| ქართული | |
|
+13natalia qadagidze nino kadagidze დადა Tekle კობა (მატეკარი) ეკატო (ეკა ტალახაძე) სანათა სოსო მეშველიანი irinka ნიკა ჩერქეზიშვილი მინდია renuari bao 17 posters |
|
Author | Message |
---|
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Jul 29, 2014 11:39 am | |
| *** ფარდა გადაწეული ყვავილოვან ტოტზე ვარსკვლავი_ სამოთხის ფუტკარივით. *** ქარმა მკლავზე გადაიწვინა ნისლის ბალერინა და გაუჩინარდა მწვანე კულისებში. *** ადამიანში შეიჭრა ალკოჰოლი და ბავშვი გააძევა. *** მიწას გაექცა და ღრუბელზე აუსხლტა ფეხი და ჩრდილთან ერთად გაქრა სივრცეში…
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Sep 08, 2014 9:57 am | |
| *** და ჩუმად იტანჯება როგორც ბალახი კედელსა და მდინარეს შორის.
*** ტალღები არა ჩანან ოკეანე სიღრმეში ღელავს მზე როცა ამოდის.
*** უდაბნოში რომ გაგეღვიძება და გარშემო უნაპირო სიმწვანეს იხილავ_ ესაა უფალი...
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sat Sep 27, 2014 1:18 pm | |
| *** ხის კენწეროდან ნისლზე გადაცოცდა და მზესთან წავიდა ჭიანჭველა.
*** ხმებმა_ვერა ექოებმა იცნეს ერთმანეთი შორეულ სიჩუმეში.
*** დედას შეუძლია მოიხსნას ჩრდილი და შვილს მოახვიოს.
*** სიყვარული არ დამთავრებულა_ თითქოს ცას მოეფარა დროებით.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sat Oct 04, 2014 2:10 pm | |
| *** “ამას აქ რა უნდა?!”- კითხვა,რომელიც ხშირად ისმის სამოთხესა და ჯოჯოხეთში.
*** მაგრამ ზოგჯერ ხომ ბედნიერი ხარ, როგორც ჰაერი- გარმონის წყვდიადიდან სიყვარულის მუსიკად გამოსული.
*** ახლოს,ტყეში,ქედანი ღუღუნებს, გულმა ხმა შეუწყო და ფიქრი ბედნიერი მსმენელია.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Oct 07, 2014 9:52 am | |
| *** მთელ სამყაროს უღიმის ღმერთი- მწვერვალებზე თენება გამოჩნდა…
*** როგორც ბაღს ფრინველები, გულს შეჰფარებიან დარდი და სიხარული.
*** სინათლის სიჩუმით იკარგები და ფურცელზე ლექსად ამოდიხარ…
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sat Oct 11, 2014 4:58 pm | |
| *** დარდმა გზა გაუნათა სიხარულს და მეორე ნაპირზე გავიდნენ.
*** ქარაფის ჩრდილში წყაროს წყალს სვამდა მგალობელი ბულბულივით თვალდახუჭული…
*** დედა როცა მღერის მზეში ოქრო უფრო ყვავილობს და სიჩუმეს თვალები უბრწყინდება.
*** მამის გაცრეცილი ხალათი დაახურა მძინარე ობლებს და მკრთალი ბინდიდან უფრო მშვიდი სუნთქვა მოისმა.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Nov 19, 2014 10:41 am | |
| *** რატომ არ გებრალებით ამდენს რატომ ალაპარაკებ?- უჩურჩულეს ყურებმა ენას.
*** სულ სხვა სითბო და სიჩუმეა შანდალთან რომელზედაც ერთადერთი სანთელი ანთია.
*** სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში დედის ხსენებაზე ცრემლით ენამებათ თვალები.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Dec 17, 2014 9:07 pm | |
| *** შვილის თმაში ჭაღარა შენიშნა და მის ცხოვრებაში დაიწყო დრო წელში მოხრისა… *** ჰაერის ხელი ჩამჭიდა სინათლემ და ცისკენ მივდივართ. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Dec 18, 2014 10:26 am | |
| *** ბაღს ქალი ალამაზებს უღრანს_კაცი უდაბნოს_ორივე. *** ხეები_ერთმანეთს მინდობილნი და ჩაჭიდებულნი ვით ფერხულის მოცეკვავენი. *** იმ ტოტზე რომელსაც ნათურა ჰკიდია ბუდეს არ მოიწნავს ფრინველი. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Dec 18, 2014 10:29 am | |
| *** კვამლის ციყვებმა თამაშ-თამაშით აირბინეს კოცონის ტოტები. *** პატარძლის მძივი_ ბედნიერი წუთების ასხმულა. *** გემი მუცელგამობზეკილი- ფეხმძიმე ქალივით… *** თვალებიც საოცარი_ ტყის ჰაერივით ლამაზად დაბინდული. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Dec 21, 2014 11:00 am | |
| *** ისეთი მგზავრია_ ღრუბელი დაუცდის და ჩრდილით გაათბობს.
*** მზე და ობობა ზოგჯერ ქსელში ერთადა ჩანან და ღმერთს ეღიმება.
*** ქარიდან გამოსულმა ღრუბელში დაისვენა და მზესთან მივიდა.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Dec 24, 2014 11:45 am | |
| *** ერთმანეთის კვალში ლამაზად ჩამდგარნი საათის ციფრებივით. *** შუაღამისას წვიმა აშრიალდა და კარადიდან გაიპარა თეფშზე მიხატული ყვავილი. *** ღმერთო რა ლამაზია ცამყარი ერთმანეთს საფეთქლებმიდებული მტრედების თვალებში. * ახალი წიგნიდან-"მზესთან ერთად მავალი". | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Dec 29, 2014 11:47 am | |
| *** ფრთამოტეხილ ფრინველს მოგაგონებს ფანჯარა_ ნახევრად მოღიავებული.
*** აყვავებულ ხეობაში ნისლის ტყუპებს შეუძღვა ნიავი.
*** როცა ქარში საყელოს აიწევ_ ღმერთსა და ბუნებას უკვე აღარ ეკუთვნი მთლიანად.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: *** Mon Jan 05, 2015 12:46 pm | |
| ვულკანის მეზობელი ------------------------
*** ცა უფრო განათდა როდესაც ღმერთმა დაგიძახა ადამიანიდან.
*** გარდაიცვალა მეფე და იმ ქვეყანაში აჩრდილები შეკრიბა საომრად.
*** გაღუნულ_დაჟანგული ქარქაშიდან გამოძვრა ხოჭო აბლაბუდის ბერეტით.
*** ნათქვამი_არა უთქმელი ახსოვდა სიკვდილამდე.
*** უცნობი ყვავილი_ მერცხლის ლოყასავით თბილი და პატარა.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jan 11, 2015 12:48 pm | |
| *** გაღუნულ-დაჟანგული ქარქაშიდან გამოძვრა ხოჭო აბლაბუდის ბერეტით.
*** ნათქვამი-არა უთქმელი ახსოვდა სიკვდილამდე.
*** უცნობი ყვავილი- მერცხლის ლოყასავით თბილი და პატარა. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Fri Feb 27, 2015 6:55 pm | |
| *** სინათლე სახლში შემოვიდა მზე გარეთ დარჩა როგორც ბედნიერი მშობელი უმშვენიერესი შვილისა. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Mar 01, 2015 6:45 pm | |
| *** როგორც ბაღიდან სურნელება ლექსი გამოვიდა გულიდან.
*** სხვაგვარად ამშვენებ ცასა და დედამიწას ჰორიზონტზე რომ დაგათენდება.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Mar 04, 2015 7:18 pm | |
| *** სინათლის სარკმლებიდან მოისმის ჰაერის გალობა… *** დედა აღარაა… სამყარო უფრო მშობლიური ხმით მესაუბრება. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Mar 10, 2015 7:36 pm | |
| *** ლექსი იბადება და ხარობენ გული და გონება როგორც ერთი ვენახის წყაროები. *** სიყვარულისთვის გულგახელილი ტაძრის ზარივით ლამაზხმიანი. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Mar 24, 2015 9:30 am | |
| *** სივრცეს მინდობილი ყვავილს განდობილი დედამიწასავით ერთ ადგილზე ვერგაჩერებული.
*** საღამოს სახსოვარი_ ჩრდილის ხალათი სინათლის ღილებით.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Fri May 01, 2015 6:25 pm | |
| გამოვიდა ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" ახალი,მე-9 ნომერი,რომელშიც თქვენი მონა-მორჩილის ლექსებიცაა გამოქვეყნებული.გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. *** ჩრდილი- ზეცის ბარათი რომელშიც ღმერთის სითბოა გახვეული. *** დღის ბოლოს სარკეში უკვე ის აღარა ხარ რაც მზის ამოსვლისას იყავი. *** ხარობენ ნაპირები მდინარის შოლტებით და მუჯლუგუნებით. *** და ლექსი იბადება ვით ფერი თენებისა მწვერვალებს შორის. *** უერთმანეთოდ სევდა და სიხარული ღარიბნი არიან- დღისა და ღამისა არ იყოს. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu May 07, 2015 9:27 am | |
| *** ანტენები- რკინის სარეველა საუკუნის სიცივით მორწყული.
*** ფეხები წამდაუწუმ ასწრებენ ერთმანეთს და მაინც სულ ერთად არიან.
*** მტრის ნასახლართან გაფერმკრთალდა და თავი დახარა.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Fri May 22, 2015 10:56 am | |
| *** მამამ-წამლებით ხოლო დედამ თვალებით უმკურნალა.
*** ღრუბლის ჩრდილი გამოდის მდინარიდან და მინდორზე იშლება მანდილებად.
*** ნელი ქარისაგან გადახრილ ყანას გაგონებს ნაწერი გაკრული ხელით.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: *** Fri Oct 30, 2015 6:26 pm | |
| *** სიზმარში გნახა_ მდინარეს მიჰქონდი და ცხადში გამოვარდა საშველად.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: *** Mon Mar 07, 2016 9:20 am | |
| *** ერთი ჯოჯოხეთიდან აიჭრა სილურჯეში მეორე-სამოთხიდან და ბუდე მოიწნეს მეშვიდე ცაზე...
*** ბედნიერი თაგვივით ფუსფუსებს მაუსი და ხალისიანობს.
| |
|
 | |
Sponsored content
 | Subject: Re: ქართული  | |
| |
|
 | |
| ქართული | |
|