არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 "მათურულ დიდი ზვავის ყმავ…"

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



"მათურულ დიდი ზვავის ყმავ…" Empty
PostSubject: "მათურულ დიდი ზვავის ყმავ…"   "მათურულ დიდი ზვავის ყმავ…" EmptyTue Jun 02, 2009 11:21 am

Arrow

"მათურულ დიდი ზვავის ყმავ…"
(ერთი ძველი კაფიობის გახსენება)

მარტყოფშიით რო ვიყავა, სანათამ შამამითვალა, დილის ოთხი საათიდანა ვსწერამ ლექსებსაო.
და , – ხო წამაკითხებ მეთქი?
ეგრე დაიწყო.

სანათა:
სხვათ გასამხელი რა მითქომ,
ფშავლის ქალ, ენაწათლილსა?


არჩანდა:
ჯერ ლექს მანახე, სანათო,
ჯერ ნუ მაჰყვები ქადილსა.

სანათა:
ჩემ ნათქვამნ შენ გიყვარანან,
გიკლამენ ლექსის წადილსა,
ეჭვი მაქ, ცოტათ ფშაველო,
ლექს ვერა სცნობდე, ნამდვილსა.


არჩანდა:
ეგეთა ფშაველ რა ვუთხარ,
თუნდ დიდი იყოს, გინდ – ცოტა,
კაი ლექსს თუ ვერ ჩახვდების,
ფშავი სუ ლექსით იწოდა.

სანათა:
შე მართლა გაფშავლებულო,
მათურულ დიდი ზვავის ყმავ,
სიყვარულ როდის იცოდა
გარჩევა თეთრ და შავისა?


არჩანდა:
გარჩევა – სიყვარულამდე,
თეთრი არის თუ შავია.
მემრე კი, რო შაიყვარებ,
იმასთან ყველა მცდარია.

Idea

და გავაჩუმე სანათაი!
აი, ეგრე მაუგო ეს კაფიობა “მათურულ დიდი ზვავის ყმამ” სანათასა.
და იმიტომ მაუგო, რო სანათა თავის აემ კაი ლექსებზე იყო გადართული, ქვემოთ რო მამყავსა, თორო როგორც ბოქსიორებსა ჰყავთ სავარჯიშოდ და მისაბეგვად ვინმე ოყლაყი რეგვენი, მე ეგრე ვყავარა აემ ორ მარიამსა – სანათასა და ბაობაბსა… ჰო, ჰო, სუ ჩემზე ილესამენ კბილებსა…

მეც ერთ ლოცვად ჩაგეთვალე…

თამარღელეს პეშვით გასმევ
სამკურნალო წყალწმინდასა,
შენ სიცოცხლეს შევავედრებ
ცაბაურთის მთაწმინდასა…
ნაკურთხ წყალში ხავიწიან
ქადებს მოვზელ სალაშაროს,
დალოცვილმა უჟამკროთა
ეგებ, კალთა დაგვაფაროს…
ამოგიკრეფ წაწადიდან
ქვაბროლებს და ქვასპეკალებს.
სულ შენ – მადლი ლაშარისა,
მეც ერთ ლოცვად ჩაგეთვალე…

***
ლაშას ჯვრის მტვერ ჯვარს მოგართმევ,
ლაშარს, მოლაშქრეთა მცველსა,
ძნელ ბილიკათ ამოვყვები,
კვლავ საუფლო აქ აქვს მზესაც…
შენთან სანაწილოდ მაკრავ,
თეთრი ფარჩა შუბლს და ხელსა,
შემეწიე, ვემანდილო
ძეთა შენთა ხვალის დღესა.
დიდლაშარო, დალოცვილო,
კაიყმათა შველად გესავ…


sunny
Back to top Go down
 
"მათურულ დიდი ზვავის ყმავ…"
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ბობოისკარი-
Jump to: