
არტურ კონან დოილი დაიბადა 1859წ. 22 მაისს ედინბურგში, შოტლანდიაში, ირლანდიელი ჩარლზ ალთამონდ დოილისა და მერი დოილის ოჯახში. ის გააგზავნეს რომაულ კათოლიკურAიეზიტურ სკოლაში, წმ. მარიამის კოლეჯში 9 წლის ასაკში. შემდეგ გადავიდა სთოუნი ჰარსტის კოლეჯში, მაგრამ 1875 წლისათვის, სანამ სკოლას დაამთავრებდა, მან უარყო ქრისტიანობა.
1876-1881 წლებში ის სწავლობდა მედიცინას ედინბურგის უნივერსიტეტში, თან მუშაობდა ექიმად აფრიკის სანაპიროსკენ მიმავალ გემზე. შემდეგ 1882წ. დაიწყო პრაქტიკა პლიმეტში. მან მიაღწია დოქტორის ხარისხს 1885წ. მისი სამედიცინო პრაქტიკა არ იყო წარმატებული; პაციენტების მილოდინში დაიწყო მოთხრობების წერა. მისი პირველი ლიტერატურული ექსპერიმენტი დაიწყო ჩჰამბერ’ს ედინბურგის ჟურნალში, სანამ ოცი წლის გახდებოდა.
მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო “ მეწამული კაბინეტი”, რომელიც გამოჩნდა ბიტონის საშობაო ყოველწლიურში 1887 წელს და პირველად იქნა ნახსენები შერლოკ ჰოლმსი, რომლის პროტოტიპი იყო კონან დოილის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ჯოზეფ ბილი.
საინტერესოა, რომ რედიარდ კიპლინგმა მიულოცა კონან დოილს წარმატება და ჰკითხა “შეიძლება ეს იყოს ჩემი ძველი მეგობარი, ექიმი ჯო”? შერლოკ ჰოლმსი უფრო ჰგავდა ედგარ ალან პოს გმირს ავგუსტ დაფინს. საუთსიში ცხოვრების დროს ის ეხმარებოდა პორტსმეტის მთავარ საფეხბურთო კლუბს AFჩ. არსებობს მითი, რომ კონან დოილი თამაშობდა ამ გუნდში მეკარედ. სინამდვილეში იგი თამაშობდა მოყვარულთა გუნდში, რომელიც დაიშალა 1894წ. და არ ჰქონია არანაირი კავშირი პორთსმეტის A.F.ჩ.-თან, რომელიც მხოლოდ 1898 წელს ჩამოყალიბდა.
1885 წელს იგი დაქორწინდა ლუიზა ჰოკინზე, რომელიც ტუბერკულიოზით დაავადდა და 1906 წელს გარდაიცვალა. შემდეგ 1907 წელს დაქორწინდა ჯინ ლექიზზე, რომელსაც პირველად შეხვდა 1897 წელს და შეუყვარდა, თუმცა მასთან პლატონური ურთიერთობა ჰქონდა. კონან დოილს ხუთი შვილი ჰყავდა: ორი პირველი ქორწინებიდან (მერი და ქინგსლი), ხოლო სამი_მეორე ქორწინებიდან (ჯინნი, დენისი, ადრიანი)
1890 წელს კონან დოილმა შეისწავლა ოფთალმოლოგია. საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და 1891 წელს იგი შეუდგა პრაქტიკას. თავის ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ არც ერთ პაციენტს მისი კაბინეტის კარი არ გაუღია და მას წერისთვის ბევრი დრო ჰქონდა.
1893 წელს იგი შეუდგა მისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას_ისტორიული ნოველების წერას, ჰოლმსის სახელმა გაიჟღერა 54 მოკლე მოთხრობაში.
კონან დოილმა დაწერა პამფლეტი სათაურით “ომი სამხრეთ აფრიკაში”, რომელიც კიცხავს დიდ ბრიტანეთს ამ ომში მონაწილეობისათვის. იგი თარგმნილი იქნა სხვადასხვა ენაზე. ასევე დაწერა უფრო დიდი პამფლეტი 1900 წელს.
კონან დოილს სჯეროდა, რომ პამფლეტი გახდა მიზეზი იმისა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში მან ორჯერ იყარა კენჭი პარლამენტში ლიბერალური კავშირიდან, ერთხელ ედინბურგში და მეორედ ჰავიკბურში და, მიუხედავად იმისა, რომ ხმათა დიდი რაოდენობა მიიღო, ის არ იქნა არჩეული დეპუტატად.
კონან დოილი შეუერთდა მოძრაობას კონგოს სახელმწიფო თავისუფლებისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი ე. მორელი და დიპლომატი რ. ქეისმენტი. 1909 წელს მან დაწერა პამფლეტი “კონგოს დანაშაული”, სადაც გაახმაურა საშინელებები, რომლებიც ქვეყანაში ხდებოდა. კოილმა გაწყვიტა კავშირი მორელთან მას შემდეგ, რაც ის გახდა ერთ-ერთი ლედერი პაციფისტების მოძრაობისა პირველი მსოფლიო ომის დროს და ასევე დაშორდა ქეის მენთს, რომელიც თავისი ირლანდიური ეროვნული მსოფლმხედველობის გამო განუდგა ბრიტანეთს. კონან დოილმა სცადა ეხსნა ქეისმენთი სასიკვდილო სასჯელისაგან იმ საბაბით, რომ ქეისმენთი იყო შეურაცხადი და პასუხს არ აგებდა მის საქციელზე.
კონან დოილი სამართლის თავგამოდებული დამცველი იყო. მან გამოიარა ორი პატიმრის საქმე. მათ შორის ინდოელ მოსამართლის ჯორჯ ედალისა. ეს შემთხვევა აისახა მის მოთხრობაში “არტუსი და ჯორჯი”.
პირველ მსოფლიო ომში დაიღუპნენ კონან დოილის შვილი კინგსლი, მისი ძმა, ორი სიძე და ორი დისშვილი. 1906 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე ლუიზა. ამ დანაკარგმა მწერალი დეპრესიაში ჩააგდო. მან გამოსავალი ჰპოვა სპირიტიზმში და დაინტერესდა სააქაო ცხოვრების მეცნიერული გამოკვლევებით. სპირიტიზმი საფუძვლად დაედო მისი მოთხრობების კრებულს “შერლოკ ჰომსის თავგადასავალი”. მწერალი დაუმეგობრდა ამერიკელ მაგს ჰარი ჰუდინის, რომელიც სპირიტუალისტების მოძრაობას უჭერდა მხარს. კონან დოილს სჯეროდა, რომ ჰუდინი ფლობდა ზებუნებრივ ძალას და ეს დამოკიდებულება ჩანს მის ნაწარმოებში “შეუცნობადის ზღვარი”. ჰუდინი კი უბრალოდ ფოკუსების დიდოსტატი გახლდათ. მწერალი უსაზღვროდ გაოცდა, როცა ჰუდინმა მოიკვეთა თითი და შემდეგ ისევ აღიდგინა.
კონან დოილმა სახლი აიშენა ჰაინდბედის მახლობლად ლონდონის სამხრეთში და ცხოვრობდა იქ სულ ცოტა 10 წელი, რაც შემდეგ 1924-2004წწ. გადაკეთდა სასტუმროდ და რესტორნად. შემდეგ იგი შეიძინა დეველოპერმა დამ მას შემდეგ არ ფუნქციონერებდა, სანამ კონსერვატორებმა და კონან დოილის ფანებმა არ დაიბრუნეს უკან. კონან დოილის საპატივცემულოდ ქრომორიში (აღმოსავლეთ საქსესი, ინგლისი) აღიმართა მისი ძეგლი, სადაც სერ არტური ცხოვრობდა 30 წლის მანძილზე. პიკარდის სასახლეში (ედინბურგი, შოტლანდია) იმ სახლის მახლობლად სადაც კონან დოილი დაიბადა, დგას შერლოკ ჰომსის ძეგლი.