| | აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო | |
| | |
Author | Message |
---|
nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Fri Feb 20, 2009 10:35 pm | |
| დიდი მადლობა,ბობო. ბედნიერებაა შენთან საუბარი.მართლა,მართლა! ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია შენთან საუბარი ,ბობო.ადამიანებს,რომლებსაც შენ ყავხართ ძალიან გაუმართლათ !!!  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7195 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Fri Feb 20, 2009 10:59 pm | |
| - nini wrote:
- დიდი მადლობა,ბობო.
ბედნიერებაა შენთან საუბარი.მართლა,მართლა!
ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია შენთან საუბარი ,ბობო.ადამიანებს,რომლებსაც შენ ყავხართ ძალიან გაუმართლათ !!!
 შენ, ნინი, ”პროვოკატორ-ინტელიგენტს” გეძახის ჩვენი ცქნაფა, ანუ ნეკერა და, მე კიდევ - წავუაკადემიურებ პატარაზე, თან ალაგ-ალაგ გახუმრებით და... რა ვიცი, როგორი გამოდის ჩვენი ლაპარაკები... მე მგონი, მთავარი ის არის, რომ ჭკუას არ ვასწავლით არავის - შენ შენთვის პროვოკატორ-ინტელიგენტობ და მე ჩემთვის წავუაკადემიურებ... შენც მართალი ხარ და არც მე ვიქცევი უხეიროდ: მე ჩემთვის ვერ მისწავლია ჭკუა და აბა, ვის რა უნდა ვასწავლო?..  | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Fri Feb 20, 2009 11:07 pm | |
| ძალიან მიყვარს ბობო თავისი სიდიდით და ადამიანური უბრალოებით. და...მართლა ბედნიერი ვარ,მასთან საუბრის და ურთიერთობის საშუალება რომ მაქვს.  | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Sat Jun 06, 2009 11:18 am | |
| ძალიან მტკივნეული და აუცილებელი თემა -ყბადაღებული საჯაია -გეთიაშვილის სტილი. ძალიან მოდურია ამ სტილში წერა,ზოგ შემფასებელს მოსწონს,ზოგს არა. პროფესიონალების ლექსიკაშია დამკვიდრებული-''საჯაია გეთიაშვილის სტილი''. საკმარისია დაიდოს კარგი ლექსი ამ სტილში,რომ მიდის მკითხაობა ვინაა ავტორი -საჯაია თუ გეთიაშვილი. და იქნებ სულაც არაა ეს სტილი ექსკლუზივი?როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა ,უბრალოდ ძალიან მოდურია,ბევრი წერს,ყველაზე კარგად კი ამ ორს გამოდის და ამიტომ არასწორია ''საჯაია-გეთიაშვილის'' სტილის თქმაო. ეს სტილი არის გარკვეული ლექსიკური თამაში,ლექსიკური ერთეულების გადაადგილება,შეკვეცა და ..გარკვეული მუსიკალურობა და ინტონაციები. მაინტერესებს კომპეტენტური ადამიანების აზრი და შეფასებები. ძალიან მტკივნეული თემაა.როგორც ჩემმა მეორე მეგობარმა ,ასევე ცნობილმა ლიტერატორმა მითხრა-ნებისმიერ პოეტს გალაკტიონის მერე დაუწერე მისი გავლენა და პლაგიატი და კაცი-შვილი ვერ მოგედავებაო.''თეთრი'' ლექსების ავტორებთან კი მოწყალე ღიმილით ჩაილაპარაკე-ხარანაული და ვსოო  ამ სტილში უდავოდ ბევრია გალაკტიონის და მაინც ეს თავისებური ''კოქტეილია''. რას ფქირობთ ამ სტილზე?და პლაგიატის პრობლემაზე?ძალიან ბევრ ახალგაზრდა ავტორს,რომელთაც გაგებულიც კი არ აქვთ არც საჯაია და არც გეთიაშვილი უპოვნი დღეს შემოქმედაბაში მათ გავლენას.''კალკს''.თითქოს კაპიროვკის ქაღალდით გადაუღიათო.;( რაა მაინც ეს საჯაია-გეთიაშვილის სტილი? | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Sun Jun 07, 2009 6:27 pm | |
| მე ვფიქრობ, გიო საჯაია და რეზო გეთიაშვილი განსხვავდებიან ერთიმეორისგან. გიო საჯაიას სტილზე მისი წიგნის წინათქმაში მექნება დასაწერი და იქ რომ დავწერ, აქაც მოვიტან... გიოს წიგნი რომ გამოვა, მერე... ძალიან ვხალისობ, როცა გიო დაწერს რამე ახალს, დადებს ინტერნეტში გადამწერ-პლაგიატთა სასეიროდ და თვითონ ახლის დასაწერად წავა ხოლმე...  |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Tue Jun 09, 2009 3:27 pm | |
| ბატონო მიხო,თქვენი ლიტერატურული გმირებიდან რომელიმე პერსონაჟს აქვს უფლება - არ იყოს თქვენი მადლიერი?  და თუ ასეა, რაა ''დააკელით '' მას?  | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Tue Jun 09, 2009 10:58 pm | |
| - nini wrote:
- ბატონო მიხო,თქვენი ლიტერატურული გმირებიდან რომელიმე პერსონაჟს აქვს უფლება - არ იყოს თქვენი მადლიერი?
და თუ ასეა, რაა ''დააკელით '' მას? "ავაჰმე!" - ეგრე იტყოდა ამაზე გოდერძი ჩოხელი. სულ უკან დამდევენ და საყვედურებით მავსებენ ხოლმე ეგ პერსონაჟები, რატო ეს არა სთქვი ჩვენზე და რატო ის არა სთქვიო... და რას იზამ, ნინი - თავსზევით ძალა არ არის. რაც შემეძლო, ხო ვაკეთე და რაც არ შემეძლო, იმას როგორ გავაკეთებდი? მარტო ჭკუა კი არ არის გაწვდენაზე, ოსტატობაც ეგრეა. რომანში "უჟამო ჟამის რაინდი" ერთი პერსონაჟია, მარიცა ქაჩიბაზე - მარიამ მაგდალინელის პროტოტიპი და - ეგრე ნაუცბათევად რატომ ანებებს თავს თავის უძველეს პროფესიას და რატომ ხდება სხვანაირი - აი, ამის ახსნა ვერ მოვახერხე კარგად... არა, გატყუებ, მოვახერხე კი არა, არც მიცდია ახსნა - დარწმუნებული ვიყავი, რომ რაკი მარიამ მაგდალინელთან პარალელი ძალიან ცხადია, აღარც ახსნა სჭირდება იმის შეცვლას მეთქი. და ძალიან მკაცრი შეფასებები იყო ჩემი მეგობრებისგანაც და მკითხველისგანაც 1999წელს... არადა, კიდევ ისევე ვარ დარწმუნებული, რომ ახსნა არ უნდა მარიცა ქაჩიბაძის საქციელს... და - მისაყვედურონ რამდენიც უნდათ. კიდევ ვის რა დავაკელი, აქა-იქ გამახსენდება ხოლმე და... მაინც ხელს აღარ ვაკარებ ძველებს - ეგრე მგონია, იმ ძველ დაწერილს რომ გადააკეთებ, რაღაც მნიშვნელოვანი იკარგება...  |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Wed Dec 16, 2009 9:17 am | |
| შენ გაიხარე,ბობო .პატარა ბავშვივით გამიხარდა არმურზე შენი ნაწერი.
და ახლა კითხვა ბატონ მიხოს,ბატობ ვაჟას და ბატონ კობას-1.რომელ ლიტერატურულ გმირს დაიმგზავრებდით ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე?2.რომელ ლიტერატურულ გმირს დაიმეგობრებდით?
და ახალი ’’თამაში’’1.ლიტერატურული გმირის დღიურის ფურცელი 2.’’ინტერვიუ ’’ლიტერატურულ გმირთან | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Wed Dec 16, 2009 9:20 am | |
| ბატონო მიხო,არ ვიცი როგორი მკითხველი უნდა თქვენს ნაწერს,მაგრამ ჩემთვის რაღაც თერაპიასავითაა ’’ბოდიალი’’ თქვენს ნაწერებში  | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Wed Dec 16, 2009 10:44 am | |
| მე რომ ქართულის მასწავლებელი ვიყო... დავაწერინებდი ბავშვებს თემას 1.ორი პერსონაჟის დიალოგი.ანუ სხვადასხვა ავტორის სრულიად განსხვავებული ნაწარმოებების ორ ლიტერატურულ გმირს ავიღებდი ,ნებისმიერს და ბავშვებს ვთხოვდი გაეკეთებინათ მათი წარმოსახვითი დიალოგი.აქ იმდენი კომბინაციის გაკეთება შეიძლება  .2კიდევ სხვადასხვა წიგნის ლიტერატურული პერსონაჯების ’’წყვილების’’ გაკეთება (სასაცილო,შეუფერებელი ან პირიქით ერთმანეთს რომ შეესაბამება ისეთი) 2.ნაწარმოების პერსონაჟის მხატვრული მონოლოგი-რაღაც პატარა თეატრალური ეტიუდივით. ’’შენ აფრენ’’-მეტყოდნენ ახლა ლაივში  იყოს მერე მასე  | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Sat Mar 12, 2011 5:32 pm | |
| ბატონო მიხო,რამდენად ზღუდავს შემოქმედს კონკრეტული სივრცე და დრო,რომელშიც მას უხდება არსებობა? ადამიანი ხომ თავის გარშემომყოფი კულტურის შვილია და მისი ცნებებით აზროვნებს,ადამიანი თავისი ეპოქის შესაბამისი სააზროვნო დებულებებით ცხოვრობს და აკეთებს რა რაიმე საქმეს,სწორედ მისი ეპოქის და გარემოს შესაფერისი საზომებიდან გამომდინარეობს .ასე რომ ის თავისუფალი არ არის თავის არჩევანში.გამოდის რომ მცირეა მისი თვალსაწიერი მაინც. ის იმაზე მეტს თვით მიზნადაც ვერ დაისახავს, ვერ დაინახავს რაც შეუძლია შექმნას მისი ეპოქის და გარემოს შვილს,სწორედ მას შემორტყმულ ხალხთან ერთად
| |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Sat Mar 12, 2011 5:52 pm | |
| ადამიანი და დრო.რას ფიქრობთ,ბატონო მიხო ამაზე.
განა ადამიანმა იცის თავისი მოვალეობა ,თავისი გაჩენის მიზეზი?მან ხომ დიდად გაასწრო მასში დაპროგრამებულ ფიზიკურ შესაძლებლობებს .სიცოცხლე და სიცოცხლის გაგრძელება უნდა იყოს ჩემი აზრით,ყოველგვარი ცოცხალის არსი.მაგრამ სიცოცხლე და სიცოცხლის განგრძობა რაღაც გარკვეულ პირობებში?რამდენი შემოგვრჩა ბუნების ადამიანისგან -ჰომო ნატურა განა უფრო ბედნიერია დღეს ადამიანი ,ვიდრე ვთქვათ 2-3 ათასი წლის წინათ? განა უფრო მდიდარი გახდა იგი სულიერად ,განა გადაიქცა იგი იმ ჰარმონიულ არსებად,რაც ვითომდა მიზანი იყო წინარე თაობების?აბა ერთი გავიხსენოთ,ძველი კულტურები,გნებავთ შუმერების, ეგვიპტელების ,ჩინელების თუ ბერძნების? განა ბევრით წავედით წინ?განა ადამიანი ბევრით უკეთესი ან უარესი გახდა?განა იგივე ბრძოლა არ არის დღესაც არსებობისთვის,მოხვეჭისთვის ,სახელისთვის,ძალაუფლებისთვის ?რა ძალა მართავს ადამიანთა ცხოვრებას?იდეების სამყარო?დრო თავის ქურაში ატარებს ძველ იდეებს,თავისებურად იძლევა და გვაიძულებს მასიურად გავყვეთ მას.?
| |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Sat Mar 12, 2011 5:53 pm | |
| ბატონო მიხო ,რა არის ადამიანის ცხოვრების მიზანი?
ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კანის ფერით, სიმაღლით, ჭკუა-გონებით, სისქით მოკლედ სომატური ნიშნებით,კულტურებით და მაინც იქმნება ადამიანთა რაღაც ერთნაირი გარკვეული ჯგუფები ცხოვრების წესის ( რიგის ) მიხედვით .ერთნი ცდილობენ გამოუცნობ საიდუმლოთა ახსნას,მორენი ცხოვრების მატერიალური სფეროდან რაც შეიძლება მეტის აღებას,ცხოვრებით ტკბობას,მესამენი ცხოვრების სულის არსის ჩაწვდომას,მეოთხენი მოყვასის თუ ერის სიკეთისთვის ზრუნავენ.მეხუთენი ძალაუფლებისაკენ მიისწრაფიან . რასაკვირველია ეს ადამიანები თავიანთ მიზნებს (თვით შეგნებული უმიზნო ცხოვრება არ გამორიცხავს მიზანდასახულობას,რადგან ამ შემთხვევაში სწორედ ეს უმიზნობაა მიზანი)აღწევენ ან ყოველშემთხვევაში თავს იჯერებენ თუ ამ გზაზე მიდიან ყველანი თავისებურად იმისდამიხედვით ,თუ რა კულტურის, რა ოჯახის, რა გვარის, რა ეროვნების, რა ფსიქოლოგიური, რა გონების, რა წრის წარმომადგენლები არიან.ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც მიზანდასახულ საქმიანობას ეწევა გამომდინარე თავის ინტერესებისაგან,თავისი სავალის სიმარტივე-სირთულისაგანმე ასე მგონია,რომ ,რომ თვით ის პიროვნებებიც კი ,ვისთვისაც უხვად მიუნიჭებია უხილავს ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენს წარმოდგენაში იდეალურად ითვლება,მხოლოდ მირაჟულ მიზნებს თუ აღწევენ.''მიზნებს''მხოლოდ ის ადამიანები აღწევენ ,რომლებიც მიზნად რაღაც სულელურ წვრილმანებს ისახავენ. ანუ გამოდის რომ დიდი ადამიანური მიზანი ბედნიერება, სულის და ფიზიკური ჰარმონია , სიყვარულის სიმეტრია მიუღწეველია მასთან მხოლოდ მიახლოება შეიძლება.ყველა თავისი გზით მიდის მის მისაახლოებლად. ყველა მეტ ნაკლებად სწორედ ამ გზაზე სიარულით შეიმეცნებს არსებობა-არარსებობის სიკეთე-უძლურობას .
| |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო Wed Mar 14, 2012 11:23 am | |
| 'პოეტი და მეამბოხე – ერთი და იგივეა, მე მგონი...'' ოღონდ ამ ფრაზას მე ერთს დავამატებდი, - სიტყვა "მეამბოზე" ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც რევოლუციონერი, რომელთაც სჩვევიათ ხოლმე თავისამდე არსებულის ხელაღებით უარყოფა. მეამბოხეში ვგულისხმობ ისეთ ადამიანს, ვინც საზოგადოების სრულყოფისათვის იბრძვის თავგანწირულად და ჩემთვის ამის კარგი მაგალითია "ალუდა ქეთელაური" - ვაჟა-ფშაველას დალოცვილი მარჯვენით შექმნილი ეს გმირი თავის თემს აძლევს ცოდნას ქრსიტესეული მცნების "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" - მტრის გაგების და შეყვარების შესახებ. და ამას აკეთებს არა ისე, რომ ხევისბერს რევოლუცია მოუწყოს, ჩამოაგდოს და თავად გახდეს ხევისბერი, არამედ დაუფარავად ამბობს, რასაც გრძნობს და ხედავს. ამ თავისი რწმენისთვის თავსაც სწირავს და ოჯახსაც, გამოძევებული ქალები რომ აუგად მოიხსენიებენ თემს, იმათაც გააჩუმებს, - ალუდამ იცის, რომ იმის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, თემშივე გამოჩნდება ვინმე, ვინც იმასავით იფიქრებს... ჩემთვის ალუდა პოეტია თავისი ჩადენილი საქმით, მერე რა, თუ სტრიქონი არ დაუწერია... აი, ამისთანა მეამბოხეს ვგულისმობ... მიხომოსულიშვილი იყოს აქაც ეს | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო  | |
| |
|  | | | აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|