| ქართული | |
|
+13natalia qadagidze nino kadagidze დადა Tekle კობა (მატეკარი) ეკატო (ეკა ტალახაძე) სანათა სოსო მეშველიანი irinka ნიკა ჩერქეზიშვილი მინდია renuari bao 17 posters |
|
Author | Message |
---|
Guest Guest
 | |
 | |
bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jun 07, 2009 8:31 pm | |
| კkარგია ამ სარკმელის გახსნა.
შევატყობინებ თამარ გაბროშვილს და იქნებ რამე დადოს აქ თავისი პოეზიიდან. | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jun 07, 2009 8:34 pm | |
| გაუ! ვაუ! რა მაგარ!  | |
|
 | |
Guest Guest
 | |
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jun 07, 2009 9:01 pm | |
| თამარ გაბროშვილი.
*** მირქმის დღე არის და შენს კარზე მომყავს ლექსები- სულის ხუნდები. შეიწირე, უფალო ჩემო.
*** სამძიმარი- მოჭრილ ხეს ჩიტების გუნდი შეფენია.
*** ჩვენ გვეგონა, არავის ესმოდა- სატელეფონო ხაზზე იჯდა ჩიტი და ჩვენს საუბარს აჭიკჭიკებდა.
*** გულმავიწყობას ისე ვარ ჩვეული, სადმე დამრჩება სულის ყავარჯენი- სხეული.
Last edited by renuari on Sun Jun 07, 2009 9:04 pm; edited 1 time in total | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jun 07, 2009 9:03 pm | |
| [quote="renuari"]თამარ გაბროშვილი.
*** თავს ვუფრთხილდები: არ აგტკივდეს, ძვირფასო, ნეკნი...
*** ქსოვ და რას მოქსოვ? სულ ერთმანეთში აგბურდია ფერადი ძაფები: ციცქნა ლექსები და შვილები. | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ქართული Sun Jun 07, 2009 9:25 pm | |
| რა უმწეოა მარტის კამუფლიაჟი- ენძელა-თოვლზე. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Jun 08, 2009 8:05 am | |
|
*** სიტყვები_უცნაურად გასხივოსნებული, როგორც ტაძრის სარკმელში ვარსკვლავები...
*** ყვავილის ფურცლებივით პატარა ლექსები, სიკვდილ-სიცოცხლის სასწაულებს რომ გაგრძნობინებენ.
*** ძაღლი თვალს მისწორებს, პატრონი_ვერა...
*** თითქოს შვილს ცრემლები შეუმშრალა, დაფაზე ისე წაშალა რიცხვები.
*** ბოლოს მათ შორის თეთრი მანდილი ჩააგდო სინანულმა და ზეცა დამშვიდდა.
*** მზის სიჩუმე შევიდა ოთახში, ჩვილმა გაიღვიძა და დედა ამღერდა...
*** მთამსვლელს სიზმარშიაც ჩაესმის მზის ფეთქვა და მწვერვალის სიჩუმე.
*** ცაზე რამდენი ვარსკვლავიცაა, იმდენჯერ უგალობა სიყვარულს და მაინც ვერ მოიკლა წყურვილი.
*** ხარობენ შენთვის სათქმელი სიტყვები პირველად აყვავებულ ხის ყვავილებივით...
*** ამომავალ მზესთან შესახვედრად მტრედი გუმბათიდან აფრინდა, ყორანი_ნისლიდან...
*** უბედნიერესი მყვინთავი_ კალამი...
*** რომ არა შვილობა პატარა და ტანჯული ქვეყნისა,_ ყაზბეგი ხანჯლებით არ აცეკვდებოდა.
*** ადამიანი დასალიერზე_ სხვა სივრცის კარივით.
| |
|
 | |
მინდია

 Number of posts : 165 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: ქართული Mon Jun 08, 2009 7:40 pm | |
| რას მოვაგენი  | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Jun 09, 2009 12:26 am | |
| *** ახლა რომ ჩავწვე გაზაფხულამდე და ლოყის ქვეშ თათებივით ლექსი დავიდო. ჩემი ქოთნის ყვავილები, მე რომ ვუვლიდი- თუ მომივლიან?
*** ზამთრის სეზონურ დეპრესიას ოთახში ვატევ. ვანთებ ბუხარს-ასე ვერთობი. ჯოხით ნაცარზე მიგახატე, ღამე ერთად რომ გაგვეთია... რა დარდიანი შეყვარებული ყოფილა თურმე ნაცარქექია.
*** დაგროვდა ხორხთან შენი სახელი- გავაღებ სარკმელს- ამოგიყვირებ უმისამართოდ.
*** ჩემი აქამდე დუმილის ოქრო, არათითზე მინდა დაგიდნო. -ავიდეთ ჯვარზე?
*** არ არსებობენ ნიუანსები. დღეს დილით, პარკში აკრეფილი ხმელი ფოთლები, საქმიანი შეხვედრების დღიურში ჩავდე- და თითქმის ყველგან დამაგვიანდა...
*** მწერ -აცივდაო, თურმე ქარიც დაქრის ვერაგი. აქ, კარადაში, შენს ეულად დარჩენილ კაბას, გავიხადე და მოვახურე ჩემი პერანგი.
*** აგარაკზეა ჩემი პატარა... ამ ცხელ ქალაქში, წუხელის მისი დათუნია მეწვა კალთაში.
*** ლაზერის სხივი უმზერს ტურინის სუდარას, თითქოს ურწმუნო მოციქული იცქირება გახვრეტილი ხელისგულიდან.
*** სისხლის წარმოქმნას- "ჰემოპოეზი" ჰქვია... მაშ, პოეზია-სისხლში გვქონია. | |
|
 | |
bao

 Number of posts : 379 Age : 62 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Jun 09, 2009 12:35 am | |
| კkარგია აქ, კი  | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Jun 09, 2009 12:45 am | |
| რობერტ მესხი
*** დუღს ფელამუში, მოხუცები კაკალს კინძავენ- ძველი წლებივით, მაგრამ რა ჰქნან- ძაფია მოკლე...
ოპელ-მინიმა -------------- ხელი მკრა უცხომ. მუხლისთავთან შედგა "ოპელი' გამიფრინდა ლექსი ჩიტივით. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Jun 09, 2009 4:12 pm | |
| უცნობი ავტორი(მე-10 საუკუნე)---------------------------------
ატენის სიონის კედლებზე მიწერილი ლექსებიდან
* იხილეთ ესე ჟამი: წავა,ვითარცა წამი. აწვე გავწმიდოთ გვამი, მერმის არა გვაქვს ქრთამი.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ------------------------ კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ
ამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით. შესვი?გაამოს.
შოთა ჩანტლაძე -------------------- წავიდა თოვლი. მოვიდა მიწა. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Tue Jun 09, 2009 4:23 pm | |
| *** ვეფხისა და მოყმისა არ იყოს,_ პოეტი და სიკვდილი ერთადა კვდებიან.
*** გაზაფხული ჩვენს თვალწინ იბადება და ბაღები ამშვენებს დედამიწას, როგორც ტაძარს საგალობლები.
*** როგორ არ გაიხარებს არწივი, უფრო მაღლიდან სხვა არწივის ჩრდილი რომ დაეცემა. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Jun 11, 2009 11:06 am | |
| *** ქალმა ღმერთს გაუღიმა ისე ტკბილად, როგორც არასოდეს, რადგან მის წიაღში შეირხა ჩვილი, მის წიაღში-უჩრდილო ტაძარში ახალი სიცოცხლე მოინათლა...
*** ბილიკი ჰორიზონტთან არ დასრულებულა_ სივრცეში გაგრძელდა და ჩვენი ფიქრები გაუყვნენ მგზავრებად.
*** ზოგ მარჯვენას მახვილი უხდება, ზოგს-საკრავი,ზოგსაც-კალამი, ხოლო სანთელი-ყველას ერთნაირად.
*** მაისა საბანსა და ლეიბს შორის მოხტუნავე ჭუჭრუტანებიდან სამოთხის მელოდიად იღვრება ტყუპების სიხარული...
*** თვალები ოდნავ გახელილი, ბაგეები ოდნავ გახსნილი... და იხრები და უახლოვდები, როგორც წყაროს უკვდავებისას.
*** გოგო ცერებზე აწეული, ვაჟი თავდახრილი. სუნთქვა,როგორც ნიავი გულისა.
*** როდესაც ბოლო კელაპტარი ჩაქრება სიყვარულის,_ მზე აღარ ამოვა და დედამიწა გაჩერდება, ვით წისქვილი,წყალგადაგდებული.
*** მწვერვალებს გადაევლო, ვარსკვლავებს შეერია და შენთან მოვიდა ფიქრი-გაზაფხული გულისა.
*** დღე და ღამე ჰგვანან მეუღლეებს, მუდამ ერთმანეთის გზას რომ გასცქერიან, ერთად რომ ვერასოდეს იძინებენ.
*** რომელი უფრო ტანჯულია_ ოტელო თუ ფერმკრთალი ყვავილი, ლიანდაგებს შორის ამოსული?
*** თვითონ რაც არ გითხრა,_ მის ჩრდილს აწერია, მოწყენით მიმავალს...
*** და დიდმა დარდმა პატარა სიხარული მგლებს გადარჩენილი ბატკანივით ჩაიკრა გულში... | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქართული Thu Jun 11, 2009 11:49 am | |
| მადლობა.. ვინსენტს.. რომ.. მომიყვანა აქ.. დავტოვებ ხოლმე მეც.. ჩემს "ერთ წვეთ სითბოს" | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქართული Thu Jun 11, 2009 11:49 am | |
| ისევ ვიხრჩობი, ამაოა ყველა მცდელობა, დგას ოთახებში უშენობის უჰაერობა. | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქართული Thu Jun 11, 2009 11:50 am | |
| შენც ჩემნაირი ფარვანა ხარ, სიკვდილის ლუკმა, ვკვდებით მაინც და... რაღა ბნელმა, მიგვიწვას შუქმა. | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Jun 11, 2009 12:24 pm | |
| ბომჟის მინიმა ------------------ გამშობლიურებულ ტროტუარზე ასვენია- გასხვისებული სახლ-კარის სევდა.
*** დევს ჰორიზონტზე სიცოცხლის ილუზია- სიკვდილის შემდეგ...
ტრაგედიის ჰაიკუ ----------------- ტრასასთან ახლოს, პარკში, ნამსხვრევებს ჰკრეფენ... ჯიპის და საქანელის. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Thu Jun 11, 2009 8:21 pm | |
| შოთა ჩანტლაძე ---------------------
*** რადიომიმღებში უკრავენ ბახს.მე მეჩქარება. მე პატივი ვეცი ბახს და წასვლის წინ რადიომიმღები არ გამომირთავს...
*** უცნობი ქალ-ვაჟი ტროლეიბუსის გაჩერებასთან... ქალმა ვაჟს აღუთქვა მოსვლა პაემანზე. მე ცრემლიანმა შევუხვიე ბაღში.
*** მე შორიდან გავცქერი ხიდის მშენებლობას და დაღლილი ამოვდივარ ამ ხიდზე. | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქართული Fri Jun 12, 2009 9:06 am | |
| რა ვარ უშენოდ - შორს მავალი მწირი უსაგზლოდ... შენი საზღვრები მინდა გავხსნა - გავხდე უსაზღვრო. | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქართული Fri Jun 12, 2009 9:07 am | |
| შენს გზას მოვყვები, გთხოვ, ისუნთქე, მოვალ ბოლომდე, მომაქვს სიცოცხლე, რომ სიკვდილით არ დაბოლოვდე. | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: ქართული Fri Jun 12, 2009 9:46 am | |
| ასაკი ------------ -რად გინდა სარკე? შეხე, ციცქნა მეზობლის გოგო- როგორ დაქალდა.... | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ქართული Fri Jun 12, 2009 2:28 pm | |
| *** დაეცა.ჩაიცინეს. წამოდგა.გაუცინეს. | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქართული Fri Jun 12, 2009 4:37 pm | |
| დაეცა. ჩაიცინეს. წამოდგა.გაუცინეს.  | |
|
 | |
Sponsored content
 | Subject: Re: ქართული  | |
| |
|
 | |
| ქართული | |
|