არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ჩემიანად რამდენია?..

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



ჩემიანად რამდენია?.. Empty
PostSubject: ჩემიანად რამდენია?..   ჩემიანად რამდენია?.. EmptySat May 16, 2009 9:41 am

ჩემიანად რამდენია?.. Indaur10

გუშინ წავიდა დედაჩემი მამაჩემის მანქანით ხბოიანი ძროსის საყიდლად თათრებში - ეგრე ეძახიან ბადიაურსა და იორმუღანლოს შორის მდებარე ბაზარს და მე დამიბარა, ჭუკებს გრანული გაუხსენი ჭინჭრის ნახარშში და დაკეპილი ბალახი გაურიე და აჭამე, სანამ მოვალო.
ჰოდა, გამოვედი ინტერნეტიდან და მივდივარ ჭუკების მისახედად და სანათა მირეკავს, რად გამოხვედი ინტერნეტიდანაო? ირაკლი ბელთაძემა ჩემ წიგნის კორექტურა უნდა დაამთავროს დღეს და იქ მივდივარო...
ჰოდა, დაამთავროს მეთქი, მე ეხლა ჭუკებს უნდა ვაჭამო, თორო დაბრუნდება დედაჩემი თათრებიდანა და ჭუკები რო ატირებულები დაჰხვდებიან, - არ გვაჭამა ამ ოხერ-ტიელმა მიხომაო, გადმოვა ცოცხითა და მერე ცუდად იქნება ჩემი საქმე მეთქი. ცოცხით იმიტომ, რომ - სკოლაში რომ სამიანს მივიღებდი, დამედევნებოდა ცოცხით დედაჩემი, რო - შენ სამიანის მიღება როგორ გაბედეო? არც წყალია ეგა და არც ღვინოო! ან ორიანი მიიღე და ან ხუთიანი, სხვა ნიშნების მიღება არც კი გაჰბედოო და დამცხობდა იმ ცოცხს... და ძაან მეშინოდა იმისი ცოცხისა... ჰოდა, ეხლაც ჰგონია, რო ცოცხით შემაშინებს და სუ იმ ცოცხით მემუქრება ხოლმე...
და აუტყდა სიცილი სანათასა, რო - აჰადა, მოგიწია ჭუკების ჭმევამაო?.. დათვალე, აბაო...
მივედი იქა და მომვარდნენ ატირებული ჭუკები - სადა ხარ აქამდისა, დავიხოცენით შიმშილითაო...
დავუყარე და ვითვლი ჩემი ჭკუით, მაგრამ ამათ რა დათვლის - ირევიან ერთიმეორეში... თან დედები მეჩხუბებიან, რო - დროზე მიბრძანდი შენ აქედანაო, ძლივს დავჩეკეთ ჩვენა ეს ჭუკები და არა დაუშაო რაო...
ვარ ამ ამბავში და მომივიდა მესიჯ-შატყობინება სანათოსგანა:

***
მწვადის ფქვილი ბლომად უყავ,
სიმწრით ხელ ნუ დაიწვავო.
შენ თავ კი არ გამაჲტოვო,
ჭუკები რო დაითვალო.


აი, თურმე, რატომ იცინოდა და დათვლას მაბარებდა!..
და ამიტყდა ისეთი ხარხარი, რო ჭუკებმა ჭამა შეწყვიტეს, ხო არ გადირია ესაო და იმათმა ორმა დედამ კიდე - საგანგაშო სიგნალების გამოცემა დაიწყო შვილებისთვისა, რო - გაგიჟდა ნამდვილად ეგაო და მოდით, დაიმალენით ჩვენ ფრთებქვეშა, არაფერი დაგიშაოთო...

ჰოდა, იქიდანვე გავუგზავნე პასუხი:

***
ჩემიანად რამდენია -
ვერ გავიგე ვერაფრითა...
ამ ჩემ ჭკუას მოთხრა უნდა
ერთი კაი წერაქვითა.


ეეე, სად არი ეგეთა ჭკუის წერაქვი, თორეეემ... მარტო მე კი არ გამამადგებოდა...

ჩემიანად რამდენია?.. Wukebi11

sunny
Back to top Go down
bao
Into Armury
Into Armury
bao

Female
Number of posts : 384
Age : 60
Registration date : 11.12.08

ჩემიანად რამდენია?.. Empty
PostSubject: Re: ჩემიანად რამდენია?..   ჩემიანად რამდენია?.. EmptySat May 16, 2009 5:32 pm

ax, Se "wukmaestro"
Sena!!! flower
Back to top Go down
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 59
Registration date : 14.12.08

ჩემიანად რამდენია?.. Empty
PostSubject: Re: ჩემიანად რამდენია?..   ჩემიანად რამდენია?.. EmptySat May 16, 2009 8:03 pm

ჭუკებთან მოჭუკჭუკესი
შენი ამბავი მევასა.
მოყვრისთვინ - თქმა სჯობს სიმართლის,
ტყუილ გუნდრუკის კმევასა.
/ეს ძველი სიბრძნე სცოდნიათ
ჯერ კიდევ ადამ-ევასა/,
ჰოდა,სიფრთხილის გულისთვინ
ადრევე ვამბობ მე ’’ვა! ’’-სა.
არჩანდავ,მორჩი ჭუკისთვის
ჭინჭრის ნახარშის სმევასა!
დღე ,შინ შრომაში ნალევი
მწერლისთვინ ნაუქმევ ასა,
გამოჭუკებაც სცოდნია,
ჭუკების ხშირად ჭმევასა.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 59
Registration date : 14.12.08

ჩემიანად რამდენია?.. Empty
PostSubject: Re: ჩემიანად რამდენია?..   ჩემიანად რამდენია?.. EmptySat May 16, 2009 8:55 pm

მოხო! ამის ზემოთა პოსტი წასაშლელია,ჩასწორება მინდოდა და აღარ წაიშალა.

ძალიანაც მომეწონა შენი ჭუკების ამბავი,მიხო,მაგრამ რა ჩემი ბრალია,მაჯამამ ვითომ სიმართლის თქმა მანდომა,სინამდვილეში კი ტყუილი მალაპარაკა.ეგრე იცის რითმის კუდში დევნამ.რაც ამ ლექსში წერია,არ დაიჯერო,უბრალოდ გაიღიმე !

nino darbaiseli wrote:

ჭუკებთან მოჭუკჭუკესი
ამბავი არ დამევასა.
ერთი რამ სიბრძნე სცოდნიათ
ჯერ კიდევ ადამ-ევასა,
სიმართლის თქმა სჯობს, მოძმისთვის
ტყუილ გუნდრუკის კმევასა.
ჰოდა,ამ სიბრძნით შეგძახებ
ნაადრევადა მე ’’ვა! ’’-სა.
არჩანდავ,მორჩი ჭუკისთვის
ჭინჭრის ნახარშის სმევასა!
დღე ,შინ შრომაში ნალევი
მწერლისთვინ ნაუქმევ ასა,
გამოჭუკებაც სცოდნია,
ჭუკების ხშირად ჭმევასა.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
Guest
Guest



ჩემიანად რამდენია?.. Empty
PostSubject: Re: ჩემიანად რამდენია?..   ჩემიანად რამდენია?.. EmptySun May 17, 2009 8:43 am

nino darbaiseli wrote:
მოხო! ამის ზემოთა პოსტი წასაშლელია,ჩასწორება მინდოდა და აღარ წაიშალა.

ძალიანაც მომეწონა შენი ჭუკების ამბავი,მიხო,მაგრამ რა ჩემი ბრალია,მაჯამამ ვითომ სიმართლის თქმა მანდომა,სინამდვილეში კი ტყუილი მალაპარაკა.ეგრე იცის რითმის კუდში დევნამ.რაც ამ ლექსში წერია,არ დაიჯერო,უბრალოდ გაიღიმე !

nino darbaiseli wrote:

ჭუკებთან მოჭუკჭუკესი
ამბავი არ დამევასა.
ერთი რამ სიბრძნე სცოდნიათ
ჯერ კიდევ ადამ-ევასა,
სიმართლის თქმა სჯობს, მოძმისთვის
ტყუილ გუნდრუკის კმევასა.
ჰოდა,ამ სიბრძნით შეგძახებ
ნაადრევადა მე ’’ვა! ’’-სა.
არჩანდავ,მორჩი ჭუკისთვის
ჭინჭრის ნახარშის სმევასა!
დღე ,შინ შრომაში ნალევი
მწერლისთვინ ნაუქმევ ასა,
გამოჭუკებაც სცოდნია,
ჭუკების ხშირად ჭმევასა.

Very Happy

განა სუ მე ვაჭმევ, ის ერთხელ მოხდა...
და ერთხელ გამოჭუკებაც შეიძლება, რა უჭირს, ვითომ?

საშიში ის არი, სუ ეგრე რო არ დარჩე...

drunken
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ჩემიანად რამდენია?.. Empty
PostSubject: Re: ჩემიანად რამდენია?..   ჩემიანად რამდენია?.. EmptySun May 31, 2009 11:02 am

ბობო wrote:
nino darbaiseli wrote:
მოხო! ამის ზემოთა პოსტი წასაშლელია,ჩასწორება მინდოდა და აღარ წაიშალა.

ძალიანაც მომეწონა შენი ჭუკების ამბავი,მიხო,მაგრამ რა ჩემი ბრალია,მაჯამამ ვითომ სიმართლის თქმა მანდომა,სინამდვილეში კი ტყუილი მალაპარაკა.ეგრე იცის რითმის კუდში დევნამ.რაც ამ ლექსში წერია,არ დაიჯერო,უბრალოდ გაიღიმე !

nino darbaiseli wrote:

ჭუკებთან მოჭუკჭუკესი
ამბავი არ დამევასა.
ერთი რამ სიბრძნე სცოდნიათ
ჯერ კიდევ ადამ-ევასა,
სიმართლის თქმა სჯობს, მოძმისთვის
ტყუილ გუნდრუკის კმევასა.
ჰოდა,ამ სიბრძნით შეგძახებ
ნაადრევადა მე ’’ვა! ’’-სა.
არჩანდავ,მორჩი ჭუკისთვის
ჭინჭრის ნახარშის სმევასა!
დღე ,შინ შრომაში ნალევი
მწერლისთვინ ნაუქმევ ასა,
გამოჭუკებაც სცოდნია,
ჭუკების ხშირად ჭმევასა.

Very Happy

განა სუ მე ვაჭმევ, ის ერთხელ მოხდა...
და ერთხელ გამოჭუკებაც შეიძლება, რა უჭირს, ვითომ?

საშიში ის არი, სუ ეგრე რო არ დარჩე...

drunken


...
როდესაც მთელი ქვეყანა
ცოდვის მორევში ვარდება,_
ჭუკს ერთხელაც რომ აჭამო,
ღმერთს ესაც გაუხარდება.
cheers king Exclamation
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




ჩემიანად რამდენია?.. Empty
PostSubject: Re: ჩემიანად რამდენია?..   ჩემიანად რამდენია?.. Empty

Back to top Go down
 
ჩემიანად რამდენია?..
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ბობოისკარი-
Jump to: