი გაუცხოებული დამოკიდებულებაა ნაჩვენები.

სოსო პაიჭაძის მოთხრობებში ძალიან ხშირად გვხვდება განუსაზღვრელი ნაცვალსახელი “რაღაც” (ზემოთ მოყვანილ ციტატებშიც რამდენჯერმე შეგვხვდა ეს სიტყვა). მისი ასეთი ხშირი გამოყენება იმითაა გამოწვეული, რომ მწერალი, როგორც წესი, ისეთ განცდებს ასახავს, რომელთაც გარკვეული სახელი არა აქვთ, ეს უფრო ხშირად არის სიამოვნება-უსიამოვნების, კმაყოფილება-უკმაყოფილების ნაზავი, რასაც ზუსტად ვერც ეს ანტინომიური გამოთქმები გამოხატავს. ერთგან, მაგალითად ასეთ რამეს ვკითხულობთ: “ის, რაც ქალს წასასვლელად ეძახდა, ოჯახი და ქმარ-შვილი კი არ იყო... არამედ ბუნდოვნად ნაცნობი და მაინც გასაგები რაღაც, რომელიც ისევე იყო დაკავშირებული ოჯახთნ, როგორც ყვავილთან მისი სურნელი ან მდინარესთან წყლის ჩხრიალი...”

დააკვირდით, რა საინტერესო, უჩვეულო და რთული შედარებებით ცდილობს მწერალი წარმოდგენა შეგვიქმნას პერსონაჟის სულში გაჩენილ მოუხელთებელ “რაღაცაზე”! სოსო პაიჭაძის მხატვრულ კონცეფციაში ეს განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ცნებითი კატეგორიის ხარისხშია აყვანილი. ამ აზრს ისიც განგვიმტკიცებს, რომ ერთგან მას წიწკლებშიც სვამს: “მას სულ სულ სხვა რაღაც მოსწონს შენში და შენ უნდა გეშინოდეს ამ “რაღაცის” დაკარგვისა, რომელიც თურმე ისე ყოფილა შენში, რომ არც კი იცოდი......”

ერთი სიტყვით, სოსო პაიჭაძის “რაღაც” წინააღმდეგობრივი, ამბივალენტური ფენომენია. იგი რთული, არაერთმნიშვნელოვანი, ურთიერთგამომრიცხავი და, ამავე დროს, ურთიერთგანმაპირობებელი მომენტებისაგან შემდგარ განცდათა მხატვარია. თუ ეს არ გავითვალისწინეთ, ზოგი რამ შეიძლება გაუგებარი დაგვრჩეს. ერთი შეხედვით უცნაური ჩანს, მაგალითად, კობასა და ივლიტას განშორება ისე, რომ მათ შორის არაფერი “სერიოზული” არ ხდება, თუმცა თითქოს ყველაფერი მზად იყო ამისათვის. იმ საღამოს, როცა ივლიტა შინ უნდა გამგზავრებულიყო მატარებლით, ქალ-ვაჟი, ზღვაში ერთად ბანაობის შემდეგ, გვერდიგვერდ წევს უკაცრიელ პლაჟზე. კობა დარწმუნებულია, რომ მისი ერთი სიტყვაც საკმარისია და ქალი წასვლას გადადებს. მან “გაუბედავად გასწია ხელი, გრილ მკლავზე მიეფერა, შემდეგ ტუჩებიც შეახო იდაყვს ზემოთ და გიგონა ქალის წყნარი, უნაზესი სათნოებით და მადლიერებით გამსჭვალული ხმა და უცებ, მისი სიტყვების აზრს რომ ჩასწვდა, სისხლი გაეყინა, გაოგნებული მოსცილდა და ძლივს ჰკითხა: “რა თქვი?” “როგორ მიცანი... _ გაიმეორა ქალმა, სიყვარულით გაუღიმა და სახეზე ხელი მოუსვა, _ როგორ მიცანი... ჯერ ვიფიქრე, შევცდი-მეთქი, ახლა კი მივხვდი, რომ შენც მიცანი...”

და აქ, როდესაც მოულოდნელად გაირკვა, რომ ოცი წლის წინანდელი ამბები ივლიტას გულსაც შემოუნახავს, კობამ უცებ იგრAნო, რომ “თურმე ამ ხუთი დღის განმავალობაში არც არსებობდა ქალისათვის, ივლიტა მასთან არც ყოფილა, იმ შორეულ, თორმეტი წლის ბიჭთან მიდიოდა ასეთი თავგანწირული გაბედულებით და კობა მხოლოდ იმ ბიჭისკენ მიმავალი გზა იყო და მეტი არაფერი”.

და, აი, გამოიკვეთა არაორდინარული მოტივი: ეჭვიანობა საკუთარი ბავშვობის მიმართ. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ დაიზუსტა კობამ, რომ ქალს მასში მამაკაცი კი არა, მხოლოდ ბავშვობისდროინდელ განცდებთან მიახლოება იზიდავდა? ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ქალის ბავშვურ მოფერებასა და იმ უცნაურ გაცინებაზე მიხვდა ამას, რომელიც წყალში ჩასვლისას მოესმა (ივლიტას ამ გაცინებასა და მისგან მოგვრილ ფიქრებს ვრცელი პასაჟი ეძღვნება). მაგრამ განა ეს საკმარისი იყო იმ უცნაური ეჭვების წარმოსაშობად? ან სხვანაირად: მართალია, კობამ სწორად გამოიცნო მის მიმართ ქალის დამოკიდებულების შინაარსი, მაგრამ ხომ შეეძლო თვალი დაეხუჭა ამ დამოკიდებულების გამოვლენის ფორმებზე (რაც, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნებები იყო და სხვა არაფერი) და თავისი გრძნობები ივლიტას მიმართ არ მოეთოკა? ცხადია, ეს არ იქნებოდა ძნელი, თუკი კობა ამას მოიწადინებდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ხსენებული ეჭვიანობის გრძნობა, რომელმაც ასე გაუბზარა სული, ამავე დროს მხსნელადაც მოევლინა ვაჟს, ამ ეჭვიანობას იგი მაშველი რგოლივით ჩაეჭიდა. ამაში რომ გავერკვეთ, უნდა მოვიშველიოთ ნაწარმოების დასაწყისშივე გახმიანებული ერთი მოტივი, რომელზეც აქამდე განგებ არაფერი გვითქვამს.

მოთხრობა იმით იწყება, რომ კობა აეროპორტში ელოდება ივლიტას, რომელიც კურსების დამთავრები შემდეგ რაღაც გადაუდებელ საქმეზე თბილისში გაფრენილა და ვაჟისთვის დაუბარებია, ხვალ პირველივე რეისით დავბრუნდები, გნახავ და აქედან ღამის მატარებლით გავემგზავრები ფოთში, ოჯახშიო. კობა აეროპორტის მოსაცდელში ზის და მღელვარებით ელოდება თვითმფრინავს. და აქ ასეთ რამეს ვკითხულობთ: “...უკვე ერთადერთ საშველად გაუხმიანდა გონებაში ამდენ ხანს გაუბედავ სურვილად მოფათურე აზრი: “იქნებ არ ჩამოვიდეს!”

ეს მოტივი, კობას გაორებული დამოკიდებულება ივლიტას მიმართ ასევე აშკარად არის გამოხატული მოთხრობის ფინალში, როცა საბლოოდ ეთხოვებიან ერთმანეთს: “არ წახვიდე”, _ კინაღამ დაიყვირა კობამ, _ არ წახვიდე!”... მაგრამ ხმა არ ამოუღია, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რადგან შეეშინდა მართლა არ დარჩენილიყო ქალი”.

აშკარაა, კობა მთელი არსებით მიილტვის ივლიტასაკენ, მაგრამ რაღაც ძალა ასევე ძლიერად განიზიდავს მისგან. მოთხრობაში ძალიან ზუსტი დეტალებითა და, როგორც თვითონ ავტორი ამბობს ერთგან, “ერთადერთი, საჭირო და შეუცნობლად ზუსტი ინტონაციით” არის დახატული ქალ-ვაჟის ამბივალენტური, წინააღმდეგობრივი, ურთიერთგამომრიცხავ განცდებზე აგებული დამოკიდებულება. ეს ლამის ყოველ ფრაზაში, ყოველ მხატვრულ სახეში იგრძნობა (რამდენიმე ნიმუში ზემოთ განვიხილეთ), მისი ანალიზის ენაზე “თარგმნა” უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია (ეს რომ ხერხდებოდეს, მაშინ ანალიზი წარმატებით შეცვლიდა თვითონ მხატვრულ ნაწარმოებს).

რა უნდა იყოს ამ წინააღმდეგობრივი გრძნობის, ამ გაორებული დამოკიდებულების საფუძველი? ზემოთ ვთქვით, რომ კობას წინაშე იმ დღეებში არ მდგარა ოჯახის მიმართ მოვალეობის ზნეობრივი პრობლემა. ახლა ეს აზრი უნდა დავაზუსტოთ: არ მდგარა მისიცნობიერების წინაშე; ცნობიერება მთლიანად მოიცვა ახლადაღორძინებულმა სიყვარულმა, მაგრამ დათრგუნული მოვალეობა “იატაკქვეშიდან”, არაცნობიერიდან თურმე მაინც მოქმედებდა და ჯიუტად აკეთებდა თავის საქმეს, მოთხრობის ბოლოს კი იგი უკვე ცნობიერების ზედაპირზე წამოტივტივდა. ახლადაღორძინებულმა სიყვარულმა და ოჯახის მიმართ მოვალეობის გრძნობამ ადგილები გაცვალეს: პირველი ნელ-ნელა უკანა პლანზე ინაცვლებს, ხოლო მეორე უკვე ნათლად იკვეთება. ეს ორივე პერსონაჟს თანაბრად ეხება. ერთ-ერთ მათგანშიც რომ დარღვეულიყო იდუმალი წონასწორობა, ალბათ სულ სხვაგვარად დამთავრდებოდა ყოველივე, ისე, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ასახული მხატვრულ ლიტერატურაში. მაგრამ სოსო პაიჭაძEეს ამგვარი, მკითხველისთვის კარგად ნაცნობი მოტივები არ აინტერესებს, იგი უფრო რთულ ზნეობრივ პრობლემებს მიელტვის და მხატვრული დამაჯერებლობით წყვეტს ძნელ შემოქმედებით ამოცანებს.

......კობამ უცებ იგრძნო, “როგორ მოენატრა სახლი, ცოლ-შვილი, ვინ იცის, საჭმლის ფულიც აღარ აქვთ უკვე. რაც ჰქონდათ, თითქმის მთლად წამოიღო მივლინებაში... ხელფასს რომ აიღებს, დიდ საზამთროს იყიდის ბაზარში. გაიაფდებოდა უკვე, როგორ მოენატრა თავისი სამუშაო ოთახი......”

ასეთივეა ივლიტას ფიქრთა მდინარებაც, როცა იგი ვაგონში ადის: “...ავტობუსიც თუ დახვდა სადგურში, ადრიანად მივა შინ, ბავშვები გაღვიძებულებიც არ იქნებიან. შეიძლება ქმარი დახვდეს ამდგარი და როცა სახლში შევა, სააბაზანოდან ელექტროსაპარსის ხრიალს გაიგონებს. ამის წარმოდგენაზე ნეტარებით გაიღიმა”.

უკვე სინტაქსიც გამარტივდა, აღარც რთული შედარებები და ასოციაციები გვხვდება... კონტურები გამოიკვეთა, საგნებმა ჩვეული სახე დაიბრუნეს. მოთხრობის გმირთა ცხოვრებაში დიდი შინაგანი ჭიდილის ფასად მოპოვებული სიმშვიდის ხანა დგება. ოღონდ ეს სევდანარევი სიმშვიდეა.


1981 წ.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyThu Feb 10, 2011 12:10 pm

ლევან ბრეგაძე


შეშფოთებიდან სასოწარკვეთილებამდე


ხელოვნების სხვადასხვა დარგი ერთმანეთზე ახდენს ზოგჯერ ნაყოფიერ და ზოგჯერაც უარსაყოფ გავლენას (მაგალითად, მხატვრობა პოეზიაზე და პოეზია მხატვრობაზე, რომანი კინემატოგრაფზე და კინემატოგრაფი რომანზე. მე-18 საუკუნის ევროპაში იმდენად ძლიერი იყო მხატვრობისა და პოეზიის არასასურველი ურთიერთგავლენა, რომ მათი გამიჯვნის აუცილებლობას ლესინგმა ვრცელი ესთეტიკური ტრაქტატი ``ლაოკოონი`` მიუძღვნა. მას შემდეგ ხელოვნების ახალი დარგები გაჩნდა და უკვე ახალი ``ლაოკოონის`` დაწერა არის საჭირო. დადებითი გავლენის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ მწერლების მიერ კინემატოგრაფიული მონტაჟის ხერხის წარმატებით გამოყენება რომანში).
თანამედროვე კინოხელოვნების ახალი მოვლენაა კლიპი (ვიდეოკლიპი), რომელიც სარეკლამო ვიდეორგოლებიდან განვითარდა და ჩვენ თვალწინ ყალიბდება ეპოქისეული განწყობილების ჩინებულად ამსახველ (გამომხატველ) ჟანრად. მისი თავისებურებებია: სიმოკლე, აუდიო და ვიზუალური მომენტების მეტისმეტად დანაწევრებული დამონტაჟება, კადრების სწრაფი მონაცვლეობა, სპეცეფექტების სიუხვე. საუკეთესო კლიპებისთვის დამახასიათებელია ფონად წამყვანი მოტივის (ლაიტმოტივის) გამოყენება განმეორებული აუდიომასალის (მელოდიის, ფრაზის) ან/და განმეორებული კადრების სახით.
ბესიკ ხარანაულის ``სად არიან შვილები, შვილები სად არიან`` ვიდეოკლიპის პრინციპით არის შექმნილი. ეს მცირე ლექსი (იგი სულ 24 სტრიქონია) წარმოსახავს გრანდიოზულ უბედურებას, რომელიც საქართველოში დატრიალებულა - ქარს მიაქვს ყველაფერი (მეტაფორულად: საქართველო ქარად გადაქცეულა: ``საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია``, ``საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია``, ``არ არიან შვილები, საქართველო ქარია``. ბგერითი სპეცეფექტი: სა-ქარ-თველო ქარ-ია).
ლექსი იწყება შეშფოთებით შვილების ბედის გამო (``სად არიან შვილები, შვილები სად არიან, / გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია``); ეს შეშფოთება ბოლოს სასოწარკვეთილებაში გადაიზრდება (``არ არიან შვილები, საქართველო ქარია, / ქარია საქართველო, შვილები არ არიან, / დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან, / ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია``.
ფრაზათა მრავალჯერადი გამეორება, მთელ ლექსში და, მეტადრე, ახლახან ციტირებულ ბოლო ოთხ ტაეპში, ხაზს უსვამს ლექსის ლირიკული გმირის შფოთვასა და სასოწარკვეთას, რაც კიდევ უფრო გაძლიერებულია ბგერითი სპეცეფექტით: მრავალგზის გამეორებული სიტყვების ``არიან``, ``ქარია`` მსგავსი ჟღერადობით).
შეშფოთებასა და სასოწარკვეთას შორის გაიელვებს შვილების ძებნის ამსახველი კადრები. ლირიკული გმირი ეძებს მათ მკვდრებში (``ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია``), ციხეში (``მიველ, ციხე გავტეხე [ვიზუალური სპეცეფექტი. - ლ. ბ.], არ არიან, ქარია``), ეძებს ვეფხვებად წარმოსახულთ (კვლავ ვიზუალური სპეცეფექტი, ტრადიციული ტერმინოლოგიით - მეტაფორა): ``სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან, / ლერწმიანში ქარია, / ვეფხვები არ არიან``. გაიელვებს გოგონას სახე, რომელსაც დაკარგული ბიჭისთვის ვერ მოუსწრია თქმა, რომ უყვარდა (``გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია, / გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია``). ეს კადრი იმის მიმანიშნებელიც არის, რომ დაკარგულ შვილთა ერთი ნაწილი, როგორც ჩანს, ფრონტზე მიეშურება.
მიმართავს ვიღაცას, უსახელოს, ანონიმს: ``სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა`` (ვის აბარია ჩვენი შვილები, მას შემდეგ, რაც შინიდან გავლენ?), ანონიმი, ეტყობა, პასუხს ვერ იძლევა და ლირიკული გმირი აგრესიული ხდება: ``საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან``.
და ამათ შორის კიდევ ერთი მიმართვა ანონიმისადმი: ``იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა, / იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია` (ექვსი ხ ორ სტრიქონში: სახელობაზე, ხე, ახარეა, ხესაც, ხომ, მოსახმარია, ანუ - კიდევ ერთი ბგერითი სპეცეფექტი, ტრადიციული ტერმინოლოგიით - ალიტერაცია, რაც ხრიალის, ქარში სირბილით ხმაჩახლეჩილი კაცის მეტყველების შთაბეჭდილებას ქმნის). ეს მიმართვა, თითქოსდა მოულოდნელი, თითქოსდა უადგილო, ერთი მხრივ, კვლავაც ლირიკული გმირის სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, მინიშნებაა ჯარისკაცის სავალალო ბედზე ომის შემდეგ.
ყველა ტაეპი ერთმანეთს ერითმება ერთი საერთო რითმით (ამას მონორიმი ეწოდება), რითმად ცხრაჯერ არის გატანილი ლექსის უმთავრესი სიტყვა ``ქარი`` და ამდენჯერვე - ზმნა ``არიან``. რითმათა სისტემაც (ყველა სტრიქონის მონორიმული გარითმვა) და სარითმო სიტყვებად ერთი და იმავე ლექსიკურ ერთეულთა მრავალჯერადი მობრუნება ქარბორბალას ასოციაციას ბადებს. ხოლო თვით ქარი, ლექსის მთავარი ``პერსონაჟი``, ადვილად ასოცირდება ომის, სიდუხჭირის, სულიერი შეჭირვების შედეგად დატრიალებულ უბედურებასთან, რომელსაც ``შვილები`` მიმოუფანტავს - ფრონტებზე, უცხოეთში, საპატიმროებსა თუ სასაფლაოებზე...
ბესიკ ხარანაული სალექსო ფორმის გრძნობის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩევა, რაც ახლებური სათქმელის შესატყვისი ახლებური ფორმის მოძებნას გულისხმობს უპირველეს ყოვლისა (``არავინ შთაასხის ღვინოი ახალი თხიერსა ძუელსა``), ეს კი, თავის მხრივ, დროის (ეპოქის) რიტმისა და აზროვნების ყაიდის გრძნობასთან არის დაკავშირებული. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწერა ეს ლექსი, ჩვენი აზრით, საუკეთესოდ გამომხატველი შფოთვის და სასოწარკვეთილების იმ გრიგალისა, მილენიუმის ბოლო ათწლეულში რომ დატრიალდა მზიურ, მანამდე თითქოსდა იდილიურ საქართველოში.


წყარო – http://www.lib.ge/body_text.php?8982
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyMon Feb 14, 2011 4:53 pm

ლევან ბრეგაძე Asaaaa10

წიგნის დასახელება – "მარგინალიები"
წიგნის ავტორი – ლევან ბრეგაძე
ანოტაცია – "კრებულში შესულია სხვადასხვა დროის ჩანაწერები, რეპლიკები, გამოხმაურებები, რუბრიკებად დალაგებული. ვეცადე ისეთები შემერჩია, რომ წიგნი სახალისო და რამდენამდე სასარგებლოც ყოფილიყო მკითხველისთვის. გავართვი თუ არა თავი ამ რთულ ამოცანას, თქვენი განსასჯელია, ძვირფასო მკითხველო".

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptySat Feb 04, 2017 12:05 pm

ლევან ბრეგაძე

რატომ წერს მწერალი?

ამ შეკითხვას თანამედროვე შვეიცარიელი მწერალი როგერ გრაფი (პროზაიკოსი, დრამატურგი, დაიბადა 1958 წ.) საფრთხობელა-შეკითხვას უწოდებს ერთ ინტერვიუში, - საფრთხობელას მწერლებისათვის, ცხადია (ის ამბობს: ``ხანდახან მეკითხებიან - ``როგორ წერთ რომანებს?`` - ეს შეკითხვა ნაკლებ ბრიყვულია, ვიდრე ყველა ავტორის საფრთხობელა-შეკითხვა: ``რატომ წერთ?``).
გერმანელი ნორბერტ შტერნმუტი კი (ლირიკოსი, დრამატურგი, რომანისტი, დაიბადა 1958 წ.) ასეთი აზრისა გახლავთ:
``უაღრესად საინტერესოა შეკითხვა, რომელსაც ზოგჯერ მწერლებს უსვამენ: ``რატომ წერთ?``, თუმცა მწერლების უმეტესობას ან არ შეუძლია, ან არ სურს ამ შეკითხვას პასუხი გასცეს.
მე პირადად შიდაფსიქიკური დეფიციტის გამო დავიწყე წერა, ერთგვარი მიტოვებულობის გამო, როგორც ``ტრამალის მგლის`` პერსონაჟმა ჰარიმ. ეს რომანი [ჰერმან ჰესეს ``ტრამალის მგელი``] ახალგაზრდობაში წავიკითხე და მე მან წერა დამაწყებინა, ყოველ შემთხვევაში, მიბიძგა ამისაკენ``.
რას წარმოადგენს ნორბერტ შტერნმუტის მიერ ნახსენები ``შიდაფსიქიკური დეფიციტი``, ამის გაგებაში გიუნტერ კუნერტის (გერმანელი ლირიკოსი, პროზაიკოსი, ესეისტი, დაიბადა 1929 წ.) ეს სიტყვები დაგვეხმარება:
``რატომ წერს მწერალი, კარგად ცნობილია. ფსიქოანალიზმა ეს საიდუმლო ამოხსნა: წერა ნაკლის კომპენსაციაა, მორჩა და გათავდა, ბასტა! [...] და მკითხველიც ნაკლის კომპენსაციის მიზნით კითხულობს. ეს უნდა იყოს იმ გამოცანის პასუხი, რომ წიგნებს კვლავაც კითხულობენ``.
დავიდ გროსმანის (ისრაელელი პროზაიკოსი, დაიბადა 1954 წ.) პასუხი კითხვაზე ``რატომ წერთ?`` ასეთია:
``ჩემთვის ეს არის საშუალება გავექცე გარემომცველი სამყაროს სისასტიკეს. როცა ვწერ, მსხვერპლი აღარ ვარ``.
მაგელანის გმირობაზე დაწერილი რომანის შესავალში მისი ავტორი, ავსტრიელი მწერალი შტეფან ცვაიგი (1881-1942), გვიმხელს რამ დააწერინა ეს წიგნი: სირცხვილის გრძნობამ დამაწერინაო: კომფორტული საოკეანო ლაინერით ამერიკაში რომ მივცურავდი, მგზავრობა აუტანლად ხანგრძლივი მეჩვენა, მაგრამ, როცა გამახსენდა რა ტანჯვა-წვალებით მიიწევდნენ წინ ამ გზაზე უბადრუკ ხომალდებში მსხდარი ძველი მეზღვაურები, სირცხვილით დავიწვი ჩემი მოუთმენლობის გამოო.
ნიკოლოზ ბარათაშვილისგან დაგვრჩა იმ განცდების ამსახველი ბარათი, რამაც მას ``მერანი`` დააწერინა. ბიძას, გრიგოლ ორბელიანს, სწერს: ``ილიას დაჭერა რომ შევიტყვე (ილია ორბელიანის ლეკთაგან დატყვევება. _ ლ. ბ.), სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი, ასე რომ, სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვა და სხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და რომ ეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი, რა მინდოდა. ბოლოს მესამეს დღეს ეს ლექსები დავწერე და თითქოს ამან რაღაც შვება მომცა``.
როგორც ვხედავთ, ციტირებული ავტორების აზრით, მათ სულიერი დისკომფორტი აწერინებს. ისინი მხატვრული ტექსტების შექმნით უმკლავდებიან სულიერ დისკომფორტს, წერა ანიჭებთ შვებას.
ეს ის უნდა იყოს ის, რასაც არისტოტელედან მოკიდებული კათარსის (ქართულად: განწმენდას) უწოდებენ და თანამედროვე ენით შეიძლება ასე გამოითქვას: სულიერი დისკომფორტისგან გათავისუფლება (ჯერ ავტორის და შემდეგ მისი მკითხველებისაც).
ამრიგად, მხატვრული ლიტერატურის ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია (ავტორთათვისაც და მკითხველებისთვისაც) მისი ფსიქოთერაპიული დანიშნულება ყოფილა (თუმცა მას რამდენიმე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციაც აქვს _ მათზე სხვა დროს ჩამოვაგდებთ სიტყვას).
ტიციან ტაბიძისთვის რომ ეკითხათ, რატომ წერთო? _ ალბათ ასე უპასუხებდა: ``მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერსო``.
ეს რაღა არის?
რა და, დასტური იმისა, რასაც დიდი ფსიქოლოგი კ. გ. იუნგი ექსტრავერტი მწერლების შესახებ ამბობს: ``მათი ქმნილებანი მეტ-ნაკლებად დასრულებული ფორმით თავისუფლად გამოედინებიან ავტორის კალმის წვერიდან. (...) ნაწარმოებს თვითონვე მოაქვს თავისი განსაკუთრებული ფორმა; ყოველივე, რისი დამატებაც ავტორს სურს, უარიყოფა, ხოლო ის, რის წაშლასაც მოინდომებს, კვლავ აღიდგენს თავს. (...) ავტორს ისეთი აზრებისა და სახეების ნაკადი ეძალება, რომელთა შექმნის განზრახვა მას არასოდეს ჰქონია (...). მას შეუძლია მხოლოდ დაემორჩილოს ამ აშკარად უცხო შინაგან იმპულსს და გაჰყვეს იქით, საითაც იგი მიუძღვის, გრძნობს რა, რომ მისი ნაწარმოები თვით მასზე მეტია და ფლობს ძალას, რომელიც მას (ავტორს) არ ეკუთვნის და არ ექვემდებარება...``
თერაპიული (ქართულად: მაკურნებელი) ღირსებები ასეთ მხატვრულ ტექსტს ექნება, თუ ექნება!
რა ყოფილა თურმე ეს მხატვრული ლიტერატურა, ზოგს რომ თავშესაქცევი, გასართობი, სასხვათაშორისო რამე ჰგონია!

„ქართული მწერლობა“, #3, 2008.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptySat Dec 21, 2019 1:05 pm

ლევან ბრეგაძე

***

განვაახლებ პუბლიკაციას ესპანური ბაროკოს დიდი წარმომადგენლის, ბალტასარ გრასიანის (1601-1658) ფილოსოფიური მინიატურების ჩემი თარგმანისას, რომელსაც გაზ. „მშობლიურ კერაში“ ვაქვეყნებდი 1990 წელს (ქართული თარგმანი არტურ შოპენჰაუერის გერმანული თარგმანიდან არის შესრულებული):

* * *
„არასოდეს შეება იმას, ვისაც დასაკარგავი არაფერი აქვს. ეს უთანასწორო ბრძოლა იქნება. ასეთი მოწინააღმდეგე არხეინად გამოდის საბრძოლო ასპარეზზე: მას ხომ სირცხვილის გრძნობაც დაკარგული აქვს, ყველაფერი შემოეფლანგა და მეტს ვეღარას წააგებს. ამიტომაც ყოველგვარ უმსგავსობას იკადრებს. ასეთი საშინელი საფრთხე არ უნდა შეუქმნას კაცმა თავის ძვირფას რეპუტაციას, რომლის მოპოვებას მრავალი წელი სჭირდება, დაკარგვით კი შეიძლება წამში დაკარგო, რადგანაც ერთადერთი სათაკილო მარცხი ამაოებად აქცევს სახელის მოსახვეჭად დაღვრილი ცხელი ოფლის ნაკადულებს. ვისაც მოვალეობის გრძნობა და თავმოყვარეობა მოეპოვება, ფრთხილად იქცევა, რადგან ბევრი აქვს დასაკარგავი. ის ანგარიშს უწევს ჯერ საკუთარ და მერე სხვის ღირსებას. წინდახედულად ირჯება, თავშეკავებით იწყებს მოქმედებას, იტოვებს შესაძლებლობას, თუ საჭირო შეიქნა, დროზე დაიხიოს უკან და თავისი პრესტიჟი გადაარჩინოს. რადგან, მის სასარგებლოდაც რომ დამთავრდეს ეს შეხლა-შემოხლა, იმდენს მაინც ვერ მოიგებს, რამდენსაც მარტო იმითიც კი წააგებდა, რომ გაჭირვებულთან ბრძოლაში ჩაება“.

2019

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyThu Dec 31, 2020 12:01 pm

არსებობს ასეთი ლიტერატურულ-კრიტიკული ჟანრი – ერთი ლექსის ანალიზი, რომელიც ჩვენში აკაკი ხინთიბიძემ დაამკვიდრა (კრებულიც გამოსცა სათაურით „ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი“, რომელშიც სხვადასხვა ავტორის წერილები შეიტანა). მიყვარს ეს ჟანრი. საუკეთესო შემთხვევაში ასეთი ნაწარმოები ლიტერატურულ-კრიტიკული ნოველის სახეს ღებულობს. ახლა გადავხედე და თერთმეტი ლექსის ანალიზი მქონია დაწერილი. ეს ლექსებია: ივანე წიკლაურის „სიზმარში მკითხის ამბავი“, გალაკტიონ ტაბიძის „აკაკის ლანდი“ და „არაგვი“, აკაკი წერეთლის „სულიკო“, მუხრან მაჭავარიანის „რაღაც ნაცნობი, რაღაც თავისი“ და „ფასკუნჯი“, ნიკოლო მიწიშვილის „ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი“, ვახტანგ ჯავახაძის „ელეგია: ყელსაბამი“, გუჩა კვარაცხელიას „უცნაური ამბავი“, ბესიკ ხარანაულის „სად არიან შვილები“, ნინო დარბაისელის „ლაზარე“. ამ უკანასკნელს შემოგთავაზებთ.

ლევან ბრეგაძე

ლირიკული აპოკრიფი

აპოკრიფული მწერლობის წარმოშობის მიზეზებზე კორნელი კეკელიძე წერს: „ბიბლიაში ბევრი ამბავი თუ მოთხრობა ამა თუ იმ პირის შესახებ მხოლოდ აღნიშნულია, ასე ვთქვათ, დაწყებულია, და დამთავრებული არაა. ეს გარემოება საღმრთო წერილის წიგნების მკითხველებს ცნობისმოყვარეობას უღვიძებდა, მათში იწვევდა სურვილს – ამოვსებული ყოფილიყო როგორმე ბიბლიაში ის ცარიელი ადგილები, რომლებიც მათ ცნობისმოყვარეობას ასე აღიზიანებდა”.
არც ერთი ნარატივი (თხრობითი ხასიათის ტექსტი) არ არსებობს ამგვარი „ცარიელი ადგილების” გარეშე. რეცეფციული ანუ აღქმის ესთეტიკის ფუძემდებელი რომან ინგარდენი მათ განუსაზღვრელად დატოვებულ ადგილებს უწოდებს, რომელთა ერთი მცირე ნაწილის შევსება კითხვის პროცესში ხდება მკითხველის ფანტაზიით და ამის შედეგად მხატვრული ტექსტის აღმქმელი გარკვეული აზრით მწერლის თანაავტორად იქცევა.
უპირველესი წიგნის, წიგნთა წიგნის – ბიბლიის – და მის პერსონაჟთა მიმართ დაუცხრომელი ინტერესი ბადებდა და ბადებს მხატვრული აზროვნების შედევრებს. ერთი ამგვარი ლირიკული შედევრი – ლირიკული აპოკრიფი – აგერ ახლახან შეიქმნა – ნინო დარბაისელის „ლაზარე” ( „ჩვენი მწერლობა”, 26. 12. 03).
ლაზარე გამორჩეული, მეტიც – უნიკალური პერსონაჟია ახალი აღთქმისა. მისი მიცვალების და ოთხი დღის შემდეგ ქრისტეს მიერ სულეთიდან კვლავ გამოხმობის ამბავს იოანე მახარებელი მოგვითხრობს. ლაზარეს შესახებ წმინდა წერილი ბევრს არას გვამცნობს: ქრისტეს მეგობარი ყოფილა, ქრისტეს ერთგული ქალბატონების მარიამისა და მართას ძმა. ეს არის და ეს.
არაფერი ვიცით იმის შესახებ, რა განწყობით დაბრუნდა იგი მარადიული სამყოფელიდან საწუთროში. თითქოსდა რა დიდი მიხვედრა ამას უნდა: ვინ არ მიატოვებდა, რომ შეეძლოს, სულეთს და ვინ არ დაუბრუნდებოდა სიხარულით სააქაოს!
მაგრამ ეს ჩვენი – მოკვდავთა – თვალსაზრისია, მათი თვალსაზრისია, ვინც მხოლოდ სააქაოში არსებობის გამოცდილებას ფლობს.
ნინო დარბაისელის ლაზარე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ერთობ უცნაურად იქცევა. იგი თავის გარეგნულ და შინაგან (სულიერ) პორტრეტს თავისი დების შთაბეჭდილების მიხედვით გვაცნობს:

ამბობდით,
რომ აღმდგარს
დამჩემდა დუმილი,
რომ რაღაც მთავარი
დებსაც დავუმალე,
ვიყავი ცოცხალი
და ცოცხლებს არ ვგავდი,
მდუმარე, მდუმარე...

აქედან მხოლოდ ის აზრი შეიძლება გამოვიტანოთ, რომ ლაზარე დიდად არ გაუხარებია ამ ქვეყნად ხელმეორედ მოვლინებას, თუმცა აშკარად ის ამის შესახებ არაფერს ამბობს, ალბათ იმიტომ, რომ მის განცდებს სხვები მაინც ვერაფერს გაუგებენ.
მაგრამ დაისმის კითხვა: მაშ რაღად გამოიხმო მაცხოვარმა იგი სულეთიდან?
სახარების ამ ეპიზოდის ყურადღებით წაკითხვამ და ტექსტის ღრმა სტილისტიკურმა ანალიზმა კომენტატორები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ქრისტე დიდი ხალისით არ ესწრაფვის ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას, ვინაიდან მაცხოვარზე უკეთ ვის მოეხსენება, რომ „...ამის შედეგად საქმის ვითარება არსებითად არ შეიცვლება: ლაზარე გაცოცხლდება, მაგრამ მალე ხელმეორედ იგემებს სიკვდილის სიმწარეს” (განმარტებითი ბიბლია, ტ. 9, გვ. 422. პეტერბურგი, 1912. რუსულ ენაზე).
მაგრამ მაცხოვრის წინაშე მყოფნი, ლაზარეს ჭირისუფალნი, ნათესავ-მეგობრები დაჟინებით მოითხოვენ იესოსგან სასწაულს ( „ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაისამე, რაითამცა ესეცა არა მოკუდა?” – 11, 37). ასეთმა დამოკიდებულებამ იესო გააღიზიანა: „ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თვისსა, მოვიდა საფლავსა მას” (11, 38).
როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, მაცხოვრის განრისხება ხალხის მცირედმორწმუნეობამ გამოიწვია: „მარიამმაც და სხვა იუდეველებმაც თითქოს სავსებით დაივიწყეს, რომ მათ წინაშე ცხოვრების მომნიჭებელი დგას! და უფალი განარისხა მცირედმორწმუნეობის ამგვარმა გამოვლინებამ მის მიმართ” (განმარტებითი ბიბლია, იქვე). ხალხის რწმენის განსამტკიცებლად იგი სამარხიდან გამოიხმობს ლაზარეს. მანამდე კი მამას მიმართავს: „...ერისა ამისთვის, რომელი გარე მომადგეს მე, ვთქუ, რაითა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე” (11, 42).
დრამატული ვითარებაა! ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, რაც თითქოს მიზანი ჩანს მაცხოვრის ქმედებისა, სინამდვილეში ხალხის რწმენის განსამტკიცებლად გამოყენებული საშუალებაა.
გაცოცხლებული ლაზარეს მდგომარეობის ორჭოფულობა კარგად იგრძნობა განსახილავი ლექსის ზემოთ ციტირებულ სტროფში, რომლის წაკითხვას მკითხველს კიდევ ერთხელ ვთხოვ ახლა, ამ მსჯელობის გაცნობის შემდეგ.
ქრისტეს განრისხება მის წინაშე მყოფთა მცირედმორწმუნეობის გამო, ისევე როგორც მისი ტირილი ლაზარეს სამარხთან ( „და ცრემლოოდა იესუცა” – 11, 35; ნინო დარბაისელთან: „ტიროდა იესოც”) მაცხოვრის ადამიანური ბუნების გამოვლინება და, ამდენად, მისი ორბუნებოვნების დამადასტურებელია: „დიახაც, იოანე მახარებელთანაც იგი მარტო ღმერთი კი არა, ადამიანიც არის...” (განმარტებითი ბიბლია, იქვე).
მეოთხე და მეხუთე სტროფებში გადმოცემულია ლაზარეს განცდები მისი მეორე და საბოლოო მიცვალების წინ: „მორჩილად ვიცოცხლე, მორჩილად აღვსდექი, მეორედ ცოცხალი მეორედ ვკვდები”.
ლაზარეს მეორედ მიცვალება ამ ლექსის მიხედვით ქრისტეს ჯვარცმიდან ცოტა ხნის შემდეგ ხდება. ეს ნათლად ჩანს ლექსის პირველი სტროფიდან, სადაც ლაზარე შინაგან მონოლოგში თავის დას, მარიამს, მიმართავს: „მართა მართალია. დამთავრდა, მარიამ, ჯვარს აცვეს იესო, განიბნენ სხვანი”.
ამის შემდეგ საიქიოს ნამყოფ ლაზარეს სააქაოში დასაყოვნებლად აღარავითარი მოტივაცია აღარ შერჩა – წუთისოფელი მისთვის დაბნელდა და იგი სამუდამო ნათელში გაღწევას ესწრაფვის: „რაბი, რა ბინდია! მოვდივარ, რაბი!”
„გამოვედ გარე!” – მოუწოდა იესომ სუდარაში გახვეულ და სამარხ-გამოქვაბულში მდებარე ლაზარეს (ცხედრის გამოქვაბულში დასვენება დაკრძალვის ძველებრაული წესი იყო). ეს მოწოდება ზუსტად არის ციტირებული საანალიზო ლექსში. იგივე მოწოდება – „გამოვედ, გამოვედ!” – ჩაესმის „მეორედ ცოცხალ” ლაზარეს ამჯერად უკვე ზეცად ამაღლებული მაცხოვრისაგან.
მთავარი მხატვრული მიგნება, რაც ამ ლექსს მნიშვნელოვან ლიტერატურულ ქმნილებად აქცევს, სწორედ ეს გახლავთ: გამოქვაბულში მდებარე ლაზარეს ცხედარსაც და ცოცხალ ლაზარესაც ქრისტე ერთი და იმავე სიტყვით მოუხმობს თავისკენ – „გამოვედ!”. თუ პირველი „გამოვედ!” გამოქვაბულიდან გამოსვლას გულისხმობდა, მეორე „გამოვედ!” საიდან გამოსვლას გულისხმობს? კვლავაც გამოქვაბულიდან, ოღონდ ამჯერად არა ნამდვილი, არამედ სიმბოლურ-ალეგორიული გამოქვაბულიდან. გავიხსენოთ, რომ პლატონმაც ადამიანთა ამქვეყნად არსებობა ალეგორიულად გამოქვაბულში არსებობად წარმოადგინა თავის ცნობილ პარაბოლაში.
ახლა ბგერწერასაც დავაკვირდეთ.
ლექსის დამამთავრებელ (მნიშვნელობით კი ცენტრალურ!) ფრაზას „რაბი, რა ბინდია!” ლაპიდარულობას ანიჭებს ერთნაირი ბგერათკომპლექსის გამეორება სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვებში. „რაბი“ ექოსავით მეორდება იქვე – „რა ბინდია“. ლექსის საწყისი სიტყვებიც ამ ფონეტიკური პრინციპით არის შერჩეული: „მართა მართალია”. აქაც ექოსებურად მეორდება ბგერათკომპლექსი. მეოთხე სტროფში სიტყვის „მორჩივით” ექო გაისმის ორი სიტყვის შემდეგ – „მორჩილად”, და ეს სიტყვა მომდევნო სტრიქონში კიდევ ერთხელ განმეორდება ანაფორულად. ტექსტში გაბნეული ეს „ექოები” ბგერწერის დონეზე ეხმაურება საწუთროს გამოქვაბულად წარმოდგენის ალეგორიას.
მდორე რიტმი, რასაც დაქტილების სიუხვე ქმნის, კარგად ესადაგება ლექსის ნაღვლიან განწყობილებას.

*
პირველი პუბლიკაცია: გაზ. „ჩვენი მწერლობა“, 2004, #6;
მეორე პუბლიკაცია: ლ. ბრეგაძე. მოთხრობები ლიტერატურაზე. თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა, 2008.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyMon Jan 11, 2021 10:28 am

ლევან ბრეგაძე Levan-10
ლევან ბრეგაძე - ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი

ორი ფინალი

მე ალბათ ვერასოდეს ჩავწვდები რევაზ ინანიშვილის პროზის მომხიბვლელობის საიდუმლოს. მრავალგზის მიცდია ეს, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ. წინამდებარე წერილი მორიგი წარუმატებელი მცდელობაა, და თუ მაინც ვაქვეყნებ მას, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი, ჩემი აზრით, ერთ საინტერესო დაკვირვებას შეიცავს.

* * *
"საღამო ხანის ჩანაწერებში" (1971 წ.) მრავალი სევდიანი ამბავია მოთხრობილი (ამაზე საგანგებოდ ამახვილებს ყურად­ღებას ამავე წიგნის ბოლოსიტყვაობაში აკაკი ბაქრაძე). ერთ-ერთი მათგანის სათაურია "შავი ალაყაფი". მასში აღწერი­ლია ორი პატარა გოგონას მამის ვიზიტი ექიმ-ონკოლოგთან და მისი ფიქრები, განცდები და ქმედებანი, როცა იქიდან შინ ბრუნდება დანაღვლიანებულ-შეფიქრიანებული (ექიმმა გული გაუკეთა, გაამხნევა და... ოპერაციის გაკეთება ურჩია). ფი­ნალი გულსაკლავია: "ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოს უკანა ეზოს შავ ალაყაფთან, წელში მოხრილი მოხუცი ქალის წინ, ორი პატარა გოგონა იდგა და ტიროდა. ალაყაფში საბარგო მანქანა გამოდიოდა. ზედ ნახმარი კუბო იდო, აქეთ-იქი­დან ორი მოღუშული მამაკაცი ამოსდგომოდა. გოგონებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ იმ კუბოში მათი საყვარელი მამიკო იწვა".

ეს პატარა მოთხრობა (ისევე, როგორც თითქმის ყველაფერი, რაც რევაზ ინანიშვილის ხელიდან გამოსულა) წარუშ­ლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ცხადია, ამის მიზეზი ის არის, რომ მკითხველს ძლიერი თანაგანცდა უჩნდება პერსონაჟის მიმართ; ისიც ნათელია, ეს თანაგანცდა მწერლის მიერ ადამიანთა ბუნების ღრმა ცოდნას რომ ეფუძნება; ხოლო საკუთ­რივ მწერლური ნიჭი და ოსტატობა კი იმაში მდგომარეობს, რომ პერსონაჟის სულის მოძრაობა უზუსტესი სიტყვებით არის მოტანილი ჩვენამდე.

მაგრამ ამის თქმა ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჭეშმარიტ მხატვრულ ქმნილებას ეს ყოველივე რომ უნდა ახასიათებ­დეს, ოდითგანვე ცნობილია; სპეციფიკურზე, ინდივიდუალურზე, განუმეორებელზე მწერლის შემოქმედებაში ეს ზოგადი ღირსებები ვერაფერს გვეტყვის, რევაზ ინანიშვილი კი უაღრესად თვითმყოფადი ტალანტია.

თეატრის ხალხს პროფესიულ ჟარგონში ერთი ასეთი სიტყვა აქვს - "შეფასება". - შეაფასე პარტნიორის რეპლიკა (ან ქმე­დება)! - ეტყვის ხოლმე რეპეტიციაზე რეჟისორი მსახიობს და ამით მისგან ადეკვატურ ჟესტსა და მიმიკას მოითხოვს, ადეკ­ვატურს, ანუ - არამარტო შექმნილი ვითარებიდან, არამედ (და ეს უმთავრესია!) პერსონაჟის ბუნებიდან გამომდინარესაც ამავდროულად.

ამგვარი "შეფასებებისას" რევაზ ინანიშვილის პერსონაჟებს არაფერი ეშლებათ. საიდან ვიცით ეს? იქიდან, რომ კითხვი­სას მიღებული შთაბეჭდილება არის მთლიანი, გაუბზარავი, რაც იმის ნიშანია, რომ პერსონაჟთა ქმედება, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, მართალია, ფსიქოლოგიური სიმართლით არის შეთხზული.

მაგრამ ამ შემთხვევაში "მართალი" ერთადერთსაც ნიშნავს?

განვმარტავ, რას ვგულისხმობ:

ჩვენი მოთხრობის პერსონაჟს, დადარდიანებული რომ მიუყვება გზას, უეცრად სიკეთის, თუნდაც სულ მცირეოდენი სიკე­თის გაკეთების სურვილი მოეძალა და ორ უცნობ პატარა გოგონას ბლომად არაქისი უყიდა (მას შემდეგ, რაც ერთმა მათ­განმა გამყიდველისაგან შეუმჩნევლად ამოიღო კალათიდან რამდენიმე ცალი, მაგრამ ვიღაც ქალბატონმა უკანვე ჩააყრე­ვინა). გოგონებმა იუკადრისეს უცნობისაგან ასეთი ყურადღება და ცოტა რომ გაიარეს, ერთ-ერთმა ნაჩუქარ არაქისს მის დასანახად გადაუძახა სანაგვეში.

გოგონების ეს რეაქცია მთავარი პერსონაჟის ქმედების ერთადერთი მხატვრულად სწორი "შეფასებაა"? კითხვისას გიჩნდე­ბათ ილუზია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი მხატვრულად გამართლებული განვითარება ამბისა სწორედ ის არ­ის, რასაც ინანიშვილის პერსონაჟები აკეთებენ ან რაც ინანიშვილის პერსონაჟებს ემართებათ. ამ ილუზიის შექმნის ჯადოს­ნური უნარი აქვს მას. სინამდვილეში ეს ხომ არ შეიძლება ასე იყოს! გოგონას არაქისი რომ არ გადაეყარა, მოთხრობა აღ­არ დაიწერებოდა? ან სუსტი მოთხრობა გამოვიდოდა?

ბევრი დიდი მწერლისგან განსხვავებით, რევაზ ინანიშვილისთვის ამბავი და ამბის განვითარება როდია მთავარი, მთავა­რია რაღაცა სხვა, იდუმალი და მოუხელთებელი. ასეთ შემოქმედზე ამბობენ, რასაც მისი ხელი შეეხება, ყველაფერი ოქ­როდ იქცევაო.

შეიძლებოდა თუ არა ეს მოთხრობა "ჰეფი ენდით" დამთავრებულიყო? შეიძლებოდა თუ არა, პერსონაჟი ჯანმრთელი დაბ­რუნებოდა ოჯახს? ვიცი, ამის წარმოდგენისას მხატვრული ლიტერატურის გემოვნებიან დამფასებელს ტანში გააჟრიალებს, მაგრამ ჩვენ რევაზ ინანიშვილთან გვაქვს საქმე, მისთვის კი ამ თვალსაზრისით შეუძლებელი არაფერია. თითქოს ამის დას­ტურად დაუწერია მას არაჩვეულებრივი მოთხრობა, რომელსაც "ძალიან უბრალო სიმღერა" ჰქვია (კრებულში: "მთვარის ასული", 1987 წ.).

აქ ონკოლოგს ამჯერად ქალი მიაკითხავს (ორი პატარა ბიჭის დედა), იღლიაში თხილისოდენა სიმსივნით, რომელიც კე­თილთვისებიანი აღმოჩნდება. მოთხრობის ბოლოს ვკითხულობთ (ქმარი ყვება): "მოვდიოდით მთლად მოულოდნელად დასაჩუქრებულებივით, წინწამოხრილნი, გამოჩქარებულნი, თითქოს მოშიშარნი, რომ ის საჩუქარი უკან არ გამოერთმია ვინმეს. გვიხაროდა, რომ ისევ ერთად, წყვილად მივადგამდით ნაბიჯებს".

მაშასადამე, ყბადაღებული "ჰეფი ენდი"?

სწორედაც! მაგრამ არათუ მაღალი გემოვნების შეურაცხმყოფელი, არამედ დრამატული განცდებით გაჯერებული მოთხ­რობის ღირსეულად დამაგვირგვინებელი ფინალი.

ერთი და იგივე ამბავი ჯერ ტრაგიკულად დაასრულო, მერე კი ბედნიერად და ორივე შედევრი გამოგივიდეს - ამაზე მეტი ჯადოქრობა რაღა უნდა იყოს მწერლობაში!

* * *
ისე აქვს სახელი გატეხილი ბედნიერ დასასრულს, რომ ვიცი, არც ისე ადვილი დასაჯერებელია, რაც ამ "ჰეფი ენდიანი" მოთხრობის მხატვრული ღირსებების შესახებ ვთქვი. ამიტომ რევაზ ინანიშვილის მწერლურ ჯადოქრობაში დასარწმუნებ­ლად გთხოვთ, წაიკითხოთ მარტო აი ეს ნაწყვეტი მოთხრობიდან, მე კი განზე გავდგები და სიტყვასაც აღარ დავძრავ:

"გოლდინის ასისტენტმა თინა წინ გაუშვა და თვითონაც შეჰყვა. გოლდინი პატარა ტანის მოხუცი აღმოჩნდა. თეთრი ესპა­ნური წვერი ჰქონდა, მაგიდაზე დახრილი რაღაცას წერდა. ამოიხედა. ასისტენტმა კინოკადრებივით ჩაგრძელებული სურა­თები მიაწოდა. გოლდინმა ერთი შეხედა თინას და მერე სურათებს ჩააცქერდა. ასისტენტი სურათებზე თითს უდებდა და ლათინურ რაღაცეებს ეუბნებოდა, გოლდინი თავს უქნევდა და ტუჩებს ბუსხავდა. - რამდენი წლისა ხართ? - ჰკითხა გოლ­დინმა თინას. თინამ უთხრა, რომ ოცდათვრამეტი წლისა იყო. - შვiლი რამდენი გყავთ? - ორი. - გოლდინი თინას მიაცქერ­და, - რატომ ხუთი არა, რატომ ექვსი არა, შვიდი?! - თინას კბილების კაწკაწი აუტყდა. გოლდინმა სურათები ასისტენტს და­უბრუნა, - თავისუფლები ხართო, - და წერა განაგრძო. ასისტენტს გაეღიმა, თინას თავის გადაქნევით ანიშნა, - წავიდეთო. კართან მისულებს გოლდინის ხმა მოესმათ, - თქვენს ამხანაგებსაც გადაეცით, თუ უნდათ, რომ ეგრე არ იკანკალონ იმა­თაც, ბევრი შვილები იყოლიონ - ექვსი, რვა, ათი, გესმით?! - თინამ დამფრთხალმა მიიხედა და გამოღებულ კარს როგორ­ღაც ცუდად შეეჯახა. გოლდინი წამოხტა, მოირბინა. - გეტკინათ? - შესცქეროდა თინას შეწუხებული. თინას თან ცრემლი მოსდიოდა, თან იღიმებოდა. - სიცილი გიხდებათ! რაც შეიძლება ბევრი უნდა იცინოთ ცხოვრებაში! და კიდევ - მოერი­დეთ ამოდენა მანძილებზე ფრენას ოჯახის პატრონი ქალებიო. - გოლდინი თავისი მაგიდისკენ წავიდა. იცინოდა მისი ასის­ტენტიც..."

© „არილი“

@


Last edited by Admin on Mon Jan 11, 2021 11:11 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyMon Jan 11, 2021 10:57 am


Kaukasische Post კავკასიისა და კავკასიელების შესახებ/ლევან ბრეგაძე

გერმანული გაზეთი Kaukasische Post კავკასიისა და კავკასიელების შესახებ.
ლექციას კითხულობს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ბრეგაძე
პროექტი ”კავკასიური სახლის” სახალხო უნივერსიტეტი

27 მარტი, 2015
2015 წელს ”კავკასიური სახლი” ევროპულ ფონდ ჰორიზონტთან ერთად კვლავ ახორციელებს პროექტს ”კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი”. პროექტის ფარგლებში სტუდენტები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან მოისმენენ ლექციებს სხვადასხვა თემებზე.

Kaukasisches Post - German language newspaper of XIX-XX c.c. about Caucasus and Caucasus People. Lecture by Levan Bregvadze, PhD in Humanities

project: Caucasian House Public University
supported by Horizon Foundation

27 March 2015

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyMon Jan 11, 2021 11:09 am

ლევან ბრეგაძე

გოეთეს დაბედება
(მისტიკური ეტიუდი)

უჩვეულოდ მომილოცა თემურ დოიაშვილმა დაბადებიდან 60 წელი, უჩვეულო საჩუქარიც მომიძღვნა როსტომ ჩხეიძის წყალობით: ჟურნალ “ჩვენი მწერლობის” 2007 წლის მე-6 ნომერში დაბეჭდილია თემურის წერილი “უცნაური ლექსი”, სათაურის ქვეშ კი ასეთი მიძღვნაა: “ლევან ბრეგაძეს - 60 წლისთავზე”. თემურის წერილი გულთბილი გამოხმაურებაა ჩემს პატარა სტატიაზე, რომელშიც გოეთეს ერთი ლექსის გალაკტიონისეულ თარგმანსა და ამ თარგმანის უცნაურ გამოყენებაზეა საუბარი (“გალაკტიონოლოგია”, წიგნი I, გვ. 186).
მოკლედ, გოეთეთი მომილოცა თემურმა მესამოცე დაბადების დღე.
და უცბად თავში გამიელვა აზრმა, რომ წრე შეიკრა - ექვსი ათეული წლის შემდეგ შეიკრა წრე!
მანამდე კი... მანამდე ჩემი ცხოვრება გოეთეს ნიშნით თუ გოეთეს ეგიდით წარიმართა. გასაოცარი ის არის, რომ არასოდეს მის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა არა მქონია, უფრო ვერიდებოდი, ვიდრე ვეტანებოდი, ის კი სულ თან მდევს (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი - დამდევს).
რა ჩემი საქმე იყო (არც გერმანისტი ვიყავი და არც გოეთოლოგი!), მაგრამ მოხდა ისე, რომ მეც მივიღე მონაწილეობა გოეთეს ლირიკის ქართული თარგმანის გახმაურებულ საჯარო განხილვაში 1976 წელს, რამაც ერთბაშად გამითქვა სახელი ლიტერატურულ წრეებში, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვიმსახურებდი (მოულოდნელობის ეფექტმა ითამაშა თავისი როლი). ამის გამო იყო, რომ ალმანახ “კრიტიკის” პასუხისმგებელი მდივნობა შემომთავაზეს, რისთვისაც, გოეთესთან ერთად, დიდად მადლიერი ვარ “კრიტიკის” მაშინდელი რედაქტორის გიორგი მერკვილაძისა (პირველ შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი, ერთი წლის შემდეგ კი სიხარულით დავთანხმდი). ჟურნალისტთა და მწერალთა კავშირების წევრობაც, რაც იმ დროს კალმის მსახურისთვის დიდი პატივი იყო და ძნელად მისაღწევიც გახლდათ, “კრიტიკაში” სამსახურის დაწყების შემდეგ თავისთავად მოვიდა.
მალე გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის გაერთიანების წევრად ამირჩიეს, მერე კი - პრეზიდიუმის წევრადაც, რისთვისაც, გოეთესთან ერთად, ამ გაერთიანების მაშინდელი თავმჯდომარის - დავით ლაშქარაძის - და ვიცე-თავმჯდომარის - ნოდარ კაკაბაძის - დიდი მადლობელიც ვარ, რაღა თქმა უნდა.
ხალხში ხომ გამომიყვანა და გამომიყვანა, გერმანიაშიც პირველად გოეთემ წამიყვანა - 1985 წლის მაისში გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების დაარსების 100 წლისთავის ზეიმს დავესწარი ვაიმარში, როგორც ამ საზოგადოების თბილისის გაერთიანების პრეზიდიუმის წევრი (ამ თარიღისადმი მიძღვნილ მედალიონს, რომელზეც გოეთეა გამოსახული, ძვირფას რელიკვიად ვინახავ).
1985 წელს გოეთეს საზოგადოების ხელმძღვანელობის თხოვნით წავიკითხე მოხსენება გოეთეს “ვერთერის” ახალი, რიგით მესამე, ქართული თარგმანის შესახებ, რომელიც მერე დავბეჭდე კიდეც. მას დალი ფანჯიკიძე წიგნში “თარგმანის თეორია და პრაქტიკა” იმ რამდენიმე სანიმუშო კრიტიკულ წერილთა შორის ასახელებს, რომლებშიც “თარგმანი სტილის დონეზეა განხილული და შეფასებაც თარგმანის თეორიის უახლეს და ყველაზე უფრო დასაბუთებულ კრიტერიუმებს ეყრდნობა”.
როცა პროფესიით არც გერმანისტი ხარ და არც სტილის ანალიზის სპეციალისტი (ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში), გამოჩენილი მთარგმნელისა და თარგმანის თეორეტიკოსისგან ასეთი შეფასება ერთი ათად ძვირფასია.
1999 წელს გურამ ჭოხონელიძემ რომ გოეთეს დაბადების 250 წლისთავს სამეცნიერო კონფერენცია მიუძღვნა ლიტერატურის ინსტიტუტში, მასში მონაწილეობა მეც შემომთავაზა (იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ ინსტიტუტის თანამშრომელი). მოხსენება “გოეთე გაზეთ ‘კაუკაზიშე პოსტის’ ფურცლებზე” კონფერენციისადმი მიძღვნილ კრებულში ქართულ და გერმანულ ენებზე დაიბეჭდა და გერმანულ ინტერნეტში ჩემი სახელი და გვარი პირველად სწორედ ამის წყალობით მოხვდა.
საკმარისია! რაც ჩამოვთვალე, ამას დავჯერდები, ვინაიდან სავსებით ცხადია, რომ თუკი ლიტერატურულ საქმიანობაში რამეს მივაღწიე, გოეთეს უნდა ვუმადლოდე.
და როცა თემურ დოიაშვილმა 60 წელი როსტომ ჩხეიძის ჟურნალიდან გოეთეთი მომილოცა, გავიფიქრე, რომ წრე შეიკრა - ექვსი ათეული წლის შემდეგ შეიკრა წრე!
რა წრეს ვგულისხმობ, ახლავე აგიხსნით:
მამაჩემის, ტყიბულელი გეოლოგისა და ბიბლიოფილის წიგნსაცავში, რაც თავი მახსოვს, ერთი ასეთი გამოცემაც არის: იოჰან ვოლფგანგ გოეტე, ლექსები, თარგმნილი ხარიტონ ვარდოშვილის მიერ. თბილისი, 1946 წ., გიორგი ნადირაძის წინასიტყვაობითა და კომენტარებით. ყდის მომდევნო ცარიელი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მამაჩემის ხელით ფანქრით შესრულებული წარწერაა: “ტყიბული. 1947 წ. 11 იანვარი”.
ამ მინაწერს გვიან, მამის გარდაცვალების შემდეგ, მივაქციე ყურადღება. აშკარაა, წიგნის შეძენის ადგილი და დრო აღუნიშნავს მამას ყდის მომდევნო ცარიელ გვერდზე, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ეს ჩემი დაბადების ადგილი და დროც არის ამავე დროს! სამოცი წლის წინ ოცდაათი წლის ტყიბულელ გეოლოგს გოეთეს ლექსების ქართული გამოცემა შეუძენია, - მაინცდამაინც გოეთესი, მაინცდამაინც პირველი შვილის დაბადების დღეს! გოეთეს ეს კრებულიც და მეც ერთსა და იმავე დღეს შევმატებივართ ოჯახს.
ასე დამბედებია გოეთე!
ჩემი დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დღე ჩემთვის გოეთეს დ ა ბ ე დ ე ბ ი ს დღეც რომ ყოფილა, მაშინ გავიაზრე, როცა თემურ დოიაშვილის მილოცვა წავიკითხე “ჩვენს მწერლობაში”, მილოცვა, რომლითაც წრე შეიკრა.

*
პირველი პუბლიკაცია: ჟ. „ჩვენი მწერლობა“, 2007, #18 (44);
მეორე პუბლიკაცია: ლ ბრეგაძე. მარგინალიები. გამომცემლობა „ინტელექტი“, 2011.

@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptySat Mar 27, 2021 11:06 am

ლევან ბრეგაძე

თემა და მხატვრული იდეა

თემა (ბერძნ. thema – ის, რაც [საფუძველში] დევს) ლიტერატურათმცოდნეობაში აღნიშნავს საკითხს (საგანს), რომელიც დამუშავებულია მხატვრულ თხზულებაში. განასხვავებენ ძირითად ანუ მთავარ თემას და დამხმარე თემას ანუ ქვეთემას. თემისა და ქვეთემების ერთობლიობას თემატიკას უწოდებენ. თემა მხატვრული იდეის მიმართ ფორმაა, ხოლო სიუჟეტის მიმართ – შინაარსი, რაც ნიშნავს, რომ ლეგიტიმურია ამ ყაიდის გამონათქვამები: ესა და ეს მხატვრული იდეა მოთხრობაში ამა და ამ თემის დამუშავებით გამოიხატა, ანდა – ესა და ეს თემა მოთხრობაში ამა და ამ სიუჟეტის ფორმით გამოიხატა.

ილია ჭავჭავაძის მოთხრობის “გლახის ნაამბობის” მთავარი თემა ბატონყმობის არაადამიანური ბუნების ჩვენებაა, ხოლო ქვეთემის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ მოძღვრისა და შეგირდის მასშივე აღწერილი ურთიერთობა (უაღრესად აქტუალური ყველა დროსა და ეპოქაში).

ვაჟა-ფშაველას პოემის “ალუდა ქეთელაურის” თემა არის კონფლიქტი პიროვნებასა და საზოგადოებას (თემს) შორის, რაც პიროვნების მიერ ყავლგასული ანტიჰუმანური ადათის უარყოფას მოსდევს.

ზოგჯერ თემა სათაურშივეა მოცემული (ილია ჭავჭავაძის “რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”, ეგნატე ნინოშვილის “ჯანყი გურიაში”, გალაკტიონ ტაბიძის “აკაკის გარდაცვალების გამო”).

თემატიკის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ეპოპეის ჟანრის მხატვრული თხზულება. მაგალითად, ოთარ ჭილაძის რომან-ეპოპეის “რკინის თეატრის” თემა არის მოდერნის ეპოქის დასაწყისის (მე-19 საუკუნის დამლევისა და მე-20 საუკუნის დამდეგის) საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების პანორამის ჩვენება; მის ქვეთემათა შორის კი შეიძლება დავასახელოთ: ა) მეამბოხე პიროვნებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება პოლიტიკური დაძაბულობით გამორჩეულ ხანაში; ბ) ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კრიზისის სტადიაში მყოფი რუსეთის იმპერიის უღელქვეშ მყოფ საქართველოში; გ) ხელოვანის ფუნქცია საზოგადოებრივი კონფლიქტებით დაღდასმულ ეპოქაში; დ) სიყვარული; ე) ოჯახურ ურთიერთობათა სხვადასხვა მოდელის ურთიერთშეპირისპირება; ვ) მშობლებსა და შვილებს შორის რთული, დაძაბული, წინააღმდეგობრივი ურთიერთობანი და სხვ.

როგორც თავში ვთქვით, თემა ფორმაა მხატვრული იდეის (ვითარცა შინაარსის) მიმართ (ბერძნ. idea – წარმოდგენა, ცნება, პირველსახე).

ნაწარმოების მხატვრულ იდეას ვუწოდებთ მხატვრული ნაწარმოების საფუძველში მდებარე მთავარ აზრს, ავტორის დამოკიდებულებას ნაწარმოებში დამუშავებული თემისადმი, რაც რეალისტურ მხატვრულ თხზულებაში იშვიათად არის გაცხადებული აშკარად, მას ამოცნობა, მიგნება სჭირდება. მხატვრული იდეის წვდომა სერიოზული ჰერმენევტიკული მუშაობის შედეგია, იგი მხატვრული ტექსტის ანალიზის ყველაზე შემოქმედებით ეტაპზე – გამოწვლილვითი ფილოლოგიური კვლევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ხორციელდება.

მხატვრული იდეის ხორცშესხმა მხატვრული ნაწარმოების სახეთა და სხვა კომპონენტთა ერთიანი სისტემის მეშვეობით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხატვრული იდეა მეტ-ნაკლებად მხატვრული ტექსტის სტრუქტურის ყველა დონეზე აისახება. მხატვრული იდეის ამოსაცნობად უპირველეს ყოვლისა საჭიროა გაირკვეს ავტორის დამოკიდებულება ნაწარმოებში წარმოდგენილი თემისადმი, რაშიც სხვა დონეებზე (სიუჟეტის, ფაბულის, ტროპული მეტყველების, სტილის და ა. შ. დონეებზე) დაკვირვებაც გვეხმარება.

ილია ჭავჭავაძის ლექსის “გაზაფხულის” (“ტყემ მოისხა ფოთოლი”) თემა სათაურშივეა გაცხადებული, იდეა კი სამშობლოს მძიმე მდგომარეობით გამოწვეული ნაღველია. ამის შესახებ ტექსტში პირდაპირ არაფერია ნათქვამი, მაგრამ ეს აზრი გაგვიჩნდება, თუ დავაკვირდებით, როგორ არის დამუშავებული თემა, როგორია ავტორის დამოკიდებულება გაზაფხულისადმი, ნაზამთრალი ბუნების გამოღვიძებისადმი. ეს დამოკიდებულება კიტა აბაშიძემ ასე გამოხატა ამ ლექსის ანალიზისას:

“როცა პოეტი ბუნებას გვისურათებს, მას არც ბუნების გარეგანი სიმშვენიერე იტაცებს, არც ის გავლენა, რომელიც მას აქვს პოეტზედ ამა თუ იმ განწყობილების დროს; როცა ბუნება ხარობს, როცა “აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები”, სამშობლო აგონდება და სევდიანად ეკითხება: “მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდებიო?” (აბაშიძე 1970: 229).

მამულის აყვავებაში უნდა ვიგულისხმოთ პოეტის სამშობლოს, საქართველოს, იმდროინდელი ეკონომიკური და კულტურული ჩამორჩენილობის დაძლევა, რაც, უთუოდ, კოლონიური მდგომარეობისთვის თავის დაღწევის, ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების გზით უნდა მომხდარიყო.

სხვა მხატვრული იდეა უდევს საფუძვლად ბესიკ ხარანაულის იმავე თემაზე დაწერილ ლექსს “გაზაფხულის ძახილზე”:

“ცხენზე შემჯდარა ობოლ-ბერდია, ჩამოუყრია გრძელი ფეხები” და ნასიმინდარში მიუყვება გზას. ქვეყანას გაზაფხული სწვევია. მინდვრებისათვის, გორაკებისთვის, ნახნავებისთვის, გადატრუსული ფერდობებისთვის “წუხელ ვიღაცას მწვანე ხელი გადაუსვია”. როგორია ბერდიას დამოკიდებულება ბუნების აღორძინებისადმი? იგი უცხოდ გრძნობს თავს ამ გარემოში (საცეკვაო წრეში ძალით შეგდებულ კაცს ადარებს მას პოეტი), რაღაცაზე გული სწყდება, თითქოს შურს კიდეც ბუნებისა. ბუნებისადმი ბერდიას გაუცხოებულ დამოკიდებულებას სოციალური საფუძველი აქვს: ბუნების ზეიმი მას კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინებს თავის მიუსაფრობას, უმეგობრობას, უსიყვარულობას:

“აი, ასეთი ხელი უნდა ობოლ ბერდიას,
ასეთი მწვანე ხელი უნდა
მის დაშაშრულ სულს
და გამხმარ ქოჩორს”.

აქედან ცხადია, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის ნაპრალის გაჩენა ამ შემთხვევაში ადამიანურ ურთიერთობათა მოუგვარებლობის ბრალია. ვხვდებით, რომ ამ ლექსის ავტორისთვის გაზაფხულით ტკბობა არ არსებობს, ვიდრე არ არსებობს ადამიანთა შორის გულისხმიერი, თვით ადამიანობის იდეისთვის საკადრისი, ურთიერთობა. ამდენად, ამ ლექსის მხატვრული იდეა ადამიანურ ურთიერთობათა კრიტიკაა, თუმცა ტექსტში ეს აშკარად და პირდაპირ ნათქვამი არ არის.

ამრიგად, ორივე ლექსში ბუნებისაგან ადამიანის გაუცხოებაა წარმოჩენილი, რისი მიზეზიც პირველში ეროვნული სატკივარია, მეორეში კი სოციალურ ურთიერთობათა მოუწყობლობა. შეიძლება ითქვას, რომ პირველის მხატვრული იდეა პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის გზით ეროვნული ცხოვრების აღორძინების ნატვრაა, მეორისა – ადამიანთა შორის უფრო გულისხმიერი დამოკიდებულების გაჩენის სურვილი.

ვნახოთ როგორ განსაზღვრავს ვაჟა-ფშაველას პოემის “ბახტრიონის” თემასა და იდეას გრიგოლ კიკნაძე:

“ბახტრიონის” მთავარ თემას, ანუ საგანს შეადგენს საქართველოს მთიანეთის მცხოვრებთა ბრძოლა სპარსელებთან.

თვალნათლივ პატრიოტულია ამ პოემის მიზანდასახულობა, ანუ იდეა: ის შეიცავს მოწოდებას მტერთაგან სამშობლოს განთავისუფლებისათვის. ასეთი მოწოდება გულში ჩამწვდომია უკვე თავისთავად, მაგრამ ეს იდეა ამ პოემაში განსაკუთრებით ქმედითია და ეს იმიტომ, რომ იგი ერთობ გამდიდრებულია კონკრეტული შინაარსით. პოეტი ხშირად უხვევს ძირითადი ამბიდან, იგი ეხება ისეთ მოვლენებსა თუ საკითხებს, რომელთაც თითქოსდა პირდაპირი კავშირი არცა აქვთ ძირითად ამბავთან. ამიტომ ეს მისი პოემა მრავალთემიანი, ანუ პოლითემატური პოემაა” (კიკნაძე 1978: 93-94).

ზოგჯერ მხატვრული თხზულების თემისა და მასთან დაკავშირებული პრობლემის სირთულის, მრავალწახნაგოვნების გამო ნაწარმოების მხატვრული იდეის ამოცნობა ძნელდება, სხვადასხვა ანალიტიკოსი სხვადასხვა მხატვრულ იდეას ხედავს ერთსა და იმავე ტექსტში. ილია ჭავჭავაძის პოემის “განდეგილის” მხატვრული იდეის თაობაზე კამათი მისი გამოქვეყნებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება, ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისებიც კი არის გამოთქმული ამ საკითხზე (ზოგი ფიქრობდა, რომ პოემის მხატვრული იდეა განდეგილობის, ცხოვრებისგან განდგომის აპოლოგია იყო, ზოგიც პირიქით – განდეგილობის უარყოფას ხედავდა მასში).

ამა თუ იმ თხზულების მხატვრული იდეის შესახებ განსხვავებულ შეხედულებათა გაჩენას ისიც იწვევს, რომ შესაძლებელია მკითGხველთა მიერ ნაწარმოების ესთეტიკური აღქმა ურთიერთგანსხვავებული იყოს, ვინაიდან, როგორც რეცეფციული ანუ აღქმის ესთეტიკის თეორია გვასწავლის, სხვადასხვა აღმქმელის წარმოდგენაში სხვადასხვანაირად ხდება ნაწარმოების ეპიზოდთა აქტუალიზება და რეკონსტრუქცია-კონკრეტიზაცია (წარმოსახვაში ხორცშესხმა წაკითხულისა). ასეთ დროს არ არის გამორიცხული, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციები თანაბრად მართებული იყოს და ერთი და იმავე ტექსტის სხვადასხვა ძვირფას ღირებულებას წარმოაჩენდეს. ეს მიაჩნია რომან ინგარდენს იმის ერთ-ერთ მიზეზად, რომ “მკითხველები – ზოგჯერ სწორედაც რომ დიდად განათლებული და მგრძნობიარე კრიტიკოსები – ერთი და იმავე ლიტერატურული მხატვრული ნაწარმოების შეფასებისას ვერ თანხმდებიან” (ინგარდენი 2011: 123).

მხატვრული იდეის ამოცნობისას სირთულეს ისიც ქმნის, რომ რეალისტური მანერით შესრულებულ თხზულებაში ავტორის ტენდენცია შენიღბულია, პლაკატურად არ არის გამოთქმული (ამას მოითხოვს მიმესისის პრინციპი, რაც სინამდვილის, ცხოვრების მიბაძვაში, პერსონაჟთა ხასიათების ფსიქოლოგიური სიმართლით ხატვაში მდგომარეობს, – არც ცხოვრებისეულ მოვლენებს ან რეალურად არსებულ პიროვნებებს აკრავთ მათ ავ-კარგზე მიმანიშნებელი იარლიყები!), ანუ იდეა, ძირითადი აზრი, მხატვრული ხერხების გამოყენებით, ხატოვანი ფორმით მიეწოდება მკითხველს. ხატოვნად გამოთქმული აზრის ინტერპრეტაცია კი სხვადასხვანაირად შეიძლება. ვაჟა-ფშაველას პოემა “ბახტრიონს” “ზღაპრულ-ლეგენდარული” (გრიგოლ კიკნაძე) ფინალი აქვს: ფშაველთა ლაშქრის წინამძღოლი გმირი ლუხუმი, რომელიც დაჭრილი მარტოდმარტო ჩარჩა უდაბურ ტყეში, გველმა გადაარჩინა დაღუპვას – გამოკვება და უმკურნალა. პოემა ამ სტრიქონებით მთავრდება: “ამბობენ: შააძლებინა სნეულსო ფეხზე დადგომა, ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა”.

ვაჟა-ფშაველა იგონებს: “ერთმა უსწავლელმა ფშაველმა მითხრა, რომელსაც “ბახტრიონი” წაეკითხა, მოსწონებოდა ძალიან და ყელგადაგდებით, თითქოს შეკაზმულს ცხენსა მთხოვდა საჩუქრად, მეხვეწებოდა, მეკითხებოდა: ვაჟავ, თუ ღმერთი გწამს, ნუ დამიმალავ, სწორადა თქვი, საქართველოს თავისუფლებას არა გულისხმობ “ბახტრიონში”, რომ ამბობ, “ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომაო?”. “იქნებ ვგულისხმობდე”, ვუპასუხე” (ქართული... 1974: 440).

როგორც ვხედავთ, პირდაპირი (ერთმნიშვნელოვანი) პასუხის გაცემას პოეტი პირად საუბარშიც თავს არიდებს.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჰერმენევტიკული საკითხი უნდა წამოვჭრათ, ნაწარმოების მხატვრული იდეის წვდომასთან დაკავშირებული.

პოეტური თხზულების მხატვრული იდეის ამოცნობისას ერთი მოცემული აზრის აღმოჩენა კი არ ხდება, არამედ ტექსტში ჩვენი საკუთარი აზრიც ჩაიდება, “ვინაიდან ჩვენი ინტერესები, ჩვენი სურვილები და თვით ჩვენი ყურადღების მიმართულებაც კი აზრის მიმნიჭებელ როლს ასრულებს, რასაც ალბათ ვერასოდეს დავაღწევთ სავსებით თავს: ეს გახლავთ ყბადაღებული “ჰერმენევტიკული წრე”. მაგრამ რას გულისხმობს, კაცმა რომ თქვას, “აზრი”? აზრი, ეს არის ურთიერთდამოკიდებულება [ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს შორის]. განმარტება და ინტერპრეტაცია ურთიერთდამოკიდებულებებს აბამს [ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს შორის], სულ ერთია, არსებობენ თუ არა ისინი თავისთავად” (შმიდი 2003: 11).

ვაჟა-ფშაველას ლექსის “არწივის” თემა დაჭრილ-დაუძლურებული “ფრინველთა მეფის” ყვავ-ყორნებთან უთანასწორო ბრძოლაა. მხატვრული იდეა კი სინანულია იმის გამო, რომ “მდაბალთ” დრო იხელთეს, “დიდებულის” გაჭირვებით ისარგებლეს და “კოლექტიური” ძალისხმევით ლაჩრულად დაამარცხეს ძლიერი ინდივიდუალობა (ამგვარი რამ არც ცხოველთა სამყაროში, არც ადამიანთა საზოგადოებაში იშვიათი არ არის, და ყოველი ასეთი ფაქტი ვერაგულად ძლეულის მიმართ თანაგანცდას იწვევს). მაგრამ თუ ვინმე ამ ლექსში პატრიოტულ მოტივს ამოიკითხავს, ერთ დროს მძლეთა მძლე და ამჟამად შეჭირვებულ არწივში უწინ ძლიერსა და იმ დროისათვის მრავალრიცხოვან მტერთაგან დაუძლურებულ საქართველოს იგულისხმებს, ვერავინ დაუშლის – ასეთი (ალეგორიული) ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტექსტი იძლევა, თუმცაღა დრამატიზმით აღსავსე ეს ლექსი მაშინაც მშვენიერ პოეტურ ქმნილებად დარჩებოდა, სვებედნიერი ერის პოეტს რომ დაეწერა იგი. ასე რომ, დანამდვილებით ვერასოდეს ვიტყვით, ის აზრი, რაც ჩვენ მხატვრული ტექსტიდან გამოვიტანეთ, ავტორის ჩანაფიქრში შედიოდა თუ არა. ეს გარემოება უნდა გავითვალისწინოთ მხატვრული იდეის ამოცნობისას და, საზოგადოდ, მხატვრული ტექსტის აღქმის პროცესში, რაც მოგვეხმარება მაქსიმალურად ობიექტურნი ვიყოთ ინტერპრეტაციისას და გაგებით მოვეკიდოთ სხვათა ინტერპრეტაციებსაც.

რაც ზემოთ ვთქვით მხატვრული იდეის ამოცნობის სირთულის თაობაზე, მიმესისის პრინციპზე დამყარებულ (მიმეტურ) მხატვრულ თხზულებებს შეეხება, ისეთ მხატვრულ ქმნილებებს, რომლებშიც სინამდვილე სინამდვილისეული ფორმებით, ხოლო პერსონაჟთა ქმედება ფსიქოლოგიური სიმართლით არის აღწერილი. რაც შეეხება იგავური ყაიდის ანტიმიმეტურ ნაწარმოებებს, მათი მხატვრული იდეა ზედაპირზე ძევს, ზოგჯერ აშკარადაა გაცხადებული ტექსტის თავში ან ბოლოში, და ამ იდეის დასაბუთება ხდება პარაბოლის (იგავის) მეშვეობით, მხატვრული კონსტრუქციით, რომელშიც სინამდვილისეული მოვლენები მეტ-ნაკლებად გაუცნაურებულ-გაუცხოებულია, ზღაპრული ფორმა აქვთ, ან შეიძლება ასეც ითქვას: დეფორმირებულია მხატვრული იდეის შესატყვისად. ასეა დაწერილი სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა”:

“რაც სალარო გაქვს, თუ არ იხმარებ, ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის”, – ეს დებულება, ასე აშკარად გაცხადებული ამ წიგნის პერსონაჟის, მეფის ძის ჯუმბერის მიერ იმ იგავის (“ძუნწი და ოქრო”) მხატვრულ იდეას წარმოდგენს, რომელსაც უფლისწული გვიყვება მას შემდეგ, რაც ციტირებულ შეგონებას წარმოთქვამს;

“არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია”, ამ მხატვრული იდეის საილუსტრაციოდ იგივე პერსონაჟი შემდეგ დიდვაჭრისა და მისი ძის ჭკუისსასწავლებელ, თუმცა სრულიად არარეალისტურ, იგავისთვის დამახასიათებელი პირობითობების გამოყენებით შეთხზულ ამბავს მოგვითხრობს (“დიდვაჭარი და მისი ძე”).

მხატვრული იდეის გარეშე არ არსებობს მხატვრული ტექსტი (რაც არ უნდა “ფორმალისტური” გვეჩვენებოდეს იგი), მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ მხატვრული თხზულების იდეის მკაფიოდ ჩამოყალიბება ვერც მისმა ავტორმა შეძლოს (ეს ძალიან ხშირად ხდება – ავტორს, რომელიც უმეტესად ინტუიციურად ქმნის, უჭირს თავის ქმნილებასთან ანალიტიკური მიმართების დამყარება) და ვერც ლიტერატურათმცოდნემ (კრიტიკოსმა), რაც ზოგიერთი ტექსტის სირთულით და კიდევ იმით არის გამოწვეული, რომ ანალიზის ჩვენი უნარი შეზღუდულია, მოვლენის სიღრმეში ჩვენი გონების წვდომის ხარისხი მრავალ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებაზე არის დამოკიდებული (საერთოდ კი, განსაზღვრულია საზოგადოებისა და მეცნიერული აზრის განვითარების მოცემული დონით). განსაკუთრებით ძნელია ზემოთ უკვე ნახსენები ეპოპეის ჟანრის პოლითემატიკური ქმნილების მხატვრული იდეის მოხელთება. ნაწარმოების მხატვრული იდეის წვდომა სტრუქტურის ყველა დონეზე ტექსტის სკრუპულოზურ შესწავლას დაფუძნებული შემოქმედებითი აქტია, რომელიც ყოველთვის როდი დაგვირგვინდება წარმატებით. მაგრამ სიძნელე, ცხადია, შეუძლებლობას არ ნიშნავს. ზოგი ტექსტის მხატვრული იდეის ამოცნობას საუკუნეები სჭირდება, ზოგის მხატვრული იდეა კი ეპოქების მონაცვლეობასთან ერთად ცვალებადობს (შეცვლილ ისტორიულ ვითარებაში ტექსტიც განსხვავებულად იკითხება ხოლმე) და ამიტომ მისი შემეცნება არც არასოდეს მთავრდება.


დამოწმებანი:

აბაშიძე 1970: აბაშიძე, კიტა. ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1970.

ინგარდენი 2011: ინგარდენი, რომან. კონკრეტიზაცია და რეკონსტრუქცია. ჟ. “სჯანი”. ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში, 12. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2011. გერმანულიდან თარგმნა ლ. ბრეგაძემ.

კიკნაძე 1978: კიკნაძე, გრიგოლ. ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1978.
ქართული... 1974: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. IV. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართვლო”, 1974.
შმიდი 2003: შმიდი, ვილჰელმ. ცხოვრების ხელოვნების სკოლა. გაზ. “ჩვენი მწერლობა” (გაზ. “ახალი ეპოქის” ლიტერატურული დამატება), 17.-23. 01. 2003, #2 (132). გერმანულიდან თარგმნა ლ. ბრეგაძემ.


დაბეჭდილია კრებულში „ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი“, თბილისი: 2012, გვ. 39-46.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე EmptyThu May 13, 2021 9:27 am

ლევან ბრეგაძე

იდუმალი ბრძოლა

ჩვენს დროში, წიგნის მასობრივად გავრცელების ეპოქაში, მკითხველთა ერთი საინტერესო კატეგორია გამოიკვეთა – ერუდირებული, კვალიფიციური მკითხველის შედარებით ახალი ტიპი; ეს არის სკეპტიკოსი მკითხველი, მკითხველი-მეტოქე. საკმარისია ასეთმა მკითხველმა დროზე ადრე გამოიცნოს მწერლის ჩანაფიქრი, მოქმედების განვითარება, კონფლიქტის ავტორისეული გადაწყვეტა, რომ ვერავითარი სტილური ჯადოქრობა ვეღარ უშველის შემოქმედს. სკეპტიკოსი დახურავს წიგნს და ირონიული ღიმილით გადადებს გვერდზე მის მიერ დამარცხებული კიდევ ერთი ავტორის გონების ნაყოფს. ხოლო თუ პირიქით მოხდა?.. ამგვარმა მკითხველმა იცის ნამდვილი ლიტერატურის ფასი და უდიდესი პატივისცემით იმსჭვალება იმ ავტორის მიმართ, ვისთანაც ასეთ ბრძოლას წააგებს.

როდესაც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებს ვკითხულობთ, ჩნდება აზრი, რომ წერის დროს მას თვალწინ სწორედ ასეთი მკითხველი უდგას და, რაც მთავარია, კარგად არის დაუფლებული მასთან იდუმალი ბრძოლის ილეთებს.

მისი ზოგიერთი ნაწარმოების კითხვისას თითქმის ბოლო ფრაზამდე იმ ილუზიის ტყვეობაში ხარ, რომ ნაადრევად მიუხვდი ავტორს, წინასწარ გამოიცანი მისი ჩანაფიქრი... წასაკითხი სულ რამდენიმე სტრიქონიღა დარჩა და, აბა, აქ, ამ მცირე მონაკვეთზე, ისეთი რაღა უნდა მოხდეს... და, აი, კიდევ ერთი, თითქმის უკანასკნელი წინადადება, რომელიც ყველაფერს მოლოდინის საწინააღმდეგოდ შეატრიალებს, სულ სხვა შუქით გაანათებს წაკითხულს.

მოულოდნელი დასასრული, რა თქმა უნდა, ნოველის ჟანრობრივი მახასიათებელია საერთოდ, მაგრამ ჯემალ ქარჩხაძის ნოველის თავისებურება ის არის, რომ აქ ადრევე გიჩნდებათ შთაბეჭდილება, თითქოს უკვე ყველაფერი გაირკვა, სინამდვილეში კი ჯერ მხოლოდ ცრუ ფინალთან გაქვთ საქმე. ამის შემდეგ მოდის ნამდვილი ფინალი, რომლის ემოციური ზემოქმედება ბევრად მეტია, ვიდრე უცრუფინალოდ იქნებოდა (მკითხველს ალბათ უკვე გაახსენდა, რომ ამგვარი რამ დეტექტივებში ხდება, მაგრამ დეტექტივებში ეს ვის უკვირს, დეტექტივებში ამგვარ მოულოდნელობებს ველით კიდევაც!).

განვიხილოთ ამ თვალსაზრისით “ოპერაცია ‘დეიდა ტასო’”.

ოცდათვრამეტი წლის წვრილშვილიანი უბინაო საქონელმცოდნე სიკო მელაძე მოინდომებს ხელში ჩაიგდოს მარტოხელა მოხუცი დეიდის, ტასოს, ხუთოთახიანი ბინა. პერსპექტივა უიმედო ჩანს: დეიდა ტასოს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი ბინა სახელმწიფოს დაუტოვოს და ნათესავების ჩაწერაზე ცივ უარს აცხადებს. არაერთი ბინისმაძიებელი გაუბრუნებია პირშიჩალაგამოვლებული, თანაც მათი გაწბილება დიდ კმაყოფილებას ანიჭებს მოხუცს. იგი ასე მსჯელობს: “ქვეყანა ვიგინდარებითაა სავსე. რა ძალა მადგია, დღეს ბინაში ჩაგწერო და ხვალ სანანებლად გამიხდეს საქმე. არ ჯობია არც ჩაგწერო და არც ვინანო?.. მე რომ მოვკვდები, მერე გინდა ერთ ვიგინდარას მისცეს სახელმწიფომ ჩემი ბინა და გინდა მეორეს”.

სიკომ ბინის მოპოვების ორიგინალური, რთული, მაგრამ ზუსტად გათვლილი გეგმა შეიმუშავა, რომლის მიზანი ის იყო, რომ დეიდა ტასოს ჩვევად უნდა გადაქცეოდა მის სიახლოვეს ყოფნა (ეს უნდა მომხდარიყო მისთვის პირობითი რეფლექსის გამომუშავების საფუძველზე) და ამის გამო ბოლოს იგი ბინაშიც უნდა ჩაეწერა. მემკვიდრეობის მაძიებელმა თეატრალური ხელოვნებისადმი დეიდა ტასოს დიდი სიყვარულის გამოყენება სცადა მიზნის მისაღწევად. ჩაუჯდა თეატრის ისტორიასა და თეორიას, მოუხშირა დეიდა ტასოსთან სიარულს, სპექტაკლებზეც დაჰყავს და სასცენო ხელოვნების აქტუალურ საკითხებზეც ეკამათება. ბინაზე კი, ცხადია, კრინტსაც არა ძრავს, პირიქით, ყველანაირად ცდილობს აგრძნობინოს, რომ მას ეს ამბავი არ აინტერესებს და მხოლოდ ხელოვნების სიყვარულისა და მარტოხელა მოხუცი ნათესავის მიმართ სიბრალულის გამო აკეთებს ამას.

ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამოუვიდა.

სიკო მელაძის გეგმაზომიერი მოქმედება, მისი ტაქტიკა და, საერთოდ, მთელი ამ უძნელესი ოპერაციის პერიპეტიები დაწვრილებით, დიდი გონებამახვილობით და, რაც მთავარია, დამაჯერებლად არის გადმოცემული (თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, მემკვიდრეობის მაძიებელი თვითონ გვიყვება თავის თავგადასავალს). სიკო მელაძე დიდ ჭკუასა და გამჭრიახობას იჩენს, თავს არიდებს პრიმიტიულ, მიზნისკენ ჯიქურ მიმავალ სვლებს, შემოქმედებითად უდგება საქმეს, ფრთხილად გადადის შეტევაზე, დროულად იხევს უკან, გათვალისწინებული აქვს ოპერაციის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მხარეც კი. მოკლედ, ფიზიკური და სულიერი ძალების გრანდიოზულ მობილიზებას ახდენს.

მკითხველი თავიდანვე მის მხარეზეა, მასთან ერთად განიცდის, ღელავს, ნერვიულობს. თითქოს ასე არც უნდა ხდებოდეს, რადგან მთხრობელი დახვეწილი იუმორით ჰყვება თავის თავგადასავალს და ამის გამო მკითხველსა და პერსონაჟს შორის, წესით, დისტანციური დამოკიდებულება უნდა დამყარდეს. მაგრამ თანაგანცდის ფაქტი აშკარაა, ეს იმიტომ, რომ იუმორი, ირონია, თამაში თვით ბინის მოპოვების გეგმით არის გათვალისწინებული, მისი შემადგენელი ნაწილია და ამ, თითქოსდა ძალდაუტანებელი სიხალისის მიღმა გატანჯული ადამიანის ნერვიული, დაძაბული, თუმცა ოსტატურად შენიღბული, განწყობა იკითხება. სიტუაცია კომიკურია: აშკარაა შეუსაბამობა მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებას შორის – ამოდენა ძალისხმევა არა რაიმე ამაღლებული მიზნის მისაღწევად, არამედ მხოლოდ ნორმალური საცხოვრებელი პირობების მოსაპოვებლად! მაგრამ სიტუაცია ტრაგიკულიც არის, რადგან პერსონაჟის გასაჭირი რეალურია (სხვა ამბავია, რომ, წესით, ასე არ უნდა იყოს, ამხელა ენერგია უფრო ღირსეული მიზნის მისაღწევად უნდა იხარჯებოდეს).

ეს მეორე, სოციალური პლანი, როგორც მხატვრულ ნაწარმოებს შეეფერება, მხოლოდ ორიოდე ფრაზით არის მინიშნებული ნოველაში; პირველად “პროლოგში”:
“პირმშვენიერმა მდივანმა გოგონამ მერვედაც იგივე პასუხი დამახვედრა (თავმჯდომარეს თათბირი აქვს და ვერ მიგიღებსო)”; და შემდეგ კიდევ ერთხელ, როცა ვკითხულობთ: “დავუახლოვდი მეორე მეზობელს, რომელიც ქალაქის საბჭოში მუშაობდა”. ეს საჭირო რეალისტური დეტალია, რადგან ბინაში ჩაწერას მარტო დეიდა ტასოს თანხმობა არ ეყოფა.

და, აი, ორწლიანი დაძაბული მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა. “ძალიან შეგეჩვიე... რა იქნება ჩემთან გადმოეწერო და შენი ცოლ-შვილით აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად?” – განუცხადა ერთ მშვენიერ დღეს დეიდა ტასომ სიკოს.

ზემოთ ითქვა, რომ მკითხველი თავიდანვე მთხრობელის მხარეზეა. ახლა ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ არამარტო მის მხარეზეა, არამედ გულის სიღრმეში სჯერა კიდეც მისი გამარჯვებისა, იმდენად გულმოდგინედ და გონიერად მოეკიდა იგი საქმეს. ამიტომ იმ ადგილას, სადაც დეიდა ტასომ სიკოს ჯიბეში ბინის გასაღები ჩაუცურა, ერთგვარი უკმარისობის გრძნობა გვიჩნდება, რადგან ხდება ის, რასაც კარგა ხანია ვგრძნობდით და ველოდით. არადა, ნოველაც დასასრულს უახლოვდება: ამის შემდეგ წასაკითხი დაგვრჩა ზუსტად ერთი გვერდი, თავი, რომელსაც თუმცა “კვანძის გახსნა ჰქვია”, მაგრამ აქაც არაფერი ხდება განსაკუთრებული, თითქოსდა ინერციით გრძელდება თხრობა. გამარჯვებული სიკო უკვე საკუთარი გასაღებით აღებს კარს და ესმის დეიდა ტასოსა და მასთან სტუმრად მოსული დეიდა ანიას საუბარი. ანია გაოცებულია, ტასო ბინაში ნათესავის ჩაწერას რომ აპირებს, სთხოვს განუმარტოს, რა მოხდა ამისთანა (საუბარი რუსულად მიმდინარეობს). და ტასოც უხსნის: შენ ხომ იცი, როგორი მგრძნობიარე ვარ თეატრის მიმართო. ეს მკითხველმაც კარგად იცის. არაფერი ახალი ამით არ თქმულა. აქ უკვე საბოლოოდ განგვიმტკიცდა აზრი, რომ მეტად ენერგიულად დაწყებული ნაწარმოები, როგორღაც ძალიან დუნედ აპირებს დამთავრებას. მაგრამ დეიდა ტასოს კიდევ დარჩა სათქმელი ორიოდ სიტყვა და ბარემ ბოლომდე მოვუსმინოთ მას:

“– Он играл блестяще, ჩემო კარგო. Я немало хороших артистов перевидала на своем веку, но такого… Представь себе, за все эти почти два года ни одной фальши, ни одного неубедительного жес…”

“სწორედ ამ დროს გავიხურე კარი. გარეთ ციოდა. ქარი ღმუოდა და ყველაფერს ანგრევდა”, – ამთავრებს თხრობას ბინის მაძიებელი.

დეიდა ტასოს უკანასკნელი სიტყვების შემდეგ გონების თვალი ძალაუნებურად ისევ უბრუნდება წაკითხულს, რომელიც მოულოდნელად სულ სხვა შუქით განათდა. ჩნდება აგრეთვე შეცბუნების განცდა იმის გამო, რომ ნაადრევად მივიჩნიეთ ნოველა დამთავრებულად, და იმის გამოც, რომ დეიდა ტასო იმაზე ბევრად უფრო რთული მხატვრული სახე აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. შეცბუნება მალე ადგილს უთმობს გონებამახვილი დასასრულით გამოწვეულ ესთეტიკურ სიამოვნებას. ძნელი შესამჩნევი არ არის: ფინალი იმიტომ გამოვიდა ასე ეფექტური, რომ წინ მას ცრუ ფინალი უძღოდა.

ამავე პრინციპით არის დაწერილი “მეთერთმეტე მცნებაც”.

სახელგანთქმულ მსახიობს ზაალ ნიჟარაძეს ერთ-ერთი ანტრაქტის დროს, როცა მარტო დარჩა მისთვის განკუთვნილ ოთახში, მოულოდნელად აეკვიატა აზრი, რომ მან საკუთარი სახე დაკარგა, მის მიერ ნათამაშევ პერსონაჟებში გაითქვიფა. არსებობს მისი შესრულებული ლირი, ოტელო, კეისარი, მაგრამ აღარ არსებობს ზაალ ნიჟარაძე. სცენის გარეთაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში, იგი თამაშობს, იქაც ვერ ახერხებს იყოს ის, რაც სინამდვილეშია. ბუნებრივად ცოლთან ჩხუბიც არ გამოუდის. მოკლედ, ვერაფერს აკეთებს “თეატრალობის” გარეშე.

ამ აღმოჩენამ თავზარი დასცა სახელოვან მსახიობს, ერთბაშად გახუნდა მის თვალში საკუთარი დიდება, უაზრობად იქცა ტრიუმფით გავლილი ცხოვრების გზა. ეს მოტივი (საკუთარსახედაკარგული მსახიობის ტრაგედია) ახალი არ არის, მაგრამ ახალია ამ მოტივის დაკავშირება ამჟამად მოდად ქცეულ მოწოდებასთან – “იყავ ის, რაც ხარ!” (ამას ზაალ ნიჟარაძე “მეთერთმეტე მცნებას” უწოდებს. ასე ჰქვია ნოველასაც და იმ კრებულსაც, რომელშიც ის არის შესული).

მსახიობის თვალწინ ჩაივლის მთელი მისი განვლილი ცხოვრება და გული სწყდება, რომ, როგორც თვითონ ფიქრობს, ყალბად უცხოვრია. “აღარ მაინტერესებდა, რა ფერი აქვს ატმის ხეს აპრილის თვეში; არც იასამნის ფერი მაინტერესებდა. აღარასოდეს მომგონებია შემოდგომის ვაზი ნაწვიმარზე, სველი ფოთოლი რომ ლოყაზე წამოგედება და მტევნებზე წვიმის წვეთებია შემორჩენილი... აღარასოდეს გავსულვარ იანვრის შუაღამეს გადათეთრებულ ეზოში და ცაზე თეთრი ფანტელების თვლა არ დამიწყია”, – გულისტკივილით უტყდება იგი საკუთარ თავს, რომელსაც “პამპულას” უწოდებს. შესძაგდა თავისი გაუცხოებული არსებობა. იგი აღარ არის ის, რაც სინამდვილეშია, იგი იქცა იმად, რაც სხვებს უნდათ, რომ იყოს. მისი ანალიტიკური, თვითკრიტიკულად მომართული გონება ძირისძირამდე სწვდება საზოგადოების კერპად ქცეული ადამიანის მდგომარეობის მთელ სიყალბეს: “კერპს უფლება არ აქვს ნაკლი ჰქონდეს, ყველა შენი ნაკლი შელამაზებულია და ღირსებაშია ამოვლებული. სისულელეს ორიგინალობად გითვლიან, შეცდომას – ძიებად, შაბლონს – ტრადიციად, უვიცობას – არისტოკრატობად...”

სად არის ხსნა? როგორ შევძლოთ თავი დავაღწიოთ გაუცხოებას, დავიბრუნოთ დაკარგული სახე, კვლავ ვიქცეთ იმად, რაც სინამდვილეში ვართ? ეს ალბათ მიწასთან, დედაბუნებასთან დაბრუნებით თუ მოხერხდება.

დიდებით დაღლილ კაცს, ზაალ ნიჟარაძეს, თვალწინ წარმოუდგება სოფლად გატარებული ბავშვობა, გლეხური ცხოვრების პრიმიტიული, მაგრამ მისთვის ამჟამად ასე სანატრელი, “ნაღდი”, თითქმის იდილიური სურათები. “ბუნებაში! ბუნებაში! მოიხსენი და გადაყარე ყველა ნიღაბი. გაშიშვლდი და წადი! იჩქარე! შენი სახე ეძიე! წადი, წადი, შე მასხარა! იჩქარე! ვინ იცის, რამდენი წელი დაგრჩა კიდევ, წადი!” – ამ სიტყვებით ამთავრებს იგი თავის მონოლოგს, რომელსაც თავისდაუნებურად, თურმე, უკვე ხმამაღლა წარმოთქვამს. გაისმა ტაში. მსახიობის დაგვიანებით შეშფოთებული თეატრის მესვეურნი უნებური მოწმენი შეიქნენ ამ აღსარებისა. განსაკუთრებით აღტაცებულია დრამატურგი ვალიკო ასკურავა: მე ამ თემაზე პიესას დავწერ, ამ მონოლოგს უცვლელად შევიტან, “მსახიობი მოიხსნის პარიკს, მოიცლის გრიმს! ჩამოირეცხავს ყველა საღებავს!.. აღარ შეიძლება ასე ცხოვრება! უნდა გაიქცეს! უნდა წავიდეს!” – პათეტიკურად გაიძახის იგი.

ნაწარმოები დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე სტრიქონიღა დაგვრჩა წასაკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ზაალ ნიჟარაძის გადაწყვეტილება, მიატოვოს თეატრი და წავიდეს სოფლად, თითქოს მოვლენების ლოგიკური განვითარებით არის პირობადებული, ეს პერსონაჟი მაინც არ გვემეტება ამგვარი სწორხაზოვანი, ლამის პროპაგანდისტული დასასრულისთვის.

უკმარისობის გრძნობას ბადებს ერთი გარემოებაც: ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის ძნელი როდია სოფლის იდილიად წარმოდგენა, ზაალის გადაწყვეტილება შეიძლება აფექტის ამბავი იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამას შემოწმება უნდა, ავტორი კი თითქოს გულუბრყვილოდ ენდო თავის გმირს. არადა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება აღარ არის მოსალოდნელი, რადგან სულ რამდენიმე სტრიქონიღა დაგვრჩა წასაკითხი, სულ ორიოდე რეპლიკა:

“მერე? წავა?” – ეკითხება ზაალი ვალიკო ასკურავას მისი პიესის მომავალ გმირზე.
“წავა. ფსიქოლოგიური დრამა!” – უპასუხებს დრამატურგი.

დარჩა ზაალ ნიჟარაძის ერთი რეპლიკა და ნაწარმოებიც დასრულდება. აი, ისიც:

“წავიდეთ, ენოტო!” – მიმართავს ზაალი ახალგაზრდა მსახიობს, რომელმაც იგი სცენამდე უნდა მიაცილოს, – “ნამდვილი ბუნებრიობა მხოლოდ სცენაზეა”.

დავაკვირდეთ: ამ ფინალის შემდეგ, რომელიც ცრუ ფინალს მოსდევს, ვითარება მოულოდნელად შეტრიალდა: სიტუაცია, რომელიც დრამატული, ლამის ტრაგიკულიც კი გვეგონა, კომიკური გამოდგა. თურმე ზაალ ნიჟარაძე მაშინაც კი თამაშობდა, როცა თავის თავს სწორედ იმას უკიჟინებდა, ყველგან თამაშობ, უბრალო ოჯახურ ურთიერთობაშიც კი ყალბი ხარო. ვითარება კურიოზულია იმიტომ, რომ საკუთარი სიყალბის გამო თვითგვემაც ყალბი ყოფილა. რამ შეგვიქმნა ილუზია, რომ ამ კაცს შეეძლო უარი ეთქვა სახელსა და დიდებაზე? რატომ ჩავთვალეთ, რომ თითქოსდა ცოტა უგემურად მთავრდებოდა ნოველა? იმიტომ, რომ, გარდა ზაალ ნიჟარაძის მიერ ამ თავისი მორიგი “როლის” დიდი ოსტატობით შესრულებისა (მწერალმა ნამდვილად დაგვარწმუნა, რომ იგი დიდი მსახიობია!), თავისი საქმე გააკეთა “მეთერთმეტე მცნებამაც” – “იყავ ის, რაც ხარ!”, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მსახიობის მსჯელობას.

ბოლოს და ბოლოს, რატომ იქცევა ასე მწერალი, მკითხველის ნერვებზე თამაშობს? ცხადია, არა. ორმაგფინალიანი დასასრულის ფუნქცია აქ დევიზის – “იყავ ის, რაც ხარ!” – ირონიზებაა. დღეს ეს მოწოდება მეტად აქტუალურია და, მგონი, ლიტერატურაში მისი ირონიის საგნად ქცევა ჯერ არავის უცდია. პირიქით, მთელ მსოფლიოში ამჟამად მას ძალიან სერიოზულად უკავშირებენ ე. წ. გაუცხოებული ადამიანის ხსნის იმედს. ზაალ ნიჟარაძის მაგალითი კი გვარწმუნებს, რომ ფორმულას – “იყავ ის, რაც ხარ!” – აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ თურმე ყველანი ისა ვართ, რაც ვართ. ღირსეული არსებობისკენ სწრაფვა კი სხვა ფორმულით უნდა გამოიხატოს (თუკი ტრადიციული ათი მცნება აღარ კმარა!).

მაგრამ ისევ ზაალ ნიჟარაძის ბოლო ფრაზას დავუბრუნდეთ. წინადადება, რომელიც მთელი ნაწარმოების კონცეფციას ასე შეატრიალებს, საგანგებო დაკვირვების ღირსია. მაინც რა ითქვა ამ პარადოქსული ფრაზით? რატომ არის ნამდვილი ბუნებრიობა მხოლოდ სცენაზე? ამის გასარკვევად გავიხსენოთ რამდენიმე მოსაზრება ზაალ ნიჟარაძის შინაგანი მონოლოგიდან, ზოგიერთი ჯერ მხოლოდ ვარაუდის ფორმით რომ იყო გამოთქმული. ერთი ეს: “იქნებ ყველა სიცოცხლე როლია და ზოგს, უბრალოდ, ბუნებრიობის ნიღაბი ერგო?” (ამას ის ამბობს, როცა სხვა ადამიანებსა და თავის თავს შორის ავლებს პარალელს. შევადაროთ ამას ვახტანგ ჯავახაძის ლექსის სტრიქონები: “...რადგან ყველაზე დიდი სიმართლე არის ყველაზე კარგი ნიღაბი”); მეორეც ეს: “ნიღბად საკუთარი წვერიც გამოდგებაო”, რომ გვეუბნება ბატონი ზაალი, და კიდევ: “თეატრალობა მხოლოდ თეატრშია შეუმჩნეველიო”. მოვუყაროთ ახლა ყოველივე ამას თავი: მაშასადამე, თუკი უნიღბობა შეუძლებელია, ან სხვანაირად, თუკი უნიღბობაც ნიღაბია, მაშინ ერთადერთი ადგილი, სადაც სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლია ნიღაბი ატარო, სცენაა.

როგორ მოახერხა ოთხსიტყვიანმა ფრაზამ ოცდათოთხმეტი გვერდის მანძილზე ნალოლიავები კონცეფციის განადგურება? როგორ და, პარადოქსულ ფრაზაში საწინააღმდეგო ცნებები (ჩვენს შემთხვევაში – “ნამდვილი ბუნებრიობა” და ის, რაც “სცენაზეა”) ერთმანეთს კი არ აბათილებენ, არამედ აძლიერებენ და მოვლენის სიღრმეში წვდომას, მისი დიალექტიკური ბუნების შეცნობას გვიადვილებენ. ამიტომ, რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს აზრი, პარადოქსული ფრაზა ლოგიკურ ფრაზაზე უფრო სრულყოფილად ასახავს სინამდვილეს.

ჯემალ ქარჩხაძე ოსტატია პარადოქსული ფრაზისა. წერილის დასაწყისში ნახსენები სკეპტიკოსი მკითხველი ერთ რამესაც გაფაციცებით უდარაჯებს: აბა ერთი ვნახო, რა განსხვავებაა “სიტყვის ოსტატის” ფრაზასა და ჩვეულებრივი ადამიანის ფრაზას შორისო. საერთოდ, მხატვრულ ნაწარმოებში ყველა ფრაზა როდია სპეციფიკურად “მწერლური”. ვერც იმას დავადგენთ, როგორი უნდა იყოს ჩვეულებრივი და “მწერლური” ფრაზების ოპტიმალური შეფარდება. აქ ბევრი რამ ჟანრზე, თემაზე, მწერლის იდეურ-მხატვრულ კონცეფციაზეა დამოკიდებული. ის კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჯემალ ქარჩხაძესთან ასეთი ფრაზები უხვად გვხვდება და, რაც მთავარია, მუდამ თავის ადგილას. პარადოქსულ ფრაზაში დიდძალი ინფორმაციაა ჩაწნეხილი. ამას ემყარება პარადოქსის ფეთქებადი ბუნება. იგი მწერლის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია საზოგადოდ და, კერძოდ კი, ჩვენი ნაცნობი სკეპტიკოსი მკითხველის წინააღმდეგ “საბრძოლველად”.

*
პირველი პუბლიკაცია: გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 24.10.1980, # 43, გვ. 3;
მეორე პუბლიკაცია: ლევან ბრეგაძე. პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს. თბ.: „მერანი“, 1982, გვ. 56-66;
მესამე პუბლიკაცია: ლევან ბრეგაძე. მოთხრობები ლიტერატურაზე. თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008, გვ. 16-25;
მეოთხე პუბლიკაცია: ქართული ენა და ლიტერატურა, ტ. V. XX საუკუნის ქართული ლიტერატურა. მასწავლებლის ბიბლიოთეკა. გამოცდების ეროვნული ცენტრი. თბ.: 2009, გვ. 283-287.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ლევან ბრეგაძე Empty
PostSubject: Re: ლევან ბრეგაძე   ლევან ბრეგაძე Empty

Back to top Go down
 
ლევან ბრეგაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: