*** რა’ივ, დედო, მძიმდება ი’სრეც ნაჯაფ მუხლებ, ბაბე გარევ გმინავსა: `სოფელს აღარ ვუხდებ~. ანად თებროს ეზოში ბილიკ ხო არ უქმდებ, საბედა’ის ძაგ-ძუგით რომა ხო არ დუნდებ, სერო ჩამოდისაღა, გზას მეტ დროს ან უნდებ, მათიკო-დათიკოთა ხსოვნა ხო არ ხუნდებ... რა’ი, დედო, ნაღალ გულ ხო არ წყლულდებ-ფუვდებ.
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ეთერ თათარაიძე Mon Mar 16, 2020 3:34 pm
"მწირულაო ამოვალიდ" • ლელა და ეთერ თათარაიძე(თბილისი) •Nov 17, 2018 ეთნოფორი • etnopori (გადაცემა ასორმოცდამეჩვიდმეტე) საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო გადაცემა "ეთნოფორი"
ეთერ თათარაიძე
*** მწირულაო ამოვალიდ, ფერაობას მოგკლავ. ყორეებო, ქონდარაის ქოჯოებით მოგრთავთ. არწივებო, ნავარდის დროს მონატრულთ თვალს მოგკრავთ. საჩხატაებ-ქანჩახებო, დილის ჯანღ უნდ მოგხსნათ. შენ სოფელ კლდიან-კუნჭრუხიანი, ჩემ ქორბუდაიდ სალფერდებიან. შენ სოფელს მთვარის ნაჭერა ადგას, ჩემს მზეს - სხივ-ისარ ნაზფერებიან. შენ სოფელს მაძღარ ყანა ამშვენებს, ჩემს - საკართობლე ნაჭრელებიან. შენ სოფლის პირში მოგიჩქეფს წყარო, მე - შიგ სოფელში ნაპერწკლებიან. ორთავ საუფლო სამყოფა გვაქვის, მაგრ უერთკვადოდ ნარ-ეკლებიან.
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ეთერ თათარაიძე Tue Mar 17, 2020 4:46 pm
ჲახლ ჯანღ ქურდულად შიჲპარ ქისტეთსა, ქირსლებში გაჰხვი ხე კინჩხოს მთა-წვერ...
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ეთერ თათარაიძე Thu Mar 19, 2020 3:35 pm
"შენ ალაზანო ბევრს ნუ დუდუნებ" • ლელა და ეთერ თათარაიძე(თბილისი) •Nov 17, 2018
ეთნოფორი • etnopori (გადაცემა ასორმოცდამეჩვიდმეტე) საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო გადაცემა "ეთნოფორი"
ეთერ და ლელა თათარაიძეების ვარსკვლავი
ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხანია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა - თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართა და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე.
ლელა თათარაიძემ - მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა - შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ხალხმა შეიყვარა ლელას გარმონითა და ჩონგურით შესრულებული განსაკუთრებული, მისივე ავტორობით შექმნილი სიმღერები: ,,ჯანღი", ,,შენმა სურვილმა დამლია", ,,გაგნის გორი", ,,ვერცხლის თასადამც მაქცია", ,,ლომო, შე ლომის მოკლულო", ,,მახკვდია", ,,ცხრაჯერ", ,,სამშობლო", ,,მწირულაო ამოვალი’დ", ,,სამცხის სათამაშო, გარმონზე", ,,ზენ ბაცალიგოს", ,,ვერკვლის ციხე", ,,ვაჟაო", ,,შავ-ჯავრო", ,,ჯავრო", ,,ნეტა თქვენ", ,,გშორდები, ფიქრი მატულობს", ,,ინგილო ქალის ნანა", ,,თინიბექის სიკვდილი".
ეთერ თათარაიძემ - ეთერომ - ერი მხოლოდ სახელით რომ მოიხსენიებს, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. უარი თქვა პოეზიაში კლიშედ მიღებულ კოინეზე და ,,თათარაიძის პატარა ქალმა'' გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი კილო ქართული ენისა.
,,კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა - მეხის გავარდნა იყო ქართული სალიტერატურო ენის ცაზე. ეთერ თათარაიძე, პრინციპში, ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველაა - ზუსტად იმავე ენობრივ პოლიტიკას ატარებს და ისევე არ ღალატობს თავის თავს, როგორც არ ღალატობდა ვაჟა. ამის გამო, ეთერსაც ისევე ჰყავს მტრები, როგორც ვაჟას ჰყავდა'' - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
ყველასთვის საყვარელი მხატვარი თენგიზ (ჩუბჩიკა) მირზაშვილი ეთეროზე ამბობდა: ,,ვაჟას პატრონი ეთერმაც გამაკვირვა ჩვენს დროში... დიდოეთის საზღვართან მიკუნჭულ თითქმის მიწის პირიდან წაშლილ სოფელში, საწყალი მეცხვარის ოჯახში ჩნდება ასეთი... ასეთი თვითნაბადი ნიჭის ადამიანი... მისი ლექსების გაცნობის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გავხდი. როგორც თავიდან დავინახე, ისევე ვხედავ; არც შემნელებია ინტერესი, არც მომმატებია. და ეთერიც ისევე აგრძელებს, როგორც დაიწყო. ძნელი გასარჩევია, დროის მიხედვით რომელი ლექსი რომელს უსწრებს, თუმცა, ვერც იმას იტყვი, რომ ერთ ადგილზე დგას... ეს არის სრულიად ჩამოყალიბებული თვალთახედვის, აზრის, მრწმასის პოეტი. საერთოდ, ეს უნიკალური მოვლენაა, საიდან მოდის, ვინა ჰყავს წინამორბედი - „უძვირფასესი პაპა“ , ვერ ვიტყვი. არავის ჰგავს, არავისგან არაფერს სესხულობს, ლექსის ენაც და სახეც მხოლოდ მისია, მისეულია. იქნებ ამიტომაც, უჭირს ტრადიციულ აზროვნებას მის ლექსში შეღწევა. ეგ ისეთი რა, არის... აი, როგორც... როგორც ფიროსმანი. განა ასევე არ გაუჭირდა ტრადიციულ აზროვნებას მისი აღქმა? ისინი თუნდაც იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ ძალიან კონკრეტული რეალიები აქვთ - ფიროსმანსაც და ეთერსაც''.
ამ გამორჩეულობისათვის, ერთადერთობისათვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის შეიყვარა დები თათარაიძეები მთელმა საქართველომ.
ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მეუფე ზენონი; ანსამბლები - ,,ბასიანი", „კესანე“, ,,კელაპტარი", ,,ურმული", ,,ლომისი", ,,თაობა"; ხალხური მელექსენი; განსაკუთრებული სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან - ,,ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან" და სხვანი. დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან: ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიით და ბევრი სხვა წოდება, ჯილდო თუ პრემიით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო გადაცემა "ეთნოფორი"
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ეთერ თათარაიძე Fri Mar 20, 2020 9:40 am
შემდეგი გაჩერება - ეთერ თათარაიძე •Premiered Feb 22, 2020
ეთერ თათარაიძე
*** ვინაც ინატრ, დაგეკარგ, ვინც არ გინდოდ მოგესი, მზე ინატრე-დ’ გაგიავდრდ ღრუბლის მანდილ მოგეხვი, ერთ დროს ლაღსად უდარდელს წუხილ გეძმო-დ’ მოგეჩვი. დამთავრდებ სამზეოი სუაც ვეღარ შევხვდებით. საიქიოს მომიხვიდ, ცხვათ კარ ნუსი შევხვდებით. ხო იც, იქაც რო ავცდნეთ ორნივ ჭკვითებ შევცდებით.
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ეთერ თათარაიძე Fri Mar 20, 2020 12:08 pm
ეთერ თათარაიძე _ პოეტი, ფოლკლორისტი, პედაგოგი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დაიბადა 1956 წელს. 13 წიგნის ავტორია, მათ შორის 6 პოეტური კრებულისა. გახლავთ ღირსების ორდსენოსანი (2007) და რამდენიმე პრემიის ლაურეატი: 1990 წელს წიგნისათვის „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ - პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ი. ჭავჭავაძის სახელობის პრემია, „საბა“ წიგნისათვის „შენდობით მომიხსენიეთ“ (2008); „ოქროს ფრთა“ (2011), „საგურამო“ _ „პოეზიაში“ (2012); ფოლკლორის ეროვნული პრემია (2009); ზურაბ წერეთლის სახელობის პრემია „ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ (2013). ერთადერთი პოეტი საქართველოში, ვისი პოეზიაც პირწმინდად თუშურ დიალექტზეა შექმნილი, დიალექტზე, რომელიც IX ს. ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკულ ნორმებს ინახავს.
Eter Tataraidze – poet, folklorist, pedagogue, PHD, Associate Professor, was born in 1956. Eter is the author of thirteen books, including six poetic collections. In 2007 she was awarded with a State Order of Honor. In addition, Tataraidze is a winner of several prizes: Ilia Chavchavadze prize of Georgian-European Institute of Paris for the book - „Graced from God‟ (1990); Literary Price Saba for the book „Remember Me With Mercy‟ (2008.); The Golden Wing prize (2011); Ilia Chavchavadze prize „Saguramo‟ – for poetry (2012). She received folklore national prize in 2009. For the contribution to the popularisation and advancement of Georgian folklore, she was awarded with Zurab Tsereteli Prize (2013).
* * * დიდ ხნის ნადებ თოვლსავით ვარ ერთთავად მდუმარ, ი’მ თეთრ საფარველსავით წუთისოფლის სტუმარ. სამოკლეო სოფლისაჲ დღედა’ მჩივარ, მგმობარ, ჲამ დალოცვილ მიწისაჲ ერთ სამარით მმკობარ.
* * * I prepare myself To converse with God, In my left hand The word wick catches a spark, Nino`s twisted cross graces my right, Pearls of chastity, honesty Stud my countenance, Red-jawed andfleece singed between the eyes, By my feet, a sheep Grazes the grass… I prepare myself To converse with God.
* * * I am in complete taciturnity Like that snow laid long on the earth, I am like that cover white – A temporary guest. At this life brief I constantly grumble and curse, Am I but a grave To adorn this blessed land.
თბილისელმა მსმენელმა და მაყურებელმა პირველად 1979 წლის 14 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ ფოლკლორულ საღამოზე ,,ლექსო, ნუ დაიკარგები" იხილა. მას შემდეგ მისი გამოჩენა მთის ყვავილებთან და სუფთა ჰაერთან ასოცირდება. სტუმარი: ეთერ თათარაიძე - პოეტი. წამყვანები: ეკა ტალახაძე და ლალი სეთურიძე.
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ეთერ თათარაიძე Fri Jun 05, 2020 2:25 pm
ლურჯ მთებს ხატავ... (თენგიზ მირზაშვილს) ეთერ თათარაიძე (კითხულობს ავტორი) ვიდეო - შექმნილია თენგიზ მირზაშვილის ნახატებით მიხო მოსულიშვილის მიერ, 2020 მუსიკა - გია ყანჩელი - „ის აქ არის“.
You draw blue mountains The verse by Eter Tataraidze (in Georgian) This clip is made with 'She is Here' by Giya Kancheli and with drawings by Tengiz Mirzashvili. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ეთერ თათარაიძე Wed Jan 20, 2021 10:36 am
ეთერო თათარაიძე "იმედის გვირილები" •Jan 15, 2021
თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.