| ქართული | |
|
+13natalia qadagidze nino kadagidze დადა Tekle კობა (მატეკარი) ეკატო (ეკა ტალახაძე) სანათა სოსო მეშველიანი irinka ნიკა ჩერქეზიშვილი მინდია renuari bao 17 posters |
|
Author | Message |
---|
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jun 16, 2013 11:22 am | |
| *** დედის წიაღიდან დროულად გამოდის ხოლო შემდეგ...
*** არადა_ რა ადვილი სათქმელია “ზის კაცი მაგიდასთან.”
*** ბოლო ღერები და წვეთები ბუდე მოწნულია ხარობენ_ერთმანეთში დაფრინავენ.
*** ცის სიჩუმე ჩაერია ხეების საუბარში უცნაურად განათდა უღრანი.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Jun 27, 2013 7:20 pm | |
| *** ცა უფრო განათდა როდესაც ღმერთმა დაგიძახა ადამიანიდან.
*** გარდაიცვალა მეფე და იმ ქვეყანაში აჩრდილები შეკრიბა საომრად.
*** გაღუნულ_დაჟანგული ქარქაშიდან გამოძვრა ხოჭო აბლაბუდის ბერეტით.
*** ნათქვამი_არა უთქმელი ახსოვდა სიკვდილამდე.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jun 30, 2013 8:55 pm | |
| *** დედის სამოსს გაგონებს შემოდგომის ღრუბელი მზით გახუნებული.
*** ყვავილს ხელისგულის სითბო გადაუსვა და მათ შორის ფუტკარი გაირინდა.
*** ან იმ სასწაულს როგორ გადმოსცემ ღრუბლები რომ ნათდება ქვემოდან და მზე ჯერ არა ჩანს.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Jul 02, 2013 10:57 am | |
| მიწისძვრა ---------- ყვავილიდან ფრთანატკენი ფუტკარი ჩამოვარდა მდინარემ წაიღო ჩრდილის ღილი სინათლეს აწყვეტილი.
*** “რატომ?” იქ გაისმის სადაც არ იცნობენ ერთმანეთს გულები.
*** სიცრუემ მშიერი ფრინველივით სიმართლის ნამცეცები აკენკა.
*** საიქიოში იგრძნო დედამ შემოსვლა შვილისა და ჩრდილი გაებზარა.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Jul 09, 2013 12:29 pm | |
| *** ღმერთის თითებივით სხვადასხვა ზომის და ერთმანეთზე მშვენიერი სალამურები…
*** როდესაც ცისარტყელამ მონათლა სიხარულისაგან შვიდი თვალი გაეხსნა სალამურს…
*** რომელი უფრო მშვენიერია ღვთისმშობელი თუ სამოთხის გაზაფხული?
*** გუშინ გუშინწინ ამასწინათ_ თითქოს ჭაში ჩადიხარ.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Jul 18, 2013 3:04 pm | |
| *** ღრუბელი დაიბინდა_ თითქოს მის სიღრმეში ლამპას ჩაუწიეს.
*** ყვავილები მხოლოდ ერთხელ_ გარდაცვალებისას ხუჭავენ თვალებს…
*** ჰორიზონტების იქით და მაღლა სინათლე გალამაზდა_ გაზაფხულის დღეები მოდიან.
*** განსაცდელის დროს უფრო ახლოს მივდივართ ერთმანეთთან როგორც ზამთარში მდინარის ნაპირები.
*** დედა აკვანთან ვით წყაროსთან ხე აყვავებული.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Aug 11, 2013 9:55 pm | |
| *** ვარსკვლავების მოყვასი თუა მეხიც რომ დაეცეს უფრო გაბრწყინდება გული.
*** და შიგნიდან დააკაკუნა. “მობრძანდით”,-სამყაროს ხმა შემონათდა პატარა ოთახში.
*** სევდა-ლამაზი და ნათელი როგორც ბინდი ვარსკვლავებს შორის.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Aug 19, 2013 4:35 pm | |
| *** პოეტის ხალათი-ძველისძველი, ძმობილის ნაჩუქარი, თითქოს შემოდგომის ჩრდილისგან შეკერილი.
*** ფანდური-ღვთაებრივი კუნძული ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ბედნიერი სამების.
*** როცა ქარიშხალია, არწივი მაღლა-მაღლა მიფრინავს, ყორანი დაბლა-დაბლა ეშვება.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Sep 09, 2013 8:26 pm | |
| ***
ბავშვი დაიბადა- ჯერ ღმერთმა დალოცა და მერე- სიცოცხლემ და სიკვდილმა.
*** ცა,გულში ანთებული, დედის წიაღიდან გამოგყვა- უამისოდ ბრმა იქნებოდი…
*** ორწერტილი- ყველაზე უბრალო, ყველაზე უანგარო, ყველაზე გულახდილი ტყუპები.
*** წერტილებმა და მძიმეებმა ტირესა და ძახილის ნიშნისგან ჯვარი შეკრეს და კითხვის ნიშნის სამარეს დაადგეს.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Oct 10, 2013 7:05 pm | |
| *** იმ ქვეყანაშიაც გავათბობთ ერთმანეთს საძირკვლის ქვებივით.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Oct 23, 2013 7:45 pm | |
| *** ბაბუაწვერაზე მძიმე არასოდეს ყოფილა საფულე დედისა.
*** მაგრამ ზოგი მწვერვალი იმისთვის არსებობს რომ მზერით შეეხო მხოლოდ.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Fri Nov 01, 2013 7:37 pm | |
| *** წიგნი დაიხურა ლოგინი გაიშალა დადუმდა ონკანი და გაუჩინარდა ბნელში ნათურა თავდახრილი.
