| | ”კომპ” შაიძინა დარბიმა!.. | |
| Author | Message |
---|
Guest Guest
 | Subject: ”კომპ” შაიძინა დარბიმა!.. Thu May 14, 2009 9:38 pm | |
| - nino darbaiseli wrote:
წარმოუდგენელი ბედნიერებაა!!! შემიძლია პირდაპირ ქართულად ვწერო არმურზე. ახლა მიყურეთ,ყველამ,ვინც მსაყვედურობდა,აქ ძალიან ვერ აქტიურობო! ”კომპ” შაიძინა დარბიმა (დარბის ახალი კომპის ეშხით ნათქომი)
”კომპ” შაიძინა დარბიმა, არ სახაკეროდ, წერადა - ქართულ საიტებ არბია, ”საფიხვნო” გვექცა ხელადა...
ცუდ ”კომპით” თუ ვიფერებდით, კარგითაც შავიფერამთა... გამაურეკამს ”მწერლები” - გაჰხადა შავი ფერა მთა...
ვისაც ეგ ჩამაატყავებს, ვაჰ, იმის სვეს და წერასა... ახალ ”კომპ”, თურმე, კრიტიკებს სუ თავისითა სწერამსა... 
Last edited by ბობო on Fri May 15, 2009 8:10 am; edited 4 times in total |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 59 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ”კომპ” შაიძინა დარბიმა!.. Thu May 14, 2009 10:23 pm | |
| არმურს მალი-მალ ისმოდა ჩემი ’’არა’’ და ’’ვერა’’-ნი. განა სუ ჩემი ბრალ იყო, ’’ლეპ ტოპი’’ მედგა ვერანი; ვერა ვასმინე ქართული, სხვაც ვერა შევუტყვე რანი. იმისმა გადამკიდემა ვერ ’’ჰოე’’ ვწერე,ვერ’’ანი’’... ეხლა იგეთი ’’კომპი ’’მაქ, არ უნდა ჩივილ-ბღვერანი, საფიხვნოს - გვერდით მიიწით, არ თქვათ,ვერ დაგტევთ ,ვერა ,ნი! მაგრა დამიდგნენ დღეიდან კრიტიკით გასატკვერანი! | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ”კომპ” შაიძინა დარბიმა!.. Fri May 15, 2009 8:58 am | |
| | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 59 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ”კომპ” შაიძინა დარბიმა!.. Fri May 15, 2009 9:14 pm | |
| კომპიუტერის ერთ კუთხეში ნახა ვაჟამ ’’კაო’’ ,,კონვერტ ჯეთი’’ გატანჯულმა უცებ ’’დაკლიკაო’’. ახლა ნახეთ კაფიებში მისი თესვა-მკაო. ყველა ეტყვის:- წამაქციე, კაფია რო მკაო. აღარ მინდა დასალევად ჩაი და კაკაო, მომიტანეთ დასალოცად მე არყის ’’რუმკაო’’! | |
|  | | ვაჟა ხორნაული

 Number of posts : 1344 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
 | Subject: Re: ”კომპ” შაიძინა დარბიმა!.. Sat May 16, 2009 9:06 am | |
| - nino darbaiseli wrote:
- კომპიუტერის ერთ კუთხეში
ნახა ვაჟამ ’’კაო’’ ,,კონვერტ ჯეთი’’ გატანჯულმა უცებ ’’დაკლიკაო’’. ახლა ნახეთ კაფიებში მისი თესვა-მკაო. ყველა ეტყვის:- წამაქციე, კაფია რო მკაო. აღარ მინდა დასალევად ჩაი და კაკაო, მომიტანეთ დასალოცად მე არყის ’’რუმკაო’’!
უფრო კარგად და ლამაზად რაღა უნდა ვთქვაო, ათას წისქვილს ეყოფოდა, რაც ვაჟიკამ ფქვაო, ”კამ” მოხიბლა,აზუზუნდა, როგორც ფუტკრის სკაო, დაავიწყდა,თუ ოდესმე მოხვედრია ქვაო, რის შვიდი ცა_კაცს გაეხსნა მეთორმეტე ცაო...
... ახლა ერთსაც მოგიმღერებ, რომ არ მაგდებ აინუნში, მომენტებში,გენაცვალე, არც შენა ხარ ბაიბურში, განა მარტო ”არმურს” შინა_ ქართულად ვწერ ”მაილრუშიც.” | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ”კომპ” შაიძინა დარბიმა!..  | |
| |
|  | | | ”კომპ” შაიძინა დარბიმა!.. | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|