| ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) | |
|
Author | Message |
---|
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Wed Apr 29, 2009 2:40 pm | |
| ფოტოზე...
სატელეფონი ხაზებში დაარქივებული შემოდგომა... მზე თავისივე ნაფეხურებს აგროვებს პროსპექტებზე... მე შენს მაგიდაზე მდგარ საათს ვუცვლი დროს... უკვე ბაბუაწვერაც იხდის ილუზიას - ტანს, საღამოს ყდაში ეხვევა... ღამე პიქტოგრამებს ხაზავს სახურავებზე... კედლებს შენი სუნი ასდით, შიშველი გაქვს თვალები... ჩვენი თითები კითხულობენ სულს... ქუჩები ფოტოებს რომ გვიღებენ, იმ ფოტოზე მე შენ ხარ... შენ კი... მე...
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Sep 03, 2013 4:53 pm; edited 1 time in total | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Wed Apr 29, 2009 2:41 pm | |
| ჩვენი სიგიჟე...
ვაძინებთ ღამეს... ქუჩები თვლემენ დედამიწის ტანზე... ვიპარებით შიშველი ტერფებით... ერთია ნაბიჯი... ვართ... ერთ_სულნი... შენი სუნთქვაა ჩემი... კიბეზე დადის ჩვენი სიგიჟე... ელექტროსადენებს ვუყოფ ვარსკვლავებს... ინთება დროის ყველა კაფე... ჩემს მაჯებზე შენს ნათითურებს ვუწერ წერილებს... დუმილი ივსებს ხელისგულებს შენი სახელით... და... ვთენდებით... | |
|
 | |
ჯალალი Into Armury

 Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Wed Apr 29, 2009 4:26 pm | |
| ფოფოს... ყოველი წამი დუმილიდან თითო-თითოდ თვლებად ამოვქსოვე... ხეები საკუთარ ჩრდილებს ზრდიდნენ... ჩვილის ასაკიდან... შენ დაიხარე... ქვიშაში გააბნიე ნიავი... ხელები მიატყუპე და... ასე უბრალოდ გაზაფხულად ააფოთლე ჩამავალ მზეზე ცისარტყელას ნაფეხურები... მკლავებზე თითებით მეჩურჩულე... ეძებდი ლოცვანს... დღეს... შენ პირველად ეზიარე... ხელში აგიყვანე... ხის სკამზე დარჩენილი ლოცვანით ქუჩები დავიმგზავრეთ... ღამით... სიტყვებს დახუჭული თვალებით ვისურვებდი... მქონოდა ათასი სიცოცხლე და შენთვის მომეცა... კი,ნიკა,გამიხარდა ქეთის გვერდი აქ,არმურზე... მისი შემოქმედება,სულ სხვა ფერია და თბილი...  | |
|
 | |
irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Wed Apr 29, 2009 8:29 pm | |
| თვალებით...
ღამე ნარკომანივით ეძებს ცას, სახიდან იხდის შიშველ ანარეკლს... სუნთქვის აპარატზე რთავს სულს... ფუნჯებში მშიერი შრიფტები ჩადიან, სიგიჟის ტონებით უვსებენ სურვილებს ფილტვებს... ქარი მინებზე... წვიმის პროცესიამ ეს ცა ჩამოსწია... შენ მოძრაობ, მიბჯენილი გაქვს ჩემი მაჯისცემა... გახმოვანებული ცხრაწახნაგა წამები მზეებს შობენ... ფერის სიხშირე... იმ ყვითელ მთვარეს უკვე საყდართან ძინავს... თვალებით ვათენებ ღამეს... მოგენდე და... ჩემი ფრთები შენში გავშალე... | |
|
 | |
irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Wed Apr 29, 2009 8:29 pm | |
| მე შენთვის...
წვიმის სახლში ცხოვრობენ ღამეები... ძიძებივით ზრდიან მთვარეს, რომელიც თითებით თხზავს ქუჩებს... ჩემს ფურცელზე ისევ სიტყვებია... უძილო... და... შენი თვალებიდან ვწერ ჩემს სიჩუმეს... amabile... ვისმენთ ცას... მხოლობითია სუნთქვა, ვთენდებით... ვისულდგმულე შენი გული... ჩვენი მხატვარია ახლა ეს სამყარო... ყველა ფერი - ჩვენი... მე შენთვის... | |
|
 | |
irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Wed Apr 29, 2009 8:31 pm | |
| ჩემი
მთვარის სიზმრებიდან მოვიდა ღამე... მეგონა დამიძახე... ხმით... სიტყვებით... ან არც... მხოლოდ სიჩუმით... ... შენში ვისმენ ახლა ჩემს თავს... ... ხელისგულებით გიწვდი ცას... თვალებით ვწერ მზერას... ... ფიქრები შეეხიზნენ ვარსკვლავებს... თითებით ვლოცულობ... შენს სახეზე... ხარ ჩემი... ... შენში ვისმენ ახლა ჩემს თავს... | |
|
 | |
irinka Into Armury


 Number of posts : 110 Age : 33 Registration date : 11.12.08
 | |
 | |
Tabagari Tea Into Armury


 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Thu Apr 30, 2009 2:35 am | |
| ქეთ, გამიხარდი აქ, ახლოსფერო  | |
|
 | |
Guest Guest
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Thu Apr 30, 2009 1:31 pm | |
|
Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:39 pm; edited 1 time in total |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Tue May 05, 2009 4:16 pm | |
| ჩვენს მისამართზე...
ჩვენს მისამართზე დღეს კალათით გამოვგზავნე ჩიტის ბუდეები... შენი ნაჩუქარი ჩიტებისთვის... ბარათებზე დავწეროთ მათთვის სახელები... და... ერთმანეთს გავუცვალოთ... ან არც... მე მაინც მხოლოდ შენს დაწერილ სახელებს დავარქმევ... ... დილით ვნახე შენი დახატული მინდვრის ყვავილები... მიყვარს რომ მჩუქნი ხოლმე... მზე ფერებით მესაუბრება ღია სარკმლეთან... შენი დახატული მინდვრის ყვავილები ყველგან დამყავს... როგორც... პატარა არსებები... მეჩქარები... სუნთქვაში... ვიცი, რომ ჩვენს მისამართზე შენ და შენი ნაჩუქარი ჩიტები მელოდებით... სულის კვალს მოვყებით... მე... და... შენი დახატული მინდვრის ყვავილები...
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Sep 03, 2013 4:53 pm; edited 1 time in total | |
|
 | |
ჯალალი Into Armury

 Number of posts : 216 Registration date : 11.11.08
 | |
 | |
xelovani

 Number of posts : 12 Age : 32 Location : sxva qucha Job/hobbies : photography Humor : me var Registration date : 11.05.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Mon May 11, 2009 3:03 pm | |
| | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Thu May 14, 2009 10:39 am | |
| მერვე დღე
სარეცხის თოკზე გაფინეს დედამიწა (სამაგრებით)... დრო მგლოვიარეა, მე ახლა უხელ-ფეხო ღამე მტკივა და ვიგონებ თერაპიულ სიზმრებს. ჩემს ხმას ჰგავს შენი სიჩუმე. ვივიწყებ წვიმის ამნეზიას, ვრთავ პატეფონს, ფირფიტა წვიმას უკრავს... თითებით ვცვლი ქუჩებზე მიკრულ ნაბეჭდ მაისს. ვხრი სიახლოვეს (ციკლურ ძახილამდე)... მე შენი წარწერა ვარ, უწერტილო კარდიოგრამა. | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Fri May 22, 2009 10:25 am | |
| პარანოია
მისიონერი ქუჩები... გუგებიდან მდის ღამე. მონეს "ქრიზანთემები" ესიზმრებათ ცარიელ ფურცლებს. ხანძრიანი მზე იპარავს ელექტრობოძებს... სტრიქონებგარღვეული თვალები... ხის ფუღუროში ნელსაცხლებლებს ისვამს უფორმო დედამიწა. ვარდისფერი ფორთოხალი და ჩემი ტერფების გრავიურა... დრო ეშაფოტზე გარდაიცვალა. | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Fri Jun 05, 2009 2:29 pm | |
| ტროტუარები
ჯიბის რადიო. ჩემი სენტიმენტალური ვალსი ოცდამეორე დროში. სანამ მენაყინე ბოლო ნაყინს გაყიდის, მზე ფსკერამდე ჩაყვება დედამიწას, გაიხდის ორი ზომით დიდ ფეხსაცმელს და ჰალსტუხს შეუკრავს ღამეს. დასურათებული ამინდები... როცა ჩვენ წავუკითხავთ მას ილანკუღას ზღაპარს, სუიციდი ნიველირებულ პლასტებს შეეზრდება. მე_ცარიელე დაიწერს მუყაოს შემოდგომას... მუსიკით მივაბი უჩემო ელექტროველებს სიჩუმის ტროტუარები. პანთეისტი ფანჯრის მინებიდან შევწყვეტ წვიმას. წვიმს... | |
|
 | |
xelovani

 Number of posts : 12 Age : 32 Location : sxva qucha Job/hobbies : photography Humor : me var Registration date : 11.05.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Mon Jun 08, 2009 1:16 pm | |
| Postportret
დროობით უცნაური ხსნარი მიდგება ხოლმე თვალებში. ვაქუცმაცებ ჩემივე განცდებს. სანამ კედლებზე ძვრება უიღბლო დილა, შრება უწვიმო ამინდი. ვითხოვ ხმაურის განაჩენს. ვნებდები ჩემი თავის უსახელო პალატებს, ქუჩების კარიკატურებს და ვგრძნობ... თოვს თმებიდან. ხელჯოხით დადიან პარადოქსული მისამართები. უცვლელი არტიკულაციით გგრძნობ... პოსტპორტრეტულ სიშავეს ტრანზიტულ ხმებზე ვკვეთ. დროობით უცნაური ხსნარი მიდგება ხოლმე თვალებში. გამდნარ ხელებს მისინჯავს ანტიპირეტიკი. ვითხოვ ხმაურის განაჩენს. | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Mon Jun 08, 2009 1:34 pm | |
| Postportret
დროობით უცნაური ხსნარი მიდგება ხოლმე თვალებში. ვაქუცმაცებ ჩემივე განცდებს. სანამ კედლებზე ძვრება უიღბლო დილა, შრება უწვიმო ამინდი. ვითხოვ ხმაურის განაჩენს. ვნებდები ჩემი თავის უსახელო პალატებს, ქუჩების კარიკატურებს და ვგრძნობ... თოვს თმებიდან. ხელჯოხით დადიან პარადოქსული მისამართები. უცვლელი არტიკულაციით გგრძნობ... პოსტპორტრეტულ სიშავეს ტრანზიტულ ხმებზე ვკვეთ. დროობით უცნაური ხსნარი მიდგება ხოლმე თვალებში. გამდნარ ხელებს მისინჯავს ანტიპირეტიკი. ვითხოვ ხმაურის განაჩენს.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Sep 03, 2013 4:53 pm; edited 1 time in total | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Fri Jun 19, 2009 10:50 am | |
| ჩვენს მისამართზე
ჩვენს მისამართზე დღეს კალათით გამოვგზავნე ჩიტის ბუდეები შენი ნაჩუქარი ჩიტებისთვის. ბარათებზე დავწეროთ მათთვის სახელები და ერთმანეთს გავუცვალოთ ან არც... მე მაინც მხოლოდ შენს დაწერილ სახელებს დავარქმევ. დილით ვნახე შენი დახატული მინდვრის ყვავილები, მიყვარს რომ მჩუქნი ხოლმე. მზე ფერებით მესაუბრება ღია სარკმლეთან... შენი დახატული მინდვრის ყვავილები ყველგან დამყავს, როგორც პატარა არსებები. მეჩქარები... სუნთქვაში... ვიცი, რომ ჩვენს მისამართზე შენ და შენი ნაჩუქარი ჩიტები მელოდებით. სულის კვალს მოვყებით. მე და შენი დახატული მინდვრის ყვავილები... | |
|
 | |
nino nadiradze Front of Armury


 Number of posts : 95 Age : 35 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Fri Jul 10, 2009 2:17 pm | |
| ბაბუაწვერა (მზეს - ნინო ნადირაძეს) ინტერლუდია ჩემს და შენს შორის - თოვს... კედლის დაობებულ მხრებზე ჭიკარტებით მიკრული ამინდები. ვბეზრდები. ვბეზრდები ემპირიულ სიმშვიდეს. ვგრძნობ შენს ემბლემებს ჩემში, ზოლიან ხილვებს, გადამწვარ მზეებს, ღამის ფიტულებს, ვმუნჯდები... მეათე სპექტაკლში - ჩემი მუსიკა. მუყაოს ხელებით გიჩრდილავ შუბლს, თვალებში - ცა. გესმის იესო. იესო... თითებზე ხმები, როცა ვხატავდი თოვლს. სიყვითლე ქარის. შიშველი ბაბუაწვერები... სარა, წვიმები ნავსადგურებს მიღმა მთავრდებიან. ინტერლუდია ჩემს და შენს შორის - თოვს. უჩემესი ადამიანი. ქეთიუს..მიყვარხარ  | |
|
 | |
ნიკა ჩერქეზიშვილი Into Armury


 Number of posts : 260 Age : 39 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Thu Aug 06, 2009 11:53 am | |
| შენი ლექსი
და მერე... ღამე გაეცლება ჟანდარმერიას. მეძებდი? ახლა ისევ გგავარ. ვგრძნობ შენს თავს ჩემში. გფიქრობ. კოლოფში სიგარეტის ერთი ღერია. ჩემს სუსტ მაჯებზე აღარ ჩანან ფანჯრები. ქეშად აწყვია დღეთა ტონიკური მელანქოლია და დიფუზური სიმახინჯე ტროტუარების. მე და შენს შორის მედიუმი ახლა თოვლია, ხოლო ქარები, რახანია, თმებში გაებნენ. მომძებნე, მოდი, თოვს, საშინლად, თვითმკვლელობამდე. ერთფეროვნება სარკასტული სჭირთ ისევ დღეებს. მაგ დაღლილ მხარზე, სულ უბრალოდ, ლოყას მოგადებ, ჟანდარმერიას გაეცლება ღამე და მერე მე ალბათ შევძლებ შენთვის ჩემი სუნთქვის დაწერას, დამთავრდებიან ნავსადგურებს მიღმა წვიმები, დღეს ისევ ვგავარ, სარას - შიშველ ბაბუაწვერას, მოდი, ვგიჟდები, შევიშალე, ვკვდები, მინდება შენი ტერფების უძილობა, მზე გადამწვარი. მომიახლოვდი, ხელებით ვშლი ანარქიულ ხმებს, ყრუ ბოძებს შორის დარჩენილი სივრცე მაწვალებს და სულ ახლოა მზის დაშვება ავარიული.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Sep 03, 2013 4:54 pm; edited 1 time in total | |
|
 | |
Tabagari Tea Into Armury


 Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Thu Aug 06, 2009 5:36 pm | |
| - Quote :
- მომწონს საშინლად..
მეც ძალიან მომწონს...  | |
|
 | |
nino nadiradze Front of Armury


 Number of posts : 95 Age : 35 Location : თბილისი Job/hobbies : მუსიკა, კითხვა... Humor : მყოფნის... :) Registration date : 21.01.09
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) Wed Aug 12, 2009 6:59 pm | |
| მომწონს კი არა... ვერ გამოვდივარ ამ ლექსიდან... იდეალურია... გენიალური..
სიტყვები მეკარგება... | |
|
 | |
Sponsored content
 | Subject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)  | |
| |
|
 | |
| ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი) | |
|