*** უცებ მქისე ხმაურით გაიღო ფანჯარა და კედელს მეზობლისას სილასავით შემოჰკრა სინათლის ანარეკლი.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Dec 02, 2013 12:50 pm | |
| *** პასუხმა სივრცე გაუნათა და კითხვის ნიშანი გაიშალა და სანთელს დაემსგავსა.
*** ბიჭმა შორიდან გაუღიმა და სანთლის ალივით შეირხა გოგო...
*** აიწონა-დაიწონა: დარდი და სიხარული სიყვარულის საქანელაზე. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Mar 19, 2014 9:52 am | |
| *** როგორ გაიხარებს გამოღვიძებისას ფრინველი რომელსაც დაესიზმრა რომ ფრთები აღარა აქვს.
*** თოკი გაუწყდა ფიქრი_არა და იმ ფიქრთან ერთად წინაპრებთან მივიდა მთამსვლელი.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Mar 24, 2014 9:49 am | |
| *** დადუმდა სივრცე და უფრო გალამაზდა ხმები და ექოები.
*** იცინის როგორც იასამანი_ მწვანე საყელოში მზის წვეთები რომ ჩაუცვივდება.
*** ვის ახსოვს წვიმა ერთი ღრუბლისაგან ან_სიტყვა ერთი ბაგით ნათქვამი.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Apr 03, 2014 3:08 pm | |
| *** ცხოვრება-ხანჯალი დარდი და სიხარული- ვით ხანჯლის პირები. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Apr 16, 2014 11:31 am | |
| *** სამკაულები_ მზიან წვიმას რომ მოგაგონებენ და გვირილასავით მბზინავი საათი.
*** ზომითა თუ ხასიათით სხვადასხვანი არიან საათის ისრები მაგრამ ერთ ფუძეზე შეხმატკბილებულად ცხოვრობენ.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Apr 30, 2014 10:20 am | |
| *** ხე ბედნიერია- ქარისაგან ნატკენ კენწეროზე შეყვარებული ფრინველები რომ ჩამოსხდებიან.
*** ხვლიკი ზვინის სიღრმიდან გამოძვრა თბილ ქვაზე წამოგორდა და ტკბილად ჩაეძინა- მოსულა გაზაფხული.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon May 05, 2014 9:32 am | |
| *** ყოველთვის როცა ფურცელთან მიდის ქუდს იხდის კალამი.
*** დედის მანდილი- ღმერთის სითბო ქსოვილად ქცეული.
*** მდინარეში-ნავი ნავში-ადამიანი ადამიანში-ოკეანე ცეცხლწაკიდებული.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jun 01, 2014 1:38 pm | |
| *** ზურგს უკან ხელებდაწყობილი უსაქმური ადამიანივით დაბაჯბაჯებს ფრინველი ქვიშაზე. *** მრავალწერტილი ცრემლს გაგონებს: ხან-სიხარულისას ხან... *** პოეზიის მწვანე ხელებში სიყვარულის თეთრი ჩირაღდანი ერთად მგალობელი ჩრდილი და სინათლე. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Sat Jun 07, 2014 3:05 pm | |
| *** ჩრდილი ჩრდილს მოეხვია და სინათლის სამკაულები უსახსოვრეს ერთმანეთს.
*** ღრუბელი ერთ ადგილზე მოძრაობს დამშვიდდნენ ხეები ბუმბული დალაგდა.
მტრედები ------------ ჯერ თავები შეახეს ერთმანეთს მერე-ნისკარტები თვალებად თითქოს სიხარულის ცრემლები ასხიათ. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Jun 11, 2014 9:48 am | |
| *** ზოგი ექო გულში იძირება და ზოგი-სივრცეში.
*** მზე და გვირილები იქარგება ქათქათა ტილოზე და სიხარულისაგან ციმციმებს ნემსი-შვილიშვილი შუბისა.
მიწისძვრა ------- ჰაერს ბუდე ეტკინა ფეხქვეშ კენწერო გამოეცალათ და ღრუბელში შეფრინდნენ ჩიტები. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Jun 16, 2014 9:48 am | |
| *** ქარმა ხეს აქა-იქ შერჩენილი ნაყოფი მოსწყვიტა ხოლო შეყვარებული ფრინველები-ვერა.
*** სადღაც თოფმა იჭექა და სტრიქონი შეჩერდა იმ ნაკადულივით კალაპოტში ლოდი რომ ჩაუდგეს. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Jun 30, 2014 10:49 am | |
| *** ფრთები რომ ჰქონდეს_ სივრცეს შერჩებოდა სიცოცხლის ბოლომდე.
*** ხე წაიქცა მაგრამ ბუდე ჰაერში დარჩა ღმერთის ხელისგულზე.
*** გაწვიმდა…წამოდგა გაშალა ფრთები და ბუდის გუმბათივით მოჩანდა.
| |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Wed Jul 09, 2014 7:03 pm | |
| *** ლომი მზეს უყურებდა და არ გაუგია როგორ გადაახტა კალია.
*** საერთო ტკივილი როგორც ბზარი ფრესკისა და კედლისთვის.
*** ყვავილოვან მინდორზე იჩხუბეს და ზვავზე გადავლისას შერიგდნენ.
| |
|
 | |
Sponsored content
 | Subject: Re: ქართული  | |
| |
|
 | |
| ქართული | |
|