| აღმოსავლური | |
|
|
Author | Message |
---|
Guest Guest
 | Subject: აღმოსავლური Sun Jun 07, 2009 7:42 pm | |
| ტიო-ნი
ჩემი პატარა ბიჭის სიკვდილზე
ო, კალიების მდევნელო ჩემო, აწ რა უცნაურ ქვეყანაში შეგირბენია?
მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ჰოკუ. თარგმნა თამაზ ჩხენკელმა. |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Sun Jun 07, 2009 9:17 pm | |
| ისიკავა ტაკობუკო
ხუმრობით დედა შევისვი მხარზე, მაგრამ მეჩვენა ისე მსუბუქი, ცრემლმორეულმა ძლივს გადავდგი სამი ნაბიჯი. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Sun Jun 07, 2009 10:55 pm | |
|
16_18 საუკუნეების ხოკუ --------------------------- * ჭასთან ბადიას ღამით სურო შემოხვევია... მე მეზობლისას მივდივარ წყალზე.
* თბილი შხაპუნა. გზად მიდიან და მისაუბრობენ ქოლგა და ”მინო.” (მინო_იაპონური მოსასხამი).
* ანკარა წყარო. უზალთუნები ბრწყინავენ ფსკერზე... მგზავრს მოწყურებულს შიგ ჩაბნევია.
* შემოდგომის წვიმა და მწუხრი! ჩემთან კი არა, მეზობლისას დაჰკეცეს ქოლგა.
* ჰოი,განგებავ უმოწყალო! ამ დიდებული მუზარადის ქვეშ ახლა პატარა მწერი ჭრიჭინებს!
* აჰა,საცაა ხე წაიქცევა! ზედ კი ჩიტები კვლავ უზრუნველად თხზავენ ბუდეებს.
* ეს ველები და მთა-გორები შეუმჩნევლად გაქურდა თოვლმა... დაცარიელდა უცებ მიდამო.
... თარგმანი თამაზ ჩხენკელისა.
| |
|
 | |
მინდია

 Number of posts : 165 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | |
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Mon Jun 08, 2009 8:49 pm | |
| რაბინდრანათ თაგორი ------------------------ ჩუმად,გულო ჩემო,ჩუმად: ეს დიდი ხეები ლოცვებია ცად აწეული. *** წუთისოფელი არ იწრიტება, რადგან სიკვდილი ბზარი არ არის. . თარგმანი თამაზ ჩხენკელისა. | |
|
 | |
მინდია

 Number of posts : 165 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Mon Jun 08, 2009 11:18 pm | |
| ისიკავა ტაკუბოკუ  ბინდია, ვზივარ, არ ანთია კერაზე ცეცხლი. ვხედავ, კედლიდან გადმოდიან დედა და მამა ჯოხს დაყრდნობილნი. | |
|
 | |
Guest Guest
 | Subject: Re: აღმოსავლური Tue Jun 09, 2009 12:22 am | |
| |
|
 | |
მინდია

 Number of posts : 165 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Tue Jun 09, 2009 10:06 am | |
| | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Wed Jun 10, 2009 8:59 am | |
| რაბინდრანათ თაგორი -----------------------
*** უცხოელივით გადმოვედი მე შენს ნაპირზე, სტუმარივით ვიცხოვრე მე შენს სახლში, მაგრამ გეთხოვები,როგორც მეგობარს,წუთისოფელო.
*** ღრუბლები ანიჭებენ მდინარეებს წყალთა სიუხვეს, ხოლო თავად მთების იქით იმალებიან.
*** ვარსკვლავებს არ ეშინიათ,ციცინათელებად მიგვიჩნევენო.
... თარგმანი თამაზ ჩხენკელისა. | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Thu Jun 11, 2009 12:51 am | |
| ისიკავა ტაკუბოკუ (1885-1912)
*** უშნო, პოეტი, მეოცნებე, აი, რას ფიქრობს ჩემზე იგი. სწორედ მისგან ვისესხე ფული.
*** როდესაც თავხედს და თავნებას ემსახურები, რა შემზარავი გეჩვენება სამყარო მაშინ. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Thu Jun 11, 2009 8:05 pm | |
| 10-12 საუკუნეების ტანკა ---------------------------
უცნობი ავტორი ------------------
როგორ დავიპყრო მისი გული,როგორ დავტოვო ჩემს ახლოს იგი_მომზირალი მუდამ პირიქით. ო,ალუბლებო, ყვავილებით მიწა დათოვეთ, დაფარეთ ჩემგან წასასვლელი ყველა ბილიკი.
გიასონ -------- *** ჩემო კეთილო ალუბალო,მარტო რომ ხარობ ამ აყვავებულ მთის კალთაზე_ყრუ და ოხერი... მეცა ვარ შენებრ: უმეგობრო და უმოყვარო და მე ჭირთაგან მოყვრიანი ვზი მარტოხელი. . თარგმანი თამაზ ჩხენკელისა. | |
|
 | |
სოსო მეშველიანი
 Number of posts : 97 Age : 47 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: აღმოსავლური Mon Jun 22, 2009 10:14 pm | |
| სოძიო ჰინო
(ჰაიკუ)
* * * ზღვაზე შტორმია. თუმცა მთვარე არ იძირება.
* * * სულ წვალობს ცოლი და თვალს არ ხუჭავს. გასულ წელს. . . წელსაც.
* * * ვუმზერ ტილოს შიშველ ქალისას. მაძღარია წუთისოფელი.
* * * მზეთუნახავები აღარსად ჩანან. გაუფერულდა გაზაფხული.
* * * ნავთსაყუდელი. გემის სახელი მთვარის შუქზე ამოვიკითხე.
* * * მცივანა ჩანჩქერი ალისფერ ნეკერჩხალს თავზე დაემხო. | |
|
 | |
renuari

 Number of posts : 118 Age : 61 Location : Tbilisi Registration date : 17.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Mon Jun 22, 2009 11:41 pm | |
| ისიკავა ტაკუბოკუ
*** რა გაიფიქრა ისეთი ნეტავ? დაყარა სათამაშოები გოგონამ ჩემმა, წყნარად მომიჯდა გვერდით. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Tue Jun 23, 2009 7:29 pm | |
| 10-12 საუკუნეების ტანკა
მ ა ს ა ფ უ ს ა
კვირტები ჩუმად გამოაღო და,ჰა,აყვავდა მთის ფერდობებზე ალუბალი მაღალი მთისა. დასცალდეს ნეტავ_ არ მობუროს ჩემთა თვალთაგან, არ მომიჩრდილოს ჭალებიდან ამდგარმა ნისლმა.
თარგმნა თამაზ ჩხენკელმა. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Mon Jul 20, 2009 8:26 am | |
| რაბინდრანათ თაგორი ----------------------
ხეები მაღლდებიან და მოიწევენ ჩემი სარკმლისაკენ, როგორც წადილითა და მწუხარებით აღტყინებული ხმები მუნჯი დედამიწისა. | |
|
 | |
ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Tue Aug 11, 2009 3:35 pm | |
|
რაბინდრანათ თაგორი
ქებამ შემარცხვინა მე,რამეთუ იდუმალ მისურვია იგი.
თარგმანი თამაზ ჩხენკელისა.
| |
|
 | |
სოსო მეშველიანი
 Number of posts : 97 Age : 47 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: აღმოსავლური Thu Aug 20, 2009 12:54 am | |
| მდინარის ამომშრალ კალაპოტს მადლობის გრძნობა არა აქვს წარსულის მიმართ.
*****
უბრალოდ ბალახის მეოხეობით ხდება უზარმაზარი დედამიწა სტუმართმოყვარე.
*****
იგი რაც შენ ხარ-მას შენ ვერა სჭვრეტ. მას, რასაც ხედავ-შენი ჩრდილია.
პ.ს მოკლედ გენიალურია თაგორი, ყველა მიყვარს ვისაც თაგოგი უყვარს.... | |
|
 | |
სოსო მეშველიანი
 Number of posts : 97 Age : 47 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: აღმოსავლური Fri Sep 25, 2009 1:58 pm | |
| ბუსონი
თარგმანი - ლელა მეტრეველი
***
ბორცვს მივუყვები სევდიანი და, საოცრებავ, უდარდელად ყვავის ასკილი!
***
ცივი ქარია. მწუხრის ზარი ცაზე მიცურავს.
***
დასავლეთიდან მონაქროლ ქარს აღმოსავლეთით მიაქვს გამხმარი ფოთლების გროვა.
***
შემოვიქნიე ნაჯახი და იქვე გავშეშდი: დამათრობელი არომატი გავრცელდა ტყეში.
***
ღამის სიგრილე. ფეხქვეშ მეგება თავთხელ წყალში ჩემივე ჩრდილი. | |
|
 | |
სოსო მეშველიანი
 Number of posts : 97 Age : 47 Location : ესპანეთი Registration date : 05.03.09
 | Subject: Re: აღმოსავლური Wed Dec 23, 2009 1:40 pm | |
| რაბინდრანათ თაგორი
ქებამ შემარცხვინა მე, რამეთუ იდუმალ მისურვია იგი.
* * *
საწუთროს ხმაური დასცინის მარადისობის გალობას.
* * *
მკვდარი სიტყვების მტვერმა სული დაგიბნელა, მოყვასო ჩემო, განიბანე მდუმარების წმინდა ნაკადულით.
* * *
სიბოროტეს არ ძალუძს თავი დასდოს დასათრგუნად. სიკეთეს-ძალუძს. | |
|
 | |
Admin

 Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: აღმოსავლური Tue Sep 15, 2015 7:24 pm | |
| ისიკავა ტაკუბოკუ
*** თუკი მკითხავენ, რა არისო ჭმუნვა, ნაღველი, მე ვუპასუხებ – რომ ესაა საგანთა გემო. | |
|
 | |
Sponsored content
 | Subject: Re: აღმოსავლური  | |
| |
|
 | |
| აღმოსავლური | |
|