არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ანა კალანდაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:11 pm

ანა კალანდაძე - Page 2 Ana-410

ანა კალანდაძე

***
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!


Arrow


Last edited by Admin on Wed Sep 09, 2020 11:31 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:13 pm

ანა კალანდაძე

ისევ ბერდედას

ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან
და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,
ლამის ასი წლის ზღვართა მისული...
სახლში დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი
და ათენგენას ძალას ფიცულობ...
ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,
ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...
მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით
ჩაგიქროლებენ არხოტვნები...
იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?
თვით შესევიან ქისტების სოფლებს,
თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?
მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,
არწივის მზერას მიდამოს ავლებ...
ალბათ, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ხატობას წავლენ...


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:15 pm

ანა კალანდაძე

მკვდართა მზე ვარ. . .

ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. . .
კორჩიოტას, კორჩიოტას თესლი გალხვა,
ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას. . .
ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს. . .
ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,
მაგრამ. . . მაინც გული რისად მეხურება?
ვარდის ტოტზე შერჩენილი ხმელი თესლი
აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა. . .
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. . .


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:16 pm

ანა კალანდაძე

ნათელა ბალიაურის მონაწერი

ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არჩევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს!):
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს
ამ წმინდა ძალით, -
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი, -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს, ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი...
ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა!


Arrow


Last edited by Admin on Sun Dec 15, 2019 4:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Dec 15, 2019 4:23 pm

ანა კალანდაძე

ისევ ბერდედას

ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან
და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,
ლამის ასი წლის ზღვართა მისული...
სახლში დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი
და ათენგენას ძალას ფიცულობ...
ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,
ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...
მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით
ჩაგიქროლებენ არხოტვნები...
იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?
თვით შესევიან ქისტების სოფლებს,
თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?
მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,
არწივის მზერას მიდამოს ავლებ...
ალბათ, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ხატობას წავლენ...


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptyTue Jan 14, 2020 12:10 pm

ანა კალანდაძე

შემოდიოდა ჩვენში კალანდა

და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს ,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ, მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩლაკებით
ჩვენში კალანდა...

1945

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Feb 16, 2020 9:06 am

ანა კალანდაძე - Page 2 Ana_ka12


ანა კალანდაძე

საქართველოო ლამაზო

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა _ არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არის...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?„

მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში _ ტყე დანაბინდები,
ტყეში _ ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“

---

სიმღერა „საქართველოო ლამაზო“ (კომპოზიტორი - თეიმურაზ ნაცვლიშვილი).


ანა კალანდაძე - Page 2 Ana_ka11

ვრცელი ვარიანტი:

ანა კალანდაძე

საქართველო ლამაზო

ფავორიტებში დამატება
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?"
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა - არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?"
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში - ტყე დანაბინდები,
ტყეში - ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?"
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე - მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?"
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?"
აქ დაიბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?"


Cisperi Trio - Saqartvelo Lamazo

It is a song named "Georgia Beautiful" - a verse by Anna Kalandadze, composer Teimuraz Natsvlishvili, has been written in the 1950s in Tbilisi.


Sakartvelo, Lamazo

Sakartvelo, Lamazo (Georgia, beautiful) is a very patriotic and emotional song. For Georgians, sometimes it is really hard to stop tears from falling while listening to this song. The lyrics are written by great Georgian poet Ana Kalandadze.

Ana Kalandadze was born in Guria, western Georgia in 1924. She graduated the Faculty of Philology at Tbilisi State University in 1946 and published her first poems the same year. She went on to write more than 700 works and to become one of the most influential figures in Georgian literature - with many of her patriotic and romantic poems being made into popular songs. After her death in 2008 she was buried in the Mtatsminda Pantheon, where some of the most prominent writers, artists, scholars, and national heroes of Georgia are buried.

“Sakartvelo, beautiful!
Is another Sakartvelo anywhere else?”

This is the main message of the lyrics.

The most popular version of the song is performed by Georgian group of singers Tsisferi Trio (Blue Trio), known for their emotional, romantic and patriotic songs.

ბმული:
* https://www.georgianjournal.ge/culture/33752-top-georgian-songs-of-all-time.html
* https://en.wikipedia.org/wiki/Ana_Kalandadze

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptySun Sep 06, 2020 7:28 am

ანა კალანდაძე - Page 2 Ana_ka10

ანა კალანდაძე

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა...
- წამო ჩემთან!
- უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა!..
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას* ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა.

---
* სატყრობელა -- სატყეშებელა მოჴ. ნ. სატყრობელა. სატყრობელა ჴ., სატყეშებელა მოჴ. ბალახია, ლილის ფერი ყვავილები აქვს. ს ა ტ ყ რ ო ბ ე ლ ა. ( ს ა ტ ყ ე შ ე ბ ე ლ ა ) უფრო ყვავილს ჰქვია, რადგანაც შუბლზე მიირტყმენ და ტკეცას გაადენს.
-- მთის კილოთა ლექსიკონი.

მაჩიტა
Rus. колокольчик репчатый, белокоренник
L. Campanula rapunculoides L.
ფშავური, თუშური – მაჩიკა, ნაჩიკა, მიჩიკა, მიციკტარა, სატყლაშუნა;
მოხევური, მთიულური – კაწაი, საფეთქებელა, სატყეშებელა;
რაჭული, ზემოიმერული – ჩიტითავა;
ლეჩხუმური – სათითურა;
აჭარული – კოსტანტილა;
ჭანური – ტუკში;
მეგრული – შუშულუბა;
სვანური – ღვაჭი, მგლჯა.
Synonym: კაწაი, კოსტანტილა, მაჩიკა, მიჩიკა, მიჩიკტარა, ნაჩიკა, სათითურა, სატყეშებელა, სატყლაშუნა, საფეთქებელა
See also: სათითურა
Source: მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. მე-2 სტ). - 260გვ.; 27სმ.. - ტექსტი პარალ. ქართ., რუს. და ლათ. ენ.. - ბიბლიოგრ: გვ. 8. - 82კ., 10000ც.

Arrow


Last edited by Admin on Wed Sep 09, 2020 11:32 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6280
Registration date : 09.11.08

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptyWed Sep 09, 2020 7:36 am


ანა კალანდაძე - ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა
•Sep 9, 2020

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა
© ანა კალანდაძე
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

ანა კალანდაძე

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა...
- წამო ჩემთან!
- უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა!..
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა.

***
The Tetrakheva River crushes quartz
The verse by Ana Kalandadze (in Georgian)
This clip is made with: Mozart - Turkish March by Ivy String Quartet.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/zIKqsez3wq0

ანა კალანდაძე - Page 2 Ana-110

ანა კალანდაძე - Page 2 Tetrak10

ანა კალანდაძე - Page 2 0511


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptyFri Oct 09, 2020 9:30 am

ანა კალანდაძე

ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 465
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 EmptyTue Oct 27, 2020 9:09 pm

ანა კალანდაძე

ნათელა ბალიაურის მონაწერი

ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არჩევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს!):
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს
ამ წმინდა ძალით, -
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი, -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს, ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი...
ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა!

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ანა კალანდაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ანა კალანდაძე   ანა კალანდაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ანა კალანდაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